გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/176-15
N200210015802983
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი''
წარმომადგენელი - ნ-------------ა
მოპასუხე - მ----- მ------–-–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 2 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4498.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2125.44 ლარი, პროცენტი - 2318.97 ლარი და დაზღვევა - 54.49 ლარი.
2. მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 584.95 ლარის დაკისრება, ასევე ბანკის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 500.00 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს ,,თ----ი ბანკსა“ და მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს შორის 2011 წლის 2 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 2014 წლის 10 სექტემბერამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. ხელშეკრულება დაირღვა და 2012 წლის 17 აპრილის შემდგომ აღარ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა. 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით მ----- მ------–-–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 18096.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2125.44 ლარი, პროცენტი - 2318.97 ლარი, ჯარიმა - 13598.03 ლარი და დაზღვევა - 54.49 ლარი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასრჩელო მოთხოვნა და ითხოვა, რომ მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 2 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4498.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2125.44 ლარი, პროცენტი - 2318.97 ლარი და დაზღვევა - 54.49 ლარი. ასავე დაეკისროს სასამართლო ხარჯის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ ცნო დაზუსტებულისარჩელის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,თ----ი ბანკსა“ და მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს შორის 2011 წლის 2 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 2014 წლის 10 სექტემბერამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 2 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის #1-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-25);
3.2.2. 2015 წლის 22 აპრილის მდგომარეობით მ----- მ------–-–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 18096.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2125.44 ლარი, პროცენტი - 2318.97 ლარი, დაზღვევა - 54.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა, გადახდების ისტორია (ს.ფ. 33, ს.ფ 30-32);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკის'' დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბანკსა'' და მ----- მ------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. მ----- მ------–-–---–მა მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 2125,44 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმების თანახმად არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 2318.97 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----ი ბანკის“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე მ----- მ------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1 მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 2 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4498.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2125.44 ლარი, პროცენტი - 2318.97 ლარი და დაზღვევა - 54.49 ლარი.
2. მოპასუხე მ----- მ------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის 179.95 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,თ----ი ბანკის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 06 მაისს(საგადასახადო დავალება №28) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 584.95 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების დასახელება: სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300853150, ბანკის კოდი: TRESGE22.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე