გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-2852-18
(საქმე N190210018002683349)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
წარმომადგენელი - ჯ--- ა---–-–---–-
მოპასუხე - ბ---- ს-----–---–- (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა-–--- ს-------–---–-
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - შპს „ს-----------–-----ი“
წარმომადგენელი - ბ--- ბ----------
დავის საგანი- თანხის გადახდის დაკისრება ( როგორც თავდაპირველ, ასევე შეგებებულ სარჩელში)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ---- ს-----–---–-სათვის მოსარჩელის სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ 2994 ლარისა და 64 თეთრის (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდა თოთხმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) დაკისრება (თავდაპირველი სარჩელში)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს
2017 წლის 25 ნოემბერს ბ---- ს-----–---–-, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით LU 717 II, შეეჯახა მის წინ მიმავალ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224, რომელსაც მართავდა ავ--------–-----------.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგა სქემატური ნახაზი, მხარეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები და შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების შეჯახებაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა ბ---- ს-----–---–-. ვინაიდან „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224, დაზღვეული იყო - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’ -ში, ამიტომ მოხდა დამზღვევისათვის -შპს „ს-----------–-----ი“ -სთვის ზიანის ანაზღაურება. მზღვეველი უფლებამოსილია გადახდილი თანხის ანაზღაურება მოითხოვოს ბ---- ს-----–---–-საგან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ბ---- ს-----–---–-- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობა გამოირიცხა ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიე გაცემული ექსპერტიზის დასკვით, რომლის საფუძველზეც კასპის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 29 იანვრის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ბ---- ს-----–---–-ს მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ( ელექტრონული საჯარიმო ქვითარი).
შესაბამისად, გამოირიცხა მისი ბრალეულობა და დადგინდა, რომ მას თავისი ქმედებით ზიანი არ მიუყენებია „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანისთვის სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 და სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზღვევისათვის გადახდილი თანხის მისგან მოხოვნის უფლება სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს არა აქვს.
შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ - თვის ბ---- ს-----–---–-ს სასარგებლოდ 2520 (ორია ათას ხუთას ოცი) ლარის დაკისრება( შეგებებულ სარჩელში).
სარჩელი (შეგებებული) ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს
2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ბ---- ს-----–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით LU 717 II, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანასთან - სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 შეჯახების შედეგად, რომელსაც მართავდა ავ--------–-----------. ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა, სადაც დადგინდა, რომ ბ---- ს-----–---–- არ იყო ბრალეული პირი ამ შემთხვევაში, დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ( ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) კასპის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 29 იანვრის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მძღოლის ბ---- ს-----–---–-ს ბრალეულობა 2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში არ იკვეთებოდა. ასევე ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ავტომობილის შეკეთების ხარჯების ოდენობა. ვინაიდან შეჯახებაში მონაწილე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მფლობელს - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ -ში დაზღვეული ჰქონდა მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობა , შესაბამისად, იგი ითხოვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიისგან.
მოპასუხის პოზიცია
სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზ----. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე საქმეში მონაწილე მესამე პირის - შპს „ს-----------–-----ი“ -ს წარმომადგენლის ბ--- ბ----------ს განმარტებით, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა - სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 , რომელსაც მართავდა ავ--------–-----------, არის მათ მფლობელობაში. ავტომანქანა დაზღვეულია სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ -ში, ასევე აქვთ მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობა დაზღვეული. შესაბამისად, მათ სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ზიანი მათი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის და ასევე აქვს სადაზღვევო კომპანიას ვალდებულება სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში ზიანი აუნაზღაუროს მესამე პირს - ბ---- ს-----–---–--–.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 ნოემბერს ბ---- ს-----–---–-, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით LU 717 II , შეეჯახა მის წინ მიმავალ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224, რომელსაც მართავდა ავ--------–-----------.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგა სქემატური ნახაზი, მხარეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები და შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარები.
მტკიცებულებები: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
3.1.2. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224, რომლის მფლობელია შპს „ს-----------–-----ი“ და რომელსაც მართავდა ავ--------–-----------, დაზღვეული იყო - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ -ში .
მტკიცებულება: დაზღვევის პოლისი # MI156071/17.
3.1.3. დაზიანებული „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224, ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილი იქნა შპს „ავტოექსპერტიზა“ -ში, რომლის მიერ შედგენილი ინვოისის თანახმად ზიანი განისაზღვრა 2960 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: შპს „ავტოექსპერტიზა“ -ს ინვოისის აქტი.
31.4. სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმის თანახმად ზიანი განისაზღვრა 1162,92 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 2994, 64 ლარი ჩაერიცხა დამზღვევს ანგარიშზე.
მტკიცებულება : სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.5. 2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარი ავტოასაგზაო შემთხვევის დროს ასევე დაზიანდა ბ---- ს-----–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით LU 717 II, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანასთან - სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 შეჯახების შედეგად., რომელსაც მართავდა ავ--------–-----------.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი სქემატური ნახაზის , ახსნა-განმარტებების შედეგად დადგინდა, რომ სახეზე იყო შერეული ბრალი და ორივე მძღოლის - ბ---- ს-----–---–-სა და ა---------– გ---------- მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
მტკიცებულება:ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. ბ---- ს-----–---–-ს ინიციატივით ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა, სადაც დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხევაში მონაწილე „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით LU 717 II -ის მძღოლი ბ---- ს-----–---–- ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.
მტკიცებულება : ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვანა # 000582218.
3.1.7. ბ---- ს-----–---–-ს მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ( ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) კასპის მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 29 იანვრის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მძღოლის ბ---- ს-----–---–-ს ბრალეულობა 2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარი ავტოასაგზაო შემთხვევაში არ დასტურდებოდა.
მტკიცებულება : 2018 წლის 29 იანვრის სასამართლოს დადგენილება.
3.1.8. ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა, რომელმაც განსაზღვრა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრით LU 717 II შეკეთების ხარჯები შეადგენდა 2520 ლარს
მტკიცებულება : ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.
3.1.9. LU 717 II, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 , რომელსაც მართავდა ავ--------–-----------, დაზღვეული იყო - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ -ში , რომელსაც ჰქონდა მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობა დაზღვეული, აღნიშნული ავტომანქანის მფლობელია შპს „ს-----------–-----ი“.
მტკიცებულება : დაზღვევის პოლისი # MI156071/17.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მითითებულია სარჩელში (როგორც თავდაპირველ, ასევე შეგებებული), მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბ---- ს-----–---–-ს შეგებებული სარჩელი საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361.2-ე, 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის , 409-ე , 779-ე, 832-ე, 839-ე -841-ე , 992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზ----, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ერთი (სახელშეკრულებო), ისე მეორე (დელიქტიდან გამომდინარე) საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა _ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზ----) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდაპირველ სარჩელში მითითებულ შემთხვევაში სახეზე არ არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის - კონკრეტულად ბრალი. დადასტურებულია , რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 , რომელსაც მართავდა ავ--------–----------- , შეეჯახა ბ---- ს-----–---–-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომლის (ბ---- ს-----–---–-ს) ბრალეულობა ავტო-საგზაო შემთხვევაში გამოირიცხა ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ა---------– გ---------- მხრიდან დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რამაც გამოიწვია შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მხარისათვის ზიანის მიყენება. ასევე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია მიყენებული ზიანის ოდენობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის არსებობის დროს ქონებრივი ინტერესების დაცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება, რომ შპს „ს-----------–-----ი“ -ს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც მართავდა ავ--------–-----------, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელე ბ---- ს-----–---–-ს ავტომანქანას მიადგა 2520 ლარის მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’ -ს , ვინაიდან LU 717 II, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 (მძღოლი ავ--------–-----------) დაზღვეული იყო - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ში, რომელსაც ჰქონდა მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობაც დაზღვეული.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზ----. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზ----. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზ----, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება პირს დაეკისროს, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ თუ სახეზეა, ზიანი, ზიანი მიყენებულია განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებასა და ზიანის შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზღვეული ავტომანქანის - LU 717 II, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 ( რომელსაც მართავდა ავ--------–----------- ) დაზიანება არ არის გამოწვეულია ბ---- ს-----–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგად. შესაბამისად, ამ მანქანის დაზიანების გამო შპს „ს-----------–-----ი“-სთვის (ავტომანქანის მფლობელი, დამზღვევი) სადაზღვევო კომპანიას მის მიერ ანაზღაურებული თანხის მოთხოვნის უფლება ბ---- ს-----–---–-საგან არ გააჩნია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 779-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ზიანის დაზღვევის ხელშეკრულების ობიქტია დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობაც ქონებასთან ერთად. სადაზღვევო შემთხვევა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც გარეშე ობიექტურმა ფაქტორებმა, ასევე დამზღვევის არამართლზომიერმა და ბრალეულმა ქმედებამ, რისთვისაც მას დაეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ ზიანის მიმყენებელს დაზღვეული აქვს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დაზარალებულს ანუ მესამე პირს მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს არა ზიანის მიმყენებელმა, არამედ იმ სადაზღვევო კომპანიამ, სადაც დამზღვევმა დააზღვია თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სწორედ ამ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
თუ დაზარალებულმა იცის, რომ ზიანის მიმყენებელს დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მას უფლება აქვს უშუალოდ სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოს ანაზღაურების მოთხოვნა, დამზღვევი თავისი ვალდებულებების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდეასის 840-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
ზემოაღნიშნული კოდექსის 841-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისაგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.
რადგან ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ა---------– გ---------- მართვის ქვეშ მყოფი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით XK 071 KX 224 , დაზღვეული იყო სს ,, ს--------------------------------------–-----ი“-ში, რომელსაც ასევე ჰქონდა მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევაც, ხოლო ბ---- ს-----–---–-ს ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევაში გამოირიცხა და ამასთან ზიანის ანაზღაურების თანხა, ოდენობა თავსდება სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, ამდენად, მისი მოთხოვნა დამზღვევისაგან , სადაზღვევო კომპანისაგან ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 . სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა არც თავდაპირველ და არც შეგებებულ სარჩელში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი.
ბაჟის ნაწილის 50 ლარი , როგორც ზედმეტად გადახდილი , უკან უნდა დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს, რადგან მოთხოვნები როგორც თავდაპირველ, ასევე შეგებებულ სარჩელში განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რა დროსაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სს ,, ს--------------------------------------–-----ი „-ს ბ---- ს-----–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 100.8 ლარის ოდენობით ( დავის საგნის 4%) , ასევე ექსპერტიზის ხარჯი 152 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს--------------------------------------–-----ის„ სარჩელი მოპასუხე ბ---- ს-----–---–-ს მიმართ 2 994,64 ლარის დაკისრების თაობაზე;
2. დაკმაყოფილდეს ბ---- ს-----–---–-ს შეგებებული სარჩელი სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ მიმართ.
3. სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ ბ---- ს-----–---–-ს (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) სასარგებლოდ დაეკისროს 2 520 ლარის გადახდა.
4. სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნაწილი 50 ლარი, გადახდილი თი-ბი-სი ბანკში, 18.10.2018წ., საგადახდო დავალება #845812654, კოდი 300063 150 დაუბრუნდეს უკან.
5. სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ ბ---- ს-----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. ბ---- ს-----–---–- უკან დაუბრუნდეს მის მიერ 09.11.2018 წ. საგადახდო დავალება # 1 გადახდილი #300063150 კოდზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.
6. სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ დაეკისროს ბ---- ს-----–---–-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 100.8 ლარის ოდენობით, ასევე ექსპერტიზის ხარჯი 152 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი