გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
საქმე N3/5602-17 28 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - არარეგისტრირებული კავშირი ,,იმ-----–---------ი”
წარმომადგენლები - ა---–----–--–---ი, ე---------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენლები - ნ----------------ე, ც-----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–--ე
მესამე პირი - სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ო
წარმომადგენელი - რ--------------ე (აღმასრულებელი დირექტორი)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №5------ მიმართვის ბათილად ცნობა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე იმ-----–---------ის (ს/კ 8-----21.---) სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოსათვის გადაცემის ნაწილში;
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2014 წლის 12 აგვისტოს სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს N------ განცხადებით მიმართა, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 58 (ორმოცდათვრამეტი) მეჩეთის და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების (მათ შორის ქალაქ მ--------––ი მდებარე ი------–--------–-----------ა მეჩეთის - საკადასტრო კოდი N8-----21.---) საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
მტკიცებულება: სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოს 2014 წლის 12 აგვისტოს N------ წერილი, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 183, 184-185), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა, დანართი (ს.ფ. 193, 194).
4.2. სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოს 2014 წლის 12 აგვისტოს N------ შუამდგომლობა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარმოებაში მიიღო და შესწავლის შემდეგ საკითხი განსახილველად სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო კომისიას წარუდგინა. აღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 23 დეკემბერს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოსათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა 23 მეჩეთი, მათ შორის ქალაქ მ--------––ი მდებარე ი------–--------–-----------ა მეჩეთი (საკადასტრო კოდი N8-----21.---). რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის მიხედვით, მითითებული მეჩეთები მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაში იყო და არ მიეკუთვნებოდა რომელიმე მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას, ამასთან, სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოს გარდა არც ერთ მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას არ მოუთხოვია ამ მეჩეთების სარგებლობის უფლებით გადაცემა.
მტკიცებულება: სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N1/746 რეკომენდაცია, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 195-196, 197).
4.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N5------ წერილით სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის N302 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანახმა იყო, სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ოსათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა დანართში მითითებული 22 მეჩეთი, მათ შორის ქალაქ მ--------––ი მდებარე ი------–--------–-----------ა მეჩეთის, საკადასტრო კოდი N8-----21.---) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არსებობის ვადით.
მტკიცებულება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N5------ წერილი, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 159, 160-161).
4.4. 2017 წლის 31 მარტს არარეგისტრირებულმა კავშირმა ,,იმ-----–---------მა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N1------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N5------ წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, რომ სადავო აქტით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო შესწავლის შედეგად მოქმედი საკულტო ნაგებობა - იმ-----–---------ი სახელმწიფომ გადასცა ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც არც სამართლებრივი და არც კონფესიური შემხებლობა არ ჰქონია ამ მეჩეთთან, ამით კი დაირღვა არარეგისტრირებული კავშირი „იმ-----–---------ის“ უფლებები. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად სამინისტროს ჯავიდ კურბანოვის, მირგატი ასადოვის, გაჯი გაჯიევის და რამალ ამირასლანოვის ახსნა-განმარტებები, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, არარეგისტრირებული კავშირი იმ-----–---------ის წესდება და სხდომის ოქმი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი წარედგინა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი, დანართი (ტომი 1, ს.ფ. 223-231, 232-288).
4.5. 2017 წლის 29 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არარეგისტრირებულ კავშირს ,,იმ-----–---------ს“ N------- წერილით მიმართა სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი იურიდიული ინტერესის დამადასტურებლად ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნით. პასუხად, არარეგისტრირებული კავშირი ,,იმ-----–---------ის“ 2017 წლის 14 ივნისის N------- განცხადებით სამინისტროს განემარტა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის N5------ მიმართვის ბათილად ცნობის შემთხვევაში, არარეგისტრირებული კავშირი იმ-----–---------ი, როგორც რეალური კონფესიური მესაკუთრე, შეძლებდა, დაებრუნებინა მის მფლობელობაში არსებული საკულტო ნაგებობა, შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის N1138 დადგენილებით დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმისა. ასევე, განმცხადებლის მითითებით, სადავო აქტიდან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, იმ-----–---------ის მესაკუთრესა და მფლობელს შესაძლებელია, არარეგისტრირებული კავშირი იმ-----–---------ისათვის აეკრძალა მეჩეთში რელიგიური საქმიანობის განხორციელება, რაც მის რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევა იქნებოდა.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 29 მარტის N------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 56-57); არარეგისტრირებული კავშირის ,,იმ-----–---------ის“ 2017 წლის 14 ივნისის N------- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 293-296).
4.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანებით არარეგისტრირებული კავშირი ,,იმ-----–---------ის“ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სადავო ბრძანების თანახმად, არ დასტურდებოდა საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მიმართ.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 220-222).
4.7. სსიპ ს-----–----------------–---------–------------------–ო არის ნებაყოფლობითი, მრავალეროვანი, ადგილობრივი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება (კავშირი), რომელიც იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ ერთიანობასა და ლოცვით ურთიერთობაში ყველა სხვა ქვეყნის ადგილობრივ დამოუკიდებელ ისლამურ გაერთიანებებთან. წესდების მიხედვით, სამმართველოს იურისდიქციაში შედიან: ა) საქართველოში მოქმედი ყველა მეჩეთი, მუსლიმი სასულიერო პირები, მათი მრევლი და სხვა ისლამური რელიგიური დაწესებულებები; ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, რომლებზედაც არ ვრცელდება სხვა ადგილობრივი ისლამური ორგანიზაციების იურისდიქცია; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ის მუსლიმები, რომლებიც არ შედიან ადგილობრივი ისლამური ორგანიზაციების შემადგენლობაში და სურვილი აქვთ, იყვნენ ს-----–----------------–---------–------------------–ოს იურისდიქციაში. ამავე წესდების მიხედვით, სამმართველოს მიზანია: ხელი შეუწყოს მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური თვითშეგნების დამკვიდრებას; იზრუნოს მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური წეს-ჩვეულებების ამაღლებისათვის; იზრუნოს მუსლიმური საზოგადოების მართლშეგნების როლის ამაღლებისათვის; იზრუნოს მუსლიმი მოზარდი ახალგაზრდებისა და სტუდენტების რელიგიური სწავლა-განათლების ხელშეწყობისათვის; იზრუნოს ისტორიული ადგილების მოვლა-პატრონობისათვის; იზრუნოს სასულიერო სკოლა-ინტერნატების, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოწყობასა და მოვლა-პატრონობისათვის; ხელი შეუწყოს მუსლიმური სამლოცველოების და სხვა საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობას; ხელი შეუწყოს სახელმწიფოსა და მუსლიმი საზოგადოების დაახლოებას, მრევლში სამოქალაქო და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას; წარმოაჩინოს და დაიცვას სამმართველოს წევრების ინტერესები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 175-176); წესდება (ტომი 1, ს.ფ. 177-182).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის N302 დადგენნილება.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №5------ წერილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს.
დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება რელიგიური და საკულტო ნაგებობები ( მოქმედი და უმოქმედო ), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული.
ამავე კანონის 35-ე მუხლი სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ ?????????? ???????????, ????????? ?? ?????? ??????????? ???????????, ??????????? ???????????????? ??????????? ?? ?????? ????????? ????????? ????????? ითვალისწინებს.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, არარეგისტრირებული კავშირი არ წარმოადგენს რა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს, შესაბამისად, მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, არ გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ, ამასთან, სსიპ საქართველოს ს-----–----------------–---------–------------------–ოს საქმიანობა და მიზნები არ ითვალისწინებს კონკრეტული მეჩეთით სარგებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №5------ წერილი ვერ ჩაითვლება მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის განმაპირობებელ აქტად. ამდენად, მოსარჩელის ინტერესი მითითებული წერილის ბათილად ცნობის მიმართ დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი, ასევე, მასზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტომი 1, ს.ფ. 24).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არარეგისტრირებული კავშირი ,,იმ-----–---------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია