გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
240210017002051339
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002051339

(2/634-2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - შპს მისო ,,რი-------------’’-ს (ს/კ 20-------)

წარმომადგენელი -მი----- ბუ-------–ი

წარმომადგენელი - ნ---- ბუ–---–---–ი

მოპასუხე - ამ----- ფუ--------ე

მოპასუხე - ქე------ ფუ--------ე

მოპასუხე - გი------ ფუ--------ე

მოპასუხე - იო--- ფუ--------ე

მოპასუხე - ელ--- ფუ--------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ამ----- ფუ--------ის, ქე------ ფუ--------ის, გი------ ფუ--------ის, იო--- ფუ--------ის და ელ--- ფუ--------ის უკანონო მფლობელობიდან შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრებაში არსებული ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით - 4--0--36.1--, გამოთხოვა და შპს მისო ,,რი-------------’’-სათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრებაში ირიცხება ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--3--1--- აღნიშნულ უძრავ ქონებას, უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობენ მოპასუხეები ამ----- ფუ--------ე, ქე------ ფუ--------ე, გი------ ფუ--------ე, იო--- ფუ--------ე და ელ--- ფუ--------ე, რის გამოც მოსარჩელეს არ ეძლევა თავისი კუთვნილი ქონებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეეებმა შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ამ----- ფუ--------ემ, განმარტა, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გამომდინარე აქედან მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (შესაგებელი, 31.01.2019 სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 11 ივლისიდან მოსარჩელე შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრებაში აღრიცხულია ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--3--1--- უძრავი ქონების შპს მისო ,,რი-------------’-ს სახელზე რეგისტრაციის საფუძველი გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის განკარგულება №A17026722-031/001.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ს. ფ. 15-16;

-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 ივნისის განკარგულება№A17026722-031/001. ს. ფ. 17

 

3.2.2. ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--3--1--- ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხეებს ამ----- ფუ--------ეს, ქე------ ფუ--------ეს, გი------ ფუ--------ეს, იო--- ფუ--------ეს და ელ--- ფუ--------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 31.01.2019).

 

3.2.3.მოპასუხე მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 31.01.2019).

 

3.2.4. ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს- შპს მისო ,,რი------------’’-ს არა აქვს ნივთის ფლობის საშუალება, რომლის საფუძველია ამ----- ფუ--------ის, ქე------ ფუ--------ის, გი------ ფუ--------ის, იო--- ფუ--------ის და ელ--- ფუ--------ის მიერ 4--0--3--1--- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი. 31.01.2019).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს მისო ,,რი-------------’’-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების ამ----- ფუ--------ის, ქე------ ფუ--------ის, გი------ ფუ--------ის, იო--- ფუ--------ის და ელ--- ფუ--------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრებაში არსებული ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდია 4--0--3--1--) და თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მოსარჩელე შპს მისო ,,რი------------’’-ს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-ე და 312-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე ამტკიცებს და ამას მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, რომ ქ. სე---–---------–-------------ში, მდებარე უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 4--0--3--1--- არის შპს მისო ,,რი-------------’’-ს საკუთრება. უძრავ ქონებას მოსარჩელე შპს მისო ,,რი-------------’’-ს ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები ამ-----ი ფუ--------ე, ქე------ ფუ--------ე, გი------ ფუ--------ე, იო--- ფუ--------ე და ელ--- ფუ--------ე და არ აძლევენ აღნიშნული ქონებით სარგებლობის საშუალებას მის კანონიერ მესაკუთრეს შპს მისო ,,რი-------------’’--ს, ანუ მოპასუხეთა მხრიდან ხელყოფილია შპს მისო ,,რი-------------’’-ს, საკუთრების უფლება 4--0--3--1-- საკადასტრო კოდის უძრავ ქონებასთან მიმართებაში, რის გამოც შპს მისო ,,რი-------------’’-ს წარმომადგენელი მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე (ს/კ 4--0--3--1--) უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2.მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ყველა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ზემოთმითითებული ნორმით დადგენილი ობიქტური და სუბიექტური წინაპირობები, რის გამოც ამ ნაწილში მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მითითებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს ამ----- ფუ--------ეს, ქე------ ფუ--------ეს, გი------ ფუ--------ეს, იო--- ფუ--------ეს და ელ--- ფუ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს მისო ,,რი-------------’’-ს (ს/კ 20-------) მოთხოვნა მოპასუხე ამ----- ფუ--------ის, ქე------ ფუ--------ის, გი------ ფუ--------ის, იო--- ფუ--------ის და ელ--- ფუ--------ის, მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

2. გამოთხოვილ იქნას მოპასუხე ამ-----ი ფუ--------ის (პ/ნ 39---------), ქე------ ფუ--------ის (პ/ნ 62---------), გი------ ფუ--------ის (პ/ნ 62---------), იო--- ფუ--------ის (პ/ნ 62---------) და ელ--- ფუ--------ის (პ/ნ 39---------), უკანონო მფლობელობიდან ქ. სე---–---------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება, (საკადასტრო კოდით - 4--0--3--1--) და მოსარჩელე შპს მისო ,,რი------------ს’’ გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ამ----- ფუ--------ეს, ქე------ ფუ--------ეს, გი------ ფუ--------ეს, იო--- ფუ--------ეს და ელ--- ფუ--------ეს მოსარჩელის შპს მისო ,,რი-------------’’-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 120 (ასოცი) ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია