გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7291-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - მე---- კა----------
წარმომადგენელი - რო------ ქო---–--
მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე;
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლი არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელე მე---- კა----------მ, 2018 წლის 29 მარტს, განცხადებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ითხოვა მისთვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.
მოსარჩელე მე---- კა----------მ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარუდგინა სოხუმის სახალხო განათლების რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მე---- კა----------მ 19-- წელს დაიწყო მუშაობა გვა------- არ-------–- სა–----–-- სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა---- და ინ--–------- ე--- მას–---–---–-- თანამდებობაზე. 19-- წელს გადაყვანილი იქნა ამავე სკ---–-- დი-------------.
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მე---- კა----------ს განცხადება, არქივის არ არსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 16-17);
- სოხუმის სახალხო განათლების რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ.18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმე---, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მე---- კა----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნა–--–-- თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნა–--–-- ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნა–--–-- ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნა–--–-- ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნა–--–-- მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე მე---- კა---------- მოთხოვნა მისი შრომითი საქმიანობის (სტაჟის) დადასტურების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და პუნქტის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნა–--–-- მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე მე---- კა----------მ, 2018 წლის 29 მარტს, განცხადებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ითხოვა მისთვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მე---- კა----------ს განცხადება, არქივის არ არსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მე---- კა----------მ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარუდგინა სოხუმის სახალხო განათლების რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მე---- კა----------მ 19-- წელს დაიწყო მუშაობა გვა------- არ-------–- სა–----–-- სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა---- და ინ--–------- ე--- მას–---–---–-- თანამდებობაზე. 19-- წელს გადაყვანილი იქნა ამავე სკ---–-- დი-------------.
სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებულმა შო----- ქო---–--მ და მად-–--- კა----მ, რომლებიც მოსარჩელის ახლობლები და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირები - დევნილები არიან განმარტეს, რომ მოსარჩელე მე---- კა---------- ნამდვილად მუშაობდა გვა------- არ-------–- სა–----–-- სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა---- და ინ--–------- ე--- მას–---–---–-- თანამდებობაზე, ხოლო 19-- წელს გადაყვანილი იქნა ამავე სკ---–-- დი-------------.
ამრიგად, მოპასუხემ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ისეთ პირობებში გამოსცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ განცხადებას ერთვოდა მოსარჩელე მე---- კა----------ს შრომითი საქმიანობის თაობაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სადავო პერიოდებში და მის საფუძველზე, ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა დაედასტურებინა მოსარჩელის შრომითი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნა–--–-- შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნა–--–-- მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს შრომის კოდექსს და შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნა–--–-- შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მე---- კა----------ს მიერ, წარმომადგენლის - რო------ ქო---–--ს მეშვეობით სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 25-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მე---- კა----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის 5 აპრილის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე---- კა----------სათვის 19------- წლებში ინ--–------- ე--- მა-–---–---–---, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- სა-–---–-- ნა–--–-- გა-----, 19------- წლებში, ამავე სკ---–-- დი------------- მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე;
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. მოსარჩელე მე---- კა----------ს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის - რო------ ქო---–--ს მიერ 2018 წლის 23 აპრილის №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დავით წერეთელი