განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100118002738503
#1/274-18
განაჩენი
საქართველოს სახელი
25 იანვარი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი - თამთა როყვა, ელენე თაგაური
პროკურორი: ზა----–---------ა
ადვოკა---: ომ----------------–---ი
თარჯიმანი: ნა--–--------------ა, სუ-------------–--ლი
ს/ს საქმე №031030618008
ბრალდებული: არ------------ი
მამის სახელი: ლა---ფ
დაბადებული: 30.07.1967წ.
პირადი ნომერი: 28--------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მა-------–ი, ნი----ის ქუჩა, VI ჩიხი N4ბ
ბრალდებულად ცნობის თარიღი: 23.06.2018 წელი
ბრალდებით წარდგენილი მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი", საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი"
ფაქტობრივი დაკავების დრო: 2018 წლის 22 ივნისი, 05:17 საათი.
აღკვეთის ღონისძიება: პა---მრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, არ------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი", საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: არ------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: არ------------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0551 გრამი, რომელიც 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. მა-------–ში, ნი----ის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რაშ-----------ზე.
ასევე, არ------------მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს", საერთო წონით 0,0702 გრამი, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. მა-------–ში, ნი----ის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რაშ-----------ზე.
არ------------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს" საერთო წონით 0,3463 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, ქ მა-------–ში, ნი----ი ქუჩა მე-6 ჩიხი N4ბ-ში მდებარე არ------------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩრეკის შედეგად.
არ------------მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ. მა-------–ი, ნი----ის ქუჩა მე-6 ჩიხი N4ბ-ში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის" კულტივირებას, საერთო წონით 1238,85 გრამი, რაც ამოღებული იქნა შსს მა-------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 05:40 საათზე, არ------------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების რაშ-----------ის და დიტო გიგანის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები, კრებსი, DVD-დისკზე არსებული ჩანაწერი, ს.ორუჯოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ არ------------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღვეთას 06 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (2 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღვეთას 06 წლიდან 11 წლამდე ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი", რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლიდან 12 წლამდე;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს არ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათ ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, თუმცა სასამართლო ამასთან ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები მაღალი სოციალური საშიშროებისაა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს საჭიროებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებითაც.
სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არზუ პირეივს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ------------ი (პირადი N 28--------4) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 7 ივნისის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, არ------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
არ------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ივნისის 05:17 საათიდან;
არ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პა---მრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, არ------------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
არ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, – გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;
რაშ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0702 გრ და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,0551 გრ, რომელიც ინახება შსს მა-------–ის რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
არ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ საერთო წონით - 0,3463 გრ და 3 ძირი კანაფი, რომელიც ინახება რომელიც ინახება შსს მა-------–ის რაიონის სამმართველში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე