გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210018002525576
#2/256 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16.01.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი.
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე.
მოსარჩელე: გ------- კ-–-----ე.
წარმომადგენელი: დ----- ჩ-------ე.
მოპასუხე: ამხანაგობა ,,დ-------“
წარმომადგენელი: თ----- კ-------–---–ი,მესამე პირი: ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“
წარმომადგენელი: მ------ ხ----------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, გ------- კ-–-----ემ (პ/ნ. 5----------, მის: ჭ---------, თ. ე---------- ქ. # 3-) მოპასუხე - ამხანაგობა „დ-------“-ს (ს/კ 2--------) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. მოსარჩელე გ------- კ-–-----ე თავის სარჩელში განმარტავს, რომ 2016 წლის 24 ივნისს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ამხანაგობა „დ-------“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (ელექტრონული ტენდერი სპა160013879) საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოები, ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები - ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მშენებლობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმების და სტანდარტების, აგრეთვე ტექნოლოგიური პირობების დაცვით.
საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ანძის მშენებლობა მიმდინარეობს ქ. ჭ---------ში, თ. ე---------- ქ. #3--ში მდებარე და ჩემს საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიაზე.
მოპასუხემ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის # 57 დადგენილების 35-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად და დარღვევით, მძიმე ტექნიკის გამოყენებით განახორციელა ანძისთვის საჭირო და საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული შვიდი მეტრის ქვაბულის ამოღება, იქ არსებული ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი, ტექნიკისათვის მოსასვლელი გზის და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც თან სდევდა მაღალი სიხშირის ვიბრაციები და დარტყმები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულმა საქმიანობამ, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, გამოიწვია ვიბრაციების გავრცელება გრუნტის ზედაპირზე და გრუნტის ტიპიდან გამომდინარე, დამაზიანებელი ზემოქმედება მიმდებარედ არსებულ - ჩემს საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ სახლზე, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლის ჯდენითი დეფორმაციები, სახლის ავრიულ მდგომარეობამდე მიყვანა და კედლებზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარების გაჩენა.
შ.პ.ს. „პარამეტრი“-ს მიერ „შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის # 053/3, 28 აპრილის # 067/3 და 8 ივნისის # 093/3 საექსპერტო დასკვნების, სახლის დაზიანებულ უბნებში ბზარების პროგრესირების ინდიკატორებზე დაკვირვების და შ.პ.ს. „გეოცენტრი“-ს მიერ 2018 წლის 28 აპრილს გაცემული # 93/3-2018 საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასების საფუძველზე მტკიცდება, რომ მოპასუხის მხრიდან საბაგირო გზის საყრდენი ანძის სამშენებლო სამუშაოების წარმოებამდე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მაგგრამ მისი მდგომარეობა არ იყო დარღვეული. ამჟამად სახლი ძლიერ დაზიანებულია, ავარიულობის ხარისხი II და III კატეგორია. კედელზე ფიქსირდება მრავლობითი, სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები, შენობის ძლიერი დაზიანების წაროშობას ხელი შეუწყო საბაგირო ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მძიმე ტექნიკის ვიბრაციულმა ძალურმა ბიძგებმა, ხოლო საყრდენი ანძის მშენებლბის დასრულების შემდეგ, დაზიანებები (ბზარების ზრდა) აღარ გრძელდება და შეჩერდა.
შპს „გეოცენტრის“ მიერ 2018 წლის 12 ივნისს შემუშავეული # 103/3-2018 „კონსტრუქციული პროექტის“ და # 103/4-2018 „წ. ჭ---------ში, ე---------- ქ. # 3--ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების ხარჯთაღრიცხვის“ საფუძველზე, საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს - 70620,81 (სამოცდაათი ათას ექვსას ოცი ლარი და 81 თეთრი) ლარს.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ამხანაგობა „დ-------“-ს, დაეკისროს მოსარჩელე გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. ჭ---------ში, თ. ე---------- ქ # 3--ში (საკადასტრო კოდი: 3-.1-.4-.0--) მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 70620,81 (სამოცდაათი ათას ექვსას ოცი ლარი და 81 თეთრი) ლარს ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაეკისროს მოპასუხეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად გაღებული ხარჯის ანაზღაურება - 1000 ლარის ოდენობით და საექსპერტო მომსახურებაზე (ხელშეკრულება #007/1-2018) გაწეული ხარჯი 2700 ლარი, ჯამში - 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გასაღები ხარჯის 3000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა ”დ-------ს“ წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი სადაც მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, გამოკვლეული და შეფასებული იქნა მშენებლობის ზეგავლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე (შპს „რეგიალი“-ს მიერ გაცემული საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნა).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია და გასცა მშენებლობის ნებართვა.
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი SPA160013879, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა „დ-------“.
ამხანაგობა „დ-------“ 2016 წლიდან დღემდე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ასევე სასასამართლოს გარეშე ხარჯების დაკმაყოფილებაზეც.
მოპსაუხის განმარტებით მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას ადვოკატის მომსახურებისათვის გასაღები ხარჯის ანაზღაურებაზე. ამასთან სარჩელს არ ერთვის მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.2. მესამე პირის წარმომადგენლის მიერ სხდომაზე განიმარტა, რომ მოცემულ სარჩელზე ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ პასუხისმგებელი არ არის.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო გარემოებები
3.1.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები მორიგების ფარგლებში წარმოდგენილი დავის ირგვლივ, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2.დადგენილი სადავო გარემოებები 3.2.1. დადგენილია, რომ გ------- კ-–-----ე საკუთრების უფლებით ფლობს ქ.ჭ--------- ე---------- ქუჩა 3--ში მდებარე უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 3-.1-.4-.0-- მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 400 კვადრატი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2, N02/1. სწორედ აღნიშნული უძრავი ქონების დაზიანების გამო ითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - საჯარო რეესტრის ამონაწერი( ს.ფ.54-55) - მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და ამხანაგობა ,,დ-------“ შეთანხმდნენ შემდეგზე შემსყიდველმა გამოაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს ზემო აღნიშნული სამუშაო. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება სამუშაოს მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და მიმწოდებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენს 7 728 678 ლარს და 86 თეთრს.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისა და მიმწოდებლის სასარგებლოდ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მითითებული ობიექტების დაზღვევა , კერძოდ მესამე პირთა საკუთრების დაზიანების ან/და განადგურების რისკის დაზღვევა კომპენსაციისათვის მინიმალური სადაზღვევო დასაფარი თანხა ერთი მილიონი ლარია. ფრანშიზა ყველა ტიპის რისკისათვის თითო და ყოველივე ზარალზე არაუმეტეს ზარალის ღირებულების 1%. დაზღვევის მოქმედების ვადა დაფარავს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების ვადას.
2016 წლის 22 თებერვალს გაცემული საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნით შ.პ.ს. „რეგიალი“-ს სპეციალისტების მიერ ვიზუალური გამოკვლევა ჩაუტარდა სადემონტაჟო შენობას და მის მომიჯნავე შენობებს, დემონტაჟის პროცესში მათი მდგრადობის დასადგენად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნები არ ეხება მოსარჩელის მიერ შემოტანილი სარჩელის ფარგლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ხელშეკრულება ( ს.ფ. 19-35)
- დასკვნები(ს.ფ.60-66)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. დადგენილია, რომ ქ.ჭ--------- ე---------- ქუჩა 3--ში მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 6-7 მეტრით დაშორებით განლაგებული საბაგირო გზის საყრდენი ანძა, რომლის მშენებლობასაც ახორციელებს მოპასუხე. ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის 2017 წლის 17 ოქტომბრისათვის განხორციელებული იყო რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოები ამასთანავე სამშენებლო მოედანზე ტექნიკის მისასვლელად გაგანიერებული იქნა არსებული გზა, რისთვისაც დემონტირებული იქნა არსებული ბეტონის კონსტრუქცია. ექსპერტიზის დასკვნით N006001217 ასეთი სამუშაოების განხორციელებისას, როგორც წესი გრუნტის ზედაპირზე ვითარდება სხვადასხვა სიმძლავრის ვიბრაციები და მათი გავრცელება ხდება მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება. მშენებარე საბაგიროს გზის საყრდენი ანძის საძირკველი საკვლევი შენობის პირველი სართულის იატაკის დონესთან შედარებით განთავსებულია დაახლოებით 7-8 მეტრის დაბალ დონეზე, რის გამოც ქვაბულის დამუშავების სამუშაოებს შეეძლო მოეხდინა საკვლევი შენობის საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციების პროგრესირების პროვოცირება.
ქ.ჭ--------- ე---------- ქ.N3- მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა , რომ საკვლევი შენობის გარკვეული დაზიანებები მიღებულია გასულ პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა იქონია უარყოფითი ზეგავლენა და გარკვეულწილად გააუარესა შენობის მდგომარეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზა( სფ.39-55 )
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.4. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N053/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 12 მარტს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის;
მოცემული პერიოდისათვის საცხოვრებელ სახლს მიყენებული აქვს შემდეგი დაზიანებები დაზიანებები: საცხოვრებელი შენობა განივ პერიმეტრებზე და უკანა მხარეს და ასევე, უკანა კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიულია. დეფორმირებული და დამჯდარია მზიდი კედლები, აქვს სხვადასხვა ხასიათის ბზარები რამდენიმე სანტიმეტრამდე გახსნით. ლამინატის იატაკი გრეხილი და ჩაქცეულია დამჯდარი მზიდი კედლეების მიმართულებით. ნალესი ცვივა. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ დაყენებული იქნა დაზიანებების პროგრესირების გამოსაკვლევი ინდიკატორები.
აღნიშნულ საკითხზე გაცემული იქნა დასკვნა -რეკომენდაციები ჩატარებული იქნას კომპეტენტური პირის მიერ გეოლოგიური გამოკვლევა და გაიცეს სათანადო დასკვნა; სახლის გამაგრების კონსტრუქციული პროექტის შესამუშავებლად და კონსტრუქტორის მიერ კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით შესწავლილ იქნას ავარიულ სახლთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა და მის საფუძველზე გაცემულ იქნას სათანადო ტექნიკური დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ.56-60)
3.2.5. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N067/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 28 აპრილს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის;
მოცემული მომენტისათვის სახეზეა დაზიანებებ: საცხოვრებელი შენობა ჩრდილო-დასავლეთით მიშენების მხარე და კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიულია, განსაკუთრებით განივი მზიდი კედლების ზონა და სახლის უკანა მხარის კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი 4,5-5,30 გრძ.მ მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილი მთლიანად. მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის განივი მზიდი კედლების თავში და ბოლოში საძირკველი მთელ სიგრძეზე, სამხრეთის ფასადის (ქუჩის მხარე)ფუნდამენტის შუა ნაწილის რამდენიმე მცირე ადგილი სუსტად დაზიანებულია. ჩრდილო დასავლეთის ფასადის და ჩრდილოეთით იმ ზონაში, რომლის ახლოს განთავსებულია საბაგირო ხაზოვანი ნაგებობის რკინაბეტონის საფუძველზე დამონტაჟებული ლითონის სვეტი, დეფორმირებული და დამჯდარია მზიდი კედლები, აქვს სხვადასხვა ხასიათის მწვავე ბზარები ბეწვისოდენიდან რამდენიმე სანტიმეტრემდე გახსნით. საძირკვლებში არ ფიქსირდება ნესტის კაპილარული შეწოვა, რაც გამორიცხავს საძირკვლის ჯდენის მიზეზს. შესამჩნევი ქანობებია მიშენების გადახურვებში. საცხოვრებელი სახლის დასავლეთით განივ მზიდ კედლებზე და ჩრდილო-დასავლეთით კუთხის ბოლოში ფუნდამენტი მოცემულ ეტაპზე არ განიცდის დეფორმაციების პროგრესირებას, მაგრამ მზიდ კედლებზე მწვავე ბზარები გაჩენილია და შეიმჩნევა ფასადის დეფორმაციები გადახრით ფორმით. სახლის დასავლეთით შუაწელში, საბაგირო ლითონის სვეტის განთავსების ზონის მიმდებარედ შეიმჩნევა ფუნდამენტის ჯდენა.
აღნიშნული დროისათვის გაცემული დასკვნა-რეკომენდაციების მიხედვით ქ. ჭ---------ში ე---------- ქ. N3--ში მდებარე შენობა ავარიულობის ხარისხის მიხედვით განეკუთნება დაზიანებების II და III კატეგორიას. აღნიშნული შენობის საძირკვლის ჩაქცევისა და დეფორმაციის, ასევე კედლების გაბზარვის და დეფორმაციის გამომწვევი სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს საცხოვრებელი საძირკვლის ჯდენა ფუძე-გრუნტში, ასევე საცხოვრებელი შენობის დაზიანების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს მიწისძვრის დროს გამოწვეული ძალური ბიძგები, რასაც ხელი შეუწყო საბაგირო ხაზოვანი ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მძიმე ტექნიკის ვიბრაციულმა ძალურმა ბიძგებმა.....
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ.61-68)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.6. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N093/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 8 ივნისს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი:გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის; შენობის დაზიანებებია:საცხოვრებელი შენობა განივ პერიმეტრებზე და უკანა მხარეს და ასევე, უკანა კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიულია. დეფორმირებული და დამჯდარია მზიდი კედლები, აქვს სხვადასხვა ხასიათის ბზარები რამდენიმე სანტიმეტრამდე გახსნით. ლამინატის იატაკი გრეხილი და ჩაქცეულია დამჯდარი მზიდი კედლეების მიმართულებით. ბზარებს ახასიათებს ახლო პერიოდში მომხდარი გახსნადობა, რაც გამოწვეულია შენობაზე მიყენებული ძალური ბიძგებთ. ფუნდამენტს ახასიათებს ჯდენა ხოლო ბზარებს გახსნადობის სიმწვავე ყველაზე მეტად ფიქსირდება საცხოვრებელი სახლის ზედა ნაწილში, რაც შენობაზე მიყენებული ვიბრაციული ძალური ბიძგების მიმანიშნებელია. ნალესი ხელის ოდნავ შეხებითაც ცვივა. 2018 წლის 26 თებერვალს ჩვენს მიერ დაყენებულ იქნა დაზიანებების პროგრესირების გამოსაკვლევი ინდიკატორები. რომლებსაც დაყენების მომენტიდან დღემდე არ განუცდია გაბზარვის მაფიქსირებელი ნიშნები. აღნიშნული იმის მიმანიშნებელია, რომ არ ფიქსირდება ბზარების პროგრესირება და დღეისთვის მდგომარეობა სტაბილურია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დასკვნა (ს.ფ. 76-80)
3.2.7. შ.პ.ს. ,,გეოცენტრის „ დასკვნის თანახმად შენობა აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში ხოლო 70-იან წლებში მოხდა მასზე ჩრდილოეთ მხრიდან მიშენება. შენობის მოსახლის ცნობით, გასულ წლამდე სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მაგრამ სახლის მდგომარეობა არ იყო დარღვეული;
ამჟამად სახლი ძლიერ დაზიანებულია, კედლებზე ფიქსირდება მრავლობითი, სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები, როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური და ირიბი მიმართულებით, განსაკუთრებით დაზიანებულია სახლის დასავლეთი და აღმოსავლეთი ექსპოზიციის კედლების და შენობის უკან მდებარე ბაქნის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე;
შენობის მძიმე დაზიანებები ემთხვევა გასულ წელს საბაგირო გზის საყრდენის მშენებლობის დროს შესრულებულ სამუშაოებს, ასევე ვარაუდს ადასტურებს ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა;
დაზიანებულ უბნებში გაჩენილ ნაპრალებში ამ წლის 17 თებერვალს ჩვენს მიერ დაყენებულ იქნა ყალაურების, მათი ხელმეორედ შემოწმებისას (26 აპრილი), მათზე დეფორმაციები არ აღინიშნება. ე.ი. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამჟამად შენობა იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში და მასზე არავითარი ჯდენები არ მიმდინარეობს;
ამჟამად შენობა იმყოფება სუსტად მდგრადი სტაბილურ მდგომარეობაში, მაგრამ შეიძლება სუსტი ეგზოგენური მაპროცირებელი ფაქტორებმა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს შენობის დაზიანებულ უბნებში, როგორც კედლებზე ასევე საძირკველზე გამაგრებითი სამუშაოები;
გრუნტის დამუშავების სიძნელის ს.ნ. და წ. IV-5-82-ის მიხედვით: მსხვილნატეხობანი თიხნარი გრუნტი მიეკუთვნება 33დ რიგს, დამუშავების სამივე ხერხით III კატეგორიას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (სფ.82-89 )
3.2.8. შ.პ.ს. დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ქ. ჭ---------ში, ე---------- ქ. N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მზიდი ელემენტების მდგომარეობა კრიტიკულია თავიდან წარმოქმნილი ექსპლუატაციური (ხანდაზმულობის) სუსტი ბზარების და შემდეგ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ძველის საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის სადემონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში გამოყენებული სამშენებლო მძიმე ტექნიკის რეზონანსული ბიძგებით მიყენებული დაზიანებების გამო; ხოლო კითხვას, არის თუ არა დაცული აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟისა და მშენებლობის პერიოდში „ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის # 57 დადგენილების 35-ე მუხლის მოთხოვნები“, აღნიშნულთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები ტარდებოდა საბაგირო ნაგებობის სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ, ასეთზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება, რაც შეეხება ფაქტს ავარიულ სახლთან მიმართებაში, - სახეზეა (იხ. კვლევითი ნაწილი).საცხოვრებელი სახლის მზიდ ელემენტებში (საძირკვლებსა და კედლებში) მსხვილი და წვრილი დეფექტების ზომები და ამთი დისლოკაციის ხასიათი მეტყველებს, რომ დაზიანებები უმეტესად შეძენილია ახლო და უახლოეს პერიოდში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ: 1.მოცემულ ეტაპზე აღნიშნული საცხოვრებელი ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებულ დაზიანებებს შემდგომში კიდევ უფრო მწვავე განვითარება ემუქრება, თუ საცხოვრებელ ნაგებობას დროზე არ ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები;2.აღნიშნული სახლის სიცოცხლის უნარიანობის გასახანგრძლივებლად საცხოვრებელ შენობას, რომელიც დღეის მდგომარეობით მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, გამაგრება-გაძლიერების მიზნით საჭიროა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი მასზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ექსპერტის დასკვნა ( ს.ფ.211-218) - მხარეთა ახსნა-განმარტებები 3.2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N5007892118 21/12/2018 წ.ქ. ჭ---------ში ე---------- ქ. N 3--ში (ს/კ 3-.1-.4-.0--) მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერებით არა დამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველია. ქ. ჭ---------ში ე---------- ქ. N 3--ში (ს/კ 3-.1-.4-.0--) მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი სახლზე მიყენებული გარკვეული დაზიანებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N 006001217 დასკვნის თანახმად მიღებულია სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ამხანაგობა „დ-------“-ს მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა იქონიეს უარყოფთი ზეგავლენა შენობაზე და გააუარესეს მისი მდგომარეობა. ამხანაგობა „დ-------“-ს მიერ მიყენებული ზიანის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. გ------- კ-–-----ის საცხოვრებელი სახლის აღდგენით ღირებულება მოცემულია დანართში N1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 67402.66 ლარს. ექსპერტიზა წარმოდგენილია ქალაქ ჭ--------- ე---------- ქ. N 3--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 3-.1-.4-.0--) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დაზიანებამდე ვერ მოხერხდა, რადგანაც დაზიანებამდე თუ რა მდგომარეობაში იყო სახლი ექსპერტიზისთვის უცნობია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ექსპერტის დასკვნა ( ს.ფ.346 -352) მხარეთა ახსნა-განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ მოპასუხე საწარმოს მოქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სასამარლო თვლის , რომ აღნიშნული ზიანი უნდა მოიცავდეს იმ მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლო თვლის, რომ ექსპერტიზის დასკვნებით, საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტებით საქმეზე წარმოდგენილი ახსნა -განმარტებებით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია საწარმოს ბრალი ზიანის დადგომაში. აქედან გამომდინარე ამხანაგობა ,,დ-------“-ს გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 67402 ლარისა და 66 თეთრის (სამოცდაშვიდიათას ოთხასორი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა. ხარჯების ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, 316-ე მუხლი, 317-ე მუხლი, 408-ე მუხლი,411მუხლი 992-ე მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-106 მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია,რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ვალდებულება, მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში კი ზიანი სახეზეა.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც.
სასამართლო თვლის , რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში ზიანი სახეზეა, ასევე სახეზეა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში. მოპასუხის ქმედება გამოხატულია საბაგირო გზის საყრდენი ანძის მშენებლობაში, რა დროსაც განხორციელებული სამუშაოების დროს გ------- კ-–-----ის საცხოვრებელი სახლი გახდა ექსპლუატაციისათვის უვარგისი . ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს , რომ მოპასუხეს ევალება საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ევალება უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა მის მიერ განხორციელებული სამუშაოების საფუძველზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, საიდანაც სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს მოხდა თუ არა შესაბამისი შემთხვევა, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
6.4. ქ.ჭ--------- ე---------- ქუჩა 3--ში მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 6-7 მეტრით დაშორებით განლაგებული საბაგირო გზის საყრდენი ანძა, რომლის მშენებლობასაც ახორციელებს მოპასუხე. ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის 2017 წლის 17 ოქტომბრისათვის განხორციელებული იყო რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოები ამასთანავე სამშენებლო მოედანზე ტექნიკის მისასვლელად გაგანიერებული იქნა არსებული გზა, რისთვისაც დემონტირებული იქნა არსებული ბეტონის კონსტრუქცია. ექსპერტიზის დასკვნით N006001217 ასეთი სამუშაოების განხორციელებისას, როგორც წესი გრუნტის ზედაპირზე ვითარდება სხვადასხვა სიმძლავრის ვიბრაციები და მათი გავრცელება ხდება მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება. მშენებარე საბაგიროს გზის საყრდენი ანძის საძირკველი საკვლევი შენობის პირველი სართულის იატაკის დონესთან შედარებით განთავსებულია დაახლოებით 7-8 მეტრის დაბალ დონეზე, რის გამოც ქვაბულის დამუშავების სამუშაოებს შეეძლო მოეხდინა საკვლევი შენობის საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციების პროგრესირების პროვოცირება.
ქ.ჭ--------- ე---------- ქ.N3- მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა , რომ საკვლევი შენობის გარკვეული დაზიანებები მიღებულია გასულ პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა იქონია უარყოფითი ზეგავლენა და გარკვეულწილად გააუარესა შენობის მდგომარეობა.
6.5. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N053/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 12 მარტს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის;
შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N067/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 28 აპრილს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი: გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის;
მოცემული მომენტისათვის სახეზეა დაზიანებები: საცხოვრებელი შენობა ჩრდილო-დასავლეთით მიშენების მხარე და კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიულია, განსაკუთრებით განივი მზიდი კედლების ზონა და სახლის უკანა მხარის კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი 4,5-5,30 გრძ.მ მანძილზე, ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილი მთლიანად. მათ შორის საცხოვრებელი კორპუსის განივი მზიდი კედლების თავში და ბოლოში საძირკველი მთელ სიგრძეზე, სამხრეთის ფასადის (ქუჩის მხარე)ფუნდამენტის შუა ნაწილის რამდენიმე მცირე ადგილი სუსტად დაზიანებულია. ჩრდილო დასავლეთის ფასადის და ჩრდილოეთით იმ ზონაში, რომლის ახლოს განთავსებულია საბაგირო ხაზოვანი ნაგებობის რკინაბეტონის საფუძველზე დამონტაჟებული ლითონის სვეტი, დეფორმირებული და დამჯდარია მზიდი კედლები, აქვს სხვადასხვა ხასიათის მწვავე ბზარები ბეწვისოდენიდან რამდენიმე სანტიმეტრემდე გახსნით. საძირკვლებში არ ფიქსირდება ნესტის კაპილარული შეწოვა, რაც გამორიცხავს საძირკვლის ჯდენის მიზეზს. შესამჩნევი ქანობებია მიშენების გადახურვებში. საცხოვრებელი სახლის დასავლეთით განივ მზიდ კედლებზე და ჩრდილო-დასავლეთით კუთხის ბოლოში ფუნდამენტი მოცემულ ეტაპზე არ განიცდის დეფორმაციების პროგრესირებას, მაგრამ მზიდ კედლებზე მწვავე ბზარები გაჩენილია და შეიმჩნევა ფასადის დეფორმაციები გადახრით ფორმით. სახლის დასავლეთით შუაწელში, საბაგირო ლითონის სვეტის განთავსების ზონის მიმდებარედ შეიმჩნევა ფუნდამენტის ჯდენა.
6.6. შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ N093/3 დასკვნის თანახმად , რომელიც გაცემულია 2018 წლის 8 ივნისს ქ.ჭ---------ში ე---------- ქ.N3- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზთა შორის მითითებულია გარემოს ფაქტორი:გამოსაკვლევი ობიექტის მიმდებარედ ბოლო ხანებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად გამოწვეული ძალური (ვიბრაციული) ბიძგები. შენობაზე არასწორი და არასრულფასოვანი საექსპლუატაციო პირობები: არ არის ცნობილი; შენობაზე ადრე განხორციელებული გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები: ჩატარებული არ არის; შენობის დაზიანებებია:საცხოვრებელი შენობა განივ პერიმეტრებზე და უკანა მხარეს და ასევე, უკანა კუთხის ნაწილები მწვავედ ავარიულია.
6.7. შ.პ.ს. ,,გეოცენტრის „ დასკვნის თანახმად შენობა აგებულია გასული საუკუნის 50-იან წლებში ხოლო 70-იან წლებში მოხდა მასზე ჩრდილოეთ მხრიდან მიშენება. შენობის მოსახლის ცნობით, გასულ წლამდე სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მაგრამ სახლის მდგომარეობა არ იყო დარღვეული;
ამჟამად სახლი ძლიერ დაზიანებულია, კედლებზე ფიქსირდება მრავლობითი, სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები, როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური და ირიბი მიმართულებით, განსაკუთრებით დაზიანებულია სახლის დასავლეთი და აღმოსავლეთი ექსპოზიციის კედლების და შენობის უკან მდებარე ბაქნის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე;
შენობის მძიმე დაზიანებები ემთხვევა გასულ წელს საბაგირო გზის საყრდენის მშენებლობის დროს შესრულებულ სამუშაოებს, ასევე ვარაუდს ადასტურებს ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა;
დაზიანებულ უბნებში გაჩენილ ნაპრალებში ამ წლის 17 თებერვალს ჩვენს მიერ დაყენებულ იქნა ყალაურების, მათი ხელმეორედ შემოწმებისას (26 აპრილი), მათზე დეფორმაციები არ აღინიშნება. ე.ი. შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამჟამად შენობა იმყოფება სტაბილურ მდგომარეობაში და მასზე არავითარი ჯდენები არ მიმდინარეობს;
ამჟამად შენობა იმყოფება სუსტად მდგრადი სტაბილურ მდგომარეობაში, მაგრამ შეიძლება სუსტი ეგზოგენური მაპროცირებელი ფაქტორებმა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები, ამიტომ საჭიროა ჩატარდეს შენობის დაზიანებულ უბნებში, როგორც კედლებზე ასევე საძირკველზე გამაგრებითი სამუშაოები;
6.8.შ.პ.ს. დამოუკიდებელი საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ქ. ჭ---------ში, ე---------- ქ. N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მზიდი ელემენტების მდგომარეობა კრიტიკულია თავიდან წარმოქმნილი ექსპლუატაციური (ხანდაზმულობის) სუსტი ბზარების და შემდეგ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ძველის საბაგირო სადგურებისა და საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის სადემონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში გამოყენებული სამშენებლო მძიმე ტექნიკის რეზონანსული ბიძგებით მიყენებული დაზიანებების გამო; ..... 1.მოცემულ ეტაპზე აღნიშნული საცხოვრებელი ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებულ დაზიანებებს შემდგომში კიდევ უფრო მწვავე განვითარება ემუქრება, თუ საცხოვრებელ ნაგებობას დროზე არ ჩაუტარდება გამაგრებითი სამუშაოები;2.აღნიშნული სახლის სიცოცხლის უნარიანობის გასახანგრძლივებლად საცხოვრებელ შენობას, რომელიც დღეის მდგომარეობით მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, გამაგრება-გაძლიერების მიზნით საჭიროა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი მასზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო მიუთითებს, რომ სახეზეა ზიანი, სახეზეა ბრალი და სახეზეა ზიანის მიმყენებელი სუბიექტი, შესაბამისად არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებაც.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით N5007892118 21/12/2018 წ.ქ. ჭ---------ში ე---------- ქ. N 3--ში (ს/კ 3-.1-.4-.0--) მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი სახლის ტექნიკური მდგომარეობა ვიზუალური დათვალიერებით არა დამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლოატაცია საფრთხის შემცველია.
ქ. ჭ---------ში ე---------- ქ. N 3--ში (ს/კ 3-.1-.4-.0--) მდებარე გ------- კ-–-----ის კუთვნილი სახლზე მიყენებული გარკვეული დაზიანებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის N 006001217 დასკვნის თანახმად მიღებულია სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ამხანაგობა „დ-------“-ს მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა იქონიეს უარყოფთი ზეგავლენა შენობაზე და გააუარესეს მისი მდგომარეობა. ამხანაგობა „დ-------“-ს მიერ მიყენებული ზიანის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. გ------- კ-–-----ის საცხოვრებელი სახლის აღდგენით ღირებულება მოცემულია დანართში N1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 67402.66 ლარს. ექსპერტიზა წარმოდგენილია ქალაქ ჭ--------- ე---------- ქ. N 3--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 3-.1-.4-.0--) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დაზიანებამდე ვერ მოხერხდა, რადგანაც დაზიანებამდე თუ რა მდგომარეობაში იყო სახლი ექსპერტიზისთვის უცნობია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, ცნობილი არ არის სახლის მდგომარეობა ექსპერტიზამდე , თუმცა სახეზეა 2016 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიცია სამუშაოების მიმდინარეობის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით და ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე სარწმუნოდ დადასტურებულია, რომ მოპასუხე საწარმოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი უძრავ ქონებას საცხოვრებელ სახლს მიადგა ზიანი რის გამოც საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლოატაცია კი საფრთხის შემცველია.
ამრიგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დასაბუთებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 67402 ლარისა და 66 თეთრის (სამოცდაშვიდიათას ოთხასორი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა.
6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: (I) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); (II) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); (III) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში საკუთრების უფლება მშვიდობიანად სარგებლობისა და ქონებით სარგებლობის კონტროლის ნაწილში დარღვეულია და აღნიშნული უფლების აღდგენა სრულიად შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“. სასამართლოს თვლის, რომ საფუძვლიანადაა დასაბუთებული მოცემული გადაწყვეტილება.
7. სასამართლო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უხლი 53. სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის მოთხოვნილი ხარჯები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ , კერძოდ ათასექვსასი ლარის ფარგლებში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, თუმცა მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სარჩელი 67402, 66 ლარამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხვევაში მოცემული ნორმა გათვალისწინებული უნდა იქნას სასამართლოს მიერ. ექსპერტიზის ხარჯები გადახდილია მოსარჩელის მიერ 3700 ლარის ოდენობით რაც დასტურდება კიდეც (ს.ფ.52,53,123, 124). ასევე დადგენილია, რომ მხარეთა მიერ თანაბარწილად გადახდილი იქნა ასევე 2018 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის ხარჯები, რასაც არ მოიცავს დასაკისრებელი თანხა (სამიათასშვიდასი ლარი) . სასამართლოს ამ შემთხვევაში მიაჩნია, რომ ანაზღაურებული უნდა იქნას ექსპერტიზის ხარჯები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- კ-–-----ის სარჩელი ამხანაგობა ,,დ-------“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამხანაგობა ,,დ-------“-ს გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 67402 ლარისა და 66 თეთრის (სამოცდაშვიდიათას ოთხასორი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) გადახდა.
2. ამხანაგობა ,,დ-------“-ს გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ბაჟიდან, დაეკისროს 2022 (ორიათასოცდაორი) ლარისა და 66(სამოცდაექვსი) თეთრის გადახდა.
3. გ------- კ-–-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, დაუბრუნდეს 48 ლარი და 27 თეთრი(სარჩელის ნაწილზე უარის თქმა მთავარ სხდომაზე).
4. ამხანაგობა ,,დ-------“-ს გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს გ------- კ-–-----ის მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯები 3700 ლარის ოდენობით.
5.ამხანაგობა ,,დ-------“-ს გ------- კ-–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს გ------- კ-–-----ის ადვოკატის მომსახურეობის ხარჯი (სასამართლოს გარეშე ხარჯი) 1600 ლარის ოდენობით.
6. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი