განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N 030100119002833991
N1/24-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი ნ---- გ--------
დაცვის მხარე დ----- გ-----ა
ბრალდებული ნ----- წ--–-----ა
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი საქართველო, გ---–-----–-
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული
პირადი ნომერი 4----------
მცხოვრები: საქართველო, ქ.ფოთი, ფ--------- მ----- 3/24
კვალიფიკაცია:
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ----ის რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას სისხლის სამართლის №045150119002 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გასაღების მიზნით და გასაღებაში.
ნ----- წ--–-----ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2016 წლის 11 დეკემბერს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ფოთი, ფ--------- მ----ს ქ.N3-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ - ნ----- წ--–-----ამ, მ--- ვ---------ასათვის გადასაცემად, გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გადასცა მ--- ვ---------ას, რითაც ის გაასაღა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- წ--–-----ას წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2018 წლის 17 ოქტომბერს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ.ფოთი, ფ--------- მ----ს ქ.N3-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ - ნ----- წ--–-----ამ მეგობრის - ნ----- მ----ის თხოვნით, გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიცილაური დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გადასცა ნ----- მ----ეს, რითაც ის გაასაღა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- წ--–-----ას წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. 2018 წლის 27 ოქტომბერს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ.ფოთი, ფ--------- მ----ს ქ.N3-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ - ნ----- წ--–-----ამ მეგობრის - ნ----- მ----ის თხოვნით, გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გადასცა ნ----- მ----ეს, რითაც ის გაასაღა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- წ--–-----ას წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. 2018 წლის 19 ოქტომბერს (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ.ფოთი, ფ--------- მ----ს ქ.N3-ში მდებარე ბინათმესაკუთღეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ - ნ----- წ--–-----ამ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენად, გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - დასტურის ოქმი, რომელიც იმავე დღეს წარადგინა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, რითაც გამოიყენა ის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ----- წ--–-----ას წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 05 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ----ის რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2019 წლის 05 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულმა ნ----- წ--–-----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- გ-----ამ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომი პროკურორის გ------- ლ-----ას თანხმობით, ადვოკატ დ----- გ-------ას მონაწილეობითა და ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 05 თებერვალს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას შორის, რომლის თანახმად ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნ----- წ--–-----ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 05 თებერვალს ბრალდებულ ნ----- წ--–-----ასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
ნ----- წ--–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თვისუფლების აღკვეტ 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთ 01 წლის 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთ ერთობლიობით ნ----- წ--–-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში (ოთხი ეპიზოდი).
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და იგი ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: ლ---- თ-----------, ლ-–- კ--–--------, მ--- ქ------–იას, ნ--- კ-----ას, მ--------- კ--–--------, ტ---- ჩ--–----ას, ბ--- ი-----ას, ლ---- მ--------, რ--------- პ--------, მ--- ვ---------ას, ტ------- კ----–---ას, ნ----- წ--–-----ას გამოკითხვის ოქმებით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული მასალები 2017 წელს მიშენების პროექტის დამტკიცების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები მიშენების ნებართვის დამტკიცების შესახებ, საჯარო რეესტრის სააგენტოდან მიღებული მასალები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დაადგინა:
ფ----ის რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ფ----ის რ--------–- პ----------------ის სტაჟირო-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას შორის, ზემდგომი პროკურორის გ------- ლ-----ას თანხმობით, 2019 წლის 05 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ----- წ--–-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თვისუფლების აღკვეტ 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთ 01 წლის 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთ ერთობლიობით ნ----- წ--–-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ----- წ--–-----ას დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
მსჯავრდებულ ნ----- წ--–-----ას ქცევაზე კონტროლი საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.
ფ----ის რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ ნ----- წ--–-----ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე