გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
010310017002201606
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017002201606

№3-825/2017 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“

წარმოამდგენელი - სო----- ქა–---–---–ი

მოპასუხე - სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ო

წარმომადგენელი - გო------ი ზე----–-–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონალური სამმართველოს 20-- წლის 3 ოქტომბერს შედგენილი №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანება, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორების მიერ 20-- წლის 3 ოქტომბერს შედგენილ იქნა, №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“ დაჯარიმდა 400 ლარით. ჯარიმის ოქმს საფუძვლად დაედო 20-- წლის 3 ოქტომბერს შედგენილი, შესაბამისობის შეფასების №0-----/ა აქტი.

შემოწმების ობიექტზე - ქ. ბათუმში, ადლიას სამხედრო ბაზის სასადილოში, დაფიქსირებული ე.წ. „შეუსაბამობები“ არ წარმოადგენს კომპანიის დაჯარიმების საფუძველს, ვინაიდან არცერთი ჩამოთვლილი გარემოება ხელს არ უშლის კვების პროცესის სრულყოფილ წარმოებას. კვების უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია, ხოლო შესაბამისობის აქტში დაფიქსირებული ე.წ. „შეუსაბამობები“ სუბიექტურია და ეყრდნობა, მხოლოდ ინსპექტორების შეხედულებებს.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი მარეგულირებელი ნორმა, რომელიც არეგულირებს მსგავს შემთხვევებს, მაგალითად, აქტში მითითებულია, რომ იატაკები ყველა სათავსოში არ არის ერთგვაროვანი, არ არის დაფარული გლუვი, რეცხვადი, შეწოვის უნარის არმქონე მასალით, აღინიშნება მრავლობითი მოპირკეთების დეფექტები; აღნიშნული არ წარმოადგენს დარღვევას და მსგავსი შემთხვევები არც რაიმე ნორმატიული აქტით რეგულირდება. შესაბამისობის აქტით დაფიქსირებულია, მსგავსი ტიპის 22 გარემოება, რომელთაგან ვერცერთი ვერ ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის დაჯარიმების საფუძვლად. თითოეული საჭიროებს გამოკვლევას და შეფასებას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან დადასტურებულ იქნას სუ------ის ერ-------–ი სა------ოს ინსპექტირების არაობიექტურობა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომპანიას მიაჩნია, რომ კვების ობიექტზე არსებული სიტუაცია შეფასებულია არაობიექტურად, ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ასახულია შესაბამისობის აქტში, ხელს არ უშლის საწარმოო პროცესის გამართულ მიმდინარეობას. ამასთან, კვების ობიექტზე სათანადოდ ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. საკვების მომზადება და გაცემა ხდება ყველა წესის დაცვით. ობიექტის თანამშრომლები, სამსახურში გამოცხადებისთანავე იმოსებიან სამუშაო ფორმით, ფეხსაცმლით და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი ჩართვა საწარმოო პროცესში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი, სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს 20-- წლის 03 ოქტომბრის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

20-- წლის 3 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ოქმი და 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანება შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებოს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ბიზნესოპერატორის დაჯარიმების საფუძველი გახდა არა, №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტში მითითებული შეუსაბამობები, არამედ №0----- შესაბამისობის შეფასების აქტით განსაზღვრული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებების, გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა, რომელთა გადამოწმებაც მოხდა 20-- წლის 3 ოქტომბერს, რა დროსაც შედგენილ იქნა №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტი და №0----- საჯარიმო ქვითარი.

აქტებში აღნიშნული შეუსაბამობები კანონმდებლობის მიხედვით ითვლება, არაკრიტიკულ შეუსაბამობებად, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებებს და მასთან შეთანხმებით უსაზღვრავს, გონივრულ ვადას მითითებების შესასრულებლად.

20-- წლის 18 მაისის №0----- შესაბმისობის შეფასების აქტით დადგენილ იქნა შეუსაბამობები, გაცემულ იქნა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად, თუმცა 20-- წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტი და №0----- საჯარიმო ქვითარი.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად სა------ომ სწორად შეაფასა არსებული გარემოებები და ისე გამოსცა 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანება, რომლითაც არ დააკმაყოფილა შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ მოთხოვნა, 20-- წლის 3 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე, რადგანაც „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-181 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სუ------ის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სუ------ის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, ხოლო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ითვლება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №5-- დადგენილებით დამტკიცებული „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის სა---–-–---ო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-5 მუხლის თანახმად განსაზღვრულია არაკრიტიკული შეუსაბამობების არსი და განსახორციელებელი პროცედურები.

ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე, განუმარტავს მითითების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს.

გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, სა------ოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს გაცემული მითითებების შესრულების გადამოწმებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ სრულყოფილად არ არის შესრულებული გაცემული მითითებები, უფლებამოსილი პირის მიერ ბიზნესოპერატორი ჯარიმდება „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად და პირს ეძლევა ახალი გონივრული ვადა, მითითებების შესრულებისათვის.

ვინაიდან, 20-- წლის 3 ოქტომბრის საჯარიმო ქვითარი შედგენილ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობდა შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“-ს საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“ რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. კომპანიის საქმიანობის ტიპი არის: სასადილო, საწყობი მაცივარი, საწყობი, სათავსი და სხვა, გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, საკვებდანამატები, სუ------ის გამამდიდრებლები, სანელებლები, საკმაზები, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი და სხვა ცხიმი, მარილი, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ყავა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 3 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 20-- წლის 10 მაისის №42-- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ქ. ბათუმში, ადლიას სამხედრო ბაზის სასადილოში გეგმიური ინსპექტირება შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ მიმართ. 20-- წლის 18 მაისის №0----- შესაბმისობის შეფასების აქტით დადგენილ იქნა შეუსაბამობები, გაიცა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა 20-- წლის 15 ივნისამდე ვადა, მათ გამოსასწორებლად.

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ 20-- წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად, 22 არაკრიტიკული შეუსაბამობებიდან, მხოლოდ სამი მათგანი (№4----------) იქნა გამოსწორებული, ხოლო შეუსაბამობები შემდეგი სახისა იყო:

1. არ არის მოწყობილი ორგანყოფილებიანი ინდივიდუალური კარადები, პერსონალის(მამაკაცის და ქალის) გასახდელებში, სადაც სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმელი იარ იქნება ერთმანეთის მიჯრით განლაგებული;

2. ხორცისა და თევზის დასამუშავებელ სათავსში არ არის სამრეცხაო ნიჟარა, რომელიც იქნება აღჭურვილი, სათანადო ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, ხელის დეზინფექტანტი);

3. ძირითად სამზადში ელექტროენერგიის სადენები განლაგებულია ზედაპირულად, არ არის შეფუთული ისე, რომ მოხდეს შენობის სრულყოფილი რეცხვა/დეზინფიცირება;

4. ძირითადი სამზადის გამწოვი ვენტილაციის ქოლგა არ არის საკმარისად დასუფთავებული (რეკომენდაცია შესრულდა);

5. სამრეცხაო განყოფილების მექანიკური ვენტილაცია არარის ეფექტური, აღინიშნება ორთქლის წვეთები (რეკომენდაცია შესრულდა);

6. სასადილოს უკანა შესასვლელში და პერსონალის საპირფარეშოდან გამოსასვლელში არ არის მოწყობილი ეფექტური დეზობარიერები;

7. პერსონალის ტუალეტი არის ე.წ. „თურქული ტიპის“;

8. რეცხვა-დეზინფიცირების შემუშავებული განრიგი დასაკორექტირებელია (არ არის მითითებული კონკრეტული დასასუფთავებელი ინვენტარი, სახეობების მიხედვით);

9. ძირითადი სამზადის ჭერზე აღინიშნება ღიობები და მნიშვნელოვანი დეფექტები, რაც არ გამორიცხავს მწერების შეღწევის შესაძლებლობას;

10. იატაკები ყველა სათავსში არ არის ერთგვაროვანი, არ არის დაფარული გლუვი, რეცხვადი, არშეწოვის უნარის მქონე მასალით, აღენიშნება მრავლობითი მოპირკეთების დეფექტები;

11. ბოსტნეულის საწყობის იატაკზე არსებული დრენაჟი გაჭედილია, არ არის დაფარული დამცავი ცხაურით (რეკომენდაცია შესრულდა);

12. დამცავი ცხაური დაზიანებულია ხორცისა და თევზის დასამუშავებელი იატაკის ტრაპზე; დაზიანების შემტხვევაში ცხაური თავისთავად კარგავს თავის ფუნქციას, არ გამორიცხავს ტრაპიდან დამაბინძურებლების მოხვედრას;

13. ძირითად სამზადში სახარშავი ქვაბის თავზე, გამწოვი ქოლგის ზემოთ კედელი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, არ არის რეცხვადი და დეზინფიცირებადი, ასევე, ალაგ-ალაგ დაზიანებულია ბოსტნეულის დასამუშავებელი ოთახის კედელი, სასადილოს უკანა შესასვლელის კედელი, პერსონალის საპირფარეშოს კედელი, სამრეცხაოს კედელი;

14. ძირითადი სამზადის უკანა კარის შესასვლელის ჩარჩოები დაზიანებულია;

15. ძირითადი სამზადისა და სამრეცხაო განყოფილების ჭერი ალაგ-ალაგ დაზიანებულია, არ არის ადვილად რეცხვადი და დეზინფიცირებადი.

16. სამრეცხაო განყოფილების ფანჯარას არ აქვს მინა და მწერებისაგან დამცავი ბადე;

17. ბიზნესოპერატორს არ აქვს სასმელი წყლის ხარისხის საქართველოს კანონმდებლობასტან შესაბამისობის დამადასტურებელი ლაბორატორიული (მიკრობიოლოგიური) კვლევის ოქმი;

18. ძირითად სამზადში სამრეცხაო მილებს არ აქვს სპეციალური ჩამკეტები;

19. ძირითად სამზადში არსებული სადგამი, რომელზეც მოთავსებულია ინვენტარი (ჩამჩები, კოვზები და სხვა) დაზიანებულია;

20. სამრეცხაო განყოფილებაში არსებული სავლები ნიჟარის გარეთა კიდეები, დაზიანებულია;

21. არაა გამოყოფილი სპეციალური დახურული (დაცული) ადგილი, დასალაგებელი ინვენტარის შესანახად;

22. ბოსტნეულისა და ხილის სატრანსპორტო ტარა არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფიცირებას (ხისაა).

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ 20-- წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმების და №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილ იქნა №0----- საჯარიმო ქვითარი, ბიზნესოპერატორის, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ 400 ლარით დაჯარიმების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტი.

- №0----- საჯარიმო ქვითარი.

 

3.1.3. შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ მიერ 20-- წლის 12 ოქტომბერს სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, 20-- წლის 3 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე.

სა------ოს 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანებით, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ საჩივარი, №0----- საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სა------ოს 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანება.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კანონი ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №5-- დადგენილებით დამტკიცებული „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის სა---–-–---ო კონტროლის განხორციელების წესი“;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კანონის „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ 1-ლი მუხლის, 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სა---–-–---ო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სა---–-–---ო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი ვრცელდება სუ------ის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ვრცელდება სუ------ის, საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე და არეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.

 

6.2. ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სუ------ის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.

ამავე კანონის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სუ------ის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან.

დადგენილია, რომ შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“ რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად. კომპანიის საქმიანობის ტიპი არის: სასადილო, საწყობი მაცივარი, საწყობი, სათავსი და სხვა, გადამუშავება, საკონდიტრო ნაწარმი, საკვებდანამატები, სუ------ის გამამდიდრებლები, სანელებლები, საკმაზები, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი და სხვა ცხიმი, მარილი, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, ყავა.

 

6.3. საქართველოს კანონის „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაზარზე განთავსება არის ბიზნესოპერატორის მიერ სუ------ის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა („შემსყიდველი“) და შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ას“ („მიმწოდებელი“) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სა---–-–---ო შესყიდვების შესახებ, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე სამხედრო მოსამსახურეთა კვებას უზ--------–-----ს.

 

6.4. ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მავნე სუ------ის ბაზარზე განთავსება, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სუ------ი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.

დადგენილია, რომ სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 3 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 20-- წლის 10 მაისის №42-- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ქ. ბათუმში, ადლიას სამხედრო ბაზის სასადილოში გეგმიური ინსპექტირება შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ მიმართ. 20-- წლის 18 მაისის №0----- შესაბმისობის შეფასების აქტით დადგენილ იქნა შეუსაბამობები, გაცემულ იქნა რეკომენდაციები და მოსარჩელეს მიეცა 20-- წლის 15 ივნისამდე ვადა, მათ გამოსასწორებლად.

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ 20-- წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ არაკრიტიკული შეუსაბამობების შესახებ გაცემული მითითებები არ იყო შესრულებული, რაზეც შედგენილ იქნა №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტი, რომლის თანახმად, 22 არაკრიტიკული შეუსაბამობებიდან, მხოლოდ სამი მათგანი (№4----------) იქნა გამოსწორებული, ხოლო შეუსაბამობები შემდეგი სახისა იყო:

1. არ არის მოწყობილი ორგანყოფილებიანი ინდივიდუალური კარადები, პერსონალის(მამაკაცის და ქალის) გასახდელებში, სადაც სუფთა და ჭუჭყიანი ტანსაცმელი იარ იქნება ერთმანეთის მიჯრით განლაგებული;

2. ხორცისა და თევზის დასამუშავებელ სათავსში არ არის სამრეცხაო ნიჟარა, რომელიც იქნება აღჭურვილი, სათანადო ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, ხელის დეზინფექტანტი);

3. ძირითად სამზადში ელექტროენერგიის სადენები განლაგებულია ზედაპირულად, არ არის შეფუთული ისე, რომ მოხდეს შენობის სრულყოფილი რეცხვა/დეზინფიცირება;

4. ძირითადი სამზადის გამწოვი ვენტილაციის ქოლგა არ არის საკმარისად დასუფთავებული (რეკომენდაცია შესრულდა);

5. სამრეცხაო განყოფილების მექანიკური ვენტილაცია არარის ეფექტური, აღინიშნება ორთქლის წვეთები (რეკომენდაცია შესრულდა);

6. სასადილოს უკანა შესასვლელში და პერსონალის საპირფარეშოდან გამოსასვლელში არ არის მოწყობილი ეფექტური დეზობარიერები;

7. პერსონალის ტუალეტი არის ე.წ. „თურქული ტიპის“;

8. რეცხვა-დეზინფიცირების შემუშავებული განრიგი დასაკორექტირებელია (არ არის მითითებული კონკრეტული დასასუფთავებელი ინვენტარი, სახეობების მიხედვით);

9. ძირითადი სამზადის ჭერზე აღინიშნება ღიობები და მნიშვნელოვანი დეფექტები, რაც არ გამორიცხავს მწერების შეღწევის შესაძლებლობას;

10. იატაკები ყველა სათავსში არ არის ერთგვაროვანი, არ არის დაფარული გლუვი, რეცხვადი, არშეწოვის უნარის მქონე მასალით, აღენიშნება მრავლობითი მოპირკეთების დეფექტები;

11. ბოსტნეულის საწყობის იატაკზე არსებული დრენაჟი გაჭედილია, არ არის დაფარული დამცავი ცხაურით (რეკომენდაცია შესრულდა);

12. დამცავი ცხაური დაზიანებულია ხორცისა და თევზის დასამუშავებელი იატაკის ტრაპზე; დაზიანების შემტხვევაში ცხაური თავისთავად კარგავს თავის ფუნქციას, არ გამორიცხავს ტრაპიდან დამაბინძურებლების მოხვედრას;

13. ძირითად სამზადში სახარშავი ქვაბის თავზე, გამწოვი ქოლგის ზემოთ კედელი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, არ არის რეცხვადი და დეზინფიცირებადი, ასევე, ალაგ-ალაგ დაზიანებულია ბოსტნეულის დასამუშავებელი ოთახის კედელი, სასადილოს უკანა შესასვლელის კედელი, პერსონალის საპირფარეშოს კედელი, სამრეცხაოს კედელი;

14. ძირითადი სამზადის უკანა კარის შესასვლელის ჩარჩოები დაზიანებულია;

15. ძირითადი სამზადისა და სამრეცხაო განყოფილების ჭერი ალაგ-ალაგ დაზიანებულია, არ არის ადვილად რეცხვადი და დეზინფიცირებადი.

16. სამრეცხაო განყოფილების ფანჯარას არ აქვს მინა და მწერებისაგან დამცავი ბადე;

17. ბიზნესოპერატორს არ აქვს სასმელი წყლის ხარისხის საქართველოს კანონმდებლობასტან შესაბამისობის დამადასტურებელი ლაბორატორიული (მიკრობიოლოგიური) კვლევის ოქმი;

18. ძირითად სამზადში სამრეცხაო მილებს არ აქვს სპეციალური ჩამკეტები;

19. ძირითად სამზადში არსებული სადგამი, რომელზეც მოთავსებულია ინვენტარი (ჩამჩები, კოვზები და სხვა) დაზიანებულია;

20. სამრეცხაო განყოფილებაში არსებული სავლები ნიჟარის გარეთა კიდეები, დაზიანებულია;

21. არაა გამოყოფილი სპეციალური დახურული (დაცული) ადგილი, დასალაგებელი ინვენტარის შესანახად;

22. ბოსტნეულისა და ხილის სატრანსპორტო ტარა არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფიცირებას (ხისაა).

სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ 20-- წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული გადამოწმების და №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტის საფუძველზე შედგენილ იქნა №0----- საჯარიმო ქვითარი, ბიზნესოპერატორის, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ 400 ლარით დაჯარიმების შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სა---–-–---ო კონტროლი არის უფლებამოსილი პირის ქმედება სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

ამავე მუხლის „ჰ10“ პუნქტის თანახმად, შეუსაბამობა არის სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

ამავე კანონის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინსპექტირება არის სა---–-–---ო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სუ------ის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სუ------ის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სა---–-–---ო კონტროლს და შემოწმებას ექვემდებარება ბიზნესოპერატორის საქმიანობა. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაშიც ითვლება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა არის შეუსაბამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს აჭარის რეგიონული სამმართველოს 2007 წლის 3 მაისის წერილის და სამმართველოს უფროსის 20-- წლის 10 მაისის №42-- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი არ შეიძლება იყოს შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“, ვინაიდან აღმოჩენილი დარღვევები გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობა ნაგებობის და ინვენტარის გაუმართაობის გამო.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შესაბამისი მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ბიზნესოპერატორს და სწორედ იგი არის ვალდებული უზრუნველყოს შესაბამისობის დაცვა.

ამ მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებას სა---–-–---ო შესყიდვების შესახებ, რომლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სუ------ის უვნებლობის მოთხოვნებს. ამავე ხელშეკრულებით მიმწოდებელმა ივალდებულა, რომ უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 20-- წლის 3 ოქტომბრის №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტში დაფიქსირებულ დარღვევებზე (კრიტიკულ შეუსაბამობაზე) პასუხისმგებელი პირი არის შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ა“ იგი, როგორც ბიზნესოპერატორი ვალდებული იყო დაეცვა საქართველოს კანონის ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები, ხოლო თუ მათი შესრულება შეუძლებელი იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეეძლო ესარგებლა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობით, რომლის თანახმად - თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

6.5. საქართველოს კანონის ,,სუ------ის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-181 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სუ------ის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სუ------ის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას, 400 ლარის ოდენობით.

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ №0-----/ა შესაბამისობის შეფასების აქტის შესაბამისად გამოვლინდა 19 ისეთი კრიტიკული შეუსაბამობა, რაც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელი იყო კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, თუმცა დადასტურებულია, რომ შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ას“ მიერ არ მოხდა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შესრულება.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ინსპექტორის 20-- წლის 3 ოქტომბრის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს და სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად არის გადაწყვეტილი შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის როგორც სამართლებრივი კვალიფიკაცია, ისე სამართალდარღვევისათვის გამოყენებული პასუხისმგებლობის ღონისძიება, ასევე, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში, სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეფასებული, საქმისატვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არანაირად არ ადასტურებს საწინააღმდეგო გარემოებებს და მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, გასაჩივრებული აქტების კანონსაწინააღმდეგოდ შეფასებასთან დაკავშირებით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებას.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული, 20-- წლის 3 ოქტომბრის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს 20-- წლის 2 ნოემბრის №4---- ბრძანება, შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოცემულია კანონის დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გადახდილი აქვს წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „სა---–-–---ო კვ-----ი უზ--------–-----ის“ სარჩელი, სსიპ სუ------ის ერ-------–ი სა------ოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე