გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002515574
საქმე №2/632-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ლ---------–---–---–ი
მოპასუხე - თ------–---------ძე
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე თ------–---------ძისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–-------------- დაბადებული კ-------------–---–ის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან ურთიერთობის ნაწილში.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას 30.04.2018 წელს №617 განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ--------–-----------–---–მა პ/ნ 4----------. მომართვის საფუძველს წარმოადგენდა მის ოჯახში მცხოვრები მცირეწლოვანი შვილიშვილის: კ-------------–---–ის (დაბადებული: 05.01.2--- წელს, პ/ნ 0----------) კანონიერ წარმომადგენლად, მეურვედ დანიშვნა. ბებიის გადმოცემით, კ--- 10 თვის ასაკში მიატოვა დედამ, თ------–---------ემ (დაბადებული: 02.02.1---წელს, პ/ნ 4----------). ამ ხნის მანძილზე დედა არასდროს დაინტერესებულა შვილის ბედით და არ გამოუჩენია მის მიმართ მზრუნველობა, კ---ზე ზრუნავდა მამა - გ-----------------–---–ი და ბებია - ლ--------–-----------–---–ი. 2018 წლის 05 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაიცვალა ბავშვის მამა - გ-----------------–---–ი და ბავშვი დარჩა კანონიერ წარმომადგენლის გარეშე. მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენისა და შვილის მიმართ მისი პოზიციის დადგენის მიზნით მიმართეს კახეთის სამხარეო ცენტრს, რომელმაც დაადგინდა, რომ თ------–---------ძე იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში და ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში. დედა ვერ უზრუნველყოფს შვილისათვის სათანადო წარმომადგენლობის გაწევას და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რადგან მას ჰყავს მეორე ოჯახი და ის თანახმაა მისი შვილის მეურვედ დაინიშნოს ბებია, რომელიც იქნება შვილიშვილის კანონიერი წარმომადგენელი და შეძლებს დაიცვას ბავშვის უფლებები და ინტერესები. სამართლებრივი და იურიდიული საკითხების მოგვარების მიზნით, აუცილებელია მცირეწლოვან ბავშვს ჰყავდეს კანონიერი წარმომადგენელი. მამის გარდაცვალების გამო ბავშვს უნდა დაენიშნოს მარჩენალდაკარგულის პენსია, თუმცა რადგან ბავშვს არ ჰყავს კანონიერ წარმომადგენელი, აღნიშნული უფლება ეზღუდება, მან უნდა ისარგებლოს განათლების უფლებით. თუმცა იგი მ/წლის სექტემბრის თვიდან სასწავლო პროცესში ვერ ჩაერთვება, რადგან არ ჰყავს კანონიერ წარმომადგენელი ვინც დაეხმარება ბავშვს მისი უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაში. ბებიას ლ--------–-----------–---–ს კი ამ ეტაპზე არ აქვს უფლება შვილიშვილისათვის მარჩენალდაკარგულის პენსიის დანიშვნისა და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მოთხოვნით მიმართოს სათანადო ორგანოებს, ვიდრე მოპასუხეს თ------–---------ძეს შვილის მიმართ არ შეეზღუდება მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და ბებია არ დაინიშნება ბავშვის კანონიერ წარმომადგენლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------–---------ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე დაეთანხმება მოთხოვნას შვილის - კ-------------–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას 30.04.2018 წელს №617 განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ--------–-----------–---–მა პ/ნ 4----------. მომართვის საფუძველს წარმოადგენდა მის ოჯახში მცხოვრები მცირეწლოვანი შვილიშვილის: კ-------------–---–ის (დაბადებული: 05.01.2--- წელს, პ/ნ 0----------) კანონიერ წარმომადგენლად, მეურვედ დანიშვნა. ბებიის გადმოცემით, კ--- 10 თვის ასაკში მიატოვა დედამ, თ------–---------ემ (დაბადებული: 02.02.1---წელს, პ/ნ 4----------). ამ ხნის მანძილზე დედა არასდროს დაინტერესებულა შვილის ბედით და არ გამოუჩენია მის მიმართ მზრუნველობა, კ---ზე ზრუნავდა მამა - გ-----------------–---–ი და ბებია - ლ--------–-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოქალაქე ლ--------–-----------–---–ის განცხადება (ს.ფ. 19);
- კ-------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 22);
- გ-----------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 23);
3.1.2. არასრულწლოვანი კ-------------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 05 იანვარს), ბიოლოგიურ დედას წარმოადგენს მოპასუხე თ------–---------ძე, ბიოლოგიურ მამას - გ-----------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კ-------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 22);
3.1.3. 2018 წლის 05 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაიცვალა ბავშვის მამა - გ-----------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 24);
3.1.4. თ------–---------ძე ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ შ--–-----ში. ის თანახმაა მისი შვილის მეურვედ დაინიშნოს ბებია - ლ--------–-----------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2018 წლის 14 მაისს გაცემული №04-10/2660 ცნობა (ს.ფ. 26).
- განცხადება (ს.ფ. 27);
3.1.5. ტყიბულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ 2018 წლის 14 მაისს მომზადებული №3026 დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 30 აპრილს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს განცხადებით მომართა მოქალაქე ლ--------–------------–---–მა თავისი შვილიშვილის კ-------------–---–ის კანონიერ წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე. მომართვის საფუძველზე განხორციელდა ვიზიტები არასრულწლოვანის საცხოვრებელში და მოხდა ბავშვისა და ოჯახის შესწავლა/შეფასება. კ-------------–---–ი ცხოვრობს ბიოლოგიურ ოჯახში ტყიბულში, ჭ--------------------ში ბებია-ბაბუასთან - ლ--------–- და ჯ-----------------–---–--თან, დედინაცვალ - ს--–-------------ძესა და ორ ძმასთან - ა------- და ა-–--------------------–---–-ბთან ერთად. ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბრის თვეში ბიოლოგიურმა დედამ, თ------–---------ძემ ათი თვის ასაკში თავისი მცირეწლოვანი შვილი კ-------------–---–ი დატოვა მამასთან გ-----------------–---–თან და წავიდა ოჯახიდან. მას შემდეგ გ-----------------–---–ი დედის - ლ--------–-----------–---–ის დახმარებით ზრდიდა შვილს. 2014 წელს გ-----------------–---–ი დაქორწინდა ს--–-------------ძეზე, მას შემდეგ ს--–-------------ძე კ-------------–---–ს ზრდის საკუთარი შვილივით და მას ბიოლოგიურ დედად მიაჩნია ს--–-------------ძე. თანაცხოვრების მანძილზე გ-----------------–---–ს და ს--–-------------ძეს შეეძინათ ორი შვილი - ა------- და ა-–----------. მ/წლის 05 აპრილს ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა კ-------------–---–ის მამა - გ-----------------–---–ი. ბავშვი დარჩა კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. ბავშვის ოჯახის წევრების გადმოცემით, მათ ვერ დაითანხმეს კ---ს ბიოლოგიური დედა თანამშრომლობასა და ბავშვისათვის პენსიის დანიშვნაზე. აღნიშნულის გამო განცხადებით მიმართეს კ-------------–---–ისათვის კანონიერ წარმომადგნელის დანიშვნის თაობაზე. საქმის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვის ბიოლოგიური დედის - თ------–---------ძის საცხოვრებელი მისამართია თელავის რაიონი, სოფელი შ--–-----ი. შესაბამისად მ/წლის 03 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრს გაეგზავნა მიმართა დახმარების გაწევის მიზნით, რათა დაედგინა დედის პოზიცია მცირეწლოვან შვილთან - კ-------------–---–თან მიმართებაში. არასრულწლოვანი ბავშვი საჭიროებს კანონიერ წარმომადგენლის დანიშვნას, რათა შეძლოს თავისი ინტერესების დაცვა. ბიოლოგიური დედა თ------–---------ძე დათანხმდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს თანამშრომლობაზე და წერილობით განაცხადა თანხმობა, მის შვილს კ-------------–---–ს კანონიერ წარმომადგენლობა გაუწიოს ბებიამ - ლ--------–-----------–---–მა. კ-------------–---–ისა და მისი ბიოლოგიური ოჯახის შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანზე ოჯახში ადეკვატურად ხდება ზრუნვა, დაკმაყოფილებულია ბავშვის ყველა აუცილებელი საჭიროება. საცხოვრებელი გარემო-პირობები არის კეთილსაიმედო. კ-------------–---–ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, ის სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფება სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ ტყიბულის ჰოსპიტალი №1. ბავშვს ჩატარებული აქვს გეგმიური აცრები. მოპოვებული ინფორმაციით ოჯახში ყურადღება ექცევა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კ-------------–---–ი არის ტყიბულის №1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. მას კარგი დამოკიდებულება აქვს თანატოლებთან და აღმზრდელებთან, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება ასაკის შესაბამისია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებისა და უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კ-------------–---–ი საჭიროებს კანონიერ წარმომადგენლის დანიშნას, რისთვის ბავშვის ბიოლოგიურ დედას შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილი კ-------------–---–ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტყიბულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ი--------------ის მიერ 2018 წლის 14 მაისს გაცემული №3026 დასკვნა კ-------------–---–ისთვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროებაზე (ს.ფ. 29-30).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აღნიშნული შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის კანონით დაცულ უფლებებსა და მათ უპირატეს ინტერესებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი კ-------------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 05 იანვარს) ბიოლოგიურ დედას წარმოადგენს მოპასუხე თ------–---------ძე. არასრულწლოვანი ბავშვის კ-------------–---–ის მამა გ-----------------–---–ი გარდაცვლილია. კ-------------–---–ი ცხოვრობს ბიოლოგიურ ოჯახში ტყიბულში, ჭ--------------------ში ბებია-ბაბუასთან - ლ--------–- და ჯ-----------------–---–--თან, დედინაცვალ - ს--–-------------ძესა და ორ ძმასთან - ა------- და ა-–--------------------–---–-ბთან ერთად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის მ--------–--–-–---–ის შუამდგომლობა, დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თ------–---------ძეს (დაბადებული 02.02.1--- წ, პ/ნ 4----------) მცირეწლოვანი შვილის კ-------------–---–ის (დაბადებული 05.01.2---, პ/ნ 0----------) მიმართ შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან მიმართებაში.
მოპასუხე მხარე თანახმაა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან მიმართებაში. ამდენად, მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი მშობლის წარმომადგელობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვების ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოპასუხე თ------–---------ძეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსაილება არასრულწლოვანი კ-------------–---–ის მიმართ, რაც შეესაბამება არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სარჩელი მოპასუხე თ------–---------ძის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, 243-244-ე, 249-ე-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
თ------–---------ძეს (პირადი №4----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 05 იანვარს დაბადებული კ-------------–---–ის მიმართ ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორ მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოსთან ურთიერთობის ნაწილში.
2. გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი