გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/3924-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.0-.20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელეები - მ-------------–--ლი, დ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-------–----ე
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - შპს „G----------“
წარმომადგენელი - შ----------–----ე
მესამე პირი - ი-------------–---–-
წარმომადგენელი - ი---------ე
დავის საგანი: განკარგულებების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 7 დეკემბრის №A 1------8-------1 განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 10 მაისის №A 1------8-0--/0-1 განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „G----------“-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. მესამე პირის - ი-------------–---–-ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 20-- წლის 27 ნოემბერს, ნოტარიუს თ-------------ის მიერ, 20-6 წლის 0- სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებისა და მისი დანართის (სანოტარო აქტი №1-------0) საფუძველზე, შპს „G----------“-ის სასარგებლოდ, მოვალე დ--------------–---–ის მიმართ (მესაკუთრე - მ-------------–--ლი) გაიცა №1-------6 სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 27 ნოემბრის №1-------6 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 93-95)
4.1.2. 20-- წლის 28 ნოემბერს შპს „G----------“-მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და 20-- წლის 27 ნოემბრის №1-------6 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 28 ნოემბრის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 89-105).
4.1.3. 20-- წლის 29 ნოემბერს აღმასრულებელმა №A1------8 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 20-- წლის 27 ნოემბერს გაცემული №1------8 აღსრულების ქვემდებარე აქტი. აღნიშნული მიმართვით აღმასრულებელმა, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მ-------------–--ლის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის ქუჩა №19ა, საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0--, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაცია მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 29 ნოემბრის №A1------8 წერილი (ს.ფ. 173).
4.1.4. 20-- წლის 29 ნოემბერს, მოვალე დ--------------–---–ს და მესაკუთრე მ-------------–--ლს, მისამართზე - ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, გაეგზავნათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A1------8-0-4/0-1 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A1------8-0-4/0-1 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 107-1-5).
4.1.5. შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილის თანახმად, №A1------8-0-4/0-1 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მისამართზე: ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, 20-- წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილი (ს.ფ. 236-237);
4.1.6. 20-- წლის 04 დეკემბერს, მოვალე დ--------------–---–ს და მესაკუთრე მ-------------–--ლს, მისამართზე - ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, ხოლო მ-------------–--ლს ასევე ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–--ს I--–--. №1, გაეგზავნათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A1------8-0-4/0-2 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 04 დეკემბრის №A1------8-0-4/0-2 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 1-6-127).
4.1.7. შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილის თანახმად, №A1------8-0-4/0-2 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მისამართზე: ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, 20-- წლის 05 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“. 20-- წლის 05 დეკემბერს ფოსტის მუშაკი ასევე იმყოფებოდა მ-------------–--ლს ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–--ს I--–--. №1, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილი (ს.ფ. 236-237);
4.1.8. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 1- დეკემბრის „ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტით ყადაღა დაედო მ-------------–--ლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის ქუჩა №19ა, საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 1- დეკემბრის „ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ“ აქტი (ს.ფ. 161-162).
4.1.9. 20-- წლის 08 დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა №A1------8-0-8/0-1 წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს და აღსრულების უზრუნველსაყოფად მ-------------–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის ქუჩა №19ა, საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0--, საბაზრო ღირებულების შეფასება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 08 დეკემბრის №A1------8-0-8/0-1 წერილი (ს.ფ. 145).
4.1.10. 20-8 წლის 12 თებერვლის №0-/0--1886 დასკვნის თანახმად, მ-------------–--ლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0--) საბაზრო ღირებულებამ 1--,0-- (ას ო–-------ი ათასი) ლარი შეადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 12 თებერვლის დასკვნა და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 146-160).
4.1.1-. 20-- წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A1------8-------1 განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“, რომლითაც დადგინდა №A1------8 სააღსრულებო წარმოების მოვალე - დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“ შეტყობინების საჯაროდ გავრცელება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge -ს მეშვეობით. ამავე განკარგულების თანახმად, „მოვალე დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლება საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-- წლის 07 დეკემბრის №A1------8-------1 განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“ (ს.ფ. 128-129).
4.1.12. 20-- წლის 08 დეკემბერს, დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20-- წლის 07 დეკემბრის A1------8-------2 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 130-135);
- 20-- წლის 07 დეკემბრის A1------8-------3 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 138-143);
- ინფორმაცია www.nbe.gov.ge –დან (ს.ფ. 144).
4.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის ქ. №19ა, საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0--, 20-8 წლის 27 აპრილს გამოცხადებული აუქციონი 20-8 წლის 04 მაისს დასრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია www.eauction.ge -დან (ს.ფ. 184-185).
4.1.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 10 მაისის №A1------8-0--/0-1 განკარგულების თანახმად, მოვალე მ-------------–--ლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------ის ქ. №19ა, საკადასტრო კოდი - 0-.1-.0-.0-7.0-- - შემძენი 20-8 წლის 04 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-------------–---–-, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 1--0- (თ--------ი ათას ორასი) ლარად. ი-------------–---–მა თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „G----------“-ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 10 მაისის №A1------8-0--/0-1 განკარგულება (ს.ფ. 182-183).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------------–--ლის და დ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.
სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღსრულების დაწყების საფუძველს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20-- წლის 28 ნოემბერს შპს „G----------“-მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და 20-- წლის 27 ნოემბრის №1-------6 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულება მოითხოვა.
7.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე - სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეებს გააჩნიათ კანონიერი უფლება ინფორმირებული იყვნენ სააღსრულებო წარმოების თაობაზე. კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულობა მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სრულყოფილად მოახდინოთ თავიანთი უფლების რეალიზება ან თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უკანონო ქმედების შედეგად არსებობს ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესების შელახვის საშიშროება. ამ პროცესის მიმდინარეობაში კი აღმასრულებლის როლი კანონით არის დადგენილი და მას ვალდებულება აქვს განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება მოვალისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალეებს - მ-------------–--ლს და დ--------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ გაეგზავნათ ორჯერ - 20-- წლის 29 ნოემბერს და 20-- წლის 04 დეკემბერს, თუმცა ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაბარდათ. კერძოდ, შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილის თანახმად, 20-- წლის 29 ნოემბრის №A1------8-0-4/0-1 შეტყობინების ჩაბარების მიზნით, ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატების - დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მისამართზე: ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, 20-- წლის 30 ნოემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“. რაც შეეხება 20-- წლის 04 დეკემბრის წინადადებას, აღნიშნული გზავნილის ჩაბარების მიზნით, შპს „ს----------–-------------“ ფოსტის მუშაკის ვიზიტი ადრესატის - მ-------------–--ლის ალტერნატიულ მისამართზე - ქ. თბილისი, ჭ------–--ს I--–--. №1 და მ-------------–--ლის და დ--------------–---–ის მისამართზე - ქ. თბილისის ვ---------ის ქ. №19ა, 20-- წლის 05 დეკემბერს განხორციელდა, თუმცა მისამართებზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“.
ასევე დადგენილია, რომ 20-- წლის 07 დეკემბერს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №A1------8-------1 განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“, რომლითაც დადგინდა №A1------8 სააღსრულებო წარმოების მოვალე - დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ“ შეტყობინების საჯაროდ გავრცელება აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის www.nbe.gov.ge -ს მეშვეობით. ამავე განკარგულების თანახმად, „მოვალე დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლება საჯარო შეტყობინების ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს“.
20-- წლის 08 დეკემბერს, დ--------------–---–ის და მ-------------–--ლის მიმართ საჯაროდ გამოქვეყნდა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
7.4. სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმადაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე მხარეთა ინფორმირების მიზნით კანონმდებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას სრულად გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმები. ამასთან, აღმასრულებლისთვის მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებაზე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც კანონმდებელი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამდენად, სააღსრულებო მოქმედებათა მხოლოდ ფორმალური განხორციელება არ პასუხობს კანონმდებლის მოთხოვნას ეფექტიან აღსრულებაზე და აღმასრულებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა ინფორმირებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „ს----------–-------------“ 20-8 წლის 26 დეკემბრის №6---9 წერილის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოვალეებს - მ-------------–--ლს და დ--------------–---–ს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ ვერ ჩაბარდათ იმ საფუძვლით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა - „არავინ დამხვდა მისამართზე“, რაც მიუთითებს, რომ ადრესატებთან კომუნიკაცია არ განხორციელებულა და ადრესატების მიერ გზავნილის ჩაბარებაზე თავის არიდების ფაქტიც არ დგინდება.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს მხარისათვის კორესპონდენციის ჩაბარების ერთ-ერთ მექანიზმს, კერძოდ, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს).
მხარის ინფორმირების ზემოაღნიშნულ წესთან მიმართებით, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას: საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (იხ. ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი # 30459/13) სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა ის, რომ ეროვნული სასამართლოს მხრიდან არც ერთი მცდელობა არ განხორციელებულა -დაკავშირებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას ან ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას, რათა დაედგინათ განმცხადებლის ადგილსამყოფელი (იხილეთ, მაგალითად, mutatis mutandis, „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya)). აღნიშნული საშუალება ასევე ხელმისაწვდომი იყო სასამართლოსთვის სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით. ამავე გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლო უწყებებისა და გადაწყვეტილებების ჩაბარება მათი მედიაში გამოქვეყნების საშუალებით შეიძლება ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის წარმოების სისწრაფე და ეფექტურობა (იხ. შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, ზავოდნიკის საქმე, §76; ვებერის საქმე (dec), და განკინისა და სხვების საქმე, § 35, ყველა მათგანი მოხსენებულია ზემოთ). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, საზიანოდ (იხ. 34-ე პარაგრაფი). შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო უწყებების ჩაბარება მათი გამოქვეყნების გზით უნდა ყოფილიყო გამოყენებული სათანადო გულისხმიერებით და როგორც უკიდურესი ღონისძიება (იხ. სსკ-ის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; ასევე, იხილეთ აღნიშნულთან დაკავშირებით ზემოთ მოხსენიებული მიჰოლაპას საქმე, §29). სასამართლოს აზრით, ამ წესის ხისტმა გამოყენებამ მიმდინარე საქმეში შეამცირა მომჩივნის შესაძლებლობა, მონაწილება მიეღო საქმის წარმოებაში და დაეცვა თავისი ინტერესები. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მომჩივანმა უარი თქვა შესაბამის საქმის წარმოებაში მონაწილეობის უფლებაზე. არ დამტკიცებულა, რომ მომჩივანმა მიიღო ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ რაიმე სხვა წყაროდან. უფლებაზე უარის თქმის მთავარი პირობა ის არის, რომ დაინტერესებულმა პირმა უნდა იცოდეს შესაბამისი უფლების არსებობის და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ. მომჩივნის მხრიდან არ ჰქონია ადგილი უმოქმედობას, როგორც ასეთი, რადგან მან უბრალოდ არ იცოდა მისი ყოფილი პარტნიორის მიერ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სასამართლოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი აღმასრულებელს ანიჭებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების სრულ უფლებამოსილებას და მითითებული წესებიდან რაიმე სახის საგამონაკლისო შემთხვევას არ ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის, ასევე 78-ე მუხლის გამოყენებისას, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით, თუმცა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული არ გამორიცხავს აღმასრულებლის მიერ ამავე სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, რაზეც ასევე მიუთითებს აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულო ხასიათი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული, საჯარო შეტყობინების განხორციელების წინაპირობები დაცული უნდა იყოს როგორც ფორმალური თვალსაზრისით, ასევე ადრესატი რეალურად უნდა იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საჯარო შეტყობინების შესახებ განკარგულების მიღებისას, ყველაზე ნაკლები ალბათობა არსებობს იმის, რომ ადრესატი ნამდვილად წაიკითხავს ამ შეტყობინებას და გაეცნობა საქმის მასალებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მითითებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ ერთი მხარის უფლების დასაცავად დაუშვებლად იქნეს ხელყოფილი მეორე მხარის უფლებები. ეს კი ნიშნავს, რომ სააღსრულებო საქმის წარმოებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი კრედიტორის უფლებას, სწრაფად და რეალურად აღსრულდეს გადაწყვეტილება და მოვალის უფლებას შორის - ჯეროვნად იყოს ინფორმირებული სააღსრულებო წარმოების თაობაზე.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალის ინფორმირება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობასაც და მართლზომიერებასაც, ხოლო აღმასრულებელი აღჭურვილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების დანაწესით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით არ არსებობდა რაიმე საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მოვალეებმა უარი თქვეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე, აღმასრულებელს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის დანაწესით და კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც არ განხორციელებულა, ხოლო აღნიშნული წინააღმდეგობაშია იმ მოთხოვნებთან, რასაც კანონმდებელი შეტყობინების საჯაროდ გავრცელების მიმართ ადგენს.
7.5. სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა, რომელიც აწესრიგებს მოვალის ძებნასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მიზნად ისახავს მოვალის ძებნასა და მოყვანას. სწორედ აღნიშნული მიზნების კუმულატიური პირობის არსებობა განაპირობებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ განჩინების მიღებას. ამდენად, ცალსახაა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული აღმასრულებლის უფლებამოსილება მოვალისათვის კორესპონდენციის ჩაბარების მიზნით მიმართოს შესაბამისად ორგანოს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს უფლებამოსილება მოვალის ძებნისა და მოყვანის (რაც თავისი შინაარსით თავისუფლების შეზღუდვას უთანაბრდება) შესახებ განჩინების მიღების თაობაზე.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოებისთვის საშუალებით კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარების შესაძლებლობა, არ არსებობდა მზია და დ--------------–---–ების შეტყობინების საჯაროდ გავრცელების განხორციელების წინაპირობები და ასეთი საჯარო შეტყობინება არ ითვლება კანონით დადგენილი წესით გზავნილის მხარისათვის ჩაბარებად. მოსარჩელეებს არ გააჩნდათ შესაძლებლობა, კანონით დადგენილი საშუალებებით გაცნობოდნენ აღსრულებასთან დაკავშირებით მომავალში განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებას, რომლის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 7 დეკემბრის №A1------8-------1 განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 10 მაისის №A 1------8-0--/0-1 განკარგულება.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეების - მ-------------–--ლისა და დ--------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელეების სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ-------------–--ლისა და დ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-- წლის 7 დეკემბრის №A1------8-------1 განკარგულება საჯარო შეტყობინების შესახებ.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 20-8 წლის 10 მაისის №A1------8-0--/0-1 განკარგულება.
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე მ-------------–--ლისა და დ--------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია