გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2707-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ჯ------------–---–-ა
წარმომადგენელი - ნ------------ა
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ;
1.3. დაეკისროს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის ანაზღაურება (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში) - თვეში 45 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წელს მიიღო რ------ის მოქალაქეობა, რის გამოც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2013 წელს კვლავ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის იანვარში განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა სამინისტრომ უარი განუცხადა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე, რაც მოსარჩელეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის წერილობითი პოზიციის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (გაიცა ცნობა) ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე. ცნობის შინაარსით, დასტურდება ის გარემოება, რომ ჯ------------–---–-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მშობლები, მამა - თ-------------–---–ია და დედა - გ-------------–---–ია, მუდმივად ცხოვრობდნენ და შრომით საქმიანობას ეწეოდნენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე, ხოლო, თავად ჯ------------–---–-ა, დაბადებულია აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ, კერძოდ, 1----–-–-------------
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 30 დეკემბერს ჯ------------–---–-ას მიმართ გაცემულია დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობის თანახმად, მოქალაქე ჯ------------–---–-ას მისამართია გულრიფში, ხოლო დროებით მისამართად მითითებულია ა----–ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2002 წლის 30 დეკემბრის დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 16).
3.2. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 იანვრის N-- ბრძანებულების თანახმად, ჯ------------–---–-ას (დაბ: 0---------წ.) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
2013 წლის 14 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჯ------------–---–-ას (დაბ.:0---------წ) მიმართ გაიცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 იანვრის N-- ბრძანებულება (იხ.ს.ფ. 13);
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 12).
3.3. 2018 წლის 5 იანვარს, ჯ------------–---–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 5 იანვრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ჯ----------------------–-------–---–იას მშობლები, მამა - თ-------------–---–ია და დედა - გ-------------–---–ია 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ში. თ-------------–---–ია მუშაობდა გულრიფშის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. გ-------------–---–ია მუშაობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ის საავადმყოფოში.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 5 იანვარს, ჯ------------–---–-ას ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. ზ--------ში. 1----2001 წწ. ცხოვრობდა სოფელ ა----–იაში. 2001-2012 წწ. ცხოვრობდა რ------ის ფედერაციაში. საშუალო განათლება მიიღო რ------ში. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო-რ------ი). მშობლები ცხოვრობენ რ------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 5 იანვრის განცხადება (იხ. ს.ფ. 38);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 5 იანვრის მოხსენებითი ბარათი (იხ.ს.ფ. 109);
- გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 51-54).
3.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის მოხსენებითი ბარათით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დასკვნა ჯ------------–---–-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ. დასკვნაში მითითებულია, რომ ჯ------------–---–-ა დაიბადა 1--- წელს ქ. ზ--------ში. 1----2001წწ. ცხოვრობდა სოფელ ა----–იაში. 2001-2012 წწ. ცხოვრობდა რ------ის ფედერაციაში. საშუალო განათლება მიიღო რ------ში. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო-რ------ი). მისი მშობლები დაოჯახდნენ დაახლოებით 1--- წელს აფხაზეთში. მშობლები ცხოვრობენ რ------ში. დედა არ ფიქსირდება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ხოლო მამას, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 2012 წელს. ზემოაღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, ჯ------------–---–-ასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ჯ------------–---–-ა დაიბადა 1--- წელს და მას არ უცხოვრია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რის გამოც, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის მოხსენებითი ბარათი (იხ.ს.ფ. 47).
- ჯ------------–---–-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნა (იხ.ს.ფ. 48-50).
3.5. ,,იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის N------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ჯ------------–---–-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანება (იხ.ს.ფ. 15).
3.6. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2018 წლის 1 მაისს გაიცა N------- ცნობა მასზედ, რომ ჯ------------–---–-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მისი მამა თ-------------–---–ია ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ში 1993 წლის 27 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 1 მაისის N------- ცნობა (იხ.ს.ფ. 40).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ------------–---–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა დევნილთათვის კუთვნილი შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
დადგენილია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2002 წლის 30 დეკემბერს ჯ------------–---–-ას მიმართ გაცემულია დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მოქალაქე ჯ------------–---–-ას მისამართია გულრიფში, ხოლო დროებით მისამართად მითითებულია ა----–ია.
,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 იანვრის N-- ბრძანებულების თანახმად, ჯ------------–---–-ას (დაბ: 0---------წ.) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო.
ასევე დადგენილია, რომ ჯ------------–---–-ას მიმართ 2013 წლის 13 მარტს გაიცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ამჟამად, ჯ------------–---–-ა წარმოადენს საქართველოს მოქალაქეს.
2018 წლის 5 იანვარს, ჯ------------–---–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. წარდგენილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 5 იანვრის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ ჯ----------------------–-------–---–იას მშობლები, მამა - თ-------------–---–ია და დედა - გ-------------–---–ია 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ში. თ-------------–---–ია მუშაობდა გულრიფშის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში. გ-------------–---–ია მუშაობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ის საავადმყოფოში.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2018 წლის 5 იანვარს, ჯ------------–---–-ას ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. ზ--------ში. 1----2001წწ. ცხოვრობდა სოფელ ა----–იაში. 2001-2012 წწ. ცხოვრობდა რ------ის ფედერაციაში. საშუალო განათლება მიიღო რ------ში. ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველო-რ------ი).
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 31 იანვრის N------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ჯ------------–---–-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი განსაზღვრულია ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავით. მითითებული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსის შეუწყდება, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე, რომლითაც ასევე განსაზღვრულია დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. მეორე პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-1 პუნქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტები (განსაზღვრულია დევნილის სტატუსის მინიჭების წესი და პროცედურა), ასევე დასკვნა ჯ------------–---–-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ. დასკვნა თავის მხრივ ეფუძნება გასაუბრების მასალებს, რომელზეც დაყრდნობითაც მიჩნეულ იქნა, რომ ჯ------------–---–-ა დაიბადა 1--- წელს ქ. ზ--------ში, ხოლო მამას - თ-------------–---–იას დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 2012 წელს. შესაბამისად, ჯ------------–---–-ას არ უცხოვრია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რის გამოც, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ------------–---–-ა იყო დევნილის სტატუსის მატარებელი პირი, მას დევნილის სტატუსი შეუწყდა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წელს ჯ------------–---–-ას კვლავ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და იგი სტატუსის აღდგენას მოითხოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა/აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა). მართალია საქმის მასალებში სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის/შეწყვეტის შესახებ აქტი, მაგრამ საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გახდა მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის (შეწყვეტის) საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება (ინფორმაცია) წარმოდგენილი ან/და მოძიებული ვერ იქნა.
ამდენად, სამინისტროს საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ჯ------------–---–-ასათვის უნდა აღედგინა იძულებით გადაადგილებული - პირის - დევნილის სტატუსი. განსახილველ შემთხვევაში სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ვინაიდან ჯ------------–---–-ა დაიბადა 1--- წელს ქ. ზ--------ში, 1----2001 წწ. ცხოვრობდა სოფელ ა----–იაში, 2001-2012 წწ. ცხოვრობდა რ------ის ფედერაციაში, საშუალო განათლება მიიღო რ------ში, დედა არ ფიქსირდება დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ხოლო მამას, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს 2012 წელს (მოსარჩელის სრულწოვანების მიღწევის შემდეგ), ზემოაღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, ჯ------------–---–-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საქმის მასალების თანახმად, ჯ------------–---–-ას მიმართ ჯერ კიდევ 2002 წლის 30 დეკემბერს გაიცა დევნილის მოწმობა, მისამართი - გულრიფში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის 2018 წლის 5 იანვრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ჯ----------------------–-------–---–იას მშობლები, მამა - თ-------------–---–ია და დედა - გ-------------–---–ია 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ში; აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2018 წლის 1 მაისს გაიცა N------- ცნობა მასზედ, რომ ჯ------------–---–-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მისი მამა თ-------------–---–ია ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ მ--------–ში 1993 წლის 27 სექტემბრამდე; სადავო არ არის ის გარემოება, რომ ჯ------------–---–-ას მშობლები - თ-------------–---–ია და გ-------------–---–ია, ასევე ძმა - გ--------------–---–ია არიან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მატარებლები. ამ პირობებში კი ჯ------------–---–-ასათვის დევნილის ტატუსის მინიჭებაზე/აღდგენაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს პირის უფლებას ისარგებლოს მიიღოს დევნილის სტატუსი.
მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ------------–---–-ა წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე (მინიჭებაზე) უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის №--- ბრძანება, ვინაიდან სადავო გასაჩივრებული აქტი ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დადასტურებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველის არსებობა, ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს მოსარჩელის დევნილობის ფაქტს, საფუძვლიანია ასევე სასარჩელო მოთხოვნა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
6.6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში) - თვეში 45 ლარის ოდენობით;
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დევნილის სტატუსის აღდგენაზე არამართლზომიერად ეთქვა უარი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის - 315 ლარის ანაზღაურება (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში თვეში 45 ლარის ოდენობით) საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ამდენად, ჯ------------–---–-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 03 მაისს ს----------------–--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ------------–---–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის N--- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ------------–---–-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ;
4. დაეკისროს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის - 315 ლარის (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში - თვეში 45 ლარის ოდენობით) ანაზღაურება;
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. ჯ------------–---–-ას დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 03 მაისს ს----------------–--- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი) მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე