გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002584799
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5078-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი – თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - კ-----------------ი

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ----------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ-----------------ის სასარგებლოდ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----------------ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ-----------------მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელს. სამხედრო სამსახურის ვადა აითვალა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის N--- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------–----------------------–-------------–---------------–-------------–----------–---------–----–---------------------------------------------–------------- (შტატი N8-------), უმცროსი ს---–------------------------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 12 იანვრიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის თანახმად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 19 აპრილის N---- ბრძანების შესაბამისად, უ-–-----------–------------------------------------- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------- პ------–------------------------------------------–-----------------------–----–-----------------------------–---------------–------- (საშტატო კატეგორია ,-----–------ შტატი N--------).

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 19 აპრილის N---- ბრძანების შესაბამისად, უ-–-----------–------------------------------------- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------- პ------–------------------------------------------–-----------------------–----–-----------------------------–---------------–------- (საშტატო კატეგორია ,-----–------ შტატი N--------).

 

2013 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----------------ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ-----------------მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელს. სამხედრო სამსახურის ვადა აითვალა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 5.1.2. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 4 წლის ვადით.

 

2017 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----------------ს შორის გაფორმდა N------- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ-----------------მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელს. სამსახურის ვადა აითვალა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 20 დეკემბრის N----- ხელშეკრულება - კონტრაქტი (ტ.1, იხ.ს.ფ. 50-56);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის N--- ბრძანება (ტ. 1, იხ.ს.ფ. 49);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 19 აპრილის N---- ბრძანება (ტ. 1, იხ.ს.ფ. 21);

- 2013 წლის 19 აპრილის N----- ხელშეკრულება - კონტრაქტი (ტ.1, იხ.ს.ფ. 14-20);

- 2017 წლის 19 აპრილის N------- ხელშეკრულება - კონტრაქტი (ტ.1, იხ.ს.ფ. 81-86).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის M----------------- წერილით ს-----–--------------- ა---------–--- სარდლობის პ------–------------------------------- ეცნობა, რომ ს-----–--------------- ა---------–--- სარდლობის პი-----–--------------------------------------------–--------–---------------------------–--------–-----–-------------–-----–-------------- უფროსი, ს---–------------------------------------ მათ მიერ დაბარებული იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში 2017 წლის 16 მაისს. აღნიშნული გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ ს---–----ი კ-------------ს 2013 წელს არასწორად ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი და უნდა მომხდარიყო აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის N--- ბრძანებით ს---–----ი კ-------------ი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად, დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 12 იანვრიდან, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 19 აპრილის N---- ბრძანებით ხელახლა იქნა გაწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და შეცდომით ჰქონდა გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის N--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი, ნაცვლად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტისა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებაზე ს---–----მა კ-------------მა განაცხადა უარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვეს ს---–----ი კ------------------------------სათვის, ეცნობებინათ რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ 472 მუხლის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 18 მაისის M----------------- წერილი (ტ.1, იხ.ს.ფ. 32-33).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი; ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება. განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნილი ერთჯერადი დახმარების გაცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ნორმა) თანახმად, სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

 

6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. მითითებული ბრძანების 472 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ-----------------თან 2011 წლის 20 დეკემბერს დადებული კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მასზე ვერ გაიცემა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით გათვალისწინებული ერთჯერადი გასასვლელი დახმარება, კერძოდ: საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 19 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----------------ს შორის გაფორმდა N----- ხელშეკრულება (კონტრაქტი), რომლის თანახმად, კ-----------------მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში, თავის მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისთვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს 4 წელს. სამხედრო სამსახურის ვადა აითვალა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 5.1.2. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებს 4 წლის ვადით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აპრილს მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა N------- კონტრაქტი 4 წლის ვადით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან), რომლის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი ან ოთხი წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება. დადგენილია, რომ კ-----------------მა 2013 წლის 19 აპრილს გაფორმებული კონტრაქტი გააგრძელა 2017 წლის 19 აპრილს - 4 წლის ვადით.

 

ზემოთხსენებული საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სამხედრო სამსახური განახორციელა ორი კონტრაქტის საფუძველზე, რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 4-4 წლით და კონტრაქტებს შორის წყვეტას 2 წელზე მეტი ვადით ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კ-----------------ის მიმართ გაცემული უნდა იქნეს ერთჯერადი დახმარება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 -ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უარი, პირთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე, არ არის გამართლებული მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ორგანოს ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს პირთა უფლებების რეალიზაციასა და ხელშეწყობას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესის შეზღუდვა შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანი აღემატება კონკრეტული პირის ინდივიდუალურ ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არამართლზომიერად განხორციელდა მოსარჩელე მხარის ინტერესების შეზღუდვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერადი დახმარების გაცემა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო. შესაბამისად, მოცემულ დავაზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 30 აპრილს (ს-----------------; საგადახდო დავალება N-; მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები; მიმღების ანგარიში/ხაზინის კოდი - 300843150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი T-------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საკითხებზე) ნ-------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2018 წლის 30 აპრილს (ს-----------------; საგადახდო დავალება N-; მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები; მიმღების ანგარიში/ხაზინის კოდი - 300843150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი T-------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საკითხებზე) ნ-------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე