განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100116001635969
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა შკუბულიანმა,ნინო დანელიას მდივნობით,პროკურორ - ა-–--–- გ----ას

ადვოკატ - ნ------–-------ის

ბრალდებულ - ო----- ვ------–---–ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ო----- ბ------- ძე ვ------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ----------------–----------------------- ამჟამად N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო----- ვ------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ---------------–---- სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით ო----- ვ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით. ო----- ვ------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----------------.

 

რ---------------–---- სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ო----- ვ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2016 წლის 15 ოქტომბერს, დილის საათებში, ო----- ვ------–---–მა ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ლ---- ე-–-----ესთან ერთად, რომელიც ასევე იმუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქ. თბილისში, თ-------------------------–- განთავსებული სავაჭრო სალონიდან, მ-------------ეს გასტაცა ოქროს სამკაულები, რის შედეგად მ-------------ეს მიადგა 6110 (ექვსი ათას ას ათი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

ო----- ვ------–---–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტიცებულებათა ერთობლიობა ო----- ვ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ: ო----- ვ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დადასტურებულია მოწმეების - ლ---- კ------ის, ზ----- ჩ---–--------ის, ს----- დ----–---–ის, ნ-------------ის, რ---–-------------ის, გ------------ას, ვ-–---------------–---–ის, მ-----–-------–----ის, ა-----------------ას, ს----- ღ---–---ისა და თ----- რ------–---–ის ჩვენებებით, მ-------------ის მოწმის და დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებებით, ო----- ვ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, პირის ამოცნობის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ოქმებით საგნების ამოცნობის შესახებ, რ---------------–---- სასამართლოს 2----–-–--------------ა და 2----–-–------------- განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

სასამართლო ო----- ვ------–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და აღნიშნავს, რომ ო----- ვ------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდაოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას და იმ ფაქტს, რომ მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ვერ იქნა. რაც შეეხება ო----- ვ------–---–ის ნასამართლობას, საქართველოს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან ამჟამად ო----- ვ------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს ნასამართლობას, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს („იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის“), აღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად სასჯელის დამძიმების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებასაც, რომ ო----- ვ------–---–ი არაერთხელ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და შესაბამისად მისი ქმედება, მაკვალიფიცირებელი ნიშნის გათვალისწინებით - იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაუთრებისთვის, სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

გარდა იმისა, რომ საქართველოს სსკ 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ო----- ვ------–---–ის მიერ ჩადენილია ჯგუფურად, კვალიფიკაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ის მრავალჯერ ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, რის გამოც მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია შესაბამისი მუხლის შესაბამისი ნაწილით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ო----- ვ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტის და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტის სანქციები, სასჯელის სახით ითვალისწინებენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას.

 

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით ო----- ვ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა რ---------------–---- სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა (4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობით) და საბოლოოდ ო----- ვ------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე. ო----- ვ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 12 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–----------------------------–-–------------------- ჩათვლით.

 

ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ო----- ვ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 378-ე მუხლის პირველი და 37811-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:

საქართველოს სსკ 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სსკ 37811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 09 (ცხრა) თვის ვადით, შთანთქა ნაკრებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ო----- ვ------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, ო----- ვ------–---–ის სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 07 (შვიდი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის და 01 (ერთი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ 64-ე მუხლი საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე. ო----- ვ------–---–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2----–-–-------------------. ო----- ვ------–---–ის სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–------------------------------–-–--------------------------–-----------------–-–----------------------------–-–-------------------------------

 

შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ო----- ვ------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო----- ვ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მულის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 8 (რვა) წლით და 1 (ერთი) თვით თ/აღკვეთიდან და 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსაჯვრიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ო----- ვ------–---–ს 11 (თერთმეტი) წელი განესაზღვროს თ/აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ო----- ვ------–---–ს თ/აღკვეთით სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–----------------------------–-–------------------------------–-–------------------------------–-–--------------------------–----

 

თ/აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ ო----- ვ------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ლ---- ე-–-----ის ტანსაცმელი, „ო---–---------“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით Y------, რომელიც განთავსებულია დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, 2----–-–---------------- ჩატარებული საგნების (ობიექტების) ამოცნობის შემდეგ დალუქული ოქროს ნივთები, დალუქული 9 სპეცპაკეტად, რომლებიც ინახება დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, 2016 წლის 1 დეკემბერს ჩატარებული საგნების (ობიექტების) ამოცნობის შემდეგ დალუქული ოქროს ნივთები და გახსნილი სპეცპაკეტები, დალუქული 16 სპეცპაკეტად, ინახება დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, ოქროს ნივთები დალუქული 10 ცალ სპეცპაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კარის სახელური, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კარის შიდა და გარე სახელურები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მოწითალო ფერის ოქროულობის დახლი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული წითელი ფერის ოქროულობის დახლი, დალუქული ერთ პაკეტად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული უჯრა ხის სათავსოებით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი 1 ცალ DVD დისკზე, ავტომობილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი 1 ცალ DVD დისკზე, 2----–-–------------------- ჩატარებული საგნების ამოცნობის ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი 1 ცალ DVD დისკზე, 2----–-–---------------- ჩატარებული საგნების (ობიექტების) ამოცნობის ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი 9 ცალ CD დისკზე, 2016 წლის 1 დეკემბერს ჩატარებული საგნების (ობიექტების) ამოცნობის ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი 1 ცალ DVD დისკზე, ს-----–----------------–--------–-------------------------------–-------------- გადმოგზავნილი 6 დაქტილობარათი დალუქული N--------------------------------------------------------------- სპეცპაკეტად, ასევე 6 ცალი დაქტილოფირი დალუქული ე-----–--–--------- სპეცპაკეტად, 13 დაქტილოფირი დალუქული 1-–--–---------- სპეცპაკეტად და ერთ ცალი CD დისკი დალუქული ე-----–--–---------- სპეცპაკეტად, რომლებიც ინახება დ-----------------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში, ასევე ლ---- ე-–-----ის და ო----- ვ------–---–ის სუნის ნიმუშები, ო----- ვ------–---–ის ნერწყვის და სისხლის ნიმუშები, მ-------------ის, ლ---- ე-–-----ის, ზ----- ჩ---–--------ის, ვ-–---------------–---–ისა და ლ---- კ------ის ნერწყვის ნიმუშები, ავტომობილის სავარძლებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომობილის სავარძლების ზედაპირიდან ამოღებული ქსოვილების ნიმუშები - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი