გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310116001631342 (3/259-16)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.03.2--- წ ქ. ზ---------
შესავალი ნაწილი
ზ---------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე სს---–ე-------–---------------ი
წარმომადგენელი შო----------–--–---–ი
მოპასუხე ი/მ ,,ზ-----------ა“
წარმომადგენელი გ-----------ა
მოპასუხე შპს ,,ლ----“
წარმომადგენელი გ-----------ა
მოპასუხე ლა–--–-------ა
წარმომადგენელი გ-----------ა
დავის საგანი ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი/მ ზ-----------ას (ს/ნ 1---------9) ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნეს შპს ,,ლ----“ (ს/ნ 4-------9) და ლა–--–-------ა (პ/ნ 19--------8).
მოსარჩელის მტკიცებით მხარეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე და სასამართლოს მიერ ცრუმაგიერობის დადგენის შემთხვევაში, მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი არსებული ვალდებულებების შესრულება მათი ქონებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები არ ცნობენ სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი/მ ,,ზ-----------ა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1-.10.2--- წლიდან. მისი საქმიანობის სახეა ვაჭრობა საბავშვო, კოსმეტიკური და პარფიუმერული საქონლით. მისამართი ქ. ზ---------, რ---------–--------.
შპს ,,ლ----“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2-.12.2--- წ. ამ საწარმოს დირექტორი და 100 % წილის მფლობელია ლა–--–-------ა.
ლა–--–-------ა და ზ-----------ა დედა–შვილი არიან.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ი/მ ზ-----------ას და შპს ,,ლ----ს“ აქვთ საერთო იურიდიული მისამართი – ქ. ზ-----------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B-------8, 1-/10/2--- 10:49:29
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B-4-----3, 2-/12/2--- 17:37:21
–სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მომართვა 01-----9, 09.03.2--- წ
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
3.2. 24.10.2--- წ ჩატარდა ი/მ ზ-----------ას სასაქონლო–მატერიალ--რი ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 13005,15 ლარის აღურიცხავი საქონელი და 98100,45 ლარის ღირებულების საქონლის დანაკლისი.
28.12.2--- წ მდგ--მარეობით ი/მ ზ-----------ას ერიცხება საგადასახადო დავალიანება 87260,52 ლარი.
25.12.2--- წ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და 26.03.20-- წ გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რაც გადამხდელს ჩაბარდა 02.07.20-- წ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს უძრავ–მოძრავი ქონება არ ერიცხება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (01.01.2---წ– 28.11.2--- წ–მდე)
– საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #0-----
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B-------8, 1-/10/2--- 10:49:29
–ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ #0------, 26.03.20-- წ
–ბრძანება #4----, 23/10/2--- წ
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #------, 09.0-.20-- წ
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #------, 09.0-.20-- წ
–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #3------ 24.11.2--- წ
–ი/მ ზ-----------ას განცხადება 03.07.2---
3.3. 08.05.20-- წ ი/მ ზ-----------ამ შპს ,,ლ----ს“ 2 სხვადასხვა ზედნადებით მიჰყიდა 62032,6 ლარის და 89341,76 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი, რაზეც ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა ეა 2- #0------
- საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა ეა 2- #0------
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი B-------8, 1-/10/2--- 10:49:29
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მხოლოდ შპს ,,ლ----ს“ მიმართ სარჩელის საფუძვლიანობა აღიარებული საგადასახდო დავალიანების მოცულობის ფარგლებში ცრუმაგიერ პირებად აღიარების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–19, 246–ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი, მე–2, მე–4, მე–17, 25–ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე, 103–ე, 105–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილია, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალ--რი დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალ--რი უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი აწესებს ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებულ ურთიერთობებს. კერძოდ, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგ--ბის წევრები არიან. ხოლო მე-3 ნაწილში კი განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ხოლო, მე-6 ნაწილი განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგ--რც კრედიტორის უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ზ--გადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
მოცემულ საქმეზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობისას ი/მ ზ-----------ა და შპს ,,ლ----“ მოქმედებდნენ საერთო მიზნით - გაერიდებინათ ქონება საწარმოდან და ამავდროულად თავი აერიდებინათ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულებისთვის, ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის. შესაბამისად, საგადასახადო მიზნებისათვის ი/მ ზ-----------ა და შპს ,,ლ----“ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
7. საპროცესო ხარჯები
’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგ--რც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შე-------–---------------ი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზ--ლ--ციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-24--ე, 248–ე, 249–ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ლ----“ ცნობილ იქნეს ი/მ ზ-----------ას ცრუმაგიერ პირად 87260,52 ლარის ფარგლებში.
3. შპს ,,ლ----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ზ---------ს რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზ---------, რევაზ ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა