განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
№-------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი
სხდომის მდივანი ია ბაისონაშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ი-----–- ყ------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ---–-- ფ--------ის ძე ჩ--------- დაბადებული 1--- წლის----------------, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე (შეწყალებული), დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისში, ტ-–-----------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;
წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბრალდებული - ფ------- ფ--------ის ძე ჩ--------- დაბადებული 1--- წლის 1---------ს, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- განაჩენის მიღების მდგომარეობით ნასამართლობის მქონე (ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, შეწყალებული), დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. თბილისში, ტ-–-----------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი;
წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი;
დისპოზიცია: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით;
ადვოკატები - გ--- მ-----–---–-- მ----- ჩ-------- და ი-----–- ბ------–---
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2015 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შ---–-- ჩ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერაყელ მოქალაქეებს. ასევე, შ---–-- ჩ-------მა და ფ------- ჩ-------მა, ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით, დააზიანეს კაფე-ბარ ,,------------- ინვენტარი, ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. აღნიშნული ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,------------- შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შ---–-- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა, თუმცა არ დადასტურდა მისი ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე დადასტურდა ფ------- ჩ-------ის მიერ ხულიგნობის ჩადენა, თუმცა არ დადასტურდა მისი ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა:
2.2. 2015 წლის 30 ივნისს, ქ. თბილისში, ტ-–------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შ---–-- ჩ-------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერაყელ მოქალაქეებს, რის შემდეგაც მან ძალის გამოყენებით დააზიანა კაფე-ბარ ,,------------- ინვენტარი, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. მისი ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,------------- შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
2.3. 2015 წლის 30 ივნისს, ფ------- ჩ-------მა ძალის გამოყენებით დააზიანა კაფე-ბარ ,,------------- კარი, იმუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კაფეში შეკრებილ საზოგადოებას. მისი ქმედება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და კაფე-ბარმა ,,------------- შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა რ--- ა-–----–-მ განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივნისს, მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,----------–---. გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, ვ-----–---თან ერთად გავიდა კაფედან და ჩაჯდა მის კუთვნილ ავტომანქანაში. ამ დროს მის მანქანას მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი და უმიზეზოდ დაუწყო გინება, რის შემდეგაც იმავე უცნობმა გამოუღო მანქანის კარი, გადმოიყვანა მანქანიდან და სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ძირს დააგდო. ამავდროულად, ავტომანქანიდან გადმოვიდა მისი მეგობარი ვ------–-–--ი, ასევე კაფედან გამოვიდნენ მისი სხვა მეგობრები, მათ შორის კაფეს მეპატრონე მ----- ჯ-–--–---–ი, რომელთა დახმარებით თავდასხმა შეწყდა, ხოლო თავად მ-----ის შეთავაზებით დაბრუნდა კაფეს სამზარეულოში, სადაც დასისხლიანებული სახე მოისუფთავა. ამ დროს მან გაიგონა შ---–-- ჩ-------ის გინების და ასევე საგნების მტვრევის ხმა, მაგრამ ვინაიდან იყო შეშინებული, კაფეს დარბაზში არ გასულა. მალევე ადგილზე მივიდა პოლიცია და როცა გამოვიდა სამზარეულოდან, დაინახა, რომ მაგიდები და სკამები იყო გადატრიალებული, ხოლო მინის კარი იყო ჩამსხვრეული.
3.2. დაზარალებულის სახით დაკითხულმა მ----- ჯ-–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არის ინდ/მეწარმე და ფლობს ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩაზე მდებარე კაფე ,,-------------, რომელსაც ძირითადად სტუმრობენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა მის კლიენტთა შორის ასევე არიან ქართველებიც. 20-5 წლის 30 ივნისს, გვიან ღამით, ვ------–-–-- ნ----- ს------- ჰ----ი და ა-–----–- რ--- გავიდნენ მისი კაფედან, მათი გასვლიდან 2-3 წუთის შემდეგ გაიგონა ხმაური და კაფეში მყოფ უცხოელებთან და ასევე მეგობრებთან ნ-----–-- ლ---–--ესთან, მ------ გ------–-–---–თან და ბ--–- ხ----–---–თან ერთად გავიდა კაფედან. გასვლისას დაინახა, რომ ა-–----–- რ---ს იქვე მეზობლად მცხოვრები შ---–-- ჩ-------ი ეჩხუბებოდა. შ---–--ი ხელ-ფეხს ურტყამდა რ---ს, ხოლო ეს უკანასკნელი ეგდო ძირს. მათი ჩარევის შემდეგ შეწყდა ჩხუბი და ა-–----–- რ--- შეიყვანა კაფეს სამზარეულოში, რათა მისთვის სისხლი მოებანა. მოულოდნელად კაფეში შევიდა შ---–-- ჩ-------იც, რომელიც დაწესებულებაში მყოფი სტუმრების და ასევე სხვა პირების მისამართით იგინებოდა, იმუქრებოდა, რომ ყველას დახოცავდა და უმიზეზოდ იატაკზე ყრიდა მაგიდებსა და სკამებს. ხმაურზე გამოვიდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გარეთ გავიდნენ კაფეში მყოფი პირები და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტების თანამშრომლები. მისმა კაფემ კი შექმნილი მდგომარეობის გამო შეწყვიტა მუშაობა.
დაზარალებულის განმარტებით, მან ნ----- ლ---–--ესთან და ბ--–- ხ----–---–თან ერთად სცადა შეეკავებინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ---–-- ჩ--------- რა დროსაც მოულოდნელად დაინახა ფ------- ჩ--------- რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შესვლას. ამის დანახვაზე ისინი შეეცადნენ აღეკვეთათ მისი კაფეში შესვლა, რა დროსაც ფ------- ჩ-------მა ფეხი ჰკრა შესასვლელი კარის მინას და ჩაამსხვრია. ამის შემდეგ შ---–-- და ფ------- ჩ-------ები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
3.3. მოწმე ვ------–-–-- ნ----- ს-------ი ჰ----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში, მის მეგობართან რ--- ა-–----–-სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩაზე მდებარე კაფე ,,----------–---, რომელსაც ისინი სისტემატურად სტუმრობდნენ. დაახლოებით 12-1 საათზე ის, რ--- ა-–----–- და ხ--–--- ა-–-------- გამოვიდნენ კაფედან. ხ--–---ის მიერ სიგარეტის შეძენის შემდეგ, ის და რ--- ჩასხდნენ მანქანაში, ხოლო ხ--–---ი დაბრუნდა კაფეში. მოულოდნელად მათ მანქანას მიუახლოვდა ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელმაც რ---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გადაიყვანა ავტომანქანიდან და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც რ--- ძირს დაეცა და წამოუვიდა სისხლი. ამ დროს კაფედან გამოვიდა კაფეს მეპატრონე მ-----ი მეგობარ ქალბატონებთან ერთად და ასევე კაფეში მყოფი სხვა პირები. მათი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა მოჩხუბართა დაშოშმინება. ვინაიდან რ---ს სახიდან სდიოდა სისხლი, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. მალევე კაფეში შევიდა ისევ ის მამაკაცი, რომელიც მანამდე რ---ს სცემდა და იმის მიუხედავად, რომ რ--- დარბაზში არ იმყოფებოდა, დაიწყო ყვირილი, იგინებოდა და მაგიდებს ძირს აყირავებდა. იმავდროულად კაფეში შესასვლელ კართან მივიდა დანით ხელში შეიარაღებული მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასევე ყვიროდა და კაფეში შესვლას ცდილობდა, თუმცა მ-----ისა და სხვა ქალების მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო დარბაზში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა კარს და მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ორივე მოჩხუბარმა დატოვა ტერიტორია.
მოწმის განმარტებით, ახლად შემოერთებული მამაკაცი პირვანდელი ჩხუბის დროს არ დაუნახავს და შესაბამისად, წინა ინციდენტში მას მონაწილეობა არ მიუღია. საბოლოო ჯამში მათი მოქმედებით კაფეში სიტუაცია აირია, ამასთან, რადგან კაფეში უცაბედად შეჭრილი პიროვნება მაგიდებს აყირავებდა და იგინებოდა, კლიენტები აიშალნენ და შეწყვიტეს კაფეს მომსახურებით სარგებლობა.
3.4. მოწმე მ-------- ა-–---------ს განმარტებით, 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს საათებში, მის მეგობრებთან რ--- ა-–----–-სთან და ვ------–-–-- ნ-----სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,----------–---. გვიან ღამით რ--- და ნ----- გავიდნენ კაფედან. მათი გასვლიდან მალევე კაფეში შევიდა ქართველი მამაკაცი, რომელმაც კაფეს მეპატრონეს - მ-----ს, უხეშად რაღაც უთხრა და წავიდა. მისი გასვლიდან უმოკლეს პერიოდში გაიგონა ჩხუბის ხმა. კაფეში მყოფ პირებთან ერთად გავიდა გარეთ და დაინახა, რომ რ--- ა-–----–-ს თავიდან სისხლი სდიოდა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. მ-----თან ერთად მან რ--- კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. ამ დროს კვლავ ჩხუბის და მსხვრევის ხმა გაიგონა. დარბაზში გამოსულმა დაინახა, რომ იქ იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავდროულად კარებს ყვირილით მოუახლოვდა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და დარბაზში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ მ-----ი მას აკავებდა და არ უშვებდა, ამის გამო ამ მამაკაცმა ფეხი დაარტყა კარების მინას და ჩაამსხვრია. დარბაზში მყოფმა ქალბატონებმა პირველად შემოსული მამაკაცი იძულებით გაიყვანეს დარბაზიდან, რომელიც შემდგომ შემოერთებულ მეორე პირთან ერთად წავიდა მინის ჩამსხვრევის შემდეგ.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა უ---- ჰ------ის დაკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით იგი იმყოფება საზღვარგარეთ). ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისს, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,----------–---. იმავე ღამეს, დაახლოებით 02:00 საათზე კაფეში ყოფნისას გაიგონა ჩხუბის ხმა და იქ მყოფ პირებთან, მათ შორის კაფეს მეპატრონე - მ----- ჯ-–--–---–თან ერთად გავიდა ქუჩაში, სადაც დაინახა, რომ მის მეგობარ რ--- ა-–----–-ს, რომელიც ახალი გასული იყო კაფედან, სცემდა მისთვის უცნობი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ვ------–-–-- ჰ------ ცდილობდა მათ გაშველებას. მათი ერთობლივი დახმარებით ჩხუბი შეწყდა და რადგან რ---ს სახეზე დაზიანებები ჰქონდა, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა სისხლიანი სახის მოსაბანად. მალევე ის პიროვნება, რომელიც გარეთ რ--- ა-–----–-ს სცემდა, შევარდა კაფეში ყვირილით, იგინებოდა და მაგიდებს აყირავებდა. ამავე დროს კარებთან მივიდა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ყვიროდა, თუმცა მ-----ის და სხვა ქალბატონების წინააღმდეგობის გამო ის კაფეში ვერ შევიდა. ამით გაღიზიანებულმა მამაკაცმა ფეხი ჩაარტყა კარის მინას და ჩაამსხვრია. შემდეგ კი ორივე მოჩხუბარმა დატოვა შემთხვევის ადგილი.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ხ--–--- ა-–--------ს დაკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით უცნობია მოწმის ადგილსამყოფელი). ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 30 ივნისის საღამოს, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,----------–---. ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე, მეგობრებთან ვ------–-–-- ჰ----ისთან და რ--- ა-–----–-სთან ერთად გავიდა კაფედან სიგარეტის შესაძენად. სიგარეტის ყიდვის შემდეგ თავად კაფეში დაბრუნდა, ხოლო ჰ----ი და რ--- ჩასხდნენ მანქანაში. კაფეში შესვლიდან რამდენიმე წუთში გაიგონა ხმაური და ჩხუბის ხმა, რის გამოც კაფეში მყოფ პირებთან ერთად გარეთ გავიდა, რა დროსაც დაინახა მანქანასთან წაქცეული რ---, რომელსაც სცემდა ახალგაზრდა მამაკაცი, ვ------–-–--ი კი ცდილობდა მათ გაშველებას. მათი დახმარებით ჩხუბი შეწყდა და რ---სთან და ვ------–-–--თან ერთად ისევ კაფეში დაბრუნდა. ვინაიდან რ---ს სისხლი სდიოდა, მ-----მა ის კაფეს სამზარეულოში შეიყვანა. რამდენიმე წუთში კაფეში შევიდა ის მამაკაცი, რომელიც მანამდე რ---ს სცემდა. იგი ყვიროდა, იგინებოდა და მაგიდებსა და სკამებს აყირავებდა, ამავდროულად კაფეს კარს ყვირილით მოადგა მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა დანა და ცდილობდა კაფეში შესვლას, მაგრამ მ-----ი მას არ აძლევდა ამის საშუალებას, რის გამოც ის გაბრაზდა და ფეხი ჰკრა კარის მინას და ჩაამსხვრია. ამის შემდეგ ორივე მოჩხუბარი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან წავიდა.
3.7. მოწმე ნ----- ლ---–--ის ჩვენებით, 2015 წლის 1 ივლისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, შვილთან ერთად იმყოფებოდა კაფე ,,----------–---, რა დროსაც გარედან მოესმა ჩხუბის ხმა და გარეთ გასვლისას დაინახა, რომ შ---–-- ჩ-------ი და ერაყელი სტუდენტი ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ამ ფაქტის გამო კაფეში მყოფი პირები გარეთ გავიდნენ და შეეცადნენ მოჩხუბართა დაშოშმინებას. გარეთ გავიდნენ ასევე მეზობლები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების თანამშრომლები. ვინაიდან ერაყელ ახლგაზრდას თავიდან სისხლი სდიოდა, იგი მ-----მა კაფეს სამზარეულოში შეიყვანა და სახე წყლით მობანა. მალევე კაფეში შესასვლელი კარის მინა ჩაიმსხვრა და ამის გამო მას ძალიან შეეშინდა, იგი ისტერიულად ყვიროდა თავისი ქალიშვილის სახელს და უკიდურესი შეშფოთების გამო შემდეგ განვითარებული მოვლენები აღარ ახსოვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ამ ინციდენტის გამო კაფეს იმ ღამით მუშაობა აღარ გაუგრძელებია.
3.8. მოწმე ბ--–- ხ----–---–ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისს, იგი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე მისი მეგობრის მ----- ჯ-–--–---–ის კუთვნილ კაფე ,,----------–---, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს. ღამით კაფეში შევიდა მეზობლად მცხოვრები შ---–-- ჩ--------- რომელთანაც მას ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ერაყელ სტუდენტს შემთხვევით მხარი გაუკვრია მისთვის, თუმცა ბოდიშიც მოუხდია და მშვიდობიანად დაცილებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ შ---–--ის გარეთ გასვლისას მალევე გაიგონა ჩხუბის ხმა. გასვლისას დაინახა, რომ შ---–--ი და ერაყელი სტუდენტი ერთმანეთში ჩხუბობდნენ.
ბ--–- ხ----–---–ი აცხადებდა, რომ აღნიშნული დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ ისინი კაფეში შებრუნდნენ. მათთან ერთად შ---–-- ჩ-------იც ცდილობდა კაფეში შებრუნებას, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. მალევე ფ------- ჩ-------იც მიადგა კაფეში შესასვლელ კარს, რა დროსაც მინა, მისი აღქმით, სავარუდოდ შემთხვევით ჩაიმსხვრა.
3.9. მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ც----–-–---–მა განაცხადა, რომ 2015 წლის 2 ივლისს იმყოფებოდა ქ.თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე სადღეღამისო დაცვის სამსახურში და ასრულებდა დაცვის თანამშრომლის მოვალეობას. ამავე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუცხადეს, რომ სურდათ მისი ოფისის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერის დათვალიერება.
მოწმემ აღნიშნა, რომ პოლიციელთა მისვლამდე, მეზობლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა საღამოს, მ----- ჯ-–--–---–ის კუთვნილ კაფე-ბარ ,,----------–---, სადაც, როგორც წესი, უცხოელები სტუმრობენ, მომხდარი იყო ჩხუბი. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებიც სწორედ ამ შეხლა-შემოხლის ამსახველი ჩანაწერების დასათვალიერებლად იყვნენ მისული. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ, პოლიციელებმა მისი თანხმობით ამოიღეს იგი, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
3.10. ვ---------------–----------------–-------------------–---ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- გ------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 20-5 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გავიდა კაფე-ბარ ,,----------–---, სადაც მის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობითა და კაფე-ბარის მფლობელ მ----- ჯ-–--–---–ის თანხმობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სადაც იყო არეულობა, მაგიდები და სკამები ეყარა ძირს, ასევე იატაკზე ეყარა მინის ნამსხვრევები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.11. ვ---------------–----------------–-------------------–---ს გამომძიებელმა გ---- ბ-–---–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში მიიღო შეტყობინება კაფე-ბარ ,,----------–--- მომხდარი ჩხუბის და ცემის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდნენ ერაყელი ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთს თავი ჰქონდა დაზიანებული და ასევე ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. მომხდარი ფაქტის ირგვლივ დაიკითხნენ კაფეს მეპატრონე მ----- ჯ-–--–---–ი, ასევე მისი ორი მეგობარი ქალბატონი და კაფეში მყოფი ერაყელი პირები. ვინაიდან კაფეს შესასვლელი კარის მინა იყო ჩამსხვრეული, ზიანის დასადგენად დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
მოწმე გ---- ბ-–---–---–ის განმარტებით, კაფეს მესაკუთრე მ----- ჯ-–--–---–ის და მისი მეგობარი ქალბატონების მიერ დასახელდნენ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები, შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ორი პირი - შ---–-- ჩ-------ი და ფ------- ჩ-------ი. გარდა ამისა, დათვალიერდა გარე პერიმეტრის ამსახველი კამერის ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილი იყო კაფეს გარეთ არსებული სიტუაცია. კერძოდ, იკვეთებოდა, რომ უცხოელი მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში, თუმცა მალევე მას კარი გაუღო ქართველმა მამაკაცმა და ხელი დაარტყა. კადრში ასევე ჩანდა, რომ კაფედან გამოვიდნენ სხვა პირები, რომელთა ჩარევით მდგომარეობა განიმუხტა. ჩანაწერში ასევე ჩანდა ორი პიროვნების კაფეში შესვლა და შემდგომ მათი გამოსვლა, ამასთან ერთ-ერთი მათგანის მიერ რაღაც საგნის დაკეცვის და ჯიბეში ჩადების ფაქტიც.
3.12. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–- ს---–------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის #-------- დასკვნის სისწორე (10.07.2015), რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი რ--- ა-–----–-ს პერანგის და მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების ამოგლეჯის, ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. პერანგის და მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
3.13. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---- კ----–--ემ ასევე დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე (07.07.2015), რომლის თანახმად, მოქალაქე რ--- ა-–----–-ს 01.07.2015 წლის პირადი შემოწმების მომენტისათვის აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.14. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------ გ--–--ემ და ზ------ ჯ---–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნის სისწორე (06.07.2015), რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩა #---ში მდებარე კაფე-ბარ „პ------------–ესასვლელი კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა 64,60 (სამოცდაოთხი ლარი და 60 თეთრი).
3.15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისს, ვ---------------–----------------–-------------------–---ს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ლ---- გ------–---–ის მიერ, 01:50 საათიდან 02:45 საათამდე დროის შუალედში დათვალიერდა ქ. თბილისში, ტ-–-------------------ში მდებარე კაფე-ბარი ,,----------’’. დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა ობიექტის პატრონმა მ----- ჯ-–--–---–მა. კაფე-ბარ ,,------------- ერთფრთიანი შემინული კარის მინა იყო დაზიანებული და მინის ნამსხვრევების ნაწილი მიმოფანტული იყო მეტლახის ზედაპირის მქონე იატაკზე, ნაწილი კი დარჩენილი იყო კარის ჩარჩოში. ... კაფის შესასვლელიდან პირდაპირ შუა ადგილას იატაკზე უწესრიგოდ ეგდო მრგვალი ფორმის ხის მაგიდა და სკამები დაზიანებულ მდგომარეობაში, მის გვერდით ასევე უწესრიგოდ იდგა ხის ოვალური ფორმის მაგიდა სკამებით... შემთხვევის ადგილიდან - შესასვლელი კარის წინ მეტლახის ზედაპირიდან ექსპერტმა აიღო მინის ნატეხები, რომელიც დაილუქა სპეც.პაკეტში, რომელზეც დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ექსპერტმა გადაიღო ფოტოსურათები, რაც მოთავსდა ორ ცალ CD დისკზე. ერთი დისკი დაილუქა სპეც.პაკეტში, რომელზეც დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები, მეორე დისკი კი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
3.16. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 1 ივლისს, ვ---------------–----------------–-------------------–---ს გამომძიებელ გ---- ბ-–---–---–ის მიერ, თარჯიმან ე----- ტ-------ის და მოწმე რ--- ა-–----–-ს მონაწილეობით, დათვალიერდა რ--- ა-–----–-ს მიერ წარმოდგენილი მოკლემკლავიანი ნაცრისფერი მაისური და გრძელმკლავიანი პერანგი, რომელთაც ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანების კვალი.
3.17. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 2 ივლისს, ვ---------------–----------------–-------------------–---ს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ გ---- ბ-–---–---–ის მიერ, 13:00 საათიდან 14:15 საათამდე დროის შუალედში, მოწმე გ------ ც----–-–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა ქ.თბილისში, ტ-–-----ის ქუჩა #---ე კორპუსის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, დროით 2015 წლის 1 ივლისის 00:30 საათიდან 01:30 საათამდე შუალედში. ვიდეო ჩანაწერში არსებული ინფორმაცია ასახავდა კაფე-ბარ ,,პ------------- და სხვა ობიექტების მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. ოქმში აღწერილია, რომ ,,00:41 საათზე, კაფის მიმდებარედ გაჩერდა მ–------------------ის ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა არაქართული გარეგნობის მამაკაცი და გაემართა კაფესკენ. 00:48:50 საათზე კადრში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მოძრაობენ ტროტუარზე. აღნიშნულის შემდეგ კადრში ასევე გამოჩნდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე ტრიალებენ კაფის წინ. ზემოაღნიშნულ ავტომანქანაში 00:56:45 საათზე ჯდება ორი მამაკაცი და მძღოლი ანთებს წინა შუქმნათს, რა დროსაც მანქანასთან მძღოლის მხარეს მარჯვნივ მიდის ორი მამაკაცი. იქვე იმყოფებიან სხვა პირებიც. ერთ-ერთს მანქანიდან გადმოჰყავს მძღოლი და ტროტუარზე იწყებს ჩხუბს. იმ პირს, რომელსაც მძღოლი გადმოჰყავს ავტომანქანიდან, მძღოლი ტროტუარიდან გაჰყავს ქუჩაზე და აქცევს ძირს, ამ დროს კადრში ჩნდებიან სხვა ახალგაზრდა მამაკაცები და ქალბატონები, რომლებიც ცდილობენ მოჩხუბართა გაშველებას. 00:59:05 საათზე ქუჩის მხრიდან ტროტუარზე ჩანს ის მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მანამდე გადმოიყვანა ავტომანქანიდან მძღოლი და სცემა. იგი საუბრობს ტელეფონზე და ჩქარი ნაბიჯით მიემართება ტროტუარზე. მას ამ დროს აკავებენ ქალბატონები და ახალგაზრდა მამაკაცი. მათთან ჩნდებიან სხვა პირებიც. ტელეფონზე მოსაუბრე ახალგაზრდა მამაკაცი სხვა მამაკაცებს გაჰყავთ მოშორებით, რა დროსაც ისინი სცდებიან ჩანაწერის არეალს.
ტ-–-----ის ჩიხის მხარეს დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ ზემოაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი სხვა პირებს გაჰყავთ ჩიხის მხარეს და საუბრობენ, რა დროსაც მათთან თავს იყრიან კიდევ სხვა პირები. 01:04:13 საათზე პირთა ჯგუფს ცალკე გამოეყოფა ის პირი, რომელიც საუბრობდა მობილურზე და მეორე ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გარბიან ტ-–-----ის ქუჩაზე კაფის მხარეს. 01:04:18 საათზე, ჩიხის მხრიდან ზემოაღნიშნული პირის მიმართულებით მიემართებიან ჩიხის მხარეს გაჩერებული პირებიც. 01:04:43 საათზე კადრში ჩანს, რომ ტ-–-----ის ქუჩიდან ჩიხის მხარეს თავდაპირველად მორბის შემელოტებული, მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხელში კეცავს რაღაც საგანს, ხოლო მის უკან მოდის პირთა ჯგუფი, რომელთაც გამოჰყავთ ის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ტ-–-----ის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანა მანამდე სხვა, არაქართული გარეგნობის მამაკაცი და ცემა. ისინი 01:04:55 საათზე სცდებიან კამერის სათვალთვალო არეალს. 01:02:50 საათზე ტ-–-----ის ქუჩაზე ჩანს, რომ ჩერდება დაცვის სამსახური ,---–------- თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით ასევე მოდიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
3.18. 2015 წლის 12 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ვ------–-–-- ნ----- ს------- ჰ----იმ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - შ---–-- ჩ--------- რომელმაც მისივე განმარტებით, 20-5 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ტ-–-----ის ქუჩაზე, მის მეგობარ რ--- ა-–----–-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კაფე-ბარ „პ---------–-“ აგრესიულად შევარდა და მაგიდა და სკამები გადააყირავა.
3.19. 2015 წლის 12 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, რ--- ა-–----–-მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #4 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - შ---–-- ჩ--------- რომელმაც მისივე განმარტებით, 2015 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ტ-–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანმხლებ მეორე მამაკაცთან ერთად მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.20 სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები ი-----–- ბ------------, გ-- მ--–--------ი და გ------- გ----–---ი. მოწმე ი-----–- ბ------------ს ჩვენების თანახმად, 2015 წლის 1 ივლისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი და ფულის დასახურდავებლად გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც ტ-–-----ის ქუჩაზე შეხვდა შ---–-- ჩ-------ს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. ამ დროს იქვე კაფე-ბარ ,,------------- და სასურსათო მარკეტს შორის, ტროტუართან მდგომი ავტომანქანიდან მისი მისამართით ხმამაღალი საუბარი დაიწყო უცხოელმა ახალგაზრდა მამაკაცმა. იგი იჯდა ავტომანქანის საჭესთან, მანქანა იყო მარჯვენა საჭიანი, მას გვერდზე ეჯდა მეორე მამაკაცი. ეს ბიჭი ესაუბრებოდა ,,დამტვრეული’’ ქართულით. მძღოლმა მას ჰკითხა, თუ ვინ იყო მის გვერდით მყოფი პირი და მიანიშნა შ---–-- ჩ-------ზე, და უთხრა, რომ „ვერ ასწავლი ჭკუასო?” ამის გამო შ---–-- ჩ-------ი მივიდა მძღოლის კარებთან და დაუწყო მას საუბარი, თუ რა უნდოდა ამ უკანასკნელს მასთან და რა პრეტენზიები ჰქონდა, თან ცდილობდა გაეღო მანქანის კარები. ამასობაში მანქანასთან მივიდა სამი-ოთხი უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გაჩერდნენ მათ სიახლოვეს. ამ დროს მოულოდნელად მძღოლმა, რომელსაც ესაუბრებოდა შ---–-- ჩ--------- გააღო მანქანის კარი და სახეში დაარტყა ხელი შ---–-- ჩ-------ს. შ---–--ი წაიქცა და მათ შორის მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ დროს კაფე-ბარ ,,----------ს” მომსახურე ქალებიც გამოვიდნენ და მოჩხუბრები გააშველეს. ის მძღოლი ქალბატონებმა ბარში წაიყვანეს, ხოლო თვითონ და შ---–-- ჩ-------ი გადავიდნენ ბარის უკანა ქუჩაზე, სადაც შეხვდნენ მეზობლები - გ-- მ--–--------ი, გ------- გ----–---ი და კიდევ სხვა პირები. ცოტა ხანში მათთან მივიდა შ---–-- ჩ-------ის ძმა - ფ------- ჩ--------- რომელიც მანამდე სახლში იმყოფებოდა. შ---–-- ჩ-------მა აღწერა მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ სურდა კაფე-ბარ ,,პ---------–-” წასვლა და იმ უცხოელთან საქმის გარკვევა. მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ყველანი, მათ შორის ფ------- ჩ-------იც, გაყვნენ შ---–--ს. შ---–-- და ფ------- ჩ-------ები სწრაფი ნაბიჯებით წინ მიდიოდნენ და როდესაც თავადაც მივიდა კაფესთან, დაინახა, რომ შ---–--ი გაჭედილი იყო კარებში, კარს შიგნიდან აწვებოდნენ მომსახურე ქალები, ფ------- ჩ-------ი კი იყო გარეთ და შიგნით არ შესულა. ამ დროს ჩატყდა კაფე ,,------------- კარის მინა, შ---–--ს გაეჭრა ხელი და სისხლი წამოუვიდა. ამის გამო ყველანი დაიშალნენ. მოწმემ გამორიცხა ბრალდებულთა მხრიდან ვინმესთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
3.21. მოწმე გ------- გ----–---ის ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 30 ივნისს, საღამოს, მეზობლებთან გ-- მ--–--------თან და სხვებთან ერთად იმყოფებოდა ეზოს ე.წ. ,,ბ-------–--- და საუბრობდნენ. ცოტა ხნით მათ შეუერთდა ფ------- ჩ--------- მაგრამ ვინაიდან ფ-------ი თავს ცუდად გრძნობდა, მალევე დატოვა ისინი და სახლში წავიდა. დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ტ-–-----ის ქუჩიდან მოესმათ ჩოჩქოლის ხმა. ქუჩის შესახვევთან შეხვდნენ ი-----–- ბ------------სა და შ---–-- ჩ-------ს. ეს უკანასკნელი იყო აღშფოთებული, რადგან მაღაზიაში უცხოელს მისთვის მხარი გაეკრა, ამასთან უცხოელი იქცეოდა ცინიკურად და აგრესიულად, ხოლო ბოლოს კი თითი მიედო შუბლთან და დაეტრიალებინა, რითაც უცხოელს გაუკეთებია ერთგვარი ჟესტიკულაცია, რაც გულისხმობდა ,,გიჟი ხომ არ ხარო?’’ და ამით შ---–--ისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, შემდეგ ხელიც დაურტყამს მისთვის. ამის გამო შ---–--ს სურდა კაფე-ბარ ,,----------–--- მისვლა და იმ უცნობთან საქმის გარკვევა. ყველანი, მათ შორის ფ------- ჩ-------იც, შ---–--ს გაყვნენ, თუმცა ვინაიდან ძმები ჩ-------ები მათზე წინ მიდიოდნენ, ისინი უფრო სწრაფად მივიდნენ კაფესთან. შ---–-- ჩ-------ს კაფეში მყოფმა ქალბატონებმა კარი გადაუღობეს, ხოლო ფ------- ჩ-------ს შიგნით შესვლა არც უცდია. ამასობაში ჩაიმსხვრა კარის მინა, რაზეც შ---–--ს ხელი გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. მისი ვარაუდით მინა ჩაიმსხვრა მიწოლის და არა დარტყმის შედეგად. მოწმემ ასევე გამორიცხა ბრალდებულთა მხრიდან ვინმესთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
3.22. მოწმე გ-- მ--–--------მა განაცხადა, რომ 2015 წლის 1 ივლისს, ღამით, კორპუსის ეზოში, მის მეგობრებთან ერთად სვამდა ლუდს. მათ შეუერთდა ფ------- ჩ--------- მაგრამ ვინაიდან ფ-------ი იყო ავად, მალევე წავიდა სახლში. დაახლოებით 01:00 საათზე, ტ-–-----ის ქუჩიდან შემოესმათ ხმაური და ჩოჩქოლის ხმა. ისინი გაემართნენ ზემოაღნიშნული ქუჩისკენ და გზაში შეხვდნენ ი-----–- ბ------------სა და შ---–-- ჩ-------ს, რომელიც შეურაცხყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ მისთვის მაღაზიაში მხარი გაეკრა უცხოელს, რომელიც იქცეოდა ცინიკურად და შემდგომ შუბლზე თითის მიდებით და დატრიალებით კვლავ შეურაცხყოფა მიუყენებია და ბოლოს ხელიც კი დაურტყამს შ---–--ისათვის. ამის გამო შ---–--ს სურდა კაფე-ბარ ,,----------სკენ’’ წასვლა და იმ უცხოელთან საქმის გარკვევა. შეკრებილი პირები უკან გაჰყვნენ შ---–-- ჩ-------ს და მის ძმას. ვინაიდან ძმები მათზე წინ, უფრო სწრაფად მიდიოდნენ, უფრო ადრე მივიდნენ კაფესთან. მისულებს ადგილზე დაუხვდათ ფ------- ჩ--------- რომელსაც არც კი უცდია კაფეში შესვლა და ასევე შ---–-- ჩ--------- რომელიც მართალია ლამობდა დასახელებულ ადგილზე შესვლას, ქალბატონები კარებში იდგნენ და შიგნით არ უშვებდნენ. ამასობაში კარის მინა შემთხვევით ჩაიმსხვრა და შ---–-- ჩ-------ს ხელი გაეჭრა. კაფესთან მათ დაჰყვეს სულ რამდენიმე წუთი და შემდეგ ყველანი დაბრუნდნენ უკან.
3.23. სასამართლომ ასევე გამოიკვლია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა------------ რომლის მიხედვით, 2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შ---–-- ჩ-------ს მარჯვენა წინა მხრის ზედა და შუა მესამედების, უკანა და შიგნითა ზედაპირის საზღვარზე აღენიშნებოდა სწორნაპირებიანი ნაწიბური, რომელიც წარმოადგენდა ამავე მიდამოში არსებული, სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდეგ კვალს, განვითარებულს რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ნაწიბურის ხანდაზმულობა მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე შეესაბამებოდა 1-2 თვეს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შ---–-- ჩ-------ის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2015 წლის 1 ივლისს.
3.24. ბრალდებულებს - ფ------- ჩ-------ს და შ---–-- ჩ-------ს სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუციათ.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, სასამართლო მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს ბრალდებისა და დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის ვარაუდს ბრალდებულთა მხრიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაზე და ასევე ფ------- ჩ-------ის მიერ ამავე ქმედების განხორციელებას იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, თუმცა უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჰქონდა ადგილი ქ.თბილისში, ტ-–-----ის ქუჩის N---ში მდებარე კაფე-ბარ ,,----------–--- თავად ხულიგნობის ფაქტს.
4.4. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა და დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების დაცვით, სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მათი შეფასების შემდეგ ადგენს, იყო თუ არა ბრალდებულთა ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ ხულიგნობა - დანაშაული რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ, წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ერთდროულად ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას, საკუთრების ხელშეუხებლობას და ა.შ. და იმისთვის, რომ დადგინდეს პირის ქმედებაში ზემოთ დასახელებული ნიშნების არსებობა, აუცილებელია გაირკვეს, პირის მოქმედება ობიექტურად არღვევს თუ არა საზოგადოებრივ წესრიგს, მისი ქმედება არის თუ არა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის და საზოგადოებრივი წესრიგისადმი გულგრილი და აგდებული დამოკიდებულების გამომხატველი და ამასთან ძალადობით ან ძალადობის მუქარით განხორციელებული. ამდენად, იმისთვის, რომ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად მივიჩნიოთ, სახეზე უნდა გვქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და ამ დარღვევით გამოხატულ უნდა იქნეს უხეში უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, პირის აგდებული ან/და დაპირისპირებული დამოკიდებულება მართლწესრიგისადმი, რასაც ყველა შემთხვევაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით უნდა გამოხატავდეს.
4.6. საგულისხმოა ისიც, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შინაარსი იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ ნორმის შინაარსის გაცნობისას ნათელი ხდება მიზანი, კერძოდ, ამ ქმედების აკრძალვა მიზნად ისახავს რა საზოგადოების დაცვას უწესრიგობისა და ძალადობისაგან, ამასთან ფაქტობრივად გამორიცხავს ქმედების ჩამდენი პირის მიერ რაიმე ვიწრო, ინდივიდუალური ინტერესის (მოტივის) არსებობას. თუმცა რიგ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს იმდენად მცირე (უმნიშვნელო) მოტივი, რომ მისი არსებობის შემთხვევაშიც კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ძალადობით/ძალადობის მუქარით, საკუთარი ყოვლისშემძლეობისა და ანტაგონისტური დამოკიდებულების გამოხატვით, გადაიფაროს ეს მცირე მოტივი და ქმედება ხულიგნობად იქნეს მიჩნეული.
4.7. სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ დაცვის მხარე ყოველი ახალი მტკიცებულების გამოკვლევისას ხაზგასმით ცდილობდა წარმოეჩინა კაფე-ბარ ,,----------–--- შ---–-- ჩ-------ის შესვლამდე, მასსა და დაზარალებულ რ--- ა-–----–-ს შორის არსებული წინარე კონფლიქტის არსებობა, რაც სასამართლოს მიერ აღქმული იქნებოდა პირად მოტივად, ეს კი პირდაპირ გამორიცხავდა ხულიგნურ მოტივს, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაფეში შესვლისას შ---–-- ჩ-------ს არ უცდია რ--- ა-–----–-სთან პირადი ანგარიშსწორება. მან გამოხატა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, დაარბია კაფეს ინვენტარი და იქ მყოფი პირები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ობიექტი, რაც გამორიცხავს პირად მოტივს და მკაფიოდ მიუთითებს ხულიგნურ მოტივზე.
4.8. სწორედ აღნიშნული ფაქტის არსებობა გახდა სასამართლოსთვის იმ რწმენის შექმნის საფუძველი, რომ რეალურად შ---–-- ჩ-------მა კაფე-ბარ ,,----------–--- შეჭრით (სადაც მის შესვლამდე სიმშვიდე სუფევდა) და იქ არსებული ინვენტარის დაზიანებით (რაც სხვა არაფერია თუ არა ძალადობის გამოვლინება), იქ მყოფი პირებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით (როდესაც კაფეში მყოფ სხვა პირებთან არავითარ წინარე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია), ჩაიდინა ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას.
4.9. სასამართლომ ასევე შეაფასა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ფ------- ჩ-------ს არც კი უცდია კაფეს ტერიტორიაზე შესვლა, მაგრამ მოცემული მტკიცებულებები სასამართლოს არ მიაჩნია სანდო მტკიცებულებად, რადგან ერთის მხრივ, ისინი კატეგორიულად აცხადებენ აღნიშნულს, თუმცა მეორეს მხრივ, ადასტურებენ, რომ კაფესთან ფ------- და შ---–-- ჩ-------ები უფრო ადრე მივიდნენ, ვიდრე თავად, რაც შესაძლებელს ხდის მოვლენები მათ მისვლამდე განვითარებულიყო და მომხდარის შესახებ მათ სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ამასთან ბრალდების მხარის მოწმეების მიერ თანმიმდევრულად იქნა აღწერილი ფ------- ჩ-------ის მოქმედება ადგილზე, კერძოდ, როგორ ჯიუტად ცდილობდა იგი კაფეში შეღწევას, იგინებოდა და ძალის გამოყენებით ცდილობდა კაფეში შესვლას და რადგან მას არ მიეცა დარბაზში შესვლის საშუალება, ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია კარის მინა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ------- ჩ-------ის მხრიდანაც სახეზე იყო ხულიგნობის სამივე კომპონენტის არსებობა.
4.10. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომლის მიხედვით, ,,ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული იგი. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.''
4.11. მოცემული განმარტების ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა წინასწარი შეთანხმებით მოქმედების ფაქტი, თუ როდის და რა პირობებში მოხდა ბრალდებულებს შორის შეთანხმება კაფე-ბარ „პ---------–-“ ხულიგნობის ჩადენის შესახებ და მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ---–-- ჩ-------ს (რომელიც კაფე-ბარ ,,----------–--- უკვე გამოხატავდა იქ შეკრებილი საზოგადოებისადმი აშკარა და უხეშ უპატივცემულობას), მალევე შეუერთდა ფ------- ჩ-------ი და თავის მხრივ, განახორციელა ხულიგნური ქმედებები, - არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, რის გამოც ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდება წინასწარი შეთანხმებით მოქმედების ნაწილში სასამართლოს დაუდასტურებლად მიაჩნია.
4.12. დადგენილია, რომ ფ------- ჩ-------ს, დაზარალებულმა მ----- ჯ-–--–---–მა და მოწმე ნ----- ლ---–--ემ კაფეში შესვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ივარაუდეს, რომ შესაძლოა კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავებულიყო. იმის მიუხედავად, რომ ფ------- ჩ-------ისთვის გაწეული წინააღმდეგობა იყო საკმაოდ დიდი, იგი მაინც ჯიუტად ცდილობდა დარბაზში შეღწევას და მ----- ჯ-–--–---–ის მოწოდება - არ შესულიყო დარბაზში, არ აღმოჩნდა შემაკავებელი მისთვის და საკუთარი თავშეუკავებლობისა და იქ შეკრებილი საზოგადოების ინტერესების იგნორირების უკეთ დემონსტრირებისთვის, მან კარის შუშაზე ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია მინა. მართალია, მოწმეები უთითებენ, რომ ფ------- ჩ-------ს ხელში ეკავა დანა, მაგრამ ხულიგნური ქმედების განხორციელების დროს დანის გამოყენების ფაქტს არავინ ადასტურებს. მოწმეები ხაზგასმით აღნიშნავენ მხოლოდ ფეხის დარტყმით ძალადობის გამოვლინებას და დანის გამოყენებას ცალსახად უარყოფენ. ამდენად, დანის მხოლოდ თან ქონა, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში გამორიცხავს ხულიგნობის ჩადენას რაიმე საგნის გამოყენებით, რის გამოც სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფ------- ჩ-------მა ხულიგნური ქმედება განახორციელა იარაღად სხვა საგნის გამოყენების გარეშე.
4.13. ამდენად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შ---–-- ჩ-------მა ერთპიროვნულად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ასევე ფ------- ჩ-------მა დამოუკიდებლად ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ------- ჩ-------ს და შ---–-- ჩ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
6. სასჯელის დასაბუთება
6.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულების დამოკიდებულებას კანონის მიმართ, მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ ქცევას დანაშაულის ჩადენისას და მისი ჩადენის შემდეგ და მიიჩნევს, რომ შ---–-- ჩ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ფ------- ჩ-------ს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რამდენადაც ეს უკანასკნელი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში და მისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა მიზანშეუწონელი იქნება სასჯელის აღუსრულებლობის გამო.
6.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს აგრეთვე მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით, მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით.
6.3. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენით ფ------- ჩ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ------- ჩ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 სექტემბრიდან. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული განაჩენი გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 269-278-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ------- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ფ------- ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ფ------- ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 27 დეკემბრიდან.
4. შ---–-- ჩ-------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5. შ---–-- ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–--ის განჩინებით შ---–-- ჩ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 8.000 (რვა ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ც---–- ჩ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ტ-–-----ის შე-----------------------ში, საკადასტრო კოდით 0----------------------- 8.000 (რვა ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. ნივთმტკიცება:
· რ--- ა-–----–-ს მოკლემკლავიანი ,,BERSHKA-ს’’ ფირმის მაისური და გრძელმკლავიანი ,,PLAZA ITALIA-ს’’ ფირმის პერანგი, რომლებიც ინახება ქ.თბილისის შსს ვ---------------–----------------–----------ანყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნდეს რ--- ა-–----–-ს.
· ,,ROLEX-ის’’ ფირმის საათი და ,,SFR-ის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ქ.თბილისის შსს ვ---------------–----------------–----------ანყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს კაფე-ბარ „პ----------- კანონიერ მფლობელზე გადაცემის მიზნით.
· ვიდეოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ CD-R დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი