გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
071210018002571598
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 071210018002571598

საქმე № 2/191-2018წ

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

შესაგებლის წარუდგენლობის გამო

საქართველოს სახელით

12.02.2019 წელი ქ. საგარეჯო

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

მოსარჩელე: შპს „----–--“

წარმომადგენელი: ვ------- ბ-----–-, ნ---- ს--------–---

მოპასუხე: გ---- ფ--–------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

2018 წლის 23 ივლისს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „----–--“-ს წარმომადგენელმა - ვ------- ბ-----–--, მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–- გაეგზავნა ორჯერ - 13.08.2018 წელს და 04.09.2018 წელს (მის: ს----------- რაიონი, სოფელი კ-------- სახლი №22, ბინა №12) თუმცა, ვერ ჩაბარდა ადრესატს მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო.

 

სასამართლოს 27.11.2018 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–-სათვის (პ/ნ 3----------) შპს „----–--“-ს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლის ჩაბარება, შემდეგ (ძირითად) მისამართზე: ს----------, სოფელი კ--------, სახლი №22, ბინა №12.

 

შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს განყოფილების - 11.12.2018 წლის წერილით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–-სათვის გადასაცემად ჩაბარდა მის მეუღლეს - ე---------- ა---------–---–- 09.12.2018 წელს, სარჩელში მითითებული მისამართზე.

 

წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხე გ---- ფ--–------–---–- დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, რაც დასრულდა 19.12.2018 წელს. მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს განყოფილების - 11.12.2018 წლის წერილით ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–-სათვის გადასაცემად ჩაბარდა მის მეუღლეს - ე---------- ა---------–---–- 09.12.2018 წელს, სარჩელში მითითებული მისამართზე.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე გ---- ფ--–------–---–-სათვის ჩაბარდა მეუღლეს - ე---------- ა---------–---–- 2018 წლის 09 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად გ---- ფ--–------–---–- დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა (2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით), თუმცა, მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი „თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა“. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თავისი ინიციატივით მოახდინოს შესაგებლისათვის დანიშნული 10 დღიანი ვადის გაგრძელება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 39-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტისა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ თანხის ანაზღაურება მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–-.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გადაწყვეტილბის დაუყონებლივ აღსრულების თაობაზე, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, დაუყოვნებლივი აღსრულება ეხება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილებას, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში მიღებებული არის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია ამავე ინსტანციის სასამართლოში, ნათელია, რომ პირველი ინსტაციის მიერ მიღებული აღნიშნული სახის გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ინსტანციის სასამართლოში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გ---- ფ--–------–---–- (პირადი ნომრით: 3----------) შპს „----–--“ -ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 2 000.00 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 936.40 ლარი, პროცენტი - 56.61 ლარი და პირგასამტეხლო - 1 006.99 ლარი.

 

3. მოპასუხე - გ---- ფ--–------–---–- დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი