გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24428-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელეები - 1 - მე-------------ა
2 - გ----------------ა
3 - ი-----–-------------–--ე
4 - ზვ------–----ე
5 - ნი----–---------------ე
წარმომადგენლები - 1 - კო---------–---–-
2 - ირ---–--------–---–ი
მოპასუხე - ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–-----------–--
პრეზიდენტი - ვა---------–---ა
წარმომადგენელი - ცი–-----–--------ი
დავის საგანი - 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმის, 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის კრების ოქმისა და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის კრების ოქმი, 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი, თავისი სამართლებრივი შედეგებით და აღდგეს მოსარჩელეების სამართლებრივი სტატუსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმი თავისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–--“ დაფუძნდა 2001 წლის 02 ივლისს. სადავო კრებების ჩატარებამდე, ფ-------–--ში მოქმედებდა 2012 წლის 19 ნოემბრის წესდება. ფ-------–--- პრეზიდენტმა 2017 წლის 15 ივლისს თვითნებურად მოიწვია და ჩაატარა საქართველოს ნიჩ---------------------–-----------–--- მე-9 საერთო კრება, რომელიც სარეგისტრაციოდ წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს მიერ ხარვეზის დადგენის შემდგომ, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა 2017 წლის 24 ივლისით დათარიღებული კორექტირებული კრების ოქმი, რომლის შემდგომაც განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის მითითებით, ფ-------–--ს ჰყავს თერთმეტი წევრი, საიდანაც ფაქტობრივად საერთო კრებას ესწრებოდა ოთხი ფიზიკური პირი, მათ შორის ორი ფ-------–--- წევრი და ორი არაწევრი. მოსარჩელეები წარმოადგენენ ფ-------–--- გამგეობის წევრებს და იმავდროულად ფ-------–--- წევრებს. კრების გამართვამდე მოქმედი წესდების თანახმად, კავშირის წევრთა რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლებამოსილება გააჩნდა გამგეობას, ან კავშირის მოწვევა შესაძლებელი იყო წევრთა წერილობითი მოთხოვნით. სადავო შემთხვევაში კი კრების მოწვევა განხორციელდა იმ პირთა მოთხოვნით, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ფ-------–--- წევრებს. გამგეობის რეგისტრირებული შვიდი წევრიდან, ხუთი არ იყო ინფორმირებული რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ, ხოლო დირექტორი დამოუკიდებლად კი არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად მოეხდინა კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. გარდა კრების მოწვევის პროცედურის დარღვევისა, ყრილობა ისედაც არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, ვინაიდან მას არ ესწრებოდნენ ხმის უფლების მქონე ფ-------–--- წევრები.
სადავო კრების ჩატარებამდე, მოსარჩელეებმა შეიტყვეს რა კრების გამართვის თაობაზე, ფ-------–--- პრეზიდენტს წერილობით მიმართეს და აცნობეს, რომ ისინი სათანადო წესით არ იყვნენ ინფორმირებულები ყრილობის ჩატარების თაობაზე და სთხოვეს არ დაერღვია მოქმედი კანონმდებლობა და ფ-------–--- წესდება. ფ-------–--- პრეზიდენტმა გამგეობის წევრებისადმი მიწერილი წერილით მოსარჩელეებს აცნობა, რომ კრება მოწვეულ იქნა იურიდიული პირების - შპს სპორტული კლუბი „კ-------, შპს სპორტული კლუბი „მ--–-------- და შპს სპორტული კლუბი „კ---–--------ის“ ინიციატივითა და თხოვნით. როგორც საქმის განხილვისას გაირკვა, 2016 წლის 24 სექტემბრის ფ-------–--- გამგეობის სხდომის ოქმით მომხდარა ფ-------–--- ახალი წევრების მიღება, მათ შორის მითითებული სპორტული კლუბების მიღება, თუმცა მითითებულ თარიღში არანაირი გამგეობის სხდომა არ ჩატარებულა. თავად მოსარჩელეებს, რომლებიც მითითებული არიან კრების ოქმში, არ მიუღიათ მონაწილეობა კრებაში და არანაირი გადაწყვეტილება ფ-------–--- ახალი წევრების მოწვევის თაობაზე არ მიუღიათ.
ამდენად, ვინაიდან არ ჩატარებულა 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომა და შესაბამისად არ მიღებულან ფ-------–--- ახალი წევრები, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმი, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ფ-------–--- 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე ყრილობის კრების ოქმი, 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი თავისი სამართლებრივი თანმდევი შედეგებით და უნდა აღდგეს მოსარჩელეთა სამართლებრივი სტატუსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სარჩელს არ ეთანხმება დაუსაბუთებლობის გამო. სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან სხდომები ჩატარდა წესდების მოთხოვნათა დაცვით. ფ-------–--- საერთო კრება ჩატარდა არა ფ-------–--- პრეზიდენტის, არამედ წევრთა 1/2-ის მოთხოვნით. მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი გამგეობის კრების ოქმით დადასტურებული იყო ფ-------–--ში ოთხი წევრის მიღების ფაქტი და სწორედ მათი მოთხოვნით მოხდა საერთო ყრილობის მოწვევა. ის ფაქტი, რომ გამგეობის კრება არ ჩატარებულა მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა. იმავდროულად, წესდებით თუ კანონმდებლობით არ იყო სავალდებულო გამგეობის წევრთა ხელმოწერა კრების ოქმზე. თავად მოსარჩელეები კი დაუსაბუთებლად მიუთითებდნენ ფაქტზე, თითქოს გამგეობის კრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოსარჩელეთა მიერ ასევე არ დადასტურებულა ის ფაქტი, რომ გამგეობის წევრები იმავდროულად წარმოადგენენ ფ-------–--- წევრებს, ამის საბუთი წარმოდგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო მათი განმარტება საერთო ყრილობის ლეგიტიმურობის სადავოობასთან დაკავშირებით. ამასთან, თავად მოსარჩელეები ადასტურებდნენ, რომ ისინი ინფორმირებულები იყვნენ საერთო კრების გამართვაზე, ვინაიდან მათ წერილობითაც კი მიმართეს ფ-------–--- პრეზიდენტს კრების არ ჩატარების შესახებ. საერთო ყრილობის გამართვა ასევე დადასტურდა თავად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეებით და თუ კრებაზე სხვა ხალხიც იმყოფებოდა, ეს არ წარმოადგენდა დარღვევას და მისი ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებდა სადავო კრების კანონმდებლობისა თუ წესდების მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების ფაქტს, რის გათვალისწინებითაც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „საქართველოს ნი----------------------–-----------–--“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, 2001 წლის 02 მაისიდან.
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 35-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ წესდების მე-4 მუხლის თანახმად (2012 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით), კავშირის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება (ყრილობა), რომლის მოწვევის უფლებამოსილებაც გააჩნია გამგეობას, წელიწადში ერთხელ. კავშირის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის ან კავშირის წევრთა 1/2-ის წერილობითი მოთხოვნით შესაძლებელია წევრთა რიგგარეშე კრების (ყრილობის) მოწვევა. კავშირის წევრთა საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა გამგეობის მიერ, კავშირის ყველა წევრისათვის ორი კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ან ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოებში გამოქვეყნებული განცხადებით საერთო კრების ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის მითითებით. წესდების 4.3 პუნქტის თანახმად, საერთო კრების (ყრილობის) კომპეტენციას განეკუთვნება კავშირის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, გამგეობის წევრების არჩევა, პრეზიდენტის არჩევა და სხვა. წესდების 4.4. მუხლის მიხედვით კი საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კავშირის წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო წესდების შეცვლის თაობაზე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით.
წესდების 4.6 პუნქტის შესაბამისად, ფ-------–--- ხელმძღვანელობით ორგანოს წარმოადგენს კავშირის გამგეობა, რომელიც აირჩევა საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ოთხი წლის ვადით. გამგეობა შედგება 7 წევრისაგან, კავშირის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის ხუთი წევრისაგან. წესდების 4.9 პუნქტის მიხედვით, გამგეობის სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ, რომლის მოწვევაც ხდება კავშირის პრეზიდენტის, იგივე გამგეობის თავმჯდომარის მიერ, თავისი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა 1/2-ის მოთხოვნით. გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 4/5, გადაწყვეტილების მისაღებად კი საჭიროა ხმათა უმრავლესობა. გამგეობის კომპეტენციას, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, მიეკუთვნება კავშირის წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევა, კავშირის წევრების მიღება და სხვა. წესდების 5.7 პუნქტის თანახმად, კავშირის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს გამგეობა, წერილობითი განცხადების საფუძველზე, ხოლო წევრთა გარიცხვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს კი წარმოადგენს საერთო კრება.
(მტკიცებულება: ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ წესდება, ტომი I, ს.ფ. 39-48)
3.2.2. 2016 წლის 27 თებერვალს ჩატარებული ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ მე-8 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმის თანახმად, ფ-------–--- პრეზიდენტად 4 წლის ვადით არჩეულ იქნა ვა---------–---ა, ვიცე პრეზიდენტად - ზვ-----–----ე, ხოლო გამგეობის შემადგენლობა კი დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი); 2. ზვ-----–----ე (ვიცე-პრეზიდენტი); 3. მე-------------ა; 4 ი-----–-------------–--ე; 5. ფრ--------------ა; 6. ნი----–---------------ე, 7. გ----------------ა.
(მტკიცებულება: 2016 წლის 27 თებერვლის მე-8 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმი, ტომი I, ს.ფ. 49-53)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ 2016 წლის 14 მარტის მდგომარეობით, ფ-------–--- მმართველობით ორგანოს წარმოადგენდა გამგეობა, შემდეგი შემადგენლობით: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი/წევრი); 2. ზვ-----–----ე (ვიცე-პრეზიდენტი/წევრი); 3. ფრ--------------ა (წევრი); 4. ნი----–---------------ე (წევრი); 5. გ----------------ა (წევრი); 6. მე-------------ა (წევრი); 7. ი-----–-------------–--ე (წევრი). ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით პირებს კი წარმოადგენდნენ: პრეზიდენტი - ვა---------–---ა და ვიცე-პრეზიდენტი - ზვ-----–----ე.
(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 37-38)
3.2.4. 2016 წლის 24 სექტემბრის თარიღით შედგენილი ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობის 7 წევრიდან, სხდომას ესწრებოდა 6 წევრი: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი); 2. ი-----–-------------–--ე (წევრი); 3. მე-------------ა (წევრი); 4. გ----------------ა (წევრი); 5. ფრ--------------ა (წევრი) 6. ნი----–---------------ე (წევრი). გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა და დადგინდა საქართველოს ნი----------------------–----------–--ში წევრებად ლე-----------ას, სპორტული კლუბი „კ-------, სპორტული კლუბი „კ---–--------სა“ და სპორტული კლუბი „მ--–-------- მიღება.
(მტკიცებულება: 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმი, ტომი II, ს.ფ. 91-95)
3.2.5. ა(ა)იპ „სა---------–----------------------------–----------–--ს“ პრეზიდენტს 2017 წლის 23 ივნისს წარედგინა სპორტული კლუბი „მ--–--------, სპორტული კლუბი „კ---–--------სა“ და სპორტული კლუბი „კ------- განცხადებები ფ-------–--- წევრთა საერთო რიგგარეშე კრების ჩატარების თაობაზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1. 2016 წლის შედეგების განხილვა; 2. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 3. გამგეობაში ცვლილებების შეტანა ან გადარჩევა.
(მტკიცებულება: განცხადებები, ტომი II, ს.ფ. 100, 102, 104)
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინებების თანახმად, 2017 წლის 29 ივნისს ქ. მ–------------–----–-------------–--------------------------------------ს, სპორტულ კლუბ „მ--–--------, სპორტულ კლუბ „კ---–--------ს“ და სპორტულ კლუბ „კ------- გაეგზავნათ შეტყობინება 2017 წლის 15 ივლისს ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ წევრთა საერთო კრების (ყრილობის) გამართვის შესახებ შემდეგი დღის წესრიგით: 1. 2016 წლის შედეგების განხილვა; 2. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 3. გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრა.
(მტკიცებულება: შეტყობინებები, ტომი I, ს.ფ. 57, ტომი II, ს.ფ. 99, 101, 103)
3.2.7. ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ პრეზიდენტის - ვა---------–---ას სახელზე ფ-------–--- გამგეობის წევრების - გ----------------ას, ნი----–---------------ის, ი-----–-------------–--ისა და მე-------------ას მიერ გაგზავნილ იქნა წერილი 2017 წლის 15 ივლისს ჩანიშნულ ფ-------–--- წევრთა საერთო კრების არ ჩატარების თაობაზე. წერილის თანახმად, ვინაიდან ფ-------–--- წესდების თანახმად, ყრილობის მოწვევის უფლება გააჩნდა გამგეობას, პრეზიდენტის მიერ კრების მოწვევა წარმოადგენდა წესდების დარღვევას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა გამგეობის სხდომის მოწვევა, რომ ადგილი არ ჰქონოდა არაკანონიერ მოქმედებას.
(მტკიცებულება: წერილი, ტომი I, ს.ფ. 58)
3.2.8. 2017 წლის 10 ივლისის წერილით, ფ-------–--- გამგეობის წევრებს, ფ-------–--- პრეზიდენტის მიერ ეცნობათ, რომ საერთო კრების (ყრილობის) მოწვევა განხორციელდა წესდების მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან კრების ჩატარება მოთხოვნილ იქნა ფ-------–--- წევრთა 1/2-ის მოთხოვნით, წესდების 4.2 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, სპორტული კლუბი „კ-------, სპორტული კლუბი „მა-–-------ა“ და სპორტული კლუბი „კ---–--------ის“ მოთხოვნით. ხოლო ის ფაქტი, რომ გამგეობის წევრები არ არიან ინფორმირებული კრების მოწვევის შესახებ, არ წარმოადგენდა კრების მოწვევის პროცედურების დარღევევას.
(მტკიცებულება: წერილი, ტომი I, ს.ფ. 59)
3.2.9. 2017 წლის 15 ივლისს გამართულ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმის მიხედვით, ყრილობას ესწრებოდა წესდებით გათვალისწინებული კავშირის წევრთა 2/3 და შესაბამისად, კრება წარმოადგენდა გადაწყვეტილებაუნარიანს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ცვლილებები შევიდა ფ-------–--- წესდებაში, შეიცვალა საერთო კრების (ყრილობის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფ-------–--- წევრთა მიღების წესი, არჩეულ იქნა ფ-------–--- ვიცე პრეზიდენტი გო----------ა და გამგეობა დამტკიცდა წევრთა ახალი შემადგენლობით: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი); 2. გო----------ა (ვიცე-პრეზიდენტი); 3. ფრ--------------ა; 4. ვა-–----------ა; 5. ვალ---------–-–---ი; 6. ლე-----------ა და 7. რ-------------
(მტკიცებულება: 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმი, ტომი I, ს.ფ. 21-26)
3.2.10. 2017 წლის 24 ივლისის თარიღით შედგენილი „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ კორექტირებული ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა წესდებით გათვალისწინებული კავშირის წევრთა 2/3 და შესაბამისად, კრება წარმოადგენდა გადაწყვეტილებაუნარიანს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ცვლილებები შევიდა ფ-------–--- წესდებაში, შეიცვალა საერთო კრების (ყრილობის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფ-------–--- წევრთა მიღების წესი, ფ-------–--- ვიცე პრეზიდენტი - ზვ-----–----ე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და მის ნაცვლად არჩეულ იქნა გო----------ა. ასევე დამტკიცდა გამგეობა წევრთა ახალი შემადგენლობით: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი); 2. გო----------ა (ვიცე-პრეზიდენტი); 3. ფრ--------------ა; 4. ვა-–----------ა და 5. რ-------------
(მტკიცებულება: 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი, ტომი I, ს.ფ. 29-34)
3.2.11. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის ოქმისა და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმის საფუძველზე განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია და გაცემული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდილი პირების რეესტრიდან ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ გამგეობის წევრებად დაფიქსირდნენ: 1. ვა---------–---ა (პრეზიდენტი/წევრი); 2. გო----------ა (ვიცე-პრეზიდენტი/წევრი); 3. ვა-–----------ა (წევრი); 4. რ------------ე (წევრი) და 5. ფრ--------------ა (წევრი). ფ-------–--- პრეზიდენტად დაფიქსირდა ვა---------–---ა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად გო----------ა.
(მტკიცებულება: განცხადებები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტომი I, ს.ფ. 20, 28, 35-36)
3.2.12. 2017 წლის 26 ივლისს სანოტარო წესით შედგენილი კრების ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 ივლისს გაიმართა ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ რიგგარეშე საერთო კრება (ყრილობა), რომელსაც ესწრებოდნენ ფ-------–--- შემდეგი წევრები: 1. ა(ა)იპ „ქალაქ ფო----------–----–----------------------------------–---–------–-------–-------------------ა“; 2. ა(ა)იპ „თბილისის ნი---------------------–ია“; 3. ა(ა)იპ „ქალაქ ქუ-------------------–----–-------–-------------------ა“ და ა(ა)იპ „თვითმმართველ ქალაქ მც------------–----–-------------–------------------------------–-------–------------------ბის“ დელეგატები: ვი--------------–-–---–---------------–---–--------------------–-–--ა. ასევე ,კრებას ესწრებოდნენ ფ-------–--- მიერ 2016 წლის 27 თებერვალს მე-8 რიგგარეშე ყრილობაზე დამტკიცებული გამგეობის წევრები: მე-------------ა, ი-----–-------------–--ე და გ----------------ა. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფ-------–--- წევრთა მიერ ერთხმად დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 ივლისს ფ-------–--- პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ ყრილობას არ ესწრებოდა არცერთი ხმის უფლების მქონე წევრი და შესაბამისად, ყრილობა არალეგიტიმური იყო.
(მტკიცებულება: 2017 წლის 25 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების (ყრილობის) ოქმი, ტომი I, ს.ფ. 63-70)
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის 2016 წლის 24 სექტემბრის ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ გამგეობის სხდომის გამართვას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავად მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენდნენ გამგეობის წევრებს და ხმების უმრავლესობის მქონე პირებს, არ ესწრებოდნენ გასაჩივრებულ გამგეობის სხდომას. ამიტომ სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას ფ-------–--- წევრებად სპორტული კლუბი „კ-------, სპორტული კლუბი „კ---–--------ის“, სპორტული კლუბი „მა-–-------ა“ და ლე-----------ას მიღების თაობაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ წესდების (2012 წლის 19 ნეომბრის მდგომარეობით მოქმედი) 4.10 მუხლის თანახმად, ფ-------–--- მმართველობითი ორგანოს - გამგეობის კომპეტენციას სხვა საკითხებთან ერთად განეკუთვნება კავშირის წევრად მიღებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. აღნიშნული უფლებამოსილება ასევე მითითებულია წესდების 5.7 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კავშირში წევრად მიღებას წყვეტს გამგეობა წერილობითი განცხადების საფუძველზე. ამდენად, უდავოდ დადგენილია, რომ ფ-------–--- ახალი წევრების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება წარმოადგენდა გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. რაც შეეხება წევრთა საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის პროცესს, წესდების 4.1 მუხლის თანახმად, ყრილობის მოწვევის უფლებამოსილება ასევე წარმოადგენს გამგეობის კომპეტენციას. ამასთან, საერთო კრების მოწვევის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ ფ-------–--- წევრთა 1/2-ს. 4.2 მუხლის მიხედვით კი კრების მოწვევა უნდა განხორციელდეს ფ-------–--- ყველა წევრისათვის წერილობითი ფორმით გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოებში განცხადების გამოქვეყნებით, დღის წესრიგის მითითებით.
2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობის გადაწყვეტილებით მოხდა ფ-------–--- ოთხი ახალი წევრის, კერძოდ, სპორტული კლუბი „კ-------, სპორტული კლუბი „კო-–--------ის“, სპორტული კლუბი „მა-–-------ა“ და ლე-----------ას მიღება. ხოლო 2017 წლის 15 ივლისის კრების მოწვევა განხორციელდა ხსენებული სპორტული კლუბების წერილობითი მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმის მართლზომიერებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ფ-------–--- წესდებით არ არის დადგენილი გამგეობის სხდომის მოწმვევის თაობაზე რაიმე სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნებოდა გამგეობის წევრთა წერილობითი ან რაიმე სხვა ფორმით ინფორმირება სხდომის მოწვევისა და მისი ჩატარების თაობაზე. წესდებით დადგენილია, რომ ოქმი ხელმოწერილ და დადასტურებულ უნდა იქნეს სხდომის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ, რაც განსახილველ შემთხვევაში დაცულია, ხოლო ვინაიდან თავად მოსარჩელეთათვის არახელსაყრელია გასაჩივრებული გამგეობის სხდომის ჩატარების ნამდვილობის დადასტურება, აღნიშნული არ უნდა ჩაითვალოს გამგეობის სხდომის ოქმის ბათილობის საფუძვლად. ამასთან, მოპასუხის მითითებით, სხდომის ჩატარების ფაქტი დადასტურდა როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის მიერ მოწვეული და სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. სუსგ Nას-1294-1214-2015, 2016 წლის 27 ივნისი).
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეები, რომლებიც წარმოადგენდნენ გამგეობის წევრებს სადავოდ ხდიან და უარყოფენ 2016 წლის 24 ივნისს გამგეობის სხდომის გამართვის ფაქტს. მოპასუხე მხარე კი გამგეობის ოქმზე მითითებით განმარტავს, რომ ფ-------–--ში მიღებულ იქნა ოთხი ახალი წევრი და სწორედ ამ მიღებულ ოთხ წევრთაგან სამი წევრის მოთხოვნით მოწვეულ იქნა და ჩატარდა 2017 წლის 15 ივლისის საერთო კრება (ყრილობა).
სასამართლოს აზრით, იმ მოცემულობაში, როდესაც მოსარჩელე მხარე უარყოფს გამგეობის სხდომის ჩატარების ფაქტს, მოპასუხე მხარის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს აღნიშნული სხდომის გამართვის დადასტურება. მართალია, ფ-------–--- წესდებით არ არის განსაზღვრული კონკრეტული (წერილობითი თუ სხვაგვარი) ფორმა გამგეობის სხდომის მოწვევისა და ჩატარების თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გამგეობის წევრები სადავოდ ხდიან სხდომის გამართვას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს აღნიშნული გარემოება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ განხორციელდა. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ გამგეობის სხდომის გამართვას, არ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩაითვალოს და დადასტურდეს კონკრეტული ფაქტის უტყუარობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეები წარმოადგენენ იმ სპორტული კლუბების ხელმძღვანელ პირებს, რომელთა ფ-------–--- წევრებად მიღებაც მოხდა სადავო გამგეობის სხდომის ოქმით, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების განმარტებით, მათი შეხვედრა არ იყო სხდომის ან ყრილობის ჩატარების საფუძველი, არამედ იქ მიმდინარეობდა შეჯიბრი და ამიტომ იყვნენ ჩასულები.
ამდენად, მოპასუხე მხარის მიერ ვერ დადასტურდა 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ჩატარების ფაქტი, რომელ სხდომაზეც მიღებულ ფ-------–--- წევრთა მოთხოვნითაც მოწვეულ იქნა 2017 წლის 15 ივლისის ფ-------–--- წევრთა საერთო კრება (ყრილობა). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 25 ივლისის კრების ოქმით დადასტურებულია, რომ ფ-------–--- ოთხი წევრი - ა(ა)იპ „ქალაქ ფო----------–----–----------------------------------–---–------–-------–-------------------ა“, ა(ა)იპ „თბილისის ნი---------------------–ია“, ა(ა)იპ „ქალაქ ქუ-------------------–----–-------–-------------------ა“ და ა(ა)იპ „თვითმმართველ ქალაქ მც-----------–----–-------------–------------------------------–-------–------------------ბა“ არ ყოფილა ინფორმირებული და წესდებით გათვალისწინებული წესით ინფორმირებული რიგგარეშე საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაიჩნია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომა, 2017 წლის 15 ივლისის მე-9 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა და 2017 წლის 24 ივლისის კრება, არ მოწვეულა ფ-------–--- წესდებით დადგენილი წესების მიხედვით და შესაბამისად, კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გადაეყენებინათ გამგეობის მოსარჩელე წევრები და მათ ნაცვლად დაემტკიცებინათ გამგეობის ახალი შემადგენლობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მე-------------ას, გ----------------ას, ი-----–-------------–--ის, ზვ-----–----ისა და ნი----–---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 29-ე, 31-ე, 50-ე მუხლები; წესდება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას და განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
სასამართლო მიუთითებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისას, მისი წევრები (დამფუძნებლები) მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენენ შეთანხმებას - წესდებას, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას და შესაბამისად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგების აუცილებელ ელემენტებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრულია გარიგების ცნება, რომლის თანახმადაც, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაციისას, დამფუძნებელთა/წევრთა მიერ შედგენილი გარიგება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, იგივე წესდება) წარმოადგენს სწორედ მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამის შეთანხმებას, რომლითაც უნდა დარეგულირდეს ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის, მართვის, საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის წესი.
განსახილველ შემთხვევაში, ა(ა)იპ „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ წესდებით (სადავო კრების ოქმების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული არის როგორც ფ-------–--- წევრების მიღების, ასევე ფ-------–--- წევრთა საერთო კრებისა მოწვევა-ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე განსაზღვრული არის გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრე, როგორიცაა ფ-------–--- ახალი წევრების მიღება, საერთო კრების მოწვევა და სხვა. სადავო კრებების ჩატარებისას დადგენილია, რომ არ მომხდარა გამგეობის უფლებამოსილ პირთა გადაწყვეტილებით ფ-------–--- ახალი წევრების მიღება, რის გათვალისწინებითაც, ფ-------–--- პრეზიდენტისათვის წარდგენილი მოთხოვნა საერთო კრების მოწვევისა და კონკრეტული დღის წესრიგით ჩატარების თაობაზე არალეგიტიმურია. იმავდროულად დადგენილია, რომ ფ-------–--- კონკრეტული წევრები არ იყვნენ წესდებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად კრების ჩატარების თაობაზე ინფორმირებულები. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი ცვლილება შევიდა ფ-------–--- წესდებაში, მოსარჩელეები გადაყენებულ იქნენ გამგეობის წევრობიდან და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გამგეობა ახალი შემადგენლობით, რითაც დაირღვა მოსარჩელეთა ინტერესი, როგორც ფ-------–--- გამგეობის წევრებისა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და „საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის“ გამგეობის შემადგენლობას აეკრძალა ორგანიზაციაში (საქართველოს ნი----------------------–-----------–--) ახალი წევრების მიღება და წევრების გათავისუფლება, აღნიშნულზე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება დავის საბოლოო დასრულებამდე.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მე-------------ას, გ----------------ას, ი-----–-------------–--ის, ზვ-----–----ისა და ნი----–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის 2017 წლის 15 ივლისის IX რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის კრების ოქმი და 2017 წლის 24 ივლისის კორექტირებული ოქმი, თავისი სამართლებრივი შედეგებით და აღდგეს მოსარჩელეების სამართლებრივი სტატუსის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–-----------–-ის 2016 წლის 24 სექტემბრის გამგეობის სხდომის ოქმი თავისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
2. მოპასუხე ა(ა)იპ - საქართველოს ნი----------------------–----------–--ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი