გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/4700-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები თამთა კაკიაშვილი, ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - ნ---------------ე
წარმომადგენელი - მ--–-------------–---–-
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ქ---------------
მესამე პირები - ლ-----------------ე, ს-----------–--ე
მესამე პირი - მ---------------ე
წარმომადგენელი - ბ--–-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე;
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. 0---------------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე: 1. კერძოდ თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ¼ წილი დაფისირდეს ფართობის გარეშე; 2. თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ¼ წილის ქვეშ მოაზრებული უძრავი ქონება დაფიქსირდეს რეალურად დაკავებული ფართობის მიხედვით; 3. მ---------------ისა და ლ-----------------ის საკუთრებად მიუთითოს N3, ხოლო ნ---------------ისა და ს-----------–--ის საკუთრებად მიუთითოს N2 შენობა-ნაგებობა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირები - არ დაეთანხმნენ სარჩელს.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 9 ოქტომბრის რეგისტრაციის შედეგად ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთის (ს.კ. 0---------------) აღირიცხა ზ-------------ის საკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ასევე ამონაწერით ამავე უძრავ ნივთზე დაფიქსირებულია სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საკუთრება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სარეგისტრაციო მასალა (ს.ფ. 122-135);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 136-137);
4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 სექტემბრის N-------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთზე (ს.კ. 0---------------) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შედეგად მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ: ვ--–--------------ე, ლ----------------ე, მ---------------ე, მ---------------ე, ს-----------–--ე. ამასთან, ს-----------–--ის საკუთრება აღწერილია შემდეგი მონაცემებით: ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). მ---------------ე - ნაგებობა N1 (ლიტ „ა“) საერთო ფართით 76,65 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 73,85 კვ.მ.). ლ-----------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ს-----------–--ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). მ---------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (ს.ფ. 138-147);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 სექტემბრის N-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 148);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 149-150);
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთზე (ს.კ. 0--------------) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ვ--–---------------ის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ¼-დი ნაწილი, ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა ს--------------–-–---–ი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (ს.ფ. 152-159);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 160);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.161-162);
4.4. 2012 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს--------------–-–---–მა გაყიდა და ნ---------------ემ იყიდა ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავი ნივთი შემდეგი მონაცემებით: შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 199,09 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 153.48 კვ.მეტრი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით ნ---------------ის სარგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნასყიდობის საგნის მონაცემები არ შეესაბამებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
2012 წლის 2 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ს--------------–-–---–მა გაყიდა და ნ---------------ემ იყიდა ქ. თბილსში, კ----–----- N---ში მდებარე უძრავი ნივთი შემდეგი მონაცემებით, ¼-დი ნაწილი, ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის N--------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთზე (ს.კ. 0--------------) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ს--------------–-–---–ის ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ¼-დი ნაწილი, ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.) მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ---------------ე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 23.02.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 166);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 169);
- 02.03.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 174-175);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 4 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 179);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.180-181);
4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ---------------ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ნ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 18);
4.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ნ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-17);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი; უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანება;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები რეგისტრაციის თაობაზე არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (2009 წელს მოქმედი რედაქცია) თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო საკუთრების საგანზე ან მის ნაწილზე, მიუხედავად იმისა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია თუ არა თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება, თანამესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრების უფლება რეგისტრირდება თანამესაკუთრეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 9 ოქტომბრის რეგისტრაციის შედეგად ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთის (ს.კ. 0---------------) აღირიცხა ზ-------------ის საკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ასევე ამონაწერით ამავე უძრავ ნივთზე დაფიქსირებულია სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საკუთრება. დადგენილია, რომ აღნიშნული რეგისტრაცია დაეფუძნა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინვენტარიზაციის მონაცემებსა და საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ ლიტერი „ა“-ს რეგისტრირებულ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ლიტერი „ა“-ს მოსარგებლედ ფიქსირდებოდა ¼-დი ჯ-------------–-, ¼-დი კ----------------, ¼-დი კ-----------–-------, ¼-დი ჯ---------------. ამასთან, ლიტერი „ა“ შენობა-ნაგებობა აღრიცხული იყო საერთო ფართით 98.43 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი 79.63 კვ.მ., დამხმარე ფართი 18,80 კვ. მეტრი (ს.ფ. 127-129). დადგენილია ასევე, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ლ-------------ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ ზ-------------ე და ვ--–---------------ე, სამკვიდრო ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისი, კ----–----- ქ. N---ში, რომელიც არის ლიტერ „ა“-ს ნაწილი და შედგებოდა 4 ოთახისაგან, სასარგებლო ფართია 98,43 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ., დამხმარე ფართი 18,8 კვ.მ. (ს.ფ. 125).
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 სექტემბრის N-------------- გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთზე (ს.კ. 0--------------) განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის შედეგად მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ: ვ--–--------------ე, ლ----------------ე, მ---------------ე, მ---------------ე, ს-----------–--ე. ამასთან, ს-----------–--ის საკუთრება აღწერილია შემდეგი მონაცემებით: ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). მ---------------ე - ნაგებობა N1 (ლიტ „ა“) საერთო ფართით 76,65 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 73,85 კვ.მ.). ლ-----------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ს-----------–--ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). მ---------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.).
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო მასალით, ასევე საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციისას ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების ლიტერი „ა“ შენობა-ნაგებობა აღრიცხული იყო მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემებით. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით თანამესაკუთრეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ ყოფილა. როგორც საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეთა პირველადი რეგისტრაცია, ისე შემდგომი რეგისტრაციები, მათ შორის ნ---------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაბამისობაშია საჯარო რეესტრში დაცულ რეგისტრირებული მონაცემების საფუძვლად არსებულ უფლების დამდგენი დოკუმენტების მონაცემებთან, რაიმე სახის უზუსტობა ან რეგისტრაციის დროს არასწორი მონაცემის გადატანა არ ფიქსირდება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ---------------ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის N------ გადაწყვეტილებით ნ---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირვველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო მასალით, ასევე საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციისას ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების ლიტერი „ა“ შენობა-ნაგებობა აღრიცხული იყო მესაკუთრეთა წილობრივი მონაცემებით. როგორც უკვე აღინიშნა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობა სახეზე არ არის. რეგისტრირებული მონაცემების ამსახველის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ასახავს უფლების დამდგენ დოკუმენტებში სადღეისოდ მესაკუთრეთა საკუთრების უფლებას იმგვარად, როგორც ეს თანამესაკუთრეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით თავდაპირველადვე იყო განსაზღვრული. საბოლოოდ რეგისტრირებული მონაცემი რეგისტრირებულია შემდგი მონაცემებით: ნ---------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ლ-----------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). ს-----------–--ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.). მ---------------ე - ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---------------ის საკუთრების უფლება 2012 წლის 12 მარტს განხორციელებული რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის მონაცემებში განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, როგორც აღრიცხული იყო წინამორბედი მესაკუთრეების საკუთრების უფლებით. ამასთან, 2007 წლის 9 ოქტომბრის რეგისტრაციის შედეგად ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ნივთი (ს.კ. 0--------------) აღირიცხა ზ-------------ის საკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: ¼-დი ნაწილი; ნაგებობა N2 და N3 (ლიტ ა) საერთო ფართით 98,43 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართი 79,63 კვ.მ.), ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერში დაფიქსირებული იყო თანამესაკუთრეები, რომლებიც საბოლოოდ მომდევნო რეგისტრაციებით იმგვარივე წილობრივი მონაცემებით დარეგისტრირდნენ, როგორც ეს ასახული იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ დოკუმენტაციაში და ინვენტარიზაციის შედეგად უძრავი ნივთის აღწერის მასალებში. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ----–----- ქ. N---ში არსებული უძრავი ქონების ლიტერი „ა“-ს თანამესაკუთრეებს რაიმე სხვაგვარი ერთობლივი შეთანხმება მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენიათ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ნ---------------ის მოთხოვნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის დავალების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე