გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310018002707548
საქმე №3/708-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - იზოლდა ლოსაბერიძე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
მოპასუხე - ო-----------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ო-----------–-–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს საჯარიმო თანხის -3000 ლარის, ზედმეტად დარიცხული თანხის - 388,16 ლარის, ჯამში - 3 388,16 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ო-----------–-–---–ს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა კონტრაქტი N4---/16, იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკურტებად (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“). სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 04 წლის ვადით. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა „სამხედრო მოსამსახურის“ ხელფასით უზრუნველყოფა.
2018 წლის 24 აგვისტოს N5086 ბრძანების თანახმად, ო-----------–-–---–ი გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ვინაიდან, ო-----------–-–---–ი დათხოვნილ იქნა ვადაზე ადრე შეარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, N4---/16 კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, მის მიმართ წარმოიშვა ფინანსური ვალდებულება, 3 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ ო-----------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გააჩნია დავალიანება ზედმეტად გადახდილი თანხის სახით, კერძოდ: ო-----------–-–---–ი დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან 2018 წლის 17 აგვისტოს, აქედან გამომდინარე ო-----------–-–---–ს უნდა ჩარიცხოდა 16 დღის ხელფასი 414,04 ლარი, ხოლო მის მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასის 802,20 ლარის ჩარიცხვა, შესაბამისად ზედმეტად გაცემული 15 დღის ხელფასმა შეადგინა 388,16 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოითხოვს ო-----------–-–---–ს დაეკისროს საჯარიმო თანხის - 3 000 ლარის ანაზღაურება და ზედმეტად დარიცხული თანხის 388,16 ლარის - ჯამში 3 388,16 ლარის ანაზღაურება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ო-----------–-–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც 2019 წლის 08 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, რომლისთვისაც იგი მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამიტომ სასამართლოსათვის უცნობია ო-----------–-–---–ის პოზიცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 19 სექტემბერს, ო-----------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი, იგი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკურტებად (საშტატო კატეგორია „I“ კლასის რიგითი“) თანამდებობაზე. სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2016 წლის 19 ივნისის N4---/16 კონტრაქტის 6.1.2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის სამხედრო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 19 ივნისს N4---/16 კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 15-22).
- ბრძანება (იხ. ს.ფ. 23).
3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ ო-----------–-–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nათ 000069075. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისში, ო-----–-–---–ის ქუჩაზე, ო-----------–-–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით, ო-----------–-–---–ს შეუჩერდა მართვის უფლება 06 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N ათ 000069075;
- 2018 წლის 17 აგვისტოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
3.3. დადგენილია, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) პუნქტების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 24 აგვისტოს N MOD 2 18 00005086 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო - მესანგრეთა II ოცეულის საინჟინრო -მესანგრეთა II ათეულის მძღოლი (საშტატო კატეგორია „კაპრალი - სპეციალისტი“ შტატი N8/1193-01), I კლასის რიგითი ო----- რ-----ის ძე დ---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 17 აგვისტოდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 24 აგვისტოს N MOD 2 18 00005086 ბრძანება (იხ. ს.ფ. 24)
3.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2018 წლის 30 ოქტომბრის N MOD 4 18 01093864 წერილის თანახმად ირკვევა, რომ მე- 3 ქვეითი ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის I კლასის რიგით ოთარ რ-----ის ძე დ---–-–---–ის (6----------) ხელზე ასაღები ხელფასი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: წოდებრივი სარგო - 764,00 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი - 38,20 ლარი, სულ 802,20 ლარი. აღნიშნული წერილის თანახმად, I კლასის რიგითი ო-----ი რ-----ის ძე დ---–-–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 24 აგვისტოს. ო-----------–-–---–ს უნდა ჩარიცხვოდა 16 დღის ხელფასი 414,04 ლარი, ხოლო ზედმეტად გაცემულმა 15 დღის ხელზე აღებულმა ხელფასმა შეადგინა 388,16 ლარი. I კლასის რიგითი ო-----------–-–---–ის მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის აგვისტოს ხელფასის - 802.20 ლარის ჩარიცხვა, რადგან ბრძანების გამოცემის მომენტში აგვისტოს თვის ხელფასის მოთხოვნა დაფინანსების შესახებ გაგზავნილი იყო თავდაცვის სამინისტროს მართვის დეპარტამენტში.
ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ო-----------–-–---–ის კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწვეტამდე ნამსახურობის პერიოდი არის 5 დღე და 11 თვე, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა არის 388,16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ. ს.ფ. 25)
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2018 წლის 30 ოქტომბრის N MOD 4 18 01093864 წერილი (იხ.ს.ფ. 28).
- საგადახდო დავალებები (იხ.ს.ფ. 29-30).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო-----------–-–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა N4---/16 კონტრაქტი, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით,რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ ო-----------–-–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N ათ 000069075 ადსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს ქ. ქუთაისში ორხელაშვილის ქუჩაზე, ო-----------–-–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით, ო-----------–-–---–ს შეუჩერდა მართვის უფლება 06 თვის ვადით.
დადგენილია, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (სამსახურებრივი შესაბამობისათვის) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) პუნქტების, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 24 აგვისტოს N MOD 2 18 00005086 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო - მესანგრეთა II ოცეულის საინჯინრო -მესანგრეთა II ათეულის მძღოლი (საშტატო კატეგორია „კაპრალი - სპეციალისტი“ შტატი N8/1193-01), I კლასის რიგითი ო----- რ-----ის ძე დ---–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2018 წლის 17 აგვისტოდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2018 წლის 30 ოქტომბრის N MOD 4 18 01093864 წერილით დადგენილია, რომ მე - 3 ქვეითი ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის I კლასის რიგით ო----- რ-----ის ძე დ---–-–---–ის (6----------) ხელზე ასაღები ხელფასი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: წოდებრივი სარგო -764,00 ლარი, წელთა ნამსახურობის დანამატი - 38,20 ლარი, სულ 802,20 ლარი. აღნიშნული წერილის თანახმად, I კლასის რიგითი ო-----ი რ-----ის ძე დ---–-–---–ი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 24 აგვისტოს. ო-----------–-–---–ს უნდა ჩარიცხვოდა 16 დღის ხელფასი 414,04 ლარი, ხოლო ზედმეტად გაცემულმა 15 დღის ხელზე აღებულმა ხელფასმა შეადგინა 388,16 ლარი. ო-----------–-–---–ის მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის აგვისტოს ხელფასის 802.20 ლარის ჩარიცხვა, რადგან ბრძანების გამოცემის მომენტში აგვისტოს თვის ხელფასის მოთხოვნა დაფინანსების შესახებ გაგზავნილი იყო თავდაცვის სამინისტროს მართვის დეპარტამენტში, რაც დასტურდება საგადახდო მოთხოვნებით.
ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ო-----------–-–---–ს კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდი არის 5 დღე და 11 თვე, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა არის 388,16 ლარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან „ სამსახურებრვი შეუსაბამობისათვის“ და „კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო“. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით. შესაბამისად ო-----------–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხის - 3000 ლარის და ზედმეტად დარიცხული თანხის 388,16 ლარის - ჯამში 3 388,16 ლარის ანაზღაურება, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ო-----------–-–---–ს (პ/ნ 6----------), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს საჯარიმო თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის და ზედმეტად დარიცხული თანხის - 388,16 (სამას ოთხმოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის, ჯამში - 3 388,16 (სამი ათას სამას ოთხმოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი