გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2018
საქმის ნომერი
330310018002380938
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2023-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - ნ-------- გ-----ე

წარმომადგენელი - ე----------–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ა

წარმომადგენლები - ნ-----–--------–-

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანება.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანება.

 

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რითაც აღდგენილი იქნება მოსარჩელე ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) ს----------–----------------------–-–-ის მაიორად, ან მის ტოლფას თანამდებობაზე.

 

1.4. მოპასუხე მხარეს დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის №087 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №1744998 ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის კადრების განკარგულებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 15-16).

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №24197 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორი ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა ს----------–----------------------–-–-იდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებიდან ამონაწერი (ს.ფ. 17).

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 14 თებერვლის №M---------------- წერილით ნ-------- გ-----ეს ეცნობა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანების საფუძველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანება, რომელიც საიდუმლოა. შესაბამისად, საიდუმლოა ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–------------------------------------ს (მთავარი სამმართველო) საშტატო ნუსხაც და მისი გაცემა მათ კომპეტენციას სცილდებოდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 14 თებერვლის №M---------------- წერილი (ს.ფ. 107).

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 თებერვლის №M---------------- წერილით დგინდება, რომ ნ-------- გ-----ის მიერ სამინისტროში გასაჩივრებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ და 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანება და სამსახურში აღდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით მითითებული წერილით მხარეს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტიად მხარეს შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 22 თებერვლის №M---------------- წერილი (ს.ფ. 43).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-------- გ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება”, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ და 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებები, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე, რითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნება ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) ს----------–----------------------–-–-ის მაიორად. ასევე, მოპასუხე მხარეს დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება“ აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-------- გ-----ეს გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორის თანამდებობა.

 

6.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.

 

აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, უწყების საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს ხელმძღვანელობენ უფროსის მოადგილეები, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია - საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო).

 

ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად; სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, საჯარო მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (მხოლოდ ფულადი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 სექტემბრის №087 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის №1744998 ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–----------------------------------------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის კადრების განკარგულებაში.

 

6.4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 36-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-აში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე (დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №24197 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა ს----------–----------------------–-–-იდან.

 

6.5. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მის კადრების განკარგულებაში აყვანას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით დგინდება, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომი მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-აში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას იმ თანამდებობაზე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი)), საიდან განთავისუფლებული იქნა მოსარჩელე მხარე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი უკანონოა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და მის საფუძველზე გამოცემული ს----------–----------------------–-–-იდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან კანონმდებელი, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სადავო აქტების გამოცემისას ზემოაღნიშნული კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც იწვევს გამოცემული გასაჩივრებული აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ და 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ნ-------- გ-----ის ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) ს----------–----------------------–-–-ის მაიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

6.8. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–-----------–--------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტი (ცვლის უფროსი), ს----------–----------------------–-–-ის მაიორი - ნ-------- გ-----ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა ს----------–----------------------–-–-იდან. ამდენად, ნ-------- გ-----ე უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას უნდა დაევალოს ნ-------- გ-----ის მიმართ ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც მიიღებდა ის შესაბამის ანაზრაურებას, რომ არ მომხდარიყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა და შემდეგ დათხოვნა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდილი 100 (ასი) ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2017 წლის 21 სექტემბრის №2------ ბრძანება.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–----------------------–-–-ის უფროსის 2018 წლის 22 იანვრის №1----- ბრძანება.

 

4. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ნ-------- გ-----ის ს----------–----------------------–-–-ის ს-----------–------------–-------------–-------------------------------------------------------------–------------------–----------------–------------–-------------–-----------------------–-------------------------ს ო-----------–----------------------–--ის (ცენტრი) მთავარი სპეციალისტის (ცვლის უფროსი) ს----------–----------------------–-–-ის მაიორის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

5. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას დაევალოს ნ-------- გ-----ის მიმართ ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, განთავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდი.

 

6. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 2 აპრილს, სს „თ----------ში“, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი