გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
240210018002591622
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002591622

(2/716-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - დარ------–-----ა

წარმომადგენლი - ნი---------ა

მოპასუხე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - ან–--–---–------ა

მოპასუხე - მა------–-----ა

დავის საგანი - თავდებობის ხელშეკრულებიდან განთავისუფლება, მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დარ------–-----ა გათავისუფლდეს 2013 წლის 27 აგვისტოს მასსა და შპს ,,მ-----------------------------–---------ო“-სთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, თავდებობის ვალდებულებისაგან, მა------–-----ას (პ/ნ 2----------) მიერ 2013 წლის 27 აგვისტოს N------------- აღებულ სესხზე და დარ------–-----ა (პ/ნ 2----------) ამოირიცხოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრიდან AI-------9 02/10/2014.

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 27 აგვისტოს შპს ,,მ-----------------------------–---------ისა“ და მა------–-----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მა------–-----ამ სესხად აიღო 7000 (შვიდი) ათასი აშშ დოლარი. დარ------–-----ა არის მა------–-----ას თავდები. მა------–-----ა გარკვეულ დრომდე იხდიდა სესხის თანხას, მაგრამ შემდეგ ვერ შეძლო თანხის გადახდა, რის შედეგად 30.06.2014 წლის სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, სოლიდარულად დაეკისრა კრედიტორის მიერ გადასახდელი თანხის დარჩენილი ნაწილი, მათ შორის ჯარიმის თანხა, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 9240.23 აშშ დოლარი, ასევე, ბანკის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 497.90 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასზე დაკისრებული წილი შეადგენს 4719.70 ლარს. მან არაერთხელ მიმართა მა------–-----ას თხოვნით გაეთავისუფლებინა იგი კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი თავდებობიდან, მაგრამ მიუხედავად თხოვნისა, მა------–-----ას სიტყვები რჩება სიტყვებად; მას გააჩნია საკმარისი საშუალება გადაიხადოს სესხი, მაგრამ თავს არიდებს მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ არის სოციალურად დაუცველი, სიმსივნით დაავადებული, აქვს გაკეთებული რამდენიმე ოპერაცია. ჩატარებული აქვს რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსი, ავადმყოფობის გამო ისევ საჭიროებს ქიმიოთერაპიის კურსის გავლას, ოპერაციულ ჩარევას, გაუქმებული აქვს მარცხენა ხელის კიდური, დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა, მუშაობაზე ხომ ზედმეტია საუბარი. მა------–-----ას კრედიტზე ნერვიულობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, როგორც ეკომიგრანტს რამდენიმე წლის უკან სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა ბინა წყ--–-------ში, მოცემულის საცხოვრებელი ფართი, ოჯახის საკუთრებაში დარეგისტრირების შემდეგ, მა------–-----ას კრედიტის გადაუხდელობის გამო, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მყისიერად ჩაირიცხება მოვალეთა რეესტრში. ცხაკაიას ამგვარი მოქმედებით, მას ადგება ზიანი, ვერ ახერხებს კუთვნილი ქონების სრულფასოვან ფლობასა და განკარგვას. მოსარჩლემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 904-ე, 892-ე, 894-ე და 898-ე მუხლებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მა------–-----ამ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, ამ ეტაპზე ერთიანად ვერ ახერხებს სესხის თანხის სრულად დაფარვას, გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ მას და არანაირი სურვილი არ აქვს თავდებ პირებმა იხადონ მისი სესხი. ჩატარებული აქვს გულის ოპერაცია , რაზედაც ამ დროისთვის დამატებით ჩასატარებელი აქვს სათანადო კვლევები.

 

2.2. მოპასუხე სს ,,კრ----------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 30/06/2014 წლის გადაწყვეტილებით და სააღსრულებო ფურცლით, სოლიდარულ მოვალეებს: მა------–-----ას, დარ------–-----ასა და სხვათა მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება, ვინაიდან მოვალეები ნებაყოფლობით არ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას - თანხის დაკისრებას. ბანკის მიმართ გაკეთდა არაერთი შეთავაზება საქმისწარმოების ფარგლებში, იძულებითი აღსრულების თავიდან არიდებისა და პრობლემების უმტკივნეულოდ მოგვარების მიზნით, თუმცა ისინი ჯიუტად თავს არიდებენ ვალდებულების გადახდას. საქმეზე არსებული მდგომარეობა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სოლიდარული მოვალის ჯანმრთელობის მდგომარეობით გათვალისწინებით მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან ვალის პატიების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩლის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2013 წლის 27 აგვისტოს დარ------–-----ამ თავდებობის განცხადებით მიმართა შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“; განცხადების მიხედვით, დარ------–-----ამ მა------–-----ასთან ერთად სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მის მიერ შპს ,,მ-----------------------------–---------ოსაგან“ 2013 წლის 27 აგვისტოს N------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის ხელშეკრულების გადახდაზე ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ამ უკანასკნელმა გადააცილა ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 27 აგვისტოს დარ------–-----ას თავდებობის განცხადება;

 

3.2.2. 2013 წლის 27 აგვისტოს დარ------–-----ასა და შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება; ხელშეკრულების საგანია: ,,თავდები“ იღებს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის ფიზიკურ პირს მა------–-----ას მიერ 2013 წლის 27 აგვისტოს N------------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე, 7000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 2246.36 აშშ დოლარზე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელ 379.0- აშშ დოლარზე, შესაძლო გათვალისწინებულ მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე, მთლიანობაში შეადგენს 9625.44 აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენს 50000 ლარს.

ხელშეკრულების თანახმად, თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი გამსესხებლის წინაშე და დაფაროს მსესხებლის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას მსესხებლის მიმართ.

თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა, გამსესხებლის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში... თავდებს უფლება აქვს მოსთხოვოს გამსესხებელს ცნობები მსესხებლის მიერ წარმოებული გადახდებისა და ვალის მდგომარეობის შესახებ. გამსესხებელს უფლება აქვს მოსთხოვოს თავდებს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება მაშინაც კი, თუ მსესხებლის მიმართ არ მომხდარა იძულებითი აღსრულების მცდელობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 27 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.2.3. 2012 წლის 20 მარტს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ ცხ----------------ის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის: ორივე იღლიის ფოსოს დამატებითი სარძევე ჯირკვლის მტკივნეულ სინდრომი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N922;

 

3.2.4. შპს ,,პათჯეო“-ს N1------ გამოკვლევის შედეგად, 2012 წლის 07 აპრილის დიაგნოზია: ენდომეტრიუმის მარტივი ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია უჯრედული ატიპიის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N1------ გამოკვლევა;

 

3.2.5. 2018 წლის 26 დეკემბერს გაცემული N4-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, რო-–-----–------ს დიაგნოზია დისცირკულატორული ენცეფაცოპათია მეორე ხარისხის, ჰიპერტ. დაავადება მეორე ხარისხის, გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევის შემდგომი ხანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N4-- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

3.2.6. 2018 წლის 10 მაისს კორპორაცია ევექსის მიერ გაცემული ცნობა N100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დგინდება, რომ დარ------–-----ას აღენიშნება ორმხრივი დამატებითი სარძევე ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი პერიოდი ლიმფოსტაბი, მარცხენა ზედა კიდურში, გამოხატული კონტურქვეშა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა N100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

3.2.7. 2018 წლის 0- ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ნა------–---------–---სა და მეორეს მხრივ, მყიდველებს: დარ------–-----ას, რო-–-----–------ს, თე-----–------ს, ვა---–-–------სა და გი-------–------ს შორის დაიდო N5------------ ნასყიდობის ხელშეკრულება. 2018 წლის 13 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქალაქ წყ--–-------ში, გ. ტა---------------ში, ს/კ 2-.0-.0-.0--------- საკადასტრო კოდით, უძრავი ქონების თანამესაკუთრეა დარ------–-----ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N5------------ ხელშეკრულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.2.8. 2018 წლის 24 მაისის სს ,,კრ----------ის“ გაცემული წერილით დგინდება, რომ კრ----------ის მიერ განხილულ იქნა მა------–-----ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული თავდებობის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე განცხადება, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.05.2018წ. N------18 კრ----------ის წერილი.

3.2.9. სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის N2-------------- (2/1---2014) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-----------------------------–---------ოს სარჩელი მოპასუხეების მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს მიმართ. მოპასუხეებს მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9240.23 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 497.90 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 201.13 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის N2-------------- (2/1---2014) გადაწყვეტილება.

3.2.10. 2018 წლის 13 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ დარ------–-----ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე, 894-ე, მე-900-ე და 904-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფის პიროვნულ საშუალებათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თავდებობას. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თავდების დოკუმენტში( ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ამავე კოდექსის 894-895-ე მუხლებით თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 900-ე მუხლით, თავდებს შეუძლია ასევე უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ძირითად მოვალეს უფლება აქვს სადაო გახადოს ის გარემოება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას. როცა ძირითადი გარიგების სადაოობის ალბათობა მოიხსნება, თავდებს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება ესპობა.

 

როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი 2013 წლის 27 აგვისტოს შ.პ.ს „მ-----------------------------–---------ოს“ და ძირითად მოვალე მა------–-----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელმა სესხად აიღო 7000 (შვიდი ათასი) ა.შ.შ. დოლარი. მოსარჩელე სხვა პირებთან ერთად წარმოადგენდა ერთ-ერთ თავდებს. ძირითადმა მოვალემ ვერ შეძლო აღებული სესხის გადახდა, რის გამოც მოვალესა და თავდებებს, მათ შორის მოსარჩელეს, სენაკის სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სხვებთან ერთად სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა დარჩენილი კრედიტის ნაწილის და ჯარიმის თანხა 9240, 23 ა. .შ.შ. დოლარი. სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად.

 

შესაფასებელი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის ზემო მოხსენიებულ 900-ე მუხლის ნორმატულ შინაარსზე, კერძოდ მასე, რომ როცა ძირითადი გარიგების სადაოობის ალბათობა მოიხსნება, თავდებს კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება ესპობა, რაც ცალსახად იმაზე მიანიშნებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არის რა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მოსარჩელეს როგორც თავდებს დაკარგული აქვს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, როგორც სარჩელით ირკვევა, განსახილველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოსარჩელე ითხოვს, თავდებობის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლის გამოყენებით, რის საფუძვლადაც მიუთითებს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და მძიმე ეკონომიურ პირობებს. კერძოდ, იმას, რომ არის სოციალურად დაუცველი, დაავადებულია სიმსივნით, გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია, არ გააჩნია არანაირი შემოსვლები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულებით დარ------–-----ა არის სოლიდარული მოვალე, რომლის მიმართაც შეიძლებოდა მოთხოვნის წაყენება იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. მითუმეტეს, როგორც თავადვე აღნიშნავს სასარჩელო განცხადებაში მა------–-----ა ვეღარ/არ იხდიდა ვალს.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია თავად თავდების დარ------–-----ას წერილობითი განცხადება შედგენილი სს ,,კრ----------ი“-ს მიმართ, რომლითაც იგი თანახმაა იკისროს თავდებობა, ამასთან, 2013 წლის 27 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია დარ------–-----ა პასუხისმგებლობის საზღვრები და იგი ხელმოწერილია მის მიერ. დღეის მდგოამრეობით სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის N2-------------- (2/1---2014) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-----------------------------–---------ოს სარჩელი მოპასუხეების მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს მიმართ. მოპასუხეებს მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9240.23 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს მა------–-----ას, გი--------ს, მავ-–---------–-----ს, დარ------–-----ას, ირ------–---ს შპს ,,მ-----------------------------–---------ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 497.90 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი 201.13 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. უფრო მეტიც, 2013 წლის შემდეგ მოსარჩელეს სადაო არ გაუხდია ეს ხელშეკრულება, თავად სასამართლო გადაწყვეტილება და არ მოუთხოვია მისი ბათილობა, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 02 ოქტომბერს, სს ,,კრ----------ის“ განცხადების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო მა------–-----ას, დარ------–-----ას, მალვინა ოდიშარიას, გი--------ს, ირ------–---ს მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლით, თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ ა. ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა; ბ. თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო; გ. კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.

 

სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნისა და სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლის ნორმატული შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ზემო აღნიშნული მუხლი არეგულირებს თავდებობის კისრების შემთხვევაში თავდებსა და ძირითად მოვალეს შორის ურთიერთობების ორ შემთხვევას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს თავდებობისაგან გათავისუფლებას; პირველი დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე (709-722 მუხლები) ან დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას (969-975 მუხლები), რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავდებს გარდა ამ მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება არა აქვს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი პირის ან ორგანოს მოთხოვოს თავდებობისაგან გათავისუფლება. სადაოობისას თავდებს ასეთი უფლება წარმოეშობა მხოლოდ მოვალის მიმართ მითითებულ შემთხვევებში და იმ გარემოების არსებობისას, როცა სახეზეა თავდებობის რისკების შემდგომი გაზრდის საშიშროება.

 

აქვე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სადაოდ გახდილი 904-ე მიხლი არ ითვალისწინებს თავდებობისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლებით, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, კერძოდ მძიმე ავადმყოფობა და მძიმე ეკონომიური პირობები. რაც ცალსახად მიანიშნებს სარჩელის უსაფუძვლობაზე.

 

დავას არ უნდა იწვევდეს ის გარემოებაც, რომ განსახილველი მუხლის ნორმატული შინაარსი არ ეხება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარული მოვალეების, ამ შემთხვევაში სესხის უზრუნველსაყოფად თავდებების, თავდებობისაგან გათავისუფლების შემთხვევებს, მით უმეტეს ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, როცა სახეზეა სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული უკვე აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება და ძირითადი გარიგების სადაოობის ალბათობა მთლიანად ამოწურულია სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

ამდენად, უდაო, რომ სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლის დათქმა „თავდებს შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან გათავისუფლება, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე არ ნიშნავს, რომ თავდებს ამ მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობისას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც სასამართლოში დავის მიმდინარეობისას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან გათავისუფლება. ასეთ შესაძლებლობას აღნიშნული ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს, როგორც ზემოთ აღინიშნა მხოლოდ ამ მუხლით მითითებულ საგამონაკლისო შემთხვევებში, ისიც ძირითადი გარიგების სადაოობისას და არა მისი ამოწურვის შემდეგ, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ შეეხება მოსარჩელის მითითებას მისი ჯანმრთელობისა და ეკონომიური მდგომარეობაზე და განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას პოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებული პირის წინაშე. სამოქალაქო ბრუნვაში სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ვალდებულების დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ურთიერთობის სხვა მონაწილეთა უფლებების დარღვევა. ამიტომაც, ქონებრივი სანქცია, რომელიც გამოიყენება ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველთვის მიზნად ისახავს დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენას ან კომპენსაციას („იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.“ სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ მოხდება ზიანის კომპენსირება ფულით (სკ-ის 409-ე მუხლი). მოვალის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა, ან მისი რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, არ არის კანონისმიერი საფუძველი მისი ვალდებულების გათავისუფლებისა, აღნიშნული შეიძლება გახდეს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების საფუძველი და არა როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულებისაგან პირის უპირობოდ გათავისუფლების საფუძველი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიციითაა განსაზღვრული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ესა თუ ის ფაქტები. ამავე კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რაც ასახულია კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულის შეჯამებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის მოთხოვნა სადაო შემთხვევაში თავდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ასევე, უსაფუძვლოა და აცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს მხარის არგუმენტი, რომ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მძიმე ეკონომიური პირობების გამო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თავდებობის ვალდებულებისაგან, რადგან მსგავს ჩანაწერს აღნიშნული მუხლი არ შეიცავს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოუყენებია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დარ------–-----ას სარჩელი სს ,,კრ----------ი“-სა და მა------–-----ას მიმართ თავდებობის ხელშეკრულებიდან განთავისუფლებისა და მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. დარ------–-----ას (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. N247) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე