გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
010210017001853213
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001853213

2-832/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოსსახელით

 

05/02/2019 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმისსაქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლეგოჩაფუტკარაძე

სხდომისმდივანინინო ცინცაძე

მოსარჩელე - ლ---–- ბ-------ე

წარმომადგენელი - ნ-----------ე

მოპასუხე - შპს ,,მისო ლ---------------ი“

წარმომადგენელი - გ--------–--------ი

დავის საგანი: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელომოთხოვნა:

 

ლ---–- ბ-------ემ სარჩელი აღძრა შპს ,,მისო ლ---------------ის“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ნაწილობრივ გაუქმებული იქნას ნოტარიუსს ხ-----------–--------–---–ის მიერ 2017 წლის 17 იანვრს გ------- ტ------–-–---–ის წინააღმდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

- ნაწილობრივ გაუქმებული იქნას 2017 წლის 8 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ცვლილება შევიდა 2017 წლის 17 იანვრის სააღსრულებო ფურცელში.

- სრულად გაუქმებული იქნას ნოტარიუსს ხ-----------–--------–---–ის მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელი და 2017 წლის 24 თებერვალს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელი;

- ბათილად იქნას ცნობილი გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის 2016 წლის 19 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება;

- ბათილად იქნას ცნობილი გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის 2016 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2014 წლის 30 მარტს, 19 ივლისს და 20 სექტემბერს გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის, 4000 აშშ დოლარის და 3500 აშშ დოლარის სესხზე. ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ გ------- ტ------–-–---–-- შპს ,,მისო ლ---------------ისაგან“ ისესხა 14 000 აშშ დოლარი, 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სესხის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია. 14 000 აშშ დოლარით პირდაპირ გადაიფარა 2015 წლის 12 მარტის სესხი, თუმცა სესხი გადაიფარა მაღალი სარგებელით. 15 000 აშშ დოლარში გადახადილი იქნა 22 947.83 აშშ დოლარი. შემდეგში 14 000 აშშ დოლარის გადახდასაც შეექმნა პრობლემა, რის გამოც მოპასუხემ გ------- ტ------–-–---–ი აიძულა 2014 წლის 19 ივლისს გაეფორმებინა ახალი სესხი. მოპასუხემ 2014 წლის 20 სექტემბერს ანალოგიურად აიძულა 3500 აშშ დოლარზე გაეფორმებინათ სესხი. სინამდვილეში 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი სესხად საერთოდ არ გაუცია, ამიტომ 2014 წლის 19 ივლისისა და 20 სექტებრის ხელშეკრულებები ბათილი გარიგებებია.

 

გ------- ტ------–-–---–-- სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში შპს ,,მისო ლ---------------ს“ ვერ გადაუხადა ის თანხა, რაც ხელშეკრლებაში იყო მითითებული. აღნიშნულის გამო მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და 2017 წლის 17 იანვარს მიიღო №1-------- სააღსრულებო ფურცელი, №1-------- სააღსრულებო ფურცელი და №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო აღსრულება. აღმასრულებელმა სამივე სააღსრულებო ფურცელი გააერთიანა ერთ წარმოებად. 2017 წლის 8 ნოემბერს №1-------- სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და გადასახდელი თანხის ოდენობად მითითებული იქნა 17 466.24 აშშ დოლარი. ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული აქვს 2- აშშ დოლარი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს მხოლოდ 1000 აშშ დოლარი. სხვა თანხის გადახდის ვალდებულება მას არ აქვს, რის გამოც მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიცავს უზუსტობებს და აღნიშნულის გამო მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

შპს ,,მისო ლ---------------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება ნამდვილად დაიდო და გ------- ტ------–-–---–-- 2014 წლის 30 მარტს, 19 ივლისს და 20 სექტემბერს შპს ,,მისო ლ---------------ისაგან“ სესხად ნამდვილად მიიღო 14000 აშშ დოლარი, 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–-- არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები და სესხი არ დაფარა, რის გამოც მან ნოტარიუსს მიმართა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი. ნოტარიუსმა სწორად დათვალა გადასახდელი თანხები და ასახა სააღსრულებო ფურცელში. მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლით სწორადაა დაანგარიშებული გადასახდელი თანხები, ამიტომ არარსებობს მისი გაუქმების საფუძველი. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 12 მარტს გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- ტ------–-–---–-- მოპასუხისაგან 24 თვის ვადით ისესხა 15 000 აშშ დოლარი. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულების მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს სესხზე უნდა გადაეხადა სარგებელი. ისინი ასევე შეთანხმებული იყვენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5-ში (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--)

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 39-48

 

3.1.2. გ------- ტ------–-–---–ს, 2015 წლის 12 მარტის სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. მიუხედავად გრაფიკზე შეთანხმებისა, გ------- ტ------–-–---–-- შეთანხმებულ ვადებში სესხის დასაფარი თანხები დროულად ვერ შეიტანა და სესხი ვერ დაფარა. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სესხის გადასაფარად გამოყენებული იქნა 2014 წლის 30 მარტის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. საერთო ჯამში დასახელებული სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 22 947.83 აშშ დოლარი, აქედან 15 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 4274.85 აშშ დოლარი სარგებელია, ხოლო 3072.98 აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 74

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.2. ს.ფ. 39-48

 

3.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5-ში (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--) მდებარე უძრავი ქონება, ლ---–- ბ-------ის საკუთრებაა.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილისადავოფაქტობრივიგარემოებები:

3.1.1. მხარეთა შორის სადაოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- შპს ,,მისო ,ლ---------------ის“ მიერ გ------- ტ------–-–---–ისათვის 2016 წლის 19 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხად 4000 აშშ დოლარის გადაცემა;

- შპს ,,მისო ,ლ---------------ის“ მიერ გ------- ტ------–-–---–ისათვის 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით სესხად 3500 აშშ დოლარის გადაცემა;

- 2016 წლის 19 ივლისის და 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა;

- 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საარსრულებო ფურცლის სიზუტე შესასრულებელი ვალდებულებების ნაწილში.

- ნოტარიუსს ხ-----------–--------–---–ის მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის და 2017 წლის 24 თებერვალს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის, ასევე 2017 წლის 8 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის ცვლილების ნამდვილობა.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მისო ლ---------------ს“ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან გ------- ტ------–-–---–ს 2014 წლის 30 მარტს, 19 ივლისს და 20 სექტემბერს ასესხა 14 000 აშშ დოლარი, 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 19 ივლისის და 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილია. ამ გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია ზეპირი განმარტებით, სესხის ხელშეკრულებით, თანხის გადაცემის მტკიცებულებით, ასევე ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება შპს ,,მისო ლ---------------ის“ მიერ გ------- ტ------–-–---–ისათვის სესხად 14 000 აშშ დოლარის, 4000 აშშ დოლარის და 3500 აშშ დოლარის გადაცემა.

 

3.2.4. ლ---–- ბ-------ეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობებები, არასწორია. თუ მას გადახდილი აქვს ძირი თანხა, სარგებელი, ასევე ჯარიმა, და იმავდროულად თუ მის მიერ გადადილი თანხები არაა ასახული სააღსრულებო ფურცლში და არაა გაკლებული შესასრულებელ ვალდებულებებს, მაშინ მას უნდა გააჩნდეს ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ სააღსრულებო ფურცლით იმაზე მეტი ვალდებულებებია დადგენილი, ვიდრე რეალურადაა გადასახდელი.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.

 

3.2.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.7. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ წარმოადგინა 2015 წლის 12 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ 2015 წლის 12 მარტს გ------- ტ------–-–---–-- მოპასუხისაგან 24 თვის ვადით ისესხა 15 000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენს თვეში 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით აიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5. (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--).

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.2. ს.ფ. 39-48

 

3.2.8. გ------- ტ------–-–---–ს 2015 წლის 12 მარტის სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. გადახდის გრაფიკის მიხედვით პირველი შენატანი მას უნდა გადაეხადა 2015 წლის 13 აპრილს. გ------- ტ------–-–---–-- ამ ვადაში გადაიხადა მხოლოდ სარგებელი 394.52 აშშ დოლარი. ამ თანხის გადახდით სესხის ძირი თანხა არ შემცირებულება. კვლავინდებურად გადასახდელი დარცა 15 000 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–-- შემდეგი შენატანის ვადა 13 მაისი და მომდევნო ვადა - 13 ივნისი, დაარღვია და სესხზე არც ძირი თანხა არ გადაიხადა და არც სარგებელი არ გადაიხადა. მან შენატანის განხორციელების ვადას გადააცილა 84 დღე, რის გამოც მას დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვადაგადაცილების გამო დავალიანებას ერიცხება დასაფარი სესხის 0.2 %, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1620 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–-- 2015 წლის 6 ივლისს გადიხადა 2-59.72 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი და ჯარიმები. ანალოგიურად ვადაგადაცილებები გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც. პირველი 7 შენატანით გ------- ტ------–-–---–ს გადახდილი აქვს მხოლოდ ჯარიმები და სარგებელი. მან ძირითადი თანხის ნაწილი გადაიხადა მხოლოდ 2015 წლის 12 დეკემბერს და 2016 წლის 12 იანვარს. მანამდე იხდიდა მხოლოდ ჯარიმებს და სარგებელს. 2016 წლის 12 თებერვლიდან კვლავ ვადაგადაცილებაში აღმოჩნდა. მან ვეღარ შეძლო გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა.

სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:

- სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ.74

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.2. ს.ფ. 39-48

 

3.2.9. 2016 წლის 30 მარტს გ------- ტ-----–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ-----–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 14000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით აიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5. (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--). ხელშეკრულების მიხედვით იპოთეკარის მიერ სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაიფაროს ძირი თანხა სრულად და დაფარვის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 40-46

 

3.2.10. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ------- ტ------–-–---–ზე გაცემული სესხის თანხის ძირითადი ნაწილით, დაიფარა 2015 წლის 12 მარტის სესხი (დაახლოებით 10 000 ლარით). საერთო ჯამში დასახელებული სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 22 947.83 აშშ დოლარი, აქედან 15 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 4274.85 აშშ დოლარი სარგებელია, ხოლო 3072.98 აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს. აღნიშნულის შემდეგ მხარეებს შორის 2015 წლის 12 მარტის სასესხო ურთიერთობა დასრულდა.

იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.

- სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ.74.

 

3.2.11. 2015 წლის 12 მარტის სასესხო ურთიერთობის დასრულების შემდეგ გ------- ტ------–-–---–სა და მოპასუხეს შორის გაგრძელდა 2016 წლის 30 მარტის სასესხო ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 30 რიცხვში (გარდა ორი შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 30 აპრილს. გ------- ტ------–-–---–-- ერთი დღით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 1 მაისს გადაიხადა 384.71 აშშ დოლარი, საიდანაც 356.71 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 2- აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან ასევე თითო დღით გადააცილა მაისის თვის, ივნისისა და ივლის თვის გადახადის ვადას. ამისათვის მან გადაიხადა პირგასამტეხლო 2--2- აშშ დოლარი. ასევე დაფარა სარგებელიც. 2016 წლის 30 ივლისს და 30 აგვისტოს გრაფიკით გათვალისწინებული სესხის დასაფარი თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა დარიცხული ჯარიმები 1456 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი 701.91 აშშ დოლარი. ბოლო გადახდა გადაიხადა 2016 წლის 30 სექტემბერს - 356.71 აშშ დოლარი. ამ თანხითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი. ფაქტობრივად მან სესხის აღებიდან, ანუ 2016 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადაიხადა 3937.25 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 2117.25 აშშ დოლარი, სესხის საკომისო 280 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 1540 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 14 000 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–-- სესხის დაფარვა 2016 წლის 30 ოქტომბრიდან შეწყვიტა.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 74, 75

 

3.2.12. სესხის დაფარავის შეწყვეტის გამო, შპს ,,მისო ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა ხ-----------–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 30 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განესაზღვრა :

- სესხის ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი;

- 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე სესხის სარგებელი 1254.24 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 11.5068 აშშ დოლარი)

- 2016 წლის 30 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0. 2 %, სულ 2 212 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 28 აშშ დოლარი);

- სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი

- ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 11.5068 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 28 აშშ დოლარი ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე.

- საარსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ. 1. ს.ფ. 34-38.

 

3.2.13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ №1-------- სააღსრულებო ფურცელი არაასწორი გაანგარიშების საფუძველზეა შედგენილი. პირველ რიგში მიიჩნევს, რომ მასში არაა გათვალისწინებული ის 22 947.83 აშშ დოლარი, რომელიც გ------- ტ------–-–---–ის მიერ გადახდილი იქნა 2015 წლის 12 მარტის ხელშეკრულების ფარგლებში. სასამართლო ადასტურებს რომ დასახელებული თანხა სააღსრულებო ფურცელში არაა გათვალისწინებული. დასახელებული თანხა 2016 წლის 30 მარტის სესხთან დაკავშირებით გადახდილი თანხა არაა, ამიტომ მას 2016 წლის 30 მარტის სესხის დასაფარი თანხის ანგარიშში ვერ უჩვენებდა. ამ თანხით დაიფარა 2015 წლის 12 მარტის სესხი და დასრულდა მასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა. მართალია მან 15 000 აშშ დოლარის სესხზე გადაიხადა 22 947.83 აშშ დოლარი, მაგრამ ამ გადახდებში არალოგიკური არაფერი არაა. მას 2015 წლის 12 მარტის სესხზე, 24 თვეზე სესხის ძირი თანხის ანგარიშში 15 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. გარდა ამისა სარგებელის სახით უნდა გადაეხადა 8399.92 აშშ დოლარი. ანუ თუ გ------- ტ------–-–---–ი გრაფიკის მიხედვით დაფარავდა სესხს, ამ შემთხვევაში მისი გადასახდელი არ იქნებოდა მხოლოდ ძირი თანხა. მას, როგორც განვმარტეთ გადასახდელი ექნებოდა სარგებელი 8399.92 აშშ დოლარი და ამის შესახებ მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებიდანაც. შესაბამისად 15 000 აშშ დოლარს ზემოთ გადახდილი თანხა ვერ იქნება სხვა სესხის დასაფარად გამოყენებული.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 74, 75.

 

3.2.14. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ძირი თანხას გააკლდეს ის თანხები, რაც გ------- ტ------–-–---–ს სესხის დასაფარად გადახდილი აქვს 2014 წლის 30 მარტიდან 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ამ ნაწილშიც სესხის ამონაწერით დგინდება, რომ გ------- ტ------–-–---–-- 2016 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადაიხადა 3937.25 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 2117.25 აშშ დოლარი, სესხის საკომისო 280 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 1540 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა არ წარმოადგენს ძირი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას, ამიტომ ის ვერ გააკლდება ძირითად გადასახდელ თანხას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხის ოდენობა სწორადაა დათვლილი. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას 14 000 აშშ დოლარზე ნაკლები აქვს გადასახდელი.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38

სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 74, 75.

 

3.2.15. ძირითად თანხასთან დაკავშირებით მოსარჩელეს სხვა პრეტენზია არ აქვს.

3.2.16. ცალკე დაანგარიშებული უნდა იქნას სააღსრულებო ფურცლის სიზუსტე პირგასამტეხლოსა და სარგებელის ნაწილში.

დადგენილია, რომ გადასახდელი სარგებელის ოდენობა განსაზღვრულია 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2016 წლის 30 ოქტომბერს მას უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 ნოემბერს უნდა გადაეხადა 356.71 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–ს 2017 წლის 14 იანვრამდე (კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნამდე) უნდა გადაეხადა 14 დღის სარგებელი, რაც შეადგენს (11.5068X14) 161,0952 აშშ დოლარს. საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 14 იანვრამდე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 1208.2052 აშშ დოლარს. ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელში მითითებული აქვს 1254.24 აშშ დოლარი.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 75.

 

3.2.17. 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 76 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 28 აშშ დოლარი შეადგენს 2128 აშშ დოლარს.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 75.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 40-46

 

3.2.18. სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას. კერძოდ ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვას 11.5068 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 28 აშშ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენამდე. ამ ნაწილში სარსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაშია მითითებული.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1.ს.ფ. 40-46

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38.

 

3.2.19. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ------- ტ------–-–---–ს არ მიუღია 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი. თანხის გაცემის მტკიცებულებად შპს ,,მისო ლ---------------მა“ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება, რომლის გამყარებისათვის მიუთითა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, სალაროს გასავლის ორდერზე და სესხის ამონაწერზე. სხვა მტკიცებულება მას წარმოდგენილი არ აქვს.

 

3.2.20. 2016 წლის 19 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გ------- ტ-----–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ-----–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 4000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5-ში (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--). იპოთეკარის მიერ სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაიფაროს ძირი თანხა სრულად და დაფარვის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 59-66

 

3.2.21. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 19 ივლისის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 19 რიცხვში (გარდა რამოდენიმე შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 19 აგვისტოს. მან ერთი თვით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა 459.83 აშშ დოლარი, საიდანაც 203.81 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 256 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან 2016 წლის 19 ოქტომბერს, 19 ნოემბერს და 19 დეკემბერს გადაიხადა სარგებელის ნაწილი 98.63 აშშ დოლარი, 101.91 და 98.63 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სესხის შესატანი თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან სესხის აღებიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 839 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 503 აშშ დოლარი, სესხის საკომისო 80 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 256 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 4 000 აშშ დოლარი. გ------- ტარიელეშვილმა სესხის დაფარვა 2017 წლის 19 იანვრიდან შეწყვიტა.

იხ. გადახდის გრაფიკი. ტ.1.ს.ფ. 65.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1. ს.ფ. 77.

 

3.2.22. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ გ------- ტ-----–-–---–სა და შპს ,,მისო ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ-----–-–---–ს 12 თვის ვადით ასესხა 3500 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით აიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5-ში (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--). იპოთეკარის მიერ სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაიფაროს ძირი თანხა სრულად და დაფარვის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 21-28

 

3.2.23. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 20 რიცხვში (გარდა ორი შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 20 ოქტობერს. გ------- ტ------–-–---–-- სესხის დასაფად თანხა არ შეიტანა. შესაბამისად პირველი შეტანის თარიღიდან ვადაგადაცლებაშია.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 78

 

3.2.24. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად თანხის გადაცემა ფაქტობრივი გარემოებებაა. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს სანოტარო წესით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასაც. ზოგადად სანოტარო წესით დადებული გარიგება შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა თანხის სესხად გადაცემის ფაქტის დადგენისათვის. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ის წერილობითი მტკიცებულებებაა, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ სესხად თანხის გადაცემა და სესხთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც აქვს ასეთ ხელშეკრულებაზე შედავების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უარყოფს თანხის სესხად მიღებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმის დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ გ------- ტ------–-–---–ს მოპასუხემ 2016 წლის 19 ივლისს და 20 სექტემბერს სესხად გადასცა 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი იმ პირობებით, რაც ასახულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. ამ არგუმენტს ანვითარებს მხარეთა შორის შედგენილი ხელშეკრულება, რაზეც ორივე მხარეს აქვს ხელი მოწერილი და მას სადაოდ არ ხდიან. ხელშეკრულების პირველი გვერდის მეორე აბზაცში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათი ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება, მონაწილეებს წაუკითხა ხმამაღლა და მისი შინაარსი განუმარტა მათ. გარდა ამისა მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ხმამაღლა და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მხარეთა ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. ეს ჩანაწერი გარიგების ნამდვილობის ქვაკუთხედია. ნოტარიუსი გაესაუბრა გარიგების მონაწილეებს, გამოჰკითხა რა გარიგების შედგენა უნდოდათ, მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება და მასში ჩაწერა, რომ გ------- ტ------–-–---–ი სესხს მიიღებდა შპს ,,ლ-------------ის“ ფილიალში. ამის შემდეგ გ------- ტ------–-–---–ი მივიდა მოპასუხის ოფისში და სალაროს გასავლის ორდერის საფუძველზე მიიღო ერთ შემთხვევაში 3500 აშშ დოლარი და მეორე შემთხვევაში 4000 აშშ დოლარი. სალაროს ორდერში გ------- ტ------–--ემ თავისი ხელმოწერით დაადასტურა თანხის მიღება.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 21-28

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 59-66

 

3.2.25. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ მოპასუხეს გ------- ტ------–-–---–თან დაედო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და შემდეგში სესხი არ გაეცა (უკიდურეს შემთხვევაში), მაგრამ ამ გარემოებასაც ექნება გარკვეული ახსნა. მოსარჩელემ უნდა განმარტოს მაშინ, რატომ დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გ------- ტ------–-–---–--, გარიებას რატომ მოაწერა ხელი, სალაროს გასავლის ორდერში რატომ მოაწერა ხელი 3500 აშშ დოლარის და 4000 აშშ დოლარის მიღებას, რატომ იხდიდა 4000 აშშ დოლარის სარგებელსა და პირგასამტეხლოს გარკვეული პერიოდი, რატომ დავა არ წამოიწყო მანამ, სანამ კრედიტორმა აღსრულება არ მოითხოვა და სხვა მნიშვნელოვან კითხვები. მოსარჩელეს ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად მისი განმარტებები მასზედ, რომ გ------- ტ------–-–---–ს სესხი მიღებული არ აქვს, ვერ უძლებს კრიტიკას და არაა გასაზიარებელი. მისი ზეპირი განმარტებით მითითებული ფაქტები მოპასუხემ სადო ხელშეკრულებებით, სესხის ამონაწერითა და სალაროს გასვლის ორდერებით გააბათილა. შესაბამისად სასამართლომ, სესხად 4000 აშშ დოლარისა და 3500 აშშ დოლარის მიუღებლობის შესახებ არგუმენტები არ გაზიარა. გ------- ტ------–-–---–ს მიღებული აქვს 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებითა და 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი.

3.2.26. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 19 ივლისის სესხის დაფარვა გ------- ტ------–-–---–-- შეწყვიტა 2016 წლის 19 დეკემბრიდან. სესხის დაფარავის შეწყვეტის გამო შპს ,,მისო ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 24 თებერვალს ნოტარიუსმა ხ-----------–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განუსაზღვრა :

- სესხის ძირითადი თანხა - 4000 აშშ დოლარი;

- სესხის სარგებელი 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე 220.27 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 8 აშშ დოლარი)

- პირგასამტეხლო - (ძირითადი თანხის 0. 2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) 280 აშშ დოლარი (2017 წლის 21 იანვრიდან ყოველდღიურად დაერიცხა 8 აშშ დოლარი).

- სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი

- ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 3.2876 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 8 აშშ დოლარის ოდენობით.

- საარსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 54-58

 

3.2.27. სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხა სწორადაა განსაზღვრული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 19 ივლისის სესხის ძირი თანხის დასაფარად გარკვეული თანხა აქვს გადახდილი. მას, რა თანხაც აქვს გადახდილი, ამ თანხით დაიფარა სარგებელი და პირგასამტეხლო.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 77.

 

3.2.28. 2016 წლის 19 ივლისის სესხის სარგებელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის ამონაწერის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 19 დეკემბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2017 წლის 20 იანვარს და 20 თებერვალს უნდა გადაეხადა 105.20 აშშ დოლარი და 101.92 აშშ დოლარი, საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გადასახდელი სარგებელი შეადგენს 220.27 აშშ დოლარს.

იხ. გადახდის გრაფიკი. ტ.1.ს.ფ. 65.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 77.

 

3.2.29. 2016 წლის 19 ივლისის სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე 34 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 8 აშშ დოლარი შეადგენს 272 აშშ დოლარს.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 59-66

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38

იხ. გადახდის გრაფიკი. ტ.1.ს.ფ. 65.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 77.

 

3.2.30. №1-------- სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას, კერძოდ ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 3.2876 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 8 აშშ დოლარი ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 24 თებერვლიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენის პერიოდამდე. ამ ნაწილში საღსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებაშია მითითებული.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 34-38

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 59-66

 

3.2.31. სესხის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ გ------- ტ------–-–---–-- ვადაზე ადრე შეწყვიტა 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის დაფარვა. სესხის დაფარავის შეწყვეტის გამო შპს ,,მისო ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა ხ-----------–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განუსაზღვრა:

- სესხის ძირითადი თანხა - 3500 აშშ დოლარი;

- სესხის სარგებელი 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 343.33 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარი)

- პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0. 2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 62- აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 7 აშშ დოლარი)

- სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი

- ყოველდღიურად საარსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 7 აშშ დოლარის ოდენობით.

- საარსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოტეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 16-20

 

3.2.32. სასამართლო მიიჩნევს, რომ №1-------- სააღსრულებო ფურცელში გადასახდელი ძირი თანხა სწორადაა განსაზღვრული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის ძირი თანხის დასაფარად გარკვეული თანხა აქვს გადახდილი.

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 78.

 

3.2.33. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის სარგებელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ტ------–-–---–ს სარგებელი საერთოდ არ აქვს გადახდილი. №1-------- სააღსრულებო ფურცლით გადაწყდა 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე პერიოდის სარგებელის საკითხი. გ------- ტ------–-–---–ს 20 ოქტომბერს უნდა გადაეხადა 86.30 აშშ დოლარი, 20 ნოემბერს უნდა გადაეხადა 85.35 აშშ დოლარი, 20 დეკემბერს უნდა გადაეხადა 71.25 აშშ დოლარი, ხოლო 20 იანვრამდე მას უნდა გადაეხადა 69.29 აშშ დოლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აღმასრულებელმა სარგებელი დათვალა მხოლოდ 14 იანვრამდე, საანგარიშო გადასახდელს უნდა დააკლდეს 6 დღის სარგებელი, რაც შეადგენს 57,7416 აშშ დოლარს. სულ 300.6416 აშშ დოლარს.

იხ. გადახდის გრაფიკი. ტ.1.ს.ფ. 27.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 16-20

 

3.2.34. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 86 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 7 აშშ დოლარი შეადგენს 602 აშშ დოლარს.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 16-20

იხ. სესხის ამონაწერი. ტ.1.ს.ფ. 78.

 

3.2.35. სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას, კერძოდ ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 7 აშშ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენის პერიოდამდე. ამ ნაწილში საღსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაშია მითითებული.

იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 22-28.

იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ.1. ს.ფ. 16-20.

 

3.2.36. შპს ,,მისო ლ---------------მა“ 2017 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ხ-----------–--------–---–ს და მოითხოვა 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა. განცხადებაში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცლის ,,8“ პუნქტში არასწორადაა მითითებული შეუსრულებელი ვალდებულება. სასამართლომ დაადგინა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია შემდეგი შესასრულებელი ვალდებულება:

- ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი;

- სარგებელი - 1254,24 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 2212 აშშ დოლარი.

ამ თანხის ჯამი შეადგენს 17 466.24 აშშ დოლარს. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ფურცელში მითითებული იქნა 3466.24 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნამდვილად წარმოადგენს არითმეტიკულ უსწორობას და იგი ნოტარიუსმა გაასწორა საფუძვლიანად.

იხ. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება. ტ.3.ს.ფ. 20-25.

 

3.2.37. სასამართლო მიიჩნევს რომ შეუსრულებელი ვალდებულება №1-------- სააღსრულებო ფურცელში არასწორადაა დათვლილი. რეალურად არსებობს შემდეგი შეუსრულებელი ვალდებულება:

- ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი;

- სარგებელი - 1208.2052 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 2128 აშშ დოლარი.

ამ თანხის ჯამი შეადგენს 17336,2052 აშშ დოლარს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელისასამართლოდასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია ნაწილობრივ. კერძოდ სარჩელი სარგებელისა და პირგასამტეხლოს თანხის ნაწილში ნაწილობრივად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად, ხოლო სარჩელი ძირი თანხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლითაციხელმძღვანელასასამართლომ

-- საქართველოსკონსტიტუცია

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. შესაბამისად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ------- ტ------–-–---–ს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკულებით განსაზღვრული თანხის ნაწილი. გარდა ამისა მას გადასახდელი არ აქვს 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკულებით განსაზღვრული თანხა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია სამივე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა, რაც არღვევს მის უფლებებს. მოსარჩელის უფლებების დარღვევა გამოიხატება მასში, რომ დასახელებული თანხის ამოღების მიზნით, რეალიზებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ქონება. სასამართლო განმარტავს, რომ თუ გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელი არ აქვს ის თანხა, რაც სააღსრულებო ფურცლითაა მოთხოვნილი, ბუნებრივია ასეთი სააღსრულებო ფურცელი, ვალდებულების შესრულების პრინციპის საწინააღმდეგო იქნება. დაუშვებელია წარსულში გადახდილი თანხა, სანოტარო აქტით კვლავ გადასახდელად დაეკისროს. ასევე დაუშვებელი იმ თანხის დაკისრება, რაც გ------- ტ------–-–---–ს სესხად არ აქვს მიღებული. ყველა პირმა უნდა გადაიხადოს ის თანხა, რაც მას რეალურად აქვს სეხად მიღებული. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაუქმება. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად აუცილებელია დადგინდეს მხარეთა შორის არსებული ვალდებულების ბუნება და მისი მოცულობა. სწორედ ამ საკითხის გარკვევით დადგინდება თუ რამდენად სწორადაა გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ გ------- ტ------–-–---–ი და შპს ,,მისო ლ---------------ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მისო ლ---------------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ფულად-საკრედიტო ურთიერთობები. გ------- ტ------–-–---–ს თანხა სჭირდებოდა და სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მან სესხი მოსთხოვა შპს ,,მისო ლ---------------ს“. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის საფუძველზე ორივე მხარემ გამოავლინა სესხის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო რამოდენიმე გარიგება. კერძოდ:

- 2015 წლის 12 მარტს გ------- ტ------–-–---–-- შპს ,,მისო ლ---------------ისაგან“ 24 თვის ვადით, ყოველთვიურად სარგებელის გადახდის პირობით ისესხა 15 000 აშშ დოლარი;

- 2016 წლის 30 მარტს, შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 14000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით.

- 2016 წლის 19 ივლისს შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 4000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით.

- 2016 წლის 20 სექტემბერს შპს ,,მისო ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 12 თვის ვადით ასესხა 3500 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით.

- ოთხივე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–------------ ბ. 5-ში (ს/კ 05.2-.2-.0--.01.0--).

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, შპს ,,მისო ლ---------------მა“ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ გ------- ტ------–-–---–ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ გ------- ტ------–-–---–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ შპს ,,მისო ლ---------------ის“ მიერ სესხად თანხის გადაცემას, უნდა მოჰყვეს გ------- ტ------–-–---–ის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. გ------- ტ------–-–---–-- ოთხივე ხელშეკრულების პირობები დაარღვია და სესხი არ დაფარა გრაფიკის მიხედვით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მოთხოვნით აღმასრულებელმა 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხზე ცალ-ცალკე გასცა სააღსრულებო ფურცლები, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა. მნიშვნელოვანია დადგინდეს აღსასრულებელი ვალდებულებები დაანგარიშებულია თუ არა სწორად. საკითხის გასარკვევად ცალ-ცალკე დაანგარიშებული უნდა იქნას ძირი თანხის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს მოცულობები. კერძოდ:

6.5. 2015 წლის 12 მარტის სესხზე, გ------- ტ------–-–---–-- პირველი შენატანი განახორციელა დროულად, მაგრამ მან გადაიხადა მხოლოდ სარგებელი. მეორე და მესამე შენატანი უნდა განეხორციელებინა 2015 წლის 13 მაისს და 13 ივნისს. მან ამ ვადებში შენატანი არ შეიტანა და არ დაფარა არც ძირი თანხა და არც სარგებელი. მან შენატანის განხორციელების ვადას გადააცილა 84 დღე, რის გამოც მას დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1620 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–-- 2015 წლის 6 ივლისს გადიხადა 2359.72 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი და ჯარიმები. ანალოგიურად ვადაგადაცილებები გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც. პირველი 7 შენატანით გ------- ტ------–-–---–ს გადახდილი აქვს მხოლოდ ჯარიმები და სარგებელი. მან ძირითადი თანხის ნაწილი გადაიხადა მხოლოდ 2015 წლის 12 დეკემბერს და 2016 წლის 12 იანვარს. მანამდე იხდიდა მხოლოდ ჯარიმებს და სარგებელს. 2016 წლის 12 თებერვლიდან კვლავ ვადაგადაცილებაში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში დასახელებული სესხის დასაფარად 2016 წლის 30 მარტს აიღო ახალი სესხი და მიღებული თანხის ძირითადი ნაწილით დაფარა 2015 წლის 12 მარტის სესხი. საბოლოოდ 2015 წლის 12 მარტის სესხთან დაკავშირებული ურთიერთობა შეწყდა.

 

6.6. 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებული 14 000 აშშ დოლარი უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში გრაფიკის მიხედვით. გ------- ტ------–-–---–-- 2016 წლის 30 სექტემბრამდე მოპასუხის სალაროში შეიტანა 3937.75 აშშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით ძირი თანხა არ დაფარულა. მას შეჰქონდა მხოლოდ სარგებელი და ვადაგადაცილების ჯარიმები. შესაბამისად გადასახდელი ძირი თანხა კვლავინდებურად 14 000 აშშ დოლარი რჩებოდა. ამ ნაწილში №1-------- სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. მართალია მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გ------- ტ------–-–---–ს მხოლოდ 1000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, მაგრამ მისი ასეთი მოსაზრება არაა საფუძვლიანი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხზე ძირი თანხის ანგარიშში თანხა იყოს გადახდილი.

6.7. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში ძირ თანხად მითითებულია 4000 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველია 2016 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 19 რიცხვში (გარდა რამოდენიმე შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 19 აგვისტოს. მან ერთი თვით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა 459.83 აშშ დოლარი, საიდანაც 203.81 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 256 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან 2016 წლის 19 ოქტომბერს, 19 ნოემბერს და 19 დეკემბერს გადაიხადა სარგებელის ნაწილი 98.63 აშშ დოლარი, 101.91 და 98.63 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სესხის შესატანი თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან სესხის აღებიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 839 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 503 აშშ დოლარი, სესხის საკომისო 80 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 256 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 4 000 აშშ დოლარი. ამ ნაწილში №1-------- სააღსრულებო ფურცელი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.8. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში ძირ თანხად მითითებულია 3500 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით, მაგრამ მას სესხის ძირი თანხის დასაფარად შენატანები განხორციელებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გ------- ტ------–-–---–ს ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს 3500 აშშ დოლარი. შესაბამისად №1-------- სააღსრულებო ფურცელი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.9. შემდეგი საკითხია სარგებელის მოცულობის საკითხი. სარგებელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტებრის ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებები სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. გ------- ტ------–-–---–ს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. სესხებზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. 2016 წლის 30 მარტის სესხის ხელშეკრულების ნაწილში გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2016 წლის 30 ოქტომბერს მას უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 ნოემბერს უნდა გადაეხადა 356.71 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–ს 2017 წლის 14 იანვრამდე (კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნამდე) უნდა გადაეხადა 14 დღის სარგებელი, რაც შეადგენს (11.5068X14) 161,0952 აშშ დოლარს. საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 14 იანვრამდე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 1208.2052 აშშ დოლარს. ნოტარიუსს №1-------- სააღსრულებო ფურცელში მითითებული აქვს 1254.24 აშშ დოლარი. შესაბამისად ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს ცდომილებას, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში სარგებელის ნაწილში ნაცვლად 1254.24 აშშ დოლარისა, მითითებული უნდა იქნას 1208.2052 აშშ დოლარი.

 

6.10. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში გადასახდელ სარგებელის თანხად მითითებულია 4000 აშშ დოლარი. სესხის ამონაწერზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 19 დეკემბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2017 წლის 20 იანვარს და 20 თებერვალს უნდა გადაეხადა 105.20 აშშ დოლარი და 101.92 აშშ დოლარი, საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გადასახდელი სარგებელი შეადგენს 220.27 აშშ დოლარს. შესაბამისად №1-------- სააღსრულებო ფურცელი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა.

 

6.11. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში, გადასახდელი სარგებლის თანხად მითითებულია 343.33 აშშ დოლარი. სესხის ამონაწერით დადგინდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს სარგებელი საერთოდ არ აქვს გადახდილი. გ------- ტ------–-–---–ს 20 ოქტომბერს უნდა გადაეხადა 86.30 აშშ დოლარი, 20 ნოემბერს უნდა გადაეხადა 85.35 აშშ დოლარი, 20 დეკემბერს უნდა გადაეხადა 71.25 აშშ დოლარი, ხოლო 20 იანვრამდე მას უნდა გადაეხადა 69.29 აშშ დოლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აღმასრულებელმა სარგებელი დათვალა მხოლოდ 14 იანვრამდე, საანგარიშო გადასახდელს უნდა დააკლდეს 6 დღის სარგებელი, რის შემდეგაც დარჩება 57,7416 აშშ დოლარი. სულ 300.6416 აშშ დოლარს. ნოტარიუსს №1-------- სააღსრულებო ფურცელში მითითებული აქვს 343.33 აშშ დოლარი. შესაბამისად ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს ცდომილებას, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში სარგებელის ნაწილში ნაცვლად 343.33 აშშ დოლარისა, მითითებული უნდა იქნას 300.6416 აშშ დოლარი.

 

6.12. შემდეგი საკითხია პირგასამტეხლოს საკითხი. ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლები. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტებრის ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანმხდენ მასზედ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას დაერიცხება სესხად გაცემული თანხის 0.2 %. დადგენილია, რომ გ------- ტ------–-–---–-- არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი, მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა დადგენილ ვადებში. რის გამოც სამივე სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

6.13. №1-------- სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხად მითითებულია 2212 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე პეიროდში ყოველდღიურად 28 აშშ დოლარის დარიცხვის მეთოდით. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 76 დღეა. ამ პერიოდზე დარიცხული 28 აშშ დოლარი შეადგენს 2128 აშშ დოლარს. ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს გარკვეულ უსწორობებს.

 

6.14. №1-------- სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხად მითითებულია 280 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში ყოველდღიურად 8 აშშ დოლარის დარიცხვის მეთოდით. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე 34 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 8 აშშ დოლარი შეადგენს 272 აშშ დოლარს. ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს გარკვეულ უსწორობებს.

 

6.15. №1-------- სააღსრულებო ფურცელში შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხად მითითებულია 623 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე პერიოდში ყოველდღიურად 7 აშშ დოლარის დარიცხვის მეთოდით. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 86 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 7 აშშ დოლარი შეადგენს 602 აშშ დოლარს. ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი შეიცავს გარკვეულ უსწორობებს.

 

6.16. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.2 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. გ------- ტ------–-–---–ი ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. იგი იდევ უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე. შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო იქნება შემდეგი მოცულობის:

- №1-------- სააღსრულებო ფურცელში - 744,837 აშშ დოლარი.

- №1-------- სააღსრულებო ფურცელში - 95.875 აშშ დოლარი.

- №1-------- სააღსრულებო ფურცელში - 210.710 აშშ დოლარი.

 

6.17. სამივე სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებელ ვალდებულებად ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამივე სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე.

 

6.18. მოსარჩელემ სადაო გახადა 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერება. მან საქმის განხილვისას განმარტა, რომ დასახელებული გარიგება იმიტომაა ბათილი, რომ მოპასუხემ გ------- ტ------–-–---–ს არ გადასცა სესხი. აღნიშნული არ გულისხმობს გარიგების უკანონობას. სესხად თანხის გადაუცემლობა არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. აღნიშნული შეიძლება გახდეს თანხის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. სწორედ ამ პრინციპის გამო სასამართლო აღარ მსჯელობს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველზე.

 

6.19. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ,,ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ტ------–-–---–-- ნაკისრი ვალდებულება სრულყოფილად ვერ შასრულა. ვალდებულების დარღვევის გამო შპს ,,მისო ლ---------------ს“ უფლება ჰქონდა მიემართა ნოტარიუსისათვის და მოეთხოვა საღსრულებო ფურცელი. მან ისარგებლა მინიჭებული უფლებით და ნოტარიუსს მოსთხოვა საღსრულებო ფურცლის გაცემა. 2017 წლის 17 იანვარს და 24 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამი სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-8 პუნქტით დადგინდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირი თანხა სწორადაა განსაზღვრული. სარგებელი და პირგასამტეხლო კი არასწორად არის დაანგარიშებული, რის გამოც სააღსრულებო ფურცელში პროცენტის და სარგებელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება. სხვა ნაწილში კი სააღსრულებო ფურცელი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6.20. ასეთივე ცვლილებას ექვემდებარება 2017 წლის 8 ნოემბრის სანოტარო აქტიც. ძირი თანხის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობის კორექტირება გამოიწვევს შესასრულებელი ვალდებულებების მოცულობის შეცვლას. ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ ნოტარიუსს აღარ ექნება მასში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

 

7. საპროცესოხარჯები:

7.1. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

მოცემულ საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეადგენს 860 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, ამიტომ სახ. ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. 760 ლარი უნდა გადახდეს მოსარჩელეს, ხოლო 100 ლარი მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფისღონისძიებასთანდაკავშირებულისაკითხები:

 

8.1 საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, აღმასრულებელს აეკრძალა ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის (A17026443, A170200239 A--------) აღსრულების შედეგად მიღებული თანხის შპს ,,მისო ლ---------------ისათვის“ გადაცემა გარდა 11079 აშშ დოლარისა.

 

8.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, აღმასრულებელს აეკრძალა №1-------- და №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შედეგად მიღებული თანხის შპს ,,მისო ლ---------------ისათვის“ გადაცემა გარდა 11079 აშშ დოლარისა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციონაწილი:

 

სასამართლომიხელმძღვანელარასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ---–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- სარგებელი: - 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე - 1208.2052 აშშ დოლარი (11.5068 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა)

- პირგასამტეხლო: - 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 744.837 აშშ დოლარი (9.8 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა);

- 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 11.5068 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 9.8 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა;

- შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრული იქნას სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის შემდეგ.

- სხვა ნაწილში 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.

3. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის 2017 წლის 24 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- პირგასამტეხლო: - 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 95.875 აშშ დოლარი (2.81 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა);

- 2017 წლის 24 თებერვლიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 3,2876 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 2.81 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა;

- სხვა ნაწილში 2017 წლის 24 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.

4. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

- სარგებელი: - 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე - 300,6416 აშშ დოლარი (2,8767 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა)

- პირგასამტეხლო: - 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 210.710 აშშ დოლარი (2.46 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა);

- 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 2,8767 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 2,46 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა;

- სხვა ნაწილში 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.

5. №1-------- სანოტარო აქტი გაუქმდეს.

6. ლ---–- ბ-------ის სარჩელი 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

7. ლ---–- ბ-------ეს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 760 ლარის გადახდა. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

8. შპს ,,მისო ლ---------------ს“ დაეკისროს ლ---–- ბ-------ეს აუნაზღაუროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 100 ლარი.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის და 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და აღმასრულებელი გათავისუფლდეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შედეგად მიღებული თანხის შპს ,,მისო ლ---------------ისათვის“ გადაცემის აკრძალვისაგან.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტისქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისგამოცხადებიდან არაუადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30)და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩაფუტკარაძე