გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.01.2019
საქმის ნომერი
080310018002715910
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310018002715910

საქმე №3/715-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - იზოლდა ლოსაბერიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

 

მოპასუხე - მ--------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - მ--------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 114,55 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ--------------ეს შორის 2016 წლის 14 მარტს გაფორმდა კონტრაქტი N1---/16 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, მ--------------ემ აიღო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ემსახურა 4 წელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს N4587 ბრძანებით, მ--------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ სრულად მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე, სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახით, კონტრაქტის 7.2. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ,,სამინისტროს’’ მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ მ--------------ეს სანივთე ქონების ჩაბარებისას აღმოაჩნდა დანაკლისი, კერძოდ, ბალისტიკური სათვალე (1 ცალი) და საქარე შარვალი (1 ცალი). ამდენად მოსარჩელე მოითხოვს 14.03.2016 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მ--------------ეს დაეკისროს - 114,55 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ--------------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, იგი არც 2019 წლის 08 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 14 მარტს, მ--------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N1---/16 კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2016 წლის 14 მარტის N3---/14 კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 14 მარტის N1---/16 კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 14-21).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს N4587 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“; შტატი N8/1184-01) I კლასის რიგითი, მირზა მ-------ის ძე ი------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს N4587 ბრძანება (იხ.ს.ფ. 23).

 

3.3. დადგენილია, რომ III მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე I კლასის რიგითი მ-----ა მ-------ის ძე ი------ეს, რომელიც ამოირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, გააჩნია სანივთე ქონების დავალიანება: ბალისტიკური სათვალე 1 (ერთი ცალი) და საქარე შარვალი 1 (ცალი).

 

ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მ-----ა მ-------ის ძე ი------ის ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურების პერიოდია (2 წელი 4 თვე და 22 დღე) და მისი სანივთე დავალიანება N805588 პატაკის თანახმად, შეადგენს - 114,55 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა/ მე-3 ქვეითი ბრიგადა/31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის პატაკი MOD 1 18 00809588 პატაკი (იხ.ს.ფ.26).

- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.ს.ფ. 24).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 14 მარტს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მარტს, მ--------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N1---/16 კონტრაქტი ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2016 წლის 14 მარტის N1---/16 კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, სამხედრო მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო ,,სამინისტროს’’ სახელით. 7.2. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე განზრახ ან გაუფრთხილებლობით, დააზიანებს ან დაკარგავს მისთვის მინდობილ ქონებას ან არ დააბრუნებს დათხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის მიყენებული ზიანი პირველადი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ჩვეულებრივი მოხმარების დროს, ქონების მიერ განცდილი ცვეთა მხედველობაში არ მიიღება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარისო წესდებით ქონებრივი პასუხისმგებლობის გარდა, შეიძლება დაეკისროს აგრეთვე სხვა სახის პასუხისმგებლობაც.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს N4587 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“; შტატი N8/1184-01) I კლასის რიგითი, მ-----ა მ-------ის ძე ი------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

დადგენილია, რომ III მსუბუქი ქვეითი ასეულის I მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის მეტყვიამფრქვევე I კლასის რიგითი მ-----ა მ-------ის ძე ი------ეს, რომელიც ამოირიცხა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, გააჩნია სანივთე ქონების დავალიანება: ბალისტიკური სათვალე 1 (ერთი ცალი) და საქარე შარვალი 1 (ცალი).

 

ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მ-----ა მ-------ის ძე ი------ის ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურების პერიოდია (2 წელი 4 თვე და 22 დღე) და მისი სანივთე დავალიანება N805588 პატაკის თანახმად, შეადგენს - 114,55 ლარს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი პატაკის გამო. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით და მ--------------ეს სრულად არ გადაუცია სამინისტროსათვის მასზე დროებით მინდობილი სახელმწიფო ქონება.

 

მ--------------ის სანივთე ქონების დანაკლისის თანხა ჯამში შეადგენს 114,55 ლარი, აღნიშნული თანხა მ--------------ის მიერ თავდაცვის სამინისტროსათვის ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, 14.03.2016 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მ--------------ეს უნდა დაეკისროს - 114,55 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ--------------ეს (პ/ნ 6----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 114,55 (ას თოთხმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი