განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002443297
1-425/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ლ---- მ--------ძე
ბრალდებული - მ------- ი---ი
ადვოკატი - ს----- ა------ნი
თარჯიმანი - ქ------- ც----ია
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: მ------- ი---
მამის სახელი: ჰ-------
დაბადებული: 15.04.1------------–------------------------------–------------–----------------–------------------–--------------------------–----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტი (3 ეპიზოდი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
თ------თის რესპუბლიკის მოქალაქე მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
2018 წლის 06 თებერვალს, ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტობაზეობაზე, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს შეპირდა, რომ მიჰყიდდა მ----თ ი-–-----ის კუთვნილი „LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანას სახ. ნომერი GY 936 YG 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარად და ი-----–ი კ----ის “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანას ტრანზიტული ნომრით GE1247 30,000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად.
„LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 56,481 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასოთხმოცდაერთი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 36,955 (ოცდათექვსმეტიათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი) ლარის და “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანის საფასურის ნაწილი, 7,388 (შვიდიათას სამასოთხმოცდარვა) დოლარის ექვივალენტი 27,819 (ოცდაშვიდიათას რვაასოთხმოცდათერთმეტი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 18,201 (თვრამეტიათას რვაასცხრამეტი) ლარის, ჰ------ თ----------მა ეტაპობრივად გადაუხადა მ------- ი---ს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით და მისი მითითებით აღნიშნული თანხები გადარიცხა თ------თის რესპუბლიკაში ნ-------–აჰ ი-–-----ის და თ------რ ჩ--–--ის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული თანხები მ------- ი---ს ნ-------–აჰ ი-–-----მა და თ------რ ჩ--–--მა სრულად გადასცა ხელზე.
მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, ჰ------ თ----------ისათვის არ მიეყიდა ზემოთხსენებული ავტომანქანები და თაღლიურად, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ჰ------ თ----------ის ფულად თანხას.
მისი დანაშაულებრივი ქმ----ბის შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 55,156 (ორმოცდათხუთმეტიათას ასორმოცდათექვსმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
2018 წლის 14 თებერვალს ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტობაზეობაზე, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს გააცნო თავისი ნათესავი ასევე თ------თის რესპუბლიკის მოქალაქე თ------რ ჩ--–--ი, რომელმაც ჰ------ თ----------ს შესთავაზა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა CHEVROLET CAMARO სახ. ნომერი SI 222 LA, 11,000 აშშ დოლარად ყიდვა, რაზეც ჰ------ თ----------მა გამოთქვა თანხმობა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ასევე ესწრებოდა ავტობაზრობის თანამშრომელი მ------- ი---ი. შეთანხმების თანახმად ჰ------ თ----------ს თ------რ ჩ--–--ისათვის მეორე დღეს 2018 წლის 15 თებერვალს უნდა გადაეხადა 11,000 აშშ დოლარი, რის შემდეგად იგი მიიღებდა აღნიშნულ ავტომანქანას. 2018 წლის 14 თებერვალს საღამოს საათებში, მ------- ი---მა დაურეკა მობილური ტელეფონის საშუალებით ჰ------ თ----------ს და თ------რ ჩ--–--თან შეთანხმების გარეშე მოტყუებით მოსთხოვა ავტომანქანა CHEVROLET CAMARO-ს სახ. ნომერი SI 222 LA შესაძენი თანხის გადარიცხვა ვინმე თ----ზ კ------ საბანკო ანგარიშზე თ------თის რესპუბლიკაში. ვინაიდან ჰ------ თ----------ი ენდობოდა მ------- ი---ს, ასევე მისგან აპირებდა კიდევ სხვა მანქანების შეძენას, ენდო მას და თ------რ ჩ--–--ის ავტომანქანა CHEVROLET CAMARO-ს საფასური 11,000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 42,000 (ორმოცდაორი ათასი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის, იმავე დღეს გადარიცხა თ------თის რესპუბლიკაში ინტერნეტბანკის მეშვეობით თ----ზ კ------ საბანკო ანგარიშზე, რაც თანხაც თ----ზ კ------ 2018 წლის 15 თებერვალს თ------თის რესპუბლიკიდან ჩამოუტანა მ------- ი---ს და აღნიშნული თანხა გადასცა სრულად.
2018 წლის 15 თებერვალს შეთანხმებისამებრ, თ------რ ჩ--–--მა ჰ------ თ----------ს მოსთხოვა ავტომანქანის შესაძენათ განკუთვნილი თანხა, რაზეც ჰ------მა განუმარტა, რომ 42,000 ათასი თურქული ლირა უკვე გადაუხადა მათ შორის შუამავალ მ------- ი---ს. თ------რ ჩ--–--ის განმარტებით მასთან ავტომანქანის შესაძენად არანაირი თანხა არავის არ გადაუხდია, მათშორის არც მ------- ი---ს და ჰ------ თ----------ს აღარ გადასცა შეპირებული ავტომანქანა.
მ------- ი---ის დანაშაულებრივი ქმ----ბის შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით:
2018 წლის მარტის თვეში დაახლოებით 22 მარტს, ქ. თბილისში ნუცუბიძის ქ. N125-ში მდებარე შ.პ.ს „სვეტი ჯგუფი“-ს ოფისში, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც დაკავებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით, მოქალაქე გ--- ჯ---–---- შეპირდა, რომ 14 000 აშშ დოლარად მიჰყიდდა ,,BMW”-F-10 მოდელის ავტომანქანას და 21 000 აშშ დოლარად ,,BMW” X-6 მოდელის ავტომანქანას, რისთვისაც მ------- ი---მა გ--- ჯ---–---- მოსთხოვა წინასწარ გადაეხადა მისთვის ავტომანქანების ღირებულების ნაწილი თანხა, კერძოდ: ,,BMW”-F-10 მოდელის ავტომანქანის ღირებულების ნაწილი 4000 აშშ დოლარი, ხოლო ,,BMW” X-6 მოდელის ავტომანქანის ღირებულების 8500 აშშ დოლარი, რაც გ--- ჯ---–-ძე სრულად გადასცა იმავე დღეს მ------- ი---ს. შეთანხმების თანახმად ავტომანქანების ღირებულების ნაწილის გადახდის შემდეგ მ------- ი---ს გ. ჯ---–-ძის სახელზე უნდა გადაეფორმებინა მითითებული ავტომანქანები, რის შემდეგაც გ. ჯ---–-ძე სრულად გადაუხდიდა მანქანების ღირებულების თანხას. მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, გ--- ჯ---–-ძისათვის არ მიეყიდა ზემოთხსენებული ავტომანქანები და თაღლიურად, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა გ. ჯ---–-ძის ფულად თანხას.
მისი დანაშაულებრივი ქმ----ბის შედეგად გ--- ჯ---–---- მიადგა 12500 აშშ დოლარის, რომელიც ექვივალენტია 30400 (ოცდაათია თას ოთხასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად ვერ დადგინდა წინასწარი გამოძიების დროს დადგენილებაში ბრალდების შესახებ აღწერილი გარემოებები და სასამართლომ დადგინა შემდეგი.
მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით:
2018 წლის 06 თებერვალს, ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტო-ბაზრობაზე, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს შეპირდა, რომ მიყიდდა მ----თ ი-–-----ის კუთვნილი „LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანას სახ. ნომერი GY 936 YG 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარად და ი-----–ი კ----ის “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანას ტრანზიტული ნომრით GE1247 30,000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად.
„LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 56,481 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასოთხმოცდაერთი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 36,955 (ოცდათექვსმეტიათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი) ლარის და “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანის საფასურის ნაწილი, 7,388 (შვიდიათას სამასოთხმოცდარვა) დოლარის ექვივალენტი 27,819 (ოცდაშვიდიათას რვაასოთხმოცდათერთმეტი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 18,201 (თვრამეტიათას რვაასცხრამეტი) ლარის, ჰ------ თ----------მა ეტაპობრივად გადაუხადა მ------- ი---ს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით და მისი მითითებით აღნიშნული თანხები გადარიცხა თ------თის რესპუბლიკაში ნ-------–აჰ ი-–-----ის და თ------რ ჩ--–--ის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული თანხები მ------- ი---ს ნ-------–აჰ ი-–-----მა და თ------რ ჩ--–--მა სრულად გადასცა ხელზე.
მ------- ი---ს წინასწარ ჰქონდა განზრახული, ჰ------ თ----------ისათვის არ მიეყიდა ზემოთხსენებული ავტომანქანები და თაღლიურად, მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ, დაეუფლა ჰ------ თ----------ის ფულად თანხას.
მისი დანაშაულებრივი ქმ----ბის შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 55,156 (ორმოცდათხუთმეტიათას ასორმოცდათექვსმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
მ------- ი---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით:
2018 წლის 14 თებერვალს ქ. ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N293-ში მდებარე ავტობაზრობაზე, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქემ მ------- ი---მა, რომელიც მუშაობს ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად, თ------თის რესპუბლიკის მოქალაქეს ჰ------ თ----------ს გააცნო თავისი ნათესავი ასევე თ------თის რესპუბლიკის მოქალაქე თ------რ ჩ--–--ი, რომელმაც ჰ------ თ----------ს შესთავაზა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა CHEVROLET CAMARO სახ. ნომერი SI 222 LA, 11,000 აშშ დოლარად ყიდვა, რაზეც ჰ------ თ----------მა გამოთქვა თანხმობა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ასევე ესწრებოდა ავტობაზრობის თანამშრომელი მ------- ი---ი. შეთანხმების თანახმად ჰ------ თ----------ს თ------რ ჩ--–--ისათვის მეორე დღეს 2018 წლის 15 თებერვალს უნდა გადაეხადა 11,000 აშშ დოლარი, რის შემდეგად იგი მიიღებდა აღნიშნულ ავტომანქანას. 2018 წლის 14 თებერვალს საღამოს საათებში, მ------- ი---მა დაურეკა მობილური ტელეფონის საშუალებით ჰ------ თ----------ს და თ------რ ჩ--–--თან შეთანხმების გარეშე მოტყუებით მოსთხოვა ავტომანქანა CHEVROLET CAMARO-ს სახ. ნომერი SI 222 LA შესაძენი თანხის გადარიცხვა ვინმე თ----ზ კ------ საბანკო ანგარიშზე თ------თის რესპუბლიკაში. ვინაიდან ჰ------ თ----------ი ენდობოდა მ------- ი---ს, ასევე მისგან აპირებდა კიდევ სხვა მანქანების შეძენას, ენდო მას და თ------რ ჩ--–--ის ავტომანქანა CHEVROLET CAMARO-ს საფასური 11,000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი 42,000 (ორმოცდაორი ათასი) თურქული ლირა, რომელიც ექვივალენტია 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის, იმავე დღეს გადარიცხა თ------თის რესპუბლიკაში ინტერნეტბანკის მეშვეობით თ----ზ კ------ საბანკო ანგარიშზე, რაც თანხაც თ----ზ კ------ 2018 წლის 15 თებერვალს თ------თის რესპუბლიკიდან ჩამოუტანა მ------- ი---ს და აღნიშნული თანხა გადასცა სრულად. 2018 წლის 15 თებერვალს შეთანხმებისამებრ, თ------რ ჩ--–--მა ჰ------ თ----------ს მოსთხოვა ავტომანქანის შესაძენათ განკუთვნილი თანხა, რაზეც ჰ------მა განუმარტა, რომ 42,000 ათასი თურქული ლირა უკვე გადაუხადა მათ შორის შუამავალ მ------- ი---ს. თ------რ ჩ--–--ის განმარტებით მასთან ავტომანქანის შესაძენად არანაირი თანხა არავის არ გადაუხდია, მათშორის არც მ------- ი---ს და ჰ------ თ----------ს აღარ გადასცა შეპირებული ავტომანქანა.
მ------- ი---ის დანაშაულებრივი ქმ----ბის შედეგად ჰ------ თ----------ს მიადგა 26,997 (ოცდაექვსიათას ცხრაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ქმ----ბის სამართლებრივი აღწერა.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
დაზარალებულ ჰ------ თ----------ის დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ სურდა ავტომანქანების შეძენა და სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ნახა, რომ იყიდებოდა საქართველოში ავტომანქანები. მან შეარჩია, რამდენიმე ავტომანქანა, ჩამოვიდა საქართველოში. 2018 წლის თებერვალს ავტობაზრობაზე შეხვდა და გაიცნო მ------- ი---ი, რომელიც მუშაობდა ამავე ბაზრობაზე ავტომანქანების გამყიდველად. მ------- ი---მა და ჰ------ თ----------მა მოილაპარაკეს, მ------- ი---ი ჰ------ თ----------ს მიყიდა მ----თ ი-–-----ის კუთვნილი „LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანას 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარად და ი-----–ი კ----ის “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანას ნომრით GE1247 30,000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარად. შეთანხმების მიხედვით „LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანის საფასური 15,000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი და “FORD MUSTANG”-ის მარკის ავტომანქანის საფასურის ნაწილი, 7,388 (შვიდი ათას სამასოთხმოცდარვა) დოლარი ჰ------ თ----------მა ეტაპობრივად გადაუხადა მ------- ი---ს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით და მისი მითითებით აღნიშნული თანხები გადარიცხა თ------თის რესპუბლიკაში მ------- იანის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. მ------- ი---მა ჰ------ თ----------ს ასევე გააცნო თავისი ნათესავი ასევე თ------თის რესპუბლიკის მოქალაქე თ------რ ჩ--–--ი, რომელმაც ჰ------ თ----------ს შესთავაზა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა CHEVROLET CAMARO სახ. ნომერი SI 222 LA, 11,000 აშშ დოლარად ყიდვა, რაზეც ჰ------ თ----------მა გამოთქვა თანხმობა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ასევე ესწრებოდა ავტობაზრობის თანამშრომელი მ------- ი---ი. შეთანხმების თანახმად ჰ------ თ----------ს თ------რ ჩ--–--ისათვის მეორე დღეს 2018 წლის თებერვალს უნდა გადაეხადა 11,000 აშშ დოლარი, რის შემდეგად იგი მიიღებდა აღნიშნულ ავტომანქანას. მ------- ი---მა უკარნახა საბანკო ანგარიში სადაც უნდა დარიცხულიყო ავტომანაქანი ღირებულება, რაც ჰ------ თერზიაკნმა შეასრულა. მიუხედავ ამისა აღმოჩნდა, რომ მ------- ი---მა ფული არ გადასცა მანქანის მფლობელს და მიითვისა. მ------- ი---მა მას აუხსნა, რომ მანქანის საფასურში გამორთმეული ფული კაზინოში დახარჯა.
მოწმე მ----თ ი-–-----ის დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ არის თ------თის მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში, დაკავებულია ავტომანქანების გაქირავებით. იცნობს მ------- ი---ს და ჰ------ თ----------ს. მ------- ი---თან ქონდა საქმიანი კავშირი და ამ უკანასკნელს ვალი ქონდა მ----თ ი-–-----ის, რამდენიმე ათასი აშშ დოლარი. ყავს ავტომანქან „LAND ROVER“-ის მარკის. მ------- ი---ის შუამავლობით შეთანხმდა ასევე ჰ------ თ----------თან, რომ მიყიდდა „LAND ROVER“-ის მარკის ავტომანქანას. მოლაპარაკებისამებრ მან ავტომანქანა გააჩერა ერთ ერთ-ერთი სასტუმრო ტერიტორიაზე და მანაქანის გადახდის შემდეგ გადასცემდა რეალურად ჰ------ თ----------ს. ამ ხნის განმავლობაში მ------- ი---მა მას გადაუხადა ვალი 17000 თურქული ლირა. იგი ელოდებოდა ჰ------ თ----------ს, რომ ავტომანქანის საფასურს გადაიხდიდა მაგრამ არ გადაიხადა, რის გამოც დათქმული ადგილიდან სადაც მანქანა იყო გაჩერებული წაიყვანა. მოგვიანებით გაიგო, რომ ფული ჰ------ თ----------მა მისცა მ------- ი---ს, მაგრამ მ------- ი---ს მისთვის მანქანის საფასური არ გადაუცია. მ------- ი---მა მას გადასცა მანამდე არსებული ვალი.
მოწმე ი-----–ი კ----ის დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ ცხოვრობს ბათუმში და ყავდა ავტომანქანა „FORD MUSTANG“-ი, რომელის გაყიდვაც უნდოდა. იცნობს მ------- ი---ს, რომელიც დაკავებული იყო ავტომანქანების გაყიდვით. მ------- ი---ს უთხრა, რომ ყიდდა მანქანას 21000 აშშ დოლარად და თუ მყიდველი იქნებოდა შეთანხმდებოდა მყიდველთან და მ-------ის ინტერსაც დააკმაყოფილებდა. 2018 წელს მას დაუკავშირდა მ------- ი---ი და უთხრა, რომ სურდათ ყიდვა თ------თის მოქალაქეებს და ენახათ მანქანა. ი-----–ი კ----ემ დათქმულ ადგილზე მიიყვანა მანქანა სადაც მ------- ი---თან ერთად, რამდენიმე თურქი ეროვნების მოქალაქე იყო, რომელთან დაათვალიერეს ავტომანქანა მაგრამ მაშინ მანქანა არ უყიდიათ. მოგვიანებით ი-----–ი კ------ მანქანა გაყიდა სხვა პირებზე და მ------- ი---ს არავითარი თანხა მისთვის არ გადაუცია.
მოწმე ნ-------–აჰ ი-–-----ის დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ არის თ------თის მოქალაქე და ცხოვრობს თ------თში. თ------თში ბანკში გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში, რომლითაც სარგებლობს. ყავს ძმა მ----თ ი-–-----ი. ნ-------–აჰ ი-–-----ი იცნობს მ------- ი---ს, რომელიც საქმიანობს საქართველოში. 2018 წლის თებერვალში ნ-------–აჰ ი-–-----ი იმყოფებოდა თ------თში, როდესაც მას საქართველოდან დაურეკეს მისმა ძმამ მ----თ ი-–-----მა მ------- ი---მა და უთხრეს, რომ ნ-------–აჰ ი-–-----ის ანგარიშსზე ჩაირიცხებოდა ფული. გაენაღდებინა აღნიშნული თანხა თ------თში და გადაეცა მ------- ი---ისათვის საქართველოში, რაზედაც დათანხმდა. ამ საუბრის შემდეგ მას უცნობმა პირმ ადაურეკა და უთხრა რომ მის ანგარიშზე ბანკში ჩაირიცხა მ------- იანანზე გადასაცემი ფული 17330 თურქული ლირა. შეთანხმებისამებრ ნ-------–აჰ ი-–-----მა ჩარიცხული თანხა გაანაღდა ბანკიდან, ჩამოვიდა საქართვლოში, შეხვდა მ------- ი---ს და მისი ძმას მ----თ ი-–-----ს და გადასცა კონვერტში ჩადებული ფული.
მოწმე თ----ზ კ------ დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ არის საქართველოს მოქალაქე თუმცა თ------თში ერთერთ ბანკში გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში, რომლითაც სარგებლობს. 2018 წლის თებერვალს ბათუმში ყოფნისას დაუკავშირდა ნაცნობი თამერ იალჩინი და სთხოვა, რომ მის ანგარიშსზე თ------თში ჩაირიცხებოდა ფული 42000 თურქული ლირა და ჩამოეტანა საქართველოში რაც შეასრულა. იგი გადავიდა თ------თში გაანაღდა ფული და ბათუმში გადასცა თამერ იალჩინს. თამერ იალჩინთან ერთდა იყო მ-------ი, რომელმაც აიღო მის მიერ განაღდებული თანხა. ფულთან დაკავშირებით, რომ გაუგებრობა არ წარმოშობილიყო თ----ზ კ------ მ-------საც და თამერსაც ჩამოართვა ხელწერილი, რომ მართლაც გადასცა ფული რაზედაც მურთმაც და თამერმაც მოაწერეს ხელი. ხელწერილი გადასცა გამომძიებელს.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს N 9 18 00440926 წერილით ირკვევა, რომ ავტომანქანა LAND ROVER სახელმწიფო ნორით RE 111 IS (VIN SALLSAA 748A15511142018) 2018 წლის 15 თებერვლიდან დღემდე რეგისტრირებულია მ----თ ი-–-----ი სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს N 9 18 00440926 წერილით ირკვევა, რომ ავტომანქანა CHEVROLET CAMARO სახელმწიფო ნომრით SI 222 LA 2018 წლის 15 თებერვლიდან დღემდე რეგისტრირებულია ჩ--–-- თ------რის სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს N 9 18 00440926 წერილით ირკვევა, რომ ავტომანქანა FORD MUSTANGI სახელმწიფო ნომრით GE - 1247 დღემდე რეგისტრირებულია შპს კავკასიის ავტოიმპორტის სახელზე.
თანხის გადარიცხვის N 0879001756600379 დოკუმენტით ირკვევა, რომ ჰ------ თ----------მა 2018 წლის 14 თებერვალს ანგარიშიდან 152/6630542 გადაუხადა პირს რომლის სახელია მ------- იანანი 7000 (შვიდი ათასი) თურქული ლირა. მიმღების ანგარიშია 01571/6672324 პირი ნ-------–აჰ ი-–-----ი.
თანხის გადარიცხვის N 0879001756600379 დოკუმენტით ირკვევა, რომ ჰ------ თ----------მა 2018 წლის 14 თებერვალს ანგარიშიდან 152/6630542 გადაუხადა პირს რომლის სახელია მ------- იანანი 17.330(ჩვიდმეტი ათას სამას ოცდაათი) თურქული ლირა. მიმღების ანგარიშია 01571/6672324 პირი ნ-------–აჰ ი-–-----ი.
თანხის გადარიცხვის N 0879001756600379 დოკუმენტით ირკვევა, რომ ჰ------ თ----------მა 2018 წლის 14 თებერვალს ანგარიშიდან 152/6630542 გადაუხადა პირს რომლის სახელია მ------- ი---ი 42.000 (ორმოცდაორი ათასი) თურქული ლირა. მიმღების ანგარიშია 00871/6682388 პირი თ----ზ კახაძე.
თანხის გადარიცხვის N 0879001756600379 დოკუმენტით ირკვევა, რომ ჰ------ თ----------მა 2018 წლის 14 თებერვალს ანგარიშიდან 152/6630542 გადაუხადა პირს რომლის სახელია მ------- ი---ი 60.000 (სამოცი ათასი) თურქული ლირა. მიმღების ანგარიშია 6560217. თ------რ ჩ--–--ი
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმ----ბა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმ----ბა ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულების კუთვნილი ფული მათი მფლობელობიდან გავიდა მათი რეალური ნების გარეშე და მ------- ი---მა განკარგა თავის შეხედულებისამებრ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმ----ბს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სწორედ ამგვარად იმოქმედა მარინა კვირკველიამ სამივე ეპიზოდში, მან წინასწარ შემუშავებული სქემა და დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი გამოიყენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული მ------- ი---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჰ------ თ----------ის (ფულს) მოტყუებით.
წარდგენილ ბრალდებაში ჰ------ თ----------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სასამართლოში მტკიცებულებები რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჰ------ თ----------ის ბრალდებას, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის ამ მოსაზრებას, რადგან სასამართლოში დაკითხული დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასების შემდეგ, სასამართლო დარწმუნდა, რომ თითოეული მოწმის ჩვენება არის დამაჯერებელი და არ ტოვებს ხელოვნურად შეთხზული ამბის შთაბეჭდილებას. ისინი თავისუფლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოუთხრობდნენ სასამართლოს ბრალდებულ მ------- ი---ის მიერ ჩადენილ ქმ----ბებს, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან მათ მიერვე წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებებისაგან. ეს ჩვენები გამყარებულია დოკუმენტური მტკიცებულებებით რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა.
ამდენად ადვოკატის მოთხოვნას, რომ უსეინ თ----------ის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სასმართლოო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მ------- ი---ის მიმართ ბრალეულობის დასადასტურებლად, არის სარწმუნო და არ არსებობს რაიმე საფუძველი მათ უტყუარობაში ეჭვის შესატანად. ამასთან, ისინი ერთობლიობაში სავსებით აკმაყოფილებენ მოთხოვნას კანონიერი და დასაბუთებული მტკიცებულებათა საკმარისობის თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- ი---მა მის მიერ განხორციელებული ქმ----ბით ორივე ეპიზოდში კერძოდ:
ჰ------ თერზიაკონის ეპიზოდში: ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ჰ------ თ----------ის ეპიზოდში: ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
გ--- ჯ---–-ძის ეპიზოდი.
დაზარალებულ გ--- ჯ---–-ძის დაკითხვის ოქმის ანალიზით ირკვევა, რომ მ------- ი---ს იცნობს. მასთან შეთანხმდა ავტომანქანის შესყიდვაზე, ნაწილი ფული გადასცა მაგრამ მ------- ი---მა ვერ შეძლო ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ბოლომდე მიყვანა. მ------- ი---ს იგი არ მოუტყუებია, თავს მოტყუებულად არ ცნობს და არც დაზარალებულად მიაჩნია თავისი თავი. პროკურორის დადგენილებას მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ არ ეთანხმება, მას არ მოუწერია ხელი დადგენილებაზე დაზარალებულად ცნობის შესახებ, არც კი გაუცვნიათ დადგენილება და არც უცნობებია მისთვის რომ იგი დაზარალებულია.
სასამართლოში გამოკვლეული იქნა დადგენილება გ--- ჯ---–-ძის დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელზედაც გ--- ჯ---–-ძის ხელმოწერა არ აღენიშნება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ გ--- ჯ---–-ძის ჩვენება არსებითია მ------- ი---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით (გ--- ჯ---–-ძის ეპიზოდში) ამ უკანასკნელის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად. როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს ჰქონდათ მისი დაკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე სასამართლო გ--- ჯ---–-ძის ჩვენებას აფასებს, როგოც მის ნების გამოხატულებად და მიაჩნია, რომ მის მიმართ დანაშაული არ განხორციელებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმ----ბა უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმ----ბას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------- ი---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის (გ--- ჯ---–-ძის ეპიზოდში). ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც მ------- ი---ი (გ--- ჯ---–-ძის ეპიზოდში) უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------- ი---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
მ------- ი---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აანაზღაურა ზიანი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმ----ბით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმ----ბის, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ ზიანი ანაზღაურებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმ----ბაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმ----ბის განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმ----ბის შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ------- ი---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე ჯარიმა რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმ----ბის ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
მ------- ი---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით ( ჰ------ თ----------ის ეპიზოდი 06.02.2018წ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მ------- ი---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით ( ჰ------ თ----------ის ეპიზოდი 15.02.2018 წ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მ------- ი---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ’ ქვეპუნქტით ( გ--- ჯ---–-ძის ეპიზოდი )წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ი---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------- ი---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ „LAND ROVER“ მარკის ავტომანქანა, სახ ნომრით GY 936 YG, ავტომანქანის გასაღები და პასპორტი; ასევე BMW F 10 მარკის ავტომანქანა, სახ ნომრით GG941XX - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი