გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002124767
№2-3839/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი მაია ჭ------
მოპასუხე ა-–-----------–-–---–-
წარმომადგენელი ზ--------------–-–---–ი, ი-----------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ა-–-----------–-–---–ზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის დაკისრება 2169 ლარის ოდენობით.
1.2 ა-–-----------–-–---–ზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ვადამოსული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება 8852,68 ლარის ოდენობით. (იხ. განცხადება სარჩელის დაზუსტების თაობაზე).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2009 წლის 29 მაისს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-–-----------–-–---–ს შორის დაიდო ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქN13-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-–-----------–-–---–-ს სასარგებლოდ 63,61 კვმ ფართის სრული სართულის დაშენება. ამავე ხელშეკრულებით ა-–-----------–-–---–ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქN13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ ფართზე 300 ლარი, სულ 19083 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. კერძოდ, ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1908,3 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1908,3 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ დანართით.
3.2.2. მხარეებს შორის 2009 წლის 29 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები:
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერია იღებდა შემდეგ უფლებებს და მოვალეობებს: ა) განეხორცილებინა ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქN13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა-–-----------–-–---–-ს სასარგებლოდ 63,61 კვმ საერთო ფართის ერთი სრული სართულის დაშენება; ბ) მოახდინოს დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრების და სხვა ღიობების მოწყობა); გ) ქ. ბათუმის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად დაშენებული ფართის საექსპლუატაციოდ ვარგის მდგომარეობაში მოყვანა; ე) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ა-–-----------–-–---–-საგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვმ-ზე 300 ლარის ოდენობით, სულ 19083 ლარი.
ამავე ხელშეკრულებით ა-–-----------–-–---–- იღებდა შემდეგ უფლება- მოვალეობებს:
ა) ხელი არ შეეშალა ქ. ბათუმის მერიის ან მისგან უფლებამოსილი პირებისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში, მათ შორის, უზრუნველეყო შესაბამისი პირების სამშენებლო ფართზე დაშვება ნებისმიერ დროს რაიმე შეზღუდვის ან პირობის გარეშე; ბ) ქ. ბათუმის მერიისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე გადაეხადა შექმნილი სართულის ერთ კვ.მ -ზე 300 ლარი, სულ 19083 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრებოდა ხელშეკრულების დანართით; გ) 2009 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა მოეხდინა ქ. ბათუმში, რ---------–-ს ქN13 საცხოვრებელი სახლის სხვენში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 63,61 კვმ ფართის ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ა-–-----------–-–---–-ს მიმართ ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაშენებულ ფართზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა ა-–-----------–-–---–ს და ქ. ბათუმის მერიას აღნიშნულ ფართზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის მოთხოვნისა.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ქ. ბათუმის მერია ვალდებულებას კისრულობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო 2009 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
ამავე ხელშეკრულების მე- 8 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 მაისს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება და დანართი.
3.2.3. 2010 წლის 29 მარტს ერთის მხრივ ქ. ბათუმის მერიას და მეორს მხრივ ა-–-----------–-–---–ს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2009 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულების ახალი დანართი. ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელების საფუძველი გახდა მხარეთა შორის შეთანხმება საცხოვრებელ სახლზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან ა-–-----------–-–---–ზე გადასაცემი ფართის დაზუსტება. შედგენილი აზომვითი ნახაზების საფუძველზე დაშენებული სრული სართულის ფართიდან, ა-–-----------–-–---–ს ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 63,61 კვმ ფართისა, განესაზღვრა 24,12 კვმ ფართის გადაცემა. ამ გარემოებამ განაპირობა ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში და შესაბამისად მასზე არსებულ დანართში. შეიცვალა ქ. ბათუმის მერიისათვის ა-–-----------–-–---–-ს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობაც და დადგინდა, რომ ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ ნაცვლად 19083 ლარისა, უნდა გადაეხადა 7236 ლარი. რაც შეეხება დანართს, იგი ჩამოყალიბდა შემდეგი გრაფიკით: ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ დანართით.
- 2010 წლის 29 მარტის შეთანხმება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2009 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და დანართი.
3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ შესრულებული იქნა მასა და ა-–-----------–-–---–ს შორის გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დასტურდება მხარეებს შორის 2010 წლის 29 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. ბათუმის მერიასა და ა-–-----------–-–---–ს შორის 2010 წლის 29 მარტს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი.
3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და მის მიერ ნებაყოფილობით არ ყოფილა გადახდილი ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული არც ერთი ვადამოსული დავალიანება, რის გამოც ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ვადამოსული დავალიანების, სულ 5063 ლარის და აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 4616,57 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვა ვადამოსული თანხის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა დღეში 5,06 ლარს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 9681,77 ლარის გადახდა, საიდანაც 5065,2 ლარი შეადგენდა ვადამოსულ გადასახდელ თანხას, ხოლო 4616,57 ლარი თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. გარდა აღნიშნულისა ამავე გადაწყვეტილებით ა-–-----------–-–---–ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვადამოსული გადასახდელი თანხის, 5065,2 ლარის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადენდა 5,06 ლარს. ასევე ა-–-----------–-–---–ს დაეკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 345,8 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 29 მაისის ხელშეკრულება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ დანართით.
- 2010 წლის 29 მარტის შეთანხმება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2009 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და დანართი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება N2/2476-13
3.2.6. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ლარისა მეგრელიშვილს ასევე არ გადაუხდია 2013 წლის 15 ივლისამდე გადასახდელი თანხა 723,60 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი თანხა - 723,60 ლარის ოდენობით და 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი თანხა 723,60 ლარის ოდენობით. სულ ალისა მეგელიშვილის ძირითადი დარჩენილი დავალიანება შეადენს 2169 ლარს, ხოლო აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 8852,68 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2010 წლის 29 მარტის შეთანხმება „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ 2009 წლის 29 მაისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და დანართი.
- ა-–-----------–-–---–-ს დავალიანების დაანგარიშება (კალკულაცია).
3.2.7. დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიას მოპასუხე ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის შემდგომ წარმოშობილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით არ მიუმართავს და მის მიერ 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე წარმოშობილი დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სასარჩელო განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 400, 417-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა 2009 წლის 29 მაისს დადეს ”სამუშაოთა განხორციელების შესახებ” ხელშეკრულება, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, რომელშიც შემდგომში 2010 წლის 29 მარტს მხარეთა შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება და რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებაში და მის დანართში 2010 წლის 29 მარტს შეატანილი ცვლილების თანახმად მოპასუხის მიერ თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პერიოდულობით. კერძოდ: ა-–-----------–-–---–- ვალდებული იყო 2009 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 723,60 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 723,60 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 29 მარტის მიღება- ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ა-–-----------–-–---–-ს მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ არ მომხდარა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდა სრულად და დადენილ ვადაში, რის გამოც ქ. ბათუმის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა-–-----------–-–---–ზე 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ვადამოსული დავალიანების, სულ 5063 ლარის და აღნიშნული თანხის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 4616,57 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვა ვადამოსული თანხის 0,1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა დღეში 5,06 ლარს. დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზ/აღნიშნული მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-–-----------–-–---–-ს მიერ გადახდილია 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით არსებული დავალიანება და მას დარჩენილი აქვს 2012 წლის 15 დეკემბრის შემდგომი პერიოდის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. ანუ მოსარჩელე მოითხოვს 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი 723,60 ლარის, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი 723,60 ლარის და 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი 723,60 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ზ/აღნიშნული თანხების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მომართა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე დარჩენილი ძირი დავალიანების 2169 ლარის და აღნიშნული თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს, 8852,68 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
დადგენილია, რომ მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა პერიოდულად და შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა თითოეული ვალდებულების დარღვევის დროიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დროიდან, შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული გრაფიკის დარღვევის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2014 წლის 15 ივნისამდე დარჩენილ ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამავე კოდექსის 145 მუხლის თანახმად მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ არის გასული. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. ბათუმის მერია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 39–ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა-–-----------–-–---–ზე ვადამოსული დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე