გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210018002694517
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/31370-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ხ------------–--–---–ი

წარმომადგენელი თ-------–-----ა, ნ------–--------------ე

მოპასუხე გ--------------–--–---–ი

წარმომადგენელი დ-----------ე, ს--–----------ე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა ხ------------–--–---–სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--1--1--- წ.) და გ--------------–--–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--0-.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2----–-–----------------ს, სააქტო ჩანაწერი №0----------.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ხ------------–--–---–ს და გ--------------–--–---–ს ურთიერთობა აქვთ 2--- წლიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-------------რიდან. მხარეებს საერთო შვილი არ ჰყავთ. თანაცხოვრების პერიოდში ხ------------–--–---–ს და გ--------------–--–---–ს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო ეჭვიანობით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებით, ისინი ბევრჯერ დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა შემდეგ გ--------------–--–---–ის თხოვნით რიგდებოდნენ და აგრძელებდნენ თანაცხოვრებას. მათ შორის არსებული პრობლემების გამო მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს განქორწინების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხე არ თანხმდება და სანაცვლოდ ითხოვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------------- მის სახელზე გადაფორმებას. მითითებული ბინა ქორწინების შემდეგ გ--------------–--–---–მა აჩუქა მოსარჩელეს. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ 2----–-–-----------------იდან, ვინაიდან 2----–-–---------------ს, გვიან ღამით მათ შორის ადგილი ჰქონდა მორიგ კონფლიქტს, რის გამოც მოპასუხემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს. 2----–-–---------------ერს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მიერ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი გ--------------–--–---–ის მიმართ, გარდა შემაკავებელი ორდერისა დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ხ------------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძაადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა მოპასუხემ, მაგრამ 2----–-–---------------რის გადაწყვეტილებით ძალაში იქნა დატოვებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ შორის კონფლიქტი პროვოცირებული იყო ხ------------–--–---–ის მხრიდან, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს. საქმე აღძრული არის ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ხ------------–--–---–ის ცრუ დასმენის შედეგად. ხ------------–--–---–ისგან მომდინარე სამარცხვინო ქმედებები წამოწყებულია სწორედ ბინის ხელში ჩაგდების მიზნით, სასამართლოში საქმის განხილვის გარეშე, ცრუ დასმენის შედეგად გააძევა მეუღლე ბინიდან. მოპასუხემ მესამე პირების მეშვეობით, რამდენჯერმე სცადა დაკავშირება მოსარჩელესთან შერიგების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ მოჰყოლია გამოხმაურება, მას სურს ოჯახის შენარჩუნება და არ ეთანხმება სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ------------–--–---–ი (პ/ნ 0----------0) და გ--------------–--–---–ი (პ/ნ 0----------) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2----–-–----------------იდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.17).

 

3.1.2. ხ------------–--–---–ს და გ--------------–--–---–ს თანაცხოვრების პერიოდში საერთო შვილი არ შეძენიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი).

 

3.1.3. ხ------------–--–---–ი და გ--------------–--–---–ი 2----–-–------------რიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–---------------ერს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს, პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–ის მიერ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0----- გ--------------–--–---–ის მიმართ, მის მიერ ხ------------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე, ასევე დაწყებული იქნა გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ხ------------–--–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 17).

- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს, პოლიციის მ--- განყოფილების ცნობა (ს.ფ. 19).

 

3.2.2.თბილისის საქალალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------რის გადაწყვეტილებით, გ--------------–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის,დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს, პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ-----------–---–ის მიერ 2----–-–---------------ერს გამოცემული #0----- შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალალქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------რის გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-30).

 

3.2.3. 2017 წლის 03 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-------- ქ---, ს/კ #0--13.0--0---0---0--0-- , ჩუქების ხელშკრულების (დამოწმების თარიღი 02/0------) საფუძველზე, აღრიცხულია ხ------------–--–---–ი (პ/ნ 0----------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 03 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ.31

 

3.2.4. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ გ--------------–--–---–ს და ხ------------–--–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, აღნიშნულის გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური სიტუაცია, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა. სასამართლოს მიერ დანიშნულმა შესარიგებელმა ვადამ ვერ გამოიღო შედეგი, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების შესაძლებლობა არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლიმ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის მწვავე კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის გათვალისწინებით, არ გამოკვეთილა. მხარეებს განესაზღვრათ შესარიგებელი ვადა, მაგრამ მეუღლეთა შერიგება არ მომხდარა. მოსარჩელე კვლავ წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ხ------------–--–---–ის და გ--------------–--–---–ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე გ--------------–--–---–ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი, ხოლო მოსარჩელე ხ------------–--–---–ის უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 42-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ------------–--–---–ის სარჩელი გ--------------–--–---–ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ხ------------–--–---–სა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--1--1--- წ. გვარი ქორწინებამდე - ფ------ა) და გ--------------–--–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--0-1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2----–-–----------------ს, სააქტო ჩანაწერი №0----------.

 

2. მოპასუხე გ--------------–--–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ხ------------–--–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე ხ------------–--–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 26 ოქტომბერს (გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი“, საგადასახადო დავალება №0, სახაზინო კოდი 300 773 150);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მ--- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე