გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #071210118002539693
საქმე #2/178-2018წ
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
შესაგებლის წარუდგენლობის გამო
საქართველოს სახელით
12.02.2019 წელი ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“
მოპასუხეები: ნ-----–----- ს----–---–-, მ------ ს----–---–-, თ------ მ----------
მოსარჩელის წარმომადგენელი: ც------ ც-----
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2018 წლის 11 ივლისს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ს წარმომადგენელმა - ც------ ც-----მ, მოპასუხეების - ნ-----–----- ს----–---–-ს, მ------ ს----–---–-სა და თ------ მ----------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართებზე, რაც ჩაბარდა თ------ მ----------ს პირადად - 2018 წლის 20 ნოემბერს, გზავნილი ნ-----–----- ს----–---–-სათვის ჩაბარდა დედას - თ------ მ----------ს 2018 წლის 10 სექტემბერს, და გზავნილი მ------ ს----–---–-სათვის, ასევე, ჩაბარდა დედას - თ------ მ----------ს 2018 წლის 10 სექტემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, მაგრამ მოპასუხეებს დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეებს გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართებზე, რაც ჩაბარდა თ------ მ----------ს, პირადად - 2018 წლის 20 ნოემბერს, გზავნილი ნ-----–----- ს----–---–-სათვის ჩაბარდა დედას-თ------ მ----------ს 2018 წლის 10 სექტემბერს, გზავნილი მ------ ს----–---–-სათვის, ასევე, ჩაბარდა დედას - თ------ მ----------ს 2018 წლის 10 სექტემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 (ათი) დღის ვადა (2018 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით თ------ მ-----------თვის, ხოლო 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით ნ-----–----- ს----–---–-სა და მ------ ს----–---–-სათვის), მაგრამ მოპასუხეებმა დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი „თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა“. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თავისი ინიციატივით მოახდინოს შესაგებლისათვის დანიშნული 10 დღიანი ვადის გაგრძელება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 394-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 39-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტისა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ თანხის ანაზღაურება მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს მოპასუხეებს ნ-----–----- ს----–---–-, მ------ ს----–---–- და თ------ მ----------ს.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილბის დაუყონებლივ აღსრულების თაობაზე, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, დაუყოვნებლივი აღსრულება ეხება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მიღებებული არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია ამავე ინსტანციის სასამართლოში, ნათელია, რომ პირველი ინსტაციის მიერ მიღებული აღნიშნული სახის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ინსტანციის სასამართლოში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნ-----–----- ს----–---–- (პირადი ნომრით: 3----------), მ------ ს----–---–- (პირადი ნომრით: 0----------) და თ------ მ----------ს (პირადი ნომერი: 3----------), შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1590.56 (ათას ხუთას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) (ძირი თანხა: 1390.36 ლარი, პროცენტი - 200.2 ლარი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს - ნ-----–----- ს----–---–-, მ------ ს----–---–- და თ------ მ----------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
5. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი