გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8839-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ევ-------------- +“
წარმომადგენელი - ნო------------–--ე
მოპასუხეები - დი---------------–-–---–ი, ლა---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით განსაზღვრული სესხის 1 139,00 აშშ დოლარის სოლიდარულად მოსარჩელის, შპს "ევ-------------- +"ის სასარგებლოდ გადახდა;
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის 683,4 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"–ის სასარგებლოდ გადახდა;
1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით ხელშეკრულების ვადის გავლიდან სარჩელის შეტანამდე რიცხული სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით 599,87 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ გადახდა;
1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით პირგასამტეხლოს 737,89 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ გადახდა;
1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის 405,00 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ გადახდა;
1.6. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით განსაზღვრული სარგებელის 431,32 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ გადახდა;
1.7. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს №1------- შეთანხმებით პირგასამტეხლოს 246,4 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ გადახდა.
მოსარჩელემ მოითხოვა გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50,00 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 200,00 ლარის ანაზღაურება, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 06 მაისს შპს "ევ-------------- +"-სა და დი---------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე გაფორმდა შეთანხმებები სესხის გადაცემის შესახებ №1------- და №1-------. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ტოიოტა კალდინა. №1------- და №1------- შეთანხმებებით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1773 ,00 აშშ დოლარისა და 450,00 აშშ დოლარის ოდენობით. დი---------------–-–---–თან სესხი უზრუნველყოფილი იყო ლა---------------ის სოლიდარული თავდებობითაც.
სარჩელის აღძვრის დროისათვის, მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ის მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 1 139,00 აშშ დოლარს, სარგებელს - 683,4 აშშ დოლარს, ხელშეკრულების ვადის გავლიდან სარჩელის შეტანამდე მიუღებელ შემოსავალს - 599,87 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 737,89 აშშ დოლარს. სარჩელის აღძვრის დროისათვის, მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ის მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 405,00 აშშ დოლარს, სარგებელს - 431,00 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს - 246,40 აშშ დოლარს.
ავტომობილის კრედიტორის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის 25 ნოემბერს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 29 ნოემბრიდან დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა აღმოჩნდა განადგურებული. მოპასუხეებს შპს "ევ--------------+"-ის მიმართ ერიცხებათ სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 250,00 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა დი---------------–-–---–მა და ლა---------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლებით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.
მოპასუხე დი---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხები ნაწილში (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:24:04).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 06 მაისს შპს "ევ-------------- +"-სა და დი---------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1-------, რომლის საფუძველზე გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უზრუნველეყო მსესხებელი იმგვარად, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, გადაეცა მისთვის საკრედიტო ხაზით განსაზღვრული თანხა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მოთხოვნილ ვადებში და ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, წესითა და სათანადო სარგებლით დაებრუნებინა სესხი (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი).
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობაა განისაზღვრა 3 500,00 აშშ დოლარით.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, სესხი მსესხებელს გადაეცემოდა ნაწილ-ნაწილ, მსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით, არაუგვიანეს ამგვარი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, სესხის თითოეული ნაწილის გადაცემის შესახებ მხარეთა შორის შედგებოდა შეთანხმება, რომელიც ავტომატურად იქცეოდა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ყოველი მომდევნო ნაწილის მსესხებლისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობისა და მსესხებლის საკრედიტო ისტორიის გათვალისწინებით, გამსესხებელი მიიღებდა ერთპიროვნულად, წერილობითი თუ ზეპირი დასაბუთების გარეშე.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხი იყო პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა სესის 5%-ს.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდებოდა იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს. ამასთან, სესხის თითოეული ნაწილის გადაცემისას მხარეები ინდივიდუალურად შეთანხმდებოდნენ სესხის გადახდის ვადაზე (რომელიც არ აღემატებოდა 36 თვეს). სესხის გადაცემის შესახებ თითოეულ შეთანხმებას დაერთვებოდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლითაც განისაზღვრებოდა სესხისა და სარგებლის გადასახდელი ნაწილის (თანხის) ოდენობა და მათი გადახდის პერიოდულობა.
ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი გადააცილებდა სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, დაეკისრა მსესხებლისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული სესხის 0,3%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლები იქნებოდა 2 000,00 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენდა 2 000,00 აშშ დოლარს ან მეტი იქნებოდა 2 000,00 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა სესხის 0,2%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 06 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 23-28).
3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება) მაგირაენის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიულ მომსახურების ხარჯები და სხვა ხარჯების ანაზღაურების (შემდგომში „უზრუნველყოფილი მოთხოვნა“) უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება, მახასიათებლებით: მარკა, მოდელი: ტოიოტა CALDINA, სარეგისტრაციო ნომერი: F------, გამოშვების წელი: 2005, შასის ნომერი: A------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნეელყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
ხელშეკრულება დარეგისტრირდა სსიპ მომსახურების სააგენტოში.
ხელშეკრულების 6.9. პუნქტის თანახმად, მოგირავნისათვის გირავნობის, საგნის იძულებით წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრებოდა მსესხებელს/დამგირავებელს.
2015 წლის 06 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №1------- ხელშეკრულების ფარგლებში, გირავნობის საგანზე გირავნობის მოწმობის საფასურად 2016 წლის 01 დეკემბერს შპს „ევ--------------ის +“-ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ გადახდილია 50,00 ლარი.
გირავნობის მოწმობის საფუძველზე, შპს „ევ-------------- +“-მა კერძო აღმასრულებელ გი------------ნ 2016 წლის 29 ნოემბერს გააფორმა სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებლის სასარგებლოდ მოსარჩელემ 2016 წლის 07 დეკემბერს გადაიხადა 200,00 ლარი.
გირავნობის საგანი აღმოჩნდა განადგურებულ მდგომარეობაში სპეციალიურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, 2017 წლის 15 მარტს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
გირავნობის მოწმობა №0----- (ს.ფ. 39); საგადახდო დავალება №1--------- (ს.ფ. 43).
განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 44); 2016 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 45-46); საგადახდო დავალება №1--------- (ს.ფ. 47).
ავტომობილის ფოტოსურათები (ს.ფ 54-60).
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 61).
დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 62).
3.1.3. 2015 წლის 06 მაისს შპს „ევ-------------- +“-სა და ლა---------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 06 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები.
ზღვრული თანხა შემოიფარგლებოდა ძირითადი ვალისათვის თავდების პასუხისმგებლობით კრედიტორის წინაშე (ძირითადი ვალი - კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხი ან/და გადასახდელი სესხის სარგებელი, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლო).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 06 მაისის სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 36-38).
3.1.4. 2015 წლის 26 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 773,00 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმება (ს.ფ. 30-31).
3.1.5. 2015 წლის 13 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებით მოსარჩელემ მსესხებელს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 450,00 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმება (ს.ფ. 33-34).
3.1.6. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.11 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2015 წლის 06 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №1------- (ს.ფ. 23-28).
3.1.7. 2018 წლის 23 მარტისათვის მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ის მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს - 1 139,00 აშშ დოლარს.
2018 წლის 23 მარტისათვის მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ის მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს - 405,00 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:24:04).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 23 მარტისათვის მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ს მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე შეადგენს საპროცენტო სარგებლის სახით 683,4 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს სახით - 737,89 აშშ დოლარს.
2018 წლის 23 მარტისათვის მსესხებლის დი---------------–-–---–ის დავალიანება შპს "ევ-------------- +"-ს მიმართ სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე შეადგენს საპროცენტო სარგებლის სახით 431,00 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს სახით - 246,40 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ევ-------------- +“-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 268-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეებს შპს „ევ-------------- +“-სა და დი---------------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული, ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის თანხები 1 773,00 აშშ დოლარია და 450,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა დი---------------–-–---–მა აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის დარჩენილი ძირი თანხის 1 139,00 აშშ დოლარისა და სესხის ძირი თანხის 405,000 აშშ დოლარის დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე დი---------------–-–---–მა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხების 1 139,00 აშშ დოლარისა და 405,000 აშშ დოლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხით (1 773,00 და 450,00 აშშ დოლარი) სარგებლობისათვის, შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე დი---------------–-–---–ს შპს „ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სარგებლის 683,4 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სარგებლის 431,32 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economicloss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
მოსარჩელე ითხოვს №1------- შეთანხმებით ხელშეკრულების ვადის გავლიდან სარჩელის შეტანამდე რიცხული სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით 599.87 აშშ დოლარის სოლიდარულად შპს "ევ-------------- +"-ის სასარგებლოდ მოპასუხეტათვის დაკისრებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის გადაცემის შესახებ №1------- შეთანხმებით გათვალისწინებული იყო სესხის სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. კრედიტორმა სესხით გაცემული ძირითადი თანხიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ სესხით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე დი---------------–-–---–ს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულების ვადის გავლიდან სარჩელის შეტანამდე რიცხული სარგებლის (სესხის ძირითად თანხაზე 1 173,00 აშშ დოლარზე ყოველთვიური 5%), მიუღებელი შემოსავლის სახით 599.87 აშშდოლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ დი---------------–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 737,89 აშშ დოლარი და 246,4 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს პირგასამტეხლო №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე 73,78 აშშ დოლარით, ხოლო №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე - 24,64 აშშ დოლარით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ევ-------------- +“-სა და ლა---------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის დი---------------–-–---–ის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხით ან/და გადასახდელი სესხის სარგებელით, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოთი.
დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, შპს „ევ-------------- +“-ს უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 357,01 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის (კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხით ან/და გადასახდელი სესხის სარგებელით, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოთი) ფარგლებში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.11 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50,00 ლარის გადახდა, ასევე გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 200,00 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს დაეკისრებათ შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 132,47 ლარის ოდენობით ანაზღაურება. მოსარჩელეს დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი 112,81 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ევ--------------+“-ის სარჩელი მოპასუხეების დი---------------–-–---–ისა და ლა---------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 1 139,00 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სარგებლის 683,4 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის მიუღებელი შემოსავლის სახით 599,87 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 73,78 აშშ დოლარის გადახდა;
1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 405,00 აშშ დოლარის გადახდა;
1.6. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე სარგებლის 431,32 აშშ დოლარის გადახდა;
1.7. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ №1------- შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 24,64 აშშ დოლარის გადახდა;
2. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50,00 ლარის გადახდა.
3. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 200,00 ლარის გადახდა.
4. დაეკისროთ მოპასუხეებს დი---------------–-–---–სა და ლა---------------ეს სოლიდარულად შპს „ევ--------------+“-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 132,47 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ევ--------------+“-ს მის მიერ 2018 წლის 22 მარტს №1--------- საგადახდო დავალებით გადახდილი 317,06 ლარიდან 112,81 ლარი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე