გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6992-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - თ-------------–---–-;
წარმომადგენელი - ი---------–---–-;
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - თ---------------–---–-;
მესამე პირი - ჯ---–------–----------–-;
წარმომადგენელი - მ----------–---;
მესამე პირი - გ-------------------–-;
წარმომადგენელი - მ------------------–-;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის N-- სხდომის ოქმის მე-8 საკითხის გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2007 წლის 22 მარტს მან ბ-------------–---–--–------ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდ: დ------–--–-----------–--–--------. შესაბამისად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი ს---------------- საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. 2017 წლის 26 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა განახლებული ამონაწერის მომზადება. მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოება დაამთავრა იმავე დღეს და მიიღო გადაწყვეტილება N---------------, 26.09.2017 წ. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამონაწერის ასაღებად მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს 28 სექტემბერს, სადაც შეავსებინეს ახალი განაცხადი #------------, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. როგორც საჯარო რეესტრის 04 ოქტომბრის #--------------- გადაწყვეტილებიდან ირკვევა, აღმოჩნდა ს.კ. #-------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ზედდება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. საინტერესოა როგორ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 2017 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს----------------, ჯ---–------–----------–-ს სახელზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ, რატომ ვერ აღმოაჩინა მაშინ საჯარო რეესტრმა ზედდება, როცა საჯარო რეესტრში 2007 წლის 22 მარტიდან არსებობს მოსარჩელის საკუთარი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მოსარჩელის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე საჯარო რეესტრმა 2017 წლის 12 აგვისტოს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ და ვერც ზედდება აღმოაჩინა და არც რუსთავის არქივის მიერ გაცემული ცნობა გაითვალისწინა იმის შესახებ, რომ საკომლო წიგნებში ჩანაწერი ჯ---–------–----------–-ს კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ არ აღმოჩნდა და უფლებადამდგენ დოკუმენტად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმის აბსოლიტურად გაუგებარი ჩანაწერი #- და ნოტარიული დამოწმების გარეშე მოწმეთა განცხადება საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. სამ მოწმეთაგან - გ-------------------–-, შემდგომ მიწის ნაკვეთის მყიდველი და სარჩელის მოპასუხეა, ხ-------------------–- კი მისი შვილი. მათი დაინტერესებაც იმით იყო გამოწვეული, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს ჯ---–------–----------–-- და გ-------------------–-- გააფორმეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ არსებობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი - სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიისთვის დოკუმენტაციის გაგზავნისა და დოკუმენტაციისადმი პირის კუთვნილების დადგენის მოთხოვნის თაობაზე. კომისია უფლებამოსილი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიეღო დადებითი გათვალისწინება, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული ოქმის სადავო ნაწილში ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. რაც შეეხება სადავო გადაწყვეტილებას, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელწერილი, რომლითაც დადასტურებულ იქნა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებაში დაინტერესებულ პირის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობის ფაქტი. ამდენად, დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და სააგენტოს მიერ წარმოების ფარგლებში მოძიებული დოკუმენტაციის მიხედვით, არ აღმოჩენილა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3.1. მესამე პირის პოზიცია
3.1.1. მესამე პირი - ჯ---–------–----------–- წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.1.2. მესამე პირი - გ-------------------–- წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საკრებულოს გამგებლის 2006 წლის 29 მაისის N--- ცნობის თანახმად, მიწის მესაკუთრეთა გადამხდელთა სიების მონაცემებით ჟ-------–---–------ კ----–---------------–---------–-–-------–- 1993 წლიდან დღეის მდგომარეობით ირიცხება 0.10 ჰა (ათასი მ2) ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთი. სისტემური რეგისტრაციის მონაცემების სარეგისტრაციო N---------.
2006 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე მდებარე გ--------------------–--–-----------–--------, (0.10 ჰა, ნაკვეთის N---, სარეგისტრაციო N---------) რეგისტრირებულია ჟ-------–----------- საკუთრების უფლება.
2006 წლის 01 ივნისს, ჟ-------–------------ (გამყიდველი) და ბ-------------–---–---–- (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, სოფ. წ--------.
რუსთავის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს გარდაბნის განყოფილების 2006 წლის 01 ივნისის N---- ცნობის თანახმად, ჟ-------–----------- 2006 წლის 01 ივნისის N------ სანოტარო აქტის მიხედვით მოქალაქე ბ-------------–---–---–- მიჰყიდა 1000 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გ----------------------------–--–--------–-.
2006 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე მდებარე გ--------------------–--–-----------–--------, (0.10 ჰა, ნაკვეთის N---, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N---------) რეგისტრირებულია ბადრი ტოკლიკიშვილის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრებულოს გამგებლის 2006 წლის 29 მაისის N--- ცნობა (ტ. I, 287);
- 2006 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I, 284-285);
- 01.06.2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 266-269);
- 01.06.2006 წლის N---- ცნობა (ტ. I, ს.ფ. 265);
- 2006 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I, 283);
4.1.2. 2007 წლის 22 მარტს ბ-------------–---–---–-ა (გამყიდველი) და თ-------------–---–- (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე თბილისი, სოფ. წ--------.
ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების 2007 წლის 23 მარტის N--- ცნობის
თანახმად, ბადრი ტოკლიკიშვილმა (პ.ნ 0----------) თ-------------–---–- 2007 წლის 22 მარტის N------ ხელშეკრულების საფუძველზე, მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე თბილისი, სოფ. წ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2007 წლის 22 მარტს (ტ I, ს.ფ. 276-279);
- 2007 წლის 23 მარტის N--- ცნობა (ტ.I, 274);
4.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისის, დ------–--–---------. წ--------, ს----------------, საკუთრების უფლებით 2007 წლის 03 აპრილიდან აღრიცხულია თ-------------–---–-ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: უძრავი ქონების N------ ნასყიდობის ხელშეკრულება, 22.03.2007 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 26.09.2017 წ. (ს.ფ. 18);
4.1.4. 2007 წლის 02 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონებაზე მდებარე გ--------------------–--–-----------–--------, (0.10 ჰა, ნაკვეთის N---, სარეგისტრაციო N---------) რეგისტრირებულია ზ--------------------- საკუთრების უფლება.
გარდაბნის რაიონული სახელმწიფო არქივის 2007 წლის 27 თებერვლის N--- საარქივო ცნობის თანახმად, დ------–--–--- საკრებულოს საარქივო დოკუმენტებში დაცულ 2001-2006 წლების სოფ.წ-------- საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ირიცხება ზ-------------------- ხ-----------. მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე -ქ--------, შვილები - მ------- და მ------. პირადი ანგარიშის ნომერი N---, წიგნი N-.
2007 წლის 03 აპრილს, გ---------------------, ქ--------------------, მ--------------------, მ------ ზ------------, (გამყიდველები) და თ-------------–---–- (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი, (ნაკვეთის N---, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N---------) მდებარე თბილისი, სოფ. წ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 02 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 305);
- 2007 წლის 27 თებერვლის N--- საარქივო ცნობა (ტ. I, ს.ფ. 316);
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2007 წლის 03 აპრილს (ტ. I, ს.ფ. 236-237);
4.1.5. ი---------–---–--, ხ-------------------–-ს, გ-------------------–-ს 31.03.2017 წ. განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ ჯ---–------–----------–--- გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას. აზომვითი ნახაზი შესრულებულია შპს ,--------------’’ მიერ და განმცხადებლები თანახმა არიან წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოხდეს ქონების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი---------–---–--, ხ-------------------–-ს, გ-------------------–-ს 31.03.2017 წ. განცხადება (ს.ფ. 33);
4.1.6. 2017 წლის 31 მარტს ჯ---–------–----------–-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე დ------–--–---------. წ--------. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო: სუბსიდირების პროექტი, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ ვერსია, მიღება-ჩაბარების აქტი, განქორწინების მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 31.03.2017 წ. განცხადება (ტ. I, ს.ფ. 90);
- 22.12.15 წლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩრების გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 145-146);
- 23.08.2016 წლის განცხადება N-------- (ტ. I, 124);
- 23.08.2016 წლის 1------- შემოვლის ფურცელი (ტ. I, 123);
4.1.7. 1998 წლის 16 მარტის მიწის ნაკვეთის N--- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჯ---–----- ალექსის ა----–----–------ სარგებლობაში გადაეცა 0.10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი N---, მდებარე გარდაბანი, წ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1998 წლის 16 მარტის მიწის ნაკვეთის N--- მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, 141);
4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 17 ივლისის N-- სხდომის ოქმის მე-8 საკითხის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ჯ---–------–----------–-ს სარეგისტრაციო განცხადება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არ არის მამის სახელი და პირადი ნომერი. რუსთავის რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან სარეგისტრაციო სამსახურმა 26 აგვისტოს N------ გამოითხოვა უწყებაში დაცული დოკუმენტაციის ასლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში დ------–--–---------. წ-------–- მოქ. ჯ---–------–----------–- (ქ--–------ ა-–-----------–-- (დაბადების თარიღი მითითებული არ არის) კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. რუსთავის არქივის 12 სექტემბრის N-------- წერილის თანახმად რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის დ------–--–----------------------------– წ--------ს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ჯ---–----- ალექსის ა----–--–----------–------–------ კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, ხოლო სოფელ წ--------ს 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), მიწის ზონარგაყრილი წიგნები, ასევე 2007 წლის საკომლო წიგნები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შემოსულა. შემოსავლების სამსახურიდან 10 ოქტომბრის N--------------- წერილით მიღებული ინფორმაციით ცნობილია შემდეგი: „მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------. ჯ---–---------–----- 2-------------. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურმა მიმართა 20 მაისის #------- წერილით, რითაც გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით, ასევე გარდაბნის მასშტაბით, არის თუ არა რეგისტრირებული/ან იყო რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარია ჯ---–---------–-----, ჯ---–------–----------–-. საინფორმაციო–სამისამართო ბიუროს 23 მაისის N---------- წერილით დადგენილია, რომ მითითებული მონაცემის მიხედვით, 04.09.1986 წლის N-- განქორწინების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე მოქ. ჯ---–---------–-----მ შეიცვალა გვარი და გახდა ჯ---–------–----------–-. კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N------ წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსგს-დან, კერძოდ საქართველოს მასშტაბით, ასევე გარდაბნის მასშტაბით არის თუ არა რეგისტრირებული/იყო რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარია ჯ---–---------–-----, ჯ---–------–----------–-. სსგს-ს 2017 წლის 13 ივლისის N--------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებული მონაცემების მიხედვით, ჯ---–---------–----ის პირადი ნომერია - 0---------- და ჯ---–------–----------–-ს - 1----------. ამასთან, ბაზაში რაიმე სახის ცვლილება არ ფიქსირდება. კომისიის სხდომაზე მოხდა სატელეფონო გასაუბრება ჯ---–---------–----ის (0----------) შვილს თ---------–-----ს (ტელ. 5-----------), რომელმაც დაადასტურა, რომ ჯ---–----- არ ფლობდა მიწის ნაკვეთის დ-----–--–--–----------–-–--–---–-.
კომისიამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მასალები და ერთხმად გადაწყვიტა: წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი ეკუთვნის განმცხადებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 17 ივლისის N-- სხდომის ოქმის მე-8 საკითხი (ს.ფ. 29-31);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2017 წ. N--------- წერილი (ს.ფ. 109);
4.1.9. 1986 წლის 04 სექტემბერს თამაზი ქვლივიძე (პ.ნ 1----------) და ჯ---–---------–----- (პ.ნ. 1----------) განქორწინდნენ. განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ჯ---–---------–-----ს მიენიჭა გვარი ც----------–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა N-----------; (ტ. I, ს.ფ. 143);
4.1.10. 2016 წლის 12 სექტემბრის რუსთავის არქივის N-------- წერილის თანახმად, რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის დ------–--–----------------------------– წ--------ს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ჯ---–--------–----- ა----–--–----------–------–------ კომლის შემდაგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, ხოლო სოფელ წ--------ს 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღებვა-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), მიწის ზონარგაყრილი წიგნები, ასევე 2007 წლის საკომლო წიგნები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შემოსულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 12.09.2016 წ. N-------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 130);
4.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჯ---–------–----------–-ს 2017 წლის 31 მარტის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავ ნივთზე მდებარე დ------–--–---------ელი წ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 119);
4.1.12. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებელი ფართობი 1000.00 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, ს.კ. 8-----------, საკუთრების უფლებით 2017 წლის 08 აგვისტოდან აღრიცხულია ჯ---–------–----------–-ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: შემოსავლების სამსახურის 10.10.2016 წლის N------------- წერილი; რუსთავის არქივის 12.09.2016 წლის N-------- წერილი; ქვემო ქართლის კომისიის 17.07.2017 წლის N-- ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 12.08.2017 წ. (ტ. I, ს.ფ. 26-27);
4.1.13. 2017 წლის 13 სექტემბერს ჯ---–------–---------–-- (გამყიდველი) და გ-------------------–- (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–---------ელი წ-------–-, ფართობი 1000 კვ.მ, ს.კ. 8-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 13.09.2017 წ (ტ. I. ს.ფ. 36-37);
4.1.14. 2017 წლის 13 სექტემბერს გ-------------------–-- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–----------–--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-------------------–-ს 13.09.2017 წლის განცხადება (ტ. I ს.ფ. 149);
4.1.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2017 წლის N--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ-------------------–-ს 13.09.2017 წლის განცხადება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–----------–--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2017 წლის N--------------- გადაწყვეტილება (ტ. I ს.ფ. 155);
4.1.16. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებელი ფართობი 1000 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, ს.კ. 8-----------, საკუთრების უფლებით 2017 წლის 19 სექტემბრიდან აღრიცხულია გ-------------------–-ს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 13.09.2017 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 19.09.2017 წ. (ტ. I, ს.ფ. 38-39);
4.1.17. 2017 წლის 26 სექტემბერს თ-------------–---–-- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, დაუზუსტებელი ფართობი 1000 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ-------------–---–-ს 2017 წლის 26 სექტემბრის განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I ს.ფ. 19);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება (ტ. I ს.ფ. 20);
4.1.18. 2017 წლის 28 სექტემბერს თ-------------–---–-- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, 1000 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 ოქტომბრის #--------------- გადაწყვეტილებით, თ-------------–---–- 2017 წლის 28 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სარეგსიტრაციოდ წარდგენილი ს.კ. 8------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (ს/კ. N8-----------; მესაკუთრე გ-------------------–-) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. ამასთან, ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 04.10.2017 წლის წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან.
2017 წლის 19 ოქტომბრის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის N--------- წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის დ------–--–--- სადაბო საკრებულოს სოფელ დ------–--–--- 1996-2001, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში და ლილოს მევენახეობის მეურნეობის 1992 წლის ბრძანებებში (მიწის შესახებ) ჩანაწერი თ--------------- ა----–--------–---–-- კომლის შემადგენლობასა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო გარდაბნის რაიონის დ------–--–--- სადაბო საკრებულოს სოფელ დ------–--–--- 1992-1995 და 2007 წლების საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწების ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები (მიმაგრების ტალონები, მებაღის წიგნაკები), ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 21);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 ოქტომბრის #--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24);
- ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 19.10.17 წლის N--------- წერილი (ტ.1, ს.ფ. 252);
4.1.19. ა------------–--–-–---–-- 2018 წლის 25 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკან, ზ-------------- და გ-------–---–--- შორის მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმის დროს წარმოადგენდა ჯ---–---------–----ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.06.2018 წლის განცხადება (ტ.ს.ფ. 326);
4.1.20. მიწის განაწილების გეგმის თანახმად, გეგმაზე დატანილია N--, N-- მიწის ნაკვეთები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაწილების გეგმა (ტ.ს.ფ. 326);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------–---–-ს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი კომისიის N-- სხდომის ოქმის მე-8 საკითხის გადაწყვეტილება, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე, შესაბამის მსჯელობას სასამართლო დამოუკიდებლად არ იქონიებს, თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებით ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამასთან საჯარო რეესტრში აღირიცხება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესებისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ - დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 8-----------, დაუზუსტებელი ფართობი 1000 კვ. მეტრი, რაზედაც საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 03 აპრილსს, დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოსარჩელემ 2007 წლის 22 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ბ-------------–---–---–------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს თ-------------–---–-- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------, 1000 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 ოქტომბრის #--------------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ თ-------------–---–- 2017 წლის 28 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ სარეგსიტრაციოდ წარდგენილ ს.კ. 8------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (ს/კ. N8-----------, მესაკუთრე გ-------------------–-) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა წარედგინა კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. ამასთან, ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის საკმარისი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დადასტურებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის მიერ 04.10.2017 წლის წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან და ქვემო ქართლის რეგიონული არქივიდან.
6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის(მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, 2017 წლის 31 მარტს ჯ---–------–----------–-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე დ------–--–---------. წ--------.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენი ქვემო ქართლის კომისიის 2017 წლის 17 ივლისის N-- სხდომის ოქმის მე-8 საკითხის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმდგენილია ჯ---–------–----------–-ს სარეგისტრაციო განცხადება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული არ არის მამის სახელი და პირადი ნომერი. რუსთავის რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან სარეგისტრაციო სამსახურმა 26 აგვისტოს N------ გამოითხოვა უწყებაში დაცული დოკუმენტაციის ასლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში დ------–--–---------. წ-------–- მოქ. ჯ---–------–----------–- (ქ--–------ ა-–-----------–-- (დაბადების თარიღი მითითებული არ არის) კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. რუსთავის არქივის 12 სექტემბრის N-------- წერილის თანახმად რუსთავის არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის დ------–--–----------------------------– წ--------ს 1986-1995, 1996-2000, 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი ჯ---–--------–----- ა----–--–----------–------–------ კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, ხოლო სოფელ წ--------ს 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო), საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), მიწის ზონარგაყრილი წიგნები, ასევე 2007 წლის საკომლო წიგნები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შემოსულა. შემოსავლების სამსახურიდან 10 ოქტომბრის N--------------- წერილით მიღებული ინფორმაციით ცნობილია შემდეგი: „მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო ქ. თბილისი, დ------–--–---------. წ--------. ჯ---–---------–----- 2-------------.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურმა მიმართა 20 მაისის N------- წერილით, რითაც გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით, ასევე გარდაბნის მასშტაბით, არის თუ არა რეგისტრირებული/ან იყო რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარია ჯ---–---------–-----, ჯ---–------–----------–-. საინფორმაციო–სამისამართო ბიუროს 23 მაისის N---------- წერილით დადგენილია, რომ მითითებული მონაცემის მიხედვით, 04.09.1986 წლის N-- განქორწინების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე მოქ. ჯ---–---------–-----მ შეიცვალა გვარი და გახდა ჯ---–------–----------–-. კომისიის 2017 წლის 13 ივლისის N------ წერილით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსგს-დან, კერძოდ საქართველოს მასშტაბით, ასევე გარდაბნის მასშტაბით არის თუ არა რეგისტრირებული/იყო რეგისტრირებული პირი, რომლის სახელი და გვარია ჯ---–---------–-----, ჯ---–------–----------–-. სსგს-ს 2017 წლის 13 ივლისის N--------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მითითებული მონაცემების მიხედვით, ჯ---–---------–----ის პირადი ნომერია - 0---------- და ჯ---–------–----------–-ს - 1----------. ამასთან, ბაზაში რაიმე სახის ცვლილება არ ფიქსირდება. კომისიის სხდომაზე მოხდა სატელეფონო გასაუბრება ჯ---–---------–----ის (0----------) შვილს თ---------–-----ს (ტელ. 5-----------), რომელმაც დაადასტურა, რომ ჯ---–----- არ ფლობდა მიწის ნაკვეთის დ-----–--–--–----------–-–--–---–-. კომისიამ შეისწავლა საქმეში წარდგენილი მასალები და ერთხმად გადაწყვიტა: წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი ეკუთვნის განმცხადებელს.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჯ---–------–----------–-ს 2017 წლის 31 მარტის განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავ ნივთზე მდებარე დ------–--–---------ელი წ---------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს გ-------------------–-- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ---–------–----------–-საგან შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–---------ელი წ-------–-, ფართობი 1000 კვ.მ, ს.კ. 8-----------.
დადგენილია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს გ-------------------–-- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–----------–--------. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.09.2017 წლის N--------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გ-------------------–-ს 13.09.2017 წლის განცხადება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დ------–--–----------–--------.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დადგინდა, რომ თ-------------–---–-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღრული ზედდება. შესაბამისად, მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს წარმოადგენს სწორედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აგვისტოს ჯ---–------–----------–--- რეგისტრაციის დროს, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - მარეგისტრირებელ ორგანოს არ გამოუკვლევია მიწის ნაკვეთის ჯ---–------–----------–-ს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ შეუდარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტებთან, ცნობებთან და ამონაწერებთან, არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება კი თავის მხრივ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, მით უფრო მაშინ, როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა საკუთრება შეიძლება არსებობდეს როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით, კანონმდებლობა კი არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს და ამასთან პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე კი ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი რეგისტრაციის განხორციელებისას შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ თ-------------–---–-ს სახელზე პირველადი რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაუზუსტებელი ფართობი 1000 კვ.მ, მისამართი: ქ. თბილისის, დ------–--–---------. წ--------, ს---------------- განხორციელდა 2007 წლის 03 აპრილს და რომ პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი გაუქმებული არ იყო, არ არსებობდა უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ჯ---–------–----------–-ს სახელზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებელი ფართობით 1000.00 კვ.მეტრი საკუთრების უფლებით რეგისტრაციით შეილახა თ-------------–---–-ს სახელზე პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციის (საკუთრების უფლება) სამართლებრივი უსაფრთხოება, რამეთუ ერთის მხრივ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მართალია თ-------------–---–- ითვლება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებლად, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს თუნდაც დაზუსტებული რეგისტრაციის კორექციას, კერძოდ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სააგენტოს მიერ მოხდეს მიწის ნაკვეთის კორექტირება და თავისუფალი სივრცის გამოძებნა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული, ვინაიდან მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება (სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ 8----------- ჯ---–------–----------–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამრთლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა, რის გამოც თ-------------–---–-ს სარჩელი, ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილების (სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს/კ ს.კ. 8-----------. ჯ---–------–----------–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება ჯ---–------–----------–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 110 (ას ათი) ლარი, ხოლო მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე - თ-------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აგვისტოს N--------------- გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) ჯ---–------–----------–-ს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
3. სარჩელი დარჩენილ ნაწილ არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცლოდ;
5. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ი---------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს №- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 110 (ას ათი) ლარი (მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი), მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი