განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
330100117001671278
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/---17

(№0---------0-)

თ---–--ის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2-19 წელი თ---–--ი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - მ-----------------–-----------------–---–-ს,ბრალდებულების - დ------------------------------------------------------------ს,ადვოკატების - მ------------------------------–---–----------------------–---–------–-----------------–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: დ-----------------------------–--ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, უმ----–-----------–------------------------–-------------------------------–-, რეგისტრირებული: ტ------––--------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------------–------–-------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

ვ---------------------------ის (დაბადებული 1-------------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნა---------–------------–-----------–----------------------------–-, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–-------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

კ----------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------–--------------------–---------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვ--------------ე, დ-----------------–--ე, კ---------------- და გამოძიებით დაუდგენელი პირები 2-1- წლის გაზაფხულზე წინასწარ შეკავშირდნენ, რათა უნებართვოდ შეეღწიათ სხვა პირების ინტერნეტ ბანკის ანგარიშებზე, ფარულად მიესაკუთრებინათ მათ ანგარიშებზე არსებული თანხები და თაღლითურად დაუფლებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ თანხებს. ჯგუფი მოქმედებდა შეთანხმებულად, წინასწარ მოფიქრებული და შეთანხმებული სქემის და გადანაწილებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, კერძოდ, ჯგუფი შექმნეს ვ--------------ემ და დ-----------------–--ემ, რომელთა მითითებებითაც ხელმძღვანელობდნენ კ---------------- და ჯგუფის სხვა წევრები.

ორგანიზებული ჯგუფი სხვადასხვა დროს განთავსებული იყო და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის თ---–--–------------------------ში მდებარე მ------- ა-----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში. დანაშაულის ჩასადენად ისინი იყენებდნენ რამოდენიმე მეთოდს. უმეტეს შემთხვევაში ვ--------------ე, დ-----------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სხვადასხვა ტელეფონის ნომრებიდან უკავშირდებოდნენ პირებს, კერძოდ, უგზავნიდნენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომ მათი სს „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი იყო დაბლოკილი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით უნდა დაკავშირებოდნენ შეტყობინებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე. აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეები ახორციელებდნენ ზარებს მითითებულ ნომრებზე, რა დროსაც ვ--------------ე და დ-----------------–--ე, მოტყუებით, თითქოსდა იყვნენ ბანკის ტექნიკური თანამშრომლები, ხარვეზის გამოსწორების მოტივით ეუფლებოდნენ მოქალაქეთა პირად და საბანკო მონაცემებს - სახელს, გვარს, პირად ნომერს, პლასტიკური ბარათის ნომერს, cvc კოდს და ბარათით განხორციელებული ბოლო ტრანზაქციის მონაცემებს.

რამოდენიმე შემთხვევაში ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებსაც სურდათ მუშაობის დაწყება და საიტებზე: „saqme.ge“-ზე და „gancxadebebi.ge“-ზე განთავსებული ჰქონდათ განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ეცნობოდნენ მათ, როგორც დამსაქმებლები და თითქოსდა გადაწყვეტილი იყო მათი დასაქმება, სახელფასო ბარათის დამზადების მოტივით ართმევდნენ მათ საბანკო მონაცემებს, კერძოდ სს „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის თექვსმეტნიშნა და cvc კოდს, პირადობის მოწმობის მონაცემებს და თითქოსდა მონაცემების ინსტალიციის მიზნით ტელეფონის ნომერზე მისული შეტყობინების კოდებს, ან სთხოვდნენ მათ თითქოსდა ბარათის ფუნქციონირების დადასტურების მიზნით ნებისმიერ მაღაზიაში პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეეძინათ ნებისმიერი თანხის პროდუქცია და ქვითრის მონაცემები გადაეცათ მათთვის.

აღნიშნული მონაცემების გამოყენებით ვ--------------ე, დ-----------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები უნებართვოდ აღწევდნენ მოქალაქეების საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბანკში, ცვლიდნენ იქ მითითებულ ტელეფონის ნომრებს და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან თაღლითურად იღებდნენ სესხებს მოქალაქეების სახელით, კერძოდ, მოქალაქეების პირადი და საბანკო მონაცემების გამოყენებით აგზავნიდნენ მოთხოვნას სესხზე, დადასტურების მიზნით თანხას რიცხავდნენ მათი საბანკო ანგარიშიდან, ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტელეფონზე ეცნობოდნენ და ესაუბრებოდნენ ქვემოთ მითითებული მოქალაქეების სახელით, აგრეთვე ფარულად ეუფლებოდნენ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რასაც შემდგომში რიცხავდნენ გ----------------ს და კ---------------ის ანგარიშებზე. გ--------ის ანგარიშიდან პლასტიკური ბარათის გამოყენებით თანხა თავად გაჰქონდათ, კ----------------ს ბანკიდან გამოჰქონდა თანხები და წინასწარი შეთანხმებისამებრ გადასცემდა ორგანიზატორებს. რამოდენიმე შემთხვევაში წინასწარ მოფიქრებული გეგმით თანხები ჩარიცხეს ზ---------------------------–------–--------------------------------–---------–-----------------–-----ის საბანკო ანგარიშებზე, რომელთაც თანხები გამოართვა ვ--------------ემ, დ-----------------–--ემ, თ--------------------ემ და ჯ--------------–---–--მ. ასევე მოტყუებით დაეუფლნენ ვ----------------–-–---–ის და ქ------------------ის საბანკო ანგარიშის მონაცემებს, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ სს „ს----------–--------ის“ ინტერნეტ ბანკის გვერდზე. შეცვალეს იქ მითითებული ნომრები და თანხის ნაწილი ჯერ გადარიცხეს ვ----------------–-–---–ის და ქ------------------ის, ხოლო შემდგომში გ----------------ს ანგარიშზე. უკანონოდ დაუფლებულ თანხებს ჯგუფის წევრები შემდგომში ერთმანეთში ინაწილებდნენ მითითებული მეთოდების გამოყენებით.

მ--------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 30 მაისს: შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ა---–----------------------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „მ----ო“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 12-0 ლარი, შპს „ვ--------------ს„ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა ლ---------–--ს და ა--------–------ს ანგარიშებზე.

რ--------------ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 31 მაისს: შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „4---------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 750 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ----ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე------ო“-სესხის ოდენობა 2-0 ლარი, აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადაირიცხა ზ---------–-–---–ის ანგარიშზე.

2----–-–----------სს, რ--------------ს სახელით დამტკიცდა სესხები: შპს „ს-----–------“-100 ლარის ოდენობით, შპს „ქ--------------------“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „ფ---–-------------ი“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „ო--–--------------“-150 ლარის ოდენობით, შპს „მ-------“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „ი-------------–-----ი“-150 ლარის ოდენობით, შპს „ვ------------ი“-2-0 ლარის ოდენობით, რისი ანგარიშიდან გადარიცხვაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან რ---------მ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის დაბლოკვა.

ვ----------------–-–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 0- ივნისს: შპს „ს-----–------“- სესხის ოდენობა 100 ლარი; შპს „უ---------–--------ი“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“-სესხის ოდენობა 450 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“-სესხის ოდენობა 300 ლარი, რაც გადაფარეს 13 ივნისს და აიღეს სესხი 450 ლარის ოდენობით, შპს „მ---“-სესხის ოდენობა 300 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 18 აგვისტოს გადაირიცხა გ----------------ს საბანკო ანგარიშზე.

ქ------------–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 2- ივნისს: შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ-----------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ვ--------------სი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა ქ------------------ის ანგარიშზე, საიდანაც თანხები გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე.

2-1- წლის 23 ივნისს: შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“-სესხის ოდენობა 450 ლარი. აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ნ---------–----–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 27 ივნისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ---–-------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 12-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს ქ-------------------- - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

მ-----------------ის ანგარიშიდან 2-1- წლის 04 ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 83-,1 ლარის ოდენობით გადარიცხვა კ---------------ის ანგარიშზე, ასევე მ-----------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 04 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „4---------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ი--------------–-----ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ს-----–-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

თ--–--------------–--ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 04 ივლისს: შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 500 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ს-----–-----“ - სესხის ოდენობა 50 ლარი. აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

თ-------------–-–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 04 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, 2-1- წლის 05 ივლისს: შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ი--------------–-----ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, სს „ი---------------“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ე-–----------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „u----------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 42- ლარი, შპს „ს-----–-----“ - სესხის ოდენობა 100 ლარი. აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

მ--------–--------–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 08 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“, სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. 2-1- წლის 11 ივლისს: შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 1000 ლარი, შპს „K--I” - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 150 ლარი. აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. 2-1- წლის 13 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 450 ლარი, შპს „K--I” - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ბ--–---–--–--–---–ის ანგარიშიდან 2-1- წლის 11 ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 527 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე ბ--–---–--–--–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 11 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „4---------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, აღნიშნული თანხები ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

თ--------------------–---–ის სახელით, რომელთანაც სახლში იყო მისული ვ--------------ე, თითქოსდა იყო ბანკის ექსპერტი და ბინის ღირებულება უნდა შეეფასებინა სესხის გაცემის მიზნით. ამ მოტივით გამოართვა საბანკო მონაცემები და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 15 ივლისს: შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 15 ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

გ--------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 15 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ---–----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ა-------------------“- სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 750 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

იმავე დღეს, გ--------------ის სახელით დამტკიცებულ იქნა სესხი შპს „ს-----–-----ში“, 100 ლარის ოდენობით, რაც ანგარიშიდან არ ყოფილა გატანილი.

2-1- წლის 19 ივლისს, ნ-------------ს ანგარიშიდან ორ ეტაპად განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 3-- ლარის და 464 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე აიღეს სესხები ნ-------------ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, კერძოდ, 2-1- წლის 18 ივლისს: შპს „ვ--------------სი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 1500 ლარი, შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 18 ივლისს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე.

2-1- წლის 19 ივლისს დამტკიცებულ იქნა სესხები შემდეგი კომპანიებიდან: შპს „ქ-----------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „მ-------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 19 ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

გ-------–-------–---–ის ანგარიშიდან 2-1- წლის 21 ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 550 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე.

თ---------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 22 ივლისს: შპს „u----------------” - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I” - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 22 ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ზ------------–---–--–---–ის ანგარიშიდან 2-1- წლის 2- ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 380 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე ზ------------–---–--–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 22 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“- სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 1000 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. ზემოაღნიშნული თანხები 2-1- წლის 22 ივლისს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე.

2-1- წლის 2- ივლისს დამტკიცებულ იქნა სესხები შემდეგი კომპანიებიდან: შპს „მ-------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I” - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 2- ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

გ---–---–-----ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 2- ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. 2-1- წლის 26 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 450 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ს----------------ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 26 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი. აღნიშნული თანხა იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. 2-1- წლის 27 ივლისს: შპს „ქ-----------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 750 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. 2-1- წლის 28 ივლისს: შპს „ვ--------------ს“, სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I”- სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. 2-1- წლის 31 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 450 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

მ----------------–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 08 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 500 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 400 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხების გადარიცხვა არ განხორციელებულა.

ლ--–--------–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 08 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 400 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ი--------------–-----ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვებკრედიტი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ---–-------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ----ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ა-------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა ნ-----–------–-----ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

ც-------------ის სახელით 2-1- წლის 08 აგვისტოს დამტკიცდა სესხი, კერძოდ, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, რაც იმავე დღეს გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო ამ უკანასკნელის ანგარიშიდან გ----------------ს ანგარიშზე.

ე--------–---–-ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 12 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ქ-----------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“ -სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე--------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I“ -100 ლარის ოდენობით, შპს „ქ--------------------“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „ო--–--------------“-100 ლარის ოდენობით, შპს „მ----ო“-2-0 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები, ასევე ე--------–---–-ს კუთვნილი და მის ანგარიშზე არსებული თანხა 350 ლარის ოდენობით, იმავე დღეს გადარიცხეს ნ-----–------–-----ის ანგარიშზე.

ა-----------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 17 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, რაც გადაფარეს მეორე დღესვე. შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „4---------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“-100 ლარის ოდენობით, შპს „ს-----–------“-100 ლარის ოდენობით, შპს „ო--–--------------“-100 ლარის ოდენობით, შპს „K--I“ - 2-0 ლარის ოდენობით, შპს „ქ------------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი. 2-1- წლის 18 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 450 ლარი, რაც იმავე დღეს გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე. ამ უკანასკნელის ანგარიშზე ასევე გადარიცხეს ა-----------ის კუთვნილი და მის ანგარიშზე არსებული თანხა 155 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 18 აგვისტოს ვ----------------–-–---–ის ანგარიშიდან გადარიცხეს გ----------------ს ანგარიშზე.

ფ-----------------–---ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 18 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, რაც გადაფარეს მეორე დღეს. შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“-400 ლარის ოდენობით, შპს „K--I“ - 2-0 ლარის ოდენობით, შპს „ქ--------------------“-150 ლარის ოდენობით, შპს „ვ----------------“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „4---------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე-–-----------“-2-0 ლარის ოდენობით, შპს „ო--–--------------“-2-0 ლარის ოდენობით. 2-1- წლის 19 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 450, 550 და 700 ლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს გადაფარეს და აიღეს სესხი 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან ნაწილი 800 ლარი, 2-1- წლის 19 აგვისტოს გადაირიცხა ჯერ ა-----------ის, შემდეგ ვ----------------–-–---–ის ანგარიშზე, ხოლო ამ ანგარიშიდან გ----------------ს ანგარიშზე. დანარჩენი ნაწილი კი გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდეგ გ----------------ს საბანკო ანგარიშზე.

ს-------------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 19 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „4---------“ - სესხი 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

ნ--------------ის ანგარიშიდან 2-1- წლის 19 აგვისტოს ორ ეტაპად განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 100 ლარის და 105 ლარის ოდენობით გადარიცხვა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე, ასევე ნ--------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 19 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------------ი“, სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ო--–------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ტ-----“, სესხის ოდენობა 12-0 ლარი, შპს „ი--------------–-----ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

ნ------------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 19 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“-სესხის ოდენობა 300 ლარი, რაც გადაფარეს იმავე დღეს და აიღეს სესხი 450 ლარის ოდენობით. შპს „მ---“-სესხის ოდენობ 2-0 ლარი, შპს „ო--–--------------“-100 ლარის ოდენობით, შპს „u----------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“-2-0 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან ნაწილი 22- ლარი ჯერ გადაირიცხა ფ-----------------–---ის ანგარიშზე და შემდეგ ვ----------------–-–---–ის ანგარიზე, დანარჩენი ნაწილი გადაირიცხა ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე, ამ უკანანასკნელის საბანკო ანგარიშიდან კი, გ----------------ს საბანკო ანგარიშზე.

ნ----------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 23 აგვისტოს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, სს „ს----------–--------ი“ - სესხი 1000 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „მ-------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, თუმცა ზემოაღნიშნული თანხების გატანა არ განხორციელებულა, ვინაიდან ისინი გამოვლენილ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენებით, 2-1- წლის 19 ივლისს, ნ-------------ს ანგარიშიდან ორ ეტაპად განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 3-- ლარის და 464 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე აიღეს სესხები ნ-------------ს სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, კერძოდ, 2-1- წლის 18 ივლისს: შპს „ვ--------------სი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 1500 ლარი, შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 18 ივლისს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე.

2-1- წლის 19 ივლისს დამტკიცებულ იქნა სესხები შემდეგი კომპანიებიდან: შპს „ქ-----------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „მ-------“- სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 19 ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ზ------------–---–--–---–ის ანგარიშიდან 2-1- წლის 2- ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 380 ლარის ოდენობით გადარიცხვა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე ზ------------–---–--–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 22 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 1000 ლარი, შპს „ე------ო“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „მ---“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. ზემოაღნიშნული თანხები 2-1- წლის 22 ივლისს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე.

2-1- წლის 2- ივლისს დამტკიცებულ იქნა სესხები შემდეგი კომპანიებიდან: შპს „მ-------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „K--I” - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი. აღნიშნული თანხები 2-1- წლის 2- ივლისს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე.

ნ---------–---–---–ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 27 ივნისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ფ---–----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ო--–------------ი“ - სესხის ოდენობა 150 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 12-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს ქ-------------------- - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

მ-----------------ის ანგარიშიდან 2-1- წლის 04 ივლისს განხორციელდა ანგარიშზე არსებული თანხის 83-,1 ლარის ოდენობით გადარიცხვა კ---------------ის ანგარიშზე, ასევე მ-----------------ის სახელით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დამტკიცებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის სესხი, კერძოდ, 2-1- წლის 04 ივლისს: შპს „ფ-------–---------------------“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს„ ე-------------ი“ - სესხის ოდენობა 300 ლარი, შპს „ფ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „4---------“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ტ-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ვ--------------ს“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ი--------------–-----ი“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------------------“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 100 ლარი, შპს „ს-----–-----“ - სესხის ოდენობა 2-0 ლარი, შპს „ქ--------–----------------------–------ი“ - სესხის ოდენობა 350 ლარი. აღნიშნული თანხები იმავე დღეს გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე, რომელმაც თანხა გამოიტანა და გადასცა ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

დაზარალებულ ნ-------------ს ჩვენებით, 2-1- წლის 19 ივლისს, მის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ერთ-ერთ ნომერზე, კერძოდ, 5-------- ან 5-------- მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ დაბლოკილი იყო მისი სახელფასო ბარათი და მისი განბლოკვის მიზნით აუცილებელი იყო მითითებულ ნომერზე დაკავშირება. აღნიშნულ ნომერზე დარეკვისას, მისთვის უცნობმა პიროვნებამ თავი წარუდგინა სს „ს----------–--------ის“ ოპერატორად და ხარვეზის გამოსწორების მიზნით მოსთხოვა ბარათის ნომრის და ტელეფონის ნომერზე შეტყობინების სახით მისული პაროლების გაგზავნა. მას შემდეგ, რაც შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა უთხრეს, რომ ხარვეზი აღმოფხვრილი იყო და შეეძლო ესარგებლა ბარათით. მეორე დღეს, ელოდებოდა ანგარიშზე თანხის დარიცხვას, თუმცა ვინაიდან მობილურ ტელეფონზე არ მიუვიდა თანხის დარიცხვის დამადასტურებელი შეტყობინება, მიმართა სს „ს----------–--------ს“ და ნახა, რომ ბარათიდან გატანილი იყო ანგარიშზე პრემიის სახით დარიცხული 3-- ლარი და ასევე საკრედიტო ბარათიდან მოხსნილი იყო 464 ლარი, ხოლო სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მისი სახელით გამოტანილი იყო რამდენიმე სესხი. თანხები გადარიცხული იყო კ---------------ის და გ----------------ს ანგარიშებზე. მისივე ჩვენებით, ბანკში მითითებული ტელეფონის ნომერი იყო შეცვლილი, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციების დროს მას არანაირი შეტყობინება ტელეფონის ნომერზე არ მისვლია. თუ რა ნომრიდან მოხდა მასთან დაკავშირება არ ახსოვს. მიყენებული ზარალი ანაზღაურებული არ არის.

დაზარალებულ თ--------------------–---–ის ჩვენებით, ზუსტ დროს ვერ იხსენებს, მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- მიიღო შეტყობინება 2-00 ლარამდე სესხის აღების შეთავაზების შესახებ. დარეკა შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რა დროსაც გამოკითხეს ინფორმაცია მის შემოსავლებთან დაკავშირებით და სესხის გაცემამდე მოსთხოვეს შეფასების მიზნით სახლში მისვლა და სურათების გადაღება. პიროვნება, რომელშიც ამოიცნო ბრალდებული ვ--------------ე მივიდა მასთან სახლში, გამოართვა მას პირადი ნომერი, სს „ს----------–--------ის“ ბარათის მონაცემები, გადაუღო სახლს სურათები და დაჰპირდა, რომ დაუკავშირდებოდა და აცნობებდა სესხის დამტკიცების თაობაზე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ გაარკვია, რომ მისი მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული იყო ორი ონლაინ სესხი 2-0-2-0 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არ არის დაფარული.

დაზარალებულ ნ---------–----–---–ის ჩვენებით, 2-1- წელს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო დ---------------ის სახელით და იმ მიზნით, რომ თითქოს მისი კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ ბარათი იყო დაბლოკილი, განბლოკვის მიზნით მოსთხოვა პირადი საბანკო მონაცემების გადაგზავნა. მას შემდეგ, რაც მისთვის უცნობ მამაკაცს გაუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია, დ---------------ემ უთხრა, რომ ხუთი საათის შემდგომ გამოსწორდებოდა ხარვეზი, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მის სახელზე დაახლოებით 10-12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გაცემულ იქნა სწრაფი ონლაინ სესხები, მთლიანობაში 3000 ლარის ოდენობით, რაც გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე. აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს და მისთვის საბანკო მონაცემები არასდროს გადაუგზავნია. მის სახელზე გაცემული სესხები ანაზღაურებული არ არის.

დაზარალებულ ც-------------ის ჩვენებით, ინტერნეტის საშუალებით ნახა განცხადება ონლაინ მაღაზიაში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით. ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერს 5--------, რა დროსაც გაესაუბრა მამაკაცი, რომელმაც მოსთხოვა პირადი მონაცემების გაგზავნა, რასაც განიხილავდნენ და დაუკავშირდებოდნენ მოგვიანებით. 2-1- წლის 21 ივლისს, მოთხოვნილი პირადი ინფორმაცია მისთვის უცნობ მამაკაცს გაუგზავნა სრულად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ დააკავშირებდა თავის თანამშრომელს, რომელიც მიაწვდიდა ზუსტ ინფორმაციას სამსახურთან დაკავშირებით. ესაუბრა მამაკაცს, რომელსაც აინტერესებდა ჰქონდა თუ არა მას ანგარიში გახსნილი სს „ს----------–--------ში“ და უარყოფითი პასუხის მიღების შემდგომ, მოსთხოვა სს „ს----------–--------ში“ ანგარიშის გახსნა და ბარათის გასააქტიურებლად შენაძენის გაკეთება. მას შემდეგ, რაც სრულად შეასრულა აღნიშნული მითითება, მისთვის უცნობ მამაკაცს მისივე მოთხოვნის საფუძველზე გაუგზავნა სს „ს----------–--------ის“ ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და შეტყობინების სახით მისული ოთხციფრიანი კოდი, რის შემდეგაც დაჰპირდნენ დაკავშირებას და მუშაობის დაწყებას. მიუხედავად დაპირებისა, შემდგომში მუშაობის დაწყება არავის შეუთავაზებია, ხოლო მისი კუთვნილი თანხა 300 ლარის ოდენობით, გადარიცხულ იქნა ვ----------------–-–---–ის ანგარიშზე.

დაზარალებულ გ---–---–-----ს ჩვენებით, 2-1- წლის 21 ივლისს, ინტერნეტ საიტ „www.saqme.ge “-ზე განთავსებულ ვაკანსიაზე გააგზავნა პირადი მონაცემები, რასთან დაკავშირებითაც მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც აუხსნა სამუშაოს პირობები და დეტალების გასარკვევად დააკავშირა მამაკაცთან, რომელიც დაინტერესებული იყო ჰქონდა თუ არა მას სს „ს----------–--------ის“ ანგარიში, რის შემდეგაც მისივე თხოვნით უკარნახა ბარათზე არსებული 1- ციფრიანი ნომერი, ხოლო შემდეგ გაუგზავნა შეტყობინების სახით მიღებული ოთხციფრიანი კოდები. საბოლოოდ უთხრეს, რომ პროფაილი წარმატებით იყო დასრულებული და დაუკავშირდებოდნენ უახლოეს პერიოდში. მეორე დღეს, იმავე ნომრიდან დაუკავშირდა ქალბატონი და სამსახურთან დაკავშირებით დაიბარა ყ------------------------ში, ხოლო მამაკაცმა უთხრა, რომ უნდა მისულიყო N49-ში. გაუჩნდა გარკვეული ეჭვი და შეცვალა ინტერნეტ ბანკის პაროლი, თუმცა ახალი პაროლი შეტყობინების სახით არ მისვლია მობილურ ტელეფონის ნომერზე, რის შემდეგაც ბოლო ტრანზაქციები გადაამოწმა ბანკში მისვლისას, სადაც ცნობილი გახდა, რომ მისი სახელით სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული იყო სესხი და თანხა გადარიცხული იყო მისთვის უცნობი პიროვნების - გ----------------ს ანგარიშზე. ინტერნეტ ბანკში დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი შეცვლილი იყო 5-------- ნომრით და ყველა სახის შეტყობინება იგზავნებოდა აღნიშნულ ნომერზე. ამჟამად, სესხის სახით გაცემული თანხა არ არის გადახდილი.

დაზარალებულ მ--------------ის ჩვენებით, 2-1- წლის მაისის ბოლოს შეამჩნია, რომ საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს, შეტყობინებები არ მისდიოდა მობილურ ტელეფონის ნომერზე. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან გადარიცხვები განხორციელებული იყო ლ---------–--ს და ა--------–------ს ანგარიშებზე. ასევე საბანკო ამონაწერების ნახვით გაარკვია, რომ მისი ანგარიშიდან ერთი თეთრი გადარიცხული იყო ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ანგარიშებზე, საიდანაც აღებული სესხის თანხა გადარიცხულ იქნა აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშებზე. 2-1- წლის მაისში, სანამ შეიტყობდა მისი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვების შესახებ, დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან 5-------- თითქოს სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ბარათი იყო დაბლოკილი და შეჰპირდნენ ხარვეზის გამოსწორებას იმ შემთხვევაში თუ ეტყობა მათ ბარათზე მითითებულ ნომერს. მიწერა მათ საბანკო მონაცემები, რის შემდეგაც იმ მომენტში განიბლოკა ბარათი, თუმცა შემდგომ დღეებში ვერ ახერხებდა ინტერნეტ ბანკში შესვლას. ამ ეტაპზე სესხები არ არის დაფარული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სთხოვენ მის დაფარვას.

დაზარალებულ ლ--–--------–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც მობილური ტელეფონის ნომერზე აღარ მისდიოდა შეტყობინებები, საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით, ბანკში მისვლისას გაარკვია, რომ შეცვლილი იყო მისი საბანკო მონაცემები და მობილური ტელეფონის ნომერი. მისი მონაცემების გამოყენებით გაცემული იყო 14 სესხი სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციიდან. მთლიანობაში სესხის სახით აღებული თანხის ოდენობა შეადგენდა 3400 ლარს. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, 14-15 აგვისტოს მიუვიდა შეტყობინება, რომ ბარათი იყო დაბლოკილი და განბლოკვის მიზნით აუცილებელი იყო ბარათის გამოყენებით თუნდაც ერთი ლარის ღირებულების შენაძენის გაკეთება და შეტყობინების სახით მისული პაროლის გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა მის მიერ შესრულებულ იქნა თოთხმეტჯერ. მოწმის განმარტებით, შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბარათი იყო დაბლოკილი მიიღო ტელეფონის ნომრიდან 5--------.

დაზარალებულ თ---------------ის ჩვენებით, 2-1- წლის აგვისტოში, ინტერნეტის საშუალებით ეძებდა სამსახურს. ერთ-ერთ ვაკანსიასთან დაკავშირებით ესაუბრა პიროვნებას, რომელმაც მოსთხოვა ტრანზაქციის შესრულება ბარათით და ბარათზე არსებული 1- ნიშნა ნომრის გაგზავნა. აღნიშნული მოთხოვნის შესრულებიდან რამდენიმე დღეში ვეღარ სარგებლობდა ინტერნეტ ბანკით და საბოლოოდ, ბანკში მისვლისას გაარკვია, რომ მისი მონაცემებით გამოტანილი იყო რამდენიმე სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. მისი ანგარიშიდან თანხა გადარიცხული იყო გ----------------ს საბანკო ანგარიშზე. სესხის სახით აღებული თანხა დაფარული არ არის.

დაზარალებულ თ-------------–-–---–ის ჩვენებით, ინტერნეტის საშუალებით ნახა განცხადება სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით. გააგზავნა მონაცემები და დაუკავშირდნენ ორ დღეში. დაჰპირდნენ პროფაილ გვერდის შედგენას და მოსთხოვეს ბარათის გააქტიურება, კერძოდ, გარკვეული პროდუქციის შეძენა ბარათით და ტელეფონზე შეტყობინების სახით მისული პაროლის გაგზავნა. ვინაიდან პირდებოდნენ, რომ მიღებული იყო სამსახურში, ენდო მათ და ბარათის გააქტიურების შემდგომ გადაუგზავნა მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც დაებლოკა სს „ს----------–--------ის“ ბარათი. ბანკში მისვლისას აღმოჩნდა, რომ შეცვლილი იყო მისი პირადი მონაცემები და მისი ანგარიშიდან ერთი თეთრის ოდენობით განხორციელებული იყო გადარიცხვები მიკროსაფინანო ორგანიზაციებში, საიდანაც გადმორიცხული იყო სესხად აღებული თანხები, რაც შემდგომ გადარიცხული იყო გ----------------ს ანგარიშზე. ასევე შეცვლილი იყო ბანკში მითითებული მისი ტელეფონის ნომერი, თუმცა რა ნომერი იყო დაფიქსირებული არ ახსოვს.

დაზარალებულ გ--------------ის ჩვენებით, 2-1- წლის ზაფხულში, ინტერნეტ საიტ „www.saqme.ge “-ზე ნახა განცხადება სამსახურთან დაკავშირებით, სადაც გააგზავნა პირადი მონაცემები, რის შემდეგაც დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გადაამისამართა ოპერატორთან, რომელმაც უთხრა, რომ უნდა გახსნილიყო პროფაილი, რისთვისაც აუცილებელი იყო ბანკში ანგარიშის გახსნა და სიმბოლურად ერთი ლარის დახარჯვა. შეასრულა მისი თხოვნა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პიროვნებამ მოსთხოვა ბარათის ნომრის და ტელეფონზე მისული კოდების კარნახი, რაც ასევე გაუგზავნა მას, რის შემდეგაც სამსახურთან დაკავშირებით დაიბარეს ყ-------------------ე, სადაც ადგილზე მისულს არავინ დახვდა, ხოლო ტელეფონის ნომერზე 5--------, საიდანაც მოხდა მასთან დაკავშირება არავინ პასუხობდა. ბანკში ყოფნისას შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ მისი მონაცემების გამოყენებით, ოცამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გაცემული იყო სესხი 3000 ლარამდე, რაც გადარიცხული იყო გ----------------ს ანგარიშზე. ამჟამად სესხის თანხა დაფარული არ არის.

დაზარალებულ რ--------------ს ჩვენებით, 2-1- წლის მაისში მიიღო შეტყობინება, რომ დაბლოკილი იყო მისი კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ ექსპრეს ბარათი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად უნდა მიემართა დავითისთვის, რომლის გვარიც არ ახსოვს. დაუკავშირდა მითითებულ ნომერზე, რა დროსაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა მოსთხოვა ბარათზე მითითებული ნომრის და ტელეფონზე შეტყობინების სახით მისული კოდის გაგზავნა. მოთხოვნილი მონაცემების გადაგზავნის შემდგომ, მამაკაცმა უთხრა, რომ ბარათი გასწორებული იყო. მეორე დღეს მიიღო სატელეფონო შეტყობინება ანგარიშზე თანხის დარიცხვის შესახებ. ბანკში მისვლისას გაარკვია, რომ მისი მონაცემების გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი, საიდანაც 2700 ლარი გადარიცხული იყო ზ---------–-–---–ის ანგარიშზე, ხოლო 1300 ლარი გამზადებული იყო გადასარიცხად, რაც მისი მოთხოვნით ოპერატორმა გადარიცხა უკან. შეტყობინება მიიღო 5-------- ნომრიდან. მისი მონაცემებით სესხის აღების ნებართვა არავისთვის მიუცია.

დაზარალებულ ბ--–---–--–--–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის ივლისში ტელეფონის ნომერზე 5-------- მიუვიდა შეტყობინება, რომ ტექნიკური დაზიანების გამო დაბლოკილი იყო მისი საბანკო ბარათი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაკავშირებოდა შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე. ვინაიდან მასთან დაკავშირება ხდებოდა 5-------- ტელეფონის ნომრიდან, რომლის ბოლო ორი ციფრი მთავრდებოდა ოთხიანებით, ჩათვალა, რომ უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ და როგორც ბანკის ოპერატორს, გადასცა მის მიერ მოთხოვნილი ბარათის ნომერი და შეტყობინების სახით მიღებული კოდები, რათა მომხდარიყო ანგარიშის განბლოკვა. საბოლოოდ, ბანკში მისვლისას გაარკვია, რომ მისი მონაცემების გამოყენებით აღებული იყო სესხი 2-0 და 300 ლარის ოდენობით, ხოლო პირადი თანხა 500 ლარის ოდენობით გადარიცხული იყო გ----------------ს ანგარიშზე.

დაზარალებულ ს-------------------ის ჩვენებით, 2-1- წლის 18 აგვისტოს, მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- მიიღო შეტყობინება, რომ ბარათი იყო დაბლოკილი და განბლოკვის სურვილის შემთხვევაში დაკავშირებოდა მითითებულ ნომერზე. მეორე დღეს, მეგობრის ტელეფონით დაუკავშირდა მითითებულ ნომერს, რა დროსაც ესაუბრა მას ორი მამაკაცი, რომლებმაც ხარვეზის გასწორების მიზნით მოსთხოვეს ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი და შეტყობინების სახით მიღებული კოდი. მონაცემების მიწოდების შემდგომ უთხრეს, რომ ბარათი იყო განბლოკილი. საბოლოოდ როგორც გაარკვია, მისი სახელით გამოტანილი იყო სესხი, რაც გადარიცხულ იქნა მისთვის უცნობი პიროვნების ანგარიშზე. მას დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან 5--------. მისი სახელით სესხის აღების უფლება არავისთვის მიუცია და აღნიშნული თანხა ამჟამადაც დასაფარია.

დაზარალებულ ფ-----------------–---ის ჩვენებით, 2-1- წლის 15 აგვისტოს, სამსახურის შოვნის მიზნით განცხადება განათავსა ინტერნეტ საიტ „www.gancxadebebi.ge “-ზე. რამდენიმე დღეში ტელეფონის ნომერზე 5-------- დაუკავშირდა ქალბატონი და შესთავაზა მუშაობის დაწყება ონლაინ მაღაზიაში. შეთავაზებით დაინტერესების შემდგომ ქალბატონმა უთხრა, რომ უნდა შეექმნა პროფაილი, რისთვისაც სჭირდებოდა სს „ს----------–--------ის“ ანგარიშის ნომერი. ამის შემდგომ იგი გადართო მამაკაცთან სასაუბროდ, რომელმაც მუშაობის დაწყების მიზნით ასევე მოსთხოვა ბანკში ანგარიშის გახსნა. მოთხოვნის შესრულების შემდგომ, აღნიშნულ მამაკაცს გაუგზავნა ანგარიშის ნომერი და ტელეფონზე შეტყობინების სახით მისული ოთხციფრიანი კოდი. საბოლოოდ, მუშაობის დასაწყებად არავინ დაკავშირებია და როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მისი პირადი მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი 6000 ლარამდე ოდენობის, რაც გადარიცხული იყო მისთვის უცნობი პიროვნების ანგარიშზე. მას არავისთვის მიუცია მისი სახელით სესხის აღების უფლება. ბანკში მისი ტელეფონის ნომრად დაფიქსირებული ჰქონდა 5--------, რაც მისგან დამოუკიდებლად ჩანაცვლებული იყო 5-------- ნომრით, იგივე ნომრით რითაც უკავშირდებოდნენ მას.

დაზარალებულ ნ--------------ის ჩვენებით, 2-1- წლის 1- აგვისტოს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- მიუვიდა შეტყობინება, რომ დაბლოკილი იყო მისი კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ ბარათი. დარეკა მითითებულ ნომერზე, რა დროსაც ესაუბრა მამაკაცი, რომელსაც მისივე მოთხოვნით, რომ გაესწორებინა აღნიშნული ხარვეზი გადაუგზავნა პირადი ნომერი, ბარათის ნომერი და ტელეფონზე შეტყობინების სახით მიღებული ოთხნიშნა კოდი, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ბლოკი იყო მოხსნილი. რამდენიმე დღის შემდგომ, ბანკში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი პირადი მონაცემების გამოყენებით, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი 2300 ლარის ოდენობით და გადარიცხული იყო ზ--------–---–---–ის სახელზე. ასევე ანგარიშიდან მოხსნილი იყო მისი პირადი თანხა 2-0 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, მას არავისთვის მიუცია ნებართვა მისი მონაცემების გამოყენებით სესხის აღების. სესხი ამჟამად არ არის დაფარული.

დაზარალებულ გ-------–-------–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის 21 ივლისს, მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- მიუვიდა შეტყობინება, რომ ბარათი იყო დაბლოკილი და განბლოკვის მიზნით სთხოვდნენ მითითებულ ნომერზე საბანკო მონაცემების გაგზავნას. მითითებულ ნომერზე გააგზავნა ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და შეტყობინების სახით მიღებული ოთხციფრიანი კოდი. რამდენიმე დღეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ანგარიშიდან მოხსნილი იყო 750 ლარი და მცდელობა იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღების, თუმცა სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მიღებული იყო უარი. მოწმის განმარტებით, შეტყობინება მიუვიდა ტელეფონის ნომრიდან 5--------- მისი ანგარიშიდან თანხის მოხსნასთან დაკავშირებით შეტყობინება მის ნომერზე აღარ მისვლია. მისი ანგარიშიდან ვის სახელზე მოხდა თანხის გადარიცხვა არ ახსოვს. 18 აგვისტოს ტელეფონის ნომრიდან 5-------- მიიღო ანალოგიური შინაარსის შეტყობინება, რომ დაბლოკილი იყო მისი კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ ბარათი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაკავშირებოდა ტექნიკურ სამსახურს ნომერზე 5--------, თუმცა მითითებულ ნომერზე აღარ დაურეკავს.

დაზარალებულ მ----------------–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის ივნისში, ეძებდა სამსახურს და ერთ-ერთ ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ჰქონდა განცხადება. ორი კვირის შემდგომ, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი ქალბატონი ნომერზე 5--------, რომელმაც სასაუბროდ გადართო მამაკაცთან, რომელიც დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ანგარიში გახსნილი სს „ს----------–--------ში“, რის შემდეგაც ბარათის გასააქტიურებლად მოსთხოვა ანგარიშზე მინიმალური თანხის დარიცხვა და ბარათის ნომრის და სხვა პირადი მონაცემების გადაგზავნა იმ მიზნით, რომ სამსახურში მიღების შემდგომ მოეხდინა მისთვის ხელფასის დარიცხვა. ანგარიშზე დარიცხა 5 ლარი თუმცა, თანხის დარიცხვის შესახებ შეტყობინება ტელეფონის ნომერზე არ მისვლია. მეორე დღეს, ბანკში მისვლისას გაარკვია, რომ მისი მონაცემების გამოყენებით რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული იყო სესხი, მთლიანობაში 1--0 ლარის ოდენობით, რაც დარიცხული იყო მის ანგარიშზე, თუმცა აღნიშნული თანხა არ იყო გადარიცხული სხვა ანგარიშზე, რის შემდეგაც მოახდინა ბარათის დაბლოკვა.

დაზარალებულ ა-----------ის ჩვენებით, ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე განთავსებული ჰქონდა განცხადება სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით. 2-1- წლის 15 აგვისტოს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 5-------- ნომერზე და შესთავაზეს სამსახურის დაწყება, რისთვისაც მოსთხოვეს სს „ს----------–--------ში“ ანგარიშის გახსნა. დაინტერესებული იყო შეთავაზებული პირობებით, რის გამოც სს „ს----------–--------ში“ აიღო ბარათი და მათივე მოთხოვნით ორი ლარი ჩარიცხა ანგარიშზე და გარკვეული საბანკო მონაცემები და კოდები გაუგზავნა მისთვის უცნობ პიროვნებას. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გადართო ოპერატორთან, თუმცა არანაირი ზუმერი გადართვის არ ყოფილა. ამის შემდგომ მას არავინ დაკავშირებია, ხოლო მითითებულ ნომერზე დაკავშირებას თავად ვერ ახერხებდა. ბანკში მისვლისას ცნობილი გახდა, რომ რვა ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მის სახელზე გაცემული იყო სესხი 2-00 ლარამდე ოდენობის. მის ანგარიშზე ფ-----------------–---ის ანგარიშიდან გადმორიცხული იყო 800 ლარი, ხოლო მისი კუთვნილი თანხა 155 ლარი გადარიცხული იყო ვ----------------–-–---–ის სახელზე. აღნიშნული თანხა სესხის სახით მას არ აუღია და არც სხვისთვის მიუცია უფლება თავისი მონაცემების გამოყენებით სესხის აღების.

დაზარალებულ ე--------–---–-ს ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- მიუვიდა შეტყობინება, რომ დაბლოკილი იყო მისი კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ ბარათი და განბლოკვის მიზნით დაკავშირებოდა მითითებულ ნომერზე. მსგავსი შეტყობინება მიუვიდა სამჯერ, რის შემდეგაც დაუკავშირდა მითითებულ ნომერს, რა დროსაც მისთვის უცხო პიროვნებამ უთხრა, რომ აუცილებელი იყო ბარათის ნომრის ბოლო ორი ციფრის გაგზავნა, რათა მომხდარიყო ბარათის განბლოკვა. აღნიშნულ პიროვნებას გაუგზავნა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც მისი კუთვნილი 300 ლარი ჩამოიჭრა ანგარიშიდან. ბანკში მისვლისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით, მის სახელზე რამდენიმე ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გაცემული იყო რამდენიმე სესხი, მთლიანობაში 3000 ლარამდე ოდენობით. შეცვლილი იყო მისი ტელეფონის ნომერი, ხოლო ანგარიშზე დარიცხული თანხა გადარიცხული იყო ნ-----–------–-----ის ანგარიშზე.

დაზარალებულ ზ------------–---–--–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის ივნისში, სს „ს----------–--------ში“ მისვლისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ ანგარიშზე არ ჰქონდა მისი კუთვნილი 400 ლარი და ასევე მისი მონაცემების გამოყენებით გაცემული იყო რამდენიმე სესხი ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. ამასთან, ინტერნეტ ბანკში შეცვლილი იყო პაროლი და მობილური ტელეფონის ნომერი. მომხდარ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, მობილური ტელეფონის ნომერზე მიუვიდა შეტყობინება, რომ ბარათი იყო დაბლოკილი და ხარვეზის გასწორების მიზნით დაერეკა მითითებულ ნომერზე. აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებისას, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, ბარათის განბლოკვის მიზნით მოსთხოვა საბანკო ბარათის ნომერი და ტელეფონზე შეტყობინების სახით მისული კოდის გაგზავნა, რა დროსაც მასთან სესხთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია. მოთხოვნის შესრულების შემდგომ, მოხდა ინტერნეტ ბანკში არსებული მისი მონაცემების შეცვლა. მისი საბანკო ანგარიშიდან თანხა გადარიცხული იყო კ---------------ის ანგარიშზე.

დაზარალებულ ნ------------------ის ჩვენებით, 2-1- წლის აგვისტოში, დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა ინტერნეტ საიტ „www.vakansia.ge “-ზე. ერთი კვირის შემდგომ მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა ქალბატონი ტელეფონის ნომერზე 5--------, რომელმაც შესთავაზა დასაქმება ონლაინ მაღაზიაში. დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც ქალბატონმა სთხოვა სს „ს----------–--------ში“ ანგარიშის გახსნა. მოთხოვნის შესრულების შემდგომ კვლავ დაუკავშირდა მას, რომელმაც სასაუბროდ გადართო მამაკაცთან, რომელიც გაეცნო გ-------ს სახელით. მათი მოთხოვნა ეხებოდა ანგარიშიდან მიზერული თანხის დახარჯვას და ბარათის ნომრის და ჩეკზე მითითებული მონაცემების წარდგენას, შემდგომში ხელფასის დარიცხვის მიზნით. მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემდგომ, ტელეფონზე მისდიოდა სხვადასხვა კოდები, რასთან დაკავშირებითაც ქალბატონი ეუბნებოდა, რომ აღნიშნული მონაცემები დასჭირდებოდა ინტერნეტ ბანკში შესასვლელად. საუბრის დასრულებისთანავე ეცადა ინტერნეტ ბანკში შესვლას, თუმცა პაროლი დახვდა შეცვლილი. მოგვიანებით გაარკვია, რომ მისი მონაცემების გამოყენებით ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული იყო სესხი 400 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არ არის დაფარული.

დაზარალებულ ს----------------ს ჩვენებით, ინტერნეტ საიტ „www.saqme.ge “-ზე დასაქმების მიზნით გაგზავნილი ჰქონდა განცხადება, რასთან დაკავშირებითაც დაუკავშირდა ქალბატონი ტელეფონის ნომრიდან 5--------, რომელმაც შესთავაზა დასაქმება ონლაინ მაღაზიაში. დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც ქალბატონმა დეტალებზე შესათანხმებლად გადართო მამაკაცთან სასაუბროდ. მამაკაცს აინტერესებდა ჰქონდა თუ არა სარგებლობაში სს „ს----------–--------ის“ ბარათი და პროფაილის შექმნის მიზნით მოსთხოვა ბარათის საშუალებით შენაძენის განხორციელება. შემდგომ ბარათის ნომრის, ჩეკის ნომრის და შეტყობინების სახით მისული ოთხციფრა კოდების გაგზავნა. მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ დაჰპირდნენ უახლოეს დღეებში დაკავშირებას, თუმცა არავინ დაკავშირებია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი.

დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ჩვენებით, 2-1- წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა ინტერნეტ საიტ www.gancxadeba.ge -ზე. მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც შესთავაზა დასაქმება ონლაინ მაღაზიაში. დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც მისივე მოთხოვნით სს „ს----------–--------ში“ გახსნა ანგარიში. მოთხოვნა ეხებოდა ანგარიშიდან მიზერული თანხის დახარჯვას და შეტყობინების სახით მიღებული კოდების გაგზავნას, შემდგომში ხელფასის დარიცხვის მიზნით. მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემდგომ, დაჰპირდნენ უახლოეს დღეებში დაკავშირებას, თუმცა არავინ დაკავშირებია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი 1-000 ლარამდე. სესხის სახით აღებული თანხა გადარიცხული იყო ა-----------ის და ფ-----------------–---ის ანგარიშებზე. სატელეფონო საუბარი თავდაპირველად ჰქონდა მამაკაცთან, ხოლო შემდეგ ქალბატონთან, რომლებთანაც სესხთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

დაზარალებულ ქ------------–---–ის ჩვენებით, სს „ს----------–--------ში“ სესხი არ ჰქონდა აღებული და მისთვის უცნობია თუ როგორ მოხდა მის ანგარიშზე მისი შვილის - ნ------–------–---–ის ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვა და შემდგომ აღნიშნული თანხის სხვა ანგარიშებზე გადარიცხვა.

დაზარალებულის წარმომადგენელ ნ----------–--ის ჩვენებით, 2-1- წელს მუშაობდა შპს „ე-------“-ში. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხის გაცემა. კომპანიას გააჩნდა საკუთარი ვებ გვერდი „www.masesxe.ge “. სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ განაცხადის შევსების შემდგომ, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მსესხებლის პირადი მონაცემები. განაცხადი მუშავდებოდა კომპანიაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა სესხის გაცემა. იმ შემთხვევაში თუ განაცხადში მითითებული იქნებოდა სხვა პიროვნების მონაცემები, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ სესხი გაცემულიყო სხვა პირზე, ვინაიდან სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ რეჟიმში და მსესხებელთან უშუალო შეხება ორგანიზაციას არ ჰქონდა. მონაცემების შევსების შემდგომ, ოპერატორი უკავშიდებოდა სესხის მომთხოვნს ტელეფონის ნომრიდან 2------. ლ--–--------–---–ის სახელზე გაცემული იქნა სესხი 2-0 ლარის ოდენობით. ამჟამად აღნიშნული დავალიანება შეადგენს 512.55 ლარს.

დაზარალებულის წარმომადგენელ დ---------------ის ჩვენებით, 2-15-2-1- წლებში მუშაობდა შპს „4--------–-“ იურისტის თანამდებობაზე. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხის გაცემა. კომპანიას გააჩნდა საკუთარი ვებ გვერდი „www.vivus.ge “. სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ განაცხადის შევსების შემდგომ, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მსესხებლის პირადი მონაცემები. განაცხადი მუშავდებოდა კომპანიაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა სესხის გაცემა. სესხის გაცემამდე მსესხებელი იმ ანგარიშის ნომრიდან, რომელზეც სურდა თანხის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე რიცხავდა ერთ თეთრს. იმ შემთხვევაში თუ განაცხადში მითითებული იქნებოდა სხვა პიროვნების მონაცემები, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ სესხი გაცემულიყო არა სესხის მომთხოვნ პირზე, არამედ იმ პირზე ვისი მონაცემებიც მითითებული იყო განაცხადში, ვინაიდან სესხის გაცემისას მსესხებელთან ფიზიკური კომუნიკაცია ორგანიზაციას არ ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდში ვის სახელზე მოხდა სესხების გაცემა გახსენება უჭირს.

დაზარალებულის წარმომადგენელ ვ--–------------–---–ის ჩვენებით, 2-1- წელს მუშაობდა შპს „o------------“-ში იურისტის პოზიციაზე. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხის გაცემა. კომპანიას გააჩნდა საკუთარი ვებ გვერდი „w------------------“. სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ განაცხადის შევსების შემდგომ, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მსესხებლის პირადი მონაცემები. განაცხადი მუშავდებოდა კომპანიაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა სესხის გაცემა. სესხის გაცემამდე მსესხებელი იმ ანგარიშის ნომრიდან, რომელზეც სურდა თანხის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე რიცხავდა ერთ თეთრს. თუ განაცხადში მითითებული იქნებოდა სხვა პიროვნების მონაცემები, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ სესხი გაცემულიყო არა სესხის მომთხოვნ პირზე, არამედ იმ პირზე ვისი მონაცემებიც იყო მითითებული განაცხადში, ვინაიდან სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ რეჟიმში და მსესხებელთან ფიზიკური კომუნიკაცია ორგანიზაციას არ ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდში ვის სახელზე მოხდა სესხის გაცემა გახსენება უჭირს. შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილი აქვს გამომძიებელთან გამოკითხვის დროს.

დაზარალებულის წარმომადგენელ ბ---------–---ის ჩვენებით, 2-1- წელს მუშაობდა შპს „უ------------------–-“ იურისტის პოზიციაზე. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხის გაცემა. კომპანიის გააჩნდა საკუთარი ვებ გვერდი. სესხის გაცემა ხდებოდა ონლაინ განაცხადის შევსების შემდგომ, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მსესხებლის პირადი მონაცემები. განაცხადი მუშავდებოდა კომპანიაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა სესხის გაცემა. სესხის გაცემამდე მსესხებელი იმ ანგარიშის ნომრიდან, რომელზეც სურდა თანხის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე რიცხავდა ერთ თეთრს. თუ განაცხადში მითითებული იქნება სხვა პიროვნების მონაცემები, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სესხის გაცემა მომხდარიყო იმ პირზე ვისი მონაცემებიც იყო მითითებული განაცხადში, ვინაიდან სესხის გაცემისას მსესხებელთან ფიზიკური კომუნიკაცია ორგანიზაციას არ ჰქონდა. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სესხი გაცემული იქნა თ-------------–-–---–ის და თ---------------ის სახელზე, 2-0-2-0 ლარის ოდენობით.

მოწმე ნ------–------–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის ივნისში, დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე. მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც შესთავაზა დასაქმება ონლაინ მაღაზიაში. დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც მამაკაცმა მოსთხოვა სს „ს----------–--------ის“ ბარათის ნომრის და შეტყობინების სახით მისული ოთხციფრა კოდების გაგზავნა სახელფასო ბარათის დამზადების მიზნით. მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის შემდგომ, დაჰპირდნენ უახლოეს დღეებში დაკავშირებას თუმცა არავინ დაკავშირებია. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მონაცემების გამოყენებით ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან აღებული იყო სესხი 3000 ლარამდე ოდენობის. სესხის სახით აღებული თანხა გადარიცხული იყო დედამისის ქ------------–---–ის ანგარიშზე, საიდანაც თანხა ასევე გადარიცხული იყო სხვა ანგარიშებზე.

მოწმე გ----------------ს ჩვენებით, 2-1- წელს ზუსტი დრო არ ახსოვს, შეხვდა მეგობარ ე-------------------ს, რომელიც ტაქსაობდა მასთან ერთად და იცოდა მისი მდგომარეობა, რომ იყო უმუშევარი და ჰქონდა ბანკის ვალები. ე-------------------მა გააცნო ა----------------------ი, რომელსაც 2-0 ლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი ბანკის ბარათი, იმ იმედით, რომ თავად ბანკში იყო გაშავებული და იგი ვერ შეძლებდა მისი მონაცემების უკანონოდ გამოყენებას. ამის შემდგომ აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მოგვიანებით, გამომძიებელთან დაბარებისას ნახა მისი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ფიქსირდებოდა 23000 ლარამდე თანხა დარიცხვის ფაქტი. ბარათის გადაცემის დროს, ა----------------------ს უთხრა მის ტელეფონის ნომერზე მისული კოდი, რის შემდეგაც ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები შეტყობინების სახით აღარ მისდიოდა. მისივე ჩვენებით, იგი არ იცნობს მის ანგარიშზე თანხის ჩამრიცხველ პირებს, ასევე უცნობია თუ რა მიზნით და რა ოდენობის თანხის ჩარიცხვა ხორციელდებოდა მის ანგარიშზე.

მოწმე მ------- ა-----ის ჩვენებით, თ--------------------ე არის მისი მ---დაშვილი. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ფართით 2-1- წლის ივნისში მიაქირავა დ-----------------–--ეს. ვისთან ერთად ცხოვრობდა დ-----------------–--ე აღნიშნულ საცხოვრებელში და რას საქმიანობდა იგი, მისთვის უცნობია. ასევე უცნობია თ--------------------ე იმყოფებოდა თუ არა დ-----------------–--ესთან ერთად. გამომძიებლის მიერ მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა კომპიუტერი. სხვა ამოღებულ ნივთებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მას შემდეგ, რაც ობიექტი გააქირავა დ-----------------–--ეზე, მასთან სტუმრად არასდროს მისულა. შესაბამისად, უარყოფს ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ბლოკნოტში დაზარალებულების მონაცემების მისი ხელით ჩაწერის ფაქტს და არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს, სადაც აღნიშნულია, რომ ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერები, სადაც მითითებულია დაზარალებულთა სახელი, გვარი და სხვა პირადი მონაცემები შესრულებულია მის მიერ. მოწმის ჩვენებით, გამოძიებაში გამოკითხვის დროს იყო განერვიულებული, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ, რის გამოც გამომძიებლის მიერ გადაცემულ გამოკითხვის ოქმს ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია მის შინაარსს. შესაბამისად, მისთვის უცნობია თუ ვინ არის ვ-----, რომლის თაობაზეც გამოკითხვის ოქმში აქვს დაფიქსირებული. თ--------------------ეს და დ-----------------–--ეს არასდროს უთხოვიათ მისთვის, სესხის აღების მიზნით ტელეფონზე სხვისი სახელით ვინმესთან დალაპარაკება.

მოწმე ა----------------------ის ჩვენებით, გ----------------ს არ იცნობს, თუ ვინ გამოართვა გ----------------ს პლასტიკური ბარათი ვ--------------ეზე და დ-----------------–--ეზე გადასაცემად, მისთვის უცნობია. გ----------------მ ამოიცნო იგი და მიუთითა, რომ თითქოს მას გადასცა ბარათი, თუმცა რატომ მიუთითა გ--------ემ მასზე, არ იცის. გამომძიებლის მიერ მისი მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მისი მობილური ტელეფონი, რა დროსაც გამომძიებლები დაინტერესდნენ დ-----------------–--ესთან გადაღებული სურათებით.

მოწმე ჯ--------------–---–--ს ჩვენებით, დ-----------------–--ესთან და თ--------------------ესთან აქვს ნათესაური კავშირი, კერძოდ, თ--------------------ე არის მისი ცოლის ძმა. რაც შეეხება ნ-----–------–-----ეს, მას არ იცნობს და არასდროს შეხვედრია, შესაბამისად, არც თანხა გამოურთმევია მისთვის. 2-1- წლის აგვისტოში, კ------- ბაღში არავის შეხვედრია. თუ რატომ უთითებს ნ-----–------–-----ე მასზე, რომ შეხვდა მას კ------- ბაღში, ხოლო შემდგომ, დ------–--------------–------თან და გადასცა ჯერ 1400 ლარი, ხოლო შემდეგ 3170 ლარი, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით მ------- ა-----ე არის მისი ცოლის ბიძაშვილი. მ------- ა-----ის ფართი ვინ მიაქირავა თ--------------------ეს და ვინ დააკავშირა დ-----------------–--ესთან და ვ--------------ესთან, მისთვის უცნობია. უცნობია ისიც თუ რას საქმიანობდა თ--------------------ე დაქირავებულ ფართში. დ-----------------–--ე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მ------- ა-----ის ფართში, ხოლო ვ--------------ეს არ იცნობს.

მოწმე შ-----------------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თ---–--–----–-----------------–---–----------ის ქ--ჩაზე მდებარე მ------- ა-----ის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში იმყოფებოდნენ დ-----------------–--ე და ვ--------------ე, რომლებიც მობილური ტელეფონების და სხვადასხვა სიმ-ბარათების გამოყენებით ეუფლებოდნენ დაზარალებულთა პირად და საბანკო მონაცემებს, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე ზ--------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც გამომძიებელმა ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა სისწორე დაადასტურა აღნიშნულ ოქმებზე ხელმოწერით.

მოწმე გ------- პირველის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო დაზარალებულ ნ-------------ს განცხადების საფუძველზე, რომელსაც უკავშირდებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სთხოვდნენ იმ სესხის გადახდას, რაც მის მიერ არ ყოფილა აღებული. მოცემულ საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, საბანკო დაწესებულებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოთხოვილ იქნა საბანკო ტრანზაქციების ამსახველი მონაცემები და გაირკვა, რომ ნ-------------ს მსგავსად დაზარალებული იყო არაერთი პიროვნება. დაზარალებულთა კუთვნილი თანხის ყველაზე დიდი ნაწილის ჩარიცხვა ხორციელდებოდა გ----------------ს ანგარიშზე, ასევე გამოიკვეთა სამი ტაქსის მძღოლი, რომელთა ანგარიშზეც ხორციელდებოდა თანხების ჩარიცხვა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ინტერნეტის საშუალებით გამოცხადებული ჰქონდათ საკმაოდ კარგი ვაკანსიები, რითაც ინტერესდებოდა ბევრი მომხმარებელი და აგზავნიდნენ პირად მონაცემებს, რის შემდეგაც ბრალდებულები უკავშირდებოდნენ დაინტერესებულ პირებს, თითქოს ისინი აყვანილი იყვნენ სამსახურში და სახელფასო ბარათის და პროფაილ გვერდის შექმნის მიზნით სთხოვდნენ პირადი და საბანკო მონაცემების გადაგზავნას. იმ პერიოდში, სს „ს----------–--------ს“ გააქტიურებული ჰქონდა ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ ბანკის პაროლის შეცვლა შეიძლებოდა ბარათის 1- ნიშნა ნომრის და ბოლოს განხორციელებული ტრანზაქციის კოდის გამოყენებით. აღნიშნული მონაცემების დაუფლებით ბრალდებულები ცვლიდნენ ინტერნეტ ბანკში დაზარალებულთა პირად მონაცემებს და სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაზარალებულთა მონაცემების გამოყენებით იღებდნენ სესხს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეორე მეთოდი იყო, შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეებთან შეტყობინების გაგზავნა, თითქოს ბარათი იყო დაბლოკილი და განბლოკვის მიზნით აუცილებელი იყო ტექნიკურ სამსახურთან დაკავშირება. მოტყუებული მომხმარებელი უკავშირდებოდა მითითებულ ნომერს, რა დროსაც ბრალდებულები ეცნობოდნენ მათ, როგორც ბანკის თანამშრომლები და ხარვეზის აღმოსაფხვრელად სთხოვდნენ სხვადასხვა საბანკო მონაცემებს, კერძოდ, ბარათის ნომერს, ბოლოს განხორციელებული ტრანზაქციის კოდებს და შეტყობინების სახით მიღებულ კოდებს, რის შემდეგაც ბრალდებულები ახორციელებდნენ სრულ წვდომას დაზარალებულთა ინტერნეტ ბანკზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოჰქონდათ სესხი სხვადასხვა თანხის ოდენობით. გ----------------ს ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების გამოთხოვისას, მასში მითითებული იყო სხვა პირთა ანგარიშებიდან თანხის ჩარიცხვის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ დაახლოებით 7-8 ტელეფონი და კვალის დაფარვის მიზნით დაზარალებულებთან დაკავშირებას ახორციელებდნენ სხვადასხვა ტელეფონის ნომრებით, თუმცა მიუხედავად სხვადასხვა სიმ-ბარათების გამოყენებისა, ხშირად მეორდებოდა ერთიდაიგივე ტელეფონის იმეი კოდის გამოყენების ფაქტები. იგი სრულად ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორეს.

მოწმე მ----------–---–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, მათ შორის მ------- ა-----ე, რომელიც გამოკითხვის დასრულების შემდგომ გაეცნო მის მიერ ნაკარნახევი ტექსტის შინაარსს და ისე მოაწერა ოქმს ხელი. რაიმე სახის შენიშვნა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მ------- ა-----ეს არ დაუფიქსირებია.

მოწმე ე-------------------ის ჩვენებით, ნაცნობობა აკავშირებს გ----------------სთან და ა----------------------თან. აღნიშნული ორი პიროვნება ასევე იცნობდნენ ერთმანეთს. თავად არასდროს შესწრებია საუბარს პლასტიკური ბარათების გადაცემასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთხელ სთხოვა ა----------------------მა ეთხოვებინა ბარათი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბარათზე ერიცხებოდა დავალიანება, ბარათის გადაცემაზე განუცხადა უარი. გ----------------სგან გადმოცემით იცის, რომ მას პრობლემები შეექმნა ა----------------------ისთვის ბარათის გადაცემის გამო, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული იყო პოლიციაში. გ---------------- შეხვდა ა----------------------ს ბარათთან შექმნილი პრობლემის გამო, თუმცა არტურმა უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გ----------------ს მისთვის არ უთქვამს თუ რა პრობლემა ჰქონდა ბარათთან დაკავშირებით.

მოწმე ა--------–------ს ჩვენებით, 2-1- წლის მაისის თვის ბოლოს, ინტერნეტ საიტ „www.mymarket.ge “-ზე განათავსა განცხადება ე.წ. „აიპადის“ გაყიდვის შესახებ. მეორე დღეს, დაუკავშირდა მამაკაცი, რომელმაც სურვილი გამოთქვა ნივთის შეძენის, თუმცა მისივე განმარტებით, იგი იმყოფებოდა ქ-------–ი და სთხოვა ქ-------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მეგობრისთვის „აიპადის“ გადაცემა. მყიდველის თხოვნა ეხებოდა ასევე მისი მეგობრისთვის გარკვეული თანხის გადაცემას, რასაც წინასწარ ჩაურიცხავდა მის საბანკო ანგარიშზე. დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას, რის შემდეგაც მყიდველს გაუგზავნა ბარათის ნომერი, რაზეც დარიცხული იქნა 1490 ლარი, საიდანაც 22- ლარი იყო „აიპადის“ ღირებულება, ხოლო დარჩენილი თანხა „აიპადთან“ ერთად გადასცა მისთვის უცნობ მამაკაცს. აღნიშნული პიროვნება იყო მელოტი, საშუალო სიმაღლის და საშუალო პირისახით. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდში სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------- რითაც უკავშირდებოდა აღნიშნულ პიროვნებას.

მოწმე თ-----------------ს ჩვენებით, ინტერნეტ საიტ „www.mymarket.ge “-ზე განთავსებული ჰქონდა განცხადება ე.წ. „პლანშეტის“ გაყიდვის თაობაზე. მობილური ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა „პლანშეტის“ შეძენით დაინტერესებული პირი, რომელმაც საბოლოოდ გამოხატა სურვილი „პლანშეტის“ შეძენის. აღნიშნულმა მამაკაცმა სთხოვა, რომ ანგარიშზე დაურიცხავდა თანხას, საიდანაც 2-0 ლარი იქნებოდა „პლანშეტის“ ღირებულება, ხოლო 1000 ლარი „პლანშეტთან“ ერთად გადაეცა მისი მეგობრისთვის, რომელიც ქ--------დან იყო ჩამოსული და არ ჰქონდა ანგარიში ბანკში. დათანხმდა მის წინადადებას, რის შემდეგაც მისი მეუღლე ლ---------–-- მეგობარ მ--–-------------სთან ერთად შეხვდა მისთვის უცნობ მამაკაცს და გადასცა 1000 ლარი და „პლანშეტი“.

მოწმე მ--–-------------ს ჩვენებით, მეგობარმა - თ-----------------მ სთხოვა მის მეუღლეს ლ---------–--ს გაჰყოლოდა გ-------–---–----------------, სადაც ლ---------–--ს მისთვის უცნობი პიროვნებისთვის უნდა გადაეცა ე.წ. „პლანშეტი“. ადგილზე მისვლისას, „პლანშეტის“ შემძენი პიროვნება მივიდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანით, რომელსაც ლ---------–--მ გადასცა „პლანშეტი“ და გარკვეული ოდენობის თანხა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი იყო საშუალო სიმაღლის, 45-50 წლის, ოდნავ შემელოტებული.

მოწმე ი-------------–--ის ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, მისმა ცოლის ძმამ - ნ-----–------–-----ემ უთხრა, რომ შეხვდა პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ტურისტული სააგენტო და ჰპირდებოდნენ დასაქმებას. ნ-----–------–-----ემ უთხრა, რომ მისთვის უნდა ჩაერიცხათ ანაზღაურების თანხა და ვინაიდან ბანკის ვალის გამო შესაძლოა მისი ანგარიში ყოფილიყო დაყადაღებული, სთხოვა მისი საბანკო ანგარიშის გამოყენება. მსგავსი ფაქტი მოხდა ორჯერ, როდესაც მის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, რომლის ოდენობა ზუსტად არ ახსოვს. თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სს „თ-----------ს“ ანგარიშზე, რაც ბანკიდან გამოიტანა ნ-----–------–-----ესთან ერთად და ორივე შემთხვევაში თანხა სრულად გადასცა მას. ნ-----–------–-----ეს საკუთარი საბანკო ანგარიშის მონაცემი გაუგზავნა ტელეფონის ნომერზე 5--------.

მოწმე ნ-----–------–-----ის ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაუკავშირდნენ მისთვის უცნობი პირები და ანაზღაურების სანაცვლოდ სთხოვეს ტურისტების წაყვანა ქ------–---ში. უცნობმა მამაკაცმა თანხის ჩასარიცხად მოსთხოვა საბანკო მონაცემები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბარათი ჰქონდა დაბლოკილი, მათ მიაწოდა თავის სიძის - ი-------------–--ის საბანკო ანგარიში, რაზეც ჩაირიცხა 1500 ლარი, საიდანაც მისი მომსახურების თანხა შეადგენდა 2-0 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეცა ადგილზე ჩასვლისას მისთვის უცნობი პიროვნებისთვის. შეთანხმებისამებრ, ადგილზე მისვლისას მისთვის უცნობ ორ მამაკაცს გადასცა თანხა, რის შესახებაც აცნობა დამკვეთს, რომელმაც უთხრა, რომ გარკვეული პრობლემის გამო აღნიშნულ დღეს ტურისტების წაყვანა ვერ მოხდებოდა და შესთავაზა აეღო მისი გასამრჯელო 2-0 ლარის ოდენობით. რამდენიმე დღის შემდგომ, იგივე პიროვნებამ სთხოვა სხვა ტურისტების წაყვანა, რისთვისაც სიძის ანგარიშზე ჩაურიცხა 5000 ლარი. კ------- ბაღთან შეხვდა პიროვნებას, რომელსაც გადასცა აღნიშნული თანხა. მესამე შემთხვევაში, თანხის ოდენობა არ ახსოვს, თუმცა ანალოგიურად თანხა გადასცა სხვა პიროვნებას, ისე რომ არც ამ შემთხვევაში წაუყვანია ტურისტები. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პიროვნება უკავშირდებოდა ტელეფონის ნომრებიდან: 5-------- და 5--------. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მის მიერ ამოცნობილ იქნენ ის პირები, ვისაც ხვდებოდა თანხის გადასაცემად. კერძოდ, ამოიცნო ვ--------------ე, რომელსაც შეხვდა ორჯერ, ხოლო დ-----------------–--ე არის ის პიროვნება, რომელსაც შეხვდა ზ----–ი, რა დროსაც მას ასევე ახლდა მისთვის უცნობი მეორე პიროვნება. ოთხივე შემთხვევაში მიიღო კუთვნილი თანხა, თუმცა არცერთ შემთხვევაში წაუყვანია ტურისტები. ადასტურებს გამოძიებაში მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმების სისწორეს და განმარტავს, რომ მისთვის უცნობია თუ რა ანგარიშიდან ირიცხებოდა თანხა მის ანგარიშზე.

მოწმე ლ---------–--ს ჩვენებით, 2-1- წლის ზაფხულის პერიოდში, მის მეუღლეს ინტერნეტში გასაყიდად განთავსებული ჰქონდა ვიდეოკამერა და ე.წ. „პლანშეტი“. ორ დღეში დაუკავშირდნენ „პლანშეტის“ შესაძენად და შეთანხმდნენ პირობებზე. მყიდველის სურვილი იყო, რომ 1000 ლარს დაურიცხავდა ანგარიშზე, საიდანაც 2-0 ლარი იქნებოდა „პლანშეტის“ ღირებულება, ხოლო 800 ლარი „პლანშეტთან“ ერთად გადაეცათ მისი მეგობრისთვის. მისი მეუღლე დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას, რის შემდეგაც 1000 ლარი ჩაერიცხა ანგარიშზე, საიდანაც 800 ლარი და „პლანშეტი“ გადასცა მისთვის უცნობ პიროვნებას, რომელსაც შეხვდა მეგობარ მ--–-------------სთან ერთად.

მოწმე ზ---------–-–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის მაისში, ინტერნეტ საიტ „mymarket.ge“-ზე განათავსა განცხადება კუთვნილი ე.წ. „აიპადის“ გაყიდვის მიზნით. მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა ვინმე გ-------, რომელიც დაინტერესებული იყო ნივთის შეძენით. გ-------ს თქმით იგი არ იმყოფებოდა თ---–--ში და სურდა ნივთის შეძენა საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. გ------- დაინტერესდა მისი პირადი ნომრით და ანგარიშის ნომრით, რათა ჩაერიცხა თანხა. ენდო მის ნათქვამს და გაუგზავნა პირადი ნომერი და სახელფასო ანგარიშის ნომერი. ანგარიშზე ჩაერიცხა 350 ლარი, რის შემდეგაც შეხვდა ბრალდებულ დ-----------------–--ეს, რომელსაც გადასცა „აიპადი“ თავისი ყუთით და დოკუმენტებით. აღნიშნულ პიროვნებას ასევე გადასცა 2400 ლარამდე თანხა, რაც გ-------მ ჩაურიცხა დ-----------------–--ეზე გადასაცემად. ერთი თვის შემდგომ დაუკავშირდნენ პოლიციიდან, სადაც წარადგინა მის ანგარიშზე არსებული საბანკო ამონაწერები.

მოწმე ე---–---------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდათ დ-----------------–--ეს და ვ--------------ეს. 2-1- წლის 23 აგვისტოს, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა თ--------------------ის ნათესავის - მ------- ა-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ოთახში შესვლისას ნანახი იქნა კომპიუტერი, რომელთანაც იჯდა ვ--------------ე, რომელსაც გახსნილი ჰქონდა ნ----------------ის საბანკო მონაცემები, ხოლო დ-----------------–--ე იდგა იქვე ახლოს და უყურებდა კომპიუტერში გახსნილ მონაცემებს. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო დ-----------------–--ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისი ხელიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო მისი წინა მარცხენა ჯიბიდან - ტელეფონი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და სიმ-ბარათები. თანამშრომლებთან: გ-------------------სთან და გ------- ს-------თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სიმ-ბარათები, ე.წ. „სტიკერები“, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და კომპიუტერი, რაც სათანადო წესით დალუქ--ლ იქნა ადგილზე.

მოწმე გ------- ს--------ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდათ დ-----------------–--ეს და ვ--------------ეს, რისთვისაც 2-1- წლის 23 აგვისტოს გამოცხადდნენ მ------- ა-----ის საცხოვრებელ ადგილას. ოთახში შესვლისას ნანახი იქნა კომპიუტერი, რომელშიც გახსნილი ჰქონდათ ნ----------------ის მონაცემები. ვ--------------ე იჯდა კომპიუტერთან, ხოლო დ-----------------–--ე უყურებდა თუ რას აკეთებდა იგი. მონაწილეობა მიიღო ვ--------------ის პირადი ჩხრეკის ჩატარებაში, რა დროსაც მისი მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან - ფულადი თანხა და სიმ-ბარათები. ამის შემდგომ, თანამშრომლებთან: გ-------------------სთან და ე---–---------სთან ერთად, ჩაატარა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა კომპიუტერი, რომელშიც გახსნილი იყო ნ----------------ის პირადი გვერდი, რომლის მონაცემების გამოყენებითაც იყო მცდელობა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის აღების.

მოწმე ქ------------------ის ჩვენებით, 2-1- წლის 26 მაისს, მობილური ტელეფონის ნომერზე 5-------- მიუვიდა შეტყობინება, რომ სს „ს----------–--------ის“ ბარათი იყო დაბლოკილი. მისი განბლოკვის მიზნით უნდა დაკავშირებოდა მითითებულ ნომერზე და გარკვეული ინფორმაციის მიწოდების შემდგომ მოხდებოდა ხარვეზის გასწორება. დარეკა მითითებულ ნომერზე და მისთვის უცნობ მამაკაცს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე გაუგზავნა ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და ტელეფონზე შეტყობინების სახით მიღებული კოდი. აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდგომ უთხრეს, რომ ბარათი განბლოკილი იყო. ივლისის თვის დასაწყისში, გამომძიებელთან დაბარებისას ცნობილი გახდა, რომ მისი ინტერნეტ ბანკი გამოყენებული იყო ტრანზაქციებისთვის, კერძოდ, მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა მისთვის უცნობი პირების მხრიდან თანხების ჩარიცხვის და შემდგომ ასევე უცხო პირების ანგარიშებზე გადარიცხვის ფაქტები. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად მას შეტყობინება მიუვიდა 5-------- ტელეფონის ნომერზე, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ნომერი მისთვის უცხო პირების მიერ ჩანაცვლებულ იქნა ტელეფონის ნომრებით: 5-------- და 5--------.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ს-------------–-–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის 01 ივლისს, მის მიერ გაცემულ იქნა კომპლექსური-გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N6--------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, სს „ს----------–--------ის“ სალაროს გასავლის N1------ ორდერზე გრაფაში „მიმღების ხელმოწერა“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია ზ---------–-–---–ის მიერ.

სს „ს----------–--------ის“ სალაროს გასავლის N1------ ორდერის ბლანკზე რაიმე სახის ცვლილება არ აღინიშნება. საკითხის დადგენა, ხომ არ არის შესრულებული სს „ს----------–--------ის“ სალაროს გასავლის N1------ ორდერზე ტექსტის ფრაგმენტები სხვადასხვა დროს, შეუძლებელია.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ----------–---–---ის ჩვენებით, 2-1- წლის 07 სექტემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა გრაფიკული ექსპერტიზის N7------ დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი, პირობითად N1 ფურცელზე არსებული ხელნაწერი, პირობითად N2 ფურცელზე არსებული ხელნაწერი, პირობითად N3 ფურცელზე არსებული ხელნაწერი, პირობითად N4 ფურცელზე არსებული ხელნაწერი, პირობითად N5 ფურცელზე (მუყაოს ნაჭერი) არსებული ხელნაწერი შესრულებულია არა ვ--------------ის, დ-----------------–--ის ან თ--------------------ის, არამედ სხვა პირის მიერ.

ექსპერტიზაზე წარდგენილ, პირობითად N6 ფურცელზე არსებული ქართულენოვანი ხელნაწერი და ციფრობრივი ჩანაწერები (გარდა ფურცლის ერთი გვერდის ქვედა მარჯვეა ნაწილზე არსებული ჩანაწერისა „5-----“), პირობითად N7 ფურცელზე არსებული ქართულენოვანი ჩანაწერი და ციფრობრივი ჩანაწერები, პირობითად N8 ფურცელზე არსებული ხელნაწერი, რვეულში არსებული ჩანაწერები (გარდა ბოლო ფურცლის უკანა გვერდის ზედა ნაწილზე არსებული ჩანაწერისა „5------------------“) შესრულებულია ვ--------------ის მიერ.

ექსპერტიზაზე წარდგენილი რვეულის ბოლო ფურცლის უკანა გვერდის ზედა ნაწილზე არსებული ჩანაწერი „5------------------“ და პირობითად N6 ფურცლის ერთი გვერდის ქვედა მარჯვენა ნაწილზე არსებული ჩანაწერი „5-----“ შესრულებულია არა ვ--------------ის ან დ-----------------–--ის, არამედ სავარაუდოდ შესრულებულია თ--------------------ის მიერ.

ექსპერტიზაზე წარდგენილ პირობითად N9, პირობითად N10, პირობითად N11 ფურცლებზე ხელნაწერები არ აღინიშნება.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ი------------------–---–ის ჩვენებით, 2-1- წლის 13 სექტემბერს, მის მიერ გაცემული იქნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N3------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი ლეპტოპის მყარი დისკიდან ამოღებულ იქნა ვებ ბრაუზერების მეშვეობით, 2-1- წლის 01 მაისიდან - იმავე წლის 23 აგვისტომდე დროის პერიოდში ვებ გვერდებზე შესვლის ამსახველი ჩანაწერები.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ლეპტოპის მყარ დისკზე ფიქსირდება ვებ გვერდებზე “cec.gov.ge”, “ibank.ge” და “saqme.ge” შესვლის ამსახველი ჩანაწერები, რომლებიც ექსპორტირებული იქნა ელექტრონული სახით. ზემოაღნიშნულ ვებ გვერდებზე ავტორიზებულ მომხმარებლის სახელების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი ლეპტოპის მყარ დისკზე არ ინახება.

ექსპერტიზაზე წარდგენილ ლეპტოპის მყარ დისკზე მოძიებულ იქნა 2-1- წლის 01 მაისიდან - 23 აგვისტომდე დროის შუალედით დათარიღებული, 17 ერთეული ელექტრონული ფოსტის წერილის ფრაგმენტი, განხორციელებული: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ელექტრონულ მისამართებზე, რომლებიც ექსპორტირებული იქნა ელექტრონული სახით.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ლეპტოპის მყარ დისკზე, სანაგვე ურნისთვის განკუთვნილ საქაღალდე „$-----------”-ში ინახება ორი გრაფიკული ფაილი, დასახელებებით „------------” და „g-------”, შეუძლებელია დადგინდეს საიდან არის ზემოაღნიშნული ფაილები ჩამოტვირთული. სანაგვე ურნაში „doc“ ტიპის ფაილი არ აღმოჩნდა.

ექსპერტიზაზე წარდგენილი ლეპტოპის მყარი დისკიდან ამოღებულ იქნა 1075 ერთეული არსებული და წაშლილი გრაფიკული გამოსახულების შემცველი ფაილი.

ექსპერტიზაზე წარდგენილი მოწყობილობა „H--------------------------“ წარმოადგენს ინტერნეტ კავშირისათვის განკუთვნილ მოდემს. ექსპერტიზის ჩატარების მომენტში მის მიერ მიღებული IP მისამართია „1--.1-.2-.1--“, ხოლო თუ რა IP მისამართებით სარგებლობდა აღნიშნული მოწყობილობა 2-1- წლის 01 მაისიდან - 23 აგვისტოს 2-:00 საათამდე, ექსპერტიზის ხელთ არსებული პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით შეუძლებელია.

ვ--------------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, მასში მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 8-------------------. *N----ის მეშვეობით ნანახი იქნა იმეი კოდი, სადაც მითითებულია შემდეგი იმეი კოდები: 3--------------, 3--------------. ტელეფონის მთავარი მენიუდან ნანახი იქნა "спис. вызовов" (ზარების ამსახველი ჩანაწერები), განხორციელდა გადასვლა "история вызовов" (ზარების ისტორია) სადაც "пропущенный вызов" (გამოტოვებული ზარები) მითითებულია ნომერი: +9----------81, ამის შემდეგ "набранные номера" (აკრეფილი ნომრები) მენიუში ნანახი იქნა ტელეფონის ნომრები: 56---------------------------------------------------------------- ტელეფონში ნანახი იქნა "сообщения" (შეტყობინებები), სადაც "исходящие" (გაგზავნილი) მენიუში ფიქსირდება ერთი გაგზავნილი შეტყობინება შემდეგი ლათინურის ასოებით შედგენილი ქართული ტექსტი: „tqveni s----------------- barati dablokilia. bodishs gixdit sheperxebistvis mimdinareobs teqnikuri samushaoebi. daukavshirdit teqnikur gankopilebas iofo:5--------”. ამის შემდეგ "сообщения" (შეტყობინებები) მენიუში ნანახი იქნა "входящие" (შემოსული) შეტყობინებები, კერძოდ: გამოტოვებული ზარების შესახებ შეტყობინება, სადაც მითითებულია თარიღი 2-/-----1- 2-:30, +----------------, +9----------81, 2-.--- 1----. ასევე ფიქსირდება ნომრიდან 4----დან 23.---2-1--ში შემოსულ შეტყობინება, ტექსტით „ 5 lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet *175N. ფიქსირდება „-------”-დან 23.---2-1--ში 14:1-, შემოსული შეტყობინება, ტექსტით “Tkven sheidzinet 150 SMS, mokmedebis vada: . Darchenili bonusebis shesamocmeblad, akfiret *131*4NOK. ფიქსირდება „-------”-დან 23.---2-1--ში 14:14, შემოსული შეტყობინება, ტექსტით “7-----”. ასევე ფიქსირდება შემოსული შეტყობინება „L----------“-დან, ასევე ნომრიდან +----------------, 23/-----1--Si, 14:09, შემდეგი ტექსით:“„tqveni s----------------- barati dablokilia. bodishs gixdit sheperxebistvis mimdinareobs teqnikuri samushaoebi. daukavshirdit teqnikur gankopilebas iofo:5--------”. ფიქსირდება შემოსული შეტყობინება 23.---2-1--ში 13:28, ნომრიდან 726-, ტექსტით:“1,92 Lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet *175N”. ფიქსირდება შემოსული შეტყობინება 23.---2-1--ში 13:23, ნომრიდან “Geocell”, ტექსტით:“globusi gaaqtiurebulia:2- tetri D---------------------------------------------------------. 5tetri kvela adgilobrivi zari. zaris camotskeba 10 tetri. vada 30dge.

დ-----------------–--ის მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმის მიხედვით, “NOKIA”-ს ფირმის მობილურ ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი წარწერით „-–---–--", ნომრით: 8-------------------. კოდის +N----ის მეშვეობით ნანახი იქნა მობილური ტელეფონის იმეი კოდი, კერძოდ IMEI0:3-------------- და IMEI1:3--------------. ამის შემდეგ ტელეფონის მთავარი მენიუდან ნანახი იქნა calls (განხორციელებული ზარები) და შემდეგ "Missed calls" (გამოტოვებული ზარები), სადაც დაფიქსირებულია ნომერი +9-------------. ამის შემდეგ ნანახი იქნა Received calls (შემოსული ზარები), სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი +9-------------. ამის შემდეგ მთავარი მენიუდან განხორციელდა გადასვლა messages (შეტყობინებები) და შემდეგ განხორციელდა გადასვლა "SIM2 Inbox" (მეორე სიმ-ბარათზე შემოსული შეტყობინება), სადაც ნანახი იქნა "Message body" (შეტყობინების ტექსტი), კერძოდ MissedCalls (გამოტოვებული ზარები), სადაც მითითებულია შემდეგი მონაცემები, 2-.Aug.2-1-, 13:54, +9----------81, 6 zari, 13:54, 2-/08, +--------------, 1 zari, 10:31, 24/08, +9-----------, 1 zari, 2-:30, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08. ნანახი იქნა შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:56, s---------------i: tanxis charicxva angarishze: G------------------------, tanxa: GEL 2-0.00, tarigi:23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან: 4---, 23-Aug-2-1-, 17:56, s---------------i: sabarate operacia, operaciis tipi gadaxda, baratis bolo 4 cipri: 4---, tanxa: GEL 5.00, nashti angarishze: GEL 43.64, xelmisacvdomi Express kulebi: 40.00, obiekti: LAI LAI – EXPRESS>TBILISI, GE, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:55, s---------------i: sabarate operacia, operaciis tipi: gadaxda, baratis blo 4 cipriL 4---, tanxa: GEl 5.00, nashri angarishze: GEL 48.64, xelmisacvdomi Express kulebi 40.00, obiekti: LAI LAI, EXPRESS>TBILISI GE, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:55, 5 lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet umeri standartuli zumeris nacvlad. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:51, s---------------i. gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa GEL 0.01, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, s---------------i gasavlis operacia angarishidan: G------------------------, tanxa 0.01 GEL, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება K--I-დან, 17:48, samcuxarod tqveni sesxis FJ4735 motxovna uaryofilia. “K--I” tel:+9----------- შეტყობინება ნომრიდან: 4---, 17:46, s---------------i, gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa GEL 0.01, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:43 ertjeradi kodi:----. შეტყობინება K--I-დან, 17:43, Tqven chagericxat 0.01 GEL, Nashti gaxda 0.01 GEL, “K--I” tel: +9-----------, შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:42, ertjeradi kodi: 82-7. შეტყობინება m------დან, 23-Aug-2-1-, 17:42, tkven dagimtkicdat 2-0.00 lari, gtxovt charicxot 1 tetri chvens angarishze. www.m----- 0---------. შეტყობინება W---------დან, 23-aug-2-1- 17:41, samcuxarod tqvens mier motxovnili sesxi ar dakmayofilda, sxva dros cadet. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:41 ertjeradi kodi:6-2-. შეტყობინება m------დან, 23-Aug-2-1-, 17:40 5----. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:36, registracia warmatebit dasrulda, tqvens gverdze shesasvlelad gamoiyenet es parole: m------. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:36 registracia warmatebit dasrulda, tqvens gverdze shesasvlelad gamoiyenet es parole: m------. შეტყობინება m------, 23-Aug-2-1-, 17:3-, gancxadebis gasaktiureblad gadmoricxet 1 tetri: TBC: G---------------------, BOG: G---------------------, LB: G---------------------, T:0---------. შეტყობინება m-------დან, 23-Aug-2-1-, 17:3-, Aktivaciis kodi 2---, T: 0---------. შეტყობინება K--I-დან, 23-Aug-2-1-, 17:32, Gamarjoba, validaciis kodi aris 7-----. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:26, s---------------i: gasavlis operacia angarishidan: G------------------------, tanxa: GEl 150.00, tarigi 23/-----1-. შეტყობინება o-----------დან, 23-Aug-2-1-,17:22, Samcuxarod tkveni ganacxadi uaryofilia. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:21, s---------------i: tanxis charicxva angarishze G------------------------, tanxa: GEL 150.00, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:2-, MogesalmebiT! Tkveni sesxi 12-7---1 damtkicebulia. wandoo.ge, T:0---------. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:11, 2 lari chairicxa tqvens angarishze. akrifet +175N OK, airchiet da chartet sasurveli GeoZumeri standartuli zumeris nacvlad. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:06, s---------------i: tanxis charicxva angarishze G------------------------, tanxa: GEL, 1.000.00, tarigi:23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:06, s---------------i: gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa: GEL, 1.000.00, tarigi: 23/-----1-. Message (შეტყობინებები) მენიუს sent (გაგზავნილი) მენიუში ნანახი ვერ იქნა შეტყობინებები. ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე გადაღებული იქნა 81 ფოტოსურათი, რომელიც ამოიბეჭდა 21 ფურცლად და დაერთო დათვალიერების ოქმს.

მ------- ა-----ის შენობა-ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმის შესაბამისად, “Sinelan”, *N----ის მეშვეობით ნანახი იქნა იმეი კოდები: 3--------------, 3--------------. ტელეფონის "menu"-დან (მენიუ) განხორციელდა "messaging"-ზე (შეტყობინებები) და call history"-ზე (ზარების ისტორია) გადასვლა, სადაც ვერ იქნა ნაპოვნი შეტყობინებები, განხორციელებული და შემომავალი ზარების შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ დათვალიერდა მოშავო ფერის ტელეფონი, წარწერით “LG”, რომელზეც იკითხება IMEI 3--------------, თუმცა აღნიშნული ტელეფონი ვერ იქნა ჩართული. ამის შემდეგ დათვალიერებულ იქნა მოშავო ფერის ტელეფონი წარწერით “HUAWEI", რომელზეც იკითხება IMEI1: 8--------------, IMEI2: 8--------------, თუმცა ტელეფონი ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა დაბლოკილი, რის გამოც ვერ იქნა ნანახი ინფორმაცია.

დათვალიერების შემდეგ, მობილური ტელეფონი წარწერით “LG”, რომელზეც იკითხება IMEI: 3-------------- და მობილური ტელეფონი წარწერით “HUAWEI", რომელზეც იკითხება IMEI1: 8--------------, IMEI2: 8--------------, ვინაიდან ვერ განხორციელდა მათში არსებული ინფორმაციის დათვალიერება, შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, შეიფუთა და დაილუქა N19 ლუქით, ცალკე ქაღალდის კონვერტში, ხოლო მობილური ტელეფონი წარწერით “Sinelan”, ორი თეთრი ფერის სადენი და შავი ფერის სავარაუდოდ დამტენი მოწყობილობა შეიფუთა და დაილუქა N19 ლუქით, ცალკე ერთ ქაღალდის კონვერტში.

ნივთმტკიცებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებულ იქნა ერთი ფუთა, რომელშიც აღმოჩნდა სიმ-ბარათები მაიდენტიფიცირებელი ნომრებით: 8-------------------, 8------------------, 8-------------------, 8-------------------, 8-------------------, 8-------------------, სიმ-ბარათებს უკანა მხარეს აქვს წარწერა „-–---–--“. ფუთაში ასევე აღმოჩნდა სიმ-ბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათები, მასზე მითითებული ნომრებით: 5-----------, 5----------- (ამ ნომრიდან დაურეკეს მ----------ს და მ--–---–---–ს), 5-----------, 5-----------, 5-----------, 5-----------, 5----------- (მ----------ი, მ-------ე, მ--–---–---–ი), 5----------- (მ----------ი), 5----------- (გ-------–-------–---–ი). პლასტიკური ბარათების უკანა მხარეს იკითხება წარწერა „-–---–--“, „ჯ------–-“. ფუთაში ასევე მოთავსებულია ოთხი კონვერტი, მათში არსებული „ჯ------–-ს“ სააბონენტო ხელშეკრულებით 4-4 ფურცლად. პირველ კონვერტზე იკითხება ნომერი - 5-----------. იგივე ნომერია დაფიქსირებული კონვერტში მოთავსებულ ხელშეკრულებაში. მეორე კონვერტზე იკითხება ნომერი - 5-----------. იგივე ნომერია დაფიქსირებული კონვერტში მოთავსებულ ხელშეკრულებაში. მესამე კონვერტზე იკითხება ნომერი - 5-----------. იგივე ნომერია დაფიქსირებული კონვერტში მოთავსებულ ხელშეკრულებაში. მეოთხე კონვერტზე იკითხება ნომერი - 5-----------. იგივე ნომერია დაფიქსირებული კონვერტში მოთავსებულ ხელშეკრულებაში. ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია მხოლოდ ტელეფონის ნომრები და არ არის მითითებული აბონენტის მონაცემები და პირადი მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი და სხვა. კონვერტზე იკითხება წარწერა „G------”.

მ------- ა-----ის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დიდ ოთახში მდებარე საწოლიდან ამოღებულ იქნა სიმ-ბარათები, სიმ-ბარათის მოსათავსებელი პლასტიკური ბარათები და ბარათის მოსათავსებელი ე.წ. „სტიკერები“, ასევე ორი მობილური ტელეფონი, მათში არსებული ნომრებით. იმავე ოთახიდან ამოღებულ იქნა ერთი მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტები. პორტატული კომპიუტერი, რომელიც იყო ჩართულ მდგომარეობაში და გამოსახული იყო ნ----------------ის სახელით გახსნილი სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვებ საიტები, სადაც მიმდინარეობდა სესხის დამტკიცების პროცედურები. დათვალიერების დროს კომპიუტერული სისტემა სარგებლობდა IP მისამართით - 9-.1--.1--.7 (რაც ფიქსირდება ჩ--------–---–ის, ც--------–---–ის და ხ-----–---–ის შემთხვევაში).

ტელეფონის წარწერით „FLY“ დათვალიერების ოქმის შესაბამისად, ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი წარწერით „წარმოადგენს მაგთიკომის საკუთრებას", ნომერი 8------------------. ტელეფონზე კოდის +N----ის მეშვეობით ნანახი იქნა მობილური ტელეფონის იმეი კოდი: 8--------------, 8--------------. ტელეფონის მთავარი მენიუდან "центр вызовов" (სატელეფონო ზარების ცენტრი) განხორციელდა გადასვლა Журнал-ზე (ჩანაწერები), რომელზე შესვლის შემდეგ ნანახი იქნა "все вызовы", (ყველა ზარი), სადაც დაფიქსირებულია სხვადასხვა დროს განხორციელებული ზარების შესახებ ინფორმაცია.

მ------- ა-----ის კუთვნილი ფართის ჩხრეკის ოქმის თანახმად, შენობა-ნაგებობაში განთავსებული იყო ერთი ოთახი, რომელშიც იდგა საწოლი და სკამები. ერთ-ერთ სკამზე იდო პორტატული კომპიუტერი, რომელზე ვ--------------ე და მის გვერდით მყოფი დ-----------------–--ე ახორციელებდნენ ნ----------------ის სახელით საკრედიტო დაწესებულებებიდან სესხის დამტკიცებას.

ვ--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა სხვადასხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, კერძოდ, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, წარწერით “NOKIA“, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, პლასტიკური ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტები.

დ-----------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, მისი შარვლის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა დოკუმენტაცია და ნივთები, მისი ხელიდან ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, წარწერით “NOKIA“, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, ასევე შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან - მეორე მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათებით.

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ-----–------–-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან პირველი და მარჯვნიდან რიგით მესამე პიროვნება დ-----------------–--ე, რასთან დაკავშირებითაც განაცხადა, რომ იგი არის ნამდვილად ის პიროვნება, რომელსაც 2-1- წლის აგვისტოში შეხვდა ზ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა 5000 ლარი.

პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ნ-----–------–-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბრალდებული ვ--------------ე, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ იგი არის ნამდვილად ის პიროვნება, რომელსაც 2-1- წლის აგვისტოში შეხვდა ნ----–-----–--------------------თან, წიკლაურის ქ--ჩაზე და გადასცა მისი ანგარიშიდან განაღდებული 2460 ლარი.

პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, თ--------------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ვ--------------ე, რასთან დაკავშირებითაც განაცხადა, რომ იგი არის ნამდვილად ის პიროვნება, რომელიც 2-1- წლის ივლისში, შეფასების მიზნით იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში, რათა მომხდარიყო სესხის გაცემა. აღნიშნულმა პიროვნებამ ბინის შეფასების მიზნით გადაიღო ფოტოსურათები და გამოართვა მას საბანკო და პირადი მონაცემები.

პირის ამოცნობის ოქმის საფუძველზე, კ----------------მ, ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან (კ-----------, დ-----------------–--ე, კ-------------–---–ი და ო-----------–--ე) ვერ შეძლო იმ პიროვნების ამოცნობა, რომელსაც 2-1- წლის ივნის-ივლისში შეხვდა რამდენჯერმე, რომელსაც უკავშირდებოდა ტელეფონის ნომრებზე: 5--------, 5-------- და რომელსაც პირად საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა ფულადი თანხა, გაანაღდა პლასტიკური ბარათის მეშვეობით და გადასცა განაღდებული თანხა.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ტელეფონის აპარატში ქ.ა-–----–---–ის განმარტებით, მოთავსებულია სიმ-ბარათის ნომერი - 5----------. მოქალაქე ქ.ა-–----–---–ი თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა მითითებულ ტელეფონის ნომერზე 2-1- წლის 17 აგვისტოს, 14:45:05 საათზე, შესული მოკლეტექსტური შეტყობინება ნომრიდან - 5--------. მითითებული შეტყობინება ფიქსირდება ლათინური ასოებით ქართული შინაარსით: „tqveni s----------------- express barati dablokilia. mimdinareobs teqnikuri samushaoebi bodishs gixdit sheferxebistvis. Daukavshirdit teqnikur gankopilebas info: 5-----------“.

დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე ბ--–---–--–--–---–ის ინტერნეტ ბანკის ანგარიში, სს „ს----------–--------ის“ ინტერნეტ ვებ გვერდ „www.ibank.ge “-ზე. ბ--–---–--–--–---–ის ინტერნეტ ვებ გვერდზე შესვლისას, დაფიქსირდა ბ--–---–--–--–---–ის ინტერნეტ ვებ გვერდზე შესვლა, კერძოდ, თარიღის, დროისა და IP მისამართის მითითებით, 1-------1- წელი 12:26 საათი; IP მისამართიდან: 9-------------, რომლის გვერდითაც აქვს ისრები, რაზეც დაწკაპებითაც გადასვლა ხდება იმ IP მისამართების ჩამონათვალზე თუ რომელი IP მისამართით რა დროს და რა რიცხვში მოხდა ბ--–---–--–--–---–ის ინტერნეტ ბანკის გახსნა. ამის შემდგომ მოხდა ბ--–---–--–--–---–ის ინტერნეტ ბანკის პერსონალური მონაცემების დათვალიერება, სადაც მითითებულია მისი დემოგრაფიული მონაცემები და ტელეფონის ნომრები: 9---------------, 9---------------, 9---5--------. ბ--–--–--–---–-- განმარტებით, 9--------------- სატელეფონო ნომერი არ არის მისი საკუთრება და არ იცის თუ ვინ და როდის მიუთითა მისი საქართველოს ინტერნეტ ბანკის პირად მონაცემებში.

დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს IP მისამართების დამდგენი ინტერნეტ გვერდი „WWW.2IP.RU “. დასადგენია თუ ვის და რომელ პროვაიდერ კომპანიას ეკუთვნის ბ--–---–--–--–---–ის სს „ს----------–--------ის“ ინტერნეტ ბანკის გვერდის 2-1- წლის 11 ივლისს ავტორიზაციების დროს დაფიქსირებული N:9--------------------------------------------- IP მისამართები, ასევე 2-14 წლის 15 ივლისს ავტორიზაციის დროს დაფიქსირებული N9------------- IP მისამართი. შემოწმების თანახმად დგინდება, რომ მითითებული IP მისამართები - ეკუთვნის “G----------” ანუ შპს „ჯ------–-”, ხოლო 2-1- წლის 15 ივლისს დაფიქსირებული IP მისამართი, კერძოდ: 9-.2--.1-- 1-- ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღნიშნული IP მისამართით, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2-15 წლის 15 ივლისს წ---–-------------------–-------------–--- სამუშაო კომპიუტერით დათვალიერებულ იქნა ბ--–---–--–--–---–ის ს----------–--------ის ინტერნეტ ვებ გვერდი.

დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე თ-------------–-–---–ის თანდასწრებით და თანხმობით დათვალიერებულ იქნა მის სარგებლობაში არსებული „ჰუავეის“ ფირმის ორსიმ-ბარათიან მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია. მობილური ტელეფონის იმეი კოდია: 8-------------- და 8--------------, რომელშიც გააქტიურებულია სიმ-ბარათები ნომრებით: 5-----------–და 5-----------. ტელეფონში გალერეას ფაილში სახელად „1111“ ფიქსირდება ონლაინ საიტი „სიტყვა და საქმეს“ დასურათებული გვერდები, რომელზედაც მოწმე თ-------------–-–---–ის განმარტებით, შესული იყო სამუშაოს საძიებლად. ერთ ფაილში ფიქსირდება „სიტყვა და საქმეში“ განთავსებული ინფორმაციის შესახებ, სადაც 38-ე გვერდზე „SHOP“-ის გასწვრივ მითითებულია სათაური „ონლაინ მაღაზიას ესაჭიროება სატელეფონო კონსულტანტი“ — 700ლ და ტექსტი „ონლაინ მაღაზიას ესაჭიროება სატელეფონო კონსტულტანტი–ოპერატორი, მოთხოვნები: პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. ასაკი 2--45 წლამდე. ანაზღაურება 400-700 ლარამდე+ბონუსები. გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე g------------------------- ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 5----------“. მობილურ ტელეფონში არსებულ გალერეის იმავე ფაილში მითითებულია თ-------------–-–---–ის კუთვნილი მეილის გვერდი „t------------------------“, რომელიც აფიქსირებს 2-1- წლის 0- ივლისს 15:34 საათზე „-------------------------“ მეილზე ინფორმაციის გადაგზავნის პროცესს. მესიჯების ფაილში შესვლის თარიღით 2-1- წლის 04 ივლისი ფიქსირდება ოთხნიშნა ერთჯერადი კოდების მისვლა ჯ------–-ს სატელეფონო ნომერზე, კერძოდ: 14:10 საათზე – ერთჯერადი კოდი: 3---; 14:12 საათზე - კოდი: 9---; 14:13 საათზე – ერთჯერადი კოდი: 1---; 14:13 საათზე - ერთჯერადი კოდი: 3---; 15:11 საათზე – ერთჯერადი კოდი: 93-5; 15:12 საათზე - ერჯერადი კოდი: 3---; 15:13 საათზე – ერთჯერადი კოდი: 9--- და 15:14 საათზე – კოდი: 4---.

დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს გ----------------ს სს „ს----------–--------ის“ ამონაწერი, რომელიც შესრულებულია ოთხ თაბახის ფურცელზე. პირველ გვერდზე ამონაწერის ზედა მარცხენა კუთხეში, მითითებულია ანგარიშის მფლობელი: გ----------------, ანგარიშის ნომერი: G---------------------, ბარათი: მასტერ ქარდ---------–--------–----------------------------------------–---------------- 0--------------------. ამონაწერზე მითითებულია საწყისი ნაშთი 0.53 და საბოლოო ნაშთი 950.96. ასევე თითებულია 17.05.2-1- გადარიცხვა - მიმღები შპს „ტ-----“, ანგარიში G-------------------, სს „ს----------–--------ი“ - 0.01, 2-.06.2-1- ჩარიცხვა-გადმომრიცხავი გ-------------------ი, ანგარიში G---------------------- სს „ს----------–--------ი“ 400.00. 21.06.2-1- ჩარიცხვა გადმომრიცხავი გ-------------------ი ანგარიში G----------------------, სს „ს----------–--------ი“ 2,500.00. 21.06.2-1-. განაღდება ბანკომატი სს „ს----------–--------ი“, ჩ--------------- - 400.80. 22.06.2-1-: განაღდება ბანკომატი სს „ს----------–--------ი“, ე------------------- – 1,00-.00. 23.06.2-1-. ჩარიცხვა ჯ----–---–--------, ანგარიში G--------------------. სს „ს----------–--------ი“ 2-0.00. 23.06.2-1-. განაღდება ბანკომატი სს „ს----------–--------ი“, ჩ--------------- – 1452.90. 23.06.2-1- ჩარიცხვა ჯ----–---–--------, ანგარიში G--------------------- - 450,00; 27.06.2-1- განაღდება ბანკომატი სს „ს----------–--------ი“, წ-------–-------------------21. 0--07.2-1- გადარიცხვა მიმღები ო---–-–---–------------- - 1.00; 04.07.2-1- ჩარიცხვა გადმომრიცხავი თ--–--------------–--ე 600.00; აღნიშნულით მთავრდება პირველი ფურცლის ჩანაწერები. მეორე თაბახის ფურცლის ჩანაწერის დათვალიერებისას დაფიქსირებულია თანხის გადარიცხვები და ჩარიცხვები მითითებული პირების სს „ს----------–--------ის“ ანგარიშის ნომრებზე, კერძოდ, 04.07.2-1- ჩარიცხვა გადმომრიცხავი კ--------–--------–---- 50.00; 05.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი თ-------------–-–---–ი 300.00; 05.07.2-1- ჩარიცხვა-გადმომრიცხავი თ---–-–---–----------- 350.00; 05.07.2-1- ჩარიცხვა-გადმომრიცხავი თ---–-–---–----------- 1000 ლარი, 150 ლარი, 400 ლარი, 2-0 ლარი, 450 ლარი, 100 ლარი; 07.05.2-1- განაღდება ბანკომატი 6-1,30 ლარი; 06.07.2-1- განაღდება ბანკომატი - 1452,90 ლარი; 07.07.2-17 ჩარიცხვა-გადმომრიცხავი კ------------------ი 590.00 ლარი; 15, 11.07.2-1- დარიცხვა-გადმომრიცხავი: ც--------–---–ი მ------ი 584.00 ლარი; 11.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ც--------–---–ი მ------ი, 548.00 ლარი, 11.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი, ც--------–---–ი მ------ი, 100,00 ლარი; 11.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ც--------–---–ი მ------ი, 1,000.00 ლარი; 11.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ც--------–---–ი მ------ი, 150.00 ლარი; 11.07.2-1-, ჩარიცხვა, გადმომრიცხავი: ლ--–--–---–-----–-, 300 ლარი; 11.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ლ--–--–---–-----–-, 775.00 ლარი; 11.07.2-1- განაღდება - ბანკომატი: 1,492.9-; 11.07.2-1- განაღდება-ბანკომატი 1,492.9-; 12.07.2-1- განაღდება, ბანკომატი, 1,492.9-. აღნიშნულით მთავრდება მე-2 გვერდის ჩანაწერები. მესამე თაბახის ფურცლის ჩანაწერის დათვალიერებისას დაფიქსირებულია ანგარიშზე ფულადი თანხის გადარიცხვები და ჩარიცხვები, კერძოდ, 13.07.2-1- გადარიცხვა - მიმღები: ც--------–---–ი მ------ი, 300.00; 477.00 ლარი 2-0.40 ლარი; 15.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: გ------ გ-------, 450 ლარი, 350 ლარი, 150 ლარი. მ-----------–---–----------- 90.00. 18.07.2-1- განაღდება - ბანკომატი: 1,492,9-; 1,492.9-, 19.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: კ------------- 1,3-5,00; 2-.07.2-1-, განაღდება: ბანკომატი - 70--40, 22.07.2-1-, განაღდება: ბანკომატი - 70--40; ჩარიცხვა - გამომრიცხველი, ბ-----–---–----------– - 550.00, 22.07.2-1-, ჩარიცხვა - გადმომრიცხველი: მ-----------------, 2-0 ლარი; 100.00 ლარი, 150 ლარი, 300.00 ლარი; 22.07.2-1-, განაღდება ბანკომატი, 1.2---40; 2-.07.2-1-, ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ბ–----------–-, 300 ლარი, 450 ლარი; აღნიშნულით მთავრდება მე-3 გვერდის ჩანაწერები. მეოთხე გვერდის ჩანაწერის დათვალიერებისას დაფიქსირებულია ანგარიშზე ფულადი თანხის გადარიცხვები და ჩარიცხვები, კერძოდ, 2-.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ფ---–---–--–---–---------ბ, 930.00; განაღდება, ბანკომატი, 80--60; 26.07.2-1- განაღდება სს „ს----------–--------ის“ ბანკომატი, 751.50; 26.07.2-1- განაღდება: სს „ს----------–--------ის“ ბანკომატი, 70--40; 26.07.2-1- გადარიცხვა - მიმღები: ბ–----------–-, 2-0.00; 26.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ნ----------------, 300.00; 26.07.2-1- გადარიცხვა - მიმღები: ბ–----------–-, 300.00; 27.07.2-1- გადარიცხვა - მიმღები: ბ–----------–-, 450.00; 27.07.2-1- გადარიცხვა - მიმღები: ბ–----------–-, 2-0.00; 27.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი: ნ----------------. 3.00; 26.07.2-1- ჩარიცხა - გადმომრიცხავი: ნ---------------- 1,050.00; 27.07.2-1- ჩარიცხვა - გადმომრიცხავი ნ----------------, 100.00; 600.00; 28.07.2-1- განაღდება - სს „ს----------–--------ის“ ბანკომატი 6-1.30, 29.07.2-1- განაღდება - სს „ს----------–--------ის“ ბანკომატი 841.6-; ამონაწერის ბოლოს წერია შემოსული თანხების ჯამი 22,558,00 და გასული თანხების ჯამი 21.607,57.

დათვალიერების ოქმის საფუძველზე, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ბ--–---–--–--–---–ის მიერ წარდგენილი „FLY“ და „NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონები. FLY ფირმის მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3--------------, რომელშიც მოთავსებულია „ჯ------–-ს“ ქსელში ჩართული 5----------- ნომრის სიმ-ბარათი. მოკლეტექსტური შეტყობინების “INBOX”-ში არის სხვადასხვა ნომრებიდან შესული მოკლეტექსტური შეტყობინებების ჩამონათვალი. უშუალოდ ბ--–---–--–--–---–მა მიუთითა +--------------ით შემოსულ შეტყობინებაზე, რომელიც მიღებული აქვს 2-1- წლის 11 ივლისს, 14:23 საათზე, მასში ლათინური ასოებითი იკითხება მოკლეტექსტური შეტყობინება: „თქვენი ს----------–--------ის პლასტიკური ბარათი დაბლოკილია. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ტექნიკურ განყოფილებას. ინფო: 5--------”. შემავალ-გამავალი ზარების ჟურნალის მიხედვით, 2-1- წლის 11 ივლისს, 14:2- საათზე, განხორციელებულია ბ--–----–--–--–---–ის ტელეფონის 5----------- ნომრიდან, 5------------ზე გასული ზარი, საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 08:50 წუთს. რაც შეეხება “NOKIA”-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, მისი იმეი კოდია: 3--------------, რომელშიც მოთავსებულია „ჯ------–-ს“ ქსელში ჩართული 5----------- ნომრის სიმ-ბარათი, რომელზეც სს „ს----------–--------იდან“ მისდიოდა ინტერნეტ ბანკის ერთჯერადი ოთხნიშნა კოდები. ტელეფონის მენიუში შესვლისას, მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების ე.წ. „INBOX”-ში არის სხვადასხვა ნომრებიდან შესული მოკლეტექსტური შეტყობინებების ჩამონათვალი, უშუალოდ ბ--–---–--–--–---–მა მიუთითა 4----ით შემოსულ შეტყობინებაზე, რომელიც მიღებული აქვს 2-1- წლის 11 ივლისს, 14:2- საათზე, 14:26 საათზე, 14:27 საათზე, 14:28 საათზე საათზე, 14:29 საათზე. სულ სს „ს----------–--------იდან“ შესულია ექვსი შეტყობინება.

 

ბ). დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

ბრალდებულ დ-----------------–--ის ჩვენებით, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ვ--------------ესთან, ხოლო ბრალდებული კ---------------- გაიცნო სასამართლო სხდომებზე. 2-1- წლის ივნისში, მისი მეგობრის - თ--------------------ის ნათესავისგან - მ------- ა-----ისგან იქირავა გ--------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად. 2-1- წლის 23 აგვისტოს უნდა დახვედროდა მის მეუღლეს დ------------------------ში, რა დროსაც მასთან სტუმრად მივიდა ვ--------------ე, რომელსაც მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ხელჩანთა და ეჭირა რვეული. ვ.კ-----ემ სთხოვა საქმეზე გაყოლა, თუმცა იმის გამო, რომ მისი მეუღლე ბრუნდებოდა ტ------–---ან და უნდა დახვედროდა მას, უარი უთხრა გაყოლაზე. წავიდა მეუღლის დასახვედრად, ხოლო ვ--------------ე დარჩა მის ნაქირავებ ბინაში. ერთად ყოფნის პერიოდში ვ--------------ეს მისი თანდასწრებით ჩანთიდან არაფერი ამოუღია. დაახლოებით საღამოს 2-:00 საათისთვის, სახლში დაბრუნებისას, ჭიშკართან დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გამოკითხეს ვინაობა და სახლში შესვლისთანავე ამოიცნო ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ემუქრებოდა დაჭერით ვ.კ-----ესთან მეგობრობის გამო. ადგილზე მოხდა მისი დაკავება, რის შემდეგაც გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხორციელდებოდა მასზე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც გახდა შეუძლოდ და ისე მოაწერა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი, რომ მის შინაარსს არ გაცნობია. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯიბიდან ამოღებულ იქნა ორი მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათის ნომრებით: 5-------- და 5--------. პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მობილური ტელეფონები მას არ ჰქონია. ამასთან, არასდროს შეხვედრია ნ-----–------–-----ეს და ზ---------–-–---–ს, უცნობია თუ ვის ეკუთვნოდა მისი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ლეპტოპი, ვინაიდან მის მიერ ნაქირავებ ბინაში არ არსებობდა ინტერნეტი და არ ჰქონდა კომპიუტერი. ვერ ხსნის იმ გარემოებას, თუ როგორ აღმოჩნდა მის პორტატულ კომპიუტერში IP მისამართი 9-.1--.1--.7, რომლის დაფიქსირებაც ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია და ასევე როგორ მოხდა აღნიშნული მისამართის გამოყენებით ჩ--------–---–ის, ხ-----–---–ის და ც--------–---–ის კომპიუტერულ მონაცემებში შეღწევა. მისთვის ასევე უცნობია ის თუ საიდან აღმოჩნდა მის ბინაში იმ ტელეფონის ნომრები, საიდანაც განხორციელებული იყო ზარები მ----------თან, მ--–---–---–თან, გ-------–-------–---–თან და მ--------სთან. უცნობია საიდან აღმოჩნდა ის ფურცლები, სადაც მითითებული იყო ს-------------------ის, ნ----------------ის, ზ--------–---–---–ის და ნ--------------ის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც როგორც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შესრულებულია ვ--------------ის, მ------- ა-----ის და მ--------ის მიერ.

ბრალდებულ კ---------------ის ჩვენებით, 2-1- წლის ივნისში, ტაქსაობის დროს, გააჩერა მგზავრმა, რომელიც მიიყვანა დანიშნულების ადგილზე და იმის გამო, რომ შესაძლოა მას მეორე დღესაც დასჭირვებოდა ტაქსით მომსახურება, გამოართვა მობილური ტელეფონის ნომერი. მეორე დღეს, იგივე პიროვნება, რომელიც შემდგომ გაეცნო მ-----ის სახელით დაუკავშირდა მას და სთხოვა ბათუმში წაყვანა. რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პიროვნებამ უთხრა, რომ საბანკო ბარათი ჰქონდა დაბლოკილი და სთხოვა მისი ბარათით სარგებლობის უფლება. მას შემდეგ, რაც გადასცა ანგარიშის ნომერი, დაახლოებით ოთხჯერ მოხდა მასზე სხვადასხვა ოდენობის თანხის ჩარიცხვა. თანხა თავად გამოჰქონდა და გადასცემდა მ-----ს. აღნიშნულ მომსახურებაში დამატებით სარგებელი არ მიუღია და არც მ-----ის მხრიდან ყოფილა მსგავსი შეთავაზება. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მ-----ი აღარ დაკავშირებია, ხოლო მის ანგარიშზე დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დაბარებული იქნა პოლიციაში. მისი განმარტებით, მ-----ს გადასცა მხოლოდ ანგარიშის ნომრის მონაცემები, მისთვის ბანკის ბარათი არ გადაუცია. არ იცის თუ საიდან ხდებოდა მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, რადგან ამით არ დაინტერესებულა. განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მობილურ ტელეფონზე იღებდა თუ არა შეტყობინებას, არ ახსოვს.

მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს მ------- ა-----ის მეზობლად, რომელთანაც აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მ------- ა-----ის საცხოვრებელ ფართში დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ატარებდნენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო მ------- ა-----ე იმყოფებოდა გარეთ და ითხოვდა დახმარებას. პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ დაწყნარებისკენ და ამშვიდებდნენ, რომ მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. მოწმის განმარტებით, იგი ახლდა მ------- ა-----ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხვისას, სადაც მასზე რაიმე სახის ძალადობას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. გამომძიებელმა მიაწოდა ოქმი და განუმარტა, რომ აღნიშნული ეხებოდა მის კუთვნილ ფართში ჩატარებულ ჩხრეკას, რასაც მ------- ა-----ემ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი. მ-------მ გამომძიებელთან ყოფნის პერიოდში დაწერა თუ არა რაიმე ტექსტი ვერ იხსენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. იმავე კოდექსის 22--ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: დ-----------------–--ის, ვ--------------ის და კ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლების: ა------------ის, ნ-----------–---ის, დ---------–--ას, ი-----–--------------ს, გ------------–ის, მ-------------ის, კ------------–--ის, ზ----------–-–---–ის, დ--------------ას, ზ-----–--------ის, ჯ----–---------–---–ის, გ------- გ------–---–ის, ნ------------–---–ის, თ-------------ის, შ--–------–-–---–ის, გ------- თ----ის, ა------------–------–---–ის და თ------–---–---ის გამოკითხვის ოქმები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ--------------ის და დ-----------------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო კ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19-8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 6-). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-10 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულთა ჩვენების სისწორე. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ვ--------------ის, დ-----------------–--ის და კ---------------ის წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

რაც შეეხება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ქ--რდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქ--რდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. ამასთან, ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის საკმარისია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც გულისხმობს მასში უკანონოდ შეღწევას, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ნორმით დაცულ ძირითად ინტერესს წარმოადგენს კომპიუტერული სისტემის ინტეგრირებულობა და ნორმალური ფუნქციონირება. ამასთანავე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულმა ქმედებამ შეიძლება ხელყოს კომპიუტერული სისტემის მფლობელის ინტერესები და მომხმარებელთა უფლებები. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა. კომპიუტერული მონაცემის დაზიანება და სხვა მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს კომპიუტერულ სისტემაში ფიზიკური შეღწევით. კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისთვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ვ--------------ის და დ-----------------–--ის მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ---------------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა, წინასწარ შეთანხმებულად, მოფიქრებული და შეთანხმებული სქემის, გადანაწილებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, უნებართვოდ შეეღწიათ სხვადასხვა პირების ინტერნეტ ბანკის ანგარიშზე, ფარულად მიესაკუთრებინათ მათ ანგარიშებზე არსებული თანხები და თაღლითურად დაუფლებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სხვისი მონაცემების გამოყენებით სესხის სახით გაცემულ თანხებს.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებს: დ-----------------–--ეს, ვ--------------ეს და კ----------------ს წინასწარ ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები და დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის თ---–--–------------------------ში მდებარე მ------- ა-----ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ დაზარალებულები: ნ-------------, თ--------------------–---–ი, ნ---------–----–---–ი, ც-------------ე, გ---–---–-----, მ--------------ე, ლ--–--------–---–ი, თ---------------ე, თ-------------–-–---–ი, გ--------------ე, რ--------------, ბ--–---–--–--–---–ი, ს-------------------ი, ფ-----------------–---ი, ნ--------------ე, გ-------–-------–---–ი, მ----------------–---–ი, ა-----------ე, ე--------–---–-, ზ------------–---–--–---–ი, ნ------------------ე, ს----------------, ვ----------------–-–---–ი და ქ------------–---–ი, რომელთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დანაშაულის ჩასადენად იყენებდა რამდენიმე მეთოდს. უმეტეს შემთხვევაში ვ--------------ე, დ-----------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სხვადასხვა ტელეფონის ნომრებიდან უკავშირდებოდნენ მათ, უგზავნიდნენ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, რომ მათი სს „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი იყო დაბლოკილი და ხარვეზის გამოსწორების მიზნით უნდა დაკავშირებოდნენ შეტყობინებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულები ახორციელებდნენ ზარებს მითითებულ ნომრებზე, რა დროსაც ვ--------------ე და დ-----------------–--ე, მოტყუებით, თითქოსდა იყვნენ ბანკის ტექნიკური თანამშრომლები, ხარვეზის გამოსწორების მოტივით ეუფლებოდნენ დაზარალებულთა პირად და საბანკო მონაცემებს - სახელს, გვარს, პირად ნომერს, პლასტიკური ბარათის ნომერს, cvc კოდს და ბარათით განხორციელებულ ბოლო ტრანზაქციის მონაცემებს. რამოდენიმე შემთხვევაში ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს, რომლებსაც სურდათ მუშაობის დაწყება და საიტებზე: „saqme.ge“-ზე და „gancxadebebi.ge“-ზე განთავსებული ჰქონდათ განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ეცნობოდნენ მათ, როგორც დამსაქმებლები და თითქოსდა გადაწყვეტილი იყო მათი დასაქმება, სახელფასო ბარათის დამზადების მოტივით ართმევდნენ მათ საბანკო მონაცემებს, კერძოდ სს „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის თექვსმეტნიშნა და cvc კოდს და პირადობის მოწმობის მონაცემებს, თითქოსდა მონაცემების ინსტალიციის მიზნით, ეუფლებოდნენ ტელეფონის ნომერზე მოსული შეტყობინების კოდებს, ასევე სთხოვდნენ მათ თითქოსდა ბარათის ფუნქციონირების დადასტურების მიზნით ნებისმიერ მაღაზიაში პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეეძინათ ნებისმიერი თანხის პროდუქცია და ქვითრის მონაცემები გადაეცათ მათთვის. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით ვ--------------ე, დ-----------------–--ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები უნებართვოდ აღწევდნენ დაზარალებულების საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბანკში, ცვლიდნენ იქ მითითებულ ტელეფონის ნომრებს და სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან თაღლითურად იღებდნენ სესხებს დაზარალებულთა სახელით, კერძოდ, მოქალაქეების პირადი და საბანკო მონაცემების გამოყენებით აგზავნიდნენ მოთხოვნას სესხზე, დადასტურების მიზნით თანხას რიცხავდნენ მათი საბანკო ანგარიშიდან, ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტელეფონზე ეცნობოდნენ და ესაუბრებოდნენ დაზარალებულთა სახელით, აგრეთვე ფარულად ეუფლებოდნენ ანგარიშზე არსებულ თანხებს, რასაც შემდგომში რიცხავდნენ გ----------------ს და კ---------------ის ანგარიშებზე. გ--------ის ანგარიშიდან პლასტიკური ბარათის გამოყენებით თანხა თავად გაჰქონდათ, კ----------------ს ბანკიდან გამოჰქონდა თანხები და წინასწარი შეთანხმებისამებრ გადასცემდა ორგანიზატორებს. აგრეთვე რამოდენიმე შემთხვევაში წინასწარ მოფიქრებული გეგმით თანხები ჩარიცხეს ზ---------------------------–------–--------------------------------–---------–-----------------–-----ის საბანკო ანგარიშებზე, რომელთაც თანხები გამოართვეს ვ--------------ემ, დ-----------------–--ემ, თ--------------------ემ და ჯ--------------–---–--მ. ასევე მოტყუებით დაეუფლნენ ვ----------------–-–---–ის და ქ------------------ის საბანკო ანგარიშის მონაცემებს, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ სს „ს----------–--------ის“ ინტერნეტ ბანკის გვერდზე, შეცვალეს იქ მითითებული ტელეფონის ნომრები და თანხის ნაწილი ჯერ გადარიცხეს ვ----------------–-–---–ის და ქ------------------ის, ხოლო შემდგომში გ----------------ს ანგარიშზე. უკანონოდ დაუფლებულ თანხებს ჯგუფის წევრები შემდგომში ერთმანეთში ინაწილებდნენ ზემოაღნიშნული მეთოდების გამოყენებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის განმარტებები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან. უფრო მეტიც, ბრალდებულ დ-----------------–--ის ჩვენება, თითქოს მისთვის უცნობი იყო თუ საიდან აღმოჩნდა მის საცხოვრებელ სახლში და ჯიბეში ის მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები, საიდანაც ხორციელდებოდა დაზარალებულებთან დაკავშირება, ის ჩანაწერები, სადაც მითითებული იყო დაზარალებულების და საქმესთან კავშირში მყოფი პირების ტელეფონის ნომრები, ამასთან იმის უარყოფა, რომ საცხოვრებელ სახლში არ იყო ინტერნეტი და კომპიუტერი, იმ პირობებში, როცა დადასტურებულ იქნა კონკრეტული IP მისამართით სარგებლობის ფაქტი და სწორედ მისი პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული ის ნივთები, საიდანაც ხდებოდა დაზარალებულების მონაცემების გამოყენებით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------------–--ის მიერ მიცემული ჩვენება არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და სასამართლოს მიერ იგი გაზიარებული ვერ იქნება. ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება ბრალდებულ კ---------------ის ჩვენებაც, თითქოსდა მან მისთვის უცნობ პიროვნებას უფლება მისცა ისე ჩაერიცხა მის ანგარიშზე გარკვეული ოდენობის თანხა, რომ არც კი დაინტერესებულა თანხის წარმომავლობით და არ გასჩენია კითხვა თუ რატომ სთხოვა მისთვის უცნობმა ადამიანმა დახმარება. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კ----------------ს თანხის ჩამრიცხავ პირთან კომუნიკაცია აქვს იმავე ტელეფონის ნომერზე, რა ნომრიდანაც ვ--------------ე უკავშირდება დაზარალებულ თ--------------------–---–ს და იმავე დაზარალებულებიდან თანხის ნაწილი გადარიცხული იყო გ----------------ს ანგარიშზე, რომელმაც ბარათი გადასცა ა----------------------ს, რომელიც თავის მხრივ დ-----------------–--ის ნათესავია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების: დ-----------------–--ის და კ---------------ის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე მობილური ოპერატორებიდან, სს „ს----------–--------იდან“ და ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან, რითაც დასტურდება შემდეგი: დაზარალებულ მ----------------–---–თან დაკავშირება მოხდა ტელეფონის ნომრიდან 5--------. იმავე ნომრიდან მოხდა დაკავშირება დაზარალებულების: გ---–---–-----ს, ც-------------ის, ვ----------------–-–---–ის და ს----------------ს შემთხვევაში. IP მისამართად მითითებულია: 9-.1--.1--.77, 9-.1--.1--.7 და 9-.1--.1--.75, რაც მეორდება დაზარალებულებთან: ნ-------------ს, ს----------------ს, ლ--–--------–---–ის, მ------ ც--------–---–ის შემთხვევაში. დაზარალებულ ც-------------ეს სამსახურის დაწყების მიზნით დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო ამ უკანასკნელის ანგარიშიდან გ----------------ს ანგარიშზე. აღნიშნული ტელეფონის ნომერი ფიქსირდება დაზარალებულებთან: გ---–---–-----სთან, მ----------------–---–თან, ვ----------------–-–---–თან და ს----------------სთან დაკავშირების შემთხვევაში. დაზარალებულ გ---–---–-----ს სამსახურის საკითხზე დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან - 5-----------. ანალოგიური ნომრიდან მოხდა დაკავშირება დაზარალებულებთან: მ----------------–---–თან, ც-------------ესთან, ვ----------------–-–---–თან და ს----------------სთან, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე, ხოლო სესხის შევსებისას დაფიქსირებულ იქნა ტელეფონის ნომერი - 5-----------. დაზარალებულ გ--------------ესთან დაკავშირება განხორციელდა ნომრიდან - 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე. ანალოგიური ნომრიდან მოხდა დაკავშირება ქ------------–---–ის და თ-------------–-–---–ის შემთხვევაში. დაზარალებულ თ-------------–-–---–ს სამსახურის თაობაზე დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებიდან: 5-----------, 5-----------, რაც ასევე ფიქსირდება დაზარალებულ ქ------------–---–თან დაკავშირების შემთხვევაში. მისი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდა კ---------------ის და გ----------------ს ანგარიშებზე. ს----------------ს სამსახურის თაობაზე დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, რაც ასევე ფიქსირდება დაზარალებულებთან: გ---–---–-----სთან, ც-------------ესთან და ვ----------------–-–---–თან. დაკავშირება განხორციელდა IP მისამართით: 9-.1--.1--.1--; 9-.1--.1--.75; 9-.1--.1--.77; 9-.1--.1--.73 და 9-.1--.1--.73, საიდანაც ასევე დაუკავშირდნენ დაზარალებულებს: ლ--–--------–---–ს და ნ-------------ს. IP მისამართი - 9-.1--.1--.135 ფიქსირდება ასევე მ---------------სთან დაკავშირების შემთხვევაში. განაცხადის შევსებისას მითითებულ იქნა ტელეფონის ნომრები: 5-----------; 5-----------, ხოლო თანხა ამავე დღეს გადარიცხულ იქნა გ----------------ს ანგარიშზე. დაზარალებულ ნ------–------–---–თან დაკავშირება განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, საიდანაც ასევე დაუკავშირდნენ დაზარალებულებს: თ-------------–-–---–ს და გ--------------ეს. სესხის შევსებისას მითითებულ იქნა ტელეფონის ნომრები: 5-----------; 5-----------; 5-----------, ხოლო თანხა გადაირიცხა ჯერ ქ------------------ის, შემდეგ გ----------------ს ანგარიშზე. დაკავშირება განხორციელდა IP მისამართიდან - 1--.2--.2---9-- რაც იდენტურია იმ მისამართის, საიდანაც დაუკავშირდნენ დაზარალებულ თამთა მთვარაშვილს. დაზარალებულ ფ-----------------–---ს სამსახურის თაობაზე დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, რაც ასევე ფიქსირდება ნ------------------ესთან და ა-----------ესთან დაკავშირებისას. თანხის ნაწილის გადარიცხვა განხორციელდა ჯერ ა-----------ის, შემდეგ ვ----------------–-–---–ის ანგარიშზე, ხოლო ამ ანგარიშიდან გ----------------ს ანგარიშზე; დარჩენილი თანხის ნაწილი კი გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდეგ გ----------------ს საბანკო ანგარიშზე. დაზარალებულ მ------ ც--------–---–ის შემთხვევაში, სესხის შევსებისას მითითებულ იქნა ტელეფონის ნომრები: 5----------- და 5-------- 9-; IP მისამართი - 9-.1--.1--.7, რაც იდენტურია ლ--–--------–---–ის შემთხვევაშიც, ხოლო თანხები გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე. რაც შეეხება თ--–--------------–--ის შემთხვევას, მითითებულ იქნა ტელეფონის ნომრები: 5------------------------5 და 5----------5; IP მისამართი - 9-.1--.1--.75, ხოლო თანხები გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე. დაზარალებულ მ--------------ეს, მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5----------2, ხოლო სესხის აღების დროს მითითებულ იქნა ნომრები: 5------------------------- 9-. მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ლ---------–--სა და ა--------–------ს ანგარიშებზე. დაფიქსირებული IP მისამართი - 9-.1--.1--.73 მეორდება ს----------------ს შემთხვევაშიც, ხოლო მისამართი 9-.1--.1--.6- მეორდება რ--------------ს შემთხვევაში. დაზარალებულ ნ---------–----–---–ს, მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადარიცხულ იქნა კ---------------ის ანგარიშზე. დაზარალებულ ა-----------ეს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, საიდანაც ასევე დაკავშირება მოხდა ნ------------------ესთან და ფ-----------------–---თან, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ჯერ ვ----------------–-–---–ის ანგარიშზე, ხოლო აღნიშნული ანგარიშიდან კი გ----------------ს ანგარიშზე. დაზარალებულ ე--------–---–ს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5----------8, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ნ-----–------–-----ის ანგარიშზე. დაზარალებულ ს-------------------ს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე. სესხის შევსებისას დაფიქსირებულია ტელეფონის ნომრები: 5-----------; 5-----------; IP მისამართი 9-.1--.1--.11, რაც ასევე ფიქსირდება დაზარალებულ ნ--------------ის შემთხვევაშიც. დაზარალებულ გ-------–-------–---–ს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით დაუკავშირდნენ ნომრებიდან: 5----------- და 5-----------. მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე. დაზარალებულ ლ--–--------–---–ს მოტყუებით, თითქოს უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------; სესხის შევსებისას მიუთითეს ნომრები: 5-----------; 7-----------, რაც ანალოგიურია დაზარალებულ თ---------------ის შემთხვევაში. ტელეფონის ნომერი - 5------------; IP მისამართი - 9-.1--.1--.6- ანალოგიურია ნ--------------ის და ნ-------------ს შემთხვევაში; 9-.1--.1--.75 იგივე IP მისამართი ფიქსირდება ს----------------ს შემთხვევაში, 9-.1--.1--.7 იგივე IP მისამართი ფიქსირდება მ------ ც--------–---–ის შემთხვევაში. თანხა გადაირიცხა ნ-----–------–-----ის ანგარიშზე. დაზარალებულ ნ--------------ეს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, რომელი ნომრიდანაც ასევე დაკავშირება მოხდა დაზარალებულ ს-------------------თან. მისი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდა ზ--------–---–---–ის ანგარიშზე. სესხის შევსებისას მითითებულ იქნა ნომერი - 5-----------, რაც ასევე მითითებული იყო დაზარალებულ რ--------------ს შემთხვევაში, ხოლო IP მისამართად დაფიქსირებულ იქნა 9-.1--.1--.6-. იგივე IP მისამართია დაფიქსირებული ლ--–--------–---–თან, ხოლო 9-.1--.1--.11 დაფიქსირებულია ასევე ს-------------------ის შემთხვევაში. დაზარალებულ რ--------------ს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ზ---------–-–---–ის ანგარიშზე, ხოლო სესხის შევსებისას მითითებულ იქნა ნომერი - 5-----------, რაც ნ--------------ის შემთხვევაში დაფიქსირებული ნომრის ანალოგიურია, ხოლო IP მისამართი 9-.1--.1--.6- დაფიქსირებულია ასევე მ--------------ესთან დაკავშირების შემთხვევაში. დაზარალებულ ზ------------–---–--–---–ს მოტყუებით, თითქოს უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრებიდან: 5-------------------------, ხოლო მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა კ---------------ის და გ----------------ს ანგარიშებზე. დაზარალებულ ბ--–---–--–--–---–ს მოტყუებით, თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ნომრიდან - 5-----------, რის შემდეგაც მისი ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე. დაფიქსირებულია IP მისამართები: 9-------------; 9-.1--.1--.6-, 9-.1--.1--.1--, რაც ასევე მეორდება მ--------------ის, რ--------------ს და ს----------------სთან დაკავშირების შემთხვევაში. დაზარალებულ ნ-------------ს მოტყუებით, რომ თითქოსდა უკავშირდებოდნენ სს „ს----------–--------იდან“ დაბლოკილი ბარათის გასწორების მიზნით, დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრიდან - 5----------4, ხოლო ინტერნეტ ბანკში მიუთითეს ნომერი - 5-----------, სესხის რეგისტრაციისას კი მითითებულია ტელეფონის ნომრები: 5----------4, 5-----------. დაფიქსირებულია IP მისამართი 9-.1--.1--.6-, რაც ასევე მეორდება ლ--–--------–---–თან და ნ--------------ესთან, ხოლო IP მისამართი 9-.1--.1--.77, ასევე ფიქსირდება ს----------------ს შემთხვევაში. თანხის გადარიცხვა კი ფიქსირდება კ---------------ის და გ----------------ს ანგარიშებზე.

მოწმეების: ა--------–------ს და ზ---------–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ინტერნეტ საიტ „MYMARKET.GE“-ს მეშვეობით ყიდდნენ ე.წ. „აიპადს“ და „პლანშეტს“ რომელთა შემძენმაც ნივთების ღირებულების გარდა დამატებით ჩაურიცხა მათ გარკვეული ოდენობის თანხა, რაც შესაბამის „აიპადთან“ და „პლანშეტთან“ ერთად უნდა გადაეცათ მათთვის უცნობი პიროვნებისთვის. ა--------–------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ უცხო პიროვნებაზე გადაცემული იქნა 1270 ლარი, ხოლო ზ---------–-–---–ის შემთხვევაში, მას დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებიდან: 5-------- და 5--------, საიდანაც ასევე დაკავშირება მოხდა დაზარალებულ რ--------------სთან, რის შემდეგაც ზ---------–-–---–მა მისთვის უცნობ პიროვნებას, რომელშიც ამოიცნო დ-----------------–--ე, გადასცა 2345 ლარი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ-----–------–-----ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ მოტყუებით, თითქოსდა ტურისტების წასაყვანად ჩაურიცხეს 3170 ლარი, ხოლო თანხის ნაწილი 1400 ლარის და 5000 ლარის ჩარიცხვა მოხდა მისი სიძის - ი-------------–--ის ანგარიშზე, რის შემდეგაც უკავშირდებოდნენ ნომრებიდან: 5------------------------- და 5-----------. ნ-----–------–-----ემ გამოძიების პროცესში ამოიცნო და სასამართლო სხდომაზე დარწმუნებით განაცხადა, რომ პირები, ვისაც გადასცა თანხა, იყვნენ ბრალდებულები: დ-----------------–--ე და ვ--------------ე. მის მიერ ასევე ამოცნობილ იქნა ჯ--------------–---–--, რომელსაც ასევე გადასცა თანხა და რომელიც არის დ-----------------–--ის მეგობარი და ოჯახის ახლობელი, ხოლო მის მიერ ამოცნობილი თ--------------------ე არის ვ--------------ის და დ-----------------–--ის მეგობარი და მ------- ა-----ის ნათესავი.

მოწმე გ----------------ს ჩვენებით, მისმა მეგობარმა ე-------------------მა გააცნო ა----------------------ი, რომელსაც 2-0 ლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი ბანკის ბარათი, იმ იმედით, რომ თავად ბანკში იყო გაშავებული და იგი ვერ შეძლებდა მისი მონაცემების უკანონოდ გამოყენებას. მას, შემდეგ აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მოგვიანებით, მისი საბანკო ანგარიშის ამონაწერის გაცნობის შემდგომ, ცნობილი გახდა, რომ მის ანგარიშზე ფიქსირდებოდა 23000 ლარამდე თანხის ჩარიცხვის ფაქტი. განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ არანაირი შეტყობინება არ მისვლია, ვინაიდან ბარათის გადაცემის დროს, მას შემდეგ რაც ა----------------------ს უთხრა მის ტელეფონის ნომერზე მისული კოდი, არანაირი შეტყობინება აღარ მიუღია.

მოწმე ე-------------------მა სრულად დაადასტურა გ----------------ს ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ ა----------------------მა თავდაპირველად მას სთხოვა პლასტიკური ბარათი, რაც სჭირდებოდა სესხების გამოსატანად. რაც შეეხება ა----------------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, მან არ უარყო ე-------------------თან ნაცნობობის ფაქტი და ასევე დაადასტურა, დ-----------------–--ესთან ნაცნობობა, რომელიც არის მეუღლის ბიძა და განმარტა, რომ კარგად იცნობს ბრალდებულ ვ--------------ეს და თ--------------------ეს, რაც ასევე დასტურდება მისი მობილური ტელეფონის დათვალიერების შედეგად.

დაზარალებულის წარმომადგენლების: ნ----------–--ის, დ---------------ის, ვ--–------------–---–ის და ბ---------–---ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში იურისტის პოზიციაზე. ორგანიზაციების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ონლაინ სესხების გაცემა, რა დროსაც მსესხებლის მიერ მონაცემების შევსება ხდება ონლაინ რეჟიმში, ისე რომ მსესხებელს და ორგანიზაციის წარმომადგენელს ერთმანეთთან არ აქვთ ფიზიკური კონტაქტი. შესაბამისად, სესხის გაცემა ხდება იმ პირზე, ვისი მონაცემებიც არის მითითებული განაცხადში, რაც არ გამორიცხავს სხვა პიროვნების მიერ სხვისი მონაცემების გამოყენებით სესხის აღების შესაძლებლობას.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მ------- ა-----ის კუთვნილი ფართის და ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ მ------- ა-----ის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში, სადაც იმყოფებოდნენ დ-----------------–--ე და ვ--------------ე განთავსებული იყო ერთი ოთახი, რომელშიც იდგა საწოლი და სკამები. ერთ-ერთ სკამზე იდო პორტატული კომპიუტერი, რომელზეც ვ--------------ე და მის გვერდით მყოფი დ-----------------–--ე ახორციელებდნენ ნ----------------ის სახელით საკრედიტო დაწესებულებებიდან სესხის დამტკიცებას, რაც ასევე დასტურდება პორტატული კომპიუტერის დათვალიერების ოქმით, რითაც დადგენილია, რომ კომპიუტერული სისტემა სარგებლობდა IP მისამართით - 9-.1--.1--.7, რაც ფიქსირდება დაზარალებულებთან: მ----------------–---–თან, მ------ ც--------–---–თან და ლ--–--------–---–თან დაკავშირების შემთხვევაში.

დ-----------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სხვადასხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, კერძოდ, შარვლის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა დოკუმენტაცია და ნივთები, ასევე მისი ხელიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, წარწერით “NOKIA“, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მეორე მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათებით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სისწორე სრულად დადასტურდა მოწმეების: გ------- ს--------ს და ე---–---------ის ჩვენებებით, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდათ: დ-----------------–--ეს და ვ--------------ეს, რის შემდეგაც გამოცხადდნენ თ--------------------ის ნათესავის - მ------- ა-----ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ოთახში შესვლისას ნანახი იქნა კომპიუტერი, რომელთანაც იჯდა ვ--------------ე, მას გახსნილი ჰქონდა ნ----------------ის საბანკო მონაცემები და დ-----------------–--ესთან ერთად, ცდილობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ნ----------------ის მონაცემებით სესხის დამტკიცებას. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულების დაკავება მოხდა ადგილზე, რის შემდეგაც ჩატარდა მათი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც დ-----------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ორი მობილური ტელეფონი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და სიმ-ბარათები. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სიმ-ბარათები, ე.წ. „სტიკერები“, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია და კომპიუტერი, ხოლო ვ--------------ის პირადი ჩხრეკისას, მისი მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან - ფულადი თანხა და სიმ-ბარათები.

დ-----------------–--ის მობილური ტელეფონების დათვალიერებით დადგინდა, რომ “NOKIA”-ს ფირმის მობილურ ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი წარწერით „-–---–--", ნომრით: 8-------------------. კოდის +N----ის მეშვეობით ნანახი იქნა მობილური ტელეფონის იმეი კოდი, კერძოდ, IMEI0:3-------------- და IMEI1:3--------------. ამის შემდეგ ტელეფონის მთავარი მენიუდან ნანახი იქნა calls (განხორციელებული ზარები) და შემდეგ "Missed calls" (გამოტოვებული ზარები), სადაც დაფიქსირებულია ნომერი +9-------------. ამის შემდეგ ნანახი იქნა Received calls (შემოსული ზარები), სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი +9-------------. ამის შემდეგ მთავარი მენიუდან განხორციელდა გადასვლა messages (შეტყობინებები) და შემდეგ განხორციელდა გადასვლა "SIM2 Inbox" (მეორე სიმ-ბარათზე შემოსული შეტყობინება), სადაც ნანახი იქნა "Message body" (შეტყობინების ტექსტი), კერძოდ MissedCalls (გამოტოვებული ზარები), სადაც მითითებულია შემდეგი მონაცემები, 2-.Aug.2-1-, 13:54, +9----------81, 6 zari, 13:54, 2-/08, +--------------, 1 zari, 10:31, 24/08, +9-----------, 1 zari, 2-:30, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08, +9-----------, 1 zari, 19:35, 23/08. ნანახი იქნა შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:56, s---------------i: tanxis charicxva angarishze: G------------------------, tanxa: GEL 2-0.00, tarigi:23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან: 4---, 23-Aug-2-1-, 17:56, s---------------i: sabarate operacia, operaciis tipi gadaxda, baratis bolo 4 cipri: 4---, tanxa: GEL 5.00, nashti angarishze: GEL 43.64, xelmisacvdomi Express kulebi: 40.00, obiekti: LAI LAI – EXPRESS>TBILISI, GE, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:55, s---------------i: sabarate operacia, operaciis tipi: gadaxda, baratis blo 4 cipriL 4---, tanxa: GEl 5.00, nashri angarishze: GEL 48.64, xelmisacvdomi Express kulebi 40.00, obiekti: LAI LAI, EXPRESS>TBILISI GE, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:55, 5 lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet umeri standartuli zumeris nacvlad. შეტყობინება ნომრიდან 4---, 17:51, s---------------i. gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa GEL 0.01, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, s---------------i gasavlis operacia angarishidan: G------------------------, tanxa 0.01 GEL, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება K--I-დან, 17:48, samcuxarod tqveni sesxis FJ4735 motxovna uaryofilia. “K--I” tel:+9----------- შეტყობინება ნომრიდან: 4---, 17:46, s---------------i, gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa GEL 0.01, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:43 ertjeradi kodi:----. შეტყობინება K--I-დან, 17:43, Tqven chagericxat 0.01 GEL, Nashti gaxda 0.01 GEL, “K--I” tel: +9-----------, შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:42, ertjeradi kodi: 82-7. შეტყობინება m------დან, 23-Aug-2-1-, 17:42, tkven dagimtkicdat 2-0.00 lari, gtxovt charicxot 1 tetri chvens angarishze. www.m----- 0---------. შეტყობინება W---------დან, 23-aug-2-1- 17:41, samcuxarod tqvens mier motxovnili sesxi ar dakmayofilda, sxva dros cadet. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:41 ertjeradi kodi:6-2-. შეტყობინება m------დან, 23-Aug-2-1-, 17:40 5----. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:36, registracia warmatebit dasrulda, tqvens gverdze shesasvlelad gamoiyenet es parole: m------. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:36 registracia warmatebit dasrulda, tqvens gverdze shesasvlelad gamoiyenet es parole: m------. შეტყობინება m------, 23-Aug-2-1-, 17:3-, gancxadebis gasaktiureblad gadmoricxet 1 tetri: TBC: G---------------------, BOG: G---------------------, LB: G---------------------, T:0---------. შეტყობინება m-------დან, 23-Aug-2-1-, 17:3-, Aktivaciis kodi 2---, T: 0---------. შეტყობინება K--I-დან, 23-Aug-2-1-, 17:32, Gamarjoba, validaciis kodi aris 7-----. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:26, s---------------i: gasavlis operacia angarishidan: G------------------------, tanxa: GEl 150.00, tarigi 23/-----1-. შეტყობინება o-----------დან, 23-Aug-2-1-,17:22, Samcuxarod tkveni ganacxadi uaryofilia. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:21, s---------------i: tanxis charicxva angarishze G------------------------, tanxa: GEL 150.00, tarigi: 23/-----1-. შეტყობინება W---------დან, 23-Aug-2-1-, 17:2-, MogesalmebiT! Tkveni sesxi 12-7---1 damtkicebulia. wandoo.ge, T:0---------. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:11, 2 lari chairicxa tqvens angarishze. akrifet +175N OK, airchiet da chartet sasurveli GeoZumeri standartuli zumeris nacvlad. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:06, s---------------i: tanxis charicxva angarishze G------------------------, tanxa: GEL, 1.000.00, tarigi:23/-----1-. შეტყობინება ნომრიდან 4---, 23-Aug-2-1-, 17:06, s---------------i: gasavlis operacia angarishidan G------------------------, tanxa: GEL, 1.000.00, tarigi: 23/-----1-.

მობილური ტელეფონის „FLY“-ს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი წარწერით „წარმოადგენს მაგთიკომის საკუთრებას", ნომერი 8------------------. ტელეფონზე კოდის +N----ის მეშვეობით ნანახი იქნა მობილური ტელეფონის იმეი კოდი: 8--------------, 8--------------. ტელეფონის მთავარი მენიუდან "центр вызовов" (სატელეფონო ზარების ცენტრი) განხორციელდა გადასვლა Журнал-ზე (ჩანაწერები), რომელზე შესვლის შემდეგ ნანახი იქნა "все вызовы", (ყველა ზარი), სადაც დაფიქსირებულია სხვადასხვა დროს განხორციელებული ზარების შესახებ ინფორმაცია.

ვ.კ-----ის მობილური ტელეფონის დათვალიერებით დადგინდა, რომ მასში მოთავსებული იყო სიმ-ბარათი ნომრით: 8-------------------. *N----ის მეშვეობით ნანახი იქნა იმეი კოდი, სადაც მითითებულია შემდეგი იმეი კოდები: 3--------------, 3--------------. ტელეფონის მთავარი მენიუდან ნანახი იქნა "спис. вызовов" (ზარების ამსახველი ჩანაწერები), განხორციელდა გადასვლა "история вызовов" (ზარების ისტორია) სადაც "пропущенный вызов" (გამოტოვებული ზარები) მითითებულია ნომერი: +9----------81, ამის შემდეგ "набранные номера" (აკრეფილი ნომრები) მენიუში ნანახი იქნა ტელეფონის ნომრები: 56---------------------------------------------------------------- ტელეფონში ნანახი იქნა "сообщения" (შეტყობინებები), სადაც "исходящие" (გაგზავნილი) მენიუში ფიქსირდება ერთი გაგზავნილი შეტყობინება შემდეგი ლათინურის ასოებით შედგენილი ქართული ტექსტი: „tqveni s----------------- barati dablokilia. bodishs gixdit sheperxebistvis mimdinareobs teqnikuri samushaoebi. daukavshirdit teqnikur gankopilebas iofo:5--------”. ამის შემდეგ "сообщения" (შეტყობინებები) მენიუში ნანახი იქნა "входящие" (შემოსული) შეტყობინებები, კერძოდ: გამოტოვებული ზარების შესახებ შეტყობინება, სადაც მითითებულია თარიღი 2-/-----1- 2-:30, +----------------, +9----------81, 2-.--- 1----. ასევე ფიქსირდება ნომრიდან 4----დან 23.---2-1--ში შემოსულ შეტყობინება, ტექსტით „ 5 lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet *175N. ფიქსირდება „-------”-დან 23.---2-1--ში 14:1-, შემოსული შეტყობინება, ტექსტით “Tkven sheidzinet 150 SMS, mokmedebis vada: . Darchenili bonusebis shesamocmeblad, akfiret *131*4NOK. ფიქსირდება „-------”-დან 23.---2-1--ში 14:14, შემოსული შეტყობინება, ტექსტით “7-----”. ასევე ფიქსირდება შემოსული შეტყობინება „L----------“-დან, ასევე ნომრიდან +----------------, 23/-----1--Si, 14:09, შემდეგი ტექსით:“„tqveni s----------------- barati dablokilia. bodishs gixdit sheperxebistvis mimdinareobs teqnikuri samushaoebi. daukavshirdit teqnikur gankopilebas iofo:5--------”. ფიქსირდება შემოსული შეტყობინება 23.---2-1--ში 13:28, ნომრიდან 726-, ტექსტით:“1,92 Lari chairicxa tqvens angarishze. Akrifet *175N”. ფიქსირდება შემოსული შეტყობინება 23.---2-1--ში 13:23, ნომრიდან “Geocell”, ტექსტით:“globusi gaaqtiurebulia:2- tetri D---------------------------------------------------------. 5tetri kvela adgilobrivi zari. zaris camotskeba 10 tetri. vada 30dge.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ფურცლებზე არსებული წარწერები, სადაც მითითებულია დაზარალებულების, მათ შორის: ნ----------------ის, ს-------------------ის, ნატია მ-------ის, ზ--------–---–---–ის და სხვათა საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რაც მითითებულ იქნა განაცხადის შევსების დროს, შესრულებულია ვ--------------ის, მ------- ა-----ის და სავარაუდოდ თ--------------------ის მიერ.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ტელეფონის ნომერი 5-----------, რა ნომრიდანაც დაკავშირება მოხდა გ--------------ესთან, თ-------------–-–---–თან, ქ------------–---–თან და ასევე სხვა დაზარალებულების შემთხვევაშიც, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მოთავსებული იყო ვ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონში, რომლის იმეი კოდებია: 3-------------- და 3--------------. ამავე ტელეფონში მოთავსებული იყო ნომერი 5-----------, საიდანაც დაკავშირება ხდებოდა თ--------------------–---–თან და კ----------------სთან. შესაბამისად, დადგენილია, რომ აღნიშნული ნომრით სარგებლობდა ვ--------------ე, რომელიც მინიმუმ ექვსჯერ დაუკავშირდა და შეხვდა კ----------------ს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, თავის მხრივ მოთავსებული იყო 3-------------- იმეი კოდის მქონე ტელეფონში, რომელ ტელეფონშიც ასევე მოთავსებული იყო ნომერი 5-----------. ვ--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონიდან განხორციელებულია ზარები ნ-------------სთან, ზ------------–---–--–---–თან, ლ--–--------–---–თან და სხვა დაზარალებულებთან. ლ--–--------–---–თან ფიქსირდება ტელეფონის ნომერი 5------85, რომლის სიმ-ბარათიც ამოღებულ იქნა დ-----------------–--ის მიერ ნაქირავები ბინის ჩხრეკის შედეგად. ლ--–--------–---–ისგან თანხა გადარიცხულია ნ-----–------–-----ესთან, რომელმაც ამოიცნო ვ--------------ე და დ-----------------–--ე და განმარტა, რომ აღნიშნული პირები არიან სწორედ ისინი, რომელთაც გადასცა ფული. ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონის ნომრები მოთავსებული იყო იმ ტელეფონებში, რომლებშიც ასევე მოთავსებული იყო ის ნომრები, რა ნომრებითაც ხდებოდა დაზარალებულებთან დაკავშირება. კერძოდ, ქ------------------ს, რომლის ანგარიშზეც ჩაირიცხა თანხა ქ------------–---–ის ანგარიშიდან, უკავშირდებოდნენ ნომრიდან 5--------, რომელიც მოთავსებული იყო 3------------8 იმეი კოდის მქონე ტელეფონში, რომელშიც ასევე მოთავსებული იყო ტელეფონის ნომერი 5--------, საიდანაც ხორციელდებოდა დაკავშირება გ---–---–-----სთან, ც-------------ესთან, მარინა ჩ--------–---–თან, ს----------------სთან და ვ----------------–-–---–თან.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ--------------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და შესთავაზეს სესხის აღება შეღავათიანი პირობებით. თითქოსდა ბინის შემოწმების მიზნით მასთან სახლში მისული იყო ვ--------------ე, რომელიც ამოიცნო გამოძიების პროცესში და მიუთითა დაკითხვის დროსაც. ვ--------------ემ თითქოსდა სესხის გაცემის მიზნით გამოართვა პირადი მონაცემები, რომლის გამოყენებითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებულ იქნა ონლაინ სესხები 2-0-2-0 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის გაცემისას დაფიქსირებულ იქნა IP მისამართები: 9-------------------------- და ტელეფონის ნომრები: 5-----------, 5-----------, საიდანაც ხორციელდებოდა დაკავშირება კ----------------სთან. სესხის სახით აღებული თანხა კი გადაირიცხა გ----------------ს ანგარიშზე.

საქმეში წარმოდგენილი ნ-----–------–-----ის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ნ-----–------–-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბრალდებული დ-----------------–--ე, რომელსაც 2-1- წლის აგვისტოში შეხვდა ზ----ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა 5000 ლარი. მის მიერ ასევე ამოცნობილ იქნა ბრალდებული ვ--------------ე, რომელსაც იმავე პერიოდში, ნახალოვკაში მდებარე სამკუთხედ ბაღთან გადასცა მისი ანგარიშიდან განაღდებული 2460 ლარი, ხოლო დაზარალებულმა თ--------------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბრალდებული ვ--------------ე, რომელიც 2-1- წლის ივლისში, შეფასების მიზნით იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში, რათა მომხდარიყო სესხის გაცემა. აღნიშნულმა პიროვნებამ თითქოს ბინის შეფასების მიზნით გადაიღო ფოტოსურათები და გამოართვა მას საბანკო და პირადი მონაცემები, რომლის გამოყენებითაც მის მიერ აღებულ იქნა სესხი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

იმ გარემოებას, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა ხდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სასამართლო მიუთითებს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც, „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედ სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი. სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და მასში არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა. ქონება, ეს არის ნებისმიერი სახის აქტივები, მატერიალური ან არამატერიალური, მოძრავი ან უძრავი, გამოხატული ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიული დოკუმენტები ან აქტები, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს, ხოლო დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს რაიმე დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ქონებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულები სწორედ დროის განსაზღვრულ პერიოდში 2-1- წლის გაზაფხულიდან - დაკავებამდე, ახორციელებდნენ რამდენიმე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, რომელთა მიზანიც იყო სწორედ პირდაპირ ფინანსური სარგებლის მიღება. ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ უწყვეტად, ვიდრე არ მოხდებოდა მათი დაკავება. ჯგუფის თითოეული წევრი კარგად აცნობიერებდა ორგანიზებული ჯგუფის მიზანს და საერთო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ცალსახაა, რომ ყველა ეპიზოდს შორის არსებობს კავშირი და დგინდება, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია ერთი და იგივე პირების მიერ, რომლებიც მოტყუებით ეუფლებოდნენ დაზარალებულთა პირად და საბანკო მონაცემებს, რასაც იყენებდნენ მათ ინტერნეტ ბანკში მონაცემების შესაცვლელად, რის შემდეგაც დაზარალებულთა მონაცემების გამოყენებით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ეუფლებოდნენ სესხის სახით გაცემულ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ნივთის ღირებულება - 150 ლარს ზემოთ.

იმის შესაფასებლად, დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა დიდი ოდენობით და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში წარმოდგენილ სს „ს----------–--------იდან“, მობილური ოპერატორებიდან, ინტერნეტ პროვაიდერებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ბრალდებულ ვ--------------ის, დ-----------------–--ის და კ---------------ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებზე მიყენებული ზიანი ბევრად აღემატება სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ 150 (ასორმოცდაათ) და 10000 (ათი ათას) ლარს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი ბრალდებულთა სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულების: ვ--------------ის და დ-----------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულებს: დ-----------------–--ეს, ვ--------------ეს და კ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს იმას, რომ ბრალდებულთა მხრიდან არ მომხდარა ზიანის ანაზღაურება არც დაზარალებული ფიზიკური პირებისთვის და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქ--რდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ვ--------------ეს და დ-----------------–--ეს სასჯელები უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო კ----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო მათ საბოლოო სასჯელები უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დანაშაულთა ერთობლიობით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ, დაუდგენელი პირების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-8-260-ე, 26--269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

დ-----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

დ-----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით;

დ-----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-----------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-17 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით დ-----------------–--ის და ვ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ვ--------------ის სასარგებლოდ შეტანილი გირაოს თანხა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-0-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-17 წლის 08 მაისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას დ-----------------–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ო-------------–--ის საკუთრებაში არსებულ, ქ--–-----------––---------------------------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 3-.0--08.0--.0--0--) ექვივალენტურ ნაწილს.

მსჯავრდებულ დ-----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2-1- წლის 17 ოქტომბრიდან - 2-17 წლის 13 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

ვ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

ვ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ვ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით;

ვ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ვ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2-1- წლის 17 ოქტომბრიდან - 2-17 წლის 13 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

კ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

კ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2-1- წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

მსჯავრდებულ კ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2-1- წლის 17 ოქტომბრიდან - 2-17 წლის 2- ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2-1- წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას კ---------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ბ-------------ის საკუთრებაში არსებულ, თ--------–--------------------–---------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონების (ს/კ 3-.0-.3--1--) ექვივალენტურ ნაწილს.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ, დაუდგენელი პირების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე