გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820210018002495796 (2-361/2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.01.2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
მოსარჩელე - ჯ------–-–-------ე
წარმომადგენელი - გ---------------------ე
მოპასუხე - ნ-------–------–----ე
წარმომადგენელი - ო----------–---–ი
დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - ნ-------–------–----ე
წარმომადგენელი - ო----------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - ჯ------–-–-------ე
წარმომადგენელი - გ---------------------ე
დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ----ს რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების ს---------------–--- რაიონული განყოფილება
მესამე პირების წარმომადგენელი - დარეჯან ბერიძე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი შვილის - ა---–-------ის (დაბადებული: 2----–-–-----------ს, პირადი ნომერი №6----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის - ჯ------–-–-------ის საცხოვრებელი ადგილი.
მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოსა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ------–-–-------ე მოპასუხე ნ-------–-----–----ესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთობლივი თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ საერთო შვილი ა---–-------ე, დაბადებული 2----–-–-----------ს. დღეის მდგომარეობით ნ-------–-----–----ეს ოჯახი აქვს შექმნილი სხვა პიროვნებასთან, სადაც მისი შვილი ა---–-------ე არაერთხელ გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მისი ინფორმაციით ნ-------–-----–----ეს ამჟამინდელი მამამთილის მხრიდან. მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც აუცილებელია მისი ბავშვის სწრაფად იზოლირება ძალადობრივი გარემოდან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე რეგისტრირებული ქორწინებით იყო მოსარჩელის მეუღლე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა---–-------ე, დაბადებული 2----–-–-----------ს. ერთად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელემ გაიჩინა საყვარელი, რომელიც შემდგომ ცოლად მოიყვანა, რაც გახდა მათი ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. მხარეთა შორის მომხდარია ქორწინების შეწყვეტა სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით შვილის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია მოპასუხე ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი და განსაზღვრულია მოსარჩელის მიერ შვილის ნახვის დღეები. ჯ------–-–-------ეზე დაკისრებულია სარჩო ალიმენტის გადახდა 250 ლარი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შემცირდა 150 ლარამდე. მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხისადმი დავალიანება სარჩო ალიმენტის სახით დაახლოებით 2000 ლარზე მეტი. ა---–-------ეს დედასთან ნ-------–------–----ესთან ყველა პირობა აქვს შექმნილი ნორმალური აღზრდა- განვითარებისთვის, ჯ------–-–-------ის ოჯახში ბავშვი იქნება დედინაცვლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მოუწევს მუდმივი დამცირება და ფიზიკური ზეწოლა, რაც არაერთხელ განხორციელდა, ჯ------–-–-------ე ყველა მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რაც დაკისრებული აქვს სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით. ნ-------–-----–----ის შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის ჯ------–-–-------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში ა---–-------ე ოჯახის წევრებისა და დედინაცვლის მხრიდან მუდმივად ფიზიკური ზეწოლის, დამცირების, შანტაჟისა და არანორმალური მიდგომების მსხვერპლი იქნება, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს მას და ფსიქიკურ აშლილობის მდგომარეობამდე მიიყვანს, რაც ფატალური შედეგით დასრულდება და მისი გამოსწორების შანსი ნულის ტოლი იქნება. ა---–-------ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია სასამართლოს მიერ დედის ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი, ხულოს რაიონი, სოფელი დ--------ა, სადაც მას ყველა პირობა აქვს შექმნილი სწორი აღზრდა-განვითარებისათვის და იგი უნდა გაიზარდოს ნ-------–------–----ის ოჯახში.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი შვილის - ა---–-------ის (დაბადებული: 2----–-–-----------ს, პირადი ნომერი №6----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი, ხულოს რაიონი, სოფელი დ--------ა.
მოპასუხეს ჯ------–-–-------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და იურდიული მომსახურებისათვის გადახდილი ჰონორარის 1000 ლარის გადახდა, მოსარჩელე ნ-------–------–----ის სასარგებლოდ.
3. შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე ნ-------–------–----ე 2010 წელს არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა მოპასუხე ჯ------–-–-------ეს, რომელთანაც ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 2011 წელს.
მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ა---–-------ე, დაბადებული 2----–-–-----------ს.
ერთად ცხოვრების პერიოდში მოპასუხე ჯ------–-–-------ემ გაიჩინა საყვარელი, რომელიც შემდგომ ცოლად მოიყვანა, რაც გახდა საფუძველი მხარეებს შორის უკმაყოფილების ჩამოვარდნის, რომელიც დასრულდა მხარეთა განქორწინებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით.
მცირეწლოვანი შვილის ა---–-------ის, დაბადებული 2----–-–-----------ს, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი ხულოს რაიონი, სოფ. დ--------ა.
მოპასუხე ჯ------–-–-------ე შეგნებულად თავს არიდებდა შვილის აღზრდაში მონაწილეობას, რაც გახდა საფუძველი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბერის (საქმე N2-331) გადაწყვეტილებით, სარჩო-ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მიუხედავად, მოპასუხე ჯ------–-–-------ე შეგნებულად თავს არიდებდა ალიმენტის სრულფასოვან გადახდას, კერძოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 (შვიდ) თვეში დაუგროვდა საალიმენტო დავალიანება 1337 ლარის ოდენობით, რომლისგანაც თავის დაღწევის მიზნით მოპასუხე ჯ------–-–-------ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს (საქმე 2-292/16) მოთხოვნით: ალიმენტის შემცირების 50 ლარამდე და ალიმენტის არსებული დავალიანების 1337 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებით სასამართლომ შეამცირა ყოველთვიური დაკისრებული ალიმენტი 150 ლარამდე, ხოლო არსებული საალიმენტო დავალიანების 1337 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების ნაწილში უარი უთხრა.
მოპასუხე ჯ------–-–-------ე ალიმენტის თაობაზე სააღსრულებლო საქმის წარმოების მიუხედავად გაურბის შვილის აღზრდაში მონაწილეობას და ამჟამადაც შემცირებულ მდგომარეობაში დაკისრებულ საალიმენტო დავალიანებას არ ასრულებს და გააჩნია 2000 ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება; უფრო მეტიც მან, ქ----ს რაიონის სოციალური მუშაკების თანდასწრებით გამოხატა მუქარა მოსარჩელის მიმართ და განაცხადა, რომ ჩაჯდება ციხეში, მაგრამ ალიმენტს არ გადაიხდის.
2018 წლის 08 ივნისს მოპასუხე მხარე ავიდა ხულოს რაიონის, სოფ. დ--------აში შვილის - ა---–-------ის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირობის შესაბამისად, ღამისთევით მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას წამოსაყვანად. მოსარჩელე ნ-------–------–----ემ შვილს გამოუცვალა ტანისამოსი და ღამისთევით გააყოლა მოპასუხე მხარეს, ქედის რაიონის, სოფ. ქვედა მ-----–---–ი.
მოპასუხე მხარის მიერ 2018 წლის 08 ივნისს შვილის ა---–-------ის ქ----ს რაიონში ჩაყვანისთანავე, მან დაიწყო მისი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება, კერძოდ: მიმართა ძალოვან სტრუქტურებს მასზედ, რომ მისი შვილი - ა---–-------ე არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ნ-------–------–----ის ოჯახის წევრის - მამამთილის მხრიდან; ასევე, 2018 წლის 14 ივნისს ჯ------–-–-------ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოთხოვნით: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მანამდე დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე.
2018 წლის 15 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმე (2-361/18) ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილი იქნა დროებითი განკარგულება - განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ა---–-------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პ/ნ 6----------), დროებით საცხოვრებელ ადგილად მამის - ჯ------–-–-------ის (პ/ნ 6----------) საცხოვრებელი ადგილი - ქედა, სოფ. ქ------------–-------------------- განსაზღვრის თაობაზე.
ჯ------–-–-------ის განცხადებაში მითითებული არგუმენტაცია, მისი პირადი მზაკვრული ჩანაფიქრი იყო, რასაც მთელი წელია ემუქრებოდა ნ-------–------–----ეს, მასზედ დაკისრებული როგორც მამის მიერ კანონით დადგენილი შვილის აღზრდის საქმეში დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულებისა და ასეთისაგან თავის დასაღწევად, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია კიდეც;
სასამართლომ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბავშვის ა---–-------ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ა---–-------ეს ყველა პირობა აქვს შექმნილი ნორმალური აღზრდა - განვითარებისათვის. ხულოს რაიონის, სოფ. დ--------აში ნ-------–------–----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არის სკოლამდელი დაწესებულება ბავშვთა ბაღი, რომელიც არის კაპიტალური ნაგებობა და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ოჯახის ყველა წევრს აქვს შემოსავლები, საკუთრებაში აქვთ სახნავ-სათიბი მიწის ნაკვეთები, ოჯახს ყავს პროდუქტიული პირუტყვი, დასასვენებელი დაჩა მწვანე ტბის მიმდებარედ, სადაც ა---–-------ეს ყველა პირობა აქვს შექმნილი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის; ასევე, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს მისი საოჯახო საცხოვრებელი პირობები, რასაც ვერ ვიტყვით ჯ------–-–-------ის ოჯახის პირობებზე, რადგან იგი სრულიად მოკლებული იქნება საბავშვო დაწესებულებაში მოთავსებასა და ასევე მოუწევს დედინაცვლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა და მუდმივი დამცირება და ფიზიკური ზეწოლა, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა, კერძოდ:
2016 წლის ივნისის თვეში ა---–-------ე ერთი თვით დარჩა მოპასუხე ჯ------–-–-------ესთან, რომელმაც შეთანხმება არ შეასრულა და ა---–-------ე არ დააბრუნა დედასთან, რის თაობაზეც ნ-------–------–----ეს სოციალური მუშაკების ჩარევა დასჭირდა და სააღსრულებო მოქმედების ოქმის შედგენით განხორციელდა შვილის გადაცემა. ამ პროცედურის დროს ნათელი გახდა, რომ ა---–-------ეს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა, რაზეც ხუთი ნაკერი ედო, რომელიც მამის ოჯახში ჰქონდა მიღებული, რომლის გამოსწორებაზე ნ-------–------–----ემ დიდი შრომა გასწია და თავის შვილს ატარებდა ბავშვთა საავადმყოფოში შეხვევებზე და მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე.
ჯ------–-–-------ე ძველ მეთოდებს იყენებს იმისათვის, რომ თავისი ნამოქმედარი სხვას დააბრალოს და გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკისრებული აქვს სასამართლოს მიერ, კერძოდ ალიმენტის დავალიანებისა და ყოველთვიური საალიმენტო თანხის გადახდა, რომლისაგან განთავისუფლების უზრუნველსაყოფად ყველა ბინძურ პროვოკაციაზე მიდის. ის დაზიანება, რაც მისი მარწმუნებლის შვილს აქვს მოსარჩელე მხარის ნამოქმედარია, რაც იქედან დასტურდება, რომ როცა მოსარჩელემ ა---–-------ე მასთან წაიყვანა, წაყვანამდე დედამ ნ-------–------–----ემ შვილს ტანისამოსი გამოუცვალა და მის შვილს არავითარი დაზიანება არ ჰქონდა და დიდი ალბათობით მის შვილს დაზიანებები, როგორც ადრე 5 ნაკერი ჰქონდა დადებული, ისე ამჟამადაც მამის ოჯახშია მიყენებული და მართლაც გამოძიებით დადგინდება მათი ჩამდენი პირი (პირები), ზუსტად ეს ხელშემშლელი გარემოება იყო მათთვის, რომ ა---–-------ე ორი დღის შემდეგ აღარ დააბრუნეს მის საცხოვრებელ ადგილას, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი და მიზანმიმართულად კურსი აიღეს ამ ქმედების სხვაზე გადაბრალების.
ამის უტყუარი მტკიცებულება მათთვის ხელმისაწვდომი გახდა სოციალური ქსელის მეშვეობით და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თავად, ჯ------–-–-------ის ოჯახში მყოფი პირის ვინმე მ----–-------ის მიერ, რომელიც ესწრებოდა 2018 წლის 09 ივნისს, ე.ი. ა---–-------ის ჯ------–-–-------ის ოჯახში ჩაყვანის მეორე დღეს, ა---–-------ის დაბადების დღისადმი გამოცხობილი ტორტის წარწერით „6“ დაგვიანებით მამის ოჯახში მისვლისას საზეიმო ღონისძიებას, სადაც მოქალაქე მ----–-------ემ პატარებს გადაუღო რამდენიმე სურათი მაგიდასთან და საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელიც გააზიარა სოციალურ ქსელში 2018 წლის 09 ივნისს სხვადასხვა დროის მონაკვეთში, კერძოდ: 11.26, 12.55, 13.08, 13.09, 13.19,16.34 და 19. 56 საათებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ დროისათვის, ე.ი. 09 ივნისს ა---–-------ეს სხეულზე არავითარი დაზიანების კვალი არ აქვს. აქედან და სოციალური ქსელის უტყუარობის ცნებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ 09 ივნისს ა---–-------ეს, რომელიც ერთი დღით ადრე 08 ივნისს ჩავიდა მამის ოჯახში სხეულზე არავითარი დაზიანების კვალი არ ჰქონია. ე.ი. არასრულწლოვან ა---–-------ეზე ძალადობა განხორციელებულია მამის ოჯახში, როგორც ადრე, ასევე ამჟამადაც.
2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა ბავშვთან ურთიერთობისას ორივე მშობელი თანაბარი უფლებებით სარგებლობდეს და ადგილი არ ჰქონდეს პირად ანგარიშსწორებას. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. თავდაპირველად სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილია ა---–-------ე აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, მშობლებმა თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვის საჭიროების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის.
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს ჯ------–-–-------ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ ბავშვი უნდა იქნეს დაცული ძალადობისაგან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ნ-------–------–----ე 2010 წელს არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად გაყვა მოპასუხე ჯ------–-–-------ეს, რომელთანაც ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 2011 წელს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ა---–-------ე, დაბადებული 2----–-–-----------ს. დღეის მდგომარეობით მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და მათ ოჯახი აქვთ შექმნილი სხვა პიროვნებებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელები, შესაგებელი,- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.2. განქორწინების შემდეგ ა---–-------ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დედის ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი, ხულოს რაიონი, სოფ. დ--------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტება
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბერის გადაწყვეტილება.
3.1.3. ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ჯ------–-–-------ის და მისი მშობლების უფლებამოსილება კვირაში ერთ დღეს საბავშვო ბაღში მოინახულონ ა---–-------ე (სოფ. დ--------ა), ასევე თვეში ერთხელ ჯ------–-–-------ემ და მისმა ოჯახის წევრებმა წაიყვანონ ბავშვი ღამისთევით საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებები
- ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
3.1.4. 2018 წლის 15 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმე (2-361/18) ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანილი იქნა დროებითი განკარგულება - განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ა---–-------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პ/ნ 6----------), დროებით საცხოვრებელ ადგილად მამის - ჯ------–-–-------ის (პ/ნ 6----------) საცხოვრებელი ადგილი - ქედა, სოფ. ქ------------–--------------------- განსაზღვრის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინება
3.1.5. სასამართლო დავის მიმდინარეობისას შემოწმდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2018 წლის 11 ივლისის დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, ნ-------–------–----ის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს 2 სართულიანი კეთილმოწყობილი ქვის სახლი, რომელიც შედგება 4 საძინებელი და 2 მისაღები ოთახისაგან. მოწესრიგებული აქვთ სამზარეულო და სააბაზანო. სახლი არის თანამედროვე პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებით (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და სხვა) ავეჯით გაწყობილი, ოთახები არის ჰიგიენურად მოწყობილი, ბავშვს აქვს თავისი საძინებელი ოთახი, სადაც უამრავი ასაკის შესაბამისი სათამაშო და ტანსაცმელია განლაგებული.
ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი, ხელფასებისა და პენსიების სახით, ნ-------–------–----ე მუშაობს ბიბლიოთეკაში და მისი ხელფასი შეადგენს 213 ლარს. ნ-------–------–----ის დედამთილი და მამამთილი ღებულობენ პენსიას 220-220 ლარს. ნ-------–------–----ის მეუღლე გ--–-----–--ე მუშაობს მშენებლობაზე სადაც თვიური ანაზღაურება მათი გადმოცემით დაახლოებით 1000 ლარიდან 1200 ლარამდე ლარს შეადგენს. ასევე ოჯახის უფროსი თამაზ მელაძე არის მოხელე, აშენებს სახლებს, რაც ოჯახის დამატებით შემოსავალს წარმოადგენს. ოჯახის წევრების გადმოცემით მათ სარგებლობაშია 8500 მ.კვ. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილი იჯარით აქვთ გაცემული, ნაწილში კი მოყავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ოჯახი ასევე ეწევა მეცხოველეობას, რომელიც შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ოჯახს აქვს საშუალება, რათა არასრულწლოვანი ა---–-------ის საჭიროებები დააკმაყოფილოს. ნ-------–------–----ის ოჯახში არის ბავშვის მოთხოვნილებებისადმი დამაკმაყოფილებელი სოციალური გარემო. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს შვილის ინტერესები. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი არ უნდა აისახოს ბავშვზე და მას შეუქმნან განვითარებისა და განათლების კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ----ს რაიონული განყოფილების 2018 წლის 21 ივნისის დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, ჯ------–-–-------ის საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს საკუთარი 2 სართულიანი ქვის სახლი ქედის რაიონის სოფელ მ-----–---–ი, სახლში არის 4 საძინებელი, 2 მისაღები, სამზარეულო და აბაზანა. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგ მდგომარეობაში, ოთახები არის ნათელი, განლაგებულია თანამედროვე ტექნიკა და ავეჯი.
ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს ა------–-------ის ხელფასი, მუშაობს დაცვის პოლიციაში და მისი ყოველთვიური ხელფასი არის 765 ლარი, როგორც ჯ------–-–-------ე ასევე მისი ძმა გ-------–-------ე არიან მეზღვაურები. ოჯახს გააჩნია საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სოფელ მ-----–---–ი, სადაც მოჰყავთ სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, ოჯახში მოხმარებისათვის, ასევე აქვთ ხე-ხილის ბაღი და ყავთ მეწველი ძროხა, ოჯახი უზრუნველყოფილია სოფლის პროდუქციით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნის თანახმად, ჯ------–-–-------ე ძირითად დროს საცხოვრებლად ატარებს ქედის რაიონის, სოფელ მ-----–---–ი, მშობლების საცხოვრებელ მისამართზე. ხანდახან ჩადის ბათუმში, ფ------------–--–--------------------------. სახლში იმყოფებოდა ჯ------–-–-------ე და მისი მეუღლე ს----------–--------------ე. საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს 44 კვ/მ. სახლში განლაგებულია ერთი საძინებელი და ერთი მისაღები ოთახი. სახლი კეთილმოწყობილია საჭირო ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ჯ------–-–-------ის გადმოცემით იგი არ მუშაობს. ოჯახში მუშაობს მისი მეუღლე ს---------–--------------ე. მის ხელფასი წარმოადგენს 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია
- ქ----ს სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია
- ხ---–--ს სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების, მხარეთა, სპეციალისტთა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს თავდაპირველი მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც ა---–-------ეზე დედის ოჯახში ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას და ა---–-------ე საკუთარი ნამდვილი ნების საფუძველზე აცხადებს უარს დედასთან ურთიერთობაზე.
თავდაპირველი მოსარჩელის ძირითადი არგუმენტი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით არის ბავშვის სურვილი იცხოვროს მამასთან, ვინაიდან მასზე დედის ოჯახში ხდებოდა ფიზიკური ძალადობა. სასამართლოს მოვალეობაა განსაზღვროს ჰქონდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებს ადგილი და ემთხვევა თუ არა ამ შემთხვევაში ბავშვის სურვილი მის საუკეთესო ინტერესს, არის თუ არა ეს სურვილი ბავშვის ნამდვილი სურვილი და ხომ არ განაპირობებს ამ სურვილს უფროსების მხრიდან ბავშვის ფსიქიკაზე, მის განცდებზე და ემოციებზე უარყოფითი გავლენა.
ა---–-------ეზე დედის ნ-------–------–----ის ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად სასამართლო საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტის ლევან ფუტკარაძის ჩვენებას, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ ა---–-------ეს ნამდვილად აღენიშნება სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია დადგინდეს ვინ მიაყენა მას დაზიანებები, ან რა ვითარებაში მიიღო მან ეს დაზიანებები.
მითითებული გარემოებები ვერ იქნა დადგენილი ასევე მოწმეთა ჩვენებებითაც.
თვით ა---–-------ე გამოკითხვის ოქმებში აღნიშნავს, რომ მას სცემა დედის ოჯახში მყოფმა ბაბუამ თამაზიმ.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 03 სექტემბრის დასკვნით ა---–-------ე თამაზ მელაძის ქმედებებიდან გამომდინარე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას ან ფსიქოლოგიურ ტრამვას. ა---–-------ე განიცდის მამის ჯ------–-–-------ის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.
ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ი-------------ის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით ვიზიტების დროს არ ჩანდა, რომ ბავშვი იმყოფებოდა ტრავმულ მდგომარეობაში, ვიზიტიდან ვიზიტამდე ბავშვი ცვლიდა მომხდარ ამბავს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვერ ორიენტირდებოდა სივრცეში და დროში, მომხდარ ამბავს უკავშირებდა ზამთარში, როცა თოვდა, შემდეგ თითებით აჩვენებდა 30 დღეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი და ემილი არ იყო დაბადებული. მორიგი ვიზიტის დროს ა---–-------ემ მიუთითა ახალი დაზიანებები, რომელიც მწერის ნაკბენი იყო და აღნიშნა, რომ ესეც თამაზიმ მიაყენა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგ თ--------------ის დასკვნის თანახმად ა---–-------ე ძალადობის შესახებ ერთნაირი ქრონოლოგიით ყვება, სავარაუდო მოძალადის ხსენებისას არ ჩანს ტრავმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შფოთვა, მოუსვენრობა, ნერვიულობა, გაღიზიანებადობა და ა.შ. დეტალებს ჩვეულებრივად მშვიდად, გაღიმებული გამომეტყველებით ყვება, არ იკვეთება სტრესული მდგომარეობის დროს დამახასიათებელი ქცევები. ბავშვს არ აქვს ტრამვასთან დაკავშირებული ემოციური პრობლემები, ბავშვის ქცევიდან გამომდინარე იოლად ექცევა გავლენის ქვეშ, შთაგონებადია, ბავშვი მოწოდებულ ინფორმაციას სარწმუნოდ ვერ ყვება, მისი მონაყოლი ტოვებს დასწავლილი ტექსტის შთაბეჭდილებას, სტრესული სიტუაციის გახსენებისთვის დამახასიათებელ არანაირ ემოციურ და სხეულებრივ რეაქციას არ ავლენს.
შესაბამისად ბავშვის განმარტებები, რომ მას სცემეს ვერ იქნება სარწმუნო და ვერ იქნა დადასტურებული.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 03 სექტემბრის დასკვნით ა---–-------ე განიცდის მამის ჯ------–-–-------ის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.
ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ი-------------ის 2018 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით ა---–-------ე ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა დედასთან შეხვედრაზე, მასთან ურთიერთობაზე, მაგრამ მიზეზი არასოდეს დაუსახელებია, თუმცა ფსიქოლოგთან მორიგი ვიზიტის დროს მოხდა დედისა და ბავშვის შეხვედრა, ანი გახდა ლაღი, მხიარული დედას შემოეხვია. ბავშვს ერთი საათის განმავლობაში აღენიშნებოდა ემოციური განწყობა დედის მიმართ, გამოხატავდა კმაყოფილებას დედასთან შეხვედრით. პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვისას ჯ------–-–-------ეს რამდენჯერმე სთხოვა შეეწყვიტა ბავშვის დაკითხვაში მონაწილეობის მიღება, რაც გამოიხატებოდა მინიშნებებით. ა---–-------ეს აღენიშნება ნეგატიური ქცევის ფორმები. აღსანიშნავია, რომ მას ენატრება დედა, იგი ვერ აანალიზებს მშობლების პირად ურთიერთობებს. ანი ორივე მშობელთან თავს კარგად გრძნობს და მისთვის მნიშვნელოვანია ორივესთან ურთიერთობა. ბავშვი პიროვნულად და ემოციურად არის გაორებულ მდგომარეობაში.
ბ------------–---–----ი მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა ი-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბავშვი ამჟამად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ძალიან აგრესიულია, დანგრეული აქვს ფსიქიკა, უკვე აქვს სკოლაში ათვისების პრობლემაც. შეხვედრისას დედას ეუბნება, რომ სძულს, როდესაც მას დედა ეკონტაქტება ჯ------–-–-------ე აგონებს ბავშვს, რომ ,,აი ნახეთ არ უნდა“. იყო შემთხვევა, რომ სამივემ ერთად გაისეირნა და ბავშვი იყო ძალიან ბედნიერი. ბავშვი ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშაა და დანგრეული აქვს ფსიქიკა, მასზე არის ცუდი ზეგავლენა. უნდა აღუდგეს დედასთან ურთიერთობა, ამჟამად ბავშვზე ფაქტიურად ზრუნავს ბებია და არა მამა. მამის მეორე მეუღლე, როგორც ბავშვისგან გაიგო ბებიამ არ შეუშვა სახლში და ესეც ახდენს ბავშვზე გავლენას. მამის მეორე ცოლისგან შეიტყო, რომ ბავშვს საქციელი შეცვლილი აქვს. ეს არის ბავშვზე ჰიპერმგრძნობელობა, რაც ანგრევს ბავშვის ფსიქიკას. ის გარემო, რაც ამჟამად ბავშვს აქვს მამის მხარეს ვერ იქნება სრულფასოვანი მისი აღზრდისთვის. დედის თანდასწრებით მუდმივად ადანაშაულებს მამა დედას, რაც ახდენს ბავშვზე გავლენას. პირველად, რომ შედგა შეხვედრა ბავშვი ისე მოეხვია დედას ყველა გაოცდა, რის შემდეგაც ჯ------–ი იძახდა, რომ ეშინოდა არ დაეკარგა ბავშვი და არ წაერთმიათ, რის შემდეგაც ბავშვი აღარ შედის შენობაში შეხვედრებზე, ან ურტყამს ფეხებს და ამბობს, რომ მამამ უთხრა. ჯ------–ი უღებს ტელეფონით ვიდეოს. ბავშვს რაც ესმის იმას აკეთებს, იგი არის მამის ზეგავლენის ქვეშ. გადამეტებული ზრუნვა არის ემოციური ძალადობა. მამას შეუძლია ანის მართვა. როდესაც მოყავთ ბავშვი დედასთან შეხვედრაზე ჯერ არ იცის დედა არის თუ არა და უკვე იძახის, რომ არ უნდა, თუმცა რა არ უნდა არ ამბობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგ თ--------------ის დასკვნის თანახმად ა---–-------ე საუბრისას ხშირად იყურება კარისკენ, განმარტების შემდეგ, რომ მათი საუბარი არავის ესმოდა ხალისიანი გახდა და შედარებით თამამად საუბრობს. ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში რაოდენობრივ უპირატესობას თანაბრად ანიჭებს ორივე მშობელს, თავისი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის ანი ირჩევს დედასთან და მამასთან ახლოს პოზიციას, ბავშვს აქვს ამბივალენტური მიჯაჭვულობა, ბავშვი ქცევიდან გამომდინარე იოლად ექცევა გავლენის ქვეშ, შთაგონებადია, იმ პერიოდში, როცა დედასთან არ იმყოფებოდა ჩანდა შეცვლილი ქცევა დედის მიმართ. ბავშვი დამოკიდებულება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ურთიერთობის სიტემის ხშირად ცვლაზე, გაორებულ მდგომარეობაზე, უფროსების კონფლიქტის სიმწვავეზე. მშობლებმა არ უნდა მოახდინონ თავიანთი განცდების გადატანა ბავშვზე, თავი შეიკავონ მანიპულაციურ-დემონსტრირებული ქცევებისგან. სასურველია ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, თავის მხრივ უფროსებმა უნდა იმოქმედონ ბავშვი ინტერესების გათვალისწინებით, არ გამოიყენონ დამაშორებელი ქცევები რომელიმე მშობელთან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგმა თ--------------ემ განმარტა, რომ ბავშვი თავიდან იყო სხვანაირი, ბავშვური. სურათი შემდეგ შეიცვალა და ის აღარ იყო ისეთი ბავშვი, იყო რადიკალურად შეცვლილი, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან დაზიანებულია. მისი შეცვლილი ქცევა გამოწვეულია უფროსების კონფლიქტის გავლენით. ბავშვს აქვს დედის მიმართ აგრესია, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, უნდა აღდგეს და გაღრმავდეს დედასთან ურთიერთობა. ბავშვს, რომ არ უნდა ხულოში წასვლა არ ნიშნავს, რომ არ უნდა დედა, მას აქვს დამოკიდებულება უფროსებზე და ჩანს ზეგავლენა, დედას რომ არ ხვდება ეს არაა მისი ქცევა, მამის მიდგომაა მნიშვნელოვანი, ის რომ არ უნდა დედა არასარწმუნოა და ეს არაა მისი ქცევა, ბავშვი ვის სივრცეშიცაა ეს იმის ბრალია, დედა ცდილობდა ყოველთვის არ გაეზარდა შფოთვის დონე. მამის გავლენა დიდია. დედისგან რომ ჩამოვიდა ასე არ იყო (იხ. ფსიქოლოგის ჩვენება).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არა ბავშვის ნამდვილი სურვილი იცხოვროს მამასთან, არამედ მასზე განხორციელებული ზეგავლენიდან გამომდინარე მძიმე ფსიქოლოგიური არჩევანი. სპეციალისტის განმარტებით ამ ზეგავლენამ უკვე ასახვა ჰპოვა ა---–-------ის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება მის ნეგატიურ დამოკიდებულებაში დედის მიმართ, მის სურვილში თავი აარიდოს დედაზე საუბარს და მასთან შეხვედრას. იგი პასუხობს არა იმას რაც მისი საკუთარი აზრია, არამედ იმას რაც ესმის ხშირად უფროსებისგან. ფსიქოლოგიური ზეგავლენას უკვე მოჰყვა მძიმე შედეგი, ბავშვის გაუცხოება დედის მიმართ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვი ვერ აანალიზებს მშობლების პირად ურთიერთობებს. ანი ორივე მშობელთან თავს კარგად გრძნობს და მისთვის მნიშვნელოვანია ორივესთან ურთიერთობა. ბავშვი პიროვნულად და ემოციურად არის გაორებულ მდგომარეობაში, ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში რაოდენობრივ უპირატესობას თანაბრად ანიჭებს ორივე მშობელს, თავისი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის ანი ირჩევს დედასთან და მამასთან ახლოს პოზიციას და მას უნდა აღუდგეს დედასთან ურთიერთობა, ის გარემო, სადაც ამჟამად იმყოფება ბავშვი ვერ იქნება სრულფასოვანი მისი აღზრდისთვის. სასურველია ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა. მომავალში, იგივე მდგომარეობის შენარჩუნებას შესაძლებელია გამოუსწორებელი ფსიქიკური შედეგი მოჰყვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფსიქოლოგ თ--------------ის გამოკვლევი შედეგები
- თ--------------ის ჩვენება
- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ქეთევან დიასამიძის ჩვენება
- ი-------------ის დასკვნა და ჩვენება
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყების შემდეგ ა---–-------ემ ცხოვრება განაგრძო დედასთან, რა დროსაც მას არ აღენიშნებოდა უარყოფითი ემოციები და ქცევები მამის ჯ------–-–-------ის მიმართ. ბავშვის ფსიქიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ა---–-------ემ გააგრძელა ცხოვრება მამასთან ჯ------–-–-------ესთან, რა დროსაც მას განუვითარდა დედის მიმართ აგრესია, რაც სპეციალისტების განმარტებით არაა ბავშვის ნორმალური და თავისუფალი ქცევა, იგი იმყოფება მამის ზეგავლენის ქვეშ, ამიტომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო დაედგინა შეძლებდა თუ არა იგი გადაელახა დედასთან გაუცხოების ბარიერი და აღედგინა დედასთან ურთიერთობა.
საქმის ფარგლებში მიღებული იქნა ორი დროებითი განკარგულება. პირველი 2018 წლის 15 ივნისს, რომლის თანახმად ჯ------–-–-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დროებით განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი.
2018 წლის 01 ნოემბერს, სასამართლომ მიიღო ახალი დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად ნ-------–------–----ის წარმომადგენელის ო----------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ-------–------–----ეს მიეცა ურთიერთობის უფლება შვილთან, ა---–-------ესთან, ყოველი კვირის ორშაბათ, ოთხშაბათ და პარასკევი დღის 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესაბამისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელის თანდასწრებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბოლო დროებითი განკარგულების მიღების შემდეგ დედა-შვილის შეხვედრას და მათი ურთიერთდამოკიდებულების განვითარების დინამიკას. დროებითი განკარგულების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე შეხვედრა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ პირველი შეხვედრისას ანი გახდა ლაღი, მხიარული დედას შემოეხვია. ბავშვს ერთი საათის განმავლობაში აღენიშნებოდა ემოციური განწყობა დედის მიმართ, გამოხატავდა კმაყოფილებას დედასთან შეხვედრით. სამივემ ერთად გაისეირნა და ბავშვი იყო ძალიან ბედნიერი. თუმცა შემდეგ ბავშვი უარს აცხადებდა შენობაში შესვლაზე, როდესაც მიჰყავთ ბავშვი დედასთან შეხვედრაზე ჯერ არ იცის დედა არის თუ არა და უკვე იძახის, რომ არ უნდა, თუმცა რა არ უნდა არ ამბობს. ა---–-------ე უარს აცხადებდა დედასთან შეხვედრაზე, მასთან ურთიერთობაზე, მაგრამ მიზეზი არასოდეს დაუსახელებია, მას აღენიშნება ნეგატიური ქცევის ფორმები. შეხვედრისას დედას ეუბნება, რომ სძულს, როდესაც მას დედა ეკონტაქტება ჯ------–-–-------ე აგონებს ბავშვს, რომ ,,აი ნახეთ არ უნდა“. ბავშვი პიროვნულად და ემოციურად არის გაორებულ მდგომარეობაში. ბავშვი ძალიან დიდი ზეგავლენის ქვეშაა და მასზე არის ცუდი ზეგავლენა. უნდა აღუდგეს დედასთან ურთიერთობა, ის გარემო, რაც ამჟამად ბავშვს აქვს მამის მხარეს ვერ იქნება სრულფასოვანი მისი აღზრდისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ჯ------–-–-------ის სარჩელი, ხოლო ნ-------–------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-.1 მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკავშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.
ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ცვლილების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო ორგანოების დასკვნით, თავად არასრულწლოვანის მოსმენით, მისი შინაგანი მიჯაჭვულობისა და ფსიქოემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დაუშვებელია შეცვლილი ადგილის საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმებისა და მასში ბავშვისათვის აუცილებელი გარემოს შექმნის გარეშე. დაუშვებელია აღნიშნული განხორციელდეს რომელიმე მშობლის მხრიდან სპონტანურად, შეუთანხმებლად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების გარეშე.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
უზენაესი სასამართლოს განმარტებით „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება ა---–-------ისთვის საუკეთესო ინტერესი იქნება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების განმარტებები, რომ დედის ნ-------–-----–----ის ოჯახში არის სათანადო სოციალური გარემო და პირობები, რაც საჭიროა არასრულწლოვანი ანა შარაბიძის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის.
არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, 7 წლის გოგონასათვის აუცილებელია იზრდებოდეს დედის გვერდით, მისგან შეისწავლოს საჭირო უნარ-ჩვევები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბავშვის მიჯაჭვულობა მამასთან არ არის ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის შედეგი, არამედ იგი მნიშვნელოვანწილად მასზე ფსიქოემოციურმა გავლენამ განაპირობა, რის გადალახვაც შესაძლებელია ბავშვის ფსიქიკისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
6.3. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყებისა და განქორწინების შემდეგ ა---–-------ე ცხოვრობდა დედასთან ნ-------–------–----ესთან. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ორივე მშობლის საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები უზრუნველყოფს შვილის სათანადო აღზრდა-განვითარებას. ასევე, დადგენილია, რომ ამ ეტაპისთვის მამა დამოუკიდებლად ვერ უძღვება შვილის აღზრდას, ბავშვის აღზრდაში ჩართულია ბებია და ბაბუა. ბავშვის დედა ნ-------–------–----ე გეგმავს ბავშვთან ერთად იცხოვროს ქალაქ ბათუმში.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად, დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზადყოფნას, მამამ იქონიოს კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის სოციალურ გარემოში.
ხ---–--ს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ------–-–-------ეს და მის მშობლებს მიეცათ უფლება კვირაში ერთ დღეს საბავშვო ბაღში მოინახულონ ა---–-------ე (სოფ. დ--------ა), ასევე თვეში ერთხელ ჯ------–-–-------ემ და მისმა ოჯახის წევრებმა წაიყვანონ ბავშვი ღამისთევით საცხოვრებელ სახლში. მოპასუხე უთითებს, რომ მოქმედებს მხოლოდ შვილის სურვილის თანახმად და არაა წინააღმდეგი ბავშვს ჰქონდეს დედასთან ურთიერთობა, თუმცა სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ ის გარემოება, რომ ა---–-------ეს არ უნდა დედასთან ცხოვრება და მისი ეს სურვილი განპირობებულია მამის მხრიდან ზემოქმედებით. მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ რაიმე ფორმით ნ-------–------–----ე გაურბოდა დედის ვალდებულებების შესრულებას ან არაჯეროვნად ასრულებდა მათ. ასევე ვერ ადასტურებს, რომ დედასთან ცხოვრების დროს შვილი აგრესიით გამოირჩეოდა დედის მიმართ ან ითხოვდა მამასთან გადასვლას, ასევე ვერ იქნა დადასტურებული ბავშვზე რაიმე ძალადობის განხორციელების ფაქტები. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვის წამოყვანა დედის სახლიდან მოხდა 2018 წლის 15 ივნისის შემდეგ, როცა სასამართლოს მიერ გაცემული იქნა დროებითი განკარგულება.
სასამართლოსთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის გაუცხოება დედის მიმართ დაიწყო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ. დედასთან ცხოვრების პერიოდში დედამ შეძლო ბავშვს ჰქონოდა მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ჯანსაღი ურთიერთობა, ვერც მოპასუხე და ვერც რომელიმე სპეციალისტი ვერ უთითებს იმის შესახებ, რომ დედასთან ცხოვრების დროს ა---–-------ეს დედის მიმართ ჰქონდა ამგვარი დამოკიდებულება, რაც ამჟამად აქვს. ფსიქოლოგის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ ა---–-------ეზე არ იმოქმედა დადებითად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა---–-------ე დედასთან ცხოვრების დროს დადიოდა ბაღში, ჰქონდა მისი ასაკის ბავშვისათვის შესაფერისი რეჟიმი, კვების, თამაშის, ძილის და აშ. მოსარჩელის აღნიშნულ არგუმენტზე მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუდგენია. ჯ------–-–-------ესთან ცხოვრების პერიოდში ხშირად ბავშვი იმყოფება არა სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულებით დადგენილ მისამართზე ქედის რაიონის სოფელ მ-----–---–ი, არამედ ქ. ბათუმში ბებიასთან, მისი მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ბებიის მა----–--–-------ის სამუშაო ადგილზე, ან მამის და მისი მეორე ცოლის საცხოვრებელ ადგილზე. ა---–-------ე სკოლაში შეყვანილი იქნა ბათუმის ერთერთ საჯარო სკოლაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია აღდგეს ა---–-------ის ემოციური კავშირი დედასთან. ის მოწყდეს იმ გარემოს, სადაც მას დედასა და მამას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. დაუბრუნდეს სწორ, ჯანსაღ და მისი ასაკის ბავშვისთვის შესაფერის რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარების პროცესში. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის ა---–-------ის საუკეთესო ინტერესი.
დედასთან საცხოვრებლად დაბრუნება რა თქმა უნდა არ გამორიცხავს მამის უფლებას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში, ჰქონდეს მასთან ურთიერთობა, მით უფრო აღნიშნულის შესახებ არსებობს ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ევროპული სასამართლო განმარტავს „ამ სახის საქმეებში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა უნდა შეფასდეს მათი განხორციელების სისწრაფით; ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან დროის გასვლამ და გარემოებების შეცვლამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს შვილებსა და იმ მშობელს შორის ურთიერთობაში, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად.“ (პავლიკი პოლონეთის წინააღმდეგ (Pawlik v. Poland), № 11638/02, 19 ივნისი, 2007 წ.).
სასამართლოს აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - ნ-------–------–----ის და შვილის - ა---–-------ის ცალ-ცალკე ცხოვრების რაიმე ობიექტური წინაპირობა და თვლის, რომ დროის გასვლით შესაძლებელია გაიზარდოს მშობელთან გაუცხოების რისკი, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის ფსიქიკისათვის გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება.
6.4. ევროპულმა სასამართლომ თავისი არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ: „ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, გაატაროს ღონისძიებები, რათა ხელი შეუწყოს ხელახლა გაერთიანებას, არ არის აბსოლუტური, ვინაიდან მშობლის ხელახლა გაერთიანება შვილებთან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ მეორე მშობელთან, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და შეიძლება მოითხოვოს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ასეთი მომზადების ბუნება და მოცულობა დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, მაგრამ ყველა მხარის თანხმობა და თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მაშინ, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს თავისი მაქსიმუმი, რათა ხელი შეუწყოს ასეთ თანამშრომლობას, ამ სფეროში იძულების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან ყველა მხარის ინტერესები, ასევე უფლებები და თავისუფლებები, უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, განსაკუთრებით კი ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით“. (ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ (Hokkanen v. Finland 23 სექტემბერი, 1994).
ნებისმიერი მკვეთრი ჩარევა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ანის გუნება-განწყობილება მუშაობის პროცესში ცვალებადია, ემოციური რეაქციები იმპულსური, საუბრისას ბავშვი ხშირად იყურება კარებისკენ, ფსიქოლოგის მხრიდან განმარტების დროს, რომ მათი საუბარი არავის ესმოდეს, ხალისიანი გახდა. იღიმის, ფსიქოლოგთან თვალებით კონტაქტს ამყარებს. გამოკვლევის პროცესის დროს, ანიმ დახატა ,,ოცნების სახლი“ სადაც აქვს სურვილი, რომ მამასთან ერთად ცხოვრობდეს, განმარტა რომ თუკი ბათუმში იქნება დედის სახლი მასთან დარჩება. პიროვნებათშორისი სფეროს და ურთიერთობების აღქმის კვლევის გათვალისწინებით, ბავშვი სხვადასხვა სიტუაციაში რაოდენობრივ უპირატესობას თანაბრად ანიჭებს ორივე მშობელს, სხვადასხვა სქემატურ გამოსახულებაში: თავისი ემოციური მდგომარეობის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის ანი ირჩევს დედასთან და მამასთან ახლოს პოზიციას, არ ჩანს არცერთ მშობელთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი და სანდო ბაზა. ბავშვის ქცევიდან გამომდინარე იოლად ექცევა გავლენის ქვეშ, შთაგონებადია, სასურველია ბავშვს ორივე მშობელთან ქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა.
2018 წლის ივნისის შემდეგ ა---–-------ე ცხოვრობს მამასთან. მოსწონს ეს გარემო. თუმცა საქმეში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მისი ემოციური კავშირი დედასთან პირველივე შეხვედრისას განახლდა. სასამართლოს აზრით ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს, რაც საცხოვრებელი გარემოს შეცვლით მიღებულ ემოციას არ გაამძაფრებს. სასამართლო ვერ დაუშვებს, რომ ბავშვი მოექცეს იძულებითი აღსრულების რეჟიმში. ეს პროცესი უნდა წარიმართოს ჰარმონიულად, უმტკივნეულოდ, ბავშვის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და იძულების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, ფსიქოლოგის დასკვნისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნ-------–-----–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნ-------–------–----ემ უნდა გააგრძელოს ურთიერთობა შვილთან ყოველკვირეულად პარასკევის 12 საათიდან, კვირა დღის 21 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2 თვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნ-------–------–----ემ აღადგინოს ემოციური კავშირი შვილთან. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ა---–-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ჯ------–-–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოსარჩელე ჯ------–-–-------ეს (ძირითადი სარჩელით) მოსარჩელე (შეგებებული შარჩელით) ნ-------–------–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით და იურდიული მომსახურების 1000 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ და ასევე უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ჯ------–-–-------ის სარჩელი (ძირითადი სარჩელი) არასრულწლოვანის შვილის ა---–-------ის (დაბადებული: 2----–-–-----------ს, პირადი ნომერი №6----------) საცხოვრებელ ადგილად მამის, ჯ------–-–-------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.
2. ნ-------–------–----ის (შეგებებული) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ნ-------–------–----ეს შვილთან - ა---–-------ესთან (დაბადებული: 2----–-–-----------ს, პირადი ნომერი №6----------) ურთიერთობისათვის თავდაპირველად განესაზღვროს: პირველი ორი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად პარასკევის 12 საათიდან, კვირა დღის 21 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ა---–-------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ-------–------–----ის საცხოვრებელი ადგილი.
4. მოპასუხე ჯ------–-–-------ეს, ნ-------–------–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და იურდიული მომსახურებისათვის გადახდილი ჰონორარის 1000 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე ჯ------–-–-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გაუქმდეს ამ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ და ასევე გუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი