გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #071210018002658267
საქმე #2/267-2018წ
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
შესაგებლის წარუდგენლობის გამო
საქართველოს სახელით
12.02.2019 წელი ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
მოსარჩელე: შპს „---- კ---------“
მოსარჩელის წარმომადგენლები: მ------ თ------–-–---–-, ნ---- დ---–---, გ---–- რ------
მოპასუხე: ლ----- ყ---------–---–-
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2018 წლის 2 ოქტომბერს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მომართა შპს „---- კ---------“-ს წარმომადგენელმა - მ------ თ------–-–---–-- მოპასუხე - ლ----- ყ---------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც ჩაბარდა ლ----- ყ---------–---–-ს მამას - ი----- ყ---------–---–- 2018 წლის 6 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა. მაგრამ, მოპასუხე - ლ----- ყ---------–---–-- დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხე ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები ჩაბარდა ლ----- ყ---------–---–-ს მამას - ი----- ყ---------–---–- 2018 წლის 6 დეკემბერს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად ლ----- ყ---------–---–- დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა (2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით), მაგრამ, მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი „თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა“. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ხოლო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თავისი ინიციატივით მოახდინოს შესაგებლისათვის დანიშნული 10 დღიანი ვადის გაგრძელება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 39-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტისა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ თანხის ანაზღაურება მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს მოპასუხე ლ----- ყ---------–---–-.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ლ----- ყ---------–---–- (პირადი ნომრით: 3----------) შპს „---- კ---------“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 1788.64 (ათას შვიდას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) (ძირი თანხა: 700.00 ლარი, სარგებელი - 38.22 ლარი, პირგასამტეხლო - 1050.42 ლარი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე - ლ----- ყ---------–---–- დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურების თანხის - 45 (ორმოცდახუთი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
4. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი