განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001668740
საქმე №1-5/2017
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორების _ ფ-------------–----ის, გ--–--------ის
ადვოკატების _ მ-----–--------ის, ვ-–-----------–---–ის, პ----------–----ის
ბრალდებულის - ნ---- ნ---–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170030516002 საქმე :
ბრალდებულ ნ---- ნ---–--ის მიმართ
მამის სახელი: ჯ----–-
დაბადებული: 14.06.1--- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. ნ---- ნ---–--ეს და ზ------ მ--–----ეს, ქ. ბ------ში საცხოვრებელი ბინებისა და ინვერნტარის შესაძენად, ასევე ცალკეული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, 2014-2015 წლებში რუსეთის ფედერაციიდან, ქ. ბ------ში საბანკო გადარიცხვების გზით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჯ----– გ--------ემ გადასცა 444 400 აშშ დოლარი, ხოლო პირადად ნ---- ნ---–--ეს გადასცა 20 000 აშშ დოლარი. მითითებულ პერიოდში, ნ---- ნ---–--ემ და ზ------ მ--–----ემ, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებული დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, მათ მართლზომიერ მფლობელობაში გადასული ჯ----– გ--------ის კუთვნილი ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი - დიდი ოდენობით თანხა - 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი - დიდი ოდენობით 164 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.
2. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ---- ნ---–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით.
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ნ---- ნ---–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ნ---- ნ---–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა:
4. დაზარალებულმა ჯ----– გ--------ემ საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ყველა ჩვენებაში ასახული გარემოებები და სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ე მისი დეიდაშვი-–--, რომელთანაც საკამაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ენდობოდა მას. 2014 წელს, როდესაც განიზრახა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება და რუსეთში წარმოებული ბიზნეს-საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საქართველოში გადმოგზავნა, გადაწყვიტა თანხა დეიდაშვილების - ნ---- და მ----- ნ---–--ეების და ნ----ს მეუღლის - ზ------ მ--–----ეს სახელზე გადმოერიცხა. გ--------ე და მისი რამდენიმე ახლობელი, თითოეული დღეში 5000 დოლარის ოდენობით თანხას რიცხავდა დასახელებული პირების ანგარიშზე. სულ გადმორიცხულია 444 400 აშშ დოლარი. თანხა სრულა ინახებოდა ნ---–--ის და მ--–----ის საცხოვრებელ სახლში, მასთან უშულო წვდომა და შეხება ჰქონდა ამ ორ ადამიანს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა ბ------ში შვილიშვილებისთვის შეეძინა ბინები. ნ---- ნ---–--ის უშუალო ჩარევით და რჩევით არჩევანი შეაჩერა ბ------–--------------–------------–----–----–--- ქუჩაზე მდებარე ბინაზე, რომელსაც მ----- ნ---–--ეს ყიდდა. ბინა შეიძინა 90 000 დოლარად და როდესაც დღის წესრიგში მისი გარემონტების საკითხი დადგა, ნ---- ნ---–--ემ მიუყვანა ხელოსნების ბრიგადა, განუცხადა, რომ იყვნენ გამოცდილი, კარგი მოხელეები და ჩაატარებდნენ მისი ბინის სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნული ბრიგადის წევრებს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა წარედგინათ ე.წ. „სმეტა“, ანუ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, არასდროს უჩვენებიათ ასეთი დოკუმენტი, რაც ნ---–--ემ იმით ახსნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში ბინის რემონტისას მსგავს დოკუმენტებს მუშები არ ადგენდნენ. აღნიშნულ ბრიგადასთან უშუალო შეხება ქონდა მხოლოდ ნ---- ნ---–--ეს, ის ხელმძღვანელობდა სარემონტო სამუშაოებს და განაგებდა ამ სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელ ფულად თანხებს. აღმოჩნდა, რომ ის არაკეთილსინდისიერად სარგებლობდა ნდობით და ფლანგავდა დეიდაშვილის მიერ მისთვის მიბარებულ ფულს. შემდეგ იმავე ხელოსნებმა გაურემონტეს ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მეორე ბინაც, ხარჯთაღრიცხვას ისევ არ აკეთებდნენ, მიუხედავად ამისა, ენდობოდა ნ---–--ეს და იმ ეტაპზე არ დაეჭვებულა მისი მხრიდან ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში. ამას მოყვა ქობულეთში მდებარე სახლის ფასადის და სასაფლაოების სარემონტო სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებისას ნ---- ნ---–--ე ახდენდა მუშებთან ანგარიშსწორებას, მის ხელთ არსებული თანხით ხდებოდა ასევე ბინისთვის აუცილებელი ინვენტარის და ავეჯის შეძენა. ნ----ს განკარგულებაში არსებული თანხიდან თავად გ--------ემ გამოიყენა მხოლოდ 60 000 დოლარი ავტომანქანის შესაძენად. საქართველოში ყოფნის დროს ბინებისთვის აუცილებელ ინვენტარს ყიდულობდა თვითონ მისივე ხელთ არსებული და არა ნ----სთვის გამორთმეული თანხით. არასდროს უჩუქებია ფული ნ----ს შვილისთვის და ძმისშვილებისთვის, არც ნ----სთვის უჩუქებია მანქანები და 50 000 დოლარი. ეს თანხა განკუთვნილი იყო ბინებსა და სხვა ობიექტებზე წარმოებული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, ასევე საჭირო ინვენტარის შესაძენად. ბოლოს, როდესაც ნ----ს მიერ დაქირავებულმა ხელოსნებმა დამატებით მოითხოვეს თანხა შესრულებულ სამუშაოებში, ეს თანხა კი მათზე გადასაცემად უკვე მიცემული ჰქონდა ნ---–--ისთვის, ეჭვი შეიტანა დეიდაშვილის კეთილსინდისიერებაში. სპეციალისტებთან ერთად გადაამოწმა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, გამოითვალა სავარაუდოდ გადასახდელი თანხმების ოდენობა და გაარკვია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი მის მიერ ნ---–--ისთვის გაგზავნილი თანხისა, არსად ჩანდა. ამიტომ დარწმუნებულია, რომ ბრალდებულმა მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა მისი კუთვნილი ფულადი თანხა და ითხოვს მის დაბრუნებას.
5. მოწმე ე----- გ--------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დაზარალებული ჯ----– გ--------ე და ბრალდებული ნ---- ნ---–--ე მისი ნათესავები არიან. ჯ----–- წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ბოლოს კი საქართველოში დაბრუნება და დაფუძნება გადაწყვიტა. შეიძინა ორი ბინა, ორივე გაარემონტა, ქობულეთში მდებარე სახლშიც ჩაატარა რემოტი, ეზოს მოწყობის სამუშაოები, მოაწყო და მოაპირკეთა ახლობლების სასაფლაოები. ნ---- ნ---–--ის რჩევით და დახმარებით ერთი ბინა შეიძინა ქ. ბ------ში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე ნ----ს ძმისგან, მ----- ნ---–--ისგან 90 000 დოლარად. ბინის საყიდელი ფული რუსეთიდან გადმოგზავნა საბანკო გზავნილებით ჯ----–მა, თუმცა ერთბაშად დიდი თანხის გადმოგზანა არ შეიძლებოდა, დღიური ლიმიტი მხოლოდ 5000 დოლარი იყო ერთ ადამიანზე, ამიტომ ეხმარებოდნენ იმ პერიოდში თავადაც რუსეთში მყოფი ე----- გ--------ე, შვილიშვილი ი---–-- გ--------ე, მისი დედა და ბებია, ასევე მეგობარი და დღეში 5000 დოლარს გზავნიდნენ ნ---- ნ---–--ის, მისი ძმის მ----- ნ---–--ის და მეუღლის -ზ------ მ--–----ის სახელზე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გადმოგზავნილი იყო 395 000 დოლარი. გარდა ამისა, ნ----ს მისივე სახლში, შვილიშვილებთან ერთად ბ------ში ჩამოსულმა ჯ----–მა ხელზე მისცა 20 000 დოლარი, რაც საკუთარი თვალით დაინახა. მ----- ნ---–--ისგან შეძენილი ბინის თანხიდან 60 000 დოლარი მ-----ს რუსეთიდან გადმოურიცხა ჯ----–მა, დარჩენილი 30 000 დოლარი კი შეთანხმებისამებრ, ნ---- ნ---–--ემ დაუმატა, რომელმაც ამით წლების წინ ჯ----–-სგან აღებული სესხი დაფარა. გადმოგზავნილი თანხა ინახებოდა ნ----ს მეუღლესთან, მათ სახლში არსებულ სეიფში. ჯ----–მა მეორე ბინაც შეიძინა ბ------ში 50 000 დოლარად, მისამართი არ ახსოვს. ორივე ბინაში რემონტი ჩაატარეს ნ----ს მიერ შერჩეულმა მუშებმა. ჯ----–- ხშირად არ იმყოფებოდა საქართველოში, მუშებს არ დალაპარაკებია, სარემონტო სამუშაოებს მთლიანად ნ---- კურირებდა, დადიოდა მასალების შესაძენად, გაწეული მუშაობის საზღაურს უხდიდა. ჯ----–მა შეიძინა ასევე ორი მანქანა - „მიცუბიშის“ მარკის 24-25 000 დოლარად და „ტოიოტა პრადო“ – 58-59 000 დოლარად. მანქანები შვილიშვილებისთვის შეიძინა, თუმცა ნ----მ გადაიფორმა თავის სახელზე. გარდა ამისა, ჯ----–-ს მითითებით და მისი თანხებით, ნ----ს მიერ დაქირავებულმა მუშებმა რესტავრაცია გაუკეთეს ქობულეთში მდებარე საგვარეულო სასაფლაოს, მოაწყვეს და მოაპირკეთეს, ასევე იმუშავეს სახლის ეზოს მოწყობაზეც. 15 000 დოლარი ჯ----–მა ე-----საც მისცა სახლის გასარემონტებლად. ჯ----–- ძალიან ენდობოდა ნ----ს და არასოდეს დაეჭვებულა მის ერთგულებაში. ეჭვი გაუჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მუშებმა დამატებით მოითხოვეს 2000 დოლარი, ნ----სთვის კი უკვე გადაცემული ჰქონდა მათი მუშაობის ასანაზღაურებელი თანხა. ამიტომ დაელაპარაკა მუშებს, გამოჰკითხა ყველაფერი, იგივე სახის სამუშაოებში გამოცდილ სხვა ხელოსნებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, შეამოწმა საბანკო გზავნილების ოდენობა და აღმოაჩინა, რომ გადმოგზავნილი თანხების საკმაოდ სოლიდური ნაწილის ხარჯვაზე არაფერი იცოდა. მიუხედავად ჯ----–-ს მოთხოვნისა, სახლების რემონტზე მომუშავე ბრიგადას არასოდეს წარუდგენია მისთვის ე.წ. „სმეტა“ - ხარჯთაღრიცხვა გაწეული სამუშაოების თაობაზე. ამის შემდეგ ჯ----–სა და ნ----ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნ----მ ვერ შეძლო ის დაერწმუნებინა მის სახელზე გადმოგზავნილი და მის სახლში შენახული თანხის მიზნობრივად ხარჯვაში. ის ირწმუნებოდა, რომ 50 000 დოლარი ჯ----–მა აჩუქა, თუმცა ე-----ისთვის ცნობი-–--, რომ ნ----ს პირად ანგარიშზე გადარიცხული ეს თანხა არა საჩუქარი, არამედ სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხის ნაწილი იყო.
6. მოწმე გ--–- გ--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნათესაური ურთიერთობა აქვს ჯ----– გ--------ესთან და ნ---- ნ---–--ესთან. ამ უკანასკნელმა შეაძენინა ჯ----–ს ბინები ბ------ში, ხელმძღვანელობდა ბინებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს, ასევე ქობულეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს და საგვარეულო სასაფლაოების სარემონტო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. 2015 წლის მაისში ქობულეთში მყოფმა ჯ----–მა მოისურვა საცხოვრებელი სახლის ფასადის გარემონტება და სთხოვა გ--–-ს მისი სახლის ფასადის რემონტზე მომუშავე ხელოსნები მიეყვანა მასთანაც. თხოვნა შეუსრულა, ბრიგადამ მუშაობა დაიწყო, თუმცა ყველა სამუშაოს ვერ ასწრებდნენ და იმ ბრიგადის მუშები დაახმარეს, რომელიც ნ----ს ყავდა დაქირავებული ბ-------ს ბინების სარემონტო სამუშაოებზე. ერთ დღეს დაურეკა ჯ----–მა და აუწყა, რომ ერთ-ერთი ხელოსანი, სახელად გ-------, დამატებით თანხას ითხოვდა, ნ----სთვის მუშებისთვის გადასახდელი თანხა უკვე მიცემული ჰქონდა, პრეტენზიის მიზეზები არ ესმოდა და სთხოვა გაერკვია სიტუაცია. ამის შემდეგ ჯ----–ს ეჭვები გაუჩნდა ნ----სთან დაკავშირებით. დაიბარა ხელოსნები, მოსთხოვა ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, მათ კი ხელნაწერი ე.წ. „სმეტა“ აჩვენეს. ყველაფრის ფასი ხელოვნურად იყო გაბერილი. ამის შემდეგ ჯ----–- ნ----ს აღარ ენდობოდა. მოსთხოვა ნაჩუქარი მანქანის და ბოლო პერიოდში პროკრედიტ ბანკში ნ----სთვის გადარიცხული 50 000 დოლარის დაბრუნება.
7. მოწმე ი---–-- გ--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ჯ----– გ--------ე მისი ბაბუაა, ნ---- ნ---–--ე კი ნათესავი. 2014 -2015 წლებში ჯ----–-ს თხოვნით თავად ი---–--, ასევე მისი დედა და ბებია მოსკოვიდან ფულად გზავნილებს რიცხავდნენ ნ----ს სახელზე დღეში 5000 დოლარის ოდენობით, რათა ბ------ში შეეძინათ ბინები და ეწარმოებინათ სარემონტო სამუშაოები. ფულს თავად ჯ----–-ც რიცხავდა ნ----ს სახელზე იმავე დანიშნულებით და როგორც იცის სულ 395000 დოლარია გადმორიცხული. ზუსტად თარიღი არ ახსოვს, მაგრამ ბინის შეძენამდე ბაბუასთან, ძმასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ჩამოფრინდა მოსკოვიდან ბ------ში. ბაბუას თხოვნით მოსკოვის აეროპორტის „დუტი-ფრიში“ საჩუქარი - საათი უყიდეს ნ----ს. მოსკოვის აეროპორტშივე ბაბუამ სამივე მათგანს ათ-ათი ათასი დოლარი გადასცა, რომელიც ზურგჩანთებში ჩაიდეს და საქართველოში ჩამოიტანეს. აეროპორტში დახვდა ნ---- ნ---–--ე, წაიყვანა სახლში, გაუმასპინძლდა. ნ----ს სახლში მისულებს, ბაბუამ თანხის დაბრუნება სთხოვა. ი---–--მ 30 000 დოლარი მაგიდაზე დაუდო ნ----ს გვერდით მჯდარ ჯ----– გ--------ეს. ამ თანხიდან ათი ათასი ჯ----–მა აიღო, დარჩენილი ოცი ათასი კი ნ----ს გადასცა, როგორც ბინის სარემონტო ფული. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა ნ----ს ძმა - მ----- ნ---–--ე და მეუღლე -ზ------ მ--–----ე. ე----- გ--------ე მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ წავიდნენ ქობულეთში მანქანებით, ნ---- და ზ-----ც თან ახლდათ. არ იცის ქობულეთში ჩასულმა ზ-----მ ის 20 000 დაუბრუნა თუ არა უკან ჯ----– გ--------ეს, ასეთი ფაქტი არ დაუნახავს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იყო და დაათვალიერა ვ-–----–----–-- ქუჩაზე მდებარე ბინაც, რომელიც ძალიან მოეწონა, ვიდეოც გადაიღო და „იუთუბზე“ ატვირთა. არ იცის იმ დროს უკვე შეძენილი ჰქონდა თუ არა ეს ბინა ბაბუას, მაგრამ რომ გეგმავდა შეძენას, ადასტურებს. ახსოვს ასევე ისიც, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთების გამოცვლა მოუწიათ, ზუსტად ვერ იხსენებს დაგეგმილზე ადრე გაემგზავრნენ, თუ გვიან.
8. მოწმე პ----- მ----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ჯ----– გ--------ე მისი ბიძა- დედის ძმაა, ნათესავია ნ---- ნ---–--ეც. 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში ჯ----– გ--------ემ მოსკოვიდან დაურეკა, რომ ჩამოდიოდა თბილისში, სადაც ნ---- ნ---–--ე უნდა დახვედროდა, რათა ბინისთვის საჭირო ნივთები შეეძინათ. მართლაც, თბილისში ჩამოსული ნ----ც და ჯ----–-ც მათთან სახლში წავიდნენ სტუმრად. აღმოჩნდა, რომ ნ----ს ნივთების შესაძენად საჭირო თანხა თან არ ჰქონდა, სახლში დამრჩაო - ჯ----–ს უთხრა, რის გამოც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა, თუმცა თქვა, რომ თვითონ ჰქონდა ფული და მაინც იყიდდნენ ნივთებს. გაჰყვა ნ----ს და ჯ----–ს მაღაზიაში, რა დროსაც ჯ----–მა თავისი ფულით შეიძინა შპალერი და კონციდიონერები. მეორე დღეს ავეჯის საყიდლად წასულებს მოწმის და, ე--------–---–ი გაყვა, თვითონ პ----- აღარ ხლებიათ.
9. მოწმე ე--------–---–მა დაადასტურა პ----- მ----–---–ის ჩვენებაში მითითებული გარემოებები და სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლის დეკემბერში მოსკოვიდან თბილისში ჩასულ ბიძას ჯ----– გ--------ეს ავეჯის საყიდლად გაყვა, თან ახლდათ ნათესავი ნ---- ნ---–--ეც. ჯ----–მა თავისი ფულით შეიძინა საძინებელი და სამეული, ტრანსპორტირების თანხაც თავად გადაიხადა.
10. მოწმე ჯ----– ნ---–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ე მისი მამიდაა. ჯ----– გ--------ემ 2015 წლის დასაწყისიდან დაიწყო თანხების გადმოგზავნა რუსეთიდან ნ---- ნ---–--ის, ასევე მისი მეუღლის - ზ------ მ--–----ის და ძმის - მ----- ნ---–--ის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე, დღეში 5000 დოლარის ოდენობით. თანხებს ინახავდნენ ნ---- და მისი მეუღლე. როგორც იცის, სულ 400 000 დოლარამდე თანხაა გადმოგზავნილი. ჯ----– გ--------ემ მ----- ნ---–--ისგან, მოწმის მამისგან, შეიძინა ბინა მდებარე ქ. ბ------ში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე 85 ან 90 ათას დოლარად. ბინის ფული ჯ----– გ--------ის მიერ გადმორიცხული თანხიდან ნ---- ნ---–--ემ ორ ეტაპად გადასცა მ----- ნ---–--ეს. იმ ბინის გვერდით, რომელიც ჯ----–მა შეიძინა, თავად მ-----საც ჰქონდა ახალგარემონტებული ბინა, რომლის რემონტი მოეწონა ჯ----–ს და სთხოვა მისთვის გაეცნოთ რემონტის მწარმოებელი ხელოსნები. მართლაც გააცნეს, ჯ----–- მოელაპარაკა მათ და შეთანხმდნენ, რომ იგივე ბრიგადა შეასრულებდა მისი ბინის რემონტს. იმის გამო, რომ ფული ნ----სთან ინახებოდა, ხელოსნებს ეს უკანასკნელი უსწორებდა ანგარიშს. ჯ----–- მთელ სანათესაოს პატივს ცემდა, ხშირად ჩუქნიდა ფულს. მასაც აჩუქა 1000 დოლარი, როდესაც შეიტყო, რომ ცოლთან ერთად თურქეთში აპირებდა გამგზავრებას. ზ---------–----ეს სახლიდან გამოატანინა ფული და გადასცა ეზოში მყოფ ცოლ-ქმარს. ამის შემდეგ, კიდევ აჩუქა 2000-2000 დოლარი მათ და ასევე მის ძმას და რძალს. ნ----მ კონვერტებში მოთავსებული თანხები სათითაოდ გადასცა ოთხივე მათგანს ჯ----–-ს თანდასწრებით. სხვა დროსაც უჩუქებია მისთვის გ--------ეს უფრო დაბალი თანხებიც - 100, 200, 300 დოლარის ოდენობით. ფულს ჩუქნიდა მ----- ნ---–--ესაც, უყიდა ავეჯი, სამეული, ტელევიზორი და სხვადასხვა ნივთები. ნ---- ნ---–--ეს, მიუხედავად ამ უკანასკნელის უარისა, მოუწყო ეზო, გაუკეთა სამზარეულო. აჩუქა მანქანა „კიას სპორტიჯი“, მისი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი კი, ნათესავისთვის ე----- გ--------ისთვის მიაცემინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნ----ს ისევ უყიდა მანქანა, ამჯერად „მიცუბიშის“ მარკის, „კია“ კი მ----- ნ---–--ეს გადაულოცა. ჯ----– ნ---–--ემ ასევე განმარტა, რომ მისი დედის მკურნალობის ხარჯები ჯერ თბილისში, შემდეგ კი თურქეთის რესპუბლიკაში სრულად დაფარა ნ---- ნ---–--ემ იმ ფულიდან, რომელიც ჯ----– გ--------ემ აჩუქა მას. ეს იყო ნ----ს პირად ანგარიშზე გადარიცხული 50 000 დოლარი. თავდაპირველად, როდესაც დედის მოულოდნელი ავადმყოფობით შეძრწუნებული ოჯახი სამკურნალო სახსრებს ეძებდა და ბანკიდან სესხის გამოტანას აპირებდა, ჯ----– გ--------ემ დაამშვიდა ყველა და უთხრა, რომ ნ----სთვის ნაჩუქარი ჰქონდა 50 000 დოლარი, გამოეყენებინათ ის ფული და რაც საჩუქარს დააკლდებოდა, ისევ შეუვსებდა ნ----ს. შესაბამისად, თბილისში მკურნალობის თანხა, დაახლოებით 7000 დოლარის ფარგლებში, ასევე თურქეთში ჩატარებული მკურნალობის, დაახლოებით 12 ათასი დოლარი, სრულად ნ----მ გადაიხადა ნაჩუქარი ფულიდან. სხვა ნათესავებსაც ეხმარებოდა ჯ----–-, ავადმყოფი ბიძაშვილისთვის - თ------ გ--------ისთვის ნ----ს ფული მიაცემინა, ბ-------დან ქობულეთში ექიმები ჩააყვანინა, წამლები აყიდინა.
11. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს და იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა დ----- ნ---–--ემაც.
12. მოწმე ე--------------–--ემ, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ არის ხელოსანი და ქალაქ ბ------ში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე მდებარე, მ----- ნ---–--ის კუთვნილ ბინაში მან და მისი ბრიგადის წევრებმა ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები. როგორც შემდეგ შეიტყო, ამ ბინაში გაკეთებული რემონტი მოეწონა ბინის პატრონის ნათესავს ჯ----– გ--------ეს, რომელსაც გამოუთქვამს სურვილი იგივე ხელოსნებთან დაკავშირების და მათთან შეხვედრის. დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. სწორედ მაშინ გაიცნო ჯ----– გ--------ე და ნ---- ნ---–--ე. მათთან ერთად ავიდა ბინაში, მოილაპარაკეს, შეთანხმების პირობები მისაღები აღმოჩნდა ორივე მხარისთვის და ერთად დაგეგმეს სარემონტო სამუშაოები. დაიწყეს მუშაობა. შესრულებული სამუშაოების პარალელურად სამ ეტაპად მიიღო თანხა, სულ 25000 დოლარის ოდენობით. პირველად, როდესაც იმ ეტაპზე აუცილებელი სამუშაოების ხარჯთარღიცხვა შეადგინა, მივიდა ნ----ს სახლში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ ნ----ც და ჯ----–-ც, აჩვენა ხარჯთაღრიცხვა, ჯ----–-ს მითითებით კი ნ----მ თანხა გამოიტანა 10 000 დოლარის ოდენობით და გადასცა. იგივე განმეორდა მეორე და მესამე ჯერზეც. აღნიშნულის შემდეგ, ჯ----–მა კიდევ ერთი ბინის რემონტი სთხოვა. ბინა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. განსხვავებით პირველი ბინისგან, აქ შედარებით ნაკლები ხარისხის და ფასის მქონე მასალებით მოინდომა ჯ----– გ--------ემ ბინის გაკეთება. ვ-–----–----–-- ქუჩაზე მდებარე ბინაში კი ყველაფერი უ-----–--- ხარსხის და საკმაოდ ძვირი ფასის იყო. მეორე ბინის სარემონტო სამუშაოებში სულ მიიღო 17 000-დან 20 000 დოლარამდე. ამის შემდეგ ქობულეთში მდებარე სახლის ეზოს მოპირკეთება დაავალა ჯ----–მა. უშუალოდ მასთან ერთად შეიძინეს ყველა მასალა, 15-16 000-მდე დაჯდა ეს სამუშაო. რემონტი ჩაატარეს ასევე ჯ----–-ს ნათესავების და მეგობრის საფლავების, რაც 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების იყო. ჯ----–- არასოდეს გამოთქვამდა უკმაყოფილებას მისი ბრიგადის მიმართ, ყოველთვის აქებდა, უხდიდა მადლობებს, ჩუქნიდა საჩუქრებს. რემონტთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა. რაც შეეხება ნ---- ნ---–--ეს, ის იყო ჯ----–-ს ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჯ----–-ს მითითებებით მოქმედებდა. ამ უკანასკნელის საქართველოში არყოფნისას, ყველა გასარკვევ საკითხს ატყობინებდა ტელეფონით და უთანხმებდა.
13. მოწმე ს---–--- დ--------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ხელოსანია და მუშაობს სახლის სარემონტო სამუშაოებზე. მასთან ერთად მუშაობენ ე--------------–--ე და რ----–-- დ--------–--ე. 2014 წლის ზაფხული ან შემოდგომის დასაწყისი იქნებოდა, როდესაც ნაცნობმა, ჯ----– გ--------ის დისშვილმა, რომლის სახელსაც ვერ იხსენებს დაურეკა ტელეფონზე და შესთავაზა მისი ბიძის ბინაში რემონტის გაკეთება. მანამდე ბინა გაურემონტეს მ----- ნ---–--ეს. ნ---- ნ---–--ე და ჯ----– გ--------ე რომ ნახა პირველად, უკვე ჯ----–-ს ბინაში იყო და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. უფრო ადრე ჯ----–თან წარმოებულ მოლაპარაკებას არ ესწრებოდა. ჯ----–-ს სურვილი იყო გაეკეთებინათ უმაღლესი ხარისხის ევრო - რემონტი. პირველადი სამუშაოები ჩამოწერეს, გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და აჩვენეს ნ----ს სახლში მყოფ ჯ----– გ--------ეს. ნ----მ გამოიტანა ფული, როგორც ახსოვს 10000 დოლარი და გადასცა ე--------------–--ეს ჯ----–-ს თანდასწრებით. ასე მოხდა მეორე და მესამე ჯერზეც. სულ 22000 დოლარამდე მიიღეს. ნ---- და ჯ----–- ერთად დადიოდნენ ბინისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად, ერთად შეიძინეს კაფელ-მეტლახი, ინვოისი მას მისცეს და ნახა, რომ ეს ნივთები მაღაზია „ვიტრადან“ ჰქონდათ ნაყიდი. საერთოდ ჯ----–- ამ ბინისთვის ყველაფერს უ-----–--- ხარისხის და ძალიან ძვირი ფასის ყიდულობდა. როგორც ახსოვს, ინვოისის თანახმად, ონკანი - 1200 ლარამდე, უნიტაზი - 1800 ლარამდე, სამზარეულოს ონკანი -800 ლარამდე თანხად ჰქონდა შეძენილი. ბინის რემონტი დაასრულეს 2014 წლის დეკემბერში, რის გამოც „ჯ----–მა მადლობა რესტორან მეგრულ-ლაზურში“ გადაუხადა. ამის შემდეგ ჯ----–-ს თხოვნით რემონტი გააკეთეს მის მეორე ბინაშიც, რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. ამ შემთხვევაშიც ხარჯთაღრიცხვას ადგნენდნენ, აჩვენებდნენ ჯ----–ს და ნ----ს და ეტაპობრივად იღებდნენ ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების პროცესში კონტროლს უწევდა როგორც ნ----, ასევე ჯ----–-. ამ შემთხვევაში სულ 20000 დოლარამდე მიიღეს თანხა. 2015 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ამ ბინის რემონტიც დაასრულეს. ამის შემდეგ, ჯ----– გ--------ემ ქობულეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს რემონტი და „ედემის ბაღად“ გადაქცევა დაავალათ. სამუშაოები სულ 15 000 დოლარი დაჯდა. ამის შემდეგ კი საგვარეულო სასაფლაოს და მეგობრის საფლავის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები ჩაატარებინა. სულ დაახლოებით 55 000 დოლარამდე თანხა მიიღეს ჯ----– გ--------ისგან, რომელშიც სასაფლაოს სარემონტო სამუშაოების თანხმები არ შედის. იყო შემთხვევები, როდესაც გ--------ე უკვე გაკეთებულს ანგრევინებდა, გადაკეთებას ავალებდა, რაც კიდევ დამატებით სახსრებთან იყო დაკავშირებული. არასდროს გამოუთქვმს უკმაყოფილება მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე, სულ მადლობებს უხდიდა. ერთხელ უთხრა, რომ ნ----ს ფული აჩუქა სახლის და ეზოს მოსაწყობად. მისი თანდასწრებით ზ------ მ--–----ეს ეუბნებოდა „ეეშალე ნ----ს“, წავა სახლიდან და უკან დაბრუნებულს ახალი სამზარეულო და ეზო დავახვედროთო.
14. მოწმე ი-–-- ყ-----–-–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ეს იცნობს, მეზობელია, თუმცა განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. მუშაობდა ავტომანქანების მაღაზიაში, სადაც ერთ დღეს, ზუსტად არ ახსოვს როდის, მის მაღაზიაში ნ---- და მისი მეუღლე ზ----- მივიდნენ ასაკოვან კაცთან ერთად. გაესაუბრა მათ, დახმარება შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ ასაკოვანი მამაკაცი ნ----ს დეიდაშვილი იყო და სურდა მისთვის მანქანა ეჩუქებინა. შეარჩიეს „კია სპორტიჯი“, გააფორმეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ვერ მოითმინა და შეაქო ეს მამაკაცი, რა კარგი ადამიანი ხართ, დეიდაშვილს მანქანას ჩუქნითო. ამის შემდეგ, გავიდა რამდენიმე წელი და ისევ მივიდნენ იგივე პირები მაღაზიაში. ისევ ახალი მანქანის ყიდვა უნდოდა დეიდაშვილს ნ----სთვის, მოეწონათ „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და გადაწყვიტეს შეძენა. ძველი მანქანა შენს ძმას მივცეთ, ეს კი შენი იყოსო, უთხრა ნ----ს. მოწმემ განმარტა, რომ მის გაკვირვებას და ამავე დროს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. არასდროს გაუგია დეიდაშვილს ორი მანქანა აჩუქოს ვინმემ, ამიტომ განსაკუთრებით დაამახსოვრდა ეს ფაქტი.
15. მოწმე მ------- დ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მეგობრობს ნ---- ნ---–--ესთან და საკმაოდ ხშირად სტუმრობს მას. იცნობს ნ----ს დეიდაშვილს ჯ----– გ--------ესაც, რომელიც ყოველ დილით ქობულეთიდან ჩამოდიოდა ნ----სთან და დილის ყავას მის სახლში მიირთმევდა. ხშირად ხვდებოდა ჯ----–ს ნ----სთან სტუმრობისას. ჯ----–-ს ფულადი გზავნილების ასაღებად ბანკში წასულ ნ----ს რამდენჯერმე თავადაც ახლდა და ნ----სთან ერთად იდგა რიგში, ხან ნ----ს მეუღლე მიდიოდა იმავე მიზნით ბანკში. მიხედავად იმისა, რომ ნ---- ავადაა, თავის ძლიერი ტკივილები აქვს და არ არის მისთვის იოლი აქეთ-იქით სიარული, სულ თან დაყვებოდა ჯ----– გ--------ეს, სულ ეხმარებოდა ყველაფერში, უვლიდა და ანებივრებდა. თურქეთში თეთრეულის საყიდლად წასულ ჯ----–ს ნ----ც გაყვა და მ-------ც გაიყოლა. ჯ----–მა ბალიშები, საბნები, პირსახოცები, თეთრეული იყიდა. ჯ----–-ს საქართველოში არყოფნისას, ნ---- იხდიდა მის გადასახადებს. ნ---- და ჯ----–- ერთად დადიოდნენ ჯ----–-ს ბინების სარემონტო სამუშაოების დროს ბინისთვის საჭირო ნივთების და ინვენტარის შესაძენად. ზ------ მ--–----ე სეიფში შენახულ ფულს მაგიდაზე უტოვებდა, თავად სამსახურში მიდიოდა, ნ---- და ჯ----–- კი გადიოდნენ სახლიდან მაღაზიებში. სახლში მოსულები მისი თანდასწრებით ყვებოდნენ შენაძენის შესახებ და ისმენდა, რომ ყველა ნივთს ძალიან ძვირფასიანს ყიდულობდა გ--------ე. ის მხოლოდ „დუტი-ფრიში“ ნაყიდ სიგარეტს ეწეოდა, ამიტომ რამდენჯერმა ნ----ს თხოვნით მ------- შვილთან ერთად სარფში წავიდა და საზღვარზე მდებარე „დუტი-ფრის“მაღაზიიდან სიგარეტები უყიდა ჯ----–ს. სხვა ნათესავებთანაც რამდენჯერმე გაატანა ჯ----–მა ნ----ს ფული მ-------ს თანდასწრებით. „გავაწვალე ეს გოგოო“ - იტყოდა ხოლმე ჯ----–- და თავადაც ცდილობდა პატივი ეცა მისთვის. მანქანა უყიდა, 50 000 დოლარი დაურიცხა ანგარიშზე საჩუქრად, რის თაობაზეც პირადად ნ----სგან იცის. იმ დროს, როდესაც ნ---- თბილისში სამკურნალოდ წასულ ავადმყოფ რძალს ახლდა, ეზო მოუპირკეთა, ყვავილები დაურგო, სახლის ფასადი შეუღება, სახლისთვის ახალი სამზარეულო გააკეთებინა. თავად მ-------ს, როგორც ნ----ს ახლობელს, დაბადების დღეზე ნ----ს ხელით 100 დოლარი აჩუქა, რის გამოც დაურეკა ჯ----–ს და მადლობა გადაუხადა. დაბადების დღე გადაიხადა, სადაც მ-------ც დაპატიჟა. ხელოსნებიც იყვნენ მიწვეული მეუღლეებთან ერთად წვეულებაზე და ჯ----–- მათ მადლობებს უხდიდა. არის შემსწრე ასევე მომენტის, როდესაც ბინის სარემონტო სამუშაოებისას ნ----ს სახლში მისულ ე--------------–--ეს ჯ----–-ს თანდასწრებით ზ------ მ--–----ემ გამოუტანა თანხა და გადასცა.
16. მოწმე ნ------- გ-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ჯ----– გ--------ესთან და ნ---- ნ---–--ესთან ნათესაური ურთიერთობა აქვს. ჯ----–- მასაც ჩუქნიდა ფულს, სხვა ნათესავების მსგავსად. ხან თვითონ აძლევდა - 200, 300 დოლარს, ხან მისი გაგზავნილ თანხას ნ---- გადასცემდა. ასეთ დროს ყოველთვის ურეკავდა ჯ----–ს და მადლობას უხდიდა. სულ დაახლოებით 1000 დოლარამდე თანხა აქვს მისთვის ნაჩუქარი გ--------ეს.
17. მოწმე ნ----- წ---–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს „პროკრედიტ ბანკში“ კლიენტთა მრჩევლად. უშუალოდ მან განახორციელა ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ის ანგარიშზე თანხის -50000 დოლარის გადარიცხვის ოპერაცია. ნ---- და ჯ----–- ერთად იმყოფებოდნენ ბანკში, საუბრობდნენ, მაგრამ თავად მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა სამუშაოზე და არ ახსოვს მათი საუბრის შინაარსი. ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს იყო თუ არა ნათქვამი ამ თანხის ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის ჩუქების თაობაზე.
18. მოწმე მ----- ნ---–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ე მისი დაა, ჯ----– გ--------ე - დეიდაშვილი. 2014 წლის ივლისიდან ჯ----– გ--------ე მოსკოვიდან აგზავნიდა ფულს საბანკო გადარიცხვებით დღეში 5000 ლარის ოდენობით მისი, ნ----ს და ამ უკანსკნელის მეუღლის ზ------ მ--–----ის ანგარიშებზე. ბანკიდან გამოტანილი თანხა ზ------ მ--–----ის სეიფში ინახებოდა. აგვისტოს თვეში ჯ----–- შვილიშვილებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ბ-------ს აეროპორტში დახვდა სტუმრებს ნ----სთან და ზ------თან ერთად. ყველანი წავიდნენ ნ----ს სახლში, ისადილეს. ჯ----–მა თავის შვილიშვილს ი---–--ს ფულის ორი შეკვრა გამოართვა, არ დაკარგოთო და მიაწოდა ზ------ს, მანქანის წინა სათავსოში, ე.წ. „ბარდაჩოკში“ ჩადეო. ზ------მა კი - არ იკეტება „ბარდაჩოკი“და მე შევინახავო. ამის შემდეგ წავიდნენ ქობულეთში, სადაც ზ------მა ეს თანხა უკან გადასცა ჯ----–ს. ჯ----–მა ბინა შეიძინა მ-----ისგან, რომელსაც 120 000 დოლარად ყიდდა, მაგრამ, როგორც ახლობელს 90 000 დოლარად დაუთმო. ჯ----–- ხშირად უკეთებდა საჩუქრებს ახლობლებს, მათ შორის მ-----ს და მისი ოჯახის წევრებსაც. ნ----ს ხელით ჯერ 1000, შემდეგ კი 5000 დოლარი გადასცა, საძინებელი შეცვალე ამ ფულით, თავის დროზე დეიდას (მ-----ის დედას) დავპირდი ამას და ვერ შევუსრულეო. მ-----ის ორ შვილს და მათ მეუღლეებს თითოს 2000 დოლარი აჩუქა. მადლობას უხდიდა ყველა ჯერზე ჯ----–ს და ცდილობდა თავადაც ეცა მისთვის პატივი. მეუღლის ავადმყოფობის დროს მკურნალობის თანხას ჯ----–-ს ნაჩუქარი ფულიდან ნ---- იხდიდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ე----- გ--------ეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა პრობლემა შეექმნა ვიზასთან დაკავშირებით და ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას. ჯ----–-ს თხოვნით მოწვევა გაუგზავნა ე-----ს, ჯ----–-ს ფულიდან 2500 დოლარი კი თავის ანგარიშზე დადო, რომ ვიზის პრობლემა დაძლეულიყო. მოგვიანებით ეს ფული გამოიტანა ანგარიშიდან და დაუბრუნა ჯ----–ს, რომელმაც ამ თანხიდან 100 დოლარი საჩუქრად დაუტოვა.
19. მოწმე გ------- მ--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ის შვილია. მისთვის ცნობილია მოსკოვიდან ჯ----– გ--------ის მიერ მისი მშობლების და ბიძის - მ----- ნ---–--ის სახელზე გადმოგზავნილი თანხების შესახებ, რომელსაც ზ------ მ--–----ე ინახავდა მათ საცხოვრებელ სახლში რკინის სეიფში. ჯ----–მა მ----- ნ---–--ისგან შეიძინა ბინა ბ------ში 90 000 დოლარად, საიდანაც 60 000 დოლარი თვითონ გადაუხადა, ხოლო 30 000 დოლარი ნ---- ნ---–--ემ და ზ------ მ--–----ემ, რომლებსაც ჯ----– გ--------ისგან წლების წინ სესხი ქონდათ აღებული და ეს ვალი დაუფარეს. ჯ----–მა ნ----ს უყიდა ავტომანქანა „კია სპორტიჯი“, ზ------ მ--–----ის „მერსედესი“ კი ე----- გ--------ისთვის მიაცემინა. შემდეგ ახალი ავტომანქანა უყიდა ისევ ნ----ს - „მიცუბიშის“ მარკის, „კია სპორტიჯი“ კი მ----- ნ---–--ეს გადაულოცა. ჯ----–მა ნ----ს აჩუქა 50 000 დოლარი, რის თაობაზეც იცის როგორც ნ----ს, ისე ჯ----–-სგან, რომელიც ამბობდა, რომ ნ---- მეტ პატივისცემასაც იმსახურებდა მისგან. ნ---- ნ---–--ე ყველაფერში ეხმარებოდა დეიდაშვილს, ასრულებდა ყველა მის სურვილს და დავალებას, მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან და საუკეთესო ურთიერთობებში იყვნენ. გ--------ე მხოლოდ „დუტი-ფრის“ მაღაზიაში შეძენილ სიგარეტს ეწეოდა, ამიტომ რამდენჯერმე გადავიდა მეგობრებთან ერთად თურქეთში, რომ საზღვარზე მდებარე დუტი-ფრის“ მაღაზიაში სიგარეტი შეეძინა მისთვის. როდესაც დაქორწინდა ფულადი საჩუქარი მიიღო ჯ----–-სგან 5000 დოლარის ოდენობით, რომელიც დედამ გადასცა. შვილი რომ შეეძინა - კიდევ 2000 დოლარი აჩუქა. დაურეკა ჯ----–ს და მადლობა გადაუხადა.
20. შპს „ექსპერტი 21“-ეს 2015 წლის 10 სექტემბრის მოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, აუდიტორული შემოწმება ჩატარდა ჯ----– გ--------ის დაკვეთით და შეეხო ექვს ობიექტს - ბ------ში ხ--–--–---–------------------–------------–----–----–--- ქუჩებზე მდებარე ბინებს; ქ------–---–--------–--------------ში ჩატარებულ სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს, ქობულეთში - თ------------------ში ჩატარებულ ეზოს სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს; სოფ. ხუცუბანში მდებარე სასაფლაოს სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს, სოფ.ფიჭვნარში მდებარე სასაფლაოს სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს. დასკვნა დაეყრდნო დამკვეთის მიერ ფირმის სპეციალისტებისთვის წარდგენილ საორიენტაციო, მიახლოებით ლოკალურ-რესურსულ ხარჯთაღრიცხვებს, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილებასა და სისწორეზე ეკისრება დამკვეთს. აუდიტორული შემოწმების დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნულ ექვს ობიექტზე სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებზე გაწეულმა დანახარჯებმა შეადგინა 126 626.06 ლარი, აცეჯის შეძენა-დამზადების ხარჯებმა - 5835.28 ლარი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის ხარჯებმა - 17 138 ლარი. სულ გაწული დანახარჯები 149 599.34 ლარს შეადგენს.
21. მოწმე გ---- მ--–----ემ განმარტა, რომ მუშაობდა მიწვეულ ექსპერტად შპს „ექსპერტ-21“-ში. მის საქმიანობას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების აღწერა, აზომვითი ნახაზების, ხარჯთაღრიცხვის შედგენა. 2015 წლის 26 აგვისტოს მიიღეს შეკვეთა ჯ----– გ--------ისგან ექსპერტიზის ჩატარებაზე. ექვსი ობიექტი აღწერა, აზომა, დაასურათა, შეადგინა ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო-მიახლოებითი მეთოდით. შეხვდა ორივე მხარეს, გამოკითხა თუ სად, რა ფასად შეიძინეს ესა თუ ის კონკრეტული ნივთი. რაც ვერ უთხრეს, თავად მოიძია ინფორმაცია ფასთა კრებულის მიხედვით საბაზრო ფასებით. მოწმემ დაადასტურა, რომ უფრო ითვალისწინებდა დამკვეთის მიერ ზეპირად მიწოდებულ ინფორმაციას, ვიდრე იმავე საკითხთან დაკავშირებით მეორე მხარის განმარტებებს. ხარჯთარღიცხვა წარუდგინა დამკვეთს, რომელმაც დააკორექტირა და ამოიღო უშუალოდ მის მიერ შეძენილი საგნების ფასი. ექსპერტიზა არ მოიცავდა ავეჯის ღირებულებას, ეს საკითხი არ შედიოდა მის კომპეტენციაში. შეადგინა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, გაითვალისწინა უშუალოდ შემოწმების პერიოდში არსებული ფასები.
22. ანალოგიური განმარტებები მისცეს სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - დ----- შ----–--ემ და ე---------------ემ.
23. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N004347816 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ბ------ში, ვ-–----–----–-------------------ში არსებული ტექნიკის (მაცივარი, ორი ტელევიზორი, ტელევიზორის საკიდი, გამწოვი, გაზქურის ზედაპირი, მიკროტალღური ღუმელი) ჩამონათვალის საბაზრო ღირებულებები 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 7538 ლარს.
ამავე ბინაში არსებული ავეჯის (სამზარელო, შესასვლელის სათავსოს ავეჯი, საძინებელი, მაგიდა, სკამები, სამეული) ჩამონათვალის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8260 ლარს.
ბ------ში, შ----------–--–---–-------------------ში არსებული ტენიკის (მაცივარი, ორი ტელევიზორი, ტელევიზორის საკიდი, გამწოვი, გაზქურის ზედაპირი) ჩამონათვალის საბაზრო ღირებულებები 2015 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 3730 ლარს.
ამავე ბინაში არსებული ავეჯის (სამზარელო,ორი საძინებელი, მაგიდა, სკამები, სამეული, მაგიდა) ჩამონათვალის საბაზრო ღირებულება შეადგენს 9060 ლარს.
ქ. ქ------–---–------------------------------------ში არსებული ერთი ცალი საშხაპე კაბინის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 600 ლარს.
24. მოწმედ დაკითხულმა ი----------ემ, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა სასამართლოს განუმარტა, რომ მოძრავ ნივთებზე ექსპერტიზის დროს ფასის განსაზღვრა ხდება შედარების მეთოდით, მსგავსი ნივთის საბაზრო ფასების გათვალისწინებით. ექსპერტიზის დროს ავეჯი შეფასდა როგორც მეორადი.
25. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 24 ივლისის N179/ინ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ---------–-----–----–----–----------–--–---–----------------------------–-------------–---–-----------------------------------------––----------–--------------------------–-----–-------------------------–---–- ჯ----– გ--------ის საგვარეულო და მისი მეგობრის ა--–-------------ის სასაფლაოზე შესრულებული სარემონტო, მოპირკეთების და კეთილმოწყობის სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 121 501, 62 ლარი დღგ-ს გარეშე, 143 371,91 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.
26. მოწმედ დაკითხულმა საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა კ--------------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დასკვნაში ნივთების და შესრულებული სამუშაოების მხოლოდ საორიენტაციო ღირებულებებია მითითებული.
27. საქმის მასალებით, საბანკო გზავნილების ამონაწერებით, სრულად დასტურდება და მხარეთა დავას არ იწვევს მოსკოვიდან ჯ----– გ--------ის და მისი ახლობლების მიერ საქართველოში ნ---- ნ---–--ის, მ----- ნ---–--ის და ზ------ მ--–----ის სახელზე 2014-2015 წლებში 395 000 დოლარის გადმორიცხვის ფაქტი.
28. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინვოისით, მიღება-ჩაბარების აქტით, სასაქონლო ზედანდებით დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ემ 2014 წლის აგვისტოში 58 000 დოლარად შეიძინა ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“.
29. სს „პროკრედიტ-ბანკის“ ამონაწერით დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ის ანგარიშიდან ნ---- ნ---–--ის სახელზე 2015 წლის 1 აპრილს გადაირიცხა 50 000 დოლარი.
30. სს „ელიტ-ელექტრონიქსის“ მიერ გაცემული N259/000 ცნობით ირკვევა, რომ ნ---- ნ---–--ემ შეიძინა 2014-2015 წლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სულ 18235.19 ლარის ოდენობის.
31. სს „ელიტ-ელექტრონიქსის“ მიერ გაცემული N263/001 ცნობით ირკვევა, რომ ჯ----– გ--------ემ შეიძინა 2014-2015 წლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სულ 15368.32 ლარის ოდენობის.
32. შპს „ბი ემ სი შარმის“ მაღაზია „ვიტრას“ N1864 ინვოისით ირკვევა, რომ მყიდველმა ჯ----– გ--------ემ შეიძინა სხვადასხვა დასახელების ინვენტარი - იატაკის და კედლის ფილები, სააბაზანოს აქსესუარები - 11988,39 ლარად.
33. ავეჯის მაღაზია - სალონი „ჩემი სახლის“ მიერ გაცემული შეკვეთის ბარათით და სასაქონლო ზედნადებით ირკვევა, რომ 2015 წლის 26 მარტს ნ---- ნ---–--ემ შეიძინა ჭურჭლის კარადა-ვიტრინა ქ. ქ------–---–--------–--------------ში ტრანსპორტირების ხარჯთან ერთად 2558 ლარად.
34. საქმეში ასევე წარმოდგენი-–-- ნ---- ნ---–--ესა და ე----- გ--------ეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული სმს მიმოწერა 2015 წლის აგვისტოს თვეში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიძაბა ურთიერთობა ბრალდებულს და დაზარალებულს შორის. სმს მიმოწერის თანახმად, თურქეთში მყოფი ნ---–--ე ცდილობდა ე----- გ--------ის მეშვეობით მიეწვდინა ხმა ჯ----– გ--------ისთვის და დაერწმუნებინა მისი ეჭვების მცდარობაში. საკმაოდ ვრცელი მიმოწერის დიდ ნაწილი ეთმობა ნათესაური ურთიერთობებიდან გამომდინარე გაურკვევლობების თაობაზე ურთიერთბრალდებებს, მათ შორის საქმესთან კავშირში არარსებულ გარემოებებთან დაკავშირებითაც. მთელი მიმოწერის შინაარსი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ნ---–--ე თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდა მისი მხრიდან ჯ----– გ--------ის მიერ გადარიცხული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. 2015 წლის 20 აგვისტოს ნ---–--ისთვის მიწერილ სმს-ში ე----- გ--------ე ადასტურებს, რომ შეიტყო „ კ----ს“, იგივე ჯ----– გ--------ის მიერ, მანქანის გარდა ნ----სთვის 50 000 დოლარის მიცემის შესახებ და გაკვირვებას გამოთქვამს თუ ამ ყველაფრის მიუხედავად რატომ გახდა ნ---–--ე აგრესიული თავის სმს გზავნილებში ნათესავების მიმართ.
35. საქმეში ასევე წარმოდგენი-–-- ჯ----– გ--------ის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალიზით და რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვის დოკუმენტაციაში მითითებული თარიღების ურთიერთშედარებით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში თანხის გარკვეული ნაწილის გადმოგზავნის შემდეგ, გ--------ე თავადვე ჩამოდიოდა საქართველოში.
36. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
38. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
39. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
40. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებები, აუდიტორიული ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები.
41. ბრალდებულმა ნ---- ნ---–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ჯ----– გ--------ის მიერ მის, ასევე ზ------ მ--–----ის და მ----- ნ---–--ის სახელზე გადმოგზავნილი 395 000 დოლარი, რომელსაც ზ------ი ინახავდა სახლში არსებულ რკინის სეიფში, გაიხარჯა მხოლოდ მიზნობრივად და მხოლოდ ჯ----– გ--------ის უშუალო ზედამხედველობით. საზღვრის კვეთის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება ცალსახად, რომ ყოველი გადმორიცხვის შემდეგ ჯ----–- საქართველოში ჩამოდიოდა, შესაბამისად, მისი საქართველოში ყოფნის დროს, მასთან შეთანხმებით და მისი მითითებით ხდებოდა ნ---- ნ---–--ის მიერ თანხის გამოყენება. შეიძინა მანქანები, ბინები, გაარემონტა ისინიც და მამაპაპისეული სახლიც, ეზო, საგვარეულო სასაფლაოებიც. ეხმარეოდა ნათესავების და ახლობლების, ასევე გარდაცვლილი მეგობრების ოჯახებს და რამდენჯერმე ნ----ს ხელით გაუგზავნა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ჯ----–- თავად შეხვდა, მოელაპარაკა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე შეითანხმა ე--------------–--ე და მისი ბრიგადის წევრები. თავად დაგეგმა სარემონტო სამუშაოები, შეარჩია მასალები, ბინის ინვენტარი, ავეჯი, ტექნიკა. თითქმის ყველგან ჯ----–ს თავადაც ახლდა, მაგრამ მხოლოდ ეხმარებოდა, მის დავალებებს და მითითებებს ასრულებდა. რუსეთში ყოფნის დროსაც ტელეფონზე საუბრობდა საათობით და უთანხმებდა რემონტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ასრულებდა წვრილმან დავალებებსაც, როგორიც მაგალითად იყო რესტორანში შეკვეთილი კერძების ქობულეთში ჩატანა, სადილის მომზადება და ა.შ. ყველაფერი ეს ხდებოდა ჯ----– გ--------ის ფულით, რომელიც მიბარებული ჰქონდა დეიდაშვილისგან. ავადმყოფი ქალისთვის მძიმე იყო ყოველდღიურად სხვადასხვაგან სიარული, მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა დეიდაშვილზე, ვეღარ ახერხებდა ზრუნვას საკუთარ ოჯახზე და მეუღლეზე, მიუხედავად ამისა, უსიტყვოდ ემსახურებოდა და ეხმარებოდა ყველაფერში, რასაც მადლიერი დეიდაშვილი ყველასთან საუბარში აღნიშნავდა, აქებდა და მადლობას უხდიდა. რაც შეეხება ბინების რემონტს, რემონტზე მომუშავე ხელოსნები წინასწარ ადგენდნენ და აცნობდნენ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთარღიცხვას, რასაც კითხულობდა გ--------ე და მისი მითითებით ხარჯთარღიცხვაში დაფიქსირებულ თანხას აძლევდა ხელოსნებს. მხოლოდ უ-----–--- ხარისხის სამშენებლო მასალებით შესრულდა სარემონტო სამუშაოები, დაბალფასიან ნივთებს გ--------ე არასდროს ყიდულობდა. შეიძინა საკმაოდ მაღალი ფასის საოჯახო ინვენტარი, ავეჯი, ტექნიკა. თავად კი ყოველთვის გვერდში ედგა და ეხმარებოდა დეიდაშვილს, უვლიდა, ზრუნავდა მასზე. ამიტომ მისთვის მოულოდნელი იყო თანხის მითვისებაში დადანაშაულება. ნ---- ნ---–--ემ ჩვენებაში დეტალურად განმარტა, თუ სად, რაში და რა დაოდენობით იხარჯებოდა ჯ----– გ--------ის კუთვნილი თანხები (იხ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). განმარტა, რომ მხოლოდ ჯ----–-ს დავალებით აძლევდა საკუთარ შვილს და ძმიშვილებს, ასევე მათ მეუღლეებს ფულად საჩუქრებს. ზოგადად გ--------ეს უყვარდა ახლობლების საჩუქრებით განებივრება. თავად ნ----ს აჩუქა ორი მანქანა. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, იმ დროს, როდესაც თავად ნ---- ბ------ში არ იმყოფებოდა, გაურემონტა სახლის ფასადი, შეუცვალა სამზარეულო, მოუწყო და საზღვარგარეთიდან გამოწერილი მცენარეებით გაულამაზა ეზო. 50 000 დოლარი აჩუქა, გადარიცხა მის ანგარიშზე. ძმის ცოლის მოულოდნელი ავადმყოფობის დროს კი შეწუხებულ ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ გამოეყენებინათ ნ----სთვის ნაჩუქარი თანხა მკურნალობის ხარჯებად და დანაკლისს მოგვიანებით ისევ შეუვსებდა ნ----ს. აღნიშნულის შემდეგ, ნ---–--ის მთელი ყურადღება გადატანილ იქნა ავადმყოფ რძალზე, უვლიდა თბილისში მკურნალობის დროს, გაჰყვა თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ წასულს, შესაბამისად, მისი ყურადღება და გვერდით დგომა მოაკლდა ასაკში შესულ დეიდაშვილს, მისი და ნ----ს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობით გაღიზიანებულმა ნათესავებმა კი ეჭვის მარცვალი ჩადეს და გააღვივეს გ--------ის წარმოდგენაში, რაც საბოლოოდ ნ---–--ის დადანაშაულებით დასრულდა გ--------ის კუთვნილი თანხების მითვისებაში.
42. მოწმე ლ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ არის ხელმძღვანელი ფირმის, რომელიც ამზადებს ავეჯს, აბანოს აქსესუარებს, სამზარეულოს ზედაპირებს. ჯ----– გ--------ე გაიცნო ნ---- ნ---–--ის მეშვეობით, რომელიც მისი მეზობელია. ჯ----–მა შეუკვეთა მის ფირმას ბ------ში, ვ-–----–----–-- ქუჩაზე მდებარე ბინისთვის აბაზანის დამზადება ძვირფასი ქვით „კორეანით“. შეკვეთა შეასრულა, რაშიც მიიღო ანაზღაურება 12000 დოლარამდე. ამის შემდეგ პირადად ჯ----–მა შეუკვეთა ქობულეთის სახლისთვის სამზარეულო, ნ----ს დაურეკა და ვაჭარაძისთვის ფულის მიცემა დაავალა. შემდეგ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინისთვის სამზარეულოს ზედაპირი გააკეთებინა 2100 დოლარად. შემდეგ კარადა ძვირფასი მასალით, რაშიც 2000 ლარი გადასცა ნ----მ. სულ ჯ----– გ--------ესთან მუშაობის პერიოდში 20-22 ათასი დოლარის სამუშაო შეასრულა.
43. მოწმე ს-------------ემ საამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ეს იცნობს თავისი მეგობრის - ი-----–ი გ--------ისგან. 2014-2015 წლებში ეს უკანასკნელი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც დაურეკა და უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა და მისი სახელით ეთხოვა ნ---- ნ---–--ისთვის 1000 დოლარი. სმს მისწერა ნ----ს და გადასცა ი-----–ის დანაბარები, ნ----სგან კი მიიღო აღნიშნული თანხა. ამ უკანასკნელის გადმოცემით, ჯ----– გ--------ემ იცოდა ამ თანხის ი-----–ი გ--------ისთვის გაგზავნის შესახებ.
44. მოწმე ც---------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ---- ნ---–--ის მეზობელია, მასთან სახლში სტუმრობისას მუდმივად ხვდებოდა ჯ----– გ--------ეს, რომელსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ნ----სთან. აჩუქა მანქანა, შემდეგ კი ეუბნებოდა ეგ მანქანა დიდია, გღლის და მალე მსუბუქ ავტომანქანას გიყიდიო. ნ----ს თბილისში ყოფნისას, მისგან უკითხავად სამზარეულო და სახლის ფანჯრები შეაცვლევინა ნ----ს მეუღლეს. სულ საყვედურობდა ნ----ს რატომ მეწინააღმდეგები, როცა რამის გაკეთება მინდა შენთვისო. 50 000 დოლარი აჩუქა, რის თაობაზეც აღფრთოვანებულმა და მადლიერმა ნ----მ უთხრა მახარაძეს. თავის მხრივ ნ----ც სულ ეხმარებოდა, ყველგან დაყვებოდა, ჯ----–-ს საქართველოში არყოფნისას ამოწმებდა ბინის რემონტზე მომუშავე ხელოსნების საქმიანობას, ტელეფონზე უთანხმებდა ჯ----–ს ყველაფერს.
45. ანალოგიური გარემოებების თაობაზე ისაუბრა თავის ჩვენებაში მოწმე ს-----------–--------მა, დაადასტურა, რომ მითვისაც ცნობილი იყო ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის 50 000 დოლარის ჩუქების შესახებ.
46. მოწმე მ--------------–--ემ განმარტა, რომ ნ---- მისი მეუღლის, ჯ----– ნ---–--ის მამიდაა. ხელოსნებმა, რომლებმაც ჯ----– გ--------ის მიერ ნაყიდ ბინებში ჩაატარეს რემონტი, ჯერ მათი ბინა გაარემონტეს, რომელიც ნახა ჯ----–მა, მოეწონა და მოისურვა ხელოსნების გაცნობა. დაელაპარაკა მათ, პირადად შეუთანხმდა ყველაფერზე. ყოველთვის მხოლოდ კმაყოფილებას გამოთქვამდა მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მადლობებს უხდიდა, ძვირადღირებულ ხელსაწყოებს ჩუქნიდა. ზოგადად, ცდილობდა მხოლოდ მაღალი ფასის მიხედვით შეერჩია სახლისთვის აუცილებელი ყველა ნივთი. ამ პრინციპით შეარჩია შპალერი მაშინ, როდესაც მაღაზიაში მასთან ერთად მყოფი მანგალაძე ურჩევდა შედარებით დაბალფასიანს. საკმაოდ ძვირი ფასი გადაიხადა ფარდებშიც. პატივს ცემდა ნათესავებსაც, ხშირად ჩუქნიდა ფულს. როდესაც შეიტყო, რომ მანგალაძე და მისი მეუღლე თურქეთში აპირებდნენ წასვლას, 1000 დოლარი აჩუქა. გარდა ამისა, 2000-2000 დოლარი აჩუქა ორივეს, ისევე, როგორც დ----- ნ---–--ეს და მის მეუღლეს. ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა ბავშვებსაც. დედამთილის ავადმყოფობისას, როდესაც ოჯახი მკურნალობის თანხების მოძიებას ცდილობდა და ბანკიდან სესხის აღებას აპირებდა, განუცხადა, რომ ნ----ს ანგარიშზე ფული იდო და ის გამოეყენებინათ, შემდეგ კი ნ----ს ისევ შეუვსებდა დანაკლისს. ამიტომ დედამთილის მკურნალობისას ნ----ს ანგარიშზე არსებული, ჯ----–-ს მიერ ამ უკანასკნელისთვის ნაჩუქარი ფული დაიხარჯა თბილისშიც და თურქეთშიც.
47. მოწმე რ----–-- დ--------–--ემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჯ----– გ--------ის ბინებში წარმოებულ სარემონტო სამუშაოებში, განმარტა, რომ ყველაფერი უ-----–--- ხარისხის მასალისგან კეთდებოდა ყველა ობიექტზე. ჯ----–- უშუალოდ იყო საქმის კურსში ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კმაყოფილი იყო ხელოსნების მუშაობით, მადლობებს უხდიდა და საჩუქრებს ჩუქნიდა. ბოლოს კი ყველასთვის მოულოდნელად უკმაყოფილება გამოთქვა, რომ უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ შესრულებლ სამუშაოებში, ვიდრე ეს რეალურად ღირდა.
48. მოწმე ს--------------–---–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ბ-------ს საერთაშორისო აეროპორტში ავიაბილეთების გაყიდვების მენეჯერად. ჯ----– გ--------ის და მისი ოჯახის წევრებისთვის ავიაბილეთებს ყოველთვის ნ---- ნ---–--ე იღებდა. 2014 წლის აგვისტოს თვეში ნ---- ნ---–--ემ გ--------ის და მისი თანმხლები პირების ხუთი ცალი ავიაბილეთის უკან დაბრუნება და ახლის აღება მოინდობა, თუმცა ბილეთის უკან დაბრუნება არ ხდება, ამიტომ ახლის ყიდვა მოუწია. ერთი ბილეთი, იმ მომენტისთვის 700 ლარამდე ღირდა.
49. მოწმე ჟ----- მ--–----ის ჩვენების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას, ნ---- ნ---–--ე მისი რძალია, შვილის - ზ------ მ--–----ის მეუღლეა. იცნობს ნ----ს დეიდაშვილს ჯ----–, იგივე კ---- გ--------ეს, რომელსაც ნ----ს ოჯახთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. შესწრებია ნ----ს ხანგრძლივ სატელეფონო საუბარს ჯ----–თან, რომელიც ამ უკანასკნელის ბინების რემონტთან იყო დაკავშირებული. საკუთარი თვალით ნახა ნ----ს და ზ------ის საცხოვრებელი სახლის გადათხრილი ეზო, სადაც სამშენებლო მასალები და დასარგავად გამზადებული ყვავილები ეწყო, საყვედური გამოთქვა, რომ არ იყო ამის დრო, თუმცა იქ მყოფმა ჯ----– გ--------ემ დაამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ეს რემონტი ჩემი ბრალია, მე ვუკეთებ ყველაფერს, ნ----ს 50 000 დოლარიც ვაჩუქეო.
50. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია ასევე ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები 2014-2015 წლებში ნ---- ნ---–--ის ან ჯ----– გ--------ის სახელით სხვადასხვა დასახელების ნივთების და ბინებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია კონკრეტული თანხები გადახდილი საფასურის სახით. ასევე წარმოდგენი-–-- ინფორმაცია იმ ავიაბილეთებთან დაკავშირებით, რომლებიც დაცვის მხარის ვერსიით, ჯ----– გ--------ის და მისი ოჯახის წევრებისთვის ხელახლა აიღო ნ---- ნ---–--ემ, რადგან შეიცვალა საქართველოდან მათი გამგზავრების თარიღი. თითოეული ბინეთის ღირებულებად მითითებულია 625 ლარი.
51. აუდიტორული კომპანია „ინტელექტ-აუდიტის“ მიერ შედგენილი აუდიტორული შემოწმების დასკვნის თანახმად, რომელიც ჩატარდა დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე სარემონტო სამუშაოების და მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ირკვევა, რომ შემოწმება შეეხო ბ------ში, ვ-–----–----–-- და ხიმშიაშვილის ქუჩზებზე მდებარე ბინების, ქ. ქობულეთში თამარ მეფის და თბილისის ქუჩებზე მდებარე სახლების, სოფ. ფიჭვნარსა და სოფ. ხუცუბანში არსებული სასაფლაოების სარემონტო სამუშაოების და შეძენილი ავეჯის და აქსესუარების ღირებულების განსაზღვრას 2017 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით. დასკვნის თანახმად, სულ გაწეული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი ავეჯის და აქსესუარების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 250 450,91 ლარი. დასკვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვის ცხრილები დანართების სახით.
52. აღნიშნული აუდიტორული შემოწმების დასკვნის ავტორმა - ექსპერტმა ა-----–-----–----ემ, მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დამკვეთის - ნ---- ნ---–--ის მიერ წარედგინა შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნა და დასკვნაზე დართული ცხრილები, სასაქონლო ზედნადებები, ლ-------------ის, ს---–--- დ--------–--ის და ე--------------–--ის ახსნა-განმარტებები. პირადად არ გასულა ობიექტებზე და არ დაუთვალიერებია სამუშაოების მოცულობები, მაგრამ ამ ნაწილში იხელმძღვანელა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნით და ღირებულებების გაანგარიშებისას ჩატარებული სამუშაოების მოცულობები ამ დასკვნის მიხედვით შეიტანა დასკვნაში, ხოლო იმ სამუშაოთა მოცულობა, რომელიც არ იყო მითითებული ზემოაღნიშნულ დასკვნაში, შეიტანა სამუშაოების ჩამტარებელი პირების განმარტებებიდან გამომდინარე. ავეჯის და აქსესუარების რაოდენობა განსაზღვრა ასევე შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნიდან ასევე აიღო ინფორმაცია ავეჯის ღირებულების შესახებ. დამკვეთმა წარუდგინა სასაქონლო ზედნადებებიც და იხელმძღვანელა მათით, თუმცა არა ყველა ზედნადებით, არამედ მხოლოდ ისეთით, რომელიც იძლეობდა იდენტიფიცირების საშუალებას. ცდომილება, რომელიც არსებობს ასევე შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნასა და მის მიერ მომზადებულ დასკვნას შორის განპირობებულია იმით, რომ მისთვის წარდგენილი იყო საკმაოდ ძვირადღირებული მასალების და ნივთების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ხელთ არ ჰქონიათ შპს „ექსპრეს-21“-ეს ექსპერტებს და მხოლოდ საშუალო საბაზრო ფასებით გამოიყვანეს შესრულებულისამუშაოების და შეძენილი აქსესუარების ღირებულება.
53. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
54. მხარეები არ ხდიან სადავოდ ჯ----– გ--------ის მიერ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში საკმაოდ სოლიდური თანხის - 395 000 დოლარის ნ---- ნ---–--ის, მისი ძმის და მეუღლის სახელზე გადმორიცხვის ფაქტს, თუმცა განსხვავებული პოზიციები აქვთ ამ თანხის მიზნობრივად ხარჯვასთან დაკაშირებით. ბრალდების მხარე, ექსპერტიზის დასკვნების და მოწმეთა ჩვენებების, ასევე მოპოვებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ---- ნ---–--ის მიერ ადგილი ჰქონდა ამ თანხის ნაწილობრივ გაფლანგვას და ნაწილობრივ მითვისებას. მისივე ვერსიით 50 000 დოლარი, რომელიც ნ---–--ის ანგარიშზე გადარიცხა გ--------ემ, არა საჩუქარი, არამედ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული თანხის ნაწილი იყო, გარდა ამისა, ნ---–--ემ მიითვისა გ--------ის მიერ მისთვის ხელზე გადაცემული 20 000 დოლარიც. დაცვის მხარის მტკიცებით კი თანხის ხარჯვა ხდებოდა მხოლოდ მიზნობრივად, მხოლოდ ჯ----– გ--------ის თანხმობით და მასთან შეთანხმებით. 50 000 დოლარი იყო საჩუქარი, რომელიც ნ---–--ის მიერ გაწეული დახმარების სანაცვლოდ გაუკეთა მას დეიდაშვილმა, ხოლო 20 000 დოლარი, რომელიც ნ----ს მეუღლეს, ზ------ მ--–----ეს გადასცა საქართველოში შვილიშვილებთან ერთად ჩამოსულმა ჯ----– გ--------ემ, იმავე დღეს დაუბრუნა მას ქობულეთში ჩასვლის შემდეგ მ--–----ემ.
55. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა არაერთი მოწმის ჩვენება, რომელთა უდიდესი უმრავლესობა პირდაპირ გამორიცხავს ნ---- ნ---–--ის ბრალეულობას და შესაბამისობაში მოდის არა ბრალდების მხარის, არამედ დაცვის მხარის პოზიციასთან და მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებში გადმოცემულ გარემოებებთან. დაზარალებული ჯ----– გ--------ე განმარტავს, რომ მას არ ჰქონია უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია მის მიერ შეძენილ ბინებში სარემონტო სამუშაოების მწარმოებელ ხელოსნებთან, ისინი შეარჩია და დაიქირავა მხოლოდ ნ----მ, მასთან ახდენდნენ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის წარდგენას და მის მიერვე ხდებოდა გაწეული სამუშაოს ანაზღაურება, თუმცა არა მხოლოდ ნ---–--ე, არამედ ისევ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი პირდაპირი მოწმეები გამორიცხავენ დაზარალებულის მიერ გამოთქმული ამ ვერსიის გაზიარების შესაძლებლობას.
56. მოწმე ს---–--- დ--------–--ემ, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ხელოსნებში, რომლებმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს გ--------ის ბინებსა და სასაფლაოებზე, განმარტა, რომ პირველად გ--------ის მიერ ვ-–----–----–-- ქუჩაზე შეძენილი ბინის გარემონტება არა ნ---- ნ---–--ემ, არამედ გ--------ის დისშვილმა თხოვა სატელეფონო საუბრისას. მაშინ არც ჯ----–ს იცნობდა და არც ნ----ს. მათი პირველი შეხვედრა მოხდა უშუალოდ სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ, როდესაც სარემონტო ბინაში ნ---- და ჯ----–- ერთად მივიდნენ და დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები. მოწმე ე--------------–--ემ კი, რომელიც ხელმძღვანელობდა ბრიგადას, განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დაამთავრეს მ----- ნ---–--ის სახლის რემონტი, ჯ----– გ--------ემ ითხოვა მასთან შეხვედრა, შეხვედრაზე მისულმა კი ერთად ნახა და გაიცნო გ--------ე და ნ---–--ე. მოილაპარაკეს და დაიწყეს მუშაობა. შეთანხმებისამებრ, სამ ეტაპად მოხდა ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დამკვეთისთვის წარდგენა შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. სამივეჯერ ეს განხორციელდა ნ---–--ის საცხოვრებელ სახლში, სამივეჯერ ჯ----– გ--------ის უშუალო თანდასწრებით, სამივე შემთხვევაში გ--------ის მითითებით ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი თანხა გადასცა ნ---- ნ---–--ემ. აღნიშნულ გარემოებებს სიტყვა-სიტყვით ადასტურებს ს---–--- დ--------–--ეც. ხელოსნები განმარტავენ, რომ საქმიანობას ახორციელებდნენ უშუალოდ გ--------ესთან შეთანხმებით, ყველა გადააწყვეტილებას ის იღებდა. რაც შეეხება ნ---- ნ---–--ეს, ის იყო ჯ----–-ს ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჯ----–-ს მითითებებით მოქმედებდა. მისი საქართველოში არყოფნისას, თავად ხელოსნების თანდასწრებითაც, ყველა გასარკვევ საკითხს ატყობინებდა ტელეფონით და უთანხმებდა. მათივე ჩვენებების თანახმად, მუშაობის პროცესში არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია გ--------ეს. პირიქით, მათი მუშაობით კმაყოფილმა, სხვა ბინის რემონტისთვისაც დაიქირავა, შემდეგ კი ქობულეთში მდებარე სახლის და სასაფლაოების რემონტიც დაავალა. ყოველთვის უხდიდა მადლობებს, დაბადების დღეზეც კი დაპატიჟა მეუღლეებთან ერთად.
57. ამდენად, ბრალდების მხარის ვერსია, რომ ნ---- ნ---–--ემ ერთპიროვნულად შეარჩია ხელოსნები და შეუთანხმდა მათ ჯ----– გ--------ის ბინაში ჩასატარებულ სამუშაოებზე, ვერ დადასტურდა ისევ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად.
58. უნდა აღინიშნოს, რომ დ--------–--ის და აბუსელიძის ჩვენებების თანახმად, რაც ასევე დასტურდება სხვა მოწმეთა განმარტებებით და დოკუმენტური მტკიცებულებებით, გ--------ე ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს ყიდულობდა თავისი ბინებისთვის, არ ცნობდა იაფფასიან ინვენტარს, იხდიდა საკმაოდ დიდ თანხას უმნიშვნელო ნივთშიც კი. საქმეში წარმოდგენი-–-- შპს „ბი ემ სი შარმის“ მაღაზია „ვიტრას“ N1864 ინვოისი, რომლითაც ირკვევა, რომ იატაკის და კედლის ფილებში, სააბაზანოს რამდენიმე აქსესუარში გადახდილმა თანხამ შეადგინა 11988,39 ლარი.
59. აღნიშნულ ინვოისთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს მისი გაცემის თარიღად მითითებულ - 24.11. 2015 წელზე, რა დროსაც უკვე დასრულებული იყო სამუშაოები, ამასთან დაძაბული იყო ურთიერთობა დეიდაშვილებს შორის და შესაბამისად, ნ---- ნ---–--ე ჯ----– გ--------ისთვის ამ ნივთებს აღარ შეიძენდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად ნ---–--ის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ ეს თარიღი არა ნივთების ყიდვის, არამედ მისი მოთხოვნით მაღაზიის მიერ ამ ინვოსის გაცემის დროს გულისხმობს. მას შემდეგ, რაც შეიტყო ჯ----– გ--------ის პრეტენზიების თაობაზე, მივიდა მაღაზიაში და სთხოვა ნაყიდ ნივთებთან დაკავშირებით ინვოისის ასლის გადაცემა და სწორედ ამ დღეს - 24.11.2015 წელს მიიღო აღნიშნული დოკუმენტი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თავად ინვოისში ასახული ინფორმაცია ნივთების მყიდველსა და ნაყიდი ნივთების მიტანის ადგილთან დაკავშირებით. მყიდველად მითითებულია ჯ----– გ--------ე, ხოლო ნივთების მიტანის ადგილად - ვ-–----–----–-- N6, ანუ გ--------ის ბინა. გარდა ამისა, მოწმედ დაკითხულმა ს---–--- დ--------–--ემ დაადასტურა ხელოსნების ბინაში მუშაობისას ამ ნივთების მიტანის ფაქტი. განმარტა, რომ „ვიტრადან“ ნაყიდი ნივთების თაობაზე ინფორმაცია მიიღო ნ---–--ისგან და გ--------ისგან, რომლებიც დაუკავშირდნენ და კითხეს იყვნენ თუ არა ადგილზე, ანუ ვ-–----–----–-- ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც „ვიტრაში“ ნაყიდი ნივთები უნდა მიეტანათ მაღაზიის თანამშრომლებს. გარდა აღნიშნულისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბრალდების მხარეს, მის მიერ გამოთქმული ეჭვის პარალელურად არ წარმოუდგენია ამ ეჭვის გასამყარებლად ინფორმაცია თუ სად წავიდა, მისი ვერსიით 24.11.2015 წელს ნ---- ნ---–--ის მიერ ნაყიდი ეს ნივთები. ფაქტია, რომ ნივთები ნაყიდია, თუმცა თუ არა გ--------ის კუთვნილი ბინა, მაშინ სად გაქრა ნ---–--ის მიერ გამიზნულად, სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ყველა სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ნაყიდი 11 988,39 ლარის ღირებულების კაფელ-მეტლახი და აბაზანის აქსესუარები.
60. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი საეჭვო გარემოება, რომელიც ვერ დადასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებათა ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
61. გარდა დ--------–--ის და აბუსელიძის ჩვენებებისა, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების უდიდესმა უმრავლესობამ დაასტურა სარემონტო სამუშაოებთან და ბინებისთვის აუცილებელი აქსესუარების შეძენასთან დაკავშირებით ჯ----– გ--------ის უშუალო ჩართულობა და ნ---–--ის, როგორც მხოლოდ დამხმარის როლი ამ საქმეში. აღნიშნული მოწმეების, რომლებიც უშუალოდ მათი თანდასწრებით მიმდინარე ფაქტებზე საუბრობდნენ და კონკრეტულ მაგალითებს იშველიებდნენ ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, ჩვენებებში მითითებული ინფორმაციის საწინააღმდეგო მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე კი, ისეთ პირობებში, როდესაც ამ პოზიციის საპირისპირო გარემოებებზე საუბრობს საქმეზე დაკითხული მოწმეების დიდი ნაწილი, ვერ იქნება დადასტურებულად მიჩნეული ბრალდების მხარის ვერსია ნ---- ნ---–--ის მიერ ყველა საქმის უშუალოდ გაძღოლის და გ--------ესთან შეთანხმების გარეშე თანხის მხოლოდ საკუთარი შეხედულებით ხარჯვის თაობაზე.
62. ბრალდების მხარე ბრალდების დასაბუთებისას ეყრდნობა საინჟინრო-ტექნიკური, სასაქონლო ექსპერტიზების და თავად დაზარალებულის დაკვეთით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დასკვნებს, რომლებიც ზემოთ დეტალურად იქნა განხილული სასამართლოს მიერ. ამ დასკვნების ობიექტური ანალიზი, იმ ექსპერტთა ჩვენებები, რომლებმაც შეადგინეს აღნიშნული დასკვნები, ცალსახად და ერთმნიშნვნელოვნად მიუთითებენ, რომ კვლევა ნაწარმოებია და დასკვნები გაკეთებულია მხოლოდ დაზარალებულის მიერ ზეპირად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. არც ერთი დასკვნა არ არის მიღებული დოკუმენტალური ინფორმაციის - ინვოისების, სასაქონლო ზედნადებების, და ა.შ. მიხედვით, რომლებიც შეიცავდნენ ზუსტ ინფორმაციას გაწეული სამუშაოების და შესყიდული ნივთების ღირებულების შესახებ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა განმარტა, რომ ავეჯის შეფასება მოხდა,როგორც მეორადის. ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებების თანახმად კი გ--------ე ყიდულობდა მხოლოდ უ-----–--- ხარისხის საშენ მასალებს და ბინების ინვეტნარს, მათ შორის ავეჯს. ბ------ში მდებარე ბინები საცხოვრებლად გამოყენებული არ ყოფილა, იქ არავინ ცხოვრობდა. შესაბამისად, ავეჯი ვერ იქნებოდა ცვეთის ობიექტი, არც დიდი ხნის წინ ყოფილა შეძენილი ამ დასკვნების შედგენამდე, რომ დაეკარგა თვითღირებულება და შეფასებული ყოფილიყო, როგორც მეორადი - შეძენის ფასზე ბევრად ნაკლებ ფასად. აუდიტორული შემოწმების დასკვნის ერთ-ერთმა ავტორმა გ---- მ--–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ დასკვნის შედგენისას არ წარდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ეყრდნობოდა მხოლოდ დაზარალებულის განმარტებებს. მართალია, კომუნიკაცია ჰქონდა ნ---–--ესთანაც, რომელიც მიუთითებდა რა სამუშაოში რა ოდენობის თანხა დაიხარჯა და რა ღირდა ბინებში განთავსებული ინვენტარი, მაგალითად „კორეანის“ ძვირფასი ქვისგან დამზადებული აბაზანა, შეახვედრა იმ პირთანაც, ვისგანაც მოხდა ამ შეკვეთის შესრულება, მაგრამ საბოლოოდ არ გაითვალისწინა ამ პირთა განმარტებები და დასკვნაში მიუთითა დამკვეთის მიერ ზეპირად მიწოდებული ინფორმაცია სამუშაოების თუ შეძენილი ნივთების ღირებულების შესახებ.
63. ამდენად, ცხადია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ცალმხრივი ხასიათისაა, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებული ჯ----– გ--------ის მიერ ზეპირად გადაცემულ ინფორმაციას, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და შესაბამისად, მათში გადმოცემული დასკვნები, გაკეთებული დაანგარიშებები ვერ იქნება მიჩნეული ნ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებებად.
64. ბევრად უფრო ობიექტური ინფორმაციის შემცველია დაცვის მხარის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების დასკვნა. დასკვნის შედგენისას ექსპერტმა, რომელიც, მართალია, პირადად არ გასულა ობიექტების დასათვალიერებლად, რაც ბრალდების მხარის პოზიციით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ამ დასკვნის საეჭვო ინფორმაციის შემცველ მტკიცებულებად მიჩნევისთვის, მაგრამ ჩატარებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით ღირებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნით, ანუ თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებით, რომელსაც ბრალდების მხარე არ ხდის სადავოდ. ხოლო იმ სამუშაოთა მოცულობა, რომელიც არ იყო მითითებული ზემოაღნიშნულ დასკვნაში, შეიტანა სამუშაოების ჩამტარებელი პირების განმარტებებიდან. ექსპერტმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვა სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელ პირებს - ეზარ აბუსელიძეს და ს---–--- დ--------–--ეს, ასევე ლ-------------ეს, რომელმაც სოლიდური ღირებულების შეკვეთები შეასრულა ჯ----– გ--------ისთვის. ავეჯის და აქსესუარების რაოდენობა განსაზღვრა ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულების - შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნიდან ასევე აიღო ინფორმაცია ავეჯის ღირებულების შესახებ. გარდა ამისა, ნ---–--ემ წარუდგინა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა - სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და იხელმძღვანელა მათით, თუმცა არა ყველა ზედნადებით, არამედ მხოლოდ ისეთით, რომელიც იძლეობდა იდენტიფიცირების საშუალებას. ზედნადებების ნაწილი არ შეიტანა დასკვნაში და უკან დაუბრუნა ნ---–--ეს. შესაბამისად ის ცდომილება, რომელიც არსებობს შპს „ექსპრეს-21“-ეს მიერ გაცემული დასკვნასა და მის მიერ მომზადებულ დასკვნას შორის განპირობებულია იმით, რომ მისთვის წარდგენილი იყო საკმაოდ ძვირადღირებული მასალების და ნივთების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ხელთ არ ჰქონიათ შპს „ექსპრეს-21“-ეს ექსპერტებს და მხოლოდ საშუალო საბაზრო ფასებით გამოიყვანეს შესრულებული სამშუაოების და შეძენილი აქსესუარების ღირებულება. დასკვნის თანახმად, სულ გაწეული სარემონტო სამუშაოების, შეძენილი ავეჯის და აქსესუარების საორიენტაციო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 250 450, 91 ლარი, რაც ასიათას ლარზე მეტით აღემატება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში გაკეთებულ დაანგარიშებებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხაში არ შედის ბინების, მანქანების შეძენისას გახარჯული, ასევე გ--------ის მიერ ნათესავებისთვის ნაჩუქარი თანხები.
65. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ 18 000 აშშ დოლარი, რომლის მითვისებაშიც სდებს ბრალს სახელმწიფო ნ---- ნ---–--ეს, არის ის თანხა, რომელიც ბრალდებულმა თავისი ინიციატივით დაურიგა ოჯახის წევრებს - შვილს, ძმისშვილებს, მათ მეუღლეებს. თავად ბრალდების ფორმულირება არ შეიცავს მსგავს მითითებას, თუ კონკრეტულად რომელი თანხის სად გაფლანგვას და რომლის მითვისებას ედავება ბრალდება ნ---- ნ---–--ეს,თუმცა პროკურორმა დააკონკრეტა ეს გარემოება მითვისების ეპიზოდთან დაკავშირებით დასკვნით სიტყვაში.
66. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებული ჯ----– გ--------ის ჩვენებას და არ იღებს მხედველობაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე გამოვლენილ გარემოებებს. დაზარალებული გ--------ე მიუთითებს, რომ მას არავისთვის უჩუქებია თანხა. თუმცა ისევ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებით ირკვევა სრულიად საპირისპირო. გარდა თავად ბრალდებული ნ---–--ისა, მოწმეები - მ----- ნ---–--ე, დ----- ნ---–--ე, ჯ----– ნ---–--ე, გ------- მ--–----ე, ასევე დაცვის მხარის მოწმე მარიკა მანგალაძე განმარტავენ, რომ იყვნენ ის პირები, რომლებსაც ჯ----– ნ---–--ემ აჩუქა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობის თანხები, აღწერენ ვითარებას,რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩუქების მომენტში, უთითებენ აბსოლუტურად იდენტურ ფაქტებზე, რაც მათი ჩვენებების თანმიმდევრულობას და დამაჯერებლობას უსვამს ხაზს. გარდა ამ პირებისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ იქნა მ------- დ-------ის, ც---------------ის, სოფო ნინიძის, ნ------- გ-------–--ის ჩვენებები, რომლებშიც ისინი მიუთითებენ ჯ----– გ--------ის მიერ ახლობლებისთვის ფულის ჩუქების არაერთ ფაქტზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკითხვისას ნ---–--ის შვილის, ძმისშვილების და რძლისთვის ისევე, როგორც სასამართლოსთვის, არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სწორედ მათთვის საჩუქრად გადაცემული თანხების ეპიზოდში ედავებოდა მითვისებას ბრალდების მხარე ნ---- ნ---–--ეს, რომ წინასწარშეთანხმებული, მოგონილი ვერსია შეეთავაზებინათ სასამართლოსთვის და შეეყვანათ შეცდომაში. თუ მათი ჩვენებების სანდობაა ნაკლებად დამაჯერებელია ბრალდების მხარისთვის, იმ მოტივით, რომ ბრალდებულის ახლობლები არიან, სასამართლოს უნდა წარმდგენოდა სხვა უფრო წონადი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი ვერსიის საფუძვლიანობაში დასარწმუნებლად. ამ შემთხვევაში კი სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, რომ არასდროს უჩუქებია თანხა ნათესავების და ახლობლებისთვის, რაც ვერ დადასტურდა სასამართლოს წინაშე ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით.
67. დაზარალებული ჯ----– გ--------ე თავის ჩვენებაში ასევე უარყოფს ნ---- ნ---–--ისთვის მანქანების ჩუქების ფაქტს, თუმცა ნ---–--ის და მისი ოჯახის წევრების გარდა, ამ ფაქტს ადასტურებს სრულიად ნეიტრალური მოწმე ი-–-- ყ-----–-–---–ი, ხელმძღვანელი იმ მაღაზიისა, სადაც შეიძინა მანქანები ჯ----– გ--------ემ ნ---- ნ---–--ისთვის. გარდა ამისა, მოწმე ე----- გ--------ემ დაკითხვისას ვერ უარყო, რომ ნ---- ნაკაძის მეუღლის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ნამდვილად მას გადასცეს, როგორც ამას ბრალდებული და მოწმეები ადასტურებენ და უფრო მეტიც, ეს მანქანა ამ ეტაპზე გადაფორმებულია მისი მეგობრის შვილის სახელზე, ანუ ჩუქების შემდეგ განკარგა კიდეც ეს ავტომანქანა.
68. ბრალდების მხარე ნ---- ნ---–--ეს ასევე ედავება იმ 20 000 დოლარის გაფლანგვას, რომელიც მოსკოვიდან შვილიშვილებთან ერთად ჩამოსულმა ჯ----– გ--------ემ გადასცა და რომლის ხარჯვის მიზნობრიობაზე არაფერია ცნობილი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გ--------ემ მართლაც გადასცა აღნიშნული თანხა ნ---–--ეს, რომელიც, თავის მხრივ, ადასტურებს ამ ფაქტს, თუმცა კატეგორიულად მიუთითებს, რომ მხოლოდ დროებით შესანახად, გ--------ის თანამგზავ ახალგაზრდებს რომ არ დაეკარგათ. ქობულეთში ჩასვლისთანავე ზ------ მ--–----ემ უკან დაუბრუნა ფული გ--------ეს. იგივეს ადასტურებს მოწმე მ----- ნ---–--ეც. განსხვავებულ გარემოებას მიუთითებს ჩვენებაში მოწმე ე----- გ--------ე, რომელიც განმარტავს, რომ უშუალოდ ესწრებოდა ჯ----–-ს მიერ ნ----სთვის, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში 20 000 დოლარის გადაცემას და ეს თანხა ჯ----–ს აღარ დაბრუნებია. თუმცა იმ მომენტში ე----- გ--------ის ნ---- ნ---–--ის სახლში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის თავად ი---–-- გ--------ეც, რომელმაც მიუთითა, რომ ე-----ი მათ აეროპორტში არ დახვედია და არც ნ----ს სახლში სტუმრების საპატივსაცემოდ გამართულ სადილს დასწრებია, რა დროსაც მოხდა გ--------ის მიერ ნ---–--ისთვის 20 000 დოლარის გადაცემა.
69. ამდენად, არც ბრალდების ამ ეპიზოდშია სახეზე დამაჯერებელი, ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიეჩნია ჯ----– გ--------ის მიერ ნ---- ნ---–--ისთვის გადაცემული 20 000 დოლარის ამ უკანასკნელის მიერ გაფლანგვის ფაქტი.
70. დაზარალებული ჯ----– გ--------ე ასევე გამორიცხავს ნ---- ნ---–--ისთვის 50 000 დოლარის ჩუქებას და მიუთითებს, რომ ეს თანხაც გამიზნული იყო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის. სს „პროკრედიტ-ბანკის“ ამონაწერით დასტურდება, რომ ჯ----– გ--------ის ანგარიშიდან ნ---- ნ---–--ის სახელზე 2015 წლის აპრილში გადაირიცხა 50 000 დოლარი. ნ---- ნ---–--ის განმარტებით, ეს იყო ჯ----– გ--------ის მიერ გაკეთებული ფულადი საჩუქარი იმ დახმარებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად უწევდა მატერიალურად უზრუნველყოფილ დეიდაშვილს. ის გარემოება, რომ ჯ----– ნ---–--ისთვის უცხო არ იყო ახლობლებისთვის სხვადასხვა ოდენობის თანხის ჩუქება, საქმის არსებითი განხილვისას დადასტურდა არაერთი მოწმის ჩვენებით. მოწმეები ასევე ადასტურებდნენ ნ---- ნ---–--ესა და ჯ----– გ--------ეს შორის არსებულ განსაკუთრებულად ახლო და თბილ ურთიერთობებს, მათ ყოველდღიურ შეხვედრებს, ერთად მოგვარებულ პრობლემებს და გადაჭრილ საკითხებს, გ--------ისგან დეიდაშვილის მიმართ გამოთქმულ მადლობებს და მის სურვილს ესიამოვნებინა და გაეხარებინა ის იმ პატივიცემის გამო, რომელსაც გრძნობდა ნ---–--ისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სრულებითაც არ არის რთულად წარმოსადგენი საკმაოდ სოლიდური თანხის ჩუქებაც. თითქმის ყველა მოწმე, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა ნ---- ნ---–--ესთან ადასტურებს ამ უკანასკნელის ნათქვამს გ--------ის მიერ თანხის ჩუქების თაობაზე, გარდა აღნიშნულისა, მოწმე დ--------–--ის განმარტებით, რომელიც უბრალოდ ხელოსანია და ახლო ურთიერთობები არ აკავშირებს ნ---–--ესთან, ჯ----– გ--------ისგან შეიტყო დეიდაშვილისთვის ფულის ჩუქების შესახებ. აღნიშნულ ფაქტს ირიბად ადასტურებს მოწმე ე----- გ--------ეც, რომელიც ჩვენების მიცემისას გამორიცხავდა გ--------ის მიერ ნ---–--ისთვის 50 000 დოლარის ჩუქებას, თუმცა 2015 წლის 20 აგვისტოს ნ---–--ისთვის მიწერილ სმს-ში ადასტურებს, რომ შეიტყო „ კ----ს“, იგივე ჯ----– გ--------ის მიერ, მანქანის გარდა ნ----სთვის 50 000 დოლარის მიცემის შესახებ და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ნ---–--ე აგრესი---–-- თავის სმს გზავნილებში ნათესავების მიმართ. სასამართლომ უკვე განმარტა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა ნ---–--ისთვის გ--------ის მიერ მანქანის ჩუქება. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ფაქტს და 50 000 დოლარის „მიცემას“ უსვამს ხაზს ე----- გ--------ეც მიმოწერაში. მოწმე ი-----–ი გ--------ის ჩვენების თანახმად კი, მას შემდეგ, რაც ჯ----–მა ეჭვი შეიტანა დეიდაშვილის მიერ თანხის არამიზნობივ ხარჯვაში, სწორედ ნაჩუქარი მანქანის და ბოლო პერიოდში ნ----სთვის გადარიცხული 50 000 დოლარის დაბრუნებას ითხოვდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2015 წლის აპრილში, ნ---–--ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს, თითქმის დასრულებული იყო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად იყო საჭირო იგივე მიზნით საკმაოდ სოლუდური თანხის ნ---–--ისთვის გადარიცხვა.
71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
72. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები ემყარება დაზარალებულის ჩვენებებში მითითებულ გარემოებებს, რომლებიც ვერ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. ბრალდების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვის საფუძველი, სასამართლო კი მოვალეა მის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა მიიღოს გადაწყვეტილება დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის თვალში გააჩინა ეჭვი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
73. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
74. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
75. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
76. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
77. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
78. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
79. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ---- ნ---–--ის ბრალდების დადასტურება.
80. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება :
81. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ---- ნ---–--ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ნ---- ნ---–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნესცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ნ---- ჯ----–-ს ასული ნ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ---- ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - მ----- ნ---–--ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ-----------------------–---------------–----–----–-------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------- - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ნ---- ნ---–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცება - ნ---- ნ---–--ესა და ე----- გ--------ეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებული მიმოწერები, ჩაწერილი DVD დისკზე, მეხსიერების ბარათზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი