გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210118002651885
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/28130-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ლი----------–---–ი

მოპასუხეები - 1 - და-----------–---–ი

2 - საქართველოს ში---------------------------------------------–-------–-–-------------------ი

წარმომადგენელი - მზ---–-----ე

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტებში 1------------- მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სარეცხი მანქანა - ს--------- ფირმის, მაცივარი - ჰ------- ფირმის, ტელევიზორი - პ----------- ფირმის.

 

მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სამი სააღსრულებო საქმე მოვალე და-----------–---–ის წინააღმდეგ. და-----------–---–ი არის მოსარჩელის შვილიშვილი, რომელიც დიდი ხანია აღარ ცხოვრობს მასთან და აღარ არის რეგისტრირებული იმ მისამართზე, სადაც განხორციელდა ნივთების დაყადაღება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სა---------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------ს წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

2.3. მოპასუხე და-----------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.

მისი განმარტებით 15 წლიდან ბებიასთან არ უცხოვრია და არცერთი ნივთი მას არ შეუძენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული ელ3----- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც და-----------–---–ის ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის და/ან საურავის სახით 10 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე აღსრულების საფასური 20 ლარის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: 2017 წლის 16 სექტემბრის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ს.ფ. 17-19)

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 4-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც და-----------–---–ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის და/ან საურავის სახით 50- ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე აღსრულების საფასური 50 ლარის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: 2018 წლის 24 იანვრის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ს.ფ. 20-22)

 

3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 4------ სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც და-----------–---–ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის და/ან საურავის სახით 250 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე აღსრულების საფასური 40 ლარის ოდენობით.

 

(მტკიცებულება: 2018 წლის 30 აპრილის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ს.ფ. 23-25)

 

3.2.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 28 ივნისს შედგენილი N------ და N------ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების თანახმად, NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, მისამართზე: თბილისი, თ. ჩ-----–-----------------------ში განხორციელდა შემდეგი ნივთების აღწერა-დაყადაღება: 1. სარეცხი მანქანა - S-------ის ფირმის, თეთრი, მეორადი, მუშა მდგომარეობაში; 2. მაცივარი - H-------ს ფირმის, ორკამერიანი, მეორადი, სერი ფერის; და 3. ტელევიზორი - P---------ის ფირმის, შავი, თხელი, მეორადი.

 

(მტკიცებულება: ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტები, ს.ფ. 30-33)

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ივლისს და 27 სექტემბერს გაცემული ცნობების მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია

სააღსრულებო საქმე NA--------, NA-------- და NA-------- - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და შსს ს----------–-------–-–--------------------- მიერ გაცემული ელ3-----; 4-------- და 4------ სააღსრულებო ფურცლები, სადაც მოვალეა და-----------–---–ი, ხოლო კრედიტორი სახელმწიფო ბიუჯეტი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 28 ივნისს ყადაღა დაედო სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ო------------------–-----------------------ში არსებულ მოძრავ ნივთებს. დაყადაღებულ ნივთებზე იძულებითი აუქციონი გამოქვეყნებული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ივლისს და 27 სექტემბერს გაცემული ცნობები, ს.ფ. 47, 56)

 

3.2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, და----–------------------------–-----------------–------------------------------- წილი: 5--0-/----.0-, საკადასტრო კოდი N01.1--1--0---0---0----- - რეგისტრირებულია ლი----------–---–ის საკუთრებად.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 26-27)

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით შპს „ს----–--“ მიერ გაყიდული ტელევიზორისა და ს--------- ფირმის სარეცხი მანქანის შემძენს წარმოადგენს ლი----------–---–ი, რაც ასევე დასტურდება შპს „ს----–--“ მიერ გაცემული საგარანტიო მომსახურების ბარათით.

 

(მტკიცებულება: სასაქონლო ზედნადები, საგარანტიო მომსახურების ბარათი, ს.ფ. 42, 44)

 

3.2.8. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებით შპს „ს----–--“ მიერ ნი-----------–-–---–ის სასარგებლოდ გაცემული არის მაცივრის საგარანტიო ტალონი, ხოლო ნი-----------–-–---–ის სს „ლ---------------“ მიერ გაცემული ანგარიშის ამონაწერის მიხედვით კი სასესხო თანხების დაფარვა დაფიქსირებულია ლი----------–---–ის მიერ, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნივთი ეკუთვნის ლი----------–---–ს.

 

(მტკიცებულება: საგარანტიო ტალონი, საბანკო ანგარიშის ამონაწერი, ს.ფ. 43, 45-46)

 

3.2.9. სასამართლო სხდომაზე-მოწმეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლი----------–---–ი წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.

 

(მტკიცებულება: მოწმეთა ჩვენება - 2019 წლის 30 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.94-109)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ლი----------–---–ის საკუთრებას. მოპასუხე და-----------–---–მა (მოვალემ) სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო. მოპასუხე ს----------–-------–-–--------------------- წარმომადგენელს (კრედიტორს) კი სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს (მოვალეს) უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტებში 1------------- მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: სარეცხი მანქანა - ს--------- ფირმის, მაცივარი - ჰ------- ფირმის, ტელევიზორი - პ----------- ფირმის.

 

2. დაეკისროს მოპასუხე და-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი