განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/123-18 (№061-50618005)
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით სვანაძე
სხდომის მდი---ი გურამ შენგელია
პროკურორ - მა---------–--ის
ადვოკატ - ცი–------------–---–ის
ბრალდებულ - ივ------–------------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ი-------–---------------------------------–--------–-–----------------------------------------–-----------–---–--------------------–---–------------ მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 126 1 -ე მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით: ი-------------ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნი8შვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აგრეთვე, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 მაისს, ი-------------ძე რ---------–-----------------–ი მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მეუღლის დედის-დ--–--------–-ძის კუთვნილ ოქროს სამკაულებს-ერთ ცალ ბეჭედსა და ერთ წყვილ საყურეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 1300 ლარის ოდენობით.
2018 წლის მაისის დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია) ი-------------ძე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. სამტრედია რ---------–-----------------–ი, რა დროსაც ის გაუბრაზდა თავის არასრულწლოვან გერს -1-.0--2--- წელს დაბადებულ ამ------------------ს იმის გამო, რომ არ მიუტანა ყავა და ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ი-------------ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 მაისს, ი-------------ძე რ---------–-----------------–ი მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მეუღლის დედის-დ--–--------–-ძის კუთვნილ ოქროს სამკაულებს-ერთ ცალ ბეჭედსა და ერთ წყვილ საყურეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 1300 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ი-------------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წელში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ფა------------–--–-ილმა სთხოვა მას ავტომანქანით გაეყვანა ქ. სამტრედიაში, როდესაც მივიდნენ ,,რ-------------’’ ფა------------–--–-ილმა ჩანთაში დაიწყო რაღაცის ძებნა, შეკითხვაზე კი უპასუხა, რომ მას დარჩა სახლში პირადობის მოწმობა და სთხოვა, რომ ოქროს ნივთები ჩაებარებინა მისი პირადობის მოწმობით, ვინაიდან მას (ი-------------ძეს) არ ჰქონდა საკმარისი საწვავი უკან დასაბრუნებლად, დათანხმდა, რომ მისი პასპორტით დაელომბარდებინა ოქროს ნივთები. შეკითხვაზე ფ-----ამ კი უპასუხა, რომ ეს ნივთები იყო მისი საკუთრება, თუმცა მან იცოდა, რომ მის მეუღლეს ოქროს ნივთები არ გააჩნდა, ვინაიდან ფ-----ას წარსულში არასოდეს უთქვამს მისთვის ტყუილი, ამჯერადაც მის სიტყვებში ეჭვი არ შეუტანია. აღნიშნული ოქროს ნივთების დალომბარდების შედეგად მან აიღო 500 ლარი და თანხა მთლიანად გადასცა ფა------------–--–-ილს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, სახლში ატყდა ხმაური, ფა------------–--–-ილმა უთხრა მას, რომ ოქროულობა, რომელიც ლომბარდში ჩააბარა, იყო მისი დედის საკუთრება და თუკი იგი გაიგებდა ამ ნივთების ლომბარდში ჩაბარების ფაქტს, სახლიდან გააგდებდა და სთხოვა მას დაებრალებინა აღნიშნული ფაქტი. ფ-----ას თხოვნით, მართლაც უთხრა და-–---------–--ეს, რომ მან ჩადო ლომბარდში აღნიშნული ნივთები და თვითონვე გამოიხსნიდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვეღარ გამოიხსნა ოქროს ნივთები და ისინი მიექცეული იქნა სარეალიზაციოდ. რაც შეეხება ა-----------------ძის მიმართ ძალადობას, ბრალდებულის განმარტებით, მას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია მისთვის, არც ჩუსტი უსვრია და არც არანაირ ძალადობას არ ჰქონია მისი მხრიდან ადგილი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ დ--–--------–-ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, რ---------–-----------------–ი, შვილიშვილთან, ამ------------------სთან, ერთად, რომელიც არის მისი ქალიშვილის, ფა------------–--–-ილის, შვილი პირველი ქორწინებიდან. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს თურქეთის რესპუბლიკიდან მასთან საცხოვრებლად ჩამოვიდნენ მისი ქალიშვილი ფა------------–--–-ილი და მისი მეუღლე ი-------------ძე. 2017 წლის ზაფხულში მისი შვილი ფა------------–--–-ილი სამუშაოდ წავიდა ქ. თბილისში და არც ისე ხშირად, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა სამტრედიაში. იგი არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მუდმივად ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა, ვინაიდან მან მისი სიძის, ი-------------ძის თხოვნით აიღო საპენსიო სესხი და მხოლოდ 90 ლარს იღებდა პენსიის სახით, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი მედიკამენტების შესაძენად და გადაწყვიტა მისი მეუღლის ნაჩუქარი ოქროს სამკაულების, კერძოდ საყურისა და ბეჭდის ლომბარდში ჩადება. მას აღნიშნული ოქროს სამკაულები შენახული ჰქონდა მის საძინებელ ოთახში და აღნიშნული ნივთების ადგილსამყოფელი იცოდა მხოლოდ მან. 2018 წლის მაისის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მოიძებნა ეს ოქროს ნივთები და იმ ადგილას, სადაც ჰქონდა შენახული აღარ დახვდა, რის გამოც ძალიან განერვიულდა და დაიწყო ყვირილი, რა დროსაც ოთახში შემოვიდა მისი შვილი ფა------------–--–-ილი, რომელმაც უთხრა, რომ მან აღნიშნული ნივთების თაობაზე არაფერი იცოდა და შეეცადა მის დამშვიდებას. ამ დროს ოთახში შემოვიდა ი-------------ძეც და უთხრა მათ, რომ ,,ნუ ყვირიხართ და ნუ გააგებინეთ ქვეყანასო’’, რადგან აღნიშნული ნივთები მას ჰქონდა აღებული და ლომბარდში ჩადებული და წარუდგინა მათ სალომბარდე ხელშეკრულება, ამასთან დასძინა, რომ 2 თვეში გამოიტანდა ამ ნივთებს ლომბარდიდან და დაუბრუნებდა მათ, თუმცა მისი კუთვნილი ნივთები დღემდე არ დაბრუნებია მას. სალომბარდე ხელშეკრულების თანახმად, ი-------------ძეს ბეჭედში აღებული ჰქონდა 280 ლარი, ხოლო საყურეში 220 ლარი. ოქროს სამკაულებიდან ბეჭედი იყო 3 თვლიანი, ჰქონდა 1 დიდი და 2 პატარა ბრილიანტის თვალი, აღნიშნულ ბეჭედში მის აწ. გარდაცვლილ მეუღლეს გადახდილი ჰქონდა 700 ლარი ხოლო, საყურის ღირებულება კი შეადგენდა 600 ლარს. საერთო ჯამში ორივე ნივთში გადახდილი იყო 1300 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მას პოლიციაში არ განუცხადებია, რადგან არ სურდა მის გამო დანგრეოდა მის შვილს ოჯახი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი და გამოკითხა აღნიშნული ქურდობის თაობაზე, როგორც შემდეგ გაიგო ი-------------ძეს და მის შვილს მოსვლიათ კონფლიქტი ქ. თბილისში და სწორედ ამის შემდეგ დაურეკავს პოლიციაში ფა------------–--–-ილს. რაც შეეხება მის შვილიშვილ ა-----------------ძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, მოწმემ აღნიშნა, რომ მისი სიძე, მის სახლში ცხოვრების დროს, სისტემატურად იჯდა კომპიუტერთან და იმ ოთახში შესვლა მათ აკრძალული ჰქონდათ და იგი ადგილიდან იძლეოდა სხვადასხვა დავალებებს. ზუსტი თარიღი არ ახსოვს სახლში იმყოფებოდნენ იგი, მისი სიძე და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი, როდესაც ი-------------ძემ ამ------------------ს დაავალა ყავის მოდუღება. იმის გამო, რომ ყავის მირთმევა გადაავიწყდა ბავშვს, ჩუსტი ესროლა მას, რაზედაც ბავშვი ძალიან დაიძაბა. ამ------------------ იმყოფებოდა მასთან ერთად ლოჯში, რა დროსაც გაბრაზებულმა ი-------------ძემ კისრის მიდამოებში ხელი მოუჭირა ბავშვს, აღნიშნულზე ძალიან ანერვიულდა დ--–--------–-ძე და მკაცრი ტონით დუყვირა ივ------------ეს, საპასუხოდ კი მისი სიძისგან მიიღო დედის მისამართით უშვერი სიტყვებით გინება, გინების ფაქტს წარსულშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი.
სასამართლო სხდომაზე ფა------------–--–-ილის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, რ---------–-----------------ში. ბრალდებული ი-------------ძე არის მისი ყოფილი მეუღლე, ისინი 3 წლის წინ შეუღლდნენ თურქეთში, 2016 წლის დეკემბერში ჩამოვიდნენ საქართველოში და ცხოვრობდნენ ქ. სამტრედიაში რ---------–-----------------ში, მისი დედის დ--–--------–-ძის საცხოვრებელ სახლში. მათთან ეთად ასევე ცხოვრობდა მისი არასრულწლოვანი შვილი, ამ------------------. ი-------------ძეს ოფიციალურად დაშორდა 3 თვის წინ. დაახლოებით 1 წლის წინ, იგი სამუშაოდ წავიდა ქ. თბილისში, ხოლო ი-------------ძე დარჩა სამტრედიაში, მისი დედის, დ--–--------–-ძის, საცხოვრებელ სახლში. ქორწინებაში მათ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე სამტრედიაში და ი-------------ძეც აკითხავდა მას თბილისში, სადაც იგი ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. მის დედას დ--–--------–-ძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება მედიკამენტებით მკურნალობა, როდესაც ავად გახდა გაუმხილა ოქროს ნივთების შენახვის ადგილის თაობაზე და უთხრა, რომ თუკი დამძიმდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩაებარებინა ეს ნივთები და ეყიდა წამლები. ოქროები შენახული იყო მისი დედის დ--–--------–-ძის საძინებელი ოთახის კარადაში. ამის შემდეგ მან მოიძია საჭირო თანხა და ოქროს ნივთების ლომბარდში ჩადება აღარ გახდა საჭირო, რამდენიმე დღეში კი ისევ დასჭირდა ფული, მოიძებნეს აღნიშნული ოქროს ნივთები და ვეღარ იპოვეს, რის გამოც მისი დედა, დ--–--------–-ძე, ძალიან აღელდა და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, ამ დროს ოთახში შევიდა ი-------------ძე და განუცხადა მათ, რომ ნუ ხმაურობდნენ, რადგან აღნიშნული ნივთები მას ჰქონდა აღებული და ლომბარდში ჩადებული, პროცენტს კი ყოველთვიურად იხდიდა და ანახა მათ შესაბამისი სალომბარდე ხელშეკრულებაც. ამის შემდეგ ფა------------–--–-ილი კვლავ გაემგზავრა ქ. თბილისში და ი-------------ძეს ხშირად ახსენებდა პროცენტის გადახდას, ი---ე კი ეუბნებოდა, რომ იხდიდა პერიოდულად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ი-------------ძისაგან გაიგო, რომ ნივთები დაკარგული იყო, რადგან ვერ შეძლო პროცენტის გადახდა. იმ დროისთვის აღნიშნულის შესახებ არ განუცხადებია პოლიციაში, რადგან არ სურდა ოჯახის პრობლემების გამოაშკარავება. როგორც შემდგომ გაიგო, მასთან თანაცხოვრების პარალელურად, ი-------------ძეს ჯვარი დაუწერია სხვა ქალბატონზე, რომელსაც უჩუქებია მისთვის ავატომანქანა, ვინაიდან აღნიშნული მისთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და მათი ოჯახის გადარჩენა და თანაცხოვრება შეუძლებლად მიიჩნია, გადაწყვიტა ი-------------ძესთან ურთიერთობის შეწყვეტა, აღნიშნულით ძალიან გაღიზიანებული ი-------------ძე კი დაემუქრა მას ჯანმრთელობის დაზიანებით, ვინაიდან იგი მარტო ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნაქირავებ ბინაში, რომლის ადგილმდებარეობაც ი-------------ძისათვის ცნობილი იყო, მას შეეშინდა მართლაც არ მოეყვანა მუქარა სისრულეში და დარეკა პოლიციაში, თავდაცვის მიზნით. რაც შეეხება ა-----------------ძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, მოწმის განმარტებით, თავდაპირველად მის შვილთან ი-------------ძეს ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდეგ ბავშვის მიმართაც გახდა უხეში, რის გამოც ხშირად საყვედურობდა იგი ი-------------ძეს, ეს უკანასკნელი კი, ამ გარემოებას ხსნიდა იმით, რომ მას სურდა ამ---------------იძე კაცად გაეზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ი-------------ძე არის აზარტული მოთამაშე, ერთ საღამოს დიდი თანხა წააგო, აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებულმა კი, მის თვალწინ, ოთახის ჩუსტი ესროლა ამ------------------ს.
სასამართლო სხდომაზე ლე-–-----------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სადაც ძირთადად ხდება ოქროს ნივთების ჩაბარება, გზავნილების გაგზავნა და ა.შ. სესხის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, 2017 წლის 17 მაისს, მოქალაქე ი-------------ძემ მათ ორგანიზაციაში ჩააბარა ოქროს ნივთები, რის სანაცვლოდაც გაიცა თანხა 500 ლარის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებისა და შეფასების აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცა ი-------------ძეს, ვინაიდან იგი არის ბრილიანტის შეფასების ექსპერტი აღნიშნული ბეჭედი და საყურე მის მიერ იქნა შეფასებული. სესხის ხელშეკრულების თანახმად, 3 თვის პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ხდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, შემდეგ კი ხდება ნივთის რეალიზაცია, აღნიშნული ვადაგადაცილების თაობაზე კლიენტს ეგზავნება როგორც მოკლეტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონზე, ასევე შეტყობინება ეგზავნება დაზღვეული ფოსტითაც. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ი-------------ძის მიერ არ იქნა გადახდილი არცერთი თვის პროცენტი, მოხდა ნივთების რეალიზაცია, კერძოდ მოხდა აღნიშნული სამკაულების გადადნობა და ზოდის სახით შერევა სხვა ოქროში. ხელშეკრულების გაფორმების დროს მას მხოლოდ ი-------------ძესთან ჰქონდა ურთიერთობა, ხოლო სხვა პირი ახლდა თუ არა მას, ამის შესახებ არაფერი იცის.
სასამართლო სხდომაზე გი---------–--–-–---–ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოსი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერაა შესრულებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა არასრულწლოვნის გამოკითხვისა, კერძოდ გამოკითხული ჰყავს დ--–--------–-ძე, ფა------------–--–-ილი, ი-------------ძე, მის მიერ ასევე ჩატარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მანვე წარუდგინა ბრალი ი-------------ძეს და გამოკითხა ბრალდებულის სახით. მოწმეთა გამოკითხვა მოხდა სამტრედიის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე ზვ-------------ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მის იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანმდებობაზე. მას მოცემულ საქმეზე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სპეციალიზებულ გამომძიებელს, კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვანი მოწმე ამ------------------, ი-------------ძის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთთან დაკავშირებით, მის მიერ მოხდა აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობა და მისთვის ასევე კანონიერ წარმომადგენელთან ერთად აღნიშნული დადგენილების გაცნობა.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მოწმე გო---------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, წყ--------------------–ი, ოჯახთან ერთად, ჰყავს ნაცნობი ქალაქ წყალტუბოში, მა-------–---–--------------–ი მცხოვრები ი---ე, იგივე ვ-------------ძე, რომელსაც იცნობს პატარაობიდანვე, რომელიც ცხოვრობდა მისი მეუღლის მშობლების მეზობლად. სამი წლის წინ ი---ემ თურქეთის რესპუბლიკაში გაიცნო ფა------------–--–-ილი, რომელთანაც დაქორწინდა მალევე, როგორც მისთვის ცნობილია იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებში, თუმცა ფ-----ას ყველგან მოიხსენიებდა მეუღლედ, ფ-----ა და ი---ე ქორწინებიდან მალევე ჩამოვიდნენ საქართველოში და ცხოვრობდნენ ქალაქ სამტრედიაში, ფ-----ას საცხოვრებელ ბინაში. დაახლოებით ერთი წლის წინ, მასთან სახლში მივიდა ი---ე, ფ-----ასთან ერთად, რომლებმაც სთხოვეს დახმარებოდა აწ. გარდაცვლილი ფ-----ას მამის კუთვნილი ვაზ 2---- მარკის ავტომანქანის გაყიდვაში, ვინაიდან სურდათ ახალი ავტომანქანის შეძენა, მანაც აღუთქვა დახმარება და საბოლოოდ თავად გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა მისი რძლის ბიძისთვის, შეთანხმდნენ 1400 ლარზე და რამდენიმე დღის შემდეგ წინასწარ, პირადად მისცა აღნიშნული თანხა მარტო მყოფ ი---ეს, მასთან ეზოში, თანხის გადაცემიდან მეორე დღესვე ი---ემ მიუყვანა მანქანა. როგორც მისთვის ცნობილია მანქანის გაყიდვით აღებული თანხით ი---ემ და ფ----- შეიძინეს სხვა ავტომანქანა. მას არასოდეს გაუგია ი-------------ძის მიერ ფა------------–--–-ილის შვილის ცემის შესახებ, ასევე არასოდეს გაუგია ი---ეს მიერ ფ-----ას ოჯახიდან რაიმე ნივთების ქურდობის ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 29 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ,, ამოღებულ იქნა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N 1301306 გაფორმებული კლიენტ ი---მე გორდაძესა და (პ/ნ 53001-26979) და მენეჯერ ლ--–----------ძეს შორის 2017 წლის 17 მაისს, რომლის თანახმად, ი-------------ძეს ჩაბარებული ოქროს საყურისა და ბეჭდის სანაცვლოდ გადაეცა 500 ლარი: შენიშვნა ლე-–-----------ის განმარტებით თანხის გადაუხდელობის გამო ჩაბარებული ნივთები წავიდა რეალიზაციაში ‘’
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათივე უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ აძლევს სასამართლოს საფუძველს, რათა გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია ი-------------ძის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულ დ--–--------–-ძის, მოწმეების: ფა------------–--–-ილის, ლე-–-----------ის, გი---------–--–-–---–ის, ზვ-------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სალომბარდე ხელშეკრულების ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ი-------------ძემ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნი8შვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ამდენად სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რეველანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება-ერთობლიობით დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ი-------------ძემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნი8შვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ამავე დროს, სასამართლომ განიხლია წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა ბრალდებულ ი-------------ძის, დაზარალებულ დ--–--------–-ძის მოწმის სახით მიცემული ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ი-------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ი-------------ძის პოზიციას, ბრალდების ამ ნაწილში, მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უტყუარად დასადასტურებლად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის არასრულწლოვანმა გერმა, ამ------------------მ, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის - ი-------------ძის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ი-------------ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მოწმე დ--–--------–-ძის ჩვენება, აგრეთვე, არასრულწლოვანი დაზარალებულის ა-----------------ძის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ ი-------------ძის წინააღმდეგ. აღნიშნული მტკიცებულების (მოწმე დ--–--------–-ძის ჩვენების) გარდა საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ი-------------ძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-------------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-------------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში, სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ი-------------ძეს უნდა დაენიშნოს სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269- 270-ე, 271-276-ე, 277-ე- 278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-------------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს
მსჯავრდებული ი-------------ძე დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
მსჯავრდებულ ი-------------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 04 აგვისტოდან, 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კი დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.
მსჯავრდებულის მოთავსება შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაევალოს შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე