განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002632097
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- ზ-------–---–ი,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ----- პ--------ა,ბრალდებული - ი-----– გ------ ძე დ--–----–---ი დაბადებული 1----–-–----------, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-–------------------–----------------ში.

 

თარჯიმანი - კ----------------,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (4 ეპიზოდი), ამავე კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: - 2017 წლის 1-------------- გაცემული შემაკავებელი ორდერით N0----- ი-----– დ--–----–---ს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მისი ძმის მეუღლე ს--–----- ბ-----–---ა ცხოვრობს და აეკრძალა ს--–----- ბ-----–---ასთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მოახლოვება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი-----– დ--–----–---ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2017 წლის 1-----------ერს, საღამოს, იმყოფებოდა ს--–----- ბ-----–---ას საცხოვრებელ სახლთან მდებარე ქ------–------–-–------------------–--------------- და იძალადა მის მიმართ, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2017 წლის 1-------------- გაცემული შემაკავებელი ორდერით N0----- ი-----– დ--–----–---ს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მისი ძმის მეუღლე ს--–----- ბ-----–---ა ცხოვრობს და აეკრძალა ს--–----- ბ-----–---ასთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მოახლოვება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი-----– დ--–----–---ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2017 წლის 1--------------ს, საღამოს, იმყოფებოდა ს--–----- ბ-----–---ას საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ------–-------–-–------------------–--------------- და იძალადა მის მიმართ, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2017 წლის 2-----------ს გაცემული შემაკავებელი ორდერით N0------ ი-----– დ--–----–---ს დაეკისრა იმ სახლისგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მისი ძმის მეუღლე ს--–---- ბ-----–---ა ცხოვრობს და აეკრძალა ს--–---- ბ-----–---ასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი-----– დ--–----–---ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2017 წლის 2------------ს, საღამოს იმყოფებოდა ს--–---- ბ-----–---ას საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ------–-------–-–------------------–--------------- და იძალადა მის მიმართ, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2017 წლის 2-----------ს გაცემული შემაკავებელი ორდერით N0------ ი-----– დ--–----–---ს დაეკისრა იმ სახლისგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მისი ძმის მეუღლე ს--–---- ბ-----–---ა ცხოვრობს და აეკრძალა ს--–---- ბ-----–---ასთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა ი-----– დ--–----–---ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2017 წლის 2------------ს, დილით იმყოფებოდა ს--–---- ბ-----–---ას საცხოვრებელ სახლთან, თბილისი, ვ-–-–------------------–--------------- და იძალადა მის მიმართ, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2017 წლის 2-------- გაცემული შემაკავებელი ორდერით N0----- ი-----– დ--–----–---ს აეკრძალა ძმასთან - ა----– დ--–----–---თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

2017 წლის 2-------- გაცემული შემაკავებელი ორდერით N0----- ი-----– დ--–----–---ს აეკრძალა ძმასთან - ა----– დ--–----–---თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი-----– დ--–----–---ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2-------ს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2017 წლის 2--------, დილით, იმყოფებოდა ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ------–-------–-–------------------–--------------- და მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდით ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2018 წლის 1------------–- გაცემული შემაკავებელი ორდერით N------ ი-----– დ--–----–---ს დაეკისრა იმ სახლისგან განცალკევების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მისი ძმა ა---- დ--–----–---ი ცხოვრებს და აეკრძალა მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ი-----– დ--–----–---ი, რომელიც 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2018 წლის 1------------–-, საღამოს იმყოფებოდა ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ------–-------–-–------------------–--------------- და მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდით ოჯახური დანაშაული, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

ი-----– დ--–----–---ი ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ძმას - ა----– დ--–----–---ს, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

დაზარალებულ ა----– დ--–----–---ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ი-----– დ--–----–---ი არის მისი ძმა და მათ აქვთ საერთო ეზო. დაახლოებით სამი წელია, რაც ძმასთან ი-----– დ--–----–---თან აქვს კონფლიქტი უძრავი ქონების გაყოფაზე. ამავე პერიოდში ი-----– დ--–----–---ი სვამდა სისტემატურად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორც მას ასევე მის მეუღლეს ს--–---- ბ-----–---ას.

დაზარალებულ ს--–---- ბ-----–---ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2017წლის 1--------------, 1--------------ს, 2-----------ს, 2------------ს, 2------------სა და 1------------–- ი-----– დ--–----–---ი იმყოფებდა ეზოში და აგინებდა, როგორც მას, ასევე ა----– დ--–----–---ს.

2017 წლის 1-------- შემაკავებელი ორდერით ი-----– დ--–----–---ს აეკრძალა ა----– დ--–----–---თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც ის იმყოფება, ასევე დაეკისრა ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელი სახლიდან მოცილების ვალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-------- გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2017 წლის 1-------- შემაკავებელი ორდერი.

2017 წლის 2-------ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, ი-----– დ--–----–---მა დაარღვია 2017 წლის 1-------- შემაკავებელი ორდერის პირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2-------ს დადგენილებით ი-----– დ--–----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 3 (სამი) დღე - ღამის ვადით.

2017 წლის 2--------- შემაკავებელი ორდერით ი-----– დ--–----–---ს 30 დღით აეკრძალა ა----– დ--–----–---თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც ის იმყოფება, ასევე დაეკისრა ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელი სახლიდან მოცილების ვალდებულება.

2017 წლის 2--------- ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ოქმის თანახმად, ი-----– დ--–----–---მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ძმას, რის გამოც ადმინისტრაციულად დაკავებული იქნა იმავე დღეს.

2017 წლის 2--------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ი-----– დ--–----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5(ხუთი) დღე- ღამის ვადით.

2018 წლის 1------------–-- შემაკავებელი ორდერით ი-----– დ--–----–---ს 30 დღით აეკრძალა ა----– დ--–----–---თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც ის იმყოფება, ასევე დაეკისრა ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელი სახლიდან მოცილების ვალდებულება.

2018 წლის 1-----------–-- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად: - ი-----– დ--–----–---მა 2018 წლის 1------------–- დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, იგი მივიდა მისი ძმის - ა----– დ--–----–---ის საცხოვრებელ სახლში. ი-----– დ--–----–---ი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-- დადგენილებით შეწყდა ი-----– დ--–----–---ის მიმართ 2018 წლის 1------------–- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები გადაეცა პროკურატურას.

2017 წლის 1-------------ის N0----- შემაკავებელი ორდერის და 2017 წლის 1-------------- N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ი-----– დ--–----–---ს 30 დღით აეკრძალა ს--–---- ბ-----–---ასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე დაეკისრა ს--–---- ბ-----–---ას საცხოვრებელი სახლიდან მოცილების ვალდებულება.

2017 წლის 1-------------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმით დგინდება, რომ ი-----– დ--–----–---მა 2017 წლის 1-----------ერს თბილისში, ვ-–-–------------------–----------------ში დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც იგი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------------ის დადგენილებით შეწყდა ი-----– დ--–----–---ის მიმართ 2017 წლის 1-------------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები გადაეცა პროკურატურას.

2017 წლის 1-------------ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმით დგინდება, რომ ი-----– დ--–----–---მა 2017 წლის 1--------------ს, თბილისში, ვ-–-–------------------–----------------ში დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც იგი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------------ის დადგენილებით შეწყდა ი-----– დ--–----–---ის მიმართ 2017 წლის 1-------------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები გადაეცა პროკურატურას.

2017 წლის 2----------ის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად: - ი-----– დ--–----–---ს 30 დღით აეკრძალა ს--–---- ბ-----–---ასთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე დაეკისრა ს--–---- ბ-----–---ას საცხოვრებელი სახლიდან მოცილების ვალდებულება.

მოწმეების მ---- ხ-----–--ს და შ--- კ------ის გამოკითხვის შედეგად მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2017 წლის 2------------ს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ, თბილისში, ვ-–-–------------------–----------------ში, სადაც დახვდათ ს--–----- ბ-----–---ა, რომელმაც მიუთითა ეზოში მყოფ ი-----– დ---–-----–------ და განმარტა რომ ეს უკანასკნელი აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2017 წლის 2-----------ის ს--–---- ბ-----–---ას ახსნა - განმარტებით დადასტურებულია, რომ ი-----– დ--–----–---მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.

,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საეართაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი - არავინ შეიძლება მეორედ გაასამართლონ ან დასაჯონ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული ან გამართლებული რომელიმე ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად.

პირის ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობის გარანტიები უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და კონვენციით მე-7 ოქმის მე-4 მუხლით. დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე საბოლოოდ იქნა გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა და სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ N.14939/03 საქმეზე სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ დაადგინა მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა "წვრილმანი ხულიგნობისათვის" ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად, რომელიც კონვენციის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მიხედვით უტოლდება "სისხლისსამართლებრივ პროცედურას". მას შემდეგ რაც მისი მსჯავრდება "საბოლოო" გახდა, მას წარედგინა რამდენიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდება. მათ შორის, უმეტესობა ეხებოდა მომჩივნის ქცევას სხვა დროსა თუ სხვა ადგილზე. თუმცა, ბრალდება "ხულიგნობისათვის" ეხებოდა ზუსტად იგივე ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა "წვრილმანი ხულიგნობისას" და მოიცავდა დიდ წილად იგივე ფაქტებს.

ზემოაღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი არ იზღუდება მხოლოდ ორჯერ დასჯის აკრძალვით, არამედ ამასთანვე მოიცავს უფლებას არ იყო ორჯერ ბრალდებული ან გასამართლებული (იხ.Franz Fischer). ასე რომ არ ყოფილიყო, აუცილებელი იქნებოდა სიტყვა "დასჯილის" დამატება სიტყვა "გასამართლებულ"-ზე, რადგანაც გამოიწვევდა მარტივ გაორებას. მე-7 ოქმის მე-4 მუხლი ვრცელდება მაშინაც კი, როდესაც ინდივიდი უბრალოდ ბრალდებულ იქნა, მაგრამ არ მოხდა მისი მსჯავრდება. სასამართლო იმეორებს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი შეიცავს სამ განსხვავებულ გარანტიას და ადგენს, რომ არავინ უნდა იყოს 1) პასუხისმგებელი გასამართლდეს, 2) გასამართლებული ან 3) დასჯილი იგივე სამართალდარღვევისათვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით: - 2017 წლის 2--------- ფაქტთან დაკავშირებით, 2017 წლის 2--------- შემაკავებელი ორდერით ი-----– დ--–----–---მა დაკისრებული ვალდებულება 2017 წლის 2--------- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად დაარღვია მაშინ, როდესაც იგი ადმინისტრაციულსახდელ დადებული იყო და ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არ იყო გასული 1 წელი.

2017 წლის 2--------- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ადმინისტრაციულად დაკავებული ი-----– დ--–----–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 (ხუთი) დღე- ღამის ვადით.

ზემოთმოყვანილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის და საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე ი-----– დ--–----–---ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 2--------- ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა და ი-----– დ--–----–---ი წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა გამართლდეს.

ი-----– დ--–----–---ს ასევე ბრალად დაედო, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დაზარალებული ა----– დ--–----–---ი გამოკითხვის დროს განმარტავს, რომ ი-----– დ--–----–---ის მხრიდან გინებისა და უშვერი სიტყვების ძახილის შედეგად განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ზემოაღნიშნული განმარტებულია, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფსიქიკური ტკივილი, რაც მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით სასამართლოსათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად ვერ იქნება საკმარისი და თვლის, რომ ი-----– დ--–----–---ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებაში.

ამასთან, წარდგენილი ბრალდების ხუთ ეპიზოდში, როგორც დაზარალებულთა ასევე მოწმეთა, ხ---- კ------–--ის, გ------ი ბ--–----ის, ს---–--- არ----–---–ის, მ----ხ-----–--ს, შ--- კ------ის, გ-----–----ს, ს----– ნ------------ის, უ-–------–---ას, ზ------ დ--–----–---ის, ზ---- ფ-----ის, ნ-----–---- შ------–-–---–ისა და კ--- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----– დ--–----–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----– დ--–----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში განთავსებულ არაერთ დამცავ და შემაკავებელ ორდერებს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილისა და დარღვეული უფლებების კომპენსირება.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური.

სასამართლო მხედველობაში იღებს რა ზემოთდასახელებულ გარემოებებს, თვლის, რომ ი-----– დ--–----–---ს ბრალად წარდგენილი ქმედებებისათვის, კანონით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----– დ--–----–---ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 2--------- ეპიზოდი);

ი-----– დ--–----–---ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ი-----– დ--–----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1-----------რის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 1-------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 2-----------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 22----------ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1-----------–ის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----– დ--–----–---ს საბოლოო სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით;

ი-----– დ--–----–---ს სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 ივლისიდან;

გაუქმდეს ი-----– დ--–----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/