გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
120210118002713519
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2713519-2/833-1-წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’;

წარმომადგენელი - თ-------------ე;

მოპასუხე - ა---------–-–----–----ე;

წარმომადგენელი- ლ-------–--–----ე;

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე დავალიანების დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდიანრე დავალიანების - 96-.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 574.6- ლარი, სარგებელი - 91.95 ლარი და ჯარიმა - 297.94 ლარი.

1.2. ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201- წლის 06 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ძირითად თანხაზე 574.6- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.2- ლარს.

1.3. ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201- წლის 06 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 574.6- ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

1.4. ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1-28.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 995.56 ლარი, სარგებელი – 244.69 ლარი და ჯარიმა - 588.58 ლარი.

1.5. ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201- წლის 06 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 995.56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 48%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.82 ლარს.

1.6. ა---------–-–----–----ეს სს„ თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 201- წლის 06 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ძირითად თანხაზე 995.56 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.97 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა.

1.7 ა---------–-–----–----ეს დაეკისროს სს ,,თ----------ის’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 175.41 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის რირებულების 4%, კერძოდ, 2-8.88 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სს ,,თ----------სა’’ და ა---------–-–----–----ეს შორის 2016 წლის 01 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 630 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს და დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრდიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ამასთან, 2016 წლის 19 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2 ქვეპუნქტში დასახელებულ ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.t------.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

ა---------–-–----–----ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 201- წლის ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 201- წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 96-.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 574.6- ლარი, პროცენტი - 91.95 და ჯარიმა - 297.95 ლარი.

სს ,,თ----------სა’’ და ა---------–-–----–----ეს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის სემთხვევაში ოდენობით). დაანგარიშების თრიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თნახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.5.2 ქვეპუნქტში დასახელებულ ძირითადი ხელშეკრულების მოქმდება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო,ამავე ხელშეკრულების 6.5.2.პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.t------.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

ა---------–-–----–----ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 201- წლის ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 201- წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ერიცხება დავალიანება 1-28.83 ლარის ოდენობით საიდანაც ძირითადი თანხაა 995.69 ლარი, პროცენტი - 244.69 ლარი და ჯარიმა - 588.58 ლარი.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი და კრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა---------–-–----–----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს ,,თ----------სა’’ და ა---------–-–----–----ეს შორის 2016 წლის 01 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათით 630 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს და დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ამასთან, 2016 წლის 19 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2 ქვეპუნქტში დასახელებულ ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.t------.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

3.1.2. სს ,,თ----------სა’’ და ა---------–-–----–----ეს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 48%-ით კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის სემთხვევაში ოდენობით) ოდენობით. დაანგარიშების თრიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი.

ამასთან, 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.5.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების მოქმდება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.5.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.t------.ge განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.

3.1.3. 201- წლის ივლისიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.12.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;

- 29.09.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;

- 11.06.201-წ.სს,,თ----------იდან’’ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;

- 01.01.2001-05.11.201- ამონაწერი ანგარიშიდან;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.2. მოპასუხე ა---------–-–----–----ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 01.12.2016წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 96-,53 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 574,6- ლარი, პროცენტი - 91,95 ლარი და ჯარიმა 297,94 ლარი.

მოპასუხე ა---------–-–----–----ის დავალიანება სს ,,თ----------ის’’ მიმართ 29.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1-28,83 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 995,56 ლარი, პროცენტი - 244,69 ლარი და ჯარიმა 588,58 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.12.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;

- 29.09.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;

- 11.06.201-წ.სს,,თ----------იდან’’ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;

- 01.01.2001-05.11.201- ამონაწერი ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 54-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 41--ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ა---------–-–----–----ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''თ----------სა'' და ა---------–-–----–----ეს შორის 01.12.2016წ., და 29.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა---------–-–----–----ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,თ----------სა’’ და ა---------–-–----–----ეს) შორის გაფორმებული 01.12.2016წ., და 29.09.2017წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა---------–-–----–----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია მოპასუხემ გადააცილა ორ და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 01.12.2016წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 96-,53 ლარს, 29.09.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან - 1-28,83 ლარს, ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 01.12.2016წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 91,95 ლარს, ხოლო 29.09.2017წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 244,69 ლარს.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება, მიმართული მხოლოდ მოვალის დასჯისკენ.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს.

სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 201- წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პროცენტი 0.5%, სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 201- წლის 6 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს 0.05%.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,თ----------ის'' სასარგებლოდ 201- წლის 06 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 574.6- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 36%-ის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.2- ლარს.

2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 995.56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48%-ის სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.82 ლარს.

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად 01.12.2016წ. ხელშეკრულებიდან მინიმუმ წლიურ 36%-ს, ხოლო 29.09.2017წ. ხელშეკრულებიდან - 48%. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 01.12.2016წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 574.6- ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.2-. ლარს, ხოლო 29.09.2017წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 995.56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 48%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 39.82 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარჩელის აღძვრისას სს ,,თ----------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 175.41 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი.

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ ნაწილობრივ სცნო სარჩელი, სახელმწიფო ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციულად. მოპასუხე ა---------–-–----–----ეს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 175.41 ლარიდან 100 ლარი, 31.36 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელე ,,თ----------ს’’, ხოლო 43.85 დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

ახალციხის რაიონული სასამართლოს 201- წლის 0- ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ა---------–-–----–----ეს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ 6-.2-.01.4-- და ს/კ 6-.2-.01.1-- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1--1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 201- წლის 0- ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1--1-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 36--ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ა---------–-–----–----ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს:

- 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 736.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 574.6- ლარი, სარგებელი 91.95 ლარი, პირგასამტეხლო - 70 ლარი.

- 201- წლის 6 ნოემბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 574.6- ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, შესრულების დროისთვის შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის შესაბამისად, წლიური სარგებლის 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 574.6- ლარზე 17.2- ლარს.

- 201- წლის 6 ნოემბრიდან 2016 წლის 01 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ძირ თანხაზე 574.6- ლარზე ვალდებულებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი პირგასამტეხლოს - ყოველდღიური 0.1%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.6 ლარს (არაუმეტეს 84 ლარისა).

- 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდიანრე დავალიანების 1360.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 995.56 ლარი, სარგებელი 244.69 ლარი, პირგასამტეხლო 120.00 ლარი.

- 201- წლის 6 ნოემბრიდან 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 995.56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, შესრულების დროისთვის შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის შესაბამისად, წლიური 48% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 995.56 ლარზე 39.82 ლარს.

- 201- წლის 6 ნოემბრიდან 2017 წლის 29 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდიანრე ძირ თანხაზე 995.56 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე,დასარიცხი პირგასამტეხლოს - ყოველთვიური 0.1%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.99 ლარს (არაუმეტეს 11-.88 ლარისა).

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 175.41 ლარიდან მოპასუხე ა---------–-–----–----ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარი, 31.36 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელე ,,თ----------ს’’, ხოლო 43.85 დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი