განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-471-18
(№012180518001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი: ხ------------------
სტაჟიორ-პროკურორი: ს--–---------–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული: გ------------ ს---, დაბადებული 1--- წლის 1- ა---------, ი---------- მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული - ი---------, სოფელი დ----, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. რ--------, ს---------- ქუჩა N--ში.
ადვოკატი: რ--- გ--------–--
თარჯიმანი: ს---- მ--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე ქ. რ-------–-, ს---------- ქუჩაზე N--ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დ---- კ---–-----ა და გ------------ ს---ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ------------ ს---მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვნივ გულმკერდის ზედაპირზე და მარცხნივ მუცლის ზედაპირზე ორჯერ დაარტყა დანა დ---- კ---–-----, რითაც ამ უკანასკნელს გულმკერდის ღია და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით მ--ყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის მძიმე დაზიანებები. გ------------ ს---ის განზრახვა ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, ვინაიდან დ---- კ---–----- სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
განზრახ მკვლელობის მცდელობა - მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა.
გ------------ ს---ის მიერ დ---- კ---–-----ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულები:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული დ---- კ---–-----, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულს იცნობს კარგად და მეგობრობენ, ერთ შენობაში ცხოვრობენ ს---------- ქ. N--ში. მისი და გ------------ ს---ის ოთახები ერთმანეთისგან დაშორებულია დაახლოებით 10-15 ნაბიჯით. 2018 წლის 18 მაისს, საღამოს მას სიგარეტი არ ჰქონდა და შევიდა გ------------ ს---ის ოთახში სიგარეტის სათხოვნელად. ოთახში იყვნენ ჰ--- კ------ი და გ------------ ს---ი. ჰ--- კ------ს ეტყობოდა რომ ღრმა ძილში იყო, მეორე საწოლზე იწვა და ყურსასმენები ეკეთა. გ------------ი საწოლზე იწვა, ეძინა თუ არა, არ იცის, ის ხელით შეეხო და მოატრიალა. ჰკითხა სიგარეტი ხომ არ ჰქონდა, ის წამოდგა და ჩხუბი დაუწყო. გაუკვირდა მისი ასეთი ქცევა და სთხოვა თავი დაენებებინა, გავიდოდა და გარეთ იყიდდა, მოიშორა, მაგრამ მეორედაც მიადგა და ჩხუბი დაუწყო უფრო ძლიერად, შემდეგ დანა აიღო და დაარტყა. იქ ერთი ამხანაგი იყო, ის მივიდა და გააშველა, მერე მეორე მეგობარი მივიდა, გ----- (გ------------ ს---ჰი) ჰქვია მას და სააბაზანოში შეიყვანა. მაისური სისხლიანი რომ ჰქონდა გაიხადა, გამობერილი ჰქონდა ჭრილობა. ოთახში რომ შებრუნდა ს---ის უთხრა, როგორ დამარტყიო დანაო და ამ დროს მეორედ დაარტყა დანა ცოტა ქვემოთ მუცელში. გრძნობდა, რომ თვალები უბნელდებოდა, ვერაფერს ვეღარ ხედავდა და თვითონ დაწვა საწოლზე. შემდეგ უკვე მოგროვდა ყველა - ჯ----, გ-----, გ----, ჰ---------- და ჰ--- კ------ი. ამ მომენტიდან ის ყველას სთხოვდა, რომ სასწრაფოში დაერეკათ, რამდენჯერმე გაუმეორა, მაგრამ არავის არ დაურეკავს. ყველა ეუბნებოდა, რომ დაწოლილიყო და დილამდე გაუვლიდა, ტანსაცმელი შემოიჭირე რომ სისხლი არ გამოგივიდეს და გაგივლის დილამდეო. შემდეგ კიდევ ვიღაც შემოვიდა ერთი ბიჭი და იმას სთხოვა, რომ მისი მეგობარი გოგონასთვის დაერეკათ და როდესაც ის მივიდა, მან მიხედა, დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა მის მისვლასაც.
დაზარალებულმა კითხვაზე თუ რატომ გახდა აგრესიული ბრალდებული, განმარტა, რომ დაახლოებით 7-8 დღით ადრე ამ ფაქტამდე ს---მა ის უმიზეზოდ სცემა ისე, რომ ერთი მკლავი სულ დალურჯებული ჰქონდა. ს---ი მას ხან სიგარეტს სთხოვდა, ხან ფულს და აძლევდა ხოლმე. მაშინ ხელი არ შეუბრუნებია. ეხლა ეს ფაქტი რომ მოხდა, მას ხელი არ დაურტყამს ს---ისთვის, უბრალოდ ხელი ჰკრა, რომ თავი დაენებებინა. როდესაც მიტრიალდა და მიდიოდა, უკნიდან კიდევ ურტყამდა, რომ მოტრიალდა მერე უკვე დანა დაარტყა. როგორი იყო ეს დანა არ ახსოვს. იქ დიდი ოთახია, სადაც ყველას ერთად ეძინა, ოთახშივე გვერდით პატარა სამზარეულოა, იქ ყოველთვის ეწყო დანები და ჭურჭელი, შეიძლება ს---იმ დანა იქიდან აიღო. ს---ი აგინებდა. მას საპასუხოდ არაფერი უთქვამს. რატომ გახდა აგრესიული და რატომ აგინებდა არ იცის, პირველად დანა დაარტყა მკერდის მარჯვენა მხარეს. პირველად რომ დანას ურტყამდა ეს დაინახა გ-----მ და კიდევ ერთმა მეგობარმა. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, კიდევ დაარტყამდა, მათ გააშველეს, ერთხელ რომ დაარტყა გაიყვანეს ცალ-ცალკე. რომ გაიყვანეს და მან გაიხადა და დაინახა ჭრილობა ტელეფონი არ ჰქონდა თან და სასწრაფოში დარეკვას ითხოვდა, თან უთხრა ს---ის რომ ესე როგორ გამიმეტე როგორ დამარტყიო და ამაზე არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ აგინებდა და მეორედ დაარტყა დანა მუცლის არეში. მეორე დარტყმის შემდეგ მეგობრები, რომ შემოვიდნენ მათაც სცემეს გ------------ი, ეჩხუბებოდნენ რა გააკეთეო. ის იწვა და ითხოვდა, რომ ვინმეს სასწრაფო გამოეძახებინა, გ------------ი თავისთვის იყო უკვე, დანაც დაგდებული ჰქონდა და იდგა კუთხეში. მან დანა მას შემდეგ დადო, რაც მისი მეგობრები შემოვიდნენ და ეჩხუბნენ. ის უბრალოდ სტუდენტია, რომელიც საქართველოში სწავლობს და მანამდე არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. დარწმუნებულია, რომ გ------------ს მისი მოკვლა სურდა. 10 დღის უკან თავის მეგობარ გოგონას ეკამათებოდა და გ------------მა დაუწყო ყვირილი, რაზეც მაშინ ხმა არ ამოუღია. როდესაც მან ისევ გააგრძელა ჩხუბი, გ------------მა ამჯერად მას ააფარა პირზე ხელი და დაუწყო ცემა. დ---- და მისი მეგობარი გოგონა პირადი ურთიერთობის გამო კამათობდნენ, გ------------ი კი მუდმივად ერეოდა მათ კამათში. რატომ ერეოდა გ------------ი მათ ჩხუბში არ იცის. გ------------ი ყოველთვის მიდიოდა მათთან, როდესაც ისინი ერთად იმყოფებოდნენ. თავად დ---- და მისი მეგობარი გოგონა ერთად ცხოვრობდნენ და ისინი ყოველ წვრილმანზე კამათობდნენ.
დაზარალებულის განმარტებით, მისი დაჭრის ღამეს შესაძლოა გ------------ი იმის გამო გახდა აგრესიული, რომ დ----მ ის გააღვიძა, თუმცა დაზუსტებით არ იცის. აქამდეც ყოფილა შემთხვევა, რომ მას უთხოვია გ------------ისთვის სიგარეტი და თავადაც მიუცია, ამჯერად რა მოხდა, არ იცის, ჩხუბის დროს მათთან ერთად იმყოფებოდნენ: ჰ--- კ------ი, გ------------ ს---ჰი. იმ მომენტში ჰ--- კ------ი გადაბრუნებული იყო და ეძინა, გ------------ს კი ყურსასმენები ეკეთა. თავიდან რომ შევიდა მან დაინახა ჰ--- კ------ი, გ------------ ს---ი და ჰ--------- ს---ი. პირველი გ------------ ს---ს გაეღვიძა ხმაურზე დანა, რომ დაარტყა გ------------მა და მან გააშველა ისინი, რის შემდეგაც შევიდა აბაზანაში, მეორედ რომ შემობრუნდა და მეორედ დაარტყა დანა, შემდეგ გაეღვიძა ყველას. სანამ ის გონზე იყო, მას არ შეუმნევია იქ ბ----- კ------ი და ჯ----------- ს---ი.
ადვოკატის კითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ მან გამოძიების დროს ორივეჯერ ერთიდაიგივე ჩვენება მისცა. ოპერაციის გაკეთებამდე ცოტა სრული და გასუქებული იყო ვიდრე ახლა არის, რადგან ოპერაციის შემდეგ ცდილობდა სწორად ეკვება. წინა ჩხუბს მასსა და გ------------ს შორის შეესწრო მხოლოდ ერთი ბიჭი, სახელად ტერაჟი და მისი მეგობარი გოგონა, რომლებიც ხედავდნენ, რომ გ------------ი ეჩხუბებოდა მას, თავად კი ხელს არ უბრუნებდა. ეს ჩხუბი მოხდა იქ, სადაც ცხოვრობენ სტუდენტები, ს---------- ქუჩაზე, რა დროსაც ორივენი იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. ისინი ალკოჰოლურ სასმელს საკმაოდ ხშირად, კვირაში 5-ჯერ მაინც იღებდნენ.
იმ ღამესაც ცოტა ნასვამები იყვნენ, თავდაპირველად კარტს თამაშობდნენ საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლში და თან სვამდნენ, გ------------იც იქ იყო. ბრალდებულმა უფრო მეტი დალია, რადგან იმ მომენტში მას არ ჰქონდა თანხა, რომ შეეძინა სასმელი. გ------------მა თავად მოიტანა ალკოჰოლური სასმელი. დალევის შემდეგ ის წავიდა თავის ოთახში, ჰ---მაც თქვა, რომ სახლში მივდივარო, გ------------ი კი დარჩა და განარძობდა დალევას. ცოტა ხნის შემდეგ, მიბრუნდა და სიგარეტი სთხოვა. მან არ იცის ვისი ნაქირავები იყო ის ოთახი, სადაც ისინი სვამდნენ, მაგრამ იცის, რომ იქ ცხოვრობდნენ სხვა მეგობრებიც და თავადაც ხშირად იძინებდა იქ, ამ ოთახში იდგა საწოლი, რომლის სიახლოვესაც იატაკზე თამაშობდნენ კარტს და მიირთმევდნენ სასმელს. პირველი ჩხუბის შემდეგ სანამ ბრალდებული მას დაჭრიდა, ისინი ჩვეულებრივ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ელოდებოდა როდის მოუხდიდა გ------------ი ბოდიშს, თუმცა მან ბოდიში რომ არ მოუხადა და თავი დაანება, რადგან ძმები არიან, ორივე ინდოელები არიან და ასე მიმართავენ ერთმანეთს. იმ საღამოს გ------------მა მას თავიდან უთხრა, რომ წასულიყო და არ ყოფილიყო მათთან ერთად, რაც სხვებმაც გაიგონეს, მან კი უპასუხა რომ ცოტა ხანს ითამაშებდა და წავიდოდა, როცა სხვები წავიდნენ ისიც გაჰყვა, მას შემდეგ რაც დალია. ამ დროის განმავლობაში კი ბრალდებული ხშირად უმეორებდა, წადი ნუ ზიხარ აქო, რაზეც ის პასუხობდა, რომ ითამაშებდა და წავიდოდა. ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, დ---- რჩებოდა მათთან ერთად და როცა ყველა წავიდა, შემდეგ წავიდა ისიც თავის ოთახში. დაზარალებულის განმარტებით სიგარეტზე მაინც და მაინც გ------------თან იმის გამო მივიდა, რომ დანარჩენი ბიჭები სიგარეტს არ ეწეოდნენ, მხოლოდ ის ეწეოდა და მას ექნებოდა სიგარეტი, თანაც გ------------იც მიდიოდა ხოლმე შუაღამით დ----სთან სიგარეტის სათხოვნელად. მთელ სახლში მხოლოდ ოთხნი ეწოდნენ, ჰ--------- ს---ი, მ---–-–-----, გ------------- და დ---- კ---–-----. ჰ--------- ს---ი არ იმყოფებოდა ოთახში, მ---–-–-----ს არ ჰქონდა ან არ მისცა და ბოლოს მივიდა ბრალდებულთან. დალევის მომენტში მხოლოდ ჰ--------- ს---ი ეწეოდა სიგარეტს.
მას შემდეგ რაც დაიშალნენ და დ---- დაბრუნდა ოთახში სიგარეტისთვის გ----------- ნახა ოთახში, რომელსაც ეძინა. მან მიმართა მას, ძმაო და ეს არ ყოფილა ირონიული, რადგან ის მასზე დიდია და ყველას ასე მიმართავს. გ------------ის საწოლი იდგა ამ ოთახში და მას მუდმივად იქ ეძინა, თუმცა ხანდახან მის ოთახშიც ადიოდა. აბაზანა, სადაც პირველი დაჭრის შემდეგ შევიდა, ამ საერთო ოთახის მახლობლად მდებარეობს. საერთო ოთახში ცხოვრობდნენ ყველანი. აბაზანაში გასვლის მომენტში მას მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომ შემობრუნდა მეორე ჭრილობა შემდეგ მიაყენა ბრალდებულმა.
დაზარალებულმა აღნიშნა, რომ გამოძიების დროს მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში ჰ--------- ს---ი დაეხმარა ჩვენების მიცემაში, რადგან თავად შეუძლოდ იყო ჰ---------მა უთხრა, რაც ისაუბრა და მან მხოლოდ ხელი მოაწერა. მას არ ახსოვს როდის მისცა მეორე ჩვენება და თარჯიმანს მისთვის სრულად არ გაუცვნია რა ეწერა ჩვენებაში და მხოლოდ მოკლე შინაარსი უამბო, მან რამდენჯერმე იკითხა თუ რა ეწერა ჩვენებაში და ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ იმ ღამის ამბები იყო აღწერილი და სხვა მნიშვნელოვანი არაფერი. მან ასევე დააზუსტა, რომ ჰ--------- ს---ი ამ სახლში არ ცხოვრობს და არ აქვს ინფორმაცია მის ნათესაურ კავშირზე გ------------ ს---თან, მხოლოდ ის იცის, რომ ისინი ძველი მეგობრები არიან. ჰ--------- ს---ი მან გაიცნო 7-8 თვის უკან, როდესაც ტელეფონი მოპარეს და სურდა საჩივრის შეტანა სასამართლოში.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ბ----- კ------ი, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულთან აქვს მეგობრული ურთიერთობა, ისინი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და ერთ რესტორანში მუშაობდნენ, სადაც ის 3 თვეა მუშაობს და აქედან იცნობს გ------------ ს---ს. ასევე იცნობს დაზარალებულს დ---- კ---–-----აც, თუმცა მასთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს. გ------------ს ის ახასიათებს, როგორც კარგ ადამიანს. მისი ინფორმაციით ბრალდებულსა და დაზარალებულს კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის იყო თუ არა რაიმე სახის დაძაბულობა ამაზე პასუხი არ აქვს. ბ----- კ------ი შემთხვევის ღამით 20:30 საათზე დაბრუნდა ყ-------- ტურიდან, რესტორნის უკან მდებარე სახლში მისი მეგობრები (ჰ---, ჯ---------, დ----, ჰ---, მ---–, გ------------, ს------) ალკოჰოლს მიირთმევდნენ, ისიც შეურთდა მათ. ცოტა, რომ დალია, შემდეგ წავიდა დასაძინებლად, რადგან დაღლილი იყო. დ---- კ---–----- მისი მისვლის შემდეგ მივიდა ამ სახლში. ოთახში სიგარეტს ყველა ეწეოდა მის გარდა. მან არ იცის რა მოხდა, რადგან ის წავიდა დასაძინებლად, მოგვიანებით შემოესმა ჩხუბის ხმა. დ---- კ---–----- იმ ოთახის კარის გაღებას ცდილობდა სადაც იგი ცხოვრობდა, როდესაც მან დ---- ნახა ის უკვე სისხლიანი იყო და ამის შემდეგ გააღვიძა მან ჰ--- კ------იც. შემდეგ დაურეკა კიდევ ერთ მეგობარ ჰ---ს და 112-ის სამსახურს, სასწრაფოსა და პოლიციას. როცა სასმელი დაუმთავრდათ, ყველა წავიდა. ბ-----, ჯ--------- და ჰ--- იწვნენ ერთ ოთახში. მეორეში კი გ------------ი და მ---–ი. როდესაც ისინი დაწვნენ, დაახლოებით 00:30 საათზე, გ------------ი სიგარეტს ეწეოდა, შემდეგ ხმაურზე, რომ გამოეღვიძა საათისთვის აღარ დაუხედავს, რადგან ნახევრად მძინარე იყო. დ----ს ოთახი მათგან დაახლოებით 200 მეტრში იყო. ღამით მას დ----სა და გ------------ის ჩხუბის ხმაზე გამოეღვიძა, ისინი აგინებდნენ ერთმანეთს, სხვებმაც გაიღვიძეს და გააშველეს ისინი, მ---–მა შორს წაიყვანა დ----. ამ მომენტში გულ-მკერდისა და მუცლის არედან მოსდიოდა მას სისხლი. გ------------ი და მ---–ი ერთად აშველებდნენ მათ. პირველი ჩხუბის შემდეგ დააშორეს ისინი ერთმანეთს, მან ნახა ასევე გ------------ის დალურჯებული სახე, როგორც თქვეს გაულახავს დ----ს გ------------ი. თუმცა თავად ცემის ფაქტს არ შესწრებია. მან რომ გაიღვიძა, მ---–ი და გ------------ი აშველებდნენ უკვე და გ------------მა თქვა, რომ დანა თავდაცვის დროს მოხვდა დ----ს.
მოწმის განმარტებით, მან ნახა დანა, რომელიც ძირს ეგდო პოლიციის მოსვლისას. დაზარალებული დ---- კ---–----- ხშირად სვამდა და სცემდა მის მეგობარ გოგონას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა. მათ ხშირად ესმოდათ ჩხუბის ხმა და მიდიოდნენ გასაშველებლად, თავად ამ ბიჭებთან კონფლიქტის შესახებ მას არ სმენია და არც ის იცის რა კავშირში არიან ერთმანეთთან დ---- და მისი მეგობარი გოგონა (ცოლია, საცოლე თუ შეყვარებული). პირველი ჩხუბისას ის უშუალოდ გაშველებაში არ იღებდა მონაწილეობას, მხოლოდ უყურებდა და ლაპარაკობდა, ხოლო მეორე ჩხუბზე რომ გაეღვიძა დაინახა სისხლიანი დ----, ბრალდებულს სახე ძალიან ჰქონდა დასიებული და დალურჯებული. პირველი ჩხუბისას მხოლოდ ბრალდებული იყო დაშავებული, დ---- კ---–----- დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ინტერვალი პირველსა და მეორე ჩხუბს შორის იყო დაახლოებით 15-20 წუთი. დანა, რომელიც მან ნახა იყო სამზარეულოსი და ეგდო საწოლთან ახლოს იატაკზე. გ------------მა დაურეკა ჰ--------- ს---ს და უთხრა რაც მოხდა, სთხოვა პოლიციაში დარეკვა და მისვლა. ზარიდან 5-10 წუთში მივიდა, საპატრულო პოლიცია. დ---- ითხოვდა, მისი მეგობარი გოგონასთვის დაეძახათ, მ---–მა დაუძახა მას და გამომდინარე იქიდან, რომ ის ახლოს ცხოვრობდა პოლიციაზე ადრე მივიდა მათთან. დ----ს სასწრაფოს და პოლიციის გამოძახება არ უთხოვია. მან არ იცის თავდაპირველად რისთვის მივიდა დ---- მათ ოთახში და რას ითხოვდა, მას მხოლოდ ჩხუბის ხმაზე გამოეღვიძა და როდესაც გააშველეს და დაბრუნდენ ოთახებში, დახურეს კარები და მეორე ჩხუბის დროს აკაკუნებდა დ---- მათ კარზე და ცდილობდა კარის გაღებას. როდესაც დაიძინეს, გ------------ი ეწეოდა სიგარეტს და სწორედ სიგარეტის გამო მოხდა შელაპარაკება მასსა და დ----ს შორის, ეს უკანასკნელი სთხოვდა ბრალდებულს მიეცა სიგარეტი, თუმცა მისცა თუ არა ან რა მოხდა ბ-----მ არ იცის. მოწმე განმარტავს, რომ იგი არ ჩაერია ჩხუბში, რადგან გ------------ი და მ---–ი უკვე აშველებდნენ მათ, ასევე გამორიცხავს ბრალდებულს სახეზე დაზიანებები გამშველებლებისგან მიეღო, რადგან, მათ ორივე მათგანი მუცლით ეჭირათ. დაზარალებულის მაისურის ფერს ვერ იხსენებს, მაგრამ რადგან დაინახა სისხლი მაისურზე, ის შეიძლებოდა ღია ფერის ყოფილიყო. პირველი ჩხუბი დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. დ---- კ---–----- პირველი ჩხუბის შემდეგ დაჭრილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს იმით, რომ თავად დაზარალებულსაც არ უთქვამს, რომ რამე სჭირდა. მათ კარს არ აქვს საკეტი და მუდვიმად ღია არის, იმ მომენტშიც არ ყოფილა დაკეტილი, უბრალოდ მიხურული იყო. ის უშუალო მოწმე არ არის იმის თუ როგორ დაარტყა გ------------მა დანა დ----ს, ის იწვა და მხოლოდ მას შემდეგ ადგა, რაც გადმობრუნდა და დ---- დაინახა სისხლიანი.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ჰ--- კ------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ს---------- ქუჩაზე, ორ სართულიან სახლში გ------------ ს---თან ერთად და 2018 წლის 17-18 მაისის ღამეს სწორედ ამ სახლში ეძინა. მათ ოთახში ცხოვრობდნენ ასევე, ჯ-------- ს---ი, ბ----- კ------ი, ხოლო დ---- კ---–----- ცხოვრობდა ზედა სართულზე. შემთხვევის ღამეს ყველა მეგობარი ერთად სვამდა სასმელს, გ------------ი მათ მოგვიანებით შეუერთდათ. დ---- წავიდა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა. ამის მერე ისევ დალიეს და შემდეგ თავად დასაძინებლად წავიდა. მასთან ერთად დაიძინეს ჯ--------მა და ბ-----მაც იმავე ოთახში, სადაც სვამდნენ. დ---- კ---–----- ისევ წავიდა და მალევე მობრუნდა. ჩხუბს ის არ შესწრებია, გ------------მა უთხრა მას, რომ ჩხუბი მოხდა. მას ეძინა, გ------------მა და ბ-----მ გააღვიძეს და უთხრეს, რომ რაღაც პრობლემა იყო. თავად მან, როცა გაიღვიძა დაინახა, რომ ორივე - ბრალდებულიც და დაზარალებულიც სისხლიანები იყვნენ და ისხდნენ. ძილში მას არაფრის ხმა არ გაუგია. ამის შემდეგ დაურეკეს სასწრაფოს. ჰ---------მა დაურეკა დ----ს მეგობარ გოგონასაც და სასწრაფოსაც. მას გ------------მა უთხრა, რომ დანით იყო დ---- დაჭრილი, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც იყვნენ მთვრალები და მოუვიდათ კამათი. ჩვენება რომელიც პოლიციაში მისცა, დაწერილი სახით თარჯიმანმა წაუკითხა და მას არავითარი შენიშნვა არ ჰქონია და ახლაც იგივე ჩვენებას იძლევა. დ---- კ---–----- ზოგადად ცუდი სიმთვრალე აქვს, ხშირად სვამს და ეჩხუბება თავის მეგობარ გოგონას, ხოლო ბრალდებული გ------------ი კარგი, მშრომელი ადამიანია, როდესაც ნასვამია მიდის ლოგინში და იძინებს. მისი ჩვენებით ის ახლა კ-–----–---–--- ცხოვრობს, რადგან ს---------- ქუჩა N--ში მათი ბინა დაკეტილია.
მოწმემ აღნიშნა, რომ იმ საღამოს გ------------ ს---ი სთხოვდა დ----ს, რომ წასულიყო რადგან არ სურდა მასთან დალევა. ის დალევის შემდეგ თავს ვერ აკონტროლებდა და იგინებოდა, ამის გამო არ უნდოდა რომ მასთან დაელია. ამასთან დ----ს მეგობარმა გოგონამაც გააფრთხილა გ------------ი, რომ მისთვის სასმელი არ მიეცა. დალევის შემდეგ დასაძინებლად წავიდა, რადგან სამსახურში უნდა წასულიყო. მას გ------------მა მოუყვა რომ დ----მ სიგარეტი მოსთხოვა გ------------ს და ამაზე დაიწყეს ჩხუბი. დ---- კი იძახდა, რომ გ------------მა დამარტყა დანაო. მან მხოლოდ გაღვიძების შემდეგ დაინახა, რომ სისხლიანი იყო დ----.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ლ-–------–---, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 მაისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება 112-დან, რომლის თანახმად ქ. რ-------–-, ს---------- ქ. N--ში ფიქსირდებოდა დაჭრის ფაქტი. დაიწყო გამოძიება. მისამართზე გავიდნენ გ--------------–---–- და დ---------–--–---–-. მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემთხვევის ადგილი იყო ქ. რ-------–- ს---------- N--ში. ორი შენობა იყო, ერთი სასტუმროა და ინდური რესტორანი, შიდა მხარეს საცხოვრებელი, რომელიც ქირით ჰქონდათ აღებული ი---------- მოქალაქეებს. ერთიანი სივრცე იყო, მარჯვენა მხარეს იყო პატარა ოთახი. დაზარალებული ცხოვრობდა სასტუმროში, ს---ი და მისი მეგობრები ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში. ოთახში იყო ოვალური ფორმის მაგიდა, მარჯვნივ სასადილო, მარცხენა მხარეს საწოლები. საწოლის ზეწარი იყო სისხლიანი, მაგიდაზე იყო დანა, რომელსაც სისხლის მაგვარი ლაქები ჰქონდა. აღნიშნული ნივთები ამოღებული იქნა და დაინიშნა ექსპერტიზები. დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და იმ სახლის მაცხოვრებლები. ასევე მის მიერ დაკითხული იქნა კლინიკა რ--------ს ექიმი, რომელმაც დაზარალებულს ჩაუტარა ოპერაცია. ასევე დაკითხა ის პირები, რომლებიც შეესწრნენ დაჭრის ფაქტს. შეხვდა ბრალდებულს, დაუნიშნა ადვოკატი.
დაკითხვის დროს თარჯიმანი ახორციელებდა თარგმანს. ეჭვი არ შეუტანია თარგმნის სანდოობის პროცესში.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე გ------- ტ----–---–ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 18 მაისს ღამის საათებში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება დაჭრის ფაქტზე. დ----- ს--–--–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იყო საერთო საცხოვრებელი. ადგილზე დახვდნენ ი---------- მოქალაქეები, ადგილზე ნახეს, რომ დაზარალებული დ---- კ---–----- იწვა საწოლზე და იყო სისხლიანი. იქვე იყო ბრალდებული გ------------ ს---ი და ასევე რამდენიმე ი---------- მოქალაქე. დ---- მიმიკებით და დამახინჯებული ქართულით ეუბნებოდა, რომ მას დანა დაარტყა ს---იმ, მას ასევე ეთანხმებოდნენ იქ მყოფი პირები. მაგიდაზე იყო პურის საჭრელი დანა, დიდი ზომის, შავი ფერის, რომელიც იყო სისხლიანი. დანა მაგიდაზე ვინ დადო უცნობია. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაზარალებული გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ამ დროს ბრალდებული იმყოფებოდა ოთახის ბოლოში, მას არაფერი უთქვამს. ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------------ ს---ი, იმ საფუძვლით, რომ არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე. მას განემარტა უფლებები და შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, რომლის შევსებაც მან დაიწყო შემთხვევის ადგილზე და დაასრულა განყოფილებაში. ბრალდებულს დაკავებისას გაქცევა არ უცდია.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე დ---------–--–---–-, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 18 მაისს გამთენიისას განყოფილებაში შევიდა შეტყობინება. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე ქ. რ-------–-, ს---------- ქ. N--ში. დაზარალებული იყო დაწოლილი მდგომარეობაში, არ ეცვა ტანს მაისური და ჰქონდა ორი ჭრილობა, მკერდთან და გვერდზე. ის მძიმე მდგომარეობაში დახვდათ, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა. როგორც გაარკვიეს დაზარალებულს ბრალდებულმა გ------------ ს---იმ მიაყენა ჭრილობები ცივი იარაღით. მათი მისვლისას ბრალდებული იმყოფებოდა ადგილზე, ასევე იქ იყო 2-3 კაცი, მათ შორის თარჯიმანი. ადგილზე დაკავებული იქნა ბრალდებული გ------------ ს---ი, ოქმი შეადგინა მეწყვილემ გ------- ტ----–---–მა და ბრალდებულს მან განუმარტა უფლებები. ბრალდებული აგრესიული იყო. ვინც იქ იყვნენ ისინი აწყნარებდნენ. არ ახსოვს დაზიანება ჰქონდა თუ არა ბრალდებულს. ვიზუალურად არაფერი ემჩნეოდა. განათება იყო ხელოვნური. მათ დანა ნახეს ოთახში. როგორც მან შეატყო ბრალდებული არ ნანობდა.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ს---------------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურში, ექსპერტად. 2018 წლის 18 მაისს დაახლოებით 04:00-05:00 საათების შუალედში მიიღეს შეტყობინება. ის და მისი მეწყვილე ლ------–------- გავიდნენ გამოძახებაზე ქ. რ-------–-, ს---------- ქუჩაზე, სადაც მარცხენა მხარეს არის ორსართულიანი შენობა. იქ განთავსებული იყო რესტორნის მაგვარი დაწესებულება. შესასვლელ ეზოში მარჯვენა მხარეს მოწყობილი იყო საცხოვრებელი სახლი. მარჯვენა მხარეს ჰქონდა შესასვლელი კარი. კარიდან პირდაპირ იყო ოთახი, იდგა მრგვალი მაგიდა, მარჯვენა მხარეს მოწყობილი იყო სამზარეულო, ხოლო მარცხენა მხარეს იდგა არეული საწოლები. მან მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედებაშიო მონაწილეობდა გამომძიებელი ლ-–------–---, ის და მისი მეწყვილე ექსპერტი ლ------–-------. ასევე ესწრებოდა სახლის მფლობელი. შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ კი მრგვალი მაგიდიდან ამოღებული იქნა შავტარიანი დანა და მუქი ფერის ლაქები საწოლზე გადაფარებული ზეწრიდან. დანა იყო სისხლიანი, მიხვდნენ რომ დანა დანაშაულის საგანი იყო, მაგიდაზე ასევე გაშლილი იყო საჭმელი. აღნიშნული დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებში. ნივთები გადაეცა გამომძიებელს.
2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა მოწმე ა---------------–-–---–-, რომელმაც განმარტა, რომ არის კლინიკა ა-------- ქირურგი. 2018 წლის 17-18 მაისს დაზარალებული მათ კლინიკაში მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით. მას სისხლმდენი ჭრილობები ჰქონდა მუცლის მარცხენა ნახევარში, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. მიმღებში ჩატარდა სათანადო გამოკვლევები, დაფიქსირდა, რომ არის თავისუფალი სითხე მუცლის ღრუში და პლევრის ღრუში ჩაღვრილი, მიმღებშივე გაკეთდა გულმკერდის ჭრილობის დამუშავება, ჰერმეტულად გაკერვა და დრენაჟის ჩადგმა. მუცლის ღრუს ჭრილობის გამო აყვანილი იქნა საოპერაციოში, გაიხსნა მუცლის ღრუ, წვრილი ნაწლავის დაზიანება გაიკერა. მკურნალობა გაგრძელდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივე შემავალი სახის ჭრილობა იყო და ორივე სახიფათო იყო სიცოცხლისათვის, ვინაიდან შემავალი ჭრილობა თუ დადგინდა ეს ნიშნავს, რომ დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ფილტვში არის თავისუფალი ჰაერი და დრენაჟით გამოდის ეს ჰაერი და ჩაღვრილი სითხე გარეთ. ეს დახმარება რომ არ ჩატარებოდა პაციენტი დაიღუპებოდა. ღია და შემავალი ჭრილობა არის ერთიდაიგივე ტერმინები. შეივსო პაციენტის ისტორია.
2.9. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ბ-------------–---, (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003894818 დასკვნა (ტომი 1. ს.ფ. 212-214) რომელმაც მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა. ამ დასკვნის თანახმად:
1,2,3) ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით დ---- კ---–----- მკურნალობდა სტაციონარულად 18.05.18წ-დან 23.05.18წ-მდე დიაგნოზით: მარცხნივ მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით, მარჯვნივ გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, მარჯვენა მხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი; ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
ექსპერტმა ბ-------------–---მ დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 18 მაისს დაინიშნა საქმე რ--------ს მესამე განყოფილების მიერ. ექსპერტიზაზე წარედგინათ სამედიცინო დოკუმენტაცია. პაციენტი არ უნახავს. დოკუმენტაციის თანახმად დ---- კ---–----- მკურნალობდა 18.05.18-23.05.18 დროის პერიოდში და მას დაესვა დიაგნოზი მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ნაწლავის დაზიანებით, მარჯვნივ გულ-მკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა. ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შემთხვევის თარიღს - 2018 წლის 18 მაისს. შეფასდა როგორც მძიმე ხარისხი, სიცოცხლისთვის სახიფათო. ერთად ეს ჭრილობები სახიფათოა. ცალკე აღებული მუცლის ჭრილობა სახიფათოა, ასევე გულ-მკერდის ჭრილობაც ცალკე სახიფათოა სიცოცხლისთვის. ღია ჭრილობა და შემავალი ჭრილობა სხვადასხვაა. ღია ნიშნავს რომ ჭრილობა ახალია და პირღიაა, შემავალი ნიშნავს რომ ღრუში შედის. დიაგნოზში წერია რომ ღია ჭრილობაა, მაგრამ ამავდროულად ითვლება შემავალ ჭრილობად.
2.10 სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი შ-----------–------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N005014618 დასკვნა. დასკვნის თანახმად:
სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „...დ---- კ---–-----ს სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ. N15) მიეკუთვნება B(3)ჯგუფს;
-პაკეტში, წარწერით: „...გ------------ ს---ის სისხლის ნიმუში...“ მოთავსებული სისხლი (ობ.N14) მიეკუთვნება A(2) ჯგუფს.
-პაკეტში, წარწერით: „... შავტარიანი დანა 1ც, რომელსაც აღენიშნიება მოწითალო ფერის ლაქები...“ მოთავსებული დანის პირსა (ობ.N1, 1ა) და ტარზე (ობ. N2) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ---- კ---–----- (ობ. N15). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი დ---- კ---–-----ს (ობ. N15), ხოლო მინორული წილი გ------------ ს---ის (ობ. N14) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
-პაკეტში, წარწერით: „...თეთრი უმკლავო მაისური წითელი მოკლემკლავიანი მაისური ს---ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მოშინდისფრო (ობ.N4-7) და მოთეთრო ფერის (ობ. N8-10) მაისურებზე და პაკეტში, წარწერით: „... მუქი ფერის ზეწარი...“ მოთავსებულ ზეწარზე (ობ.N11-13) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ---- კ---–----- (ობ. N15)
ექსპერტმა შ-----------–------მ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამომძიებელ ლ-–------–---- დადგენილების საფუძველზე ჩატარებული იქნა სეროლოგიური, გენეტიკური კვლევა და გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა. მან გამოიკვლია ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთმტკიცება, რომელიც იყო დალუქულ მდგომარეობაში. შენიშვნა არ აქვს გაკეთებული, რომ ლუქის ან პაკეტის მთლიანობა იყო დარღვეული. დასკვნის სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით. ამ შემთხვევაში არის შერეული გენეტიკური პროფილი, სადაც არის მაჟორული გენეტიკური წილი, რაც ნიშნავს რომ ბირთვული უჯრედები ერთი ადამიანისა იყო უფრო მეტი, ვიდრე მეორე ადამიანის, რის გამოც გამოკვეთილი იყო მაჟორული წილი. სისხლი იყო მხოლოდ დ---- კ---–-----ს.
2.11 სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან მოწმე გ------------ ს----- დატოვა საქართველოს საზღვარი, გამოქვეყნდა მოწმე გ------------ ს----- 2018 წლის 18 მაისის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 53-55), ამ ოქმის მიხედვით, იგი არის ი---------- მოქალაქე დაბადებული 31.03.1---–--–-. აქვს ბინადრობა საქართველოში და ცხოვრობს 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩამოვიდა საქართველოში აგარ დაბრუნებულა ი--------–-. ქირით ცხოვრობს მის მეგობრებთან ბ----- კ------თან, ჯ-------- ს---ჰთან,გ------------ ს---თან და ჰ--- კ------თან ერთად, ქალაქ რ-------–-, ს---------- ქუჩა N-. მუშაობს მზარეულად რესტორან „ინდური დესტში“. მათი ნაქირავები ბინა არის ქ.რ--------, ს---------- ქუჩა N--ის ეზოს შიდა მხარეს, ხოლო აღნიშნულ მისამართზე აგრეთვე არის ორსართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია ინდური სასტუმრო და რესტორანი. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობს დ---- კ---–-----, რომელიც სტუდენტია და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს საქართველოში. მათ ნაქირავებ ბინაში დ---- კ---–----- ხშირად მიდიოდა და მასთან, როგორც ინდოელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მას და მის მეგობრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 17 მაისს დაახლოებით 23:30 საათზე იგი მივიდა ნაქირავებ ბინაში სადაც დახვდნენ ზემოთ აღნიშნული მეგობრები ბ----- კ------, ჯ-------- ს---ჰ, გ------------ ს--- და ჰ--- კ------. აგრეთვე სტუმრად იყვნენ მისულები ჰ--------- ს---ჰ და დ---- კ---–-----. ისინი მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს არაყს. იგი დაღლილი იყო და არაყი არ დალია ისე წავიდა გვერდით ოთახში მოსასვენებლად. იქნებოდა 2018 წლის 18 მაისის, დაახლოებით 01:30 საათი, როდესაც მას შემოესმა ხმაური იმ ოთახიდან სადაც მისი მეგობრები მიირთმევდნენ არაყს. ხმაზე იცნო, რომ კამათობდნენ დ---- კ---–----- და გ------------ ს---. იგი გავიდა იმ ოთახში საიდანაც ისმოდა ხმა. დ---- კ---–----- ეუბნებოდა გ------------ ს---ს სიგარეტი მომეციო, რაზეც ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა. დ---- კ---–------ სიგარეტის მიცემაზე გ------------ ს---ის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მისი მისამართით დაიწყო უცენზურო სიტყვებით მიმართვა, რა დროსაც დ---- კ---–------ გ------------ ს---ს დაარტყა ხელი თავის არეში, რაზეც თავად გ------------ ს---მაც ანალოგიურად უპასუხა და დაარტყა ხელი დ---- კ---–-----. მათ შორის დაიწყო ჩხუბი, გ------------ი შეეცადა მათ გაშველებას, დ---- კ---–----- გაიყვანა ოთახიდან, რომელიც მიჰყავდა თავისი სასტუმროსკენ, თუმცა არ დაუჯერა და კვლავ გაემართა გ------------ ს---ისკენ. თავად გ------------ ს---ი ოთახში არსებულ სამზარეულოს მხარეს მივიდა, სადაც აგრეთვე მათ შორის დაიწყო ჩხუბი. ჩხუბის დროს ხელი პირველმა დაარტყა დ---- კ---–------ გ------------ ს---ს, რაზედაც ამ უკანასკნელმაც დარტყმით უპასუხა შემდეგ აიღო იქვე სამზარეულოს გვერდით გაზქურის მიმდებარედ არსებული შავ ტარიანი დანა და დაარტყა დ---- კ---–----- ჯერ მკერდის არეში შემდეგ მუცლის არეში. ამის შემდეგ დ---- კ---–----- წამოუვიდა სისხლი ჭრილობებიდან. დანის დარტყმის შედეგად დ---- კ---–-----ს ჭრილობებიდან წამოსული სისხლით დაესვარა მაისური გ------------ ს---ს. დ---- კ---–----- ეუბნებოდა გ------------ ს---ს თუ როგორ გაუბედა მას დანის დარტყმა რაზეც მან უპასუხა რომ ამას იმსახურებდა. მათ შორის ჩხუბი შეწყდა მაგრამ ერთმანეთისკენ მაინც იწევდნენ. გ------------ ს---ს ამ დროისთვის უკვე მაგიდაზე ჰქონდა დადებული დანა და მის გარეშე იწევდა დ---- კ---–-----სკენ. ზემოთაღნიშნულ ოთახში, სადაც მისი მეგობრები არაყს მიირთმევდნენ და სადაც მოხდა ჩხუბი, დ---- კ---–-----ა და გ------------ ს---ს შორის, მხოლოდ დ---- კ---–----- და გ------------ ს---ი ჩხუბობდნენ, მხოლოდ გ------------მა აიღო შავ ტარიანი დანა, რომელიც გაზქურის მიმდებარედ იყო და დაარტყა დ---- კ---–----- ორჯერ. გ------------ ს---ის მიერ დ---- კ---–-----სთვის დანის დარტყმამდე დ----ს სისხლი არ მოსდიოდა სხეულიდან, გ------------ ს---ის მიერ მიყენებული ჭრილობებიდან წამოუვიდა სისხლი. თავად გ------------ ს---ს კი დ---- კ---–-----ს მიერ ხელების დარტყმის შედეგად დაზიანებები ჰქონდა მიყენებული შუბლის არეში. გ------------ი განმარტავს, რომ დ---- კ---–-----სა და გ------------ ს---ის ჩხუბის დროს, რა დროსაც იგი ცდილობდა მათ გაშველებას, დასახმარებლად მოუხმო იქვე საწოლში მძინარე, ჯ-------- ს---ჰს, ჰ--- კ------ს და ბ----- კ------ს, რომლებიც ადგნენ საწოლიდან და დაეხმარნენ მას დ----სა და გ------------ის გაშველებაში. დ---- კ---–----- გ------------ ს---ჰის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაეწყო ტკივილები, თუმცა იგი კვკლავ იწევდა გ------------ ს---ისკენ, მაგრან გ------------მა და მისმა მეგობრებმა გააჩერეს და იქვე საწოლზე დააწვინეს, რა დროსაც, დ---- კ---–-----ს ჭრილობებიდან წამოსული სისხლით დაისვარა საწოლის ზეწარი. გ------------ ს---მა დანა, რომლითაც ჭრილობები მ--ყენა დ---- კ---–----- იქვე ოთახში არსებულ ოვალური ფორმის მაგიდაზე დააგდო. აღნიშნული დანის ლითონის პირზე აღინისნებოდა სისხლის ლაქები. მოწმე დანმარტავს რომ დანა მხოლოდ გ------------ ს---მა გამოიყენა ჩხუბის დროს, რითაც ჭრილობები მიაყენა დ---- კ---–-----.
2.12 ასევე, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვინაიდან მოწმე ჯ-------- ს---ჰიმ დატოვა საქართველოს საზღვარი, გამოქვეყნდა მოწმე ჯ-------- ს---ჰის 2018 წლის 18 მაისის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 59-61), ოქმის მიხედვით, იგი დაბადებულია ი--------–-, 1---–-–-- 0-----------. საქართველოში აქვს ბინადრობის მოწმობა. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც იმყოფება საქართველოში და მუშაობს რესტორან „-----––-“ მიმტანად. იგი თავის მეგობრებთან ბ----- კ------თან, ჰ--- კ------თან და გ------------ ს---ჰთან ერთად ქირით ცხოვრობს ქ. რ-------–-, ს---------- ქუჩა N-. ამავე მისამართზე არის ინდური სასტუმრო და რესტორანი. აღნიშნულ სასტუმროში ცხოვრობს მათი მეგობარი დ---- კ---–-----, რომელიც სწავლობს საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში და ახლო ურთიერთობა აქვს ჯ--------თან და მის მეგობრებთან. დ---- კ---–----- ხშირად მიდის ხოლმე მათთან სტუმრად. ამა წლის 17 მაისის დაახლოებით 21:00 საათი იქნებოდა, როდესაც ნაქირავებ ბინაში დაიწყეს, მან და მისმა მეგობრებმა, ბ----- კ------მა, ჰ--- კ------მა და გ------------ ს---ჰმა, არყის მიღება. მათთან ამდროს სტუმრად იყვნენ ჰ--------- ს---ჰი და დ---- კ---–-----. სახლში შედარებით გვიან მოვიდა ჩვენთან ასევე ქირით მცხოვრები გ------------ ს---ჰი. იგი დასასვენებლად გვერდით ოთახში გავიდა, რადგან არ მოისურვა არყის მიღება. უკვე 2018 წლის 18 მაისი იყო დაწყებული, როდესაც დაიშალნენ და ჰ--------- ს---ჰი და დ---- კ---–----- მათი ბინიდან წავიდნენ, ხოლო ისინი გ------------ ს---ის გარდა, ყველანი დასაძინებლად დაწვნენ იმავე ოთახში არსებულ საწოლებში. ამა წლის 18 მაისის, უკვე 01:30 საათი იქნებოდა, როდესაც ჯ--------ს შემოესმა გ------------ ს---ჰის ხმამაღალი საშველად დაძახება. გ------------ ს---ჰი სთხოვდათ გ------------ ს---ის და დ---- კ---–-----ს გაშველებაში დახმარებოდნენ. დ---- კ---–----- და გ------------ ს---ჰი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. მათ გაშველებას კი ცდილობდა გ------------ ს---ჰი. ჯ--------- და მისი მეგობრები, ბ----- კ------ი და ჰ--- კ------ი, საწოლიდან წამოდგომისთანავე დ----სა და გ------------ის დამშვიდებას ცდილობდნენ. დ---- კ---–----- მიახლოებისას შეამჩნიეს რომ მკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობები, საიდანაც მოსდიოდა სისხლი. გ------------ ს---ს დ---- კ---–-----ს სისხლით დაესვარა მაისურები. დ---- კ---–----- ამბობდა, რომ გ------------ ს---ჰმა მას დანა ორჯერ დაარტყა მკერდისა და მუცლის არეში და მას პასუხს სთხოვდა დანის სხეულზე დარტყმების გამო. თავად გ------------ ს---იც ამბობდა რომ დ---- კ---–----- იმის გამო დავარტყი დანა, რადგან იგი მცემდაო. გ------------ ს---ჰი უხსნიდათ, რომ დაინახა გ------------ ს---მა დ---- კ---–----- როგორ დაარტყა დანა ჩხუბის დროს. გ------------ ს---ჰის გადმოცემით, გ------------ ს---მა აიღო დანა, რომელიც იყო გაზქურის მიმდებარედ და დ---- კ---–----- ჩხუბის დროს ორჯერ დაარტყა. დ---- კ---–----- ჭრილობები ჰქონდა სხეულზე, მაგრამ იგი მაინც აგრესიულად იყო გ------------ ს---ის მიმართ. ასევე მის მიმართ იწევდა გ------------ ს---ჰიც, რომელსაც უკვე გაგდებული ჰქონდა ხელიდან დანა. დ---- კ---–----- მიყენებული ჭრილობების და სისხლდენის გამო შეუძლოდ გახდა და იქვე ოთახში დააწვინეს საწოლზე. როგორც შემდეგ გაიგეს, ჩხუბი სიგარეტის გამო დაუწყიათ დ---- კ---–-----ა და გ------------ ს---ს. იქვე ოთახში არსებულ მაგიდაზე იყო შავტარიანი დანა, რომლის პირზეც სისხლის ლაქები იყო. გ------------ ს---ი ამბობდა აღნისნული დანა დავარტყი დ---- კ---–-----ო. სხვა ვინმე მათთან არ ყოფილა, დ---- კ---–-----სთვის რომ ჭრილობები მიეყენებინა.
2.13 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1-ით (ტომი N1, ს.ფ. 1) დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მაისს რ--------ს საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N012180518001 საქმეზე, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 18 მაისს, ქ. რ-------–-, ს---------- ქ. N--ში, ი---------- მოქალაქემ 1--- წელს დაბადებულმა, გ------------ ს---მა, ცივი იარაღით, ურთიეთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანება ი---------- მოქალაქეს 1--- წელს დაბადებულ დ---- კ---–-----, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
2.14 2018 წლის 18 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ (ტომი N1, ს.ფ. 26-34) 2018 წლის 18 მაისს ქ. რ-------–- ს---------- ქუჩა N--ში, ბ----- კ------ის საცხოვრებელ ბინაში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი თარჯიმნის ჰ--------- ს---ჰის, ბინის მფლობელის ბ----- კ------ის, ექსპერტების ლ------–-------- და ს---------------- მონაწილეობით და თანდასწრებით. საავტომობილო გზის ნაპირზე არის ს---------- ქუჩა N-, რომელსაც აქვს ეზოში შესასვლელი რკინის ღია მდგომარეობაში არსებული კარი. აღნიშნული ეზოს შესასვლელი რკინის კარის გვერდით არის ორსათულიანი შენობა, რომელსაც საავტომობილო გზის მხარეს აქვს აბრა წარწერით ინდური რესტორანი და სასტუმრო. ს---------- ქუჩა N--ის ეზოში არის ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს ერთფრთიანი ღია მდგომარეობაში არსებული კარი. აღნიშნული კარის გავლით შევდივართ ოთახში, სადაც არის მეტლახის იატაკი, იატაკზე ნაწილობრივ არის დაფენილი ხალიჩა. ოთახში შესასვლელი კარის პირდაპირ არის ფეხსაცმელების სათავსი, რომლის გვერდით იატაკზე არის პოლიეთილენის ბოთლები, ცოცხი, ტილო. ფეხსაცმელების სათავსის შემდეგ არის სამზარეულო კუთხე, სადაც არის კარადა, რომლის თაროებზე არის ჭურჭელი. აღნიშნული კარადის გვერდით არის სხვადასხვა ჭურჭელი. აღნიშნულ ოთახში არის ოვალური ფორმის თეთრი ფერის ხის მაგიდა, რომელზეც დალაგებულია ჭიქები, თეფშები საკვებით, ორი პოლიეთილენის და ერთი მინის ბოთლი, სიგარეტისთვის განკუთვნილი საფერფლე. მაგიდაზე ოთახში შესასვლელი კარის მხარეს არსებული ოვალური ფორმის მაგიდის ზედაპირზე მოთავსებულია შავტარიანი დანა, რომლის ლითონის პირზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული შავტარიანი დანა ექსპერტების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა საექსპერტო სამსახურის N FCI 443805 პაკეტით. მასზე აღინიშნა ხელმოწერები თარიღით და სს საქმის ნომერი. აღნიშნული მაგიდის შუაში არის მოთავსებული ზურგჩანთა. ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს არის სამი ერთ ადგილიანი საწოლი. ოთახში შესასვლელი კარიდან პირველ საწოლზე არის ყვავილებიანი გამოსახულების სერი ფერის ზეწარი და მასზე მოთავსებულია ბალიში, ოთახში შესასვლელი კარიდან პირველ საწოლზე არსებულ ყვავილებიანი გამოსახულების ზეწარზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ზეწარი ექსპერტების მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა საექსპერტო სამსახურის N FCI 454422 პაკეტში. მასზე აღინიშნება თარიღი, სს საქმის ნომერი და გაკეთდა ხელმოწერები. ოთახში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს არსებული სამი ერთადგილიანი საწოლის მოპირდაპირედ არის ორი ერთადგილიანი საწოლი. საწოლებზე არის არეულ მდგომარეობაში საბნები, ბალიშები, საფარებლები. საწოლების ქვეშ იატაკზე არის ჩემოდნები მოთავსებული.
2.15 2018 წლის 18 მაისის ამოღების ოქმით (ტომი N1, ს.ფ. 49-52) დადგენილია, რომ რ--------ს დროებით იზოლატორში რ--------ს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის უმკლავებო მაისური და მოკლე სახელოიანი მაისური, რომლებიც დაკავებისას ტანთ ეცვა ბრალდებულ გ------------ სინგს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას. ზემოთ აღნიშნული უმკლავებო თეთრი ფერის მაისურს აღენიშნება მუქი ფერის ლაქები. წითელი ფერის მოკლესახელოებიან მაისურს წინა მხრიდან აქვს უცხო ენოვანი წარწერები, გამოსახული აქვს ღუზა. აღნიშნულ მაისურს მარჯვენა იღლიის და მარცხენა მხარის არეში აღენიშნება დაზიანებები. აღნიშნულ მაისურს აღენიშნება მუქი ფერის ლაქები. ორივე მაისური მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების N2 ლუქით. ლუქზე აღინიშნა თარიღი, სს საქმის ნომერი და გაკეთდა ხელმოწერები.
2.16 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის N003490718 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ------------ ს---ს გარეგანი დათვალიერებით 18.05.18 წ. აღენიშნება ნაჭდევები თხემის და მარჯვენა მტევნის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს.
2.17. სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა გ------------ ს---იმ, რომელმაც განმარტა, რომ 8 წელია საქართველოში ცხოვრობს, დ----მ დაურეკა გ------------ს დაახლოებით ექვსის ნახევარი იქნებოდა საღამოს, მაისის თვე იყო, დღე ზუსტად არ ახსოვს, დაურეკა და უთხრა, რომ დალევა უნდოდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა, თვითონ სამსახურში იყო. ამის შემდეგ მივიდა სახლში, ორი ბოთლი არაყი მიიტანა, ერთი ბოთლი დ----მ წაიღო, ერთი თვითონ დაიტოვა. სამსახურიდან, რომ მივიდა, ოთახში არავინ არ იყო, მერე მოვიდნენ მისი მეგობრები ჰ---, ჯ---------, ბ-----, ამის შემდეგ ჰ--- მოვიდა. მერე ერთად კარტს თამაშობდნენ, თან სვამდნენ. ამის მერე მივიდა დ----, დაჯდა სხვებთან ერთად და თქვა, რომ მასაც უნდოდა კარტის თამაში. მეგობარი წავიდა და დ---- დაჯდა მის ადგილას, დაიწყო თამაში. ერთი ლიტრა არაყი, რაც ჰქონდათ დალიეს, დ----მ თქვა, რომ კიდევ უნდოდა დალევა, ამის შემდეგ ჰ---მ (იგივე ჰ---------) უთხრა დ----ს წადი და შენთან რომ არის ის არაყი მოიტანეო, ამის შემდეგ წავიდა და მოიტანა არაყი. დ---- და ჰ---------- წავიდნენ სტამბოლის ბაზარში, ერთი ლიტრა არაყი იყიდეს ბაზარში და მივიდნენ. დ----მ მოიტანა არაყი. თამაშის და დალევის დროს ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა, დ---- ამბობდა მე ისეთი ადამინი ვარ, ასეთი ადამ--ნი ვარო. გ------------მა უთხრა დ----ს, რომ ის იყო მდიდარი ოჯახის შვილი და თვითონ კი ღარიბი იყო, „ჯიგრულად“ საუბრობდნენ. არ ახსოვს რამდენ ხანში დაიშალნენ, ჰ--- და დ---- წავიდნენ. ამის შემდეგ გ------------ი მოვიდა ოთახში 12:00 საათისკენ, მას არ დაულევია, ჰ--- და დ----, რომ წავიდნენ მერე ბიჭები დაწვნენ დასაძინებლად. თვითონაც დაწვა. ნახევარ საათში დ---- მივიდა, მხარზე ხელი დაადო, იგინებოდა და ეუბნებოდა სიგარეტი მომეციო, მან ხელი ააღებინა, ამის შემდეგ დ----მ გ------------ს დაარტყა ხელი კისერზე. მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, ოთახში ეს საუბარი სხვებს არ გაუგიათ, ეძინათ. დ----მ დაიწყო გინება და ცემა გ------------ის, ნახევრად გადმოვარდა ლოგინიდან, ადგომა დააპირა, მაგრამ დ----მ დაუწყო ცემა, მერე გ------------ი მივიდა და უთხრა რას აკეთებო და დ---- გაიყვანა. ამის შემდეგ გ------------ი ადგა და შევიდა სამზარეულოში სადაც წყალი მოდის, წყალი დალია, თავი მოიწესრიგა, გაისუფთავა და შემოვიდა ისევ ოთახში, ამის შემდეგ დ---- ისევ მოვიდა. თავად იდგა ონკანთან, დ----მ დაუწყო ცემა ისევ, მან დანა აიღო და დაარტყა. დ----, რომ ურტყამდა, ეტკინა, დაინახა დანა, აიღო და დაარტყა. მეორედ დ---- მარტო მოვიდა. გ------------ი არ ყოფილა. დანა, რომ დაარტყა ამის მერე, გ------------ი მივიდა და დ---- უკან გადაიყვანა, საწოლზე დააწვინა, უთხრა რატომ მოსდიოდა სისხლი. გ------------ს არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა დანა დ----ს, იმიტომ რომ ნასვამი იყო. გ------------ი, რომ მოვიდა, დ---- რომ გაიყვანა საწოლზე და ნახეს სისხლის მოდიოდა, მაგის მერე გადააგდო დანა, მაგიდაზე დადო. ბიჭები, რომლებსაც ეძინათ ოთახში, ყველა ადგა. დ----მ შეყვარებულს დაურეკა და ის მივიდა ტაქსით. ამის შემდეგ ჰ--- (ჰ----------) მივიდა, რომელმაც დარეკა პოლიციაში. პოლიცია რომ მოვიდა ყველა ერთად იყო ოთახში. პოლიციამ უფლებები განუმარტა თუ არა არ ახსოვს, რადგან ნასვამი იყო და განერვიულებული იყო. ამის შემდეგ პოლიციამ წაიყვანა განყოფილებაში.
ოთახს აქვს რკინის კარები, ოთახში ყველაფერი ერთ სივრცეშია, პროკურორის კითხვაზე დ---- მეორედ რომ შემოვიდა ის მისგან ზურგით იდგა პირდაპირ და გვერდიდან მივიდა დაზუსტებულ პასუხს ვერ ცემს. ჩხუბის შემდეგ ყველამ გაიღვიძა არ ახსოვს ზუსტად დრო. მეორე ჩხუბის დროს გაიღვიძეს მეგობრებმა. პროკურორის კითხვაზე თუ როგორ დაესვარა მაისური სისხლით ვერ სცემს პასუხს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა და უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი, ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის გ------------ ს---ის საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის გ------------ ს---ის და მისი ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის, ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის და საქმეზე მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ ბრალდებულის ჩვენება ამ ფაქტის გადმოცემის ნაწილში არათანმიმდევრულია, წინააღმდეგობრივია და გამიზნულია პასუხისმგებლობის არიდებისკენ. კერძოდ: მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და საქმეზე დაკითხული მოწმეების მიერ გადმოცემულ ფაქტებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებული და დაზარალებული, მიუხედავად მათ შორის არსებული ურთიერთობისა, ერთმანეთის მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილნი და ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი სხვადასხვა ყოფით საკითხებზე, როგორც დაზარალებული, ასევე ბრალებული უარყოფითად ახასიათებენ ერთმანეთს. მათ შორის კონფლიქტი მოხდა 2018 წლის 18 მაისამდე რამდენიმე დღით ადრეც. შემთხვევის დღესაც, როგორც მოწმე ჰ--- კ------ი აცხადებს, არ ესიამოვნა ბრალდებულს მათთან დ---- კ---–-----ს მისვლა და უთხრა კიდეც, რომ წასულიყო თავის სახლში და დაეტოვებინა მათი ოთახი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 18 მაისს, ქ. რ-------–- ს---------- ქუჩა #6 ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ერთ ოთახში მცხოვრებნი გ------------ ს---ი, ჰ--- კ------ი, ბ----- კ------ი, ჯ-------- ს---ი, ასევე სტუმრად მყოფი ჰ--------- ს---ი და მეზობლად მცხოვრები დ---- კ---–-----, გ------------ ს---ის ოთახში სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, მათ მიიღეს ჯერ ერთი ბოთლი არაყი და მოგვიანებით დაამატეს კიდევ ერთი, ძირითადად სვამდნენ დ---- კ---–----- და გ------------ ს---ი, ანუ იმ დროისთვის, როდესაც ინციდენტი მოხდა ორივე საკმაოდ ნასვამი იქნებოდა. არც დაზარალებული და არც ბრალდებული არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ სუფრის დასრულების შემდეგ, დ---- კ---–----- თავად მიბრუნდა ბრალდებულის ოთახში სიგარეტის სათხოვნელად, ვინაიდან კარი არ იკეტებოდა ოთახში, ისე შევიდა, რომ ვერ გაიგეს იქ მცხოვრებმა პირებმა და დ---- კ---–----- შეეცადა გაეღვიძებინა მძინარე გ------------ ს---ი, შეეხო ხელით და სთხოვა სიგარეტი, გ------------ ს---ი დ---- კ---–-----ს ასეთ ქცევაზე გაღიზიანდა, მისი ქცევა შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა მისთვის და მათ შორის დაიწყო კონფლიქტი, მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გ------------ ს---მა იქვე მაგიდაზე მყოფი დანა აიღო და გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, დანა, რომ მაგიდაზე იდო, ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით, მაგიდა, სადაც სვამდნენ შემთხვევამდე, არ არის ალაგებული, მასზე კვლავ განთავსებული იყო ჭიქები, ბოთლები და თეფშები და შესაბამისად ბრალდებულისთვის იქვე მაგიდაზე არსებული დანა ადვილად ასაღები იქნებოდა. პირველი დარტყმის შემდეგ, ოთახში მყოფი პირები შეეცადნენ სისხლიანი დ---- კ---–----- გაეყვანათ, გაიყვანეს, მაგრამ ისევ დაბრუნდნენ ოთახში და მათ შორის გაგრძელდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც გ------------ ს---მა იმავე დანით უკვე მეორედ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მუცლის ღრუში დაზარალებულ დ---- კ---–-----.
სასამართლო არ გაიზიარებს მოწმეების ჰ--- კ------ის და ბ----- კ------ის ჩვენების იმ ნაწილს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ დაუნახავთ როგორ დაარტყა გ------------ ს---მა დ---- კ---–----- დანა, ისინი არ არიან გულწრფელნი სასამართლოს წინაშე, რადგან არიან ბრალდებულის ახლობლები, მასთან ერთად ცხოვრობდნენ ერთ ოთახში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ცდილობენ შეუმსუბუქონ მას მისი წილი პასუხიმგებლობა. დ---- კ---–-----ა და გ------------ ს---ს შორის ურთიერთშელაპარაკების დაწყებისთანავე, გაიღვიძებდნენ ისინი ხმაურზე, რადგან ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბრალდებული და დაზარალებული დ შესაბამისად გამოიწვიეს ხმაური, რომელიც გააღვიძებდა მათ, ის ფაქტი, რომ ისინი კონფლიქტის დასაწყისთანავე შეეცადნენ მათ განეიტრალებას დასტურდება ასევე მათ მიერ წინასწარი გამოძიების დროს გამოკითხვისას გაცხადებული ინფორმაციებით, რაც სასამართლო სხდომაზე უარყვეს, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია ის გარემოებები, რომ გ------------ ს---ი თავს იცავდა დ---- კ---–-----ს თავდასხმისას, მათ არჩიეს პოზიცია, რომ თითქოს არავის არაფერი უნახავს, რაც არასწორია. იმ ფაქტს, რომ ეს მოწმეები არ აწვდიან სასამართლოს სწორ ინფორმაციას დასტურდება ასევე მოწმეების გ------------ ს---ის და ჯ-------- ს---ჰის გამოძიების დროს გამოკითხვის დროს დაფიქსირებული ინფორმაციით. გამოძიების დროს ყველა თვითმხილველი მოწმე თანმიმდევრულ და რეალობასთანა ხლოს მყოფ ინფორმაციას აწვდიდნენ გამომძიებელს, საქმის არსებითი განხილვის დროს კი ვითარება შეიცვალა, მათთვის ცნობილი იყო, რომ ბრალდების მხარეს შეიძლება ვერ წარმოედგინა ორი ძირითადი მოწმე გ------------ ს---ი და ჯ-------- ს---ი, რადგან მათ დატოვეს საქართველო, მათ მიერ გამოძიების დროს მიცემულ გამოკითხვის ოქმს, როგორც ძირითად მტკიცებულებას სასამართლო ვერ გამოიყენებდა და შესაბამისად შეეცადნენ საქმის დეტალები სხვაგვარად წარმოეჩინათ. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ გ------------ ს---ის და ჯ-------- ს---ის მიერ გამოძიების დროს მიწოდებულ ინფორმაციას, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება №1/1/548) მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასამართლო მხოლოდ ამ ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მის შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას და მართლზომიერებას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი მოწმე - დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და, ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“ (ასევე იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1ბ/122-18 23 მარტი, 2018 წელი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქმე №1/ბ710-17 21 თებერვალი, 2018 წელი). სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში კი ეს ჩვენებები თანხვედრილია საქმეზემ მოპოვებულ მტკიცებულებებთან და საბოლოოდ ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ--- კ------ი და ბ----- კ------ი შეესწრნენ დ---- კ---–-----ს და გ------------ ს---ის კონფლიქტს, მაგრამ ვერ შეძლეს ამ კონფლიქტის განეიტრალება და გ------------ ს---ის შეჩერება, სასამართლო სხდომაზე კი შეეცადნენ მიეცათ ისეთი ჩვენება, რომელიც პასუხიმგებლობას შეუმსუბუქებდა ბრალდებულს.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ბრალდებულ გ------------ ს---ს აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები, (ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მას აღენიშნებოდა ნაჭდევი თხემის და მარჯვენა მტევნის მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად), საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ------------ ს---ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ბრალდებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ დ---- კ---–----- თითქოსდა მას ონკანთან მდგომს უკნიდან თავს დაესხა, რის გამოც იგი იძულებული გახდა დანა გამოეყენებინა თავდაცვის მიზნით, არ შეესაბამება რეალობას, რადგან არც მოწმეები და არც დაზარალებული ამ გარემოებაზე საერთოდ არ მიუთითებენ და იგი არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. უდავოა, რომ მათ შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეხებას, რა დროსაც შესაძლებელია ბრალდებულს ნამდვილად მიეღო დაზიანებები, მაგრამ არა იმ სახის და ხარისხის, რომ მას აუცილებელ მოგერიებაზე ეფიქრა და თავდაცვის სურვილი გასჩენოდა.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე ქ. რ-------–-, ს---------- ქუჩაზე N--ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დ---- კ---–-----ა და გ------------ ს---ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ------------ ს---მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვნივ გულმკერდის ზედაპირზე და მარცხნივ მუცლის ზედაპირზე ორჯერ დაარტყა დანა დ---- კ---–-----, რითაც ამ უკანასკნელს გულმკერდის ღია და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის მძიმე დაზიანებები. გ------------ ს---ის განზრახვა ვერ იქნა მოყვანილი სისრულეში, ვინაიდან დ---- კ---–----- სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.
შესაბამისად, სასამართლოს დარწმუნებით შეუძლია განაცხადოს, რომ ბრალდებულის გ------------ ს---ის განზრახვა მოიცავდა იმის შეგნებას, რომ ამ დანაშაულის მიზანს წარმოადგენდა დ---- კ---–-----ს განზრახ მკვლელობა, სწორედ აღნიშნული მოცემულობა და დამდგარი შედეგია საკმარისი ამ დანაშაულის, განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების საფუძველი,3. სამართლებრივი შეფასება
3.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------------ ს---ი ითვალისწინებდა, რომ სჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ითვალისწინებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა სიკვდილი და იმ მომენტში სურდა კიდეც აღნიშნული (მიუხედავად იმისა, სურდა თუ არა იგივე მანამდე ან მას შემდეგ). მისი ქმედება რომ სწორედ ამ მიზნების მიღწევისკენ იყო მიმართული, აღნიშნულზე მეტყველებს ბრალდებულის მიერ განხორციელებული თანმიმდევრული ქმედებები.
სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედებით, ამავე დროს, ცხადია, რომ უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩადენილად უნდა დაკვალიფიცირდეს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გამორიცხულია შურისძიება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს დანაშაულის მცდელობისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის (მოცემულ შემთხვევაში, განზრახ მოკვლის) ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა (მოცემულ შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობა), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს, რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე, რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. საქართველოს სსსკ-ის კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ასევე პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა და ხასიათი, მისი ლოკალიზაცია, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ ბრალდებულისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილია პირდაპირ მტკიცებულებათა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ დადგინდეს ბრალდებულ გ------------ ს---ის ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც განახორციელა მართლსწინააღმდეგო თავდასხმა სამართლებრივი სიკეთის დასაზიანებლად. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადამიანს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს და არა ბრალის გამომრიცხველის, რადგან სახელმწიფო მას მხოლოდ მართლზომიერი ქმედების უფლებას აძლევს. აუცილებელ მოგერიებას ახასიათებს სამი ნიშანი: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურეს მდგომარეობაში იგულისხმება ის, რომ პირს სხვა გზა აღარ უნდა ჰქონდეს, გარდა ხელმყოფის მოგერიებისა, თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს იმას, რომ მომგერიებლის ქმედება გამოწვეული უნდა იყოს ხელმყოფის მოქმედებით. (სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით) თავდაცვის სურვილში მოიაზრება ის, რომ მომგერიებელს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაგან დაცვის სურვილი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ გ------------ ს---ის, იმ დროს როდესაც მან განახორციელა დანის გამოყენება დ---- კ---–-----ს მიმართულებით, არ ჰქონდა უკიდურესი მდგომარეობა, დ---- კ---–-----ს ქმედებით არ ემუქრებოდა საფრთხე მის სიცოცხლეს, რის გამოც მას ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი.
ასევე მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულზე მიყენებული დაზიანებების სამართლებრივი შეფასება და მათი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვა. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ბრალდებულის სამედიცინო დასკვნის მიხედვით გ------------ ს---ს გარეგანი დათვალიერებით 18.05.18 წ. აღენიშნება ნაჭდევები თხემის და მარჯვენა მტევნის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიმართ მიყენებული დაზიანებები არ ქმნიდა მისი მხრიდან იმ უკიდურეს აუცილებლობას, რომ მის მიერ გამოყენებულიყო ცივი იარაღი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბრალდებულ გ------------ ს---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
5.სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ------------ ს---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:
_ შავტარიანი, ლითონის პირიანი დანა, დ---- კ---–-----ს სისხლის ნიმუში, გ------------ ს---ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ ს---ის სისხლის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ყვავილებიანი გამოსახულების ზეწარი, უმკლავებო თეთრი ფერის მაისური და მოკლესახელოებიანი წითელი ფერის მაისური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
გ------------ ს---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------ ს---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლის ვადით.
2. გ------------ ს---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 მაისიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:
_ შავტარიანი, ლითონის პირიანი დანა, დ---- კ---–-----ს სისხლის ნიმუში, გ------------ ს---ის ნერწყვის ნიმუში, გ------------ ს---ის სისხლის ნიმუში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ყვავილებიანი გამოსახულების ზეწარი, უმკლავებო თეთრი ფერის მაისური და მოკლესახელოებიანი წითელი ფერის მაისური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი