განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ნ-----–------ ძე ღ------–-----ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, მცხოვრები: თ---–---- წ------- გ-------–--–- #--, ბინა #---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა)
ადვოკატი - გ--–- ნ-----–--–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.ი-----–- ღ------–-----მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: თ---–---- წ------- გ-------–--–-, კორპუსი #--, ბინა #--). ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–- ღ------–-----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, წონით 0, 0778 გრამი შეიცავს ნივთიერება FUB –AMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა
2.1. 2017 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, გამომძიებელმა შ--–-- უ----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ი-----–- ღ------–-----ი საცხოვრებელ ბინაში (თ---–---- წ------- გ-------–--–-, კორპუსი #--, ბინა #--) უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას და უნდა იმყოფებოდეს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
2.2 დანაშაულის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2017 წლის 23 თებერვალს, 00:14 საათზე, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში გაიჩხრიკა ი-----–- ღ------–-----ის სახლი, წ------- გ-------–--–-, კორპუსი #--, ბინა #--, რა დროსაც სააბაზანო ოთახის კარადიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო შპრიცი, ფსიქოტროპული და სხვა სახის მედიკამენტები. პარკში ასევე აღმოჩნდა კონტეინერი, რომელშიც თავის მხრივ სხვა აბებთან ერთად მოთავსებული იყო თვითწებვადი პარკი. პარკში იდო თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული მორუხო ფერის მასა. ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა #-7----- ბეჭდით. ბეჭედზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირების, მათ შორის ი-----–- ღ------–-----ის და მის ბინაში მყოფი მეგობრის ა--------------ს ხელმოწერა, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩხრეკას.
2.3. ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკამ, რომელიც ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში გაიარა სასამართლოს კონტროლი და 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ კანონიერად სცნო საგამოძიებო მოქმედება - ბინის ჩხრეკა.
2.4. ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გამომძიებლები: ა------ ნ------ა, ა-----– ა----------ე, დ----- მ-----–---–ი, ბრალდებული ი-----–- ღ------–-----ი და მისი მეგობარი ა--------------. ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ბრალდებულმა და მისმა მეგობარმა ა-------------მა ჩხრეკის ოქმს მოაწერეს ხელი, ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ბინაში ფსიქოტროპულ და სხვა სახის მედიკამენტებთან, შპირცთან ერთად ამოღებული იქნა თვითჩამკეტი პარკი, რომელშიც იდო თეთრი ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მორუხო ფერის მასით. ჩხრეკის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ი-----–- ღ------–-----ი და ა--------------, დასტურდება, რომ მათ რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ.
2.5.ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ობიექტები დალუქული სახით გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. 2017 წლის 24 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის #4------------- დასკვნის მიხედვით ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული აბების ნაწილი და 5 მლ. ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული სითხე წარმოადგენდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ნაწილი აბებისა არ წარმოადგენდა ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ან ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ხოლო პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში და თეთრი ფერის ხელსახოცში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, წონით -0,0778 გრამი შეიცავს ნივთიერება FUB –AMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტ-ქიმიკოსები, თ----- ო-----–---–- და ს------- ც---------ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტეს, საკვლევი ობიექტი ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დალუქული სახით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და #-7----- ბეჭედზე აღინიშნებოდა ხელმოწერები.
2.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება სხვა ობიექტებთან ერთად. ნივთიერი მტკიცებულების პ------–ად ბეჭედზე, რა ფორმითაც იგი წარდგენილი იყო ექსპერტიზაზე, აღინიშნებოდა ი-----–- ღ------–-----ის და ჩხრეკაში მონაწილე პირის ბრალდებულის მეგობრის ა--------------ს ხელმოწერა. ბრალდებულმა ი-----–- ღ------–-----მა საჯაროდ დაადასტურა, რომ ბეჭედზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის.
2.7.ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ობიექტები ბიოლოგიური (გენეტიკური) კვლევისთვის გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ექსპერტს დაესვა შემდეგი სახის შეკითხვა: ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებიდან, კონკრეტულად კი, თვითწებვად პარკზე და თეთრი ფერის ქაღალდზე არის თუ არა რაიმე ბიოლოგიური კვალი, დადებით შემთხვევაში ვის მიეკუთვნება, თუ ადამიანისაა რომელ ჯგუფს, რომელ სქესს, რამდენ ადამიანს და ხომ არ მიეკუთვნება 1-----1--- წელს დაბადებულ ი-----–- ნ-----–------ ძე ღ------–-----ის პიროვნებას და რა არის მათი გენეტიკური პროფილი, კოდი. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა, რომ თვითჩამკეტიან პარკზე, რომელშიც მოთავსებული იყო მცენარეული მასა - არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული (ძირითადი) წილი ი-----–- ღ------–-----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ თეთრი ფერის ხელსახოცზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–- ღ------–-----ს. ექსპერტმა ი------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გენეტიკური პროფილი არის ინდივიდუალური, უნიკალური და გააჩნია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ინდივიდუალური მაჩვენებელი შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებულ ტყუპებში და არა სხვა ადამიანებში.
2.8.სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც უშუალოდ გაჩხრიკეს ი-----–- ღ------–-----ის საცხოვრებელი ბინა.
2.9.მოწმე ა------ ნ------ას ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვ-----------------–--ს სამმართველოს პოლიციის პ------– განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და იყო მორიგე. ოპერატიული პატაკის საფუძველზე გამომძიებლებთან ა-----– ა----------ესთან და დ----- მ-----–---–თან ერთად გამოცხადდა ი-----–- ღ------–-----ის ბინაში გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩასატარებლად. ბინაში იმყოფებოდნენ ი-----–- ღ------–-----ი და მისი მეგობრები ა-------------- და ლ---- ნ---------. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იყო ძალიან მთვრალი. ბინაში შესვლის შემდეგ პოლიციელებმა ი-----–- ღ------–-----ს განუმარტეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ტარდებოდა მისი ბინის ჩხრეკა, გააცნეს ჩხრეკის დადგენილება. ი-----–- ღ------–-----მა დადგენილებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მის ბინაში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. ჩხრეკის დაწყებამდე ი-----–- ღ------–-----ს განემარტა, რომ მას ჰქონდა უფლება მოეწვია ადვოკატი. ამის შემდეგ, ი-----–- ღ------–-----ი ტელეფონით დაუკავშირდა ადვოკატს გ--–- ნ-----–--–---–ს, რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ბრალდებულმა პოლიციელებს განუმარტა, რომ ადვოკატი ვერ მოვიდოდა და თანახმა იყო დაეწყოთ ჩხრეკა. ბინის ჩხრეკას ი-----–- ღ------–-----ის თხოვნით ესწრებოდა სახლში მყოფი მეგობარი ა--------------, ხოლო ლ---- ნ---------მ ასევე ბრალდებულის თხოვნით, ვინაიდან ალკოჰოლური თრობის გამო იქცეოდა არაადეკვატურად და გამომძიებლებს ხელს უშლიდა საგამოძიებო მოქმედებებში, დატოვა ბინა. მოწმე ა------ ნ------ას ჩვენებით, ჩხრეკას უწყვეტად ესწრებოდნენ ბრალდებული ი-----–- ღ------–-----ი და მისი მეგობარი ა-------------- და მთელი პროცესი მათი თვალთახედვის არეში მიმდინარეობდა. არცერთი პოლიციელი ბრალდებულის და ა--------------ს მეთვალყურეობის გარეშე არცერთი წამით ცალკე არ დარჩენილა. ჩხრეკის შედეგად სააბაზანო ოთახიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ობიექტები: შპრიცი, აბები, კაფსულები, საააფთიაქო კონტეინერი, რომელშიც იდო თვითწებადი პარკი, მასში მოთავსებული თეთრი ქაღალდით და ფხვიერი ნივთიერებით. ამოღებული ობიექტები დაილუქა ბრალდებულ ი-----–- ღ------–-----ის და მისი მეგობრის ა--------------ს თანდასწრებით. ლუქზე გაკეთდა ბეჭედი, დალუქულ ობიექტებს ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელებმა, ასევე ი-----–- ღ------–-----მა და ა-------------მა. ბინის ჩხრეკის შემდგომ მოხდა ი-----–- ღ------–-----ის დაკავება.
2.10. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვ-----------------–--ს სამმართველოს პოლიციის პ------–ი განყოფილების გამომძიებლებმა ა-----– ა----------ემ და დ----- მ-----–---–მა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, გამოცხადდნენ ი-----–- ღ------–-----ის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ი-----–- ღ------–-----ი ტელეფონით გაესაუბრა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულ ი-----–- ღ------–-----ის და მისი მეგობრის ა--------------ს მონაწილეობით, ხოლო სახლში მყოფმა ბრალდებულის მეგობარმა ლ---- ნ---------მ, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ი-----–- ღ------–-----ის თხოვნით დატოვა ბინა. ჩხრეკის პროცესში სააბაზანო ოთახიდან ამოღებული იქნა შავი პარკი აბებით, შპრიცით და კაფსულებით, პარკში ასევე აღმოჩნდა კონტეინერი, რომელშიც იდო თვითჩამკეტი პარკი, პარკში თეთრი ქაღალდი, ხოლო ამ ქაღალდში მცენარეული მასა. ამოღებული ობიექტები დაილუქა ბეჭდით, ხოლო ბეჭედზე ბინის ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის ი-----–- ღ------–-----მა და ა-------------მა მოაწერეს ხელი.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის მეგობარი ა--------------. მოწმემ დაადასტურა, რომ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკაში, ასევე დაადასტურა, რომ ჩხრეკის ოქმს გაეცნო და ხელიც მოაწერა.
2.12. მოწმე პოლიციელების ა------ ნ------ას, ა-----– ა----------ის, დ----- მ-----–---–ის, ასევე ა--------------ს და ბრალდებულის ი-----–- ღ------–-----ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციელებმა ი-----–- ღ------–-----ს მისცეს შესაძლებლობა ჩხრეკას დასწრებოდა ი-----–- ღ------–-----ის მეგობარი ა--------------, ასევე მიეცა შესაძლებლობა ადვოკატის მოწვევის. მოწმეების დ----- მ-----–---–ის, ა-----– ა----------ისა და ა------ ნ------ას ჩვენებებით, ჩხრეკის დაწყებამდე ი-----–- ღ------–-----მა განუცხადათ, რომ არ დაეწყოთ ჩხრეკა ადვოკატის მოსვლამდე, ამის შემდეგ იგი ტელეფონით გაესაუბრა ადვოკატს, სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ბრალდებულმა განმარტა, რომ ადვოკატი არ მოვიდოდა და დაეწყოთ საგამოძიებო მოქმედება. მოწმე ა-------------მაც დაადასტურა, რომ ბინაში პოლიციელების შესვლის შემდეგ, ი-----–- ღ------–-----ი ტელეფონით ესაუბრებოდა ადვოკატს.
2.13. მოწმე პოლიციელების ზეპირ ჩვენებებში გადმოცემული მამხილებელი ინფორმაცია არის პირდაპირ თანხვედრაში ბინის ჩხრეკის ოქმთან, რომლის სისწორესაც თავის მხრივ ხელმოწერით ადასტურებენ ბრალდებული ი-----–- ღ------–-----ი, ასევე ბრალდებულის ინიციატივით ჩხრეკაში მონაწილე პირი ბრალდებულის მეგობარი ა--------------. ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე ი-----–- ღ------–-----ის და ა--------------ს ხელმოწერებით ასევე დასტურდება, რომ საექსპერტო კვლევებისთვის ექსპერტიზებზე გაიგზავნა ნამდვილად ის ობიექტები, რომლებიც ამოღებულ იქნა ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკის შედეგად და ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა ნივთიერება FUB –AMB, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. რაც შეეხება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კუთვნილებას - ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ თვითჩამკეტიან პარკზე და თეთრი ფერის ხელსახოცზე, რომელშიც მოთავსებული იქნა აღნიშნული ნივთიერება, აღმოჩნდა ი-----–- ღ------–-----ის გენეტიკური პროფილი.
2.14.დაცვის მხარის პოზიციების ანალიზი:
2.14.1. ბრალდებულმა ი-----–- ღ------–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ პოლიციელებმა მას ბინაში ,,ჩაუდეს“ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. დაკავებამდე რამდენიმე თვის წინ, მის სახლთან იარაღით დაჭრეს მეგობარი ლ---- ნ---------. პოლიცია მისგან მოითხოვდა გამოძიებასთან თანამშრომლობას და იმ პირის დასახელებას, ვინც დაჭრა ლ---- ნ---------, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით და ნარკოტიკის ,,ჩადებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიცია დაიჭერდა ან ნარკოტიკს ,,ჩაუდებდა“. 2017 წლის 22 თებერვალს, გვიან ღამით, მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, გამოცხადდნენ პოლიციელები და ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. ი-----–- ღ------–-----ი არ ეთანხმება ჩხრეკის შედეგებს და აცხადებს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მას პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“, თუმცა ადასტურებს, რომ ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა. ამავე დროს, ბრალდებული არ გამორიცხავს, რომ ეს ნივთიერება შესაძლოა მის რომელიმე მეგობარს ეკუთვნოდა, ან წლების წინ მას დარჩა. ბრალდებულის განმარტებით, წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკს, იყო შემთხვევა როდესაც ფეხში დაჭრეს, ჰქონდა მაგარი ტკივილები, სვამდა ,,ლირიკას“, ასევე დაკავებამდე ჩართული იყო ,,მეტადონის პროგრამაში“ და სისტემატურად იღებდა და ამჟამადაც იღებს ფსიქოტროპულ ნივთიერებას. ე.წ. ბიოსთან აქვს ცუდი დამოკიდებულება, ადრე მოწია ,,ბიო“, გახდა ცუდად, გონება დაკარგა, ამის შემდეგ ამ ნივთიერებას არ იღებს, თუმცა აქვს შიშები, რის გამოც ხშირად იძახებს სასწრაფო დახმარებას და მედ-პერსონალი შიშების დასამარცხებლად უკეთებს დამამშვიდებელს.
2.14.2. ბრალდებულის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა:
2.14.3. დაცვის მხარე შეეცადა მოწმე პოლიციელების დისკრედიტაციას და დასაბუთებული არგუმენტების გარეშე იმის მტკიცებას, რომ პოლიციელებმა 2017 წლის 23 თებერვალს ი-----–- ღ------–-----ს ბინაში ,,ჩაუდეს“ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. აღნიშნული არგუმენტაცია გაზიარებული არ იქნა, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ პოლიციელებს ჰქონდათ პირადი და პერსონალური დაინტერესება ი-----–- ღ------–-----ის მიმართ. სასამართლო მოწმე პოლიციელების ჩვენებებს აფასებს როგორც სანდოს და სარწმუნოს, ვინაიდან მათი ინფორმაცია პირდაპირ თანხვედრაშია არსებით მტკიცებულებასთან, როგორიც არის ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავად ბრალდებული ი-----–- ღ------–-----ი და მისი მოწვევით ჩხრეკაში მონაწილე პირი ა--------------. აღნიშნულმა პირებმა, პოლიციელებთან ერთად ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული იქნა მცენარეული მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შექმნილ ვითარებაში გონივრული სამართლებრივი შესაძლებლობები გამოიყენეს საიმისოდ, რათა მომავალში ეჭვი არ გაჩენილიყო მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან და ბინის ჩხრეკის შედეგებთან მიმართებაში, სწორედ ამის გამო, ი-----–- ღ------–-----ს ჩხრეკის ჩატარებამდე მიეცა შესაძლებლობა მოეწვია ადვოკატი და ეს ფაქტობრივი გარემოება, გარდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებისა დასტურდება თავად ი-----–- ღ------–-----ის და ა--------------ს ზეპირი ჩვენებებით, ამ პირთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ადვოკატი ი-----–- ღ------–-----ის მოწვევის მიუხედავად არ/ვერ გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე. ამის შემდგომ, პოლიციელებმა ი-----–- ღ------–-----ის თხოვნით და არჩევით, ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა მიაღებინეს ბრალდებულის მეგობარს ა-------------ს.
2.14.4.სასამართლო აცხადებს, რომ საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ არსებობს ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. სასამართლოს აღნიშნული არგუმენტაცია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ობიექტი - პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნივთიერი მტკიცებულება ი. ღ------–-----ის ბინის ჩრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. პაკეტში აღმოჩნდა ქაღალდის მრგვალი ბეჭედი #-7------- სწორედ აღნიშნული ბეჭდით იქნა ნივთიერი მტკიცებულება დალუქული და ამ ლუქზე აღმოჩნდა ი-----–- ღ------–-----ის და ჩხრეკაში ბრალდებულის ინიციატივით მოწვეული პირის ა--------------ს ხელმოწერა. აღნიშნული ობიექტი გამოკვლეულ იქნა ი-----–- ღ------–-----ის თანდასწრებით და მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის. 2.სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ-ქიმიკოსებმა თ----- ო-----–---–მა და ს------- ც--------მ დაადასტურეს, რომ ექსპერტიზაზე ნივთიერი მტკიცებულება წარდგენილი იქნა დალუქული ფორმით, ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტებს აღნიშნული ინფორმაცია ასევე დაფიქსირებული აქვთ ექსპერტიზის დასკვნაში. გარდა ამისა, დასკვნაზე დართულ ფოტოცხრილზეც ნათლად ჩანს ლუქის ბეჭედზე ხელმოწერები.
2.14.5. ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კუთვნილებას ადასტურებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ი-----–- ღ------–-----ის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა თვითმწებავ პარკზე, რომელშიც მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და თეთრი ქაღალდი ი-----–- ღ------–-----ის სისხლით. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ი. ღ------–-----ის კუთვნილებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ობიექტი ინახებოდა ბრალდებულის პირად ნივთებში - სხვადასხვა მედიკამენტებთან ერთად.
2.14.6. კრიტიკას ვერ უძლებს ბრალდებულის პოზიცია იმის შესახებ, თითქოს მას დაკავებამდე პოლიციელები ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ,,ჩადებას“ და ამ ვერსიის პირობებში ხელი მოაწერა ბინის ჩხრეკის ოქმს და ნივთიერი მტკიცებულების ლუქს, რითაც დაადასტურა, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად, პოლიციელებმა ნამდვილად ამოუღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ბრალდებული, ისევე როგორც ბრალდებულის მეგობარი ა-------------- არ ადასტურებენ, რომ პოლიციელებმა იძულებით ან მუქარით მოაწერინეს ხელი ბინის ჩხრეკის ოქმზე ან ლუქის ბეჭედზე, უფრო მეტიც, მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ ხელი ნებაყოფლობით მოაწერეს.
2.14.7. ბრალდებულმა ი-----–- ღ------–-----მა სასამართლო სხდომაზე ვერ უარყო ბინის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა და შეეცადა ეს გარემოება აეხსნა იმ არუმენტით, რომ ოქმი არ წაუკითხავს და გაუაზრებლად მოაწერა ხელი. ბრალდებულის ამ ვერსიის სიცრუეს მოწმობს რამდენიმე გარემოება: 1. მოწმე ა------ ნ------ას ჩვენებით, ი-----–- ღ------–-----ი დეტალურად გაეცნო ბინის ჩხრეკის ოქმს, თითოეული აბზაცი წაიკითხა და ამის შემდეგ მოაწერა ხელი. მოწმის ჩვენების სანდოობას მოწმობს თავად ჩხრეკის ოქმი. ციტატა ჩხრეკის ოქმიდან ,, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შემოსულა..., ჩხრეკის ოქმს გავეცანით, იგი გამომძიებლის მიერ შედგენილია სრულად და სწორად...“ და ამ სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ ი-----–- ღ------–-----ი, ა-------------- და პოლიციელები. 2. ბრალდებულის ჩვენებით, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე პოლიციელთა ,,მუქარებიდან“ გამომდინარე განჭვრეტადი იყო, რომ ნარკოტიკს ,,ჩაუდებდნენ“, ამ ვერსიის პირობებში, სასამართლოს შეფასებით ყოველგვარ გონივრულ ლოგიკასაა მოკლებული არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს გაუაზრებლად შეეძლო ხელი მოეწერა ბინის ჩხრეკის ოქმზე ან/და ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე.
2.14.8.სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის არათანმიმდევრულ არგუმენტაციას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების კუთვნილებასთან მიმართებაში, იგი ერთი მხრივ ცდილობს პოლიციელებს დააბრალოს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ჩაუდეს“, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ნივთიერება რომელიმე მის მეგობარს დარჩენოდა ან უშვებს შესაძლებლობას, რომ მასაც ეკუთვნოდა.
2.14.9. ბრალდებულ ი-----–- ღ------–-----ის არგუმენტაცია, თითქოს მას ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობის შემთხვევაში ეს ნივთიერება ბინაში პოლიციელების შესვლამდე გაენადგურებინა - ვერ გახდება პირის გამართლების საფუძველი. საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ ი-----–- ღ------–-----ს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ჩხრეკის დაწყებამდე არ გაუნადგურებია, ასევე, მოწმე პოლიციელების ჩვენებებით სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ ვიდრე ი-----–- ღ------–-----ი სახლის კარს არ გააღებდა, მისთვის ობიექტურად უცნობი იყო, თუ რა მიზნით გამოცხადდნენ მასთან ბინაში პოლიციელები, ხოლო ბინაში პოლიციელების შესვლის შემდეგ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა მტკიცებულება გაენადგურებინა.
2.14.10.სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ი-----–- ღ------–-----ის მეგობრის მოწმე ლ---- ნ--------ის ჩვენებას ბინის ჩხრეკის შედეგებთან მიმართებაში და არ შედის ამ მოწმის ჩვენების დეტალურ განხილვაში, ვინაიდან, როგორც მოწმე პოლიციელების ჩვენებებით დგინდება, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, არაადეკვატურ მდგომარეობაში და ი-----–- ღ------–-----ის თხოვნით იგი განრიდებული იქნა ბინიდან ჩხრეკის მიმდინარეობის პროცესში, შესაბამისად, მოწმე ობიექტურად ვერ იქნებოდა ჩხრეკის შედეგის თვითმხილველი.
2.14.11. ბრალდების მხარის მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტაციათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–- ღ------–-----ის მამხილებელი მტკიცებულებები არის ურთიერთავსებადი, დამაჯერებელი და თანიმდევრული და იგი ვერ გაბათილდა ბრალდებულის არასარწმუნო ვერსიებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ასევე 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი-----–- ღ------–-----ის ბრალეულობა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება შედის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა ი-----–- ღ------–-----ის მიერ ამ ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით გონირულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდა, რომ ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ნივთიერება FUB–AMB-ს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
3.4. დანაშაულის მამხილებელ მოწმეთა ზეპირი ჩვენებებით, ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება), ასევე ნივთიერი მტკიცებულების ლუქზე არსებული ხელმოწერებით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი-----–- ღ------–-----მა ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი-----–- ღ------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი - წარსულში კანონთან კონფლიქტი, რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ხაზს უსვამს ნარკოტიკული საშუალების სახეობას - ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგად მოკვდინების ფაქტები გახშირდა საზოგადოებაში. პროპორციულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს როგორც ი-----–- ღ------–-----ის კერძო პრევენციას, ასევე სოციუმისთვისაც უნდა გახდეს ზოგადი პრევენციის მატარებული, რათა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტები შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქცია იქნება ზომიერად მკაცრი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო კანონისმიერად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად აფასებს ბრალდებულის წარსულში ნასამართლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3----–--ის განაჩენით დგინდება, რომ მხარეთა შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ი-----–- ღ------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მდმ-ს“ უკანონო შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით. ამავე განაჩენის მიხედვით, ი-----–- ღ------–-----ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი-----–- ღ------–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 2------------ #0--------- გადაწყვეტილებით ი-----–- ღ------–-----ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი)თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით ადრე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა გაქარწყლდება: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან. თბილისის პრობაციის ბიუროს წერილით ი-----–- ღ------–-----ს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2017 წლის 16 იანვარს, ანუ ი-----–- ღ------–-----მა სასჯელი ფაქტობრივად მოიხადა 16.01.2017 წელს. სწორედ ამ თარიღიდან აითვლება ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისათვის (ამჟამადაც) გაქარწყლებული არ ყოფილა. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. განსახილველ შემთხვევაში ი-----–- ღ------–-----ისთვის წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ანუ მინიმალური სანქცია ნასამართლობის არმქონე პირისთვის იწყება 6 თვიდან, ხოლო რეციდივის შემთხვევაში სანქცია შეიძლება განისაზღვროს მინიმუმ 1 წლით და 6 თვით.
5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით ი-----–- ღ------–-----ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
5.5. ი-----–- ღ------–-----ს, სასჯელთან ერთად როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. ნივთიერი მტკიცებულების და ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- ღ------–-----ის სისხლის ნიმუში და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს, ხოლო ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები - გადაეცეს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-----–- ღ------–-----ზე გადასაცემად, ამ საჭიროების არარსებობის შემთხვევაში განადგურდეს.
6.2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით ი-----–- ღ------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ი----- ღ------–-----ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: თ---–---- ნ-----–---------–---- ქუჩა #-- ნაკვეთი #-, საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი-----–- ღ------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ი-----–- ღ------–-----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3.ი-----–- ღ------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 23 თებერვლიდან - 2017 წლის 11 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის განჩინებით ი-----–- ღ------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ი----- ღ------–-----ის უძრავი ქონების შესაბამის პროპორციულ წილზე (მდებარე: თ---–---- ნ-----–---------–---- ქუჩა #-- ნაკვეთი #-, საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
ი-----–- ღ------–-----ის სისხლის ნიმუში და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - განადგურდეს, ხოლო ი-----–- ღ------–-----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები - გადაეცეს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ ი-----–- ღ------–-----ზე გადასაცემად, ამ საჭიროების არარსებობის შემთხვევაში განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა