გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5892-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე: შ--–----------ე
წარმომადგენელი: მ-----------–--ი, რ------–----ე
მოპასუხე: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ს----------–-------ე
მოპასუხე: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------
წარმომადგენელი: ს----------–-------ე
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: ქ--------------ე
მესამე პირები: მ-------–----ე, შპს ,,ტ--–----ი”
წარმომადგენლები: ს---–--------–-------–---–ი, კ--------–-------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა----------–---–-------–---------–ის 2015 წლის 17 აპრილის N0--------- დასკვნა ქონების შეფასების ნაწილში (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ.: ტ. III, 28.03.2016წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17:59:22 და იხ.: ტ. III, ს.ფ. 68);
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს A---------------- განკარგულება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: ტ. III, ს.ფ. 9-10);
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: ტ. II, ს.ფ. 378-397);
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №B---------- გადაწყვეტილება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ.: ტ. II, ს.ფ. 378-397).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - შპს ,,ტ--–----ისა” და მ-------–----ის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელს მხარი არ დაუჭირეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 22 იანვარს შპს ,,ტ--–----მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2----------; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ.), რომლის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს წარმოადგენდა შ--–----------ე, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა - 1--------–---ს; განცხადებას თან დაერთო ინფორმაცია მოვალის საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი მონაცემების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ტ--–----ის“ 22.01.2014წ. განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტ.I, ს.ფ. 246-247).
4.1.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ შპს ,,ტ--–----ის“ 2014 წლის 22 იანვრის განცხადება მოვალე შ--–----------ის მიმართ და სააღსრულებო საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადების მიღების ბარათი (ტ.I, ს.ფ. 278).
4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------მ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე შ--–----------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა A---------0------ წინადადება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა.
დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნული წინადადება მოვალე შ--–----------ეს პირადად ჩაბარდა - 2014 წლის 17 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-10.02.2014წ. №A---------0------ წინადადება (ტ.I, ს.ფ. 279-283);
- ჩაბარების დასტური ((ტ.I, ს.ფ. 285-286 და ტ.V, ს.ფ. 105-107).
4.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს შ--–----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს, სადაც წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს ,,ტ--–----ის“ მიმართ გააჩნდა მოთხოვნის უფლება, რომლის გაქვითვას ითხოვდა დაკისრებული თანხის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--–----------ის 2014 წლის 25 აგვისტოს განცხადება (ტ.I, ს.ფ.72-73);
-განცხადების მიღების ბარათი (ტ.I, ს.ფ.74).
4.1.5. დადგენილია ასევე, რომ 2014 წლის 24 აპრილს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------მ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურს შ--–----------ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეფასების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-24.04.2014წ. №A---------0------ მიმართვა (ტ.I, ს.ფ. 337).
4.1.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილით შპს ,,ტ--–----ს“ ეთხოვა შ--–----------ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შესაფასებლად შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: ბოლო 3 წლის მოგება-ზარალი; ბოლო 3 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციები, მიმდინარე პერიოდის ბალანსი; დებიტორ-კრედიტორები მიმდინარე პერიოდისთვის; ძირითადი საშუალებების ნუსხა; ნაშთები (სასაქონლო-მატერიალური მარაგის); შედარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-20.10.2014წ. №A---------0------ მიმართვა (ტ.I, ს.ფ. 346-347).
4.1.7. შპს ,,ტ--–----მა“ 2015 წლის 05 იანვარს წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2014 წლის 20 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ: 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაცია; 2011, 2012 და 2013 წლების ქონების გადასახადის დეკლარაცია; 2014 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,ტ--–----ის“ ბალანსი; დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია; შპს ,,ტ--–----ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერები; შედარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,ტ--–----ის“ 2015 წლის 15 იანვრის განცხადება (ტ.I, ს.ფ. 351).
4.1.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------მ კვლავ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურს შ--–----------ის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეფასების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-06.02.2015წ. №A---------0------ მიმართვა (ტ.I, ს.ფ. 352).
4.1.9. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის დასკვნით N0--------- ირკვევა, რომ შ--–----------ის კუთვნილი 30%-იანი წილი შპს ,,ტ--–----ში“ 2015 წლის 17 აპრილისათვის შეადგენდა (დამრგვალებით) 1--------------------–-------------------- ლარს. ამასთან, შპს ,,ტ--–----ის“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების ღირებულება შეფასების თარიღისთვის იყო 6----------–---ი, დებიტორული დავალიანება - 6------- ლარი, ხოლო ვალდებულებები - 3---------- ლარი, შესაბამისად, შ--–----------ის კუთვნილმა 30%-იანი წილის, წმინდა აქტივების, ღირებულებამ შპს ,,ტ--–----ში“ შეადგინა - 1 905 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონების შეფასების სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის დასკვნა N0--------- (ტ.I, ს.ფ. 391-423).
4.1.10. საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №A-------- საქმეზე აუქციონის დაწყების და დასრულების დროა - 0----------------------; ლოტს მიენიჭა სტატუსი - არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 1--------–---ი, ხოლო საგარანტიო თანხა - 8------–---ი.
2015 წლის 13 ივლისს გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი, რომელსაც 2015 წლის 21 ივლისს მიენიჭა სტატუსი არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 8-------–---ი, ხოლო საგარანტიო თანხა - 8------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდი ვებ.გვერდიდან - ------------------------------------------- (ტ.I, ს.ფ. 449-450);
-ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდი ვებ.გვერდიდან - ------------------------------------------ (ტ.I, ს.ფ. 451-452).
4.1.11. დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს, შ--–----------ემ წარადგინა საჩივარი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რომლითაც მოითხოვა №A-------- საქმეზე აუქციონის შეჩერება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანებით შ--–----------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შ--–----------ის 2015 წლის 10 ივლისის საჩივარი (ტ.I, ს.ფ. 434-438);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანება (ტ.I, ს.ფ. 439-442).
4.1.12. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №A-------- საქმეზე 2015 წლის 21 ივლისს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, სადაც ლოტის საწყისი ფასი იყო - 0 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა - 8------–---ი. 2015 წლის 29 ივლისს აუქციონზე გატანილი ქონების შემძენი გახდა მ-------–----ე, რომელმაც ქონება შეიძინა 8-------–---ად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდი ვებ.გვერდიდან - ------------------------------------------- (ტ.I, ს.ფ. 453-454).
4.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს NA---------------- განკარგულებით, მოვალის შ--–----------ის საკუთრებაში რიცხული შპს ,,ტ--–----ის“ 30%-იანი წილის შემძენი 21.07.2015-29.07.2015 წელს ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე გახდა მ-------–----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს NA---------------- განკარგულება (ტ.I, ს.ფ. 447-448).
4.1.14. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №B---------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,ტ--–----ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 29 ოქტომბერს წარდგენილი NB-------- განცხადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის (15:00:17) გადაწყვეტილება №B---------- (ტ.II, ს.ფ. 221);
- 2015 წლის 29 ოქტომბრის NB-------- პირობითი განცხადება (ტ.II, ს.ფ. 219-220).
4.1.15. საქმეში წარმოდგენილი ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 16 თებერვლის N0-------- დასკვნით ირკვევა, რომ შ--–----------ის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შპს ,,ტ--–----ში“ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 2----------–---ით. ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოყენებული მასალის ჩამონათვალი: შპს ,,ტ--–----ის“ ბალანსი 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით; შპს ,,ტ--–----ის“ 2017 წლის 26 ოქტომბრის ,,ცნობა“; შპს ,,ტ--–----ისა“ და მ-------–----ის რწმუნებულ კ--------–-------–---–ის განცხადება (თბილისის საქალაქო სასამართლო - 24/01/18); შ--–----------ის წარმომადგენლის რ------–----ის განცხადება (თბილისის საქალაქო სასამართლო - 13/12/17); ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; ქ. ბ------–----------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი (11 თებერვალი 2005 წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 16 თებერვლის N0-------- დასკვნა (ტ.IV, ს.ფ. 454-501).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი” (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს A---------------- განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №B---------- გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე შ--–----------ის მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა----------–---–-------–---------–ის 2015 წლის 17 აპრილის N0--------- დასკვნის უკანონოდ ცნობის შესახებ.
7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ხსენებული კანონის მე-2 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია აღსრულების ქვემდებარე აქტები, რომლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ხოლო მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. ამასთან, ამავე საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლი ითვალისწინებს აღსრულების დაწყების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 იანვარს, შპს ,,ტ--–----მა“ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2----------; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ.), რომლის თანახმად, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალეს წარმოადგენდა შ--–----------ე, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა - 1--------–---ს. განცხადებას თან დაერთო ინფორმაცია მოვალის საბანკო ანგარიშებისა და ქონებრივი მონაცემების შესახებ.
დადგენილია ასევე, რომ შპს ,,ტ--–----ის“ განცხადებისა და მასზე თანდართული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს მიერ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA-------- და აღმასრულებლის მიერ განხორციელდა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები, მოვალეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, განხორციელდა მოვალის ქონების მოძიება და ბანკში მოვალის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაცია. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------მ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე შ--–----------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა A---------0------ წინადადება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა. ზემოაღნიშნული გაფრთხილება მოვალე შ--–----------ეს პირადად ჩაბარდა - 2014 წლის 17 თებერვალს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
ხსენებული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს აღმასრულებელმა განახორციელა სხვადახვა სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, შეადგინა ქონების დაყადაღების შესახებ აქტი, თუმცა, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისას შეუძლებელი იყო ქონების ფასის დადგენა, კანონით დადგენილი წესით, მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და ხსენებული მუხლის შესაბამისად, იმ დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით, მოვალე შ--–----------ის შპს ,,ტ--–----ში“ კუთვნილი 30%-იანი წილის შეფასება მოითხოვა. რის შედეგადაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ განხორციელდა შ--–----------ის სახელზე რიცხული სარეალიზაციო ქონების შეფასება და მოვალის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილი შპს ,,ტ--–----ში“ 2015 წლის 17 აპრილისათვის, 2015 წლის 17 აპრილის დასკვნით შეფასდა 1--------------------–-------------------- ლარად. დასკვნის მისაღებად გამოყენებული იყო შემდეგი დოკუმენტაცია: შპს ,,ტ--–----ის“ 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაცია; 2011, 2012 და 2013 წლების ქონების გადასახადის დეკლარაცია; 2014 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,ტ--–----ის“ ბალანსი; დებიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობა; სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესახებ ინფორმაცია; შპს ,,ტ--–----ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერები; შედარების აქტი.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს ქმედებები ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით შეესაბამება სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობას. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა უკანონოა იქიდან გამომდინარე, რომ შემფასებლის მიერ შეფასების დასკვნაში არ იქნა გათვალისწინებული მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული (კანონით დადგენილი წესით კრედიტორის მიერ არ აღიარებული ვალი) მოთხოვნის გაქვითვის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კრედიტორის მიერ სადავოდ გამხდარ, საბუღალტრო მასალებით არ აღიარებულ ვალზე ვერ იმსჯელებდა, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულების გაქვითვას ახდენს კრედიტორის ნების არსებობის შემთხვევა, ან მოვალის მიერ შესაბამისი აღსასრულებელი გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ა----------–---–-------–---------–ის ქმედებების უკანონოდ აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
7.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის” სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის ქონების საწყის ფასს. მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ’’ რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების, ხოლო უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 1%-ს. მეორე განმეორებით, მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ აუქციონზე ან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრულ მესამე აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ს. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმეზე დადგენილია, რომ A-------- საქმეზე დაინიშნა იძულებითი ელექტრონული აუქციონი. ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდით დასტურდება, რომ №A-------- საქმეზე აუქციონის დაწყების და დასრულების დროა - 0----------------------; ლოტს მიენიჭა სტატუსი - არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 1--------–---ი, ხოლო საგარანტიო თანხა - 8------–---ი. 2015 წლის 13 ივლისს გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი, რომელსაც 2015 წლის 21 ივლისს მიენიჭა სტატუსი არ შემდგარი, აღნიშნული ლოტის საწყისი ფასი იყო - 8-------–---ი, ხოლო საგარანტიო თანხა - 8------–---ი. 2015 წლის 29 ივლისს დასრულებულ მეორე განმეორებით აუქციონზე კი, რომელზეც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს, ქონების შემძენი გახდა მ-------–----ე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 80 000 ლარად. ამდენად, ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს NA---------------- განკარგულებით, მოვალის შ--–----------ის საკუთრებაში რიცხული შპს ,,ტ--–----ის“ (2--------) 30%-იანი წილის შემძენი 21.07.2015-29.07.2015 წელს ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე გახდა მ-------–----ე.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს ქმედებები შეესაბამება სადავო პერდიოდში მოქმედ კანონმდებლობას, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს A---------------- განკარგულება.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია საქმეში წარმოდგენილია ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N0-------- დასკვნა, რომლითაც განმეორებით შეფასდა შ--–----------ის საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შპს ,,ტ--–----ში“ 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, რომლითაც წილის ფასი საორიენტაციოდ განისაზღვრა 2----------–---ით, რაც განსხვავდება საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებული შეფასების შედეგად მიღებული თანხის ოდენობისგან, თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელის ქონება გასხვისდა კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნულ მეორე განმეორებით აუქციონზე, რომელზეც ლოტის საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ა----------–---–-------–---------–ის 2015 წლის 17 აპრილის N0--------- დასკვნას საბოლოო (გადახდილი) ფასის განსაზღვრაში გავლენა არ მოუხდენია.
7.4. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლზე, როლის თანახმად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
დადგენილია, რომ შ--–----------ის მიერ 2015 წლის 10 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა №A-------- საქმეზე აუქციონის შეჩერებას შემდეგი საფუძვლებით: მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც უნდა გარკვეულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საკითხი, რაც გახდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, აღმასრულებლის მიერ არ მომხდარა მისი ინფორმირება აუქციონის დანიშვნის შესახებ. განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა შეფასების დასკვნას და აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა მოთხოვნა კრედიტორის მიმართ, შესაბამისად უნდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
დადგენილია, რომ 2014 წლის 17 თებერვალს, პირადად, მოვალე - შ--–----------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ეცნობა NA-------- სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მას 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად და დამატებით არ ეცნობებოდა.
რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლად მოსარჩელის მითითებას, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც უნდა გარკვეულიყო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საკითხი, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, იმ პირობებში, როდესაც აღსრულება ხორციელდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო ფურცლის ნომერი: 2----------; სააღსრულებო ფურცლის გამოცემის თარიღი: 30.09.2013წ.) საფუძველზე კრედიტორად მითითებული სუბიექტის სასარგებლოდ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც ძალაში იყო, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის საფუძვლით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან, აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეჩერება შესაძლებელი იყო პროკურორის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანება შ--–----------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა მიღებული.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის NB-------- პირობითი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა შპს ,,ტ--–----ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, უფლების დამდგენ დოკუმენტად კი დართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს NA---------------- განკარგულება - აუქციონზე შეძენილ ქონებაზე (წილზე) საკუთრების უფლების შესახებ.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტით, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება ქონების (წილის) აუქციონის წესით გასხვისების შესახებ კანონიერად იქნა მიჩნეული, სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №B---------- გადაწყვეტილება შპს ,,ტ--–----ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ა--------------------------------–-------------ს 2015 წლის 10 აგვისტოს A---------------- განკარგულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №---- ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის №B---------- გადაწყვეტილება, გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 24–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--–----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე