გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
050210018002592586
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N0-021-018002592586 (N2/919-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - ვლ--------------–-ა

წარმომადგენელი - ტო-------–-ძე

მოპასუხე - სს ,,ლი-------------ი''

წარმომადგენლები - ნი----------–--ლი, ან-----------ი,დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ მოსარჩელის ვლ-------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების საფუძველზე გაუცემელი თანხის - 900 ლარის ანაზღაურება.

1.2. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ მოსარჩელის ვლ-------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოწვეული მატერიალური ხარჯების კერძოდ, ოპერაციის ხარჯი - 3200 ლარის ოდენობით, წამლების საფასური - 5.068 ლარის ოდენობით, ხუთი წლის განმავლობაში შესაძენი წამლების საფასური - 11.381 ლარისა და რეაბილიტაციის ხარჯების სახით - 3000 ლარის გადახადა;

1.3. მოპასუხე სს ,,ლი------------ს’’ მოსარჩელის ვლ-------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 1-0.000 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2----–-–---------------რს მოსარჩელეს დაენიშნა სახელმწიფო პენსია, რომელსაც იღებდა სს ,ლი------------ის“ ო-----------------–---–-- მეშვეობით. 2----–-–----- ნოემბერს და 2----–-–----------- ისარგებლა სოციალური ავანსით, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო პენსიაზე არა უმეტეს 50%-ის ჩამოჭრით. მოსარჩელის მითითებით მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ხელშეკრულებები შედგენილი იყო კანონდარღვევით, თუმცა პრეტენზიები სს ,,ლი------------ის“ ხელმძღვანელობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დეპარატამენტის მიერ არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელის მითითებით 2----–-–------------–ს ბანკის ფილიალში შეატყობინეს, რომ პენსია ისევ არ დაერიცხებოდა, მიღებული სტრესის გამო რამდენიმე საათში მიიღო გულის შეტევა და აღმოჩნდა რეანიმაციაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ქ.ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. გაუკეთდა გულის შუნტირება. ფაქტობირივად გახდა ინვალიდი ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ნერვიულობის გამო, ორჯერ ისევ იქნა მოთავსებული რეანიმაციის განყოფილებაში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

 

სამედიცინო ვებ-გვერდებზე მითითებულია, რომ ,,ინფარქტის გამომწვევ მიზეზად ითვლება ძირითადად ფინანსური სირთულეები, სამსახურთან დაკავშირებული სტრესები, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის კონფრონტაცია ან ფიზიკური ტრამვები“, მოსარჩელის მითითებით, 2----–-–---ან, კერძოდ პენსიის დანიშვნის შემდეგ არ მუშაობს, არ არის კონფლიქტური და გარშემომყოფ ადამიანებთან არავითარი სტრესული სიტუაციები არ ჰქონია. მისი მითითებით ნებისმიერი ექსპერტი დაასაბუთებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული იყო ბანკთან ურთიერთობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მისი მარწმუნებლის მიერ სს ,,ლი------------თან’’ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონდარღვევით, რომ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო პენსიიდან მხოლოდ 50%-ის ჩამოჭრით, რაც დარღვეული იქნა ბანკის მიერ, აღნიშნული ქმედებით ვლ-------------–--მ მიიღო სტრესი და დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ლი------------ის“ სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

შესაგებლის თანახმად, 2----–-–----- ნოემბერს სს ,,ლი------------სა’’ და ვლ-------------–--ს შორის გაფორმდა სოციალური დახმარების ან/და სახლმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვლ-------------–--მ ავანსის სახით მიიღო - 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22%, მოქმედების ვადა - 18 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, ვლ-------------–--მ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურაფდ სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი. ვლ-------------–-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდებს ახორციელებდა მხოლოდ 2----–-–--------------------------–-–---------–--- ისარგებლა პარალელური ავანსით, კერძოდ, კვლავ აიღო წინსწრებად პენსია 488.76 ლარის ოდენობით, ისე რომ ჯერ სრულად არ ჰქონდა შესრულებული 2----–-–----- ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2015 წლის 19 ნოემბერს ვლ-------------–--მ ისევ ისარებლა პარალელური ავანსით და აიღო სესხის სახით 182.86 ლარი.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, რაც შეეხება 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური ავანსის ხელშეკრულებას, ვლ-------------–--მ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, 36 თვის ვადით, სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით. გადახდებს ახორციელებდა 2----–-–-----------------------------–-–---------------- კი ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში, გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე და შეცვალა გადახდის წესი, კერძოდ 3 თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერის, ოქტომბერისა და ნოემბერის გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 20---–-–---------------------–-–------------ და თებერვლის თვეებში, თუმცა 2----–-–---------------------–-–----------- და თებერვალს ისევ მიმართა ბანკს გადავადების მოთხოვნით. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2----–-–------------ აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან თავისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული.

 

შესაგებლის თანახმად მოსარჩელე მხარეს, რომ ესარგებლა მხოლოდ იმ სესხებით, რომელიც თავად აქვს სარჩელში მითითებული, 2----–-–----- ნოემბრის სესხი უნდა დაფარული ყოველთვიურად 75 ლარით, ხოლო 2----–-–------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კი ყოველთვიურად 80 ლარის გადახდით, თუმცა იგი იღებდა პარალელურად სესხებს, რაც წარმოშობდა დამატებით ვალდებულებებს.

 

შესაგებლის თანახმად, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის მითითება მასზედ, თითქოს მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა 2----–-–------------–ს ბანკის ფილიალში შეტყობინება, რომ პენსია არ დაერიცხებოდა და მიღებული სტრესის გამო მოათავსეს საავადმყოფოში. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ეწინააღმდეგება მის მიერ სარჩელში მოყვანილ ფაქტებს. კერძოდ, 2----–-–------------–----------------------–-------------------------–-----– ცნობაში ჯანმრთელობის შესახებ მითითებულია, რომ მოსარჩელე მოიხმარდა თამბაქოს, წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში და არარეგულარულად იღებდა პრეპარატებს. 2----–-–--------------------–------------- გაცემულ ცნობაში ჯანმრთელობის შესახებ აღნიშნულია, რომ პაციენტის რისკ ფაქტორებს წარმოადგენს თამბაქოს მოხმარება. ამ გარემოებას ადასტურებს, ასევე 2017 წლის 09 ოქტომბრის ცნობაც. ამდენად, არ იკვეთება არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სს "ლი------------ის" ქმედებასა და ვლ-------------–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის.

 

რაც შეეხება, სარჩელზე წარმოდგენილ გაანგარიშებას, რომელიც შეეხება წამლების ფასს, არ ერთვის მკურნალი ექიმის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული დანიშნულების ფურცელი. თავად ჩამონათვალი არ არის ხელმოწერილი, გაუგებარი და ბუნდოვანია მასზე მითითებული ფასები, რის მიხედვით არის დაანგარიშებული. ასევე, სარჩელს არ ერთვის გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ვლ-------------–--მ აღნიშნული ხარჯები ნამდვილად გასწია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ზიანის მოთხოვნის არანაირი სამართლებრივ საფუძველი და მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2----–-–----- ნოემბერს ვლ-------------–--სა და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვლ-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22% თვეში, მოქმედების ვადა - 18 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–----- ნოემბრის N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება (ს.ფ.17-18)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. 2----–-–----- ნოემბრის N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა ვლ-------------–--მ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე. ამავე ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, რომ ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.8.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.8.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–----- ნოემბრის N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება (ს.ფ.17-18)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. 2----–-–----- ნოემბრის N5-------60 გასავლის ორდერის თანახმად, ვლ-------------–--მ პირადი ანგარიშიდან გაიტანა, 2----–-–----- ნოემბერის სს ,,ლი------------თან'' გაფორმებული N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული თანხა - 1125 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N5-------60 გასავლის ორდერი (ს.ფ.19)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2----–-–----------- ვლ-------------–--სა და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა N12-----4 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვლ-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის საკომისიო - ავანსის გაცემის მომენტში დადგენილი ძირითადი თანხის 2.67%, მოქმედების ვადა - 36 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა აიღო ვალდებულება ყოველთვიურად შეამციროს ფინანსური ვალდებულება 80 ლარის გადახდით. ამავე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის თანახმად, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ: 4.7.1. განახორციელოს ბანკში კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრული ან/და ნაწილობრივი ბლოკირება. 4.7.2. კლიენტის ნებისმიერი სახის ბანკში არსებული ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ყველა გადასახდელი (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად ავანსის გადასახდელი, ავანსის მომსახურების საკომისიო, პირგასამტეხლოს, ზიანის/ზარალის ანაზღაურების თანხები) და მიმართოს არსებული ფულადი ვალდებულების ან/და სხვა ვალდებულებების დასაფარად/შესამცირებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–------------ N12-----4 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება (ს.ფ.71-72)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.5. 2----–-–------------ N---------- გასავლის ორდერის თანახმად, ვლ-------------–--მ პირადი ანგარიშიდან გაიტანა, სს ,,ლი------------თან'' გაფორმებული N12-----4 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული თანხა - 430.19 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N---------- გასავლის ორდერის (ს.ფ.21)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.6. 2----–-–------------------ლ-------------–--ს და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში, ვლ-------------–--მ გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე, შემდეგი პირობებით: ავანსის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 36 თვე, ავანსის ყოველთვიურად დასაფარი თანხა განისაზღვრა - 80 ლარით, შეიცავა გადახდის წესი, სამი თვის ვადით გაადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვარისა და თებერვლის თვეებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში (ს.ფ.73)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.7. 2----–-–------------–------------------------–---------------------- მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, კერძოდ ფორმა N1-0 თანახმად, ვლ-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი - გ.ი.დ. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე ( I21.4) არტერიული ჰიპერტენზია III (ESC/E--) (1-) კორონაროგრაფია FN----. ამავე ცნობით მოკლე ანამნეზი: პაცინეტი უჩივის მცირე ინტენსივობით მოჭერითი ხასიათის ტკივილს სუბსტერნულად, ანამნეზით რისკ-ფაქტორებია - ასაკი, სქესი, თამბაქოს მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, წლებია პერიოდულად აღნიშნავს ტკივილს გულმკერდში მოსვენებულ მდგომარეობაში. კარდიოგრაფიული დასკვნა - FN---- კორონალური არტერიები დიფუზურად, ათეროსკლეროზულად მნიშვნელოვნად დაზიანებულია, გამოვლინდა მრავალსისხლძარღვოვანი დაავადება, მათ შორის წინა დაღმავალი არტერიის ოკლუზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2----–-–------------–------------------------–---------------------- მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N1-0 (ს.ფ.35-36)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.8. 2----–-–----------- შპს ,,თ---–---------–-------------–-------------–------'' მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ვლ-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ძირითადი დაავადება: კ.ა.დ. არასტაბილური სტენოკარდია I20.0 გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი I25.2 კორონაროგრაფია (1-.0-.1-- FN----, კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით (11.0-.1-- FNSGO5, თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია II E------ 11-, გართულებები: გ.ქრ.უ NYHA II,150.0- აღნიშნული ცნობის მოკლე ანამნეზის თანახმად: პაციენტს რამდენიმე წე-–-- აღენიშნება არტერიული წნევის ციფრების მატება 200/1-0 mmhg, ბოლო რამოდენიმე დღეა ტკივილი რეტროსტერნალურად აღმოცენდა მოსვენებულ მდგომარეობაში, აღენიშნებოდა მოხრჩობის შეგრძნება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.33-34)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.9. 2----–-–------------------ს შპს ,,B-------''-ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვლ-------------–--ს დადგენილი აქვს დიაგნოზი - გულის ქრონიკული იშემიური დაავადება (I25.0), არტერიული ჰიპერტენზია III ESC/E-- (I1-.) და მწვავე ბრონქიტი (J40), მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი (----–-------), ჩაუტარდა აორტი-კორონარული შუნტირება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.31-32)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.1-. 2----–-–-----------ომბრის N-----------– ფაქტურის თანახმად, პაციენტმა ვლ-------------–--მ გულის იშემიური ავადმყოფობა / FN---- - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია, გადაიხადა - 186.25 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-N-----------– ფაქტურა (ს.ფ.41)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.11. 2----–-–--------------------2 ანგარიშ ფაქტურის თანახმად, პაციენტმა ვლ-------------–--მ გულის იშემიური ავადმყოფობა /F--- - მარჯვენა გულმკერდის არტერიიდან კორონარულ არტერიებთან შეერთება, მიდგმა /FNSC აორტო-კორონარული ვენური შუნტირება F--- - მარჯვენა გულმკერდის არტერიიდან კორონარულ არტერიებთან შეერთება, მიდგმა, გადაიხადა - 2041.75 ლარი თანადაფინანსებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-N-----------–---------რა (ს.ფ.42)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.12. საქართველოს ეროვნული ბანკის 2----–-–------------------------ წერილით ვლ-------------–--ს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, სესხის მომსახურების პირობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან, სს ,,ლი------------ის'' მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვლ-------------–--ს საპენსიო ავანსი ყოვეთვიურად 80 ლარით იფარება, თუმცა ამავდროულად სარგებლობს პარალელური ავანსებით, რომლის გადავადებაც ხდება გარკვეული პერიოდულობით. შესაბამისად, ვალდებულებების დაფარვა ხდება მხარეთა შორის გაფომებული ხელშეკრულებების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-N--------- წერილი (ს.ფ.43)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.13. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხის სს ,,ლი------------თან“ დადებული ხელშეკრულებების შედეგად, ბანკის მიერ პენსიის თანხის დაკავების გამო მიიღოს მოსარჩელემ სტრესი, ხოლო აღნიშნული სტრესის შედეგად გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა; მოცემულ საქმეზე არ იკვეთება ბანკის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელის ვლ-------------–--ს ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, ასევე ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს ცვლილება შევიდა ვლ-------------–--სა სს ,,ლი------------ს“ შორის 2----–-–----------- გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლითაც სესხის თანხა გაიზარდა 2720 ლარამდე და შეიცვალა გადახდის წესი, კერძოდ, მოსარჩელემ სამი თვის ვადით გადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერის, ოქტომბერისა და ნოემბერის თვეების გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 20---–-–---------------------–-–------------ და თებერვლის თვეებში, თუმცა მოსარჩელემ ისევ მიმართა ბანკს გადავადების მოთხოვნით. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2----–-–------------ აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან მისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს ვლ------------–--ს მიერ სს ,,ლი------------თან’’ ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონდარღვევით, რომ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო პენსიიდან მხოლოდ 50%-ის ჩამოჭრით, სარჩელზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებე-–--. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ სს ,,ლი------------თან“ დადებული ხელშეკრულებები იყო მართლსაწინააღმდეგო, რომ პენსიის დაკავება ეწინააღმდეგებოდა დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომ ბანკის მხიდან პენსიის თანხის დაკავებით გამოწვეული სტრესით გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მოსარჩელემ ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მართალია წარმოადგინა მტკიცებულებები რომელიც ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიას გაუარესების ფაქტს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩლის ჯანმრთელობის მდგომარეობიას გაუარესებასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი. დადგენილია, რომ მოპასუხის ნებისმიერ ქმედება გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელემ ვერ ასაბუთებს მიზეზობრივ კავშირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, 2----–-–------------–----------- რეფერალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ მოსაჩელე მოიხმარდა თამბაქოს, წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნებოდა ტკივილი გულმკერდის არეში და არარეგულარულად იღებდა პრეპარატებს. მის მიერ წარმოდგენილ ცნობაში ინფარქტის გამომწვევ მიზეზად მითითებულია: ასაკი, თამბაქოს ჭარბი მოხმარება და არტერიული ჰიპერტენზია.

 

რაც შეეხება მოთხოვანს მოპასუხისადმი ხელშეკრულების საფუძველზე გაუცემელი თანხის - 900 ლარის დაკისრების თაობაზე, სარჩელში არ არის მითითებული რა პერიოდში გაუცემელი თანხის დაბრუნებას ითხოვს მხარე, ან რა კალკულაციისა და რომელი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა თანხის დაანგარიშება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებე-–--, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების მოსარჩელის მეუღლისა და შვილის: ფა--- და ნ---- თე-–--ს ჩვენებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ ბანკის მხიდან პენსიის დაკავებით იქნა გამოწვეული ვლ-------------–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება მისი მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა ვლ-------------–--ს სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 42;

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 394-ე, 423-ე მუხლებით;

5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 1-2-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებე-–-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართალით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 2----–-–----- ნოემბერს ვლ-------------–--სა და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა N9------ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვლ-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1125 ლარი, შემდეგი პირობებით: ავანსის მომსახურების საკომისიო - ავანსის მოცულობის ძირითადი თანხის 2.22% თვეში, მოქმედების ვადა - 18 თვე. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით განისაზღვრა ავანსის გადახდის წესი, კერძოდ, მსესხებელმა ვლ-------------–--მ აიღო ვალდებულება ავანსის გაცემის შემდეგ მის ანგარიშზე ჩარიცხული სოციალური სარგოს თანხებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად სესხის დასაფარად მიმართულიყო - 150 ლარი, ხოლო მომდევნო 15 თვე კი - 75 ლარი ფინანსური ვალდებულების სრულ დაფარვამდე. ამავე ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, რომ ბანკს შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის ანაგარიშზე არსებული თანხების სრულად ან/და ნაწილობრივ მოეხდინა თანხის ბლოკირება. ასევე, დადგენილია, რომ 2----–-–----------- ვლ-------------–--სა და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა N12-----4 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ვლ-------------–--მ ავანსის სახით მიიღო 1469 ლარი;

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2----–-–------------------ლ-------------–--ს და სს ,,ლი------------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2----–-–----------- გაფორმებულ სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებაში, ვლ-------------–--მ გაზარდა სესხის თანხა 2720 ლარამდე, შემდეგი პირობებით: ავანსის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 36 თვე, ავანსის ყოველთვიურად დასაფარი თანხა განისაზღვრა - 80 ლარით, შეიცავა გადახდის წესი, სამი თვის ვადით გაადაავადა სესხის გადახდა, კერძოდ, 2016 წლის სექტემბერში, ოქტომბერში და ნოემბერში გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვარისა და თებერვლის თვეებში, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნით კვლავ მოხდა ბანკს მიერ გადავადება. ამდენად, მისთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2----–-–------------ აპრილსა და მაისის თვეებში ვერ შესძლებდა პენსიით სარგებლობას, რადგან თავისივე მოთხოვნის საფუძველზე იყო გადახდები გადავადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ 2----–-–----- ნოემბერს და 2----–-–----------- ისარგებლა სოციალური ავანსით და აღნიშნული ხელშეკრულებები შედგენილი იყო კანონდარღვევით, თუმცა იგი არ ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა. შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, აირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ სს ,,ლი------------ის“ არ დაურღვევია სახელშეკრულებო სამართლის ფუნდამენტური, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რადგან ხელშეკრულების დადებისას მხარეს განუმარტა მის მიერ აღებული ვალდებულებები, რაც ასახულია ხელშეკრულებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ხელშეკრულების პირობებს და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამასთან, მხარე ინფორმირებული იყო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების თაობაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისადმი ხელშეკრულების საფუძველზე გაუცემელი თანხის - 900 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებე-–--, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების არც სამართლებრივი არც ფაქტობრივი საფუძლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოწვეული მატერიალური ხარჯების კერძოდ, ოპერაციის ხარჯის - 3200 ლარის ოდენობით, წამლების საფასურის - 5.068 ლარის ოდენობით, ხუთი წლის განმავლობაში შესაძენი წამლების საფასურისა - 11.381 ლარისა და რეაბილიტაციის ხარჯების სახით - 3000 ლარის მოპასუხისადმი დაკისრება, თუმცა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა გარემოება მასზედ, რომ სს ,,ლი------------ის“ მხიდან პენსიის თანხის დაკავებით გამოწვეული სტრესით გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, არ იკვეთება სს ,,ლი------------ის“ ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამორიცხვას მიზეზობრივი კავშირს დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე.

 

აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, მაგრამ არ დგინდება მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი და არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხე მხარის ბრალეული ქმედება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

6.4. არც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სს ,,ლი------------ისათვის’’ მოსარჩელის ვლ-------------–--ს სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1-0.000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მარეგულირებელი სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს და უნდა შემოწმდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობაც კანონი მითითებული ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომას უკავშირებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში იგულისხმება ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი.

 

ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ (სსკ-ის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, მოთხოვნის საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ცნობები მოსარჩელე ვლ-----------–-ას ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ, არ წარმოადგენს იმ პირდაპირ და უშუალო მტკიცებულებებს, რაც შესაძლოა გახდეს მოპასუხე სს ,,ლი------------ისათვის’’ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სადავო ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის მიყენების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდი- საგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვლ-------------–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა იგი სასამართლოს განჩიებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლ-------------–--ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

2. მოსარჩელე ვლ-------------–-- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებე-–--.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე