განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-618-1-
(№021060818002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი: ა-- ხ-------–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული ლ---- მ-----–-–---–-, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------- რაიონი, სოფელი გ-----------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია აამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2017 წლის დეკემბერში, გარდაბნის რაიონის სოფელ გ-----------ში, საკუთრ საცხოვრებელ სახლში ლ---- მ-----–-–---–-- ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ხელებით და ფეხებით მიაყენა დაზიანებები თავისა და ტანის არეში მეუღლეს - მ----- მჭედლიშვილს არასრულწლოვანი შვილების მ---- მ-----–-–---–-სა (დაბ: 1-.1-.2---) და ე-–--- მ-----–-–---–-ს (დაბ: 0-.0-.2-1-) თანდასწრებით. აღნიშნულის შედეგად მ----- მ-----–-–---–-- გა--ცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო 14-15 წლის განმავლობაში ლ---- მ-----–-–---–- სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - მ----- მ-----–-–---–-, უწოდებდა მას უწესო ქალს და უვარგისს, ხოლო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შვილს - მ---- მ-----–-–---–- ეძახდა ქალაჩუნას და არაკაცს, მისი ამ ქმედებებით მ----- და მ---- მ-----–-–---–---- განიცადეს ტანჯვა.
_ 2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ გ-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ლ---- მ-----–-–---–-- მეუღლეს - მ----- მ-----–-–---–- ყოველგვარი მიზეზის გარეშე მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში და შემდეგ ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში მას, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი მ---- მ-----–-–---–- (დაბ: 1-.1-.2---). აღნიშნულის შედეგად მ----- მ-----–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ.
_ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია აამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1 დაზარალებულის მ----- მ-----–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ---- მ-----–-–---–---- ოჯახი შექმნილი აქვს 15 წელია და ჰყავთ 2 შვილი, მ---- მ-----–-–---–- და ე-–--- მ-----–-–---–-. მ---- არის 14 წლის, ხოლო ე-–--- 8 წლის. ცხოვრობს გ-----------ში შვილებთან ერთად. დედამთილს ჰქვია ნ---- და ცხოვრობს მათ გვერდით. თვითონ არ არის დასაქმებული, დიასახლისია. ბავშვები სწავლობენ სკოლაში. ლ---- მ-----–-–---–-, როდესაც ნასვამია, მასზე ძალადობს. ერთ დღესაც როდესაც იყო ნასვამი, მას კვლავ მიაყენა შეურაცყოფა, იგინებოდა მის მიმართ, მიზეზს არ ამბობდა. ჩხუბობდა, ხელითაც შეეხო. სახეში, სხეულზე დაარტყა რამდენჯერმე. ამ დროს ბავშვებიც სახლში იყვნენ და შეესწრნენ ამ ფაქტს, დედამთილი არ შესწრებია. ამის შემდეგ ის ბავშვებთან ერთად წავიდა სოფელ ლაგოდეხში მშობლების სახლში. მეუღლემ სთხოვა, რომ დაბრუნებულიყო. დაბრუნდა, მაგრამ ლ---- მ-----–-–---–-- იგივე გაიმეორა. დალევის დროს აგრესიულია მათ მიმართ. მიზეზი არ იცის. 2018 წლის 0- აგვისტოს ისევ ნასვამი მივიდა, მიზეზი არ იცის, უთხრა „მოგკლავო“ და ხელი გაარტყა სახეში, ყელში წაუჭირა. მერე გამოიქცნენ სახლიდან. დაზარალებული ბავშვს ეუბნებოდა ოთახში შესულიყო, ლ----მა კი უთხრა, რომ დარჩენილიყო ადგილზე. მ----მ დაინახა მათი კონფლიქტი. როდესაც შემოტრიალდა მის უკან იყო უკვე. მ----ს ხშირად ეძახის „არაკაცი“ ხარო, როდესაც ნასვამია. ე-–---ს მიმართ არ გამოხატავს აგრესიას. დედასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მის მიმართ აგრესიული არ არის. ბავშვები ამ ფაქტების შემდეგ, დამამშვიდებლებს სვამენ ექიმის დანიშნულებით. ე-–--- დაბნეული იყო, მასწავლებელმაც უთხრა ამის თაობაზე. როდესაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტკივილი, ტანჯვა და შიში განიცადა. მეუღლეს მის მიმართ ეჭვიანობის მიზეზი არ აქვს. განქორწინების შესახებ იყო საუბარი, მაგრამ არ გადადგეს ეს ნაბიჯი. მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აყენებდა შეურაცხყოფას. პოლიციას არ მიმართავდა, რადგან ეგონა გამოსწორდებოდა. მას თვითონ არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც შეპასუხებია არასდროს. განმარტავს, რომ მის ნათესავებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ოჯახთან და სხვების მიმართ არ აქვს აგრესია. როდესაც მეუღლე საზღვარგარეთ იყო, მათ არ ეხმარებოდა. ამჟამად სოციალურ დაუცველთა სიაში არიან. ლ---- მ-----–-–---–- თვითონ არ იღებს დახმარებას, რადგან როდესაც შეიყვანეს სიაში, პრობლემები შეექმნათ. შემთხვევის დღეს პოლიციაში არ უნდოდა დარეკვა და ამიტომ დედამთილს დაურეკა, როდესაც მეზობელთან ე----- ხუციშვილთან გადავიდა, ამ დროს ტელეფონი გაეთიშა. დედამთილმა მხოლოდ მონაყოლით იცოდა მათი კონფლიქტების შესახებ.
3.2 სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- მ-----–-–---–-- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მამის) ლ---- მ-----–-–---–-ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.3 მოწმე ე----- ხუციშვილის ჩვენებით მიხედვით იგი ცხოვრობს სოფელ გ-----------ში და ბრალდებულის ლ---- მ-----–-–---–-ს კარის მეზობელია. 30 მეტრი იქნება მათ სახლებს შორის დაშორება. ოჯახში კარგი ურთიერთობა აქვთ, თუმცა როდესაც ლ---- მ-----–-–---–- ნასვამი იყო ხმაური ისმოდა მათი სახლიდან. 2-1- წლის 6 აგვისტოს, 22:30 საათზე მ----- მ-----–-–---–- და მისი შვილები მასთან შევიდნენ სახლში, შეშინებულები იყვნენ, ნაცემი არ იყო არცერთი, არაფერი ემჩნეოდათ. მ-----ს და ბავშვებს სხვა დროს მისთვის დამხარებისთვის არ მიუმართავს. ის თავად არ შესულა მათთან რამის გასარკვევად. ამ დღეს მას არ გაუგია ჩხუბის ხმა. მათ თქვეს, რომ ლ---- მ-----–-–---–- ნასვამი იყო, შეეშინდათ და წამოვიდნენ. მ-----მ თავის დედამთილს დაურეკა. აღშფოთებული იყო მ---- და ტიროდა. ბავშვებმა თქვეს, რომ მამას რკინა ეჭირა, შეეშინდათ და წამოვიდნენ.
3.4 მოწმე ნ---- მ-----–-–---–-ს განმარტებით, ის ცხოვრობს გ-----------ში. მისი შვილი ლ---- მ-----–-–---–- ცალკე ცხოვრობს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 2-1- წლის 0- აგვისტოს იყო სამსახურში, როდესაც რძალმა მ----- მ-----–-–---–-- დაურეკა და შეატყობინა, რომ ლ----ი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ჩხუბობდა. სთხოვა, რომ დაერეკა და დაეწყნარებინა. მან დარეკა პოლიციაში, რადგან არ უნდოდა სხვა რამ მოჰყოლოდა მათ კონფლიქტს. მ-----სგან იცის, რომ ამ დღეს ლ---- მ-----–-–---–-- იჩხუბა. თვითონ მასთან კონფლიქტი არ ჰქონია. მათ კონფლიქტს რამდენჯერმე შესწრებია, როდესაც ნასვამია, მაშინ კამათობენ. სხვებს არ უშავებს არაფერს. როცა რძალმა დაურეკა, ის მეზობელთან იყო ბავშვებთან ერთად, კამათის დროს სად იყვნენ ბავშვები არ იცის.
3.5 მოწმე ნ-----–--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში. შეტყობინება მიიღეს 112-იდან ოჯახში ძალადობის შესახებ. პირი შესაძლოა მიმალულიყო და გამოცხადნენ დანაშაულის ადგილზე 2018 წლის 6 აგვისტოს საღამოს, ზუსტი დრო არ ახსოვს. მივიდნენ, ნახეს ეს პიროვნება და რომ არ მიმალულიყო, ადგილზე დააკავეს. გამომძიებელმა გ----------------–---–-- დაკავებულს განუმარტა მისი უფლებები. დაკავების ოქმს გაეცნო ბრალდებული და წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემდეგ მიიყვანეს განყოფილებაში და გადაიყვანეს რუსთავში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
3.6 მოწმე დ-----------–---–-- ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. ლ---- მ-----–-–---–- იცნობს საქმიდან გამომდინარე. მათ განყოფილებაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით ლ---- მ-----–-–---–- მიმართ. მის მიერ 2018 წლის 6 აგვისტოს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ---- მ-----–-–---–- იმყოფებოდა თავის სახლის მიმდებარედ. ამის თაობაზე შეადგინა ინფორმაციული პატაკი და მოახსენა ხელმძღვანელს. წყარო არის კონფიდენციალური. იგი უშუალოდ არ მონაწილეობდა ლ---- მ-----–-–---–-ს დაკავებაში, მან მხოლოდ პატაკი შეადგინა, რის თაობაზე გამოკითხულ იქნა გამომძიებლის გიორგი ფეიქრიშვილის მიერ.
3.7 მოწმე ზ-----–---------- განმარტებით, ის არის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გარდაბნის ფილიალის გამარჯვების ქვესადგურის მორიგე ექიმი. გამოძახებაზე იყო ქალბატონთან მ----- მ-----–-–---–----, რომელმაც მიმართა პოლიციას. მას აღენიშნებოდა ტკივილი ყელის არეში, აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, 2-1- წლის 7 აგვისტოს, 00:13 საათზე ჩაუტარდა შემოწმება. იცოდა, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან და სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება. მას ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება და ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო.
3.8 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ (ს.ფ. 1) 2018 წლის 06 აგვისტოს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს 021060818002 საქმეზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ: 2018 წლის 6 აგვისტოს გარდაბნის რაიონი, სოფელ გ-----------ში მცხოვრებ ლ----- მ-----–-–---–- მისმა მეუღლემ ლ---- მ-----–-–---–-- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.9 ნ---- მ-----–-–---–---- გასაუბრების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ (ს.ფ. 3) გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩია--ს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ----------------–---–-- ამავე განყოფილებაში შესული N1-99367 შეტყობინების საფუძველზე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს გარდაბნის რაიონის სოფელ გ-----------ში მცხოვრებ ნ---- მ-----–-–---–- ტელეფონის ნომერზე 5--------, რომელმაც საუბარში განაცხადა, რომ 2-1- წლის 0- აგვისტოს, დახლოებოთ 22:00-22:30 საათზე დაუკავშირდა მისი რძალი მ----- მ-----–-–---–-, რომელმაც განუცხადა, რომ მისი მეუღლე ლ---- მ-----–-–---–- ფიზიკურად ძალადობდა მასზე და ითხოვა აღნიშნული პოლიციისთვის შეეტყობინებინა.
3.1- 2018 წლის 07 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, (ს.ფ. 100-114) მოწმე მ----- მ-----–-–---–-ს გამოკითხვის დროს აღწერილი ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექპერიმენტი, გაჩიანის პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან ექსპერტ-კრიმინალისტ ს-------------------- ერთად მოწმე მ----- მ-----–-–---–-ს მითითებით გაემართნენ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მიმართულებით, სადაც მივიდნენ მ----- მ-----–-–---–-ს სახლთან, მან მიუთითა მოყავისფრო ჭიშკრისკენ და განმარტა, რომ აღნიშნული ჭიშკრიდან არის სახლში შესასვლელი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მარჯვენა მხარეს დგას ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, აღნიშნული სახლის გვერდით მიშენებულია პატარა შენობა, რაზედაც მ----- მ-----–-–---–-- განმარტა, რომ არის სამზარეულო ოთახი, სამზარეულო ოთახს აქვს ხის ერთგანყოფილებიანი კარები. აღნიშნული კარების გახსნის შემდეგ არის სამზარეულო ოთახი. შესასვლელი კარადის მოპირდაპირე მხარეს ფანჯარასთან დგას ხის სკამი, რომელზეც მ----- მ-----–-–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 06 აგვისტოს ღამის საათებში, სანამ მას ლ---- მ-----–-–---–- ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა, იჯდა სწორედ ამ სკამზე, აღნიშნული სკამიდან დაახლოებით ერთ მეტრში, მ-----მ მიუთითა იმ ადგილზე სადაც თავად იდგა, აღნიშნულის შემდეგ განმარტა რომ აღნიშნული კარიდან გავიდა იგი, მ-----მ ასევე მიუთითა სახლის კარებისკენ და განმარტა, რომ აღნიშნული კარები არის სახლში შესასვლელი კარი და მიუთითა საძინებელი ოთახისკენ, აღნიშნულ ოთახში იყვნენ ბავშვები და უყურებდნენ ტელევიზორს, რის შემდეგაც მ-----მ მიუთითა სახლში შესასვლელი კარები და კარის გვერდით დაგდებული რკინის ნაჭერი, რაზედაც მ-----მ განმარტა, რომ სწორედ ამ რკინის ნაჭრით მისი მეუღლე ლ---- მ-----–-–---–- მისდევდა მას და მის შვილებს, რის შემდეგაც მ----- მ-----–-–---–-- მიუთითა მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ ამ სახლში ცხოვრობენ ხუციშვილები და მიუთითა იმ ოთახისკენ სადაც შეიყვანა და დამალა ე-----ი ხ--–-–---–-- ის და მისი შვილები. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული იქნა ზემოხსენებული რკინის ნაჭერი და გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ერთი ცალი რკინის ნაჭერი, რომელიც მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის N-FC1423009 ფუთაში, გაკეთდა მასზე ხელმოწერები დაესვა თარიღი და საქმის ნომერი.
3.11 2018 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, (ს.ფ. 1-9-196) გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მარიამ ბიძინაშვილის, არასრულწოვანი მოწმის ე-–--- მ-----–-–---–-ს საპროცესო წარმომადგენლის ვიოლა ფალიანის, ექსპერტ-კრიმინალისტების მიშიკო მალასიძის, ირაკლი ზუმბაძის თანდასწრებით წაკითხული იქნა ე-–--- მ-----–-–---–-ს ჩვენება(08.08.2018წ), რის შემდგომაც დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა მოწმის ჩვენებისა და რეალური ფაქტების აღდგენის მიზნით. ზ/აღნიშნული პირები სამსახურეობრივი ავტომანქანებით გაემართნენ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებისკენ, ცენტრალური მაგისტრალური გზიდან გადაუხვიეს მარცხნივ და მივიდნენ მ----- ჭ----–-–---–-- (ე-–--- მ-----–-–---–-ს დედის) საცხოვრებელ სახლთან, რის შემდეგაც მ----- მ-----–-–---–-ს თანხმობით შევიდნენ საცხოვრებელი სახლის ჭიშკრიდან ეზოში. ეზოში დგას ერთსართულია-- სახლი, რომლის გვერდით არის მიშენებული სამზარეულო. ე-–--- მ-----–-–---–-ს განმარტებით, მ----- მ-----–-–---–-სა და ლ---- მ-----–-–---–-ს კონფლიქტის დროს თავის ძმასთან - მ---- მ-----–-–---–---- ერთად იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, სადაც მას ესმოდა დედ-მამის ჩხუბისა და ყვირილის ხმა. ე-–--- მ-----–-–---–-ს მითითებით მივიდნენ იმ ადგილზე (შესასვლელი ოთახი), საიდანაც ის გავიდა დედასთან და ძმასთან ერთად მეზობლის სახლში. ე-–--- მ-----–-–---–-- ასევე მიუთითა ის ადგილი (2017 წლის დეკემბრის ფაქტი), სადაც მამამ და დედამ იჩხუბეს და ლ---- მ-----–-–---–-- მ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გადაღებული იქნა 31ფოტოსურათი. რაიმე საგა--/ნივთი/ნივთიერება ამოღებული არ იქნა. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
3.12. 2018 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, (ს.ფ. 199-214) გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მარიამ ბიძინაშვილის, არასრულწოვანის მ---- მ-----–-–---–-ს, საპროცესო წარმომადგენლის ვიოლა ფალიანის, ექსპერტ კრიმინალისტების მიშიკო მალარიძის და ირაკლი ზუმბაძის თანდასწრებით წაკითხული იქნა 2018წლის 08 აგვისტოს, მოწმის სახით გამოკითხვის, ჩვენება, რის შემდგომაც დაიწყო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა მოწმის ჩვენებისა და რეალური ფაქტების აღდგენის მიზნით. აღნიშნული პირები სამსახურეობრივი ავტომანქანით გაემართნენ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებისკენ. ცენტრალური მაგისტრალური გზიდან გადავუხვიეთ მარცხნივ, რის შემდგომაც მივიდნენ მ----- მ-----–-–---–-ს საცხოვრებელ სახლთან. მ---- მ-----–-–---–-- თავდაპირველად მიუთითა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა დასთან ერთად დედ-მამის ჩხუბისა და კონფლიქტის დროს, ამის შემდეგ მან მიგვითითა ის ადგილი(სამზარეულო) სადაც მ----- და ლ---- მ-----–-–---–--- ჩხუბობდნენ, გავიდნენ საცხოვრებელი სახლის გარეთ, სადაც მ----მ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან დაინახა თუ როგორ მიაყენა ლ---- მ-----–-–---–-- მ----- მ-----–-–---–- ფიზიკური შეურაცხყოფა. სამზარეულოში შესვლისას მ---- მ-----–-–---–-- მიუთითა ის ადგილი, სადაც იჯდა ლ---- მ-----–-–---–- ნასვამ მდგომარეობაში, შემდგომ კი ადგა გაბრაზებული და მ-----ს წვდა ყელში, რა დროსაც ეუბნებოდა დაგახრჩობო. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე საგა--/ნივთი/ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, გადაღებული იქნა 52 ფოტოსურათი, ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
3.13. სასამართლოს სხდომაზე ჩვენება მისცა ბრალდებულმა ლ---- მ-----–-–---–--, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ ნაწილობრივ ახსოვს რასაც მოწმეები ამბობდნენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ნასვამი იყო ძალიან, ყველაფერი დეტალებში არ ახსოვს. დილით ,,კაპეზეში“ რომ გაიღვიძა თავის თავს ეკითხებოდა რა მოხდა ასეთი. ყველაფერში დამნაშავეა. სიმთვრალეში მოსდიოდა ასეთი რამე ალბათ. დაიფიცება ღმერთის წინაშე და კანონის წინაშე, რომ ეს აღარასდროს აღარ განმეორდება არც მის ოჯახში და არც არსად. საბოლოო სიტყვაში კი განმარტა, რომ სიტყვას იძლევა რომ მისი ასეთი საქციელი აღარ განმეორდება და ითხოვა პატიება.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ლ---- მ-----–-–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა”, ”ბ”, ”გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ლ---- მ-----–-–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტები - პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია აამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ლ---- მ-----–-–---–-ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.
4.3. ბრალდებულ ლ---- მ-----–-–---–-ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ლ---- მ-----–-–---–-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ლ----ი მ-----–-–---–- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ----ი მ-----–-–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ლ---- მ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი რკინის ნაჭერი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ----ი მ-----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ----ი მ-----–-–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
2. ლ----ი მ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 აგვისტოდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი რკინის ნაჭერი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი