გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2018
საქმის ნომერი
010310018002439073
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002468311

№3-232/18(3-279/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ლე------- მი--------ე

მოპასუხე-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულება

წარმომადგენელი - ლ---- მა-----–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ლე------- მი--------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის

2--- წლის 21 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებების ბათილად ცნობას, რომლებითაც მას, სამივე შემთხვევაში, დაეკისრა დისციპლინური სახდელი, კერძოდ, გაფრთხილება.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ლე------- მი--------ე სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2--- წლის 21 აპრილს მას გადაეცა დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული №3----- განკარგულება, ბრალდებულის / მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ 2--- წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:06 წთ-ზე №2---ე საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ სოციალური განყოფილების თანამშრომელს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულით მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ქმედება რითაც შელახა სხვა პირის ღირსება. მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სახე, გაფრთხილება.

2--- წლის 28 აპრილს ლე------- მი--------ეს ჩაბარდა №3 დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული, №3----- განკარგულება, რომლის თანახმად, 2--- წლის 13 აპრილს, დაახლოებით 13:47 წთ-ზე №2-- საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრებს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულით ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შელახა სხვა პირთა ღირსება და ამ გარემოებების გათვალისწინებით მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სახე - გაფრთხილება.

2--- წლის 16 მაისს ლე------- მი--------ეს გადაეცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული №4----- განკარგულება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს, დაახლოებით 02:34 წთ-ზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრთან უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულით მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება და ამისათვის მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელის სახე - გაფრთხილება.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის ოქმებში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. 2--- წლის 13 აპრილს №3 დაწესებულებაში თბილისის საქალაქო სასამართლოდან მისთვის გადასაცემად გამოიგზავნა სასამართლო სხდომის ოქმები (CD-R). სოციალურმა მუშაკმა, ეთერ ნიკოლაიშვილმა საკანთან მიუტანა სასამართლოს მიერ გამოგზავნილი წერილი და ასევე, კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ლე------- მი--------ემ სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში მოაწერდა ხელს ე.წ. „ჩაბარების ფურცელს“, თუ იგი ადგილზე უზრუნველყოფდა ოქმის შედგენას იმის თაობაზე, თუ სად და რა ვითარებაში უნდა მომხდარიყო კუთვნილი CD-R დისკების შენახვა. აღნიშნულზე ეთერ ნიკოლეიშვილმა გამოხატა თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჩაბარების დასტურზე, რის შემდეგაც, სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავდა არავითარი ოქმის შედგენას, რაზედაც მოსარჩელემ მოთხოვა, რომ უკან დაებრუნებინა ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა გაეუქმებინა ხელმოწერა ან შენიშვნა გაეკეთებინა მასზე, რის გაგონებაზედაც, სოციალური მუშაკი გაიქცა და ის ელოდებოდა, სანამ დაბრუნდებოდა. ვინაიდან, ასე არ მოხდა, მოსარჩელემ თავიდან დაუძახა მას, სოციალური მუშაკი რამდენიმე ხანში უკან მოვიდა და აცნობა, რომ მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გადასცა ხელმძღვანელობას, ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომ შემდგარიყო ოქმი, თუ სად და რა ვითარებაში შეინახებოდა მისთვის გამოგზავნილი CD-R დისკები, სოციალურმა მუშაკმა უთხრა, რომ ეს საკითხი მას არ აინტერესებდა.

მომხდარი ფაქტის თაობაზე მოსარჩელემ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს რათა მომხდარიყო ფაქტის შესწავლა.

რაც შეეხება 2--- წლის 16 მაისის განკარგულებას, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ იგი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა აბსოლუტური უგულებელყოფით, დარღვეულია პატიმრობის კოდექსის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ დისციპლინური საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ისე გამოიცა სადავო განკარგულება, რომ არ ლე------- მი--------ეს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის უფლება, არ მიეცა შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა, არ განმემარტა, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა, რითაც შელახა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები.

სადავო განკარგულებაში ასახული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს. ლე------- მი--------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დისციპლინური სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. კერძოდ, 2--- წლის 16 მაისს პროცესები განვითარდა შემდეგნაირად: მოსარჩელე მოითხოვდა მორიგე განმწესის წევრებისგან, უზრუნველეყოთ სამედიცინო პერსონალის მოყვანა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას და მას ამ დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია.

ვინაიდან, ლე------- მი--------ეს არ დაურღვევია პატიმრობის კოდექსისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული ნორმები და საერთოდაც, ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ფაქტს, სახეზეა №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობის აბსოლუტური საფუძვლები, მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის მოტივით.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

არ არსებობს აღნიშნული განკარგულებების ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები, რადგან განკარგულებებისრულად აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მსჯავრდებულის მხრიდან დარღვეულია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლი „დ“ ქვეპუნქტი და №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ლე------- მი--------ის მხრიდან მოხდა დაწესებულების თანამშრომელთა ღირსების შელახვა, რომელიც აღიარებული და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების საფუძველზე დაწესებულების დირექტორს დააჩნდა საკანონმდებლო საფუძველი, რომ სახდელი დაედო მსჯავრდებულისთვის.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლე------- მი--------ე არის სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების პატიმარი.

2--- წლის 21 აპრილს გამოიცა №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის №3----- განკარგულება, რომლის თანახმად, 2--- წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:06 წთ-ზე №2---ე საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ სოციალური განყოფილების თანამშრომელს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულით, მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ქმედება რითაც შელახა სხვა პირის ღირსება.

პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის საფუძველზე, ლე------- მი--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 21 აპრილის №3----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. 2--- წლის 27 აპრილს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული იქნა №3----- განკარგულება, რომლის თანახმად,2--- წლის 19 აპრილს, დაახლოებით 13:47 წთ-ზე №2-- საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრებს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულით ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შელახა სხვა პირთა ღირსება.

პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის საფუძველზე, ლე------- მი--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 27 აპრილის №3----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2--- წლის 16 მაისს №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებული იქნა №4----- განკარგულება, რომლის თანახმად,2--- წლის 7 მაისს, დაახლოებით 02:34 წთ-ზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულით მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითაც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება.

პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლე------- მი--------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, დისციპლინურ დარღვევის ჩადენის ფაქტს.

საქმეში წარმოდგენილი დისციპლინური სამართალწარმოების მასალებით, კერძოდ, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორების, გოდერძი მიქელაძისა და ელიზბარ დუმბაძის მიერ შედგენილი პატაკებით, არჩილ ჭაღალიძის, რეზო ბოლქვაძისა და ნოდარ ჟღენტის წერილობითი ახსნა-განმარტებებით, გოდერძი მიქელაძისა და გიორგი დოლიძის, ელიზბარ დუმბაძისა და რევაზ კონცელიძის, გოდერძი მიქელაძისა და არჩილ ჭაღალიძის მიერ შედგენილი დისციპლინური დარღვევის თაობაზე ოქმებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, №3 დაწესებულების სოციალური მუშაკის, ეთერ ნიკოლაიშვილის, №3 დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის, ნოდარ ჟღენტის და სამართლებრივი განყოფილების მთავარი ინსპექტორის, გოდეძი მიქელაძის ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ლე------- მი--------ის მიმართ

2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებებში მითითებულ გარემოებებს, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ 2--- წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:06 წთ-ზე ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ სოციალური განყოფილების თანამშრომელს, ეთერ ნიკოლაიშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, 2--- წლის 19 აპრილს, დაახლოებით 13:47 წთ-ზე მის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრებს ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინებითა და უცენზურო მიმართვებით და ასევე, 2--- წლის 7 მაისს, დაახლოებით 02:34 წთ-ზე ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრს უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც შელახა სხვა პირთა ღირსება.

მსჯავდებულის მიმართ შედგენილი 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებების მიხედვით, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სამართლებრივად განისაზღვრა ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შინაარსი და განხორციელდა ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულება;

- დისციპლინური წარმოების მასალები:

- მოწმეების, ეთერ ნიკოლაიშვილის, ნოდარ ჟღენტის და გოდეძი მიქელაძის ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ლე------- მი--------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

– საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

– საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების

№3 დაწესებულების დებულება;

– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, აქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) პუნქტით განსაზღვრულ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს წარმოადგენს, რომელთა კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა.

მე-80 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

6.2. „პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

„პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

„პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლით (1-ლი ნაწილი) განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები:

1. დისციპლინარული სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ამანათისა და გზავნილის სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 83-ე მუხლით განსაზღვრული რეგულაციით, ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც ბრალი ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენაში, აღჭურვილია საპროცესო უფლებებით:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძელი;

ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

 

6.4.„პატიმრობის კოდექსის“ 84-ე მუხლით დადგენილია დისციპლინური სამართალწარმოების წესები:

1.დისციპლინარული დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.თუ დაწესებულების დირექტორი 557989863ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს,რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

11. დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს უფლებააქვს, ჰყავდეთ ადვოკატი.

2.ბრალდებულს განემარტება უფლება მისცეს ახსნა-განმარტება წარადგინოს მტკიცებულებები,განაცხადოს შუამდგომლობა,გამოვიდეს მშობლიურ ენაზზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით,გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3.ბრალდებულს/მსჯავდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინარულ დარღვევასთან დაკავშირებით,ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.

4.დისციპლინარული დარღვევის ჩამდენ პირს,მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს,წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან შენიშვნები,რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებუს შესახებ.

5. ზეპირი მომენის დროს ბრალდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6.ბრალდებულის/მსჯავდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარამოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინარული დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ,მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას,რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება,რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში.თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება,ბრალდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს,თუ ბრალდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

 

6.5. მოსარჩელე ლე------- მი--------ის მტკიცებით, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რაც სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც დადგენილია იმ შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ამ მტკიცების საწინააღმდეგოზე მიუთითებს.

სასამართლო განმარტავს, მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სადავოობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი აკისრია ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს მოსარჩელეს, დაასაბუთოს თავისი მტკიცება და სარჩელი.

კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეთა ვალდებულებებს და საპროცესო მოვალეობს ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციას.

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი, ლე------- მი--------ის მიმართ №3 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული დისციპლინური საქმის წარმოების მასალების, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, №3 დაწესებულების სოციალური მუშაკის, ეთერ ნიკოლაიშვილის, №3 დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის, ნოდარ ჟღენტის და სამართლებრივი განყოფილების მთავარი ინსპექტორის, გოდეძი მიქელაძის ჩვენებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, 2--- წლის 13 აპრილს, 19 აპრილს და 7 მაისს შედგენილი ოქმებში მითითებულ გარემოებას, რომ 2--- წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15:06 წთ-ზე №2---ე საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ სოციალური განყოფილების თანამშრომელს, ეთერ ნიკოლაიშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; ასევე, 2--- წლის 19 აპრილს, დაახლოებით 13:47 წთ-ზე №2-- საკნის მსჯავრდებულმა, ლე------- მი--------ემ თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრებს უცენზურო სიტყვების ხმარებით და გინებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო, 2--- წლის 7 მაისს, დაახლოებით 02:34 წთ-ზე მანვე, თავის საკანთან მისულ მორიგე განმწესის წევრს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უცენზურო გამოთქმებითა და გინებით, რითაც, თავისი განზრახი ქმედებით შეურაცხყო სხვა პირთა ღირსება.

მსჯავდებულის მიმართ შედგენილი, 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებების მიხედვით, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივად სწორად განისაზღვრა ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შინაარსი და განხორციელდა, ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი და გამოყენების წესი:

1.დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2.დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ)შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ)სარეგისტრაციო ნომერს;

დ)მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვ.)

ე)დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დრო. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროს განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ)მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ.

5.განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

6.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7.დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

 

6.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების მიერ, მსჯავდებულ ლე------- მი--------ის მიმართ 2--- წლის 13 აპრილს, 19 აპრილს და 7 მაისს შედგენილი ოქმების მიხედვით, დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით სამართლებრივად განისაზღვრა ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შინაარსი, ქმედების სამართლებრივი შეფასება და დარღვეული ნორმები, რის შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებებით, ლე------- მი--------ეს სამივე დარღვევაზე შეეფარდა დისციპლინური სახდელის ზომა, გაფრთხიულება.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.

მოცემულ შემთხვევაში, მომჩივან მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების ადმინისტრაცია ნუგზარ თაბაგარის მიმართ ახორციელებს განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, უსაფუძვლო დევნას, არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები და ის თავისი არაბრალეულობის სამტკიცებლად, მხოლოდ საკუთარი განმარტებით შემოიფარგლება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე------- მი--------ის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დროს სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებათა ობიექტური ანალიზის შედეგად არის მიღებული დასკვნა, რომ ნუგზარ თაბაგარის მიერ ჩადენილი ქმედება, დაწესებულების მუშაკების მიმართ აგრესიული საუბარი, შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით მოხსენება და ამასთან დაკავშირებით ყვირილი და ხმაური, წარმოადგენდა დაწესებულების დებულების და ამასთანავე, დისციპლინურ დარღვევას.

„პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე დაწესებულების ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ლე------- მი--------ის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტს და დააკისრა ჩადენილი დარღვევის პროპორციული, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ქცევის, დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისი სახდელი.

დაწესებულების დირექტორის მიერ სადავო განკარგულებების გამოცემა მოხდა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლე------- მი--------ის ქმედებებს №3 დაწესებულების დირექტორის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რომ მსჯავრდებულის ასეთმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა წესრიგს, უსაფრთხოებას და ეს ქმედებები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

ლე------- მი--------ეს „პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, სახდელის ზომად შეეფარდა - გაფრთხილება, რაც პროპორციულია, ჩადენილი ქმედებისა და ობიექტურად განსაზღვრავს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის კანონით დაწესებული სახდელის ზომას, შერჩეული დისციპლინარული სახდელი შეესაბამება, ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს.

„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიხედვით, ლე------- მი--------ის მიმართ მიღებული განკარგულება დისციპინური ღონისძიების გამოყენების შესახებ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

სასამართლო ასევე დადგენილად თვლის, მსჯავრდებულ ლე------- მი--------ის მიმართ ჩატარებული დისციპლინური საქმისწარმოების პროცესში დაცული იყო მისი საპროცესო უფლებები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმებში, არ არის აღნიშნული უფლებების გაცნობის ზუსტი დრო, რასაც გარკვეული მტკიცებულებითი ძალა გააჩნია, თუნდაც განსახილველ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდებული სადავოდ ხდის მისთვის უფლებების გაცნობას, ხოლო შესაბამის აქტებში ამ პროცედურის ზუსტი დრო მითითებული არ არის.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეფასებისა და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ეს აქტი კანონით დადგენილი წესის დაცვით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მიმართ ზიანის არსებობის საფუძველიც არ მოიპოვება.

ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნა, მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარისათვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულებების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე------- მი--------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ლე------- მი--------ე არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში, რაც მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, მსჯავრდებული ლე------- მი--------ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლე------- მი--------ის სარჩელი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების მიმართ, დაწესებულების დირექტორის 2--- წლის 19 აპრილის №3-----, 2--- წლის 27 აპრილის №3----- და 2--- წლის 16 მაისის №4----- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელე მხარე, ლე------- მი--------ე გათავისუფლდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე