განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100118002642918
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ნ-----------–--------------------–-–---–-ს,ბრალდებულ _ ა---------------––------ს,ადვოკატ _ ი-----–-------ს,თარჯიმან _ ი-------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა-----------------------–------––------ს (დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------–-----–--------------------–------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (14 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა---------------––------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (14 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: მ--------------ის, მ-----–---------ის, მ-----------------–---–ის, ე-----------––-----ის, ჟ--–---------–---–---–ის, ვ--–------------–--ის, ბრალდებულ ა---------------––------ს გამოკითხვის ოქმებით, მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ ანგარიშის ამონაწერით, ა---------------––------ს სს „თ----------ის“ ამონაწერით, მ-----------------–---–ის სს „თ----------ის“ ამონაწერით, შპს „ო---დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა---------------––------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (03 ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (11 ეპიზოდი) და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (14 ეპიზოდი).

ა---------------––------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 06 იანვარს, 13:36 საათზე, თბილისში, დ---------------------–---------------------------------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 1006 ლარსა და 04 თეთრს.

2018 წლის 08 იანვარს, 00:59 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 100 ლარსა და 51 თეთრს.

2018 წლის 11 იანვარს, 03:00 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის -„paybox.ge”-ს მეშვეობით, მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 151 ლარსა და 76 თეთრს.

2018 წლის 11 იანვარს, 17:10-17:16 საათებში, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 905 ლარსა და 53 თეთრს, ხოლო მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 51 ლარსა და 26 თეთრს. აღნიშნული ქმედებით მ-----–---------ეს მიადგა 956 ლარისა და 79 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 12 იანვარს, 17:49 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის -„paybox.ge”-ს მეშვეობით, მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 06 ლარსა და 04 თეთრს.

2018 წლის 13 იანვარს, 19:47 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 603 ლარსა და 02 თეთრს.

2018 წლის 19 იანვარს, 17:55 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 1005 ლარსა და 03 თეთრს.

2018 წლის 23 იანვარს, 17:51-17:55 საათებში, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის -„paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 51 ლარსა და 26 თეთრს, ხოლო მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 51 ლარსა და 26 თეთრს. აღნიშნული ქმედებით მ-----–---------ეს მიადგა 102 ლარისა და 52 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.

2018 წლის 25 იანვარს, 12:12 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადარიცხვის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 302 ლარსა და 52 თეთრს.

2018 წლის 27 იანვარს, 10:31-10:34 საათებში, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე ორჯერ გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 2010 ლარსა და 06 თეთრს.

2018 წლის 01 თებერვალს, 08:39-08:51 საათებში, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისი - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე ორჯერ გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 2010 ლარსა და 06 თეთრს, ხოლო მ-----------------–---–ის G--------------------- ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 302 ლარსა და 52 თეთრს. აღნიშნული ქმედებით მ-----–---------ეს მიადგა 2312 ლარისა და 58 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 03 მარტს, 15:20-15:58 საათებში, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის ყოფილმა მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, საკუთარ G--------------------- ანგარიშზე ორჯერ გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 1609 ლარსა და 06 თეთრს, ჯ----–-------ს ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 403 ლარსა და 02 თეთრს. აღნიშნული ქმედებით მ-----–---------ეს მიადგა 2012 ლარისა და 08 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 27 მარტს, 14:25 საათზე, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის ყოფილმა მომვლელმა - ა---------------––------მ, უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შპს „ო---ს“ კუთვნილი ონლაინ გადახდის სერვისის - „paybox.ge”-ს მეშვეობით, ჯ----–-------ს ანგარიშზე გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 503 ლარსა და 52 თეთრს.

2018 წლის 26 იანვარს, თ---–--–----------------------------------–---------------------------------ში, მ-----–---------ის მომვლელმა - ა---------------––------მ უნებართვოდ შეაღწია მ-----–---------ის სს „ქ------------ის“ G--------------------- საბანკო ანგარიშზე, საიდანაც 2018 წლის 26 იანვრიდან - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, ინტერნეტ საიტებზე: „OK.RU“, „MAIL.RU“ და „GAMES.MAIL.RU“-ზე სხვადასხვა დროს სულ ორმოცდასამჯერ გადარიცხვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ-----–---------ის კუთვნილ 427 ლარსა და 90 თეთრს.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა---------------––------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ა---------------––------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე; მის მიმართ ასევე ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (14 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ა---------------––------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, წარსულში ნასამართლევი არ არის, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, კმაყოფაზე ჰყავს საპენსიო ასაკის დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თავად არის, დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი, იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (11 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (14 ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ამასთან, ა---------------––------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ქ------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები, გადატანილი 02 (ორ) კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 06 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის 03:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 იანვრის 17:10 - 17:16 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 06 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 იანვრის 03:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 იანვრის 17:10 - 17:16 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა---------------––------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ა---------------––------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 06 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (14 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------------––------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, ა---------------––------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები - სა---------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-----------–-----------–---ში კვირაში ერთხელ გამოცხადებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამომძიებლისთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს. ამასთან, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა---------------––------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს „ქ------------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები, გადატანილი 02 (ორ) კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე