გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #13752-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.01.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „ს--------------------------------------–------“
წარმომადგენელი: ლ---------------–-ა
მოპასუხე: დ------------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ------------ეს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ 3 537 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 23 მარტს ქ. თბილისში ნ----–---–--------ზე მოხდა ავტიოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ტოიოტა, რომელიც დაზღვეული იყო მოსარჩელის მიერ. სს „ს--------------------------------------–------“-მ აუნაზღაურა მესაკუთრეს 3 537 ლარი. საპატრულო ოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარვევის ოქმით, ბრალეულად მიჩნეული იქნა დ------------ე.
2. მოპასუხის პოზიცია
2017 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა დ------------ემ, რითიც სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მან აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეულობით, რადგან თვითონ დაზარალებულის მანქანა მოძრაობდა გადაჭარბებული სისწრაფით. 2017 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხემ დააზუსტა შესაგებელი, თუმცა ისევ ბრალეულობის კონტექსტში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 23 მარტს ქ. თბილისი, ნ----–---–--------ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ფორდის“ მარკის ავტომანქანა ს/ნ N------, რომელიც დაზღვრული იყო სს „ს--------------------------------------–------“-ს მიერ.
3.1.2. 2017 წლის 23 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია დ------------ის ბრალეული ქმედებით;
მტკიცებულება: ელექტრონული საჯარიმო ქვითარი e------- (ს/ფ16). მოპასუხის მიერ გასაჩივრებული იქნა საჯარიმო ქვითარი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; (ს/ფ 77-88)
3.1.3. ავტომანქანის შეკეთების მოცულობა განისაზრვრა 3 537 ლარის ოდენობით;
შენიშვნა: მოპასუხის მიერ ზიანის მოცულობითი ნაწილი არ გამხდარა სადავო მოსამზადებელ ეტაპზე, კერძოდ, არც 2017 წლის 20 ივნისის შესაგებლით და არც 2017 წლის 10 ოქტომბრის დაზუსტებული შესაგებლით. ორივე შესაგებელი ფოკუსიურებულია ბრალის გამორიცხვაზე. ზიანის მოცულობა დ------------ემ სადავოდ გახადა მთავარ სხდომაზე, კერძოდ, ახსნა-განმარტების სტადიაზე, საპატიო მოზეზების მითითების გარეშე. სასამართლომ უარყო მოპასუხის შედავება სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 219-ე მუხლზე დაყრდნობით.
3.1.4. სს „ს--------------------------------------–------“-ს მიერ დაზღვეულისათვის გადარიცხულია 2017 წლის 6 აპრილს - 3 168 ლარი; 2017 წლის 26 ივნისს - 369 ლარი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „ს--------------------------------------–------“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეშ არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ „....აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართა დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფლებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კერდიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტლი განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებოს ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებელის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: „ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს“; „არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია“. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ეკისრება.
მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი „...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...“, ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ დავუშვებთ, რომ მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მივალთ შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ხოლო ედავება მხოლოდ ზიანის მოცულობით ნაწილს, ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი დაზარალებულის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს.
განსახილველი დავის ფარგლებში, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების ტვირთის ანალიზი, განაპირობა დ------------ის პასიურმა დამოკიდებულებამ ზიანის მოცულობით ნაწილთან მიმართებით. როგორც აღინიშნა, სასამართლომ არ დაუშვა მთავარ სხდომაზე მოპასუხის შედავება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლზე მითითებით. დელიქტურ ურთიერთობებში ამ ფაქტობრივი გარემოების უარყოფა მოპასუხის მიერ, დასაშვებია მხოლოდ სხვა პოზიტიური ფაქტზე მითითებით. ამ შემთხვევაში, და------------ე ვალდებულია არა მხოლოდ უარყოს ზიანის მოცულობითი ნაწილი, არამედ პოზიტიური ფაქტების მიუთითებით, წარადგინოს ზიანის მოცულობის საკუთარი ვერსია. ამგვარი მოცემულობა ახალი ფაქტობრივ გარემოებების ინიცირებას გულისხმობს, რაც დაუშვებელია სასამართლოს მთავარ სხდომაზე, საპატიო მიზეზების მითითების გარეშე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს დ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯების მოთხოვნას, არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------------------–------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. დ------------ეს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ 3 537 ლარის გადახდა
2. დ------------ეს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 106 ლარი და 11 თეთრის ანაზღაურება:
3. სს „ს--------------------------------------–------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 43,89 ლარი: ს/ს „თიბისი ბანკი“. სახაზინო კოდი: 300773150 (საგადასახადო დავალება #45-------; 2017 წლის 15 სექტემბერი);
4. სს „ს--------------------------------------–------“-ს მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #13752-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
29.01.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „ს--------------------------------------–------„წარმომადგენელი: ლ---------------–-ა
მოპასუხე: დ------------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------------------–------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. დ------------ეს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ 3 537 ლარის გადახდა
2. დ------------ეს დაეკისროს სს „ს--------------------------------------–------“-ს სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 106 ლარი და 11 თეთრის ანაზღაურება:
3. სს „ს--------------------------------------–------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 43,89 ლარი: ს/ს „თიბისი ბანკი“. სახაზინო კოდი: 300773150 (საგადასახადო დავალება #45-------; 2017 წლის 15 სექტემბერი);
4. სს „ს--------------------------------------–------“-ს მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი