განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
190100119002827653
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1------

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

 

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - სალომე ქემაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---------------ი, დაბადებული 1----–-–---------------------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ო--------–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------------------------------------------------.

 

ადვოკატი - იზოლდა მელიქიშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სხდომის სახე: ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ---------------ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი:

 

_ 2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე ქ--–------------–-------------------------------–------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ---------------ი პირადად, შარვლის წინა ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ 7,92 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

 

საპროცესო შეთანხმების საფუძვლები და პირობები:

 

ბრალდებულმა გ---------------მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, ბრალდებულ გ---------------ს და პროკურატურას შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველია ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება და შეთანხმება სასჯელზე.

 

2019 წლის 31 იანვარს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ბრალდებულ გ---------------ს მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს იზოლდა მელიქიშვილს და სტაჟიორ-პროკურორს სალომე ქემაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

გ---------------ის მიმართ ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სტაჟიორ-პროკურორმა სალომე ქემაშვილმა და მოითხოვა ბრალდებულ გ---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

პროკურორი წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200(ორასი) საათის ვადით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ---------------ს 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

მხარეთა პოზიციები:

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა სალომე ქემაშვილმა, ბრალდებულმა გ---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იზოლდა მელიქიშვილმა.

 

ბრალდებული სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: გ--------------–---–----------------------–---–ის და გ---------------ის გამოკითხვის ოქმები, გ---------------ის ნარკოლოგიური შემოწმების N20164 დასკვნა, გ---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულება, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, შედგა საპროცესო შეთანხმება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

ბრალდებულს განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს, გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ადვოკატის მონაწილეობით და ბრალდებულის წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, საჯარო ინტერესის, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლის, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობის, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე, ბრალდებულსა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება კანონშესაბამისია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

 

ამავე კოდექსის 210-ე და 211-ე მუხლების მიხედვით საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების დადება ადვოკატის უშუალო მონაწილეობისა და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობის გარეშე. დაუშვებელია ისეთი საპროცესო შეთანხმების დადება, რომელიც უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები; დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული; ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა; ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 13 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.

 

სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი. გათვალისწინებულია საპროცესო შეთანხმების დადების და სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის ფორმები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა სრულად აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ ბრალდება დასაბუთებულია, საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

 

იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულისაგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.

 

ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის სალომე ქემაშვილის შუამდგომლობა, ბრალდებულ გ---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს მისი დაკმაყოფილებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა. შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე ნივთიერი მტკიცებულება - სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20-21, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის სალომე ქემაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორს სალომე ქემაშვილს და ბრალდებულ გ---------------ს შორის 2019 წლის 31 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. გ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200(ორასი) საათის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, გ---------------ს 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

8. განაჩენი საჩივრდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე: მსჯავრდებულის მიერ, თუ: საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა - განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში; იგი შეიძლება გაუქმდეს პროკურორის საჩივრის საფუძველზე: თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი