განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
330100118002745949
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ _ ი-----–- ქ--------ს

ბრალდებულ _ კ------ ჭ----------–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ კ------ გ-------ს ძე ჭ----------–ის, დაბადებულის 1--- წ-–--------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის მქონის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: თ-------- რაიონის სოფელ ჭ-------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-, ი--–---ს ქუჩა #-, ბინა №---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------ ჭ----------–ს წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------ ჭ----------–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2----–-–-------------ოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თბილისში, წ-------ს დ-----–---- ი--–---ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ------ ჭ----------–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუშტი ჩაარტყა თავის მეუღლეს - მ------ ზ----------ს თავის მიდამოში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

თანაცხოვრების პერიოდში კ------ ჭ----------–ი გენდერული დისკრიმინაციის და ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დამტკიცების მოტივით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს - მ------ ზ----------ს, რის შედეგადაც მ------ ზ----------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------ ჭ----------–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------ ჭ----------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა კ------ ჭ----------–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ კ------ ჭ----------–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აქვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კ------ ჭ----------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივ ასპექტზე. ბრალდების მხარემ მისი ქმედება, გარდა 2----–-–-------------ოს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისა, ცალკე ეპიზოდად დააკვალიფიცირა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი, რაც არასწორია, ვინაიდან, ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირება ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთობლივად ჩადენა ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია კ------ ჭ----------–ის მხრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ------ ზ----------ის მიმართ როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ადასტურებს უდავოდ ცნობილ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, რომლის თანახმად, „ჩემი მეუღლე დაახლოებით 20 წელიწადია იღებს ალკოჰოლურ სასმელს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ... ხდება აგრესიული და არაადეკვატური, ხშირად უმიზეზოდ მეჩხუბება, მიყვირის და მაგინებს ჩემი მშობლების მისამართით“). ამდენად, როცა პირს ერთდროულად განხორციელებული აქვს ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ორივე ალტერნატიული ქმედება - ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც, მათი შეფასება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად სწორი არ არის და კ------ ჭ----------–ისათვის წარდგენილი ბრალდების ორი ეპიზოდი უნდა გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ კ------ ჭ----------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ კ------ ჭ----------–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. რაც შეეხება ბრალში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებას, - კ------ ჭ----------–ის მიერ „გენდერული დისკრიმინაციის და ოჯახში მამაკაცის უპირატესობის დამტკიცების მოტივით“ დანაშაულის ჩადენას, სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია, რადგან საქმის მასალებით ირკვევა, რომ როგორც ძალადობის, ასევე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები განხორციელებულია საყოფაცხოვრებო კონფლიქტისა და ბრალდებულის მიერ ალკოჰოლის ხშირი მოხმარების გამო და არა გენდერული ნიშნით, ქალის უფლებების შეზღუდვის მიზნით. აღნიშნულზე არც დაზარალებული მიუთითებს გამოკითხვის ოქმში, სადაც დეტალურად აღწერს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კ------ ჭ----------–ის მიერ 2----–-–-------------ოს განხორციელებულია ძალადობა, რისთვის მას უნდა დაეკისროს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობა გამოიხატა მხოლოდ ერთჯერად დარტყმაში და არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს. დანაშაულის განმეორების რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხდება აგრესიული და შეურაცხყოფას აყენებს მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრებს. საქმეში არსებული 2----–-–-------------ოს გაცემული შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ კ------ ჭ----------–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს - ნ---- ჭ----------–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების რისკი, რაც აღკვეთილი ვერ იქნება არასაპატიმრო სასჯელის პირობებში.

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ კ------ ჭ----------–ი ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ------ ჭ----------–ი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------–-- განჩინებით, 2012 წ-–-- 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან პირობით ვადამდე იქნა გათავისუფლებული 2013 წ-–-- 29 მარტს და იმის გათვალისწინებით, რომ გასამართლებულ იქნა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, დანაშაულის ჩადენის დროისათვის (2----–-–-------------ოს) იგი ჯერ კიდევ ითვლებოდა ნასამართლევად (ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა 2019 წელს). გარდა ამისა, კ------ ჭ----------–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------ს განაჩენით.

ამასთან, საქმეში არსებული შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 20---–-–-------------ის წერილით ირკვევა, რომ კ------ ჭ----------–ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, არ არის გადახდილი, რის გამოც სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წ-–-- 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წ-–-- 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაუმძიმდა სანქცია (თავისუფლების აღკვეთა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა პასუხი უნდა აგოს 2018 წ-–-- 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------ ჭ----------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორი ეპიზოდი (2----–-–-------------ოს ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად და კ------ ჭ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წ-–-- 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------ ჭ----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, და ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

3. მსჯავრდებულ კ------ ჭ----------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წ-–-- 31 ოქტომბრიდან.

4. მსჯავრდებულ კ------ ჭ----------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. კ------ ჭ----------–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი