განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
190100118002655101
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-688-18 (№012130918005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ------- მ-----–---–-

პირადი ნომერი: №-----------;

დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: ტექნიკური;

ნასამართლობა: ნასამართლობის ა--------;

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;

რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რ--------, კ-----------–--- ქ. N--.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

ადვოკატი - ა-----– შ---–---–-

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

_ თ------- ხ------–---–- მისი მეუღლე გ------- მ-----–---–- მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის მ------ მ-----–---–-ს თანდასწრებით, თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე, სისტემატიურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც თ------- ხ------–---–------- იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას.

 

აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. რ-------–-, კ-----------–--- ქ. N---ში მიმდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო ოთახში, თ------- ხ------–---–- მისმა მეუღლე გ------- მ-----–---–-- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა, უყვირა, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, იყო აგრესიული მის მიმართ. ბოლოს ძალადობა გადაიზარდა ფიზიკურში, რაც გამოიხატა იმაში, რომ გ------- მ-----–---–-- თავის მეუღლეს თ------- ხ------–---–- მარცხენა მკლავზე ხანგრძლივად და ძლიერად მოუჭირა ხელი და ორივე მხარში დაარტყა გაშლილი ხელები. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ------- ხ------–---–-- თავი დააღწია მეუღლის ძალადობას და გაიქცა სახლის კორიდორისკენ, სადაც გაჰყვა მეუღლე, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის მ------ მ-----–---–-ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ-----–---–-ს ყველა ქმედების შედეგად თ------- ხ------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

_ 2018 წლის აგვისტოს თვეში გ------- მ-----–---–-- მეტალის ქვაბში არსებულ ნიადაგში დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება, მცენარე კანაფი, წონით 29,59 გრამი. 2018წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.რ-------–- კ-----------–--- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სათავსოს ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლითონის ქვაბი, მასში მოთავსებული ნიადაგითა და ნიადაგზე აღმოცენებული მცენარით, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,- წარმოადგენს მცენარე კანაფს წონით 29,59 გრამი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1 ბრალდებულმა გ------- მ-----–---–-- საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

3.2. 2019 წლის 6 თებერვალს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა სხვა დანარჩენ მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ _ თ------- ხ------–---–- მისი მეუღლე გ------- მ-----–---–- მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის მ------ მ-----–---–-ს თანდასწრებით, თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე, სისტემატიურად, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც თ------- ხ------–---–------- იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. რ-------–-, კ-----------–--- ქ. N---ში მიმდებარე საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო ოთახში, თ------- ხ------–---–- მისმა მეუღლე გ------- მ-----–---–-- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა, უყვირა, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, იყო აგრესიული მის მიმართ. ბოლოს ძალადობა გადაიზარდა ფიზიკურში, რაც გამოიხატა იმაში, რომ გ------- მ-----–---–-- თავის მეუღლეს თ------- ხ------–---–- მარცხენა მკლავზე ხანგრძლივად და ძლიერად მოუჭირა ხელი და ორივე მხარში დაარტყა გაშლილი ხელები. გარკვეული პერიოდის შემდეგ თ------- ხ------–---–-- თავი დააღწია მეუღლის ძალადობას და გაიქცა სახლის კორიდორისკენ, სადაც გაჰყვა მეუღლე, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის მ------ მ-----–---–-ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ------- მ-----–---–-ს ყველა ქმედების შედეგად თ------- ხ------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ასევე, 2018 წლის აგვისტოს თვეში გ------- მ-----–---–-- მეტალის ქვაბში არსებულ ნიადაგში დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება, მცენარე კანაფი, წონით 29,59 გრამი. 2018წლის 13 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.რ-------–- კ-----------–--- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სათავსოს ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლითონის ქვაბი, მასში მოთავსებული ნიადაგითა და ნიადაგზე აღმოცენებული მცენარით, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - წარმოადგენს მცენარე კანაფს წონით 29,59 გრამი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის გ------- მ-----–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ გ------- მ-----–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

 

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

 

დანაშაულის უშუალო ობიექტად უნდა ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. ეს მცენარეებია: ოპიუმის ყაყაჩო, კოკაინის ბუჩქი, ყანაბისი ანუ მარიხუანა, ინდოეთის კანაფი, სამხრეთ-ჩუიის, სამხრეთ-მანჯურიის, კრასნოდარის კანაფი და სხვ.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მის მოყვანაში ან კულტივირებაში.

 

დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში.

 

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში: სარეველა მცენარეებისგან გათავისუფლებაში, მორწყვაში, სასუქებით განოყიერებაში და ა.შ. მოყვანის მიზანია ზდასრული მცენარის მიღება.

 

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათაგან ერთ-ერთს. ესეიგი ნებისმიერ ადგილას დათესავს ან მოიყვანს.

 

დანაშაულის სუბიექტი არის ნებისმიერი 14წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

 

4.2. ბრალდებულის გ------- მ-----–---–-ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

4.3. ბრალდებულ გ------- მ-----–---–- პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 14.07.2017. N1/9/701,722,725.).

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- მ-----–---–-- გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ამ ქმედებებით გამოწვეული შედეგები, ამასთან, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ასევე, სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი ჯარიმა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გ------- მ-----–---–- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215(ორას თხუთმეტი) საათის ხანგრძლივობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ------- მ-----–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით. გ------- მ-----–---–-, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჩამოერთვას ზ/აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

გ------- მ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - მეტალის ქვაბი, ნიადაგი და ნარკოტიკული საშუალება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- მ-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215(ორას თხუთმეტი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ------- მ-----–---–- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 13 სექტემბრიდან 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

 

საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.

 

გ------- მ-----–---–-, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. გ------- მ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - მეტალის ქვაბი, ნიადაგი და ნარკოტიკული საშუალება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი