გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-3030-18
(საქმე N190210018002715907)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ნ------- კ------–---–ი
ო-–-- ზ-------
მოპასუხე: შპს "მ--------"
წარმომადგენელი: გ------- გ----------–-
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს "მ--------სთვის“ მოსარჩელეების ნ------- კ------–---–ისა და ო-–-- ზ------ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 1710 ლარის ოდენობით;
მოსარჩელეების განმარტებით, 2017 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხესა და მათ შორის გაფორმდა ზეპირი შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, დასაქმებულის მიერ უნდა განხორციელებულიყო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დამსაქმებლისათვის, ხოლო დამსაქმებელი ვალდებული იყო გადაეხადა შრომის ანაზღაურება,2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,მ--------ს“ წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არ დადებულა შრომის ზეპირი ხელშეკრულება, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა, მოსარჩელეებთან დადო ზეპირი მომსახურების ხელშეკრულება, რომ ისინი დაიცავდნენ სამშენებლო მასალას და ტექნიკას, თუმც ისინი არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს, ამდენად, არ გამოიკვეთა მოსარჩელეების წინაშე რაიმე ვალდებულება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 23 მოსარჩელეებს - ნ------- კ------–---–ს, ო-–-- ზ-------სა და მოპასუხე შპს „მ--------“-ს დირექტორს- გ------- გ----------–ს შორის დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება, სამუშაოს შესრულების ადგილად განისაზღვრა ქ. რუსთავი, სადაც სამშენებლო კომპანია შპს „თაგა“-ს დირექტორი ამირან ჩაგელიშვილი ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს შპს „მ--------“-ს დავალებით, მათ დაევალათ სამშენებლო მასალების დაცვა. ასევე იცავდნენ სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებს, რომლის დაცვის ანაზღაურებაზე ცალკე შეთანხმდნენ.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება.
მოწმე ამირან ჩაგელიშვილის ჩვენების თანახმად, მისი კუთვნილი საწარმო - შპს „თაგა“ აწარმოებდა სამშებნებლო სამუშაოებს შპს „მ--------“-ს დირექტორის გ------- გ----------–-ს დაკვეთით, ობიექტზე ინახებოდა სამშენებლო მასალა, რომლის დაცვის მიზნით შპს „მ--------“-ს დირექტორს გ------- გ----------–სა და მოსარჩელეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ ისინი დაიცავდნენ ობიექტს, ხოლო ანაზღაურების სახით თორმეტსაათიანი დაცვის დროს მიიღებდნენ 12 ლარს, შეთანხმება შედგა 2017 წლის ოქტომბერში, ამ მოლაპარაკებას თვითონაც ესწრებოდა და 2018 წლის თებერვლამდე ხელფასის, ანაზღაურების სახით გ------- გ----------–-საგან მიღებულ თანხებს თავად გადასცემდა მოსარჩელეებს. ო-–-- ზ------- და ნ------- კ------–---–ი სამშენებლო ობიექტის ახლოს მდებარე სხვა ორგანიზაციაში ისედაც იყვნენ დასაქმებული და ფატობრივად ისინი ისედაც იმყოფებოდნენ ადგილზე და მისი სამშენებლო ობიექტის დაცვა დამატებით შეითავსეს სხვა ობიექტზე უკვე არსებული სამუშაო პირობების პარალელურად. მას შემდეგ , რაც სამშენებლო ობიექტიდან დაიწყო სამშენებლო მასალების დაკარგვა, რაზედაც სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართეს, გ------- გ----------–მა განუცხადა მოსარჩელეებს, რომ ისინი არ ასრულებდნენ დაცვის მოვალეობებს და ვერანაირ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებდნენ. სარჩელში მითითებულ პერიოდში მოსარჩელეებს უკვე აღარ ეკუთვნით ხელფასი.
რაც შეეხება სამშენებლო სატრანსპორტო საშუალების დაცვას, მოსარჩელეებს ამ საკითხზე არანაირი შეთანხმება არც უშუალოდ მასთან და არც შპს „მ--------“-ს დირექტორთან არ ქონიათ და თავად ამ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აძლევდა თანხას.
მოპასუხე შპს „მ--------“-ს დირექტორის გ------- გ----------–-ს განმარტებით, მოსარჩელეებთან მართლაც ჰქონდა შეთანხმება სამშენებლო ობიექტის დაცვაზე, რაშიც უნდა გადაეხადა სარჩელში მითითებული თანხა, თუმც მათ შორის შრომითი ურთიერთობა არ არსებობდა, ეს იყო მომსახურების ზეპირი ხელშეკრულება, მანამ ისინი თავიაანთ მოვალეობას ასრულებდნენ, ანაზღაურებაც მიიღეს, თუმც მას შემდეგ, რაც ობიექტიდან იკარგებოდა სამშენებლო მასალა, მან განუცხადა მოსარჩელეებს, რომ ვერანაირ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებდნენ. სატრანსპორტო საშუალების დაცვაზე მასთან რაიმე შეთანხმებული არ ყოფილა.
მოსარჩელეების ო-–-- ზ------ისა და ნ------- კ------–---–ის განმარტებით, ობიექტის დაცვას ისინი ახორციელებდნენ 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, შეთანხმება შედგა გ------- გ----------–თან. სამშენებლო მასალების დაცვის ანაზღაურების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: თორმეტსაათიანი დაცვის შემთხვევაში მიიღებდნენ 12 ლარს, ამ პირობებში მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის ასანაზღაურებელი აქვს 2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით 1440 ლარი, ხოლო სამშენებლო სატრანსპორტო საშუალების დაცვისათვის ამავე პერიოდისთვის ასანაზღაურებელია 270 ლარი.
ვინაიდან ამ უკანასკნელის დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს ობიექტზე ახორციელებდა შპს „თაგა“-ს დირექტორი ამირან ჩაგელიშვილი, ხელფასსაც უშუალოდ იგი აძლევდათ ხელზე, მიღებული აქვთ სამი თვის ანაზღაურება, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ. სამშენებლო სატრანსპორტო საშუალების დაცვაზე გ------- გ----------–თან არ შეთანხმებულან. ობიექტიდან სამშენებლო მასალის დაკარგაზე ისინი პასუხიმგებელი არ არიან, რადგან მათ ამ მასალას უშუალოდ არავინ აბარებდა.
ამრიგად, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება, ის ურთიერთობა, რაც მათ შორის არსებობდა თავისი არსით შეესაბამება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობას, სამუშაოს შესრულება - ობიექტის დაცვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანაზღაურების სანაცვლოდ.
2017 წლის 23 ოქტომბრიდან 2018 წლის თებერვლამდე - სამი თვის განმავლობაში მოსარჩელეები შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ იღებდნენ ხელფასს, გ------- გ----------–-სგან მიღებულ თანხას მათ უშაულოდ გადასცემდა ამირან ჩაგელიშვილი.
2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა.
ვინაიდან შრომის ხელშეკრულება იყო ზეპირი, მოსარჩელეებმა ვერანაირი მტკიცებულება, სამი თვის შემდგომაც ამ ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე ვერ წარუდგინეს სასამართლოს, არც სახელფასო დავალიანების ცნობა ან რაიმე სხვა მტკიცებულება, ხოლო მოპასუხის - დამსაქმებლის გ------- გ----------–-ს განმარტებით და მოწმის ამირან ჩაგელიშვილის ჩვენებით დადგინდა, რომ მოსარჩელეებთან სარჩელში მითითებულ სადავო პერიოდში შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა, შესაბამისად, ხელფასის სახით 1440 ლარის ოდენობით შპს „მ--------“-სათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალების დაცვაზე გაწეული სამუშაოსათვის 270 ლარის დაკისრების მოთხოვნაც, რადგან მოსარჩელეებს უშაუალოდ მძღოლთან ქონდათ შეთანხმება და იგი დღიურად აძლევდა მათ თანხას და არა შპს „მ--------“-ს დირექტორთან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან, მოპასუხე სს ,,მრეტებს“, მოსარჩელეების მიმართ გადასახდელი არ აქვს სახელფასო დავალიანება, მათი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ( ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლი), ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ( ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 26-ე მუხლი) მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის დანაწესის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
როგორც სასამართლომ დაადგინა მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება და მათ შორის წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა.
სშკ-ის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსთვის მოსარჩელეებს ანაზღაურების სახით თანხას უშუალოდ ხელზე გადასცემდა ამირან ჩაგელიშვილი, ხოლო თავად იგი შპს „მ--------“-ს დირექტორის გ------- გ----------–-ს დავალებით მოქმედებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.
ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელეების მიმართ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება შესრულებული აქვს იმ პერიოდისთვის, როცა მათ შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, რომ გრძელდებოდა მათ შორის შრომითი ურთიერთობა სასამართლომ ეს გარემოება ვერ დაადგინა.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. განსახილველ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა რომ, დამსაქმებელმა თავისი ქმედებებით, უგულებელყო დასაქმებული პირების უფლებები და ქონებრივი ინტერესები.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო შესაგებლით და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ მოსარჩელეები არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც შრომითი ურთიერთობა სადავო პერიოდში შეწყვეტილი იყო და დამსაქმებელი არ არის ვალდებული გადაუხადოს ხელფასი, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაა მოწმე ა.ჩაგელიშვილის ჩვენება, მხარეთა ახსნა-განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102.3. მუხლის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელეების ნ------- კ------–---–ისა და ო-–-- ზ------ის სარჩელის დაკმაყოფილებზე უარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოპასუხისათვის ამ თანხის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს, რის გამო ამ საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 39-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ნ------- კ------–---–ისა და ო-–-- ზ------ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ--------ს„ მიმართ სახელფასო დავალიანების 1710 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი